IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან, რას ნიშნავს?
მარიამი
პოსტი Jun 10 2007, 05:24 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



დღეს წავაწყდი ლოცვანში ასეთი სძლისპირს:

განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან და მზის თვალმან იხილა ქვეყანა და მხდომი იგი მტერი დაანთქა ზღვასა ერითურთ და ისრაელი განვიდა ზღვასა მას დაულტოლველად და უგალობდა ღმერთსა მაცხოვარსა დიდებულსა.

რას ნიშნავს: "განუკვეთელი განჰკვეთა მოკვეთილმან"? მოსეზეა საუბარი თუ სხვა რამე იგულისხმება?

მოძღვრის გარდა, სხვის პასუხსაც მივიღებ, თუ კომპეტენტური პასუხი იქნება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 11 2007, 01:12 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მარიამ, ვერ გეტყვი რამდენად კომპეტენტური აზრია, მაგრამ ჩემის აზრით მოკვეთილი მოსეს კვერთხს გულისხმობს (ხისგან მოკვეთილი/გამოკვეთილი), განუკვეთელი კი მეწამული ზღვა უნდა იყოს. ე.ი. ძლისპირის აზრია, რომ მოსეს კვერთხმა განკვეთა მეწამული ზღვა.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 11 2007, 10:37 AM
პოსტი #3


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



სოტირისის მიმართულება მართებულია.
უფრო კონკრეტულად, მოკვეთილი ანუ კვერთხი არის ჯვარი.
განუკვეთელი ანუ წყალი, რაც არ იკვეთება, არის ნათლობის წყალი.
ხოლო მზე ქრისტეა.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 11 2007, 12:12 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



როგორ მიხარია, რომ სოტირისს სადღაც მაინც ვეთანხმები biggrin.gif

ციტატა
მზის თვალმან იხილა ქვეყანა


აქ რა შეიძლება ვიგულისხმოთ? ვფიქრობ მზეზე და მის დაბნელებიდან გამოსვლაზეა საუბარი, თუ ასეა, მაშინ საინტერესოა რა მომენტს გულისხმობდა ავტორი?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 9 2007, 10:07 PM
პოსტი #5


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეს ტროპარი ღმრთის სიდიადეს და მის სასწაულს უგალობს. აუცილებელი არ არის მასში ალეგორიები ვეძებოთ. თუმცა არც აკრძალულია. წმიდა თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ ჩვენ გვაქვს წმიდა წერილის განმარტებაში გარკვეული თავისუფლება. მთავარია არ ვეწინააღდეგებოდეთ ზოგადად ეკლესიის მიერ მიღებულ სწავლებას. წინასწარმეტყველებები, სიმბოლური სახეები, ალეგორიები არ უნდა იქცნენ მართალ სწავლებაში ეჭვის შეტანის, მისი შეცვლის საბაბი.

აქაც გვაქვს თავისუფლება. უპირობოა, რომ მოკვეთილი არის კვერთხი მოსესი, ხოლო განუკვეთელი - ზღვა. ალეგორიებს რაც შეეხება, მიწაში შეგვიძლია ადამიანი გული ვიგულისხმოთ (როგორც ეს არის იგავში თესლსა და მთესველზე). ღმრთაებრივი ნათელი ვერ წვდება მას, ვერ ათბობს და ვერ ანათებს, სანამ ვნებათა და ცოდვათა ნადები ადევს. სულიწმიდის მადლის წინამძღოლობით და მოღვაწეობის ჯვარით განკვეთილი და ძლეული ვნებულობა საშუალებას აძლევს გულს გახდეს მიმღები ღმრთაებრივი ნათლისა, სარბიელი კეთილ გულისთქმათა. ასეთ დროს თვით ღმერთი მიმოიხილავს ადამიანის გულს, ათბობს, მას. გული, რომელსაც ზედ ეკვრება შეუნანებელი ცოდვები, უბრძოლველად დატოვებული ვნებები, ვერ შეიქმნება კეთილ ზრახვათა სარბიელად. ბოროტ გულისთქმათა მიღება კი აკლებს მადლმოსილებას და კვლავ ამთლიანებს ამ მეწამული ზღვის წყალივით მკვდარ ფენას.

სხვას შეუძლია პირადი შინაგანი ცხოვრებიდან სხვა სიმბოლო დაინახოს. როგორც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც ის არის, რომ ეს ტროპარი ღმრთის სიდიადის და სიყვარულის სადიდებელია.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი