IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> მთელი ცხოვრება შენთავთან ბრძოლაა, მაგრამ მე ახლა უფრო ვაგებ ამ ბრძოლას
araferi_aravin
პოსტი Jun 10 2007, 11:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 4-April 07
წევრი № 1,562



იცით..აი ზოგჯერ მართლა თითქოს მოვტრიალდები უკან და ჩემთავს ვუყურებ და დავცინისავით, გეყოთქო ამდენი ფილოსოფია, უაზრობაზე ფიქრი..მაგრამ ძნელია..განსაკუთრებით კი ახლა გახდა ძნელი რაც გავიზარდე..
პატარა როცა ხარ, რაღაცას ელოდები თითქოს და ის რაღაცა კარგია..მერე იზრდები და ნელნელა უხილავი ტვირთი გაწვება გულმკერდზე და ძილს გიშლის..12 წლის ასაკში ერთადერთი (იმ დროისთვის) ახლო მეგობარი დამეღუპა..13 წლის ასაკში თავის მოკვლა ვცადე..23 ვარ..და რასაც ქვია ჩემთავს მივათრევ ძალით..ხომ იცით, ყოველ დილას ძალით რომ დგები იმიტომ რომ ჩვეულებრივი ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტი გამოძრავებს, უნდა ჭამო რომ არ მოკვდე და ასე შემდეგ..
სხვას ეგ ეთქვა ჩემთვის და ისე მწარედ გავეხუმრებოდი, მათრახი და მაგის ჯანი გინდა შენთქო..და ცხოვრებაში რეალურად ჩემთავს უფლებას არ დავრთავ ეგ უბრალოდ როდესმე მართლა ვინმეს ვუთხრა..მაგრამ ღამე, ფაქტი ფაქტად რჩება..ვერ ვიძინებ..და ვფიქრობ, და ვფიქრობ და ვფიქრობ..უაზროდ ამიტყდება ტირილი..სარკეში ჩემთავს შევხედავ თუ არა მეტირება, რა უბედურება მიყურებსთქო იქიდან..მეზიზღება ჩემი თავი..და მართლაც რო სარკეს ველაპარაკები, მათრახი და მაგის ჯანითქო..იცით მეცინებასავით თან მეტირება..იდიოტიზმი მჭირს..
მეგობრები მეგობრებად, ნათესავები ნათესავებად მაგრამ არცერთი არ დაიჯერებს და გიჟი ვეგონები ეგ რომ გამიგონ..სხვა ტიპის ხალხია..მეზიზღება ჩემი თავი, მაგრამ ყველაზე მაგრად...მინდა რომ განვმარტოვდე..და ზოგჯერ ვფიქრობ კაი მონაზონი გამოვიდოდითქო, ოღონდ საერთოდ მარტო რომ ვცხოვრობდე..ასე უფრო მარტივი იქნება, მე ხომ ისედაც მარტო ვარ ხოდა, ბოლომდე მარტო ვიყო რა..
ნეტა რა გეგმები ჰქონდა ღმერთს ჩემზე როდესაც მქმნიდა..გავამართლე ნეტა, თუ არა..მე კი უფრო მგონია რომ არა მარა, მაგი ჩემი გადასაწყვეტი არაა..ბევრი ვინმე მენატრება ხოლმე..და თითქმის ყველას მე ვშორდები ხოლმე..ბრალი იმათი არაა, ბრალი ჩემია, მე მჭირს რაღაცა უაზრობა, მაგრამ აბა წადი და აუხსენი...რაც თვითონ არ გესმის..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 7 2007, 04:56 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



წყალობა უფლისა თქვენზედა

წიგნებს, რომლებიც მაცხოვრის ცხოვრებას მოგვითხრობენ და მის სიტყვებს გადმოგვცემენ ქრისტეანებმა სახარება ვუწოდეთ. ეწოდა ასე იმიტომ, რომ უფალმა სიხარული მოგვიტანა და მისი სიტყვები არის ნუგეში, სიხარული და ნათელი კაცთა. მაგრამ ადამიანებს ხშირად გვიჭირს ამ სიხარულის მიღება. მიზეზი, ცხადია საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ.

ადამიანი ხან ბოროტი სულის მიერ იდევნება, ხან კი ბოროტის მიერ აღძრული ადამიანების მიერ. მაცხოვარი კი ბრძანებს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით" (მთ. 5.12). მაგრამ სანამ ამას იტყოდა, ნეტარებების სახით გამოთქვა ის, რასაც მივყავართ ამ მდგომარეობამდე. ბრწყინვალე განმარტება ამ გზისა შეგიძლიათ იხილოთ წმიდა ეგნატე სტავროპოლელის სიტყვაში "О евангельских блаженствах" (სამწუხაროდ, ქართული თარგმანი არ ვიცი). მოკლედ რომ ვთქვათ, სიხარული არის ნაყოფი, რომელსაც უფალი გვანიჭებს სწორი ცხოვრების მონდომებისათვის. თქვენს შეკითხვას უწოდეთ ბრძოლა საკუთარ თავთან. მაგრამ ის, რასაც აღწერთ არა ბრძოლაა, არამედ მსხვერპლად ყოფნა. ბრძოლა კი მართლაც აუცილებელია.

სულიერი ცხოვრების აუცილებელი შემადგენელია გონებისმიერი ბრძოლა მიუღებელ აზრებთან. "უაზრობაზე ფიქრი" ის სარკმელია, რომლითაც ბოროტი შემოდის თქვენში. მოწყენილობა, უსაფუძვლო განცდები და ტირილი, გაუცხოება ადამიანებთან – ყოველივე ეს მისი ზემოქმედების შედეგია. სამწუხაროდ, ჩვენ თვითონ ვაძლევთ მას ამის უფლებას შეგრძნებებზე აგებული ფიქრების მიღებით, უმოქდედობით, ღმრთის ნების გამოუძიებლობით, ეკლეისური ცხოვრების მოუნდომებლობით. შემიძლია გირჩიოთ მიაქციოთ მეტი ყურადღება იმის გაკონტორლებას, რა ტრიალებს თქვენს გულსა და გონებაში. "და ვფიქრობ, და ვფიქრობ და ვფიქრობ"… არ შეიძლება ასე. ის რასაც ფიქრს უწოდებთ გულის შეგრძნებებზე აქცენტირება და მასზე აზრების და ოცნებების აგებაა. ეს ის ხერხია, რომლითაც ბოროტი გვიღვივებს ვნებებს, გვაგდებს სულიერი დავრდომილობის მდგომარეობაში. გაცვალეთ თქვენი ფიქრები ლოცვებზე. განსაკუთრებით იესუს ლოცვას გირჩევდით, რომელიც ათბობს და ანათებს სულს. წარმოიდგინეთ, ის დრო, რომელიც გადის ამ ფიქრებში ლოცვებს რომ ეთმობოდეს, რამდენად ახლოს იქნებოდით უფალთან!

არანაირად არ შეიძლება იზოლირება გარემოსაგან. თვითიძულება დაგვჭირდება იმისთვისაც, რომ ძალისაებრ ჩვენისა ამოუდგეთ ჭირსა და ლხინში მოყვასს. არის განმარტოება, რომელიც სათნოა ღმთისათვის და ნაყოფიერია სულისათვის. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანი წარემატება სულიერ ცხოვრებაში. თქვენს შემთხვევაში კი ვერ გირჩევდით განმარტოებას. ასეთი მარტოობა განავითარებს თქვენში ამპარტავნებას, ეგოიზმს, მეოცნებეობას და ამით ძალიან დაანგრევს სულს. თითქოს კარგი იდეაა მონოზვნური ცხოვრება. მაგრამ ის, რაც გესახებათ მონოზვნური ცხოვრების განწყობად, არსებითად სრულიად საპირისპიროა მონოზვნობისაგან. ქრისტეანობა და, განსაკუთრებით მონოზვნობა თვითუარყოფით და ქრისტეთი ცხოვრებაა. თქვენ კი დღეს საკუთარ შეგრძნებებზე კონცეტრირებული ყურადღებით, საკუთარი ტკივილით ცხოვრობთ.

არ არის გამოუვალი თქვენი მდგომარეობა. ახლოსაა უფალი, მაგრამ აზროვნების და ცხოვრების წესით უნდა გავუხსნათ მას გულის კარი. ლოცვა, მოწყალება, განსაცდელში მყოფთა თანადგომა, ღმრთის ნების, მისი სწავლების გამოძიება–შესწავლა, მამათა გამოცდილების გაზიარება წიგნების მიერ, მოძღვრის არჩევა და მისდამი მორჩილება, ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ ეკლესიური ცხოვრება შეგაძლებინებთ გამოსავალის პოვნას და მოგცემთ ძალას ბოროტის ძლევის.

დედა ღმრთისა იყოს თქვენი მფარველი.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი