![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
1. ნეტარნი არიან გლახაკნი სულით, რადგან მათია სასუფეველი ცათა.
2. ნეტარნი არიან მგლოვიარენი გულით, რადგან იგინი ნუგეშცემულნი იქნებიან. 3. ნეტარნი არიან მშვიდნი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას. 4. ნეტარნი არიან, რომელთაც შიათ და სწყურიათ სიმართლე, რადგან ისინი გაძღებიან. 5. ნეტარნი არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან. 6. ნეტარნი არიან წმინდანი გულით, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ. 7. ნეტარნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან ისინი ღვთის ძეებად იწოდებიან. 8. ნეტარნი არიან დევნილნი სიმართლისათვის, რადგან მათია სასუფეველი ცათა. 9. ნეტარნი ხართ თქვენ, როცა გლანძღავენ და გდევნიან და სიცრუით ამბობენ ყოველგვარ ბოროტს თქვენ მიმართ ჩემ გამო; გიხაროდეთ და მხიარულნი იყავით, რადგან საზღაური თქვენი დიდია ცაში, რადგან ასევე დევნეს წინასწარმეტყველნი, რომლებიც თქვენზე უწინ იყვნენ. <<<<<<<< ეს ქრისტეანული მორალია, არაქრისტეანულს ემატება; ციტატა ჯოჯოხეთის კუპრში დაიხრუკები მოკლედ პრობლემა მდგომარეობს, ქრისტეს - ადამიანური სამართლიანობისთვის დაქვემდებარების მცდელობაში... ნამდვილი ქრისტეანი თავს დატეხილ უბედურებას, აუცილებლად მიიღებს მწარე წამლად - იმ მომენტში ყველაზე საუკეთესეო გამოსავლად და ნეტარების გზაზე კიდევ ერთ ნაბიჯად, მოსიყვარულე მამის დაშვებად - ამავდროულად იგი არ დაიმშვიდებს თავს პოტენციური მიზანთროპიზმით - როგორიცაა - 'ის დაიტანჯება' და ამაში რაღაც ველური სიამოვნების განცდას ![]() ქრისტეანის სიყვარული ადამიანებისადმი, ნიშნავს მათ არსობრივ სიყვარულს, მათდამი მოპყრობით, ღვთის კიდევ ერთხელ განდიდებას, თქვენ წარმოიდგინეთ, ხატის შეურაცხყოფასა და ძმის შეურაცხყოფას, საეკლესიო სამართალი თანაბარი 'სასჯელით' 'სჯის'... ქრისტეანული ეკლესია, ეს არის სიყვარულის ძალაუფლების მქონე, კლდეზე დაფუძნებული ორგანიზმი, რომელიც საღვთო მადლს რაციონალურად გვაძლევს, მაგალითად წირვა არის ქრისტეს ეკლესიურასთან კავშირის მოქმედება, ანუ მისი ამქეყნად კიდევ ერთხელ მოვლინება და ადამიანში შესვლა, რომელიც ეკლესიამ - დროში არსებობასთან ერთად, მომავალი დროის საჭიროების მიხედვით შეამკო, ეს ბუნებრივი მოვლენაა - ქრისტე აარონიდან დღემდე, ეკლესიას ზრდის, ავსებს და დროისშესაბამისს ხდის - რადგან მან შეძლოს 'წარვიდეს და მოიმოწაფოს ყოველნი წარმართნი და ნათელ სცეს მათ, სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა' ამავდროულად ზოგიერთი მორწმუნის ცუდადგაგებულ ქრისტეანობაში, სიყვარულის ძალაუფლების ცხოვრებაში დანერგვას, რაღაც ბარიერი უშლის ხელს, დავარქვათ მას - ემპირიული ფენა, რომელზეც ხსენებული პიროვნება სრიალებს, შესაბამისად იგი ვერ წვდება იმ არსობრივსა და მაცხოვნებელს, რომელიც ეკლესიაშია, ის არ არის ურთიერთობაში ღვთაებრივ მხსნელთან ქრისტეანმა უნდა გააცნობიეროს რომ, ის არ მოსულა ეკლესიაში მსახურებისთვის, ანუ მხოლოდ რაღაც მოქმედების შესასრულებლად - ის მოვიდა მსახურებით ქრისტეს განსადიდებლად, მისი ეკლესიისა და მაცხოვნებლობის შესაგრძნობად ქრისტეანობა იწყება, საკუთარი პიროვნების ლაქის, ღვთაებრივ შუქზე შეცნობით - ანუ ეგოს დაცემულობის, მონობის, ცოდვის ტყვეობის შეგრძნებით და შემდეგ სხვადასხვა სულიერ ავადმყფობებათა, შესაბამისი დანიშნულების ექიმთან გამოაშკარავებითა და მათი განკურნებისათვის ზრუნვით, მხოლოდ ისეთ ადამიანს შეუძლია სხვისი 'თავგატეხვა' განიკითხოს, ვისაც არ უგრძვნია თავისტკივილი - ანუ, არ განუცდია საკუთარი ცოდვილობა არც ერთი 'ფეხისტკივილ' შეცნობილი ადამიანი, სხვის 'ხელისტკივილის' არ გაკიცხავს, რადგან ტკივილი ერთია - თუმცა სხვადასხვა კატეგორიის, რა ხდება როცა ამჩნევ, რომ შენს ირგვლივ ყველა ავადაა და თავადაც ავად ხარ? იწყებ ზრუნვას განკურნო საკუთარი თავი და შემდეგ სხვასაც მიეხმარო იგივეს გაკეთებაში, ამ დროს შენში შეცოდების გრძნობა ჩნდება (არა მხოლოდ სხვისი, საკუთარი თავისაც) და ეს შეცოდება შობს სიყვარულს, სიყვარულმა უკვე აღარ იცის არანაირი ტკივილი... იქ სადაც ჩნდება, უანგარო სიყვარული - ჩნდება საღვთო მადლი, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს - რაც მთავარია ყველაფერს ალამაზებს სწორედ უსიყვარულობა, ქრისტეს არ ცნობა იწვევს, 'მორწმუნეობის ამპარტავნებას' იგივე - ხიბლს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სრულყოფის გზაზე წინ მიიწევს, რომლის სულიც ნელ-ნელა თეთრდება, უფრო მეტად ამჩნევს საკუთარ ცოდვებს და უფრო მეტად ესმის სხვის, შესაბამისად მისი მსახურების, მისი ღმერთისადმი ურთიერთობის დოზა სულ უფრო ეცოტავება და ეს თავმდაბლობას ბადებს, ბადებს ელემენტარული რეალობის გაცნობიერებას, რადგან ამპარტავანი ადამიანი არ არის რეალისტი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ნათია |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ციტატა რა ხდება როცა ამჩნევ, რომ შენს ირგვლივ ყველა ავადაა და თავადაც ავად ხარ? იწყებ ზრუნვას განკურნო საკუთარი თავი და შემდეგ სხვასაც მიეხმარო იგივეს გაკეთებაში, ამ დროს შენში შეცოდების გრძნობა ჩნდება (არა მხოლოდ სხვისი, საკუთარი თავისაც) და ეს შეცოდება შობს სიყვარულს, სიყვარულმა უკვე აღარ იცის არანაირი ტკივილი... იქ სადაც ჩნდება, უანგარო სიყვარული - ჩნდება საღვთო მადლი, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს - რაც მთავარია ყველაფერს ალამაზებს თუ არ გამოცდი შენს თავზე ტკივილს სხვის ტკივილს გულთან ახლოს ვერ მიიტან. მე ყველა ადამიანი, რომელიც ავად არის განსაკუთრებით მიყვარს და კარგად მესმის მათი ციტატა სწორედ უსიყვარულობა, ქრისტეს არ ცნობა იწვევს, 'მორწმუნეობის ამპარტავნებას' იგივე - ხიბლს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სრულყოფის გზაზე წინ მიიწევს, რომლის სულიც ნელ-ნელა თეთრდება, უფრო მეტად ამჩნევს საკუთარ ცოდვებს და უფრო მეტად ესმის სხვის, შესაბამისად მისი მსახურების, მისი ღმერთისადმი ურთიერთობის დოზა სულ უფრო ეცოტავება და ეს თავმდაბლობას ბადებს, ბადებს ელემენტარული რეალობის გაცნობიერებას, რადგან ამპარტავანი ადამიანი არ არის რეალისტი 100% ჭეშმარიტი ქრისტიანი თავს უფლებას არ მისცემს იყოს ამპარტავანი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ninca |
![]()
პოსტი
#3
|
ninca ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 ![]() |
"მოკლედ პრობლემა მდგომარეობს, ქრისტეს - ადამიანური სამართლიანობისთვის დაქვემდებარების მცდელობაში."
მე ეს სიტყვები ასე გავიგე, თუ არასწორად მესმის, შენიშვნებს გავითვალისწინებ, ე.ი. ჩვენ, მართლმადიდებელმა ქრისტეანებმა უნდა უარვყოთ ჩვენი და დავემორჩილოთ უზენაესის ნებას, რომლის წინაშე ჩვენი "სამართლიანობა" არაფერია. შეიძლება, ჩვენ მიგვაცნია უსამართლობად ესა თუ ის შემთხვევა, მაგრამ ღვთის დაშვებით ხდება ყოველივე და მასში სულიერ სარგებლობას უნდა ვეძებდეთ. მართლმადიდებელი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი საკუთარი თავის შეცნობით, სინანულის განცდით იწყება. ღვთის მადლით ხვდები, რომ ჯოჯოხეთურ სიმყრალეს დაატარებ სულში, ცოდვით დასნებოვანებული ხარ, ცდილობ სულის სიღრმეში შეხვიდე და ამავე დროს მდაბლდები, უფრო ლმობიერი ხდები სხვათა უძლურებათა მიმართ. რაც უფრო ახლოს მიდიხარ საკუთარ გულთან, შენში არსებულ გაბერილ მე-ს ფრთები ეკვეცება და უფრო უახლოვდები მოყვასს, ჩვენი ცოდვით შერყვნილი ბუნებრივი სიყვარული იცვლება ქრისტეანულით. საღვთო შეწევნით ასე ნელ-ნელა იზრდები სიყვარულის მოხვეჭის გზაზე. მადლობა ღმერთს, რომ ამ გზაზე დაგვაყენა! |
ქევანა |
![]()
პოსტი
#4
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
უყვართ ადამიანებს ნიშნის მოგებით საუბარი და რას იზამ
![]() არსრულყოფილნი ვართ.... ამ წუთისოფელში -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი