![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ერთ ბერს ვინმე წარჩინებულმა ჰკითხა: "თუკი ადამიანისათვის საჭიროა მარხვა და თავშეკავება, მაშინ რატომ არის ამ ქვეყნად შექმნილი ამდენი სასიამოვნო, ჩვენთვის დამატკბობელი რამ?" ბერმა უპასუხა: "თუკი ღმერთი არ შექმნიდა ამდენ მიწიერ რამეს, მაშინ ყველა უნებლიედ იმარხულებდა. მიწიერი სიკეთეები იმისათვის არ არის, რომ დავტკბეთ, ისინი მარხვის სრულყოფილებისთვისაა. ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო." -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ნათია
რა კარგი თემა გახსენი. ![]() ერთი კითხვა მაქვს და თუ ნებას მომცემ დავსვავ აქ ![]() მაინტერესებს მარხვის დროს რა ჭამო და რა არა, საიდან მოდის? (თუ თემიდან გადახვევაა, წავშლი კითხვას) -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ninore |
![]()
პოსტი
#3
|
![]() ნაყინი ჩემი ტკივილია! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,849 რეგისტრ.: 8-November 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 418 ![]() |
კარგი თემაა ნამდვილად და მითუმეტეს კითხვა, ძლიან საინტერესოა მამაოს პასუხი ალბათ ამასთან დაკავშირებით
![]() ისე გულახდილად რომ ვთქვათ, ძალიან მიჭირს მარხვის დაცვა, რა თქმა უნდა საჭმელს არ ვგულისხმობ ![]() -------------------- თუ ერთი კბილი აგტკივდა, გიხაროდეს, რომ ყველა არ გტკივა!
თუ ავად ხარ, გიხაროდეს, რომ უკურნებელი სენი არ გაქვს! თუ მეგობარმა გიღალატა, გახსოვდეს, რომ კიდევ გყავს! თუ სიყვარულში არ გაგიმართლა, გაიხსენე, რომ ჯერ ყველაფერი წინ გაქვს და მიხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერიააააა!!!! |
ლეონტი |
![]()
პოსტი
#4
|
![]() ილოცე!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 ![]() |
რა ჭამო და რა არა ,როდის და რატომ, ამის წესები და კანონები მოდის წმინდა წერილიდან, ხოლო წმინდა წერილი თავის მხრივ ღმერთისგან. ამ ფორუმზე არიან შესაბამისი განათლების ხალხი, ვინც ციტატების დონეზე იცის, და გიპასუხებს.
![]() -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
k@the |
![]()
პოსტი
#5
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ლეონტი
მეც მაგ ხალხის იმედი მქონდა ამ კითხვას რომ ვსვავდი და რიავიცი არ ჩანან ![]() საქმე იმაშია ხალხნო, რომ მარხვას ვინახავ (ვცდილობ ყოველ შემთხვევაში) და მკითხეს, ერთი გვითხარი სად წერია, რომ უნდა იმარხულოო, ბიბლია კი გვაქვს ნასწავლი და იქ ეგეთი არაფერი წერიაო (აქ სკოლებში სწავლობენ ბიბლიას). ხოდა გავჩუმდი და ჩემ თავზე გავბრაზდი რო პასუხი არ მქონდა ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#6
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა მკითხეს, ერთი გვითხარი სად წერია, რომ უნდა იმარხულოო, ბიბლია კი გვაქვს ნასწავლი და იქ ეგეთი არაფერი წერიაო (აქ სკოლებში სწავლობენ ბიბლიას). ხოდა გავჩუმდი და ჩემ თავზე გავბრაზდი რო პასუხი არ მქონდა sad.gif შევეცდები შეძლებისდაგვარად გიპასუხო ![]() მარხვის შესახებ ძველ აღთქმაში: "... რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ"(რჯლ. 9,9) " და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა"(ნეემ.1,4). "ოცდამეოთხესა მის თთჳსასა შეკრბეს ძენი ისრაჱლისანი და იწყეს მარხვად და შთაიცვეს ძაძა და გარდაისხეს ნაცარი თავსა თჳსსა"(ნეემ. 9,1). " და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა"(დან, 9,3). "5.იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. 7.გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს."(იონა 3, 5,7) ძველ აღთქმაში კიდევ ბევრია, ვფიქრობ ეს ამჯერად საკმარისია ახალ აღთქმაში: მაცხოვარმა იმარხულა "ორმოცი დღე და ორმოცი ღამე" "2. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. 3. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს"(საქმე 13, 2-3) "ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამადმდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა-ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა"(საქმე 10.30) "და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა"(საქმე 14.23). "მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გასული იყო"(საქმე 27.9) ეს ციტატები ბიბლიიდან (მხოლოდ ნაწილი მოვიყვანე, კიდევ ბევრია), ამის გარდა ადრეული პერიოდის ქრისტიანულ ნაწარმოებებში ბევრგან გვხვდება მარხვის შესახებ, მაგალითად "დიდაქეში"(ანუ მოძღვრება თორმეტი მოციქულისა) "პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკევს"(დიდაქე VIII 1). ასევე ჰერმესის "მწყემსში" (II საუკ. დასაწყ) "Однажды, когда я постился и сидел на горе, благодаря Господа за то, что сделал Он со мною..." ("Пастырь", Подобие пятое, 1) მარხვის დღეებზე ლაპარაკობს ტერტულიანე:"... Нужно явиться на бдение? Муж назначит в это время свидание в бане. Придет день поста? Муж именно в этот день пригласит друзей на пир. Случится ли крестный ход? Именно в этот день как никогда много хлопот по дому"(Послание к жене II. 4) მარხვა გულისხმობს საკვებისგან თავშეკავებას. ძველ აღთქმაში მარხვისას ხშირად საერთოდ არაფერს ჭამდნენ. მაგალითად დავით მეფემ ასე იმარხულა, რათა არ მომკვდარიყო მისი შვილი, რომელიც შეეძინა ბერსაბესთან (2მეფეთა 12, 15-23), ასევე იმარხულეს ნინეველებმაც, როგორც ზემოთ იყო ციტატაში მოყვანილი. პირველი ქრისტიანები მარხვის დროს არაფერს ჭამდნენ საღამომდე, საღამოს კი მცირეოდენ საკვებს იღებდნენ. მარხვისას მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება ჩამოყალიბდა სამონაზვნო ცხოვრების წესის გავლენით. თუმცა ყოველთვის ითვლებოდა რომ სამარხო საჭმელი უბრალო და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ნათია |
![]()
პოსტი
#7
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
„საყუარელნო, მარხვა დედა არს სიწმინდისა და წინამძღვარი ლოცვისა. მარხვა ცხადმყოფელი არს სინანულისა და ყვავილი ყოვლისა კეთილისა ნაყოფისა“. - ბრძანებს იოანე ოქროპირი.
წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ღმერთმა მარხვა დაუდგინა სამოთხეში მცხოვრებ ადამსა და ევას. ეს იყო პირველი მცნება, რომელიც უნდა დაეცვა ადამიანს. მას არ უნდა ეგემა ედემის შუაში დანერგილი კეთილისა და ბოროტის ცნობის ხის ნაყოფი, რომლის შეჭმაც სიკვდილს მოუტანდა. უცოდველი ადამიანი, რომელმაც არ იცოდა თუ რა არის უკეთურება, გაჭირვება, სნეულება, ხრწნა, სიკვდილი, უნდა დამორჩილებოდა თავის შემოქმედს. პირველი ადამიანის დაცემით დაეცა მთელი სამყარო და დამკვიდრდა სიკვდილი. რისთვის დაუდგინა უფალმა ადამსა და ევას მარხვა? რაში უნდა დასჭირვებოდა უზენაესს მათ მიერ საჭმლისაგან თავის შეკავება? წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ნაყოფი, რომლის ჭამაც ეკრძალებოდა ადამიანს, ჯერ არ დამწიფებულიყო მისთვის, ე.ი. ის ჯერ არ იყო მზად, რომ მიეღო ცოდნა ბოროტისა და კეთილის შესახებ. ამგვარად, მარხვა თავად ადამიანისთვის იყო საჭირო, რათა სრულყოფა განეცადა. მარხვის დარღვევით იგი წინ აღუდგა თავის შემოქმედს. ეს ნაბიჯი იყო ნიშანი მისი ამპარტავნებისა და კადნიერი სურვილისა, ყოფილიყო, ვითარცა ღმერთი. წმიდა ეკლესია, რომელიც ღმერთმა დაამკვიდრა იმისთვის, რომ სასუფეველში შეჰკრიბოს თავისი ჭეშმარიტი შვილები, რომელიც არის სახე უფლის განკაცებული ძისა, იესო ქრისტესი, მოუწოდებს ყოველ ქრისტიანს, რომ შეინახოს მარხვა. იესო ქრისტემ თავისი ქვეყნიური ცხოვრებისას თვითონ მოგვცა მაგალითი მარხვისა, როცა ორმოცი დღე იმარხულა უდაბნოში. მსგავსად პირველი ადამიანებისა, მარხვა აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის. მარხვა არის საწინდარი ადამიანის სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღისა. შეუძლებელია, აღიწეროს ყოველი სიკეთე მარხვისა. მარხვა ანახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. მისი მეოხებით ადამიანი თრგუნავს მრავალ ვნებასა და უკეთურებას. იგი არის საფუძველი უბიწოებისა და მცველი ღვთისმოსაობისა. მარხვა განგვაშორებს ბოროტ ძალებს და გვაზიარებს სული წმიდის მადლს. მარხვით ცხრება ჩვენი მრისხანება, ითრგუნება ავხორცი აღძვრანი და იღვიძებენ სათნოებანი. მარხვით ყუჩდება ამაო გულისთქმათა ამბოხი, წყნარდება ჩვენი გონება, იწმინდება აზროვნება. ადამიანი უკეთ ფლობს საკუთარ სულიერ ძალებს, იმორჩილებს მოუთოკავ სხეულს და ცხოვრების მღელვარე ზღვაში თავისი ხომალდი სათნოებათა ნავთსაყუდელში მიჰყავს. მარხვა არის მკურნალი არა მხოლოდ სულიერი უძლურებისა, იგი ჩვენს ხორციელ სიჯანსაღესაც უზრუნველყოფს. ყოველი დაავადების მიღმა დგას ადამიანის სულიერი სიძაბუნე, რომელიც არის თავი და თავი ამ სნეულებისა. ცნობილია, რომ დაავადებათა უმეტესობა სწორედ არსწორი და გადაჭარბებული კვებით არის გამოწვეული. არაზომიერი ჭამა, ნაყროვანება და გემოთმოყვარება ერთ-ერთი მძიმე ცოდვათაგანია, რომელიც სხვა უკეთურებების მიზეზიც ხდება. მაგრამ ძლიერ ცდებიან ისინი, ვისაც მარხვა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავება ჰგონია. მარხვა არის თავისუფალი მორჩილება, რომლის დროსაც ადამიანი თავისსავე სურვილით ექცევა ეკლესიის სულიერი ცხოვრების რიტმში. ბასილი დიდი ბრძანებს: „ნუ განყენებითა ოდენ საჭმელთაჲ დაუდებ საზღვარსა სიკეთესა მას მარხვისასა, რამეთუ მარხვაჲ ჭეშმარიტი არს ბოროტთაგან უცხოყოფაჲ“. ამგვარად მარხვა არის თავის შეკავება ყოველგვარი უკეთურებისაგან. იგი არის ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ სრულჰყოს საკუთარი სულიერი ცხოვრება. განერიდოს მიწიერ საგნებზე ამაო ზრუნვას. დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმით, რაც აუცილებელია მისი ყოველდღიური ცხოვრებისათვის. თავი შეიკავოს გართობისაგან და უზრუნველობისაგან. მეტი დრო უნდა დაუთმოს ღვთის მსახურებას. აღასრულოს კეთილი საქმენი, დაეხმაროს გაჭირვებულს. სხვათა განსჯისა და განკითხვის ნაცვლად, საკუთარ გულში ჩაიხედოს და იქ ეძიოს უკეთურობა. მარხვა გარეშე სინანულისა, არ არის მარხვა. თუ ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ ნაკლსა და ცოდვებს, გულწრფელად არ განიცდის მათ, მისი მარხვა არ არის სრულყოფილი. მარხვის ჟამს ქრისტიანები სულის განსაწმედელად ხშირად ამბობენ აღსარებას, და იღებენ წმიდა ზიარების საიდუმლოს. განუყოფელია ერთმანეთისაგან მარხვა და ლოცვა. ამასთან, მარხვა არის ადამიანის სულიერი მოღვაწეობა, მისი გარკვეული მოსაგრეობა და მსხვერპლი ღვთის წინაშე; იგია ნიშანი ადამიანის სურვილისა, ემსახუროს უფალს... ღმერთი გასაოცარ ჯილდოს გვიმზადებს მარხვის წილ. საუნჯე, რომელსაც გვაძლევს იგი, ზეციურია და არა ჰგავს ამა სოფლის ამაო სიამოვნებებს. უფალი დიდ სულიერ ძალას აძლევს ადამიანს და მის სულში სიმშვიდესა და უშფოთველობას ამკვიდრებს. სიყვარულით და სასოებით აღავსებს კაცის გულს და ღვთიურ ნეტარებას განაცდევინებს. უმარხველობა, რომელიც თავისთავად ღვთის წინაშე ურჩობასა და წმიდა ეკლესიისადმი ეჭვზეა ამოზრდილი, უკეთურობისაგან მოუწოდებს ადამიანს. იოანე ოქროპირის სიტყვით რომ ვთქვათ, იგი აღაგზნებს სიამოვნებებს, ამრავლებს ომებს, აღვივებს მტრობას და ბოლოს სათნოების უნარს უკარგავს კაცს... რადგან ადამიანი ვეღარ პოულობს წინააღმდეგობის ძალას და იოლი დასაძლევი ხდება მტერთათვის. წმიდა ეკლესია, რომელშიც მკვიდრობს მადლი სული წმიდისა და რომელიც ღვთის ხმას გვამცნობს, წელიწადში ოთხ მარხვას ადგენს. თავის სამწყსოს იგი ოთხი უდიდესი დღესასწაულისთვის ამზადებს: უფლის ბრწყინვალე აღდგომისთვის, მაცხოვრის შობისთვის, მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლეს ხსენებისთვის, და ღვთისმშობლის მიძინებისთვის. ეკლესიას სურს, რომ ადამიანი სულიერად განწმენდილი შეეგებოს ამ უდიდეს დღესასწულებს და გულის კარი გაუხსნას მადლს, რომელიც უშურველად მიენიჭება ყოველ ჭეშმარიტ მორწმუნეს, რათა მოხდეს ჩვენი სულიერი ფერისცვალება, რათა ჩვენს სულში იშვას იესო ქრისტე, ჯვარს ეცვას ჩვენი ცოდვილი ბუნება და აღსდგეს ახალი სულიერი ადამიანი, რათა მსგავსად მოციქულებისა შევიქმნათ ჭურჭელნი სულიწმიდის მადლისა და შეუვრდეთ ჩვენი სულის ხსნისათვის მარად მლოცველ დედა ღვთისმშობელს. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
k@the |
![]()
პოსტი
#8
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
athos
მადლობა! ნათია ![]() რაღაც მაინც დამრჩა გაურკვეველი. ციტატა მარხვისას მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება ჩამოყალიბდა სამონაზვნო ცხოვრების წესის გავლენით. თუმცა ყოველთვის ითვლებოდა რომ სამარხო საჭმელი უბრალო და მსუბუქი უნდა ყოფილიყო. როგორც მივხვდი, მარხვა არის თავშეკავება, ცოტა უნდა იკვებო, ილოცო და ეცადო ამ პერიოდში ცოდვა არ ჩაიდინო. მაშინ რა განსხვავებაა არასამარხო მაიონეზით მომზადებულ ოლივიეს შევჭამ თუ სამარხო მაონეზით მომზადებულს? მგონი ორივეს ერთი გემო აქვს, ზოგს სამარხო უფრო უყვარს კიდეც. ხოდა მთავარი არის, რომ ზომიერება დავიცვა ჭამაში და ვთქვათ მწვადი არ ვჭამო (ვერც ვჭამ, სადაა აქ მწვადი თორე კი ![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#9
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა როგორც მივხვდი, მარხვა არის თავშეკავება, ცოტა უნდა იკვებო, ილოცო და ეცადო ამ პერიოდში ცოდვა არ ჩაიდინო. მაშინ რა განსხვავებაა არასამარხო მაიონეზით მომზადებულ ოლივიეს შევჭამ თუ სამარხო მაიონეზით მომზადებულს? მგონი ორივეს ერთი გემო აქვს, ზოგს სამარხო უფრო უყვარს კიდეც. ხოდა მთავარი არის, რომ ზომიერება დავიცვა ჭამაში და ვთქვათ მწვადი არ ვჭამო (ვერც ვჭამ, სადაა აქ მწვადი თორე კიsmile.gif) ან რაიმე ხორციანი საჭმელი რისი ანალოგიც სამარხო არ არსებობს. ეგრეა ვითომ ეხლა? huh.gif unsure.gif მარხვის ის წესი რომელიც ამჟამადაა, ძალიან ძველია, იგი შეწყნარებულია ეკლესიის მიერ, როგორც სულისთვის სასარგებლო. ძალიან ბევრ მამას აქვს დაწერილი იმაზე თუ რა მნიშვნელოვანია არამარტო საკვების რაოდენობა, არამედ ისიც, თუ რა სახისაა. (მოვძებნი თუ გაინტერესებს) ის რომ ამჟამად მარხვამ არასწორი ფორმები მიიღო და გაჩნდა ათასგვარი სამარხვო კარაქები და კატლეტები არ ნიშნავს იმას რომ მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და საერთოდ უარი ვთქვათ მარხვის არსებულ წესზე ![]() მარხვის დაცვისადმი დამოკიდებულებას ადრე საკმაოდ მკაცრი იყო, ამას გამოხატავს მაგალითად მოციქულთა კრების 69 კანონი: 69. Если кто епископ, или пресвитер, или диакон, или иподиакон, или чтец, или певец, не постится во святую четыредесятницу пред Пасхою, или в среду, или в пятницу, кроме препятствия от немощи телесной: да будет извержен. Если же мирянин: да будет отлучен. გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის მარხვა ძველთაგანვე არ იყო სავალდებულო ამიტომ საჭიროა მოძღვართან გავარკვიოთ თუ რამე დაბრკოლება გვაქვს მარხვაში და ის მოგვცემს შესაბამის კურთხევას ![]() -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
![]()
პოსტი
#10
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
athos
გეთანხმები, რომ ეგ წესი დიდი ხნის დადგენილი იქნება. მაგრამ აი პირადად მე უსამართლობად მიმაჩნია არ მქონდეს, თუნდაც სიტყვაზე ვამბობ 'ოლივიე'-ს ჭამის საშუალება, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველოში არ ვარ და სამარხვო მაიონეზი აქ არ არსებობს, ნუ უგემრიელეს ლობიანებზე და კარტოფილის პერაშკებზე და კიდევ ათას რამეზე აღარაფერს ვამბობ რაც საქართველოში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ![]() ანუ ეხლა ვწუწუნებ აქ პატარა ბავშვივთ და ვცდილობ ახსნა მოვუვძებნო ყველაფერს, თორე კი ვმარხულობ მაგ ყველაფრის გარეშე და არც ისეთი აუტანელად ძნელია ეგრე მარხვის შენახვა. ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
athos |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Άγιον Όρος ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 ![]() |
ციტატა რა, არაფერი არ იციან ამ საზღვარგარეთ წესიერად ![]() ციტატა ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო." სადღაც წავიკითხე, რომ აფრიკელი მართლმადიდებლები, რადგან ისედაც ძირითადად სულ მცენარეულ საკვები აქვთ, მარხვის დღეებში საჭმელს მარილს არ უმატებენ და ასე მარხულობენ ![]() -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ateisti |
![]()
პოსტი
#12
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 17-June 07 წევრი № 2,219 ![]() |
მაინც ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს უნებლიე მარხვა
|
k@the |
![]()
პოსტი
#13
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
ateisti
პავტარიაემ დლია ... ატეისტოვ ![]() ერთ ბერს ვინმე წარჩინებულმა ჰკითხა: "თუკი ადამიანისათვის საჭიროა მარხვა და თავშეკავება, მაშინ რატომ არის ამ ქვეყნად შექმნილი ამდენი სასიამოვნო, ჩვენთვის დამატკბობელი რამ?" ბერმა უპასუხა: "თუკი ღმერთი არ შექმნიდა ამდენ მიწიერ რამეს, მაშინ ყველა უნებლიედ იმარხულებდა. მიწიერი სიკეთეები იმისათვის არ არის, რომ დავტკბეთ, ისინი მარხვის სრულყოფილებისთვისაა. ღმერთს არ სურს უნებლიე მარხვა, მას ნებავს, რომ ჩვენ ნებით ვმარხულობდეთ მხოლოდ, მისდამი სიყვარულის გამო." ateisti შეგნებულად უნდა იმარხულოო. არ უნდა შესცოდო, არა იმიტომ რომ ამ ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა არ გაქვს, არამედ იმიტომ რომ გააზრებული გაქვს ეს ცოდვაროა. ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
iako |
![]()
პოსტი
#14
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
მარხვა ხომ თავშეკავებას ნიშნავს. საქართველოში ყოფნისას კი გვითხრა მოძღვარმა. რომ მარხვისას სუფრა მრავალფეროვნი არ უნდა იყოს და სამარხვო მაიონეზეც გაამახვილა ყურადღება. ამ დროს ჭამაზე კი არ უნდა ვიფიქროთ და არასამარხვო პროდუქტები იგივე დასახელების სამარხვოთი არ უნდა შეიცვალოსო.
მე რამდენადაც აქაური მოძღვრისგან ვიცი, შეგვიძლია მძიმე მარხვაში თევზის ჭამა,ოთხშაბათი და პარასკევის გარდა. საზღვარგარეთ მყოფთათვის კურთხევა არის საპატრიარქოდან. k@the ბრეცელი შეგიძლია მიირთვა ძირითადად სამარხვოა, მაგრამ შემადგენლობა მაინც იკითხე. Bioladen-ებში არის სოიოს პროდუქტების ფართო არჩევანი. ტოფუსგან შეგიძლია მრავალი კერძი მოამზადო. ნახევარფაბრიკატებიც იყიდება, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც თავის შეკავება ჯობია. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#15
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
უნებლიე მარხვა რაღაც ვერ გავიგე რას ნიშნავს
-------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
George Leluashvili |
![]()
პოსტი
#16
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 ![]() |
orthodox-georgia
ციტატა უნებლიე მარხვა რაღაც ვერ გავიგე რას ნიშნავს საერთოდ "მარხვა" და "უნებლიე",ვფიქრობ ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია.ყოველშემთხვევაში ვინც ეს დაწერა, ალბათ მხედველობაში ჰქონდა მხოლოდ საკვებით მარხვა. ხოლო რას ნიშნავს საკვებით უნებლიე მარხვა, ამის ასახსნელად მაგალითს მოვიყვან:ვთქვათ ერთი ადამიანი ხორცს არ ჭამს იმის გამო, რომ იცის იმ დღეს რომ მარხვაა და არ უნდა დაარღვიოს(ანუ ამას მიზანმიმართულად უფლისათვის აკეთებს), ხოლო მეორემ იმ დღეს, რა დღესაც მარხვაა, შეიძლება არ შეჭამოს ხორცი არა იმიტომ რომ მარხვის დღეა, არამედ შეიძლება ამის საშუალება არ ჰქონდა, ან საერთოდ, ხორცი არ უყვარს. ზედაპირულად რომ შევხედოთ, არც ერთს არ დაურღვევია მარხვა, რადგან ხორცი არ ჭამეს, მაგრამ რატომ არ ჭამეს-აი, ამაშია საქმე ![]() პ.ს.ერთ წმინდა მამას კითხეს, მარხვის პერიოდში რა არ უნდა ვჭამოთო და მან უპასუხა:ერთმანეთს ნუ დაჭამთო ![]() მართლაც გენიალური პასუხია... -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ქევანა |
![]()
პოსტი
#17
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
orthodox-georgia
ციტატა უნებლიე მარხვა რაღაც ვერ გავიგე რას ნიშნავს დიეტას ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი