![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
takuna |
![]()
პოსტი
#1201
|
![]() თაკო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 651 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,250 ![]() |
patara sayvarelo
ციტატა გოგო ვარ გოგო ახლა მივხვდი ![]() ![]() -------------------- იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
potiabesbaia |
![]()
პოსტი
#1202
|
![]() ფოთი ფოთელებს ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 ![]() |
ეს სტატია 24 საათში დაიწერა!
16.07.08 ქართული ფოლკლორის ესპანური ‘ვოიაჟი’ რა თქმა უნდა, გამოხმაურება და შეფასებები ისეთი იყო როგორც ქართულ ფოლკლორს შეეფერება. ქართული ფოლკლორისა და "ბასიანის" საშემსრულებლო ტექნიკის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა უკვე გადაწყდა. ესპანელმა და ფრანგმა ექსპერტებმა, მუსიკათმცოდნეებმა და ფოლკლორისტებმა ანსამბლ "ბასიანს" ქართული სიმღერის რესტავრატორიც კი უწოდეს. ბატონ ანზორ ერქომაიშვილს წარდგენა არ სჭირდება, მითუმეტეს თუ საუბარი ტრადიციულ ქართულ მუსიკას ეხება... ესპანეთში გამართული ქართული კულტურის დღეებზე ბატონი ანზორიც იმყოფობოდა. მან ის დადებითი ემოციები გაგვიზიარა, რომელიც მადრიდში ქართული კულტურის დღეებზე და განსაკუთრებით ანსამბლ "ბასიანის" კონცერტზე მიიღო. - უჩვეულო კონცერტი იყო... მას გამოჩენილი ეთნომუსიკოლოგი სიმხა არომი და მისი მოწაფე პოლო ვალეხო უძღვებოდნენ. ორივე მეცნიერი არის საყოველთაოდ აღიარებული პროფესიონალი, რომელთაც მთელი სიცოცხლე მსოფლიო მუსიკის და განსაკუთრებით თვითმყოფადი პოლიფონიური მუსიკის კერების შესწავლას მიუძღვნეს. ბატონი არომი ათწლეულებია იკვლევს პიგმეების პოლიფონიას, ხოლო ბატონი პოლო ვალეხო აფრიკული მრავალხმიანობის სპეციალისტია. მათ მიერ წარმოდგენილი ლექცია-კონცერტი კარგად იყო ორგანიზებული, ქართული სიმღერების დამახასიათებელი მომენტები და სხვადასხვა კუთხის თავისებურებები ცალ-ცალკე განიხილეს. ანსამბლი "ბასიანი" კი თვალსაჩინოდ წარმოაჩენდა მეცნიერების მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ მოსაზრებებს. კონცერტის დაწყებისთანავე უჩვეულო გრძნობა დამეუფლა. ძალიან მინდოდა, რომ იგი მთელ საქართველოს ენახა. მისი მსვლელობის დროს თვალცრემლიანი ვიყავი, ჩემი ემოცია სხვა გზით ვერ გამოვხატე. საერთოდ, მაღალი რანგის მსმენელი კონცერტს თავიდან ბოლომდე ისმენს და გამომსვლელს სიმღერას არ აწყვეტინებს, მაგრამ ჩვენი შემთხვევა სხვა იყო... ანსამბლი "ბასიანი" ერთ ნომერს რომ დაამთავრებდა, ისეთი ამბავი ხდებოდა, მეორე სიმღერას ვეღარ იწყებდა. საქართველოში ხშირადაა არასწორი შეფასება, ან გადაჭარბებული, ან დაკლებული და კარგი იქნებოდა, რაც მადრიდში ხდებოდა საქართველოშიც სრულად ეჩვენებინათ. ეს ქართული ხალხური სიმღერის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იყო. გული დამწყდა, ჩვენმა ტელევიზიამ რომ მთელი კონცერტი არ გადაიღო. ასეთი კულტურის დღეები საქართველოს დიდ სარგებლობას მოუტანს. თუ მსოფლიოში დღეს საქართველო ვინმეს შეგიძლია გააცნო, ქართული კულტურით უნდა დაიწყო, რადგან იგი მართლაც უნიკალურია. - როგორ მოხდა კონცერტისთვის ანსამბლ "ბასიანის" შერჩევა? - მადრიდში გამოსასვლელად ანსამბლი "ბასიანი" შემთხვევით არ არჩეულა. ბევრი ანსამბლი გასინჯეს. მართლაც, პროფესიონალი და არაჩვეულებრივი მომღერლებით დაკომლექტებული კოლექტივია. ჩვენ არ შევმცდარვართ, როდესაც კონსერვატორიასთან ერთად "ბასიანი" წარვადგინეთ ამ მეცნიერების წინაშე. მინდა "ბასიანის" ბიჭებს და მის ხელმძღვანელს, გიორგი დონაძეს მადლობა გადავუხადო, ამ შესანიშნავი კონცერტისათვის. მათ ასი წლის წინანდელი ჩანაწერები ორიგინალიდან აღადგინეს. მათ შორის ჩემი დიდი წინაპრის გიგო ერქომაიშვილის ანსამბლის მიერ შესრულებულ სიმღერებს გამოვყოფდი. ეს, მართლაც, კარგად გააკეთეს. მეც კი, რომელიც აგერ უკვე 40 წელია ამ ჩანაწერებს ვუსმენ და აღფრთოვანებული ვარ შემსურულებელთა პროფესიონალიზმით, ამ სიმღერებს "ბასიანის" შესრულებით რომ მოვუსმინე - გავვოცდი. ჩანაწერიდან მოსმენა კი კარგია, მაგრამ ცოცხლად შესრულებული სიმღერა, რომელშიც შემსრულებლის სული, ემოციები დევს, - სხვანაირად ჟღერს... მართლაც, რომ ჩვენი წინაპრები გენიოსები იყვნენ, რომ ასეთ სიმღერებს ქმნიდნენ. ლექცია-კონცერტის პირველი განყოფილების მსვლელობისას მაყურებელმა ბევრი შეკითხვა დასვა. აღსანიშნავია, რომ ქართული სიმღერების ვარიანტებთან და დამახასიათებელ თვისებებთან ერთად სიმხა არომი გამორჩეულ ქართველ მომღერლებზეც ყვებოდა. სასიხარულო მოულოდნელობა იყო (ეს თურმე არც "ბასიანს" სცოდნია) ლექციის ბოლოს ეკრანზე ბაბუაჩემის დიდი სურათი რომ ამოვიდა. მას გალობის დიდოსტატი და გადამრჩენელი უწოდეს. - როგორია ქართული ხალხური მუსიკის მომავალი მსოფლიო ასპარეზზე, საჭირო გახდება თუ არა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისათვის მისი გათანამედროვება? - დღეს მსოფლიოს მუსიკალურ სამეცნიერო წრეებში ქართული მუსიკის ბუმია. ამ საქმეში შესანიშნავი ახალგაზრდები არიან ჩართული. ისინი კონცერტებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ სისტემატურად მართავენ, უძველეს სიმღერებს სცენას, ყოფას უბრუნებენ. არაჩვეულებრივი მეცნიერები გვყავს. მაგრამ მაინც ხაზი მინდა გავუსვა ახალგაზრდების ხელოვნებას, რომლებმაც ქართული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში დიდი როლი ითამაშეს. ის რაც თავის დროზე გააკეთეს ჯანსუღ კახიძის "შვიდკაცამ" (რომელმაც პირველად გაკვალა გზა საზღვარგარეთ), შემდეგ "გორდელამ", "რუსთავმა" "ქართულმა ხმებმა", და ბევრმა სხვა ანსამბლმა, მათ გზას ახალგაზრდებიც აგრძელებენ. მოხარული ვარ, რომ მათ შორის ბევრი ჩემი აღზრდილია. დღეს თუ მსოფლიოში ქართულ ხალხურ სიმღერას გავიტანთ, ამით საქართველოს უდიდეს ავტორიტეტს მოვუპოვებთ. მოხარული ვიქნები თუ კულტურის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქართული ხალხური სიმღერა უცხოეთში რაც შეიძლება მეტი დოზით წარადგინოს და მას მეტი პოპულარობა მოუტანოს. რაც შეეხება ქართული სიმღერის "გათანამედროვებას". ეს იქნება ის, რაც ქართულ მუსიკას არ დაამშვენდება. მინდა გითხრათ, რომ ტრადიციული ქართული მუსიკის შედევრები: "ჩაკრულო’, "ხასანბეგურა", "ოდოია", "ლილეო" და სხვა, უცხოელი მაყურებელთა მცირე, ძირითადად მაღალი გემოვნების საზოგადოებისათვის არის. მას რიგითი მსმენელი, მაყურებელი, ძნელად იგებს. მათ სიმღერა მოსწონთ, დიდი ტაშით აჯილდოებენ, მაგრამ სიმღერას ისინი ბოლომდე ვერ წვდებიან. ელიტარული საზოგადოება კი მოსმენის დროს ყველაფერში ერკვევა. მათთვის ქართული მუსიკა შეუდარებელი და უნიკალურია. ქართულ სიმღერას რემიქსი არ სჭირდება. ეს მის ავტორიტეტს დასწევს. სჯობს იგი იმ ფორმით შევინარჩუნოთ, როგორაც ჩვენმა წინაპრებმა შეინახეს. n n n ქართული ფოლკლორი ნამდვილად საქართველოს სახეა. ბევრი ანსამბლიც არსებობს და იარსებებს, რადგან საქართველოში არც ცეკვას და არც მუსიკას (ქართულ ტრადიციულს) არასოდეს დაივიწყებენ. მაგრამ სხვა თემაა ხარისხი და პროფესიონალიზმი. ჩატარებულ და მომავალში განსახორციელებელ მრავალ პროექტზე საქართველოს საპატრიარქოს ანსამბლ "ბასიანისა" და ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა და მკვლევართა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი დონაძე ისაუბრებს. - ესპანეთში გამართული ქართული კულტურის დღეების ინიციატორი საქართველოს კულტურის სამინისტრო და ესპანეთში საქართველოს საელჩო, თავად ელჩი, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი გახლდათ. რამდენიმე ცნობილი ესპანელი და ფრანგი ეთნომუსიკოლოგი საქართველოში ჩამოვიდა და მადრიდში წარსადგენი პროგრამა ერთად შევადგინეთ. ანსამბლი "რუსთავი" იქ უკვე მეორედ გამოდიოდა. კონცერტი ღია ცის ქვეშ გაიმართა. მაყურებელი ყოველ წუთს ემატებოდა. მადრიდის დიდი მოედანი უჩვეულოდ გადაივსო. უამრავი ადამიანი აღფრთოვანდა ქართული სიმღერითა და საოცარი ცეკვით. მეორე დღეს მადრიდის კამერულ "აუდიტორიო ნაციონალეს" დარბაზში უკვე ანსამბლი "ბასიანი" წარსდგა მეტად საპატიო მაყურებლის წინაშე. მეცნიერებმა საინტერესოდ წარმართეს ლექცია, ეს ჩვენთვის რაღაც ახალი იყო. სხვადასხვა ქვეყანაში ბევრი კონცერტი ჩაგვიტარებია და ყოველთვის ყურადღებით გვისმენენ, მაგრამ "აუდიტორიო ნაციონალეს" მსმენელისათვის "ბასიანის" გამოსვლას უკვე სხვა დანიშნულება ჰქონდა. მსმენელმა სიმღერის შინაარსი კარგად იცოდა, - და შესაბამისად გაორმაგებული ინტერესით გვისმენდა. - გამოხმაურება თუ მოჰყვა ამ ღონისძიებას? - იგი ესპანეთის ცენტრალურმა ტელე-რადიო კომპანიამ ჩაიწერა, რომელიც მეორე დღესვე ეთერში გავიდა და კონცერტი მთელმა ესპანეთმა მოისმინა. მაყურებლის რეაქცია კი მეტად ემოციური იყო. ხალხი ემოციას ვერ მალავდა, მოდიოდნენ ჩვენთან და გვილოცავდნენ. კმაყოფილება ემჩნეოდათ საქართველოს კულტურის მინისტრს ბატონ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს და ბატონ ელჩს ზურაბ პოლოლიკაშვილს. ჩვენთვის კი უმთავრესი ჯილდო ჩვენი ძვირფასი მასწავლებლის ბატონ ანზორ ერქომაიშვილის სიხარული და მამობრივი დალოცვა იყო. სწორედ მან და ანსამბლმა "რუსთავმა" გაგვიკვალა გზა. მათ შეიტანეს დიდი წვლილი, ქართული კულტურის სათანადოდ წარდგინებაში მთელი მსოფლიოს წინაშე. n n n ახლა კი სხვა, ცოტა მტკივნეული თემა.... გიორგი დონაძე: მიუხედავად იმისა რომ ქართული ხალხური სიმღერის დამფასებელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. ეს მაინც საკმარისი არ არის. მართალია ვისაც ქართული ფოლკლორი უყვარს, უგემოვნო, მდარე მუსიკა მას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ უარყოფითად აისახება ზოგადად საზოგადოების გემოვნებაზე, მეტად მნიშვნელოვანია, თუ რა სახის მუსიკას ეთმობა სატელევიზიო ეთერი. - ანუ პოპულარიზაცია? - დიახ, პრობლემა სწორედ ეს არის. გააჩნია, რას გაუწევ პოპულარიზაციას. დიდია ტელევიზიების როლი. მართალია ყველა ახალგაზრდა ქართულ სიმღერას ვერ იმღერებს და ეს არცაა საჭირო... უბრალოდ, მათ მოსმენა უნდა იცოდნენ. შემსრულებლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსმენელის გემოვნებას და ზოგადად ერში მუსიკით დაინტერესებას. ენთუზიაზმი გაიზრდება, როდესაც დავინახავთ, რომ მსმენელი მეტი გვყავს და ჩვენი ახალგაზრდები ამ ყველაფერს სათანადო პატივს სცემენ. სწორედ ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ახალგაზრდა მომღერალთა და მგალობელთა კავშირი, რომ ეს დაინტერესება უფრო გავაძლიეროთ. - თანამედროვე ფოლკლორი – ასეთი გაგება თუ არსებობს? - ფოლკლორი ეს ცოცხალი შემოქმედებითი პროცესია. შესაძლოა "ჩაკრულო" ან "ხასანბეგურა" მრავალი წლის წინ შეიქმნა მაგრამ ეს სიმღერები კვლავ თანამედროვე და ახალია. ფოლკლორი ჩვენთან ყოველთვის ცოცხალი იყო. რადგან იგი მარადიულ ფასეულობებზე და ერის სასიცოცხლო ენერგიით არის ნასაზრდოები. ყოველ ეპოქაში იქმნებოდა ახალი სიმღერები, ან ძველი სიმღერების ვარიანტები, მაგრამ ეს დიდ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს. მართალია დღეს ყოფა შეიცვალა. მე-19 საუკუნეში ან მე-20 საუკუნის დასაწყისში ყანაში თოხით მუშაობდნენ, შემდეგ ტრაქტორი შემოვიდა, რამაც საგნების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა. "ნამგლური" ყანაში აღარ სრულდება, იგი სცენაზე გადავიდა... მისი შენახვა სცენამ დაიწყო. - სცენაზე გადასვლამ რა პლუსები შესძინა ფოლკლორს? - ფოლკლორის მიმართ მეცნიერული მიდგომა გაიზარდა. უკვე საუკუნეზე მეტია მას მეცნიერული კუთხით იკვლევენ. ახლა როგორც ერთმა დიდმა მუსიკათმცოდნემ აღნიშნა, ფოლკლორი მიდის და ფოლკლორისტიკა მოდის. თუ იმ დონემდე მივაღწიეთ, რომ ძველებურად კარგი მომღერლები გვეყოლება, - იმპროვიზაციის მომენტი არ დაიკარგება. ხოლო ვიდრე იმპროვიზაციით მიღებული სიმღერის ახალი ვარიანტები გვექნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოლკლორი ცოცხალია. იგი მაშინ კვდება, როდესაც ჩარჩოში ვსვამთ და ვამბობთ, რომ "წინწყარო" მხოლოდ ასე უნდა იმღერო და სხვა ვარიანტი არ არსებობს. თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა საკუთარი, განსხვავებული და ამავე დროს ფასეული შექმნას, მაშინ ის ნამდვილი შემოქმედი და დიდი ადამიანია. - საქართველოს კუთხეებში სიმღერების მოსაგროვებლად ხშირად მოგზაურობთ, რა პრობლემებს აწყდებით ხოლმე? - ადრე ასეთი სიტუაცია იყო: ქალაქს სიმღერებით სოფელი ამარაგებდა. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ცენტრიდან, თბილისიდან ხდება სიტუაციის კოორდინირება. რამდენიმე რეგიონში ახალგაზრდული ანსამბლების შექმნას შევუწყვეთ ხელი, რომლებსაც ძველი ლოტბარები ხელმძღვანელობენ. ამ პროცესში უფრო ძველი თაობის წარმომადგენლები არიან ჩართული და მუშაობა ამ თემაზეც მიდის. გურიაში "კრიმანჭულის” სკოლა გავხსენით, სადაც ბავშვები ძველ სიმღერებს ეუფლებიან ამით კუთხეს თავისი სიმღერები დაუბრუნდება. ეს მუშაობა გრძელდება და შრომა თავის ნაყოფს გამოიღებს. "სახალხო ბანკის" მატერიალური თანადგომით ჩვენი კავშირის წევრები ემზადებიან, რომ საქართველოში მოქმედ ყველა, 47 ბავშვთა სახლში ქართული სიმღერისა და გალობის გუნდები შექმნან. სექტემბრიდან უკვე მეცადინეობები დაიწყება. იმედია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ქართული სიმღერა-გალობა სასიკეთო სულიერ საზრდოს მიაწვდის. n n n უახლოესი გეგმები კითხვაა, რომელსაც ადამიანებს ყველაზე ხშირად ეკითხებიან... გეგმის გარეშე რამის გაკეთება ძნელია... თუ ფიქრობენ, რომ გეგმა არ გააჩნიათ და ისე ცხოვრობენ, ესეც კი უკვე თავისებური გეგმაა. გიორგი დონაძე: - კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მომღერალ-მგალობელთა კავშირი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები აქვს. მათ შორის ქართული გალობის სასწავლო დისკების გამოშვება. ჩვენ იმ რაოდენობით პედაგოგი არ გვყავს, რომ ყველა რეგიონში ჩავიდნენ და ახალგაზრდებს ასწავლონ. ხელნაწერთა ინსტიტუტში და სხვა მუზეუმსა და საცავებში უამრავი საგალობელია დაცული, რომლებიც ექვთიმე კერესელიძემ, ფილიმონ ქორიძემ, რაჟდენ ხუნდაძემ, ძმებმა კარბელაშვილებმა და სხვა მამულიშვილებმა ჩაიწერეს. ისინი საჭიროებენ დიგიტალიზაციას, კომპიუტერში დამუშავებას და შენახვას. შემდგომში კი მისი გამოცემაც იგეგმება. ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მესხეთს უკავშირდება. იქაური ფოლკლორი თითქმის დაკარგულია. ამჟამად ვალერიან მაღრაძის არქივს ვამუშავებთ. ასევე 80-იან წლებში ჩაწერილ კახურ, რაჭულ და სვანურ სიმღერებს სასწავლო დისკებად ვამზადებთ. - რაც შეეხება "ბასიანს"? - ანსამბლი სოლო კონცერტისთვის ემზადება. ამას გარდა სექტემბრიდან დიდი გეგმები გვაქვს - დავიწყებთ ჩვენს მიერ შერჩეული 120 ქართული ხალხური სიმღერისა და საგალობლის ჩაწერას. ახალს, რაც ნამღერი არ არის, ვერაფერს შემოგთავაზებთ. მაგრამ ის მივიწყებული სიმღერები, რომლებიც დღეს მოქმედი ანსამბლების რეპერტუარში ნაკლებად არის, ვსწავლობთ, ჩავწერთ და გავავრცელებთ. - ანუ აქტიურად მუშაობთ... - ერთ ადგილზე თუ გაჩერდები, არაფერი გამოვა... - ეს ყველაფერი ენთუზიაზმის ხარჯზეა? - გარკვეულწილად... ადამიანები კი გვეხმარებიან, მაგრამ უფრო მეტი წილი ენთუზიაზმია და ყოველთვის ასე იყო. ერთეულები ახერხებენ, რომ ყველანაირი დაფინანსება მოიპოვონ და რაც სურთ ის გააკეთონ. ფოლკლორი ყველა ქართველის არის, ჩვენ დიდი ლოტბარები და მეცნიერები გვყავს. თანადგომა მათაც სჭირდებათ. სამწუხაროდ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში არ მიმდინარეობს საკმარისად კოორდინირებული მუშაობა რათა ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერები და შემსულებლები გააერთიანოს და მათი პოტენციალი ეფექტურად გამოიყენოს ამ მეტად საჭირო საქმისათვის. ვფიქრობ აუცილებელია თაობებს შორის თანამშრომლობა, უფროსი თაობის გამოცდილებისა და განვლილი გზის გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების და მსოფლიო სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვით. ჩვენი აქცენტი პროფესიონალიზმზე კეთდება. კონცერტი იქნება, მეცნიერული ნაშრომი, თუ სასწავლო დისკი, - მათ შექმნაში მონაწილეობას პროფესიონალები მიიღებენ. შესაბამისად, მზა მასალაც ზედმიწევნით პროფესიონალური იქნება. სამწუხაროდ, დღეს ხშირად ხდება პროფესიონალიზმისთვის გვერდის ავლა და ჩვენ ამას ვემიჯნებით. ამ პროექტების შექმნაში უპირველესად ის ხალხი ჩაერთვება, რომლებმაც ფოლკლორი დღემდე მოიტანეს. სალომე ჯანგველაძე -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1203
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
potiabesbaia
ფოთი ვინ არის ამ სტატიის ავტორი? როგორც ვიცი ტრადიციული მრავალხმიანობის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმზე სიმხა არომი და პოლო ვალეხო აპირებენ თბილისში ჩამოსვლას და ანსამბლ "ბასიანთან" ერთად ლექცია-კონცერტის გამართვას! -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Didgoreli |
![]()
პოსტი
#1204
|
![]() ძლევაი საკვირველი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 ![]() |
patara sayvarelo
ციტატა სიმხა არომი სიმხა არომი ძაან მაგარი ფოლკლორისტიაო ასე ამბობენ , ყველაზე მაგარიაო , მართალია?? -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
potiabesbaia |
![]()
პოსტი
#1205
|
![]() ფოთი ფოთელებს ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 ![]() |
patara sayvarelo
სალომე ჯანგველაძე -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
ნანინა |
![]()
პოსტი
#1206
|
![]() სოფო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 ![]() |
Didgoreli
ციტატა სიმხა არომი ძაან მაგარი ფოლკლორისტიაო ასე ამბობენ , ყველაზე მაგარიაო , მართალია?? კი ![]() -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
takuna |
![]()
პოსტი
#1207
|
![]() თაკო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 651 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,250 ![]() |
ვულოცავ ბასიანს ფერისცვალებას.უფალმა მოგმადლოთ ყოველივე საუკეთესო,პირველ რიგში მშვიდობა და ჯანმრთელობა. დალოცვილები იყავით...
![]() -------------------- იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
sikvarulma mogvikvana |
![]()
პოსტი
#1208
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 30-June 08 წევრი № 5,235 ![]() |
http://www.link.ge/file/101133/Track-No01.mp3.html--- კახური მრავალჟამიერი
http://www.link.ge/file/101134/Track-No02.mp3.html---- ძველი ორირა http://www.link.ge/file/101136/Track-No13.mp3.html--- ოდოია http://www.link.ge/file/101138/Track-No09.mp3.html--- რომელი ქერუბიმთა |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#1209
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
sikvarulma mogvikvana
შენ გაიხარე ![]() კახურ მრავალჟამიერში პირველი ხმა ვინააა? აშკარად ელიბო აბაა და, რაღაც გაბუნიას მივამსგავსე მაგრამ არამგონია -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
sikvarulma mogvikvana |
![]()
პოსტი
#1210
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 30-June 08 წევრი № 5,235 ![]() |
კობა ბერიაშვილი ანჩისხატის და ანსამბლ თბილისის სოლისტი
|
takuna |
![]()
პოსტი
#1211
|
![]() თაკო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 651 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,250 ![]() |
sikvarulma mogvikvana
რომელი ხარ თუ საიდუმლო არაა? ხახვიანი ჩიპსის მოყვარული ხო არაა? ![]() -------------------- იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
yipiani gio |
![]()
პოსტი
#1212
|
![]() Tavadi Yipiani ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 ![]() |
sikvarulma mogvikvana
ციტატა კობა ბერიაშვილი ანჩისხატის და ანსამბლ თბილისის სოლისტი სასიამოვნოა ![]() -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
S a l l y |
![]()
პოსტი
#1213
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
sikvarulma mogvikvana რომელი ხარ თუ საიდუმლო არაა? ხახვიანი ჩიპსის მოყვარული ხო არაა? ![]() ![]() ![]() რა მაგის პასუხია და რამე კაი ფოლკ-კონცერტი არ გვაწყენდა ამ შემოდგომაზე..ბასიანი ხომ არ გეგმავს ნეტა რამეს?! ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
takuna |
![]()
პოსტი
#1214
|
![]() თაკო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 651 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,250 ![]() |
S a l l y
ციტატა რა მაგის პასუხია და რამე კაი ფოლკ-კონცერტი არ გვაწყენდა ამ შემოდგომაზე..ბასიანი ხომ არ გეგმავს ნეტა რამეს?! აგერ სიმპოზიუმი 15-დან და მერე ვნახოთ იქნება რამე ![]() -------------------- იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
S a l l y |
![]()
პოსტი
#1215
|
![]() infinity... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 ![]() |
S a l l y აგერ სიმპოზიუმი 15-დან და მერე ვნახოთ იქნება რამე ![]() მაგ დროს აქ არ ვიქნები,მარა იმედი მაქვს რომ შემოდგომა მარტო ამ სიმპოზიუმით არ დაგვამახსოვრებს თავს .. ![]() -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
takuna |
![]()
პოსტი
#1216
|
![]() თაკო ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 651 რეგისტრ.: 24-November 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,250 ![]() |
S a l l y
ციტატა მაგ დროს აქ არ ვიქნები,მარა იმედი მაქვს რომ შემოდგომა მარტო ამ სიმპოზიუმით არ დაგვამახსოვრებს თავს .. მაგის იმედი ბევრს აქვს ![]() -------------------- იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო. დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
potiabesbaia |
![]()
პოსტი
#1217
|
![]() ფოთი ფოთელებს ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 ![]() |
teo... tee
QUOTE დავიჯერო არავის გაქვთ ? მე სახლში მაქვს, მაგრამ დიდ ჩარჩოში მიდევს ![]() ![]() ![]() -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
potiabesbaia |
![]()
პოსტი
#1218
|
![]() ფოთი ფოთელებს ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 ![]() |
teo... tee
ვა თეოოოო ![]() სად მაქვს მაგხელა სკანერი?! ![]() ![]() ![]() -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
potiabesbaia |
![]()
პოსტი
#1219
|
![]() ფოთი ფოთელებს ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 473 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი წევრი № 924 ![]() |
teo... tee
სახლში მაქვს და მოგცემ საღამოს!!! ![]() -------------------- www.didgorelebi.ge
პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!! ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!! კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!! |
natianatushki |
![]()
პოსტი
#1220
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 400 რეგისტრ.: 8-September 08 წევრი № 5,626 ![]() |
აბა ხალხო,როგორ მოგეწონათ ბასიანის გუშინდელი გამოსვლა?მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი. გაიხარეთ,ბიჭებოო...მაგრები ხართ..უფალი გფარავდეთ მუდამ. როდის გაგვახარებთ თქვენი კონცერტით?იქნებ ვინმემ გამცეთ პასუხიი..
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი