IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

69 გვერდი V « < 61 62 63 64 65 > »   
Reply to this topicStart new topic
> ბ ა ს ი ა ნ ი
Nanio
პოსტი Oct 28 2008, 10:21 AM
პოსტი #1241


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



natianatushki
ჯერ არა


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Oct 29 2008, 02:10 PM
პოსტი #1242


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



natianatushki
QUOTE
არ ჩამოვიდნენ ბასიანელებიი?

ჩამოვიდნენ და ზოგიერთთან ერთად გუშინ ღვინოც მივირთვი!!!! biggrin.gif


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Oct 29 2008, 08:08 PM
პოსტი #1243


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(potiabesbaia @ Oct 29 2008, 02:10 PM) *

natianatushki

ჩამოვიდნენ და ზოგიერთთან ერთად გუშინ ღვინოც მივირთვი!!!! biggrin.gif

მალადეც შენ, მოასწარი ხომ? biggrin.gif რა ამბები ჩამოიტანეს?ხომ კარგად გრძნობენ თავს? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
potiabesbaia
პოსტი Oct 30 2008, 12:16 PM
პოსტი #1244


ფოთი ფოთელებს
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 473
რეგისტრ.: 26-January 07
მდებარ.: დედაქალაქის სტუმარი
წევრი № 924



natianatushki
QUOTE
მალადეც შენ, მოასწარი ხომ?

მოვასწარი რომელია?! biggrin.gif
QUOTE
რა ამბები ჩამოიტანეს?ხომ კარგად გრძნობენ თავს?

ბახმარო ჯობიაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
www.didgorelebi.ge

პასუხი გიჟ გურულებს: გუმორძგუა საქორთუო!!!
ჯგირო ვორდათ დო ირო ვორდათ ქორთუეფი ართიანო!!!


კოჩიქ ღურას ხოლო, სკვამო ოკო ოხვადას!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Oct 30 2008, 10:06 PM
პოსტი #1245


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(potiabesbaia @ Oct 30 2008, 12:16 PM) *

natianatushki



ბახმარო ჯობიაო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ხოდა იარონ,რა შეუშლით ხელს ? biggrin.gif შენც გაგიყოლებენ ხოლმე.მერე დალიეთ,იმღერეთ და მოილხინეთ კაი გემოზე. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ianeti
პოსტი Nov 1 2008, 12:38 AM
პოსტი #1246


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 25-November 07
წევრი № 3,255



საუკუნეა ლამის აქ არ დამიპოსტავსsmile.gif გენაცვალოთ ,,ბასიანი'' ნამეტანი კაი იყო ლისაბონი mze.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Nov 1 2008, 08:48 PM
პოსტი #1247


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(ianeti @ Nov 1 2008, 12:38 AM) *

საუკუნეა ლამის აქ არ დამიპოსტავსsmile.gif გენაცვალოთ ,,ბასიანი'' ნამეტანი კაი იყო ლისაბონი mze.gif

ძლივს არ გამოჩნდა ერთი ბასიანელიი?უჰ,შენ გაიხარე.ლისაბონი კაი იქნებოდა,მაგაში ეჭვი არ მეპარება,მაგრამ ახლა ჩვენზეც იფიქრეთ და ერთი კაი კონცერტი გვტყორცნეთ. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanio
პოსტი Nov 11 2008, 11:56 AM
პოსტი #1248


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,799
რეგისტრ.: 30-January 07
მდებარ.: პავლოვი
წევრი № 969



ianeti
პოშტიგა ხომ არ გინახავთ? დიდგორელები მიხვდებიან smile.gif


--------------------

მეკენდარია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Nov 11 2008, 12:44 PM
პოსტი #1249


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



ციტატა
ვენზეც იფიქრეთ და ერთი კაი კონცერტი გვტყორცნეთ.

ხოოო რა smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Beri kaci
პოსტი Nov 11 2008, 05:16 PM
პოსტი #1250


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 191
რეგისტრ.: 27-January 08
მდებარ.: SABURTALO
წევრი № 3,761



ციტატა(Nanio @ Nov 11 2008, 11:56 AM) *


პოშტიგა ხომ არ გინახავთ?


ეგ რომელი? ჰელდერა? biggrin.gif


--------------------
მაი მასე კი კაია, მარა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
takuna
პოსტი Dec 11 2008, 01:29 AM
პოსტი #1251


თაკო
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 651
რეგისტრ.: 24-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,250



უმორჩილესი თხოვნაა!:) ანსამბლის ყველა მოყვარულს და მსმენელს,წაკითხული მაინც ჰქონდეს ყოველივე ქვემოთ ჩამოთვლილი.smile.gif


ბასიანის ბრძოლა

1


დედაქალაქში მოვიდა დესპანი გამოჩენილი,
ნუქარდინს გამოეგზავნა თამარისათვის წერილი.
ენისგან უთქმელს, უკადრისს იწერებოდა მურტალი:
“მე, იკონიის სასულთნოს სახელოვანი სულთანი,
გაცნობ ქართველთა მეფესა (მეფეთა გადამჯეგელი).
რომ დედაკაცი ყოველი არის შენსავით რეგვენი,
იქამდი როგორ ამაღლდი, ან ისე როგორ გალაღდი,
რომ დღეს სუყველა გმორჩილობს, ვისაც მონებდი მანამდი,
რომ ქვეყანაზე გაისმის შენი ჯარების გნიასი!
ლამის სირცხვილით დავიწვათ: თავზე გვაზიხარ დიაცი!
ან რაუფლებით გაბედე ხელში იმ ხმალის დაჭერა,
რომელიც დიდმა ალაჰმა მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა?
მარტოდენ ჩვენთვის გაჭედა და ვით იქნება, ასპიტო,
რომ იმით ქრისტიანებმა მუსულმანები გაწყვიტონ?
მუსულმანები გაწყვიტონ და პირჯვრის გადასახვამდი
აჰკრიფონ გაუგონარი ბეგარა – გადასახადი?
ჰოდა, რადგანაც საკუთარ ბუნაგში აღარ ჩერდები,
ახლა მე შენზე მოვდივარ ჩემი მამაცი მხედრებით!
გამომიწვრთნია ომისთვის მშვიდობას შეუჩვეველნი,
წინ მანქანები მომიძღვის სიმაგრეების მგრეველნი,
უნდა იმგვარად დავლეწოთ თქვენთა ციხეთა ბურჯები,
რომ ხორნაბუჯში ხორნაბუჯს ეძებდეს ხორნაბუჯელი.
რომ დაგავიწყდეთ მარადის ლახვარ-მახვილის აღება,
რომ მზეს კვლავ ვეღარ შესცინონ ქართულმა ბაირაღებმა!
მაგრამ უგბილო დიაცო, თუ ჩემი ჯარის მოსვლამდი
შენს რჯულს უარჰყოფ, რომელსაც მუდამ დიდებით ჰმოსავდი,
მაჰმადიანი გახდები, კარავში გამოცხადდები, -
შეგიწყალებ და შეგინდობ, სულაც არ გაგიცხარდები.
ეს მხოლოდ შენთვის, ლამაზო, სხვა არვის ვაძლევ არჩევანს
ისე დავანგრევ ქვეყანას, მთხრობელიც აღარ დარჩება!”

2


ცას ჰგავდა ვარსკვლავიანსა სამეფო კარის თავანი,
ტახტზე დიდბუნებოვანი შვენოდა მეფე თამარი.
სულთანის გამოგზავნილი ხელში ეჭირა წერილი –
დიდი ტრიალი მინდორი, ცხენთაგან გადათელილი,
წინ ელჩი იდგა დაღლილი მგზავრობის დავიდარაბით,
(სარკმლიდან ჩანდა, ეზოში ლომებს აჭმევდა არაბი).
ბატონკაცური დუმილით დუმდა დიადი დარბაზი.
წითელი ოქრო გინდოდა, თუ ზღარად თქმული ალმასი!
მდიდრულ კედლებზე ელავდა ინდოეთი და ელადა,
და სტავრა არაბეთისა ცეცხლის ალივით ღელავდა...
ეს ნაკადული ნანაობს, თუ ყანა ნათავთავარი? –
სულთანის წერილს კითხულობს შუბლშეჭმუხვნილი თამარი,
“ნეტავი დღესვე მიბრძანოს ურჯულოებზე თარეში” -
ფიქრობს მხარგრძელი და თავის პატრონს შეჰყურებს თვალებში.
მიწყდა ხმა ნაკადულისა – მეფემ გადადო წერილი
და ელჩისაკენ მიბრუნდა შველივით ყელმოღერილი:
- სხვას კიდევ რაღას გვიბრძანებს სახელოვანი ნუქარდინ,
ჯერ არც კი ამხედრებულა, ქვეყანა შეძრა მუქარით.
- სხვა ესეც შემოგითვალათ: “თუ რჯულს დასტოვებს თამარი
შევინდო, ცოლად შევირთო, ვუბოძო საქმრო ქამარი,
მაგრამ თუ ასე არ იზამს, მტერი ყოფილა თავისა:
რჯულს ძალით შევაცვლევინებ და მერე ხასად დავისვამ!..”
სისხლი მოაწვა მხარგრძელსა, გული ქარ-ცეცხლით აევსო.
ერთი ხმამაღლა შეჰკივლა: - რა სიტყვით სწამლავ ჰაერსო! –
და პატრონივით ენაბილწს სილა გააწნა ისეთი,
გონდაკარგული დაასკდა იატაკს ეშმაკისერთი.
წარბები შეჰკრა თამარმა: რად მოეპყარო უშვერად?!
- თავსაც მოვჭრიდი, მეფეო, მაგრამ ელჩობამ უშველა!
რაინდი მეფის ძვირის მთქმელს ბევრს როდი ალაპარაკებს:
- დილეგში წაიყვანეთო! – კუშტად უბრძანა არაბებს.
ფეხზე წამოდგა მნათობი, მეფეთა მეფე თამარი.
ამირსპასალარს მიჰმართა: საზრუნავი გვაქვს მთავარი,
მტრის ღირსეულად დახვედრა ნუ გვეგონება ადვილი.
ამაღამევე მოვაწყოთ დიდებულების თათბირი.
გადაწყდეს, სეფე ჯარს ვანდოთ, თუ ქუდზე კაცი შევყაროთ
რომ თურქმა შემოსეულმა ბოლოს ვერ დაიმკვეხაროს.
თორემ ტვინამღერებული ქვეყანას საფრთხეს უქადის.
გმირულად! მამაპაპურად დავხვდეთ სისხლისმსმელ ნუქარდინს.
- ნება შენია, მეფეო, - დინჯად ეტყოდა მხარგრძელი, -
ომი მომწყურდა, ამ ქვეყნად უომრად ვეღარ გავძელი.
დარბაზის ერი მოვიხმოთ და ასჯერ განსჯილ ბრძანებით.
ბრძოლის ველისკენ ვაფრინოთ ჩვენი სამშობლოს ჯარები! –
ომი უნდოდა მხარგრძელსა, ჯაჭვის პერანგის მორგება,
ვაჟკაცსა სახელიანსა ისე არ დაედგომება.
წინ ჩაუქროლეს განვლილმა, გაციებულმა ომებმა...
ეზოში ზარბაზნებივით დაიღრიალეს ლომებმა.

3


ვინც კი იარაღს ატარებს გულითადია მეფისა,
ვინც დროშას გორგასლიანსა დაუჩოქა და შეჰფიცა!
ყველა ლაშქარში ვაჟკაცი ერთგული ვინც გვეგულება, -
იმსჯელეს და გადაწყვიტეს მეფემ და დიდებულებმა.
აიღო მინა რხეული (ამბობდნენ შოთას ნაჩუქარს),
დაჯდა თამარი და სულთანს ასე მისწერა პასუხად:
- “რა გითქვამს, რა მოგიჭორავს, რას მეშარები შორიდან,
ტყუილ-უბრალოდ ცილს მწამებ, ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა;
ალბათ, სისხლისღვრა მოგინდა, თორემ, მაშ, რისთვის ისურვე,
რომ მოგეჩმახა ასეთი უმაგალითო სიცრუე?!
ჰოი, უგნურო ნუქარდინ, წინ მიძევს შენი ბარათი,
კარავში მოსვლას მიბრძანებ კაციჭამია ჯალათი...
მოვდივარ, მაგრამ სხვაგვარად, თავათ გაიგე და მიხვდი,
მოვდივარ ჩემის ლაშქრითა. თუ ვაჟკაცი ხარ დამიხვდი!
მოვდივარ შენს დასასჯელად, თავლაფდასხმულო, თავნებავ,
დაგამარცხებ და დაგიცხრობ მაგ უშნო ამპარტავნებას!”
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მეფე მსახურებს ეტყოდა: სასწრაფოდ დესპანს უხმეთო.
შემოიყვანეს დილეგში ღამენათევი, უღმერთო.
უცხო სამოსით შემოსეს შავს მტვერში ამოგანგლილი
და სიამაყით გადასცეს მას საპასუხო გრაგნილი.
გულუხვად დაასაჩუქრეს, სხვას ვის არგუნეს იმდენი,
ფეხმარდი ლაფშა მიართვეს, წავიდა დიდის დიდებით.
მიჰქონდა ოქრო და ვერცხლი, თვლები და მარგალიტები
და ყბაზე დამღა – მხარგრძელის კელაპტრის სიმსხო თითები.

4


შეკრბა სრულიად სამეფო სპა იმერთა და ამერთა,
ზღვის ფსკერზე ქვიშას, ზეცაში ვარსკვლავებს გადაამეტა.
ერთ ძლიერ ჯარად შეკრული, დაუშლელ-განუფანტავი,
ქართველი მამულიშვილი ნიკოფსით დარუბანდამდი.
ჯარები ოვსთა, ყივჩაღთა, კახთა და ჰერთა გულადთა,
ერთმანეთს დატოლებულნი ფიცვერცხლნაჭამი ძმურადა,
ქართლის, მესხეთის, სომხითის ვაჟები მალხაზ-მალხაზი,
თორელნი, ტაოელები, შავშ-კლარჯები და აფხაზნი,
ფიცხი და მკვირცხლი ლაზები, სვანები ბუმბერაზები
და რაჭა-თაკვერ-არგვეთის მამაცი სუმპერრაზმები
აბორგდნენ, აბობოქარდნენ, როგორც ზვირთები არაქსის,
და მეფის ირგვლივ მოგროვდნენ ვარძიის ციხე-ქალაქში.
მეფემ ფრთებგანათებული სამეფო დროშა გაშალა,
და საქართველოს უძლეველ ჯარს დაულოცა გზა-შარა
თავად კი ლოცვა-კურთხევით ქალაქ ოძრახეს წავიდა,
თავს დაჰნათოდა სულმნათსა მაისის ცა ვარსკვლავითა.

5


ერთ შესახედად კმაროდა ლაშქარი ომსმიმავალი:
წინ მიუძღოდა სოსლანი – ვაჟკაცი ჰაეროვანი.
სოსლანის გვერდით პირქუში მხარგრძელი განგაცვიფრებდათ.
იქვე ნახავდით შალვას და ივანეს ახალციხელთა.
უკან პორფირით მოსილი მისდევდათ ჯვარისმტვირთველი,
ნება-ნებაზე მიქროდნენ ქართველი ჯარის ზვირთები.
ყველა გულმარიხიანი, ერთიც კი არა ჯაბანი...
ცხენთა და კაცთა სიმრავლით იზნიქებოდა მთა-ბარი.

6


- სიტყვა და საქმე ერთი მაქვს, ჩვეული არ ვარ ცრუქადილს
ეთქვა რა, თავის მხედრობა წამოეყვანა ნუქარდინს.
ბასიანს იდგა ბანაკად, რიცხვით რამდენი, ვინ იცის?
იდგა და გასალაშქრებლად ემზადებოდა დილისთვის...
დილაც გათენდა და თეთრად კარვებზე დასხდნენ ნისლები.
ჯერ კიდევ სძინავს სულთანსა თავისი დარბაისლებით. –
გალაღებულა უგნური, რა დღე მოელის არა სჯის,
კარვების არემარეში ერთიც არ ფხიზლობს დარაჯი.
ქართველი ჯარის სარდლებმა მარჯვე შემთხვევა იხელთეს
და ცხენოსანი რაზმებით მწყობრად დაიძრნენ იქეთკენ.
ცოტახანს წყნარად ვიდოდნენ, მოკლედ იჭერდნენ აღვირთა
მაგრამ, როდესაც სულთანის ბანაკში კაცი აყვირდა.
წამოდექითო, მხედრებო, სპა დაგვესხაო ურიცხვი, -
სოსლანმა ჯარებს მიჰმართა: - სამშობლო ქვეყნის გულისთვის
ხმალი იშიშვლა, ლაშქარში გადაერია ქვაგული.
ცეცხლს ჰყრიდა ბუნჯგალ-ბუნჯგალსა მისი ფოლადის ფრანგული.
ცალკერძ მხარგრძელმა დასჭექა, ცალკერძ თორელმა დასძახა
და გულმკერდგახურებულნი მტერს მიეხალნენ მხარდამხარ.
წამოიშალა სულთანის ბანაკი ციებ-ცხელებით,
შეირტყეს ისარ-კარპაჭი, შეათამაშეს ცხენები.
შეუზახნეს და შეიბნენ, ომი სად თქმულა ასეთი:
ილეწებოდა ფოლადი უჭედელი და ნაჭედი.
დასცხეს ერთმანეთს ისრები და წაუშინეს წათები.
- ჩაფხუტი ჩამოიწიე, თორემ უომრად წახდები! -
გასძახა ახალციხელმა შალვამ თავის ძმა ივანეს,
როცა სულთანის კაცები გაცოფებულნი მივარდნენ.
მაგრამ ხმლის ორი ელვა – და დაეცნენ მოძალადენი,
სისხლის მდინარემ წაიღო მათი დარ-მუზარადები.
კალთამდე შემოაფხრიწეს შალვას ავაზას ტყავ-კაბა,
როცა ძმის მისაშველებლად ცხენ-კაცთა ტევრი გაკაფა.
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ფოლადს სცვიოდა ტალები.
ამოიხაფრა ჰაერი ნამსხვრევი შუბის ტარებით.
მოითარეშა სიკვდილმა სიცოცხლის გასაგისები,
ყოველი მხრისკენ აფრინა სისხლით დამთვრალი ისრები.
აგერ შეიბნენ ორ-ორნი ურთერთს ახეთქეს ჰოროლი.
ეგერ ვეფხვივით გაქანდა მხედარი შეურიგალი,
მას ასათიძე გრიგოლი შემოხვდა როგორც გრიგალი,
გულში გაურჭო მახვილი, “ვაჰმე დედაო”, იძახდა,
ცეცხლწაკიდებულ გორაკზე დასტა იბრძოდა ყივჩაღთა.
წამოიშალნენ ტალღებად მძვინვარე სისხლის ღვარები
და გაიტაცეს ცხენდაცხენ ივანე ციხისჯვარელი.
და რა ნახეს, რომ რაინდს გზა და კვალი გაუტიალდა,
აღმართეს იქცევისები მათ თურქთა ჩაფხუტიანთა.
ერთმა ახმახმა შორიდან ისრით გაუპო გმირს წარბი,
მაგრამ მიუხტა ივანე გასაოცარი სისწრაფით
და ისე დაჰკრა კეფაზე ხანჯალი გაუღუნველი,
რომ ტვინი მისი ჰაერში ავარდა, როგორც ღრუბელი,
და მერე, როცა მკლავმარდი წამოეშველა გაგელი,
ერთად ეკვეთნენ უკეთურთ მამულის მოამაგენი.
მუსრეს და მუსრი გაავლეს... მოკლულთა დაგა ჯებირი,
მაინც ვერ გაძღა ბრძოლითა მარჯვენაწარბგაჩეხილი,
ომი გაგრძელდა... გაძნელდა... ჭენებით განახელები,
წინმბრძოლ სპასალარ-სპასპეტთა ყველას მოუკლეს ცხენები,
დაიქვეითეს მაშინვე სხვა დანარჩენმა ვაჟებმა
და სარდლებს გვერდში დაუდგნენ რიგების გასაკაჟებლად.
- ცხენოსანებო, ისმინეთ, ეს მე გიბრძანებთ თვითეულს,
მარცხენა მხრისკენ მობრუნდით, უტიეთ დაქვეითებულს! –
ბრძანა სოსლანმა და ჯარი მოატრიალა მხარმარცხნივ, -
- ქვეითნო, მარჯვნივ სასწრაფოდ, თორემ უომრად დავმარცხდით! -
ხმა მიაწვდინა მხარგრძელმა არევ-დარეულ ქვეითთა,
ჯარი ერთ ხაზზე გაეწყო და ომი ისევ შენივთდა,
ისევ შეიქმნა მტრის თავზე ფხიანი ხმლების ჯახება,
შეშინებულმა სულთანმა იკადრა უკან დახევა,
ისევ მიმართეს სარდლებმა მრავალგზის ნაცად ჯევარდნებს
და ნუქარდინის ლაშქარში ისე გულდაგულ შევარდნენ.
გასკდა მტრის ჯარის სიმრავლე, მტვრის ბუქი დადგა სვეტებად
გაუგონარი რამ იყო უკანასკნელი შეტევა!
ბევრ ვაჟკაცს გადაეფარა წყვდიადი შავი სამარის,
სირცხვილნაჭამმა სულთანმა მოკურცხლა თავის ამალით.
უკან დაედვნენ ქართველნი კაფვით, ხანჯლების კისკასით:
- მეორედ აღარ გაბედოთ შემოჭრა ქართლის ჭიშკარში!

7


გათავდა ომი თუ არა, ერთად შეგროვდნენ ჯარები
მხრებზე შვენოდათ მშვილდები და შუბლზე ნახანჯლარები,
მკვდრებით მოფენილ მინდორზე სიო არ ჰქროდა არსაით,
მუზარადი და ჩაჩქანი ეყარა რიყის ქვასავით.
ზოგან მოჩანდა მხედარი, ხმლით გაკვეთილი ორადა,
ზოგან დაჭრილი კვნესოდა და სისხლის ღვარი ბოლავდა.
როგორც ტყე შემოდგომისა ფოთლის ყვითელი ფოჩებით,
იდგნენ ხელჩართულ ბრძოლაში ნაალაფარი დროშები.
- მალემსრბოლიო! – მხარგრძელმა მხედრებმა მხარგრძელს შესძახეს
და ერთი ჩვეულთაგანი გაქანდა ოძრახესაკენ.
ჯარის წინ სახელოვანი სარდლობაც გამომზიანდა,
გახსნეს შეკრული თვალ-წარბი, ფარებს დაეყრდნენ ზვიადად.
წინ გადაშლოდათ საკუთარ მარჯვენით ნაპარტახევი,
მზეზე ელავდნენ ლომკაცთა ფოლადის ჩაბალახები.
უცებ სად იყო, სად არა... გაშეშდნენ გაკვირვებითა:
არწივთა გუნდი აფრინდა არაქსის ნაპირებიდან.
ჯერ გაჰკრეს, გაინავარდეს, მზის შუქში გაფერნაირდნენ,
და მერე მსხვილი ჭანგებით მხრებზე დაასხდნენ რაინდებს.
ამირანივით მოჩანდა მუზარადიან ტოლებში
ძლიერად მბრძოლი მებრძოლი, ბატონ-პატრონი ლორესი.
თამარის თანამეცხედრე, თვით მეფე გვირგვინოსანი,
ზერდაგზე იჯდა ბეჭბრტყელი, შიმშეუვალი სოსლანი,
და გაეშალა ლაჟვარდში ისე, ვით ლომის ფაფარი,
გორგასლიანი ალამი – ვაჟკაცთა თავშესაფარი.
ჯარი ძველ ლაშქრულს მღეროდა, ებანებოდა ტყე-ველი
და საქართველო იდგა ვით, გოდოლი შეურყეველი.


--------------------
იბრძოლეთ ჩვენი წინაპრების მსგავსად,
რათა საკუთარ თავში და თქვენ გარშემო
დაიცვათ თქვენი წილი საქართველო.
დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი, თქვენი ბასიანი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ianeti
პოსტი Jan 31 2009, 02:27 AM
პოსტი #1252


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 25-November 07
წევრი № 3,255



15 თებერვალს 19:00 სთ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ,,ბ ა ს ი ა ნ ი'' თქვენი ტაშის და სიყვარულის მოლოდინშიაsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უჩა
პოსტი Jan 31 2009, 02:31 AM
პოსტი #1253


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



ianeti
ვეცდები აუცილებლად მოვიდე და არ გამოვაკლდე ამ ლამაზ საღამოს. smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ianeti
პოსტი Jan 31 2009, 03:04 AM
პოსტი #1254


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 25-November 07
წევრი № 3,255



უჩა
ძალიან კარგიsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი Jan 31 2009, 09:04 PM
პოსტი #1255


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(ianeti @ Jan 31 2009, 02:27 AM) *

15 თებერვალს 19:00 სთ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ,,ბ ა ს ი ა ნ ი'' თქვენი ტაშის და სიყვარულის მოლოდინშიაsmile.gif

გაიხარე შენ,რამდენი ხანია ამ დღეს ველოდები..მოვფრინავ,ბატონო მოვფრინაავ. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jan 31 2009, 09:19 PM
პოსტი #1256


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ianeti
ციტატა
15 თებერვალს 19:00 სთ. კონსერვატორიის დიდ დარბაზში ,,ბ ა ს ი ა ნ ი'' თქვენი ტაშის და სიყვარულის მოლოდინშია

მარტო "ბასიანი"? rolleyes.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 31 2009, 10:00 PM
პოსტი #1257


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



გაიხარეთ!


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი Jan 31 2009, 11:22 PM
პოსტი #1258


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



აუ მაინც 15 ში გადაიტანეს? ეუფ....sad.gif sad.gif sad.gif


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ianeti
პოსტი Jan 31 2009, 11:24 PM
პოსტი #1259


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 25-November 07
წევრი № 3,255



ვეშაპო
და ძმანნი მისნი... smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Feb 1 2009, 02:04 PM
პოსტი #1260


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



აუუუუ, ეს 15 რაა cray.gif

ძმის ქორწილი როგორ გავმაზო ახლა ამ კონცერტისთვის, როგორ მინდოდა 12ში ყოფილიყოო cray.gif



--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

69 გვერდი V « < 61 62 63 64 65 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 08:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი