IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართული გვარების წარმომავლობა
ბოლქვაძე
პოსტი Jun 15 2007, 01:54 PM
პოსტი #1


ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 639
რეგისტრ.: 11-March 07
მდებარ.: თბილისი -|- ხილიანი
წევრი № 1,340



მე რადგან გახლავართ ბოლქვაძე აგიხსნით ვინ იყვნენ ბოლქვაძეები და საიდან მოდიან ისინი.

ბოლქვაძენი


,,ბოლქვაძე-ისეთი ძმებია, ბოლს ქვაზე ადენენო", იტყოდნენ ოდესღაც , სისხლით ნათესავ ადამიანებზე, რომელნიც ძველი ქართული ტრადიციიდან გამომდინარე "დიდ ოჯახად" ცხოვრობდნენ. შემდეგ კი დროთა განმავლობაში, ბოლსქვაზე - ბოლქვაძედ გადაუგვარდათ მათ შტამომავლობას.

როგორც კვლევა გვიჩვენებს ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი , ოდითგანვე ძირითადად კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში (ბოლქვაძეთა საგვარეულოს წარმოშობისა და განვითარების ისტორიის კვლევა გრძელდება, რომელიც გამოიცემა წიგნად, სავარაუდოთ 2008 ჭ.)
წეპირსიტყვიერი გადმოცემით, ბოლქვაძეთა გვარის წარმომადგენლები უკვე XII-XIII საუკუნეებში მოიხსენებიან.

ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძენი XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურნი.

1601-1627 წლების გურიის მთავრის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეთ.

1761 წლის მამია გურიელის წყალობით წიგნიდან გადასახადებისაგან განთავისუფლებულან ჩეხედელნი აზნაური ბოლქვაძენი ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.

აზნაურებად ჩანან ბოლქვაძენი როგორც გურიის სხვადასხვა მხარეში ასევე იმერეთშიც. იმ ავბედობის ჟამს, როდესაც აჭარა საქართველოსგან მოწყვეტილი თურქეთის სახელმწიფოში აღმოჩნდა, აქ ბოლქვაძეთა გვარი როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი აღებად და ბეგებად (ანზაურებად და თავადებად) იწოდებიან და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობით სარგებლობენ. აჭარაში, თურქების ბატონობის დროს (XVII-XIXსაუკ.) Aწარის მკვიდრ ძირძველ ქართულ გვართა შორის არის ბოლქვაძეთა გვარი, რომელთაც გვარი არ გამოუცვლია და მათ თავისი ღვაწლი მიუძღვით ქართულ ეროვნულ-კულტურული ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

blink.gif huh.gif
საქართველოს რუსეთის იმპერიაში მოქცევის შედეგად რუსთა ბატონობის რეჟიმის დამკვიდრების წინააღმდეგ ბოლქვაძენი საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლაში აქტიურად ებმეიან და სხვადასხვა დროს აფეთქებული აჯანყებების ერთ-ერთ ხელმძღვანელებად ითვლებიან.

1819-1820 წლების აჯანყებაში იოთამ ბოლქვაძემ პირადად მოკლა გურიის მღელვარების დასაწყნარებლად დამსჯელი რაზმით ჩამოსული იმერეთის მმართველი პოლკოვნიკი პრუზირევსკი.

1841 წელს გურიის სხვადასხვა მხარეში დაწყებულ ხალხთა მღელვარებას აზნაური აბესა ბოლქვაძე ჩაუდგა სათავეში, ორგანიზებულად ერთალად შეკრა აჯანყებულები და სასტიკად დაამარცხა რუსთა ჯარო პოლკოვნიკ ბრუსილოვისა...

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა.

ღმერთისა და საქართველოსათვ ის, ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის აზნაურნი ბოლქვაძენი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ იმერეთის სამეფო საშქარში, მთავარ გურიელთა დროშის ქვეშ.

1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავადთა და აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში ასევე იმერეთშიც.

ამჟამად ბოლქვაძენი ცხოვრობენ: გურიაში, აჭარაში, იმერეთსი. სამცხე-ჯავახეთსი, ქვემო და შიდა ქართლში, კახეთში (ქიზიყი,შირაქი) ოდიშში...

განსაკუთრებით კომპაქტურადაა დასახლებული: თბილისის, ვანის, სამტრედიის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოსა და ადიგენის მხარეებში. აგრეთვე თურქეთის რესპუბლიკაში.

საქართველოს ბოლქვაძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსანის საერთო რიცხვი 1991 წლის არასრული მონაცემებით 11 000 -ს აჭარბებს.

ქ. ბათუმში 2006 წლის 8 იანვარს დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს განურჩევლად მოქალაქეობისა და აღმსარებლობისა...

ღმერთმა ამრავლოს და ადიდოს გვარი ბოლქვაძეთა და ყოველი გვარი საქართველოსი

ნიაზ ბოლქვაძე

ბოლქვაძეების საგვარეულოს გერბი


IPB-ს სურათი


--------------------
რაც არ იწვის არ ანათებს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Jun 20 2007, 05:13 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



IPB-ს სურათი
აბაშიძეების საგვარეულო გერბი

IPB-ს სურათი
argutashvilebis sagvareulo gerbi

IPB-ს სურათი
avalishvilebis sagvareulo gerbi

IPB-ს სურათი
amilaxvrebis sagvareulo gerbi

IPB-ს სურათი
andronikashvilebis sagvareulo gerbi

მე თვითონ გოგებაშვილი ვარ, წარმოშობით მესხეთიდან ვართ, საგვარეულო გერბიც გვაქვს და თურმე საგვარეულო კარის ეკლესიაც გვქონია, მაგრამ ეხლა არ ვიცი არსებობს თუ არა ეს ეკლესია,სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
a-l-e-q-s-a-n-d-r-e   ქართული გვარების წარმომავლობა   Jun 15 2007, 01:54 PM
shakuna_   www.geogen.ge ძალიან კარგი...   Jun 16 2007, 12:53 AM
mogzaura   ჩემი გვარი იმერეთი...   Jun 16 2007, 11:48 AM
::სალომე::   მე თურმანიძე ვარ, ჩ...   Jun 16 2007, 09:18 PM
::სალომე::   ::სალომე:: დედით ჯაყ...   Jun 18 2007, 03:09 PM
ვეშაპო   a-l-e-q-s-a-n-d-r-e თურქეთში ბ...   Jun 17 2007, 01:17 AM
ნათია   a-l-e-q-s-a-n-d-r-e თურქეთში ბ...   Jun 18 2007, 01:21 AM
di_onise   ჩემ გვარზე დიდი არ...   Jun 18 2007, 12:52 AM
ვეშაპო   di_onise სამების საპატრ...   Jun 18 2007, 01:12 AM
di_onise   ვეშაპო ვიცი კი ტაბ...   Jun 18 2007, 01:15 AM
Lenus   მე ისეთი მოკრძალე...   Jun 18 2007, 01:50 AM
marine   გუშინ ტელევიზორში ...   Jun 18 2007, 10:43 AM
მამფალი   წურწუმიებზე არაფე...   Jun 18 2007, 03:00 PM
ნოდარიკო   ხუციშვილი ანუ ხუც...   Jun 18 2007, 09:42 PM
likita   მე გურული ფოცხიშვი...   Jun 19 2007, 10:54 AM
მაგდალინა   მე სოლოღაშვილი ვარ...   Jun 19 2007, 10:58 AM
მაგდალინა   ესეც ჩვენი საგვარე...   Jun 19 2007, 11:10 AM
catherina_10   http://img187.imageshack.us/img187/572/abashidzeta...   Jun 20 2007, 05:13 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st October 2014 - 05:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი