IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა ორმოცდაათიანელების შესახებ, მჭირდება განმარტება
ჯინო
პოსტი Jun 16 2007, 01:58 PM
პოსტი #1


უბრალოდ ჯინო
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 17
რეგისტრ.: 30-April 07
წევრი № 1,789



ნაცნობთან მქონდა საუბარი ორმოცდაათიანელთა რწმენის შესახებ და მან მიამბო შემდეგი:

სექტის წარმომადგენლებს სჯერათ რომ თუ ღმერთს შესთხოვ, ალაპარაკდები ენაზე რომელიც ღმერთთან სასაუბროდ გამოიყენება და სატანას ეს ენა არ ესმის. ამის საბუთად მომიყვანა ფაქტი რომ მისი ახლობელები, რომლებიც დგანან სულიერი ცხოვრების უფრო მაღალ საფეხურზე, ლოცვისას ლაპარაკობენ რომელიღაც უცხო ენაზე, რომელიც თავად არ ესმით. ამის დასტურად კი მოჰყავთ ციტატა ბიბლიიდან (1 კორინთელთა მიმართ, 14, 14): ,,რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაი ჩემი უნაყოფო არს" და 1 კორინთელთა მიმართ, თავი 14 მთლიანად.

მაინტერესებს როგორია მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ? საერთოდ შესაძლებელია თუ არა ჩვეულებრივმა ადამიანმა მიიღოს ასეთი უნარი, რომელსაც ჩემი აზრით, არავითარი დანიშნულება არ გააჩნია?

დიდ მადლობას გიხდით წინასწარ...


--------------------
[url=http://www.wt.com.ge/]ვაქირავებთ მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, მანქანებს[/url]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 10 2007, 07:21 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



უცხო ენებზე მეტყველების ნიჭი მოემადლებოდა ეკლესიას საჭიროებისათავის, რადგან ღმრთის სიტყვა განსავრცობელი იყო მთელ ქვეყანაზე. როცა ადამიანი ან კრებული მიილტვის სასწაულებრივი ნიჭის მოსაპოვებლად, თვით მაცხოვარი ამხელს მას სიტვებით: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მთ. 12, 39).

წმიდა წერილში ვერსად ვნახავთ ხსენებას ისეთი ენისა, რომელიც ესმის ღმერთს და არ ესმის ბოროტს. მხოლოდ მაშინ, როცა უფალი დაფარავს ბოროტისაგან, მას არ ესმის არც ენა, არც მოქმედების არსი. მაგრამ ეს არა ენის, არამედ ღმრთაებრივი ძალის ქმედებაა. ენა არის კომუნიკაციის საშუალება და მისი გამოყენება აუცილებლად გულისხმობს მის გაგებას მოურთიერთობე მხარეების მიერ. კიდევაც რომ დავუშვათ ისეთი ენის არსებობა, რომელიც მხოლოდ ღმერთს ესმის, რა სარგებლობა მოაქვს მას იმ პიროვნებისთვის თუ კრებულისათვის, რომელსაც არ ესმის? ბრძანებს წმიდა მოციქული პავალე: "ხოლო აწ, ძმანო, მო-თუ-ვიდე თქუენდა და ენათა ვიტყოდი, რაჲ-მე გარგო თქუენ, არა თუ გეტყოდი თქუენ გამოცხადებითა ანუ მეცნიერებითა ანუ წინაწარმეტყუელებითა ანუ მოძღურებითა?" (1კორ. 14,6). "ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისასა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით" (1კორ. 14, 12).

ენათა ნიჭი სულაც არ მოიხსენიება როგორც უმაღლესი. უფრო დიდად ირაცებოდა წინასწარმეტყველების ნიჭი (1კორ. 12.10). მაგრამ ქარიზმატთა კრებული რატომღაც ენაზე აკეთებს აქცენტს. ეს გასაგებიცაა, თუმცა აქ არ არის ამაზე საუბარი.

იმავე თავში ვკითხულობთ: "რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს" (1კორ. 14, 14). შეიძლება შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს არსებობს რაღაც ლოცვა, რომელშიც გონება უმოქმედოა და მოგვეჩვენოს, რომ სულიწმიდა ალაპარაკებს ადამიანს, იყენებს მას ორგანოდ, მას თავად კი არაფერს აძლევს. მაგრამ ღმერთი არასდროს არ დაუშვებს, რომ ადამიანის ნების თავისუფლება ასე გათელოს და რობოტივით აქციოს. კიდევაც რომ არ ესმოდეს ადამიანს მის მიერ წინასწარმეტყველებულის სიღრმე, სიტყვა მაინც ესმის. ამ ადგილს კი განმარტავს ნეტარი თეოდორიტე და ბრძანებს: "სულს მოციქული უწოდებს ნიჭებს, გონებას კი – თქმულის განმარტებას. ეუბნება კიდევაც უცხო ენაზე მოლაპარაკეს, რომ ფსალმუნებაში, ლოცვასა თუ სწავლებაში ან თვითონ უნდა იყო გამომთარგმანებელი, ან აიყვანოს სხვა ამის შემძლე". ვკითხულობთ წმიდა მოციქულთან: "ამისთჳსცა, რომელი იტყოდის ენითა, ილოცევდინ, რაჲთა გამო-ცა-თარგმანოს" (1კორ. 14, 13); "უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ. ხოლო უკუეთუ არა იყოს თარგმანი, დუმენინ ეკლესიასა შინა, თავსა თჳსსა ეტყოდენ და ღმერთსა" (1კორ. 14, 27–28). თუმცა, ორმოცდაათიანელებს არ აქვთ "უცხო ენებზე" თქმულის განმარტების პრაქტიკა. წმიდა იოანე ოქროპირი კი იხსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლედან სიტყვებს "რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა" და გონების ნაყოფში გულისხმობს მოყვასისათვის სარგებლის მოტანას.

და ბოლოს, მოციქული ბრძანებს: "ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წინაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს" (1კორ. 14, 22). გაუგებარია, რატომ უნდა იკრიბებოდნენ მორწმუნენი ენებზე სალაპარაკოთ, თუ ეს ურწმუნოთათვისაა, და არა წინასწარმეტყველებისათვის ადამიანისათვის გასაგებ ენაზე, თუ ამას მოიხსენიებს მოციქული მორწმუნეთათვის სასარგებლოდ?

სწორად ბრძანებთ, არვითარი აზრი არ აქვს ისეთი ნიჭის მოღებას, რომელსაც არ აქვს დანიშნულება. მაგრამ როგორ ვქნათ, თუ ადამიანს აქვს ამბიცია მისტიკის სფეროში?!


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 10:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი