IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქრისტეს მოძღვრება და ახალგაზრდობა, დააფიქსირეთ თქვენი აზრი
ნათია
პოსტი Jun 18 2007, 01:42 PM
პოსტი #1

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს.

P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში?

უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს?

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 18 2007, 01:43 PM
პოსტი #2

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 01:42 PM) *

თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სილიერ შიმშილს?

ახალგაზრდობა განიცდის ჩამოუყალიბებელი მშობლების კომპლექსს

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iberieli
პოსტი Jun 18 2007, 01:58 PM
პოსტი #3

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 18-June 07
წევრი № 2,227

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 02:42 PM) *

საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილისთვის უცხო არაა უფლისადმი ლოცვა და წმიდა საიდუმლო ზიარება. ქართველი მრევლი მართლაც, რომ შესამჩნევად გაახალგაზრდავდა ბოლო წლების განმავლობაში. ეს ფაქტი პოზიტიური მოვლენაა არა მარტო ქართული ეკლესიისთვის, არამედ, მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. მაგრამ საკითხავია, რამ მიიყვანა ქართველი ახალგაზრდა ეკლესიასთან ასე ახლოს? ზოგიერთმა, შეიძლება, გააცნობიერა ამქვეყნიური ამაოება და ცდილობს უფლის სახლში მიეახლოს იმ ზეციურ სიწმიდეს, რომელიც ყოველდღიურ რეალურ ცხოვრებაში ხელმიუწვდომელია... ბევრი პირადი პრობლემების გადაწყვეტას ღვთის სახლში ეძიებს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს.

P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში?

უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს?

სულიერი განვითარების გზა მტკივნეულია და მძიმე გოლგოთაა ცხოვრებაში! მხოლოდ ტაძარში სიარული, სანთელის ანთება, რაღაცის თხოვნა ღმერთისადმი იმ იმედით, რომ ადამიანის ჭკუაზე გაივლის და ამით კომფორტს მოიპოვებს სული, არის მარაზმი და უმაღლესის შეურაცხყოფა, 10 მცნებიდან ერთ-ერთის დარღვევა - "არა მოიღო სახელი ღმერთისა შენისა ამაოსა ზედა"!
ახალგაზრდობა სულიერ შიმშილს ძალიან განიცდის, მიუხედავად, თუნდაც ყოველ დღე ეკლესიაში სიარულისა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jun 18 2007, 02:11 PM
პოსტი #4

იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 11:42 AM) *

P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

საკმაოდ დიდი ხანი უეკლესიოდ ვიცხოვრე, 'სწავლას გადაყოლილმა' smile.gif და რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ უბრალოდ მინდოდა ეკლესიაში მისვლა. ჩემი მეგობრები ზოგი ჩემზე ადრე მივიდა და ზოგი სულაც ათეისტია, მოდას არ ავყოლილვარ, პირველად მარხვას რო ვინახავდი მეგობრებმა არც იცოდნენ, თვალები გაუფართოვდათ, შენც მარხულობო?
მღვდელთან მისვლა კი დიდი ხანი მერიდებოდა და ვერ გადამეწყვიტა, ჩემმა მათემატიკის ლექტორმა მიმიყვანა, ერთად წავედით ტაძარში და აბა პირველად ხარ, კურთხევაა რომ აღსარებაზე ურიგოდ მიდიანო ეგეთებიო და დამაყენა იქვე, ჩემით ვერც გავბედავდი იმხელა რიგში ჩადგომას smile.gif მოკლედ ეგრე მივედი, ნაწილობრივ თვითონ და ნაწილობრივ ჩემი ლექტორის ბიძგით. wub.gif
ციტატა
უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ... თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს?
არანაირი სიყვარულის ნაკლებობა ეკლესიაში მისვლამდე არ განმიცდია. ოჯახშიც ვუყვარვარ ყველას და ჩემს სამეგობროშიც wub.gif აი სულიერი სიმშვიდე კი მოვიპოვე.

--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 09:10 PM
პოსტი #5

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

ციტატა(k@the @ Jun 18 2007, 03:11 PM) *

საკმაოდ დიდი ხანი უეკლესიოდ ვიცხოვრე, 'სწავლას გადაყოლილმა' smile.gif და რაღაც მომენტში ვიგრძენი რომ უბრალოდ მინდოდა ეკლესიაში მისვლა. ჩემი მეგობრები ზოგი ჩემზე ადრე მივიდა და ზოგი სულაც ათეისტია, მოდას არ ავყოლილვარ, პირველად მარხვას რო ვინახავდი მეგობრებმა არც იცოდნენ, თვალები გაუფართოვდათ, შენც მარხულობო?
მღვდელთან მისვლა კი დიდი ხანი მერიდებოდა და ვერ გადამეწყვიტა, ჩემმა მათემატიკის ლექტორმა მიმიყვანა, ერთად წავედით ტაძარში და აბა პირველად ხარ, კურთხევაა რომ აღსარებაზე ურიგოდ მიდიანო ეგეთებიო და დამაყენა იქვე, ჩემით ვერც გავბედავდი იმხელა რიგში ჩადგომას smile.gif მოკლედ ეგრე მივედი, ნაწილობრივ თვითონ და ნაწილობრივ ჩემი ლექტორის ბიძგით. wub.gif
არანაირი სიყვარულის ნაკლებობა ეკლესიაში მისვლამდე არ განმიცდია. ოჯახშიც ვუყვარვარ ყველას და ჩემს სამეგობროშიც wub.gif აი სულიერი სიმშვიდე კი მოვიპოვე.

სულიერ სიმშვიდე ხომ მოიპოვე? აი ესაა უდიდესი მიღწევა

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jun 19 2007, 09:24 PM
პოსტი #6

Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78

ციტატა
უფროსი თაობა ხშირად საყვედურობს ახალგაზრდებს აგრესიულ ქცევებზე ...

მე თუ მკითხავთ უფროსი თაობაც ძალიან დამახასიათებელი აგრესიით გამოირჩევაა დამრიგებლური უმისამართო აგრესიაა სტერეოტიპული მიდგომაა რო "ცუდი დრო მოვიდა თავად კი რა კაი დროსი შვილები იყვნენ " საკითავიაა ისე ასეა თუ არაა ? რაღაც ასპექტში კი და რაღაც ასპექტში არაა ! სულიერი შიმშილსს და სულიერ უგრძნობლობს ჩემი აზრით უფროსი თაობა უფრო უჩივის smile.gif წესრიგის მოყვარული თაობაა და არც ფიქრობდნენ იმ ფასეულობებზეე რაც შესაძლოა უფრო მძლავრად აწუხებდეს დღევანდელი ქაოსის დროში მცხოვრებ ახალგზარდას

არ ვიცი მე ხშირად ვფიქრობ ამაზე smile.gif უფროს თაობას ქონდაა წესრიგში გამომუშავებული ზნეობა მაგრამ ? აარ ვიცი არ ვიცი შეიძLება ვცდები

--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 19 2007, 11:17 PM
პოსტი #7

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

ციტატა
მე თუ მკითხავთ უფროსი თაობაც ძალიან დამახასიათებელი აგრესიით გამოირჩევაა

რაც ახალგაზრდების გაღიზიანებას იწვევს

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jun 25 2007, 07:20 PM
პოსტი #8

Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843

ლილიანა, შეიძლება, ნაწილობრივ მართალიც იყო შენsmile.gif რავი აბა, ზოგი ლანძღავს ახალგაზრდა თაობას და ზოგიც აქებს,ისეთი ნიჭიერები და ნასწავლები არიანო.ისე, კი ვიცი,რომ დღესდღეობით ახალშობილთა ექიმები ხშირად ამბობენ,რომ ძალიან განვითარებული ბავშვები მოდიან.

ციტატა
თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

მშობლებმა მიმიყვანეს.
ციტატა
რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში?

გაიხსენე კომუნისტების პერიოდი,მაშინ ძალიან ცოტას სწამდა.მაშინ არც დიდები,მშობლები არ დადიოდნენ ეკლესიებში,და ახალგაზრდებზე რაღა ვთქვათ?მათ ღმერთის სიძულვილს უნერგავდნენ,იმის მაგივრად,რომ ეკლესიებში ეტარებინათ... იცი,ასე მგონია,ცხრა აპრილის მერე უფრო "შეიცვალა" ხალხი,უფრო გაუძლიერდათ რწმენა... და თან ჩვენმა პატრიარქმა იმდენი მოახერხა,რომ... wub.gif wub.gif ამიტომ,ასე მგონია, ღვთის მადლი გადმოვიდა ჩვენზე wub.gif მადლობა უფალს ყველაფრისთვის!
ციტატა
თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს?

რა თქმა უნდა,ყველა არა,მით უმეტეს მორწმუნეები,მაგრამ მაინც ბევრი განიცდის.ეს კარგად აისახება კიდევაც,TV რეებსაც აჩვენებენ ხომ,საერთოდ,სამწუხაროდ,კარგი მაგალითებია ამის დასადასტურებლად.

--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi kavtaradze
პოსტი Jul 1 2007, 12:56 AM
პოსტი #9

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 8-May 07
წევრი № 1,861

ჩემი აზრით ახალგაზრდობის და საერთოდ ჩვენი ერის პრობლემაა გაურკვევლობა და შეუცნობელობა ეკლესიური ცხოვრებისა. უმრავლესობა რეალურად ვერ აღიქვამს რა რას ნიშნავს ან რისთვის სრულდება და უბრალოდ დოგმების სახით ასრულებს და როცა სრულიად არ შეიცნობა და გულით არ კეთდება ძნელია ვისაუბროდ საზოგადოების რეალურად ეკლესიისკენ მოქცევისაკენ. ჩვენი პრობლემა ტრადიციების გაუცნობიერებელ და ხშირად მხოლოდ ფორმალურ შესრულებაშია. ტრადიციები კარგია მაგრამ საჭიროა აზროვნებისა და ინტელექტის მუდმივი განვითარება, ჩვენთან კი ამის დიდი პრობლემა დგას. საზოგადოება მოკლებულია ჩემის აზრით ინტელექტს და რაც შეეხება უფროს თაობას მისი ფსიქოლოგია ძალიან გავს უხეშად რომ ვთქვათ დამონებული ხალხის ფსიქიკას, ურჩევნიათ ბატონი ყავდეთ და "კარგად" იცხოვრონ ვიდრე დამოუკიდებელნი იყვნენ და თავიდან თუნდაც უჭირდეთ,მათი ფსიქიკა კი მათსავე შვილებზე მოქმედებს და დგეს მაინც იგივე პრობლემა გვაქ რაც გვიშლის ხელს ვისწრაფოდეთ ჩვენი ერის კეთილდღეობისაკენ. რადგან ჩვენ ცნობიერებაში ღრმად დევს რომ უნდა დავჯერდეთ მცირედს დიდი კი ვინმე სხვამ ჩვენ ნაცვლად უნდა გააკეთოს.
რაც შეეხება ახლანდელ თაობას მასში დევს თავისუფალი აზროვნების განვითარების პოტენციალი და მგონია რომ უფრო მეტიც შეუძლიათ გააკეთონ ქვეყნისათვის რადგან მათ განსხვავებული ფსიქოლოგია და ფასეულობები უყალიბდებათ, მაგრრამ არის აქ ერთი პრობლემაც საჭიროა ამ პოტენციალის სწორი გზით წარმართვა რაშიც დიდი წვლილი აღზრდამ და ეკლესიური ცხოვრების ქადაგებამ უნდა შეიტანოს თუ ეს ვერ ხდება მაშინ ყალიბდება არაეროვნულობისაკენ მისწრაფული ინდივიდი, რომელიც ვერ აფასებს ეროვნულ ღირებულებებს და მიისწრაფის გლობალიზაციისკენ.

biggrin.gif biggrin.gif
ე რამდენი დამიწერია biggrin.gif ნეტა ვინმე თუ გაიგებს laugh.gif

ციტატა
P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

ამაზე რომ დავწერო ალბათ ორჯერ მეტის დაწერა მომიწევს biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 1 2007, 12:59 AM
პოსტი #10

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

ციტატა(giorgi kavtaradze @ Jul 1 2007, 01:56 AM) *

თუ არ დაგეზარება დაწერე 2kiss.gif

საინტერესოა ვინ როგორ მივიდა ტაძრამდე ... smile.gif

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
italieli-dato
პოსტი Jul 1 2007, 01:26 AM
პოსტი #11

Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 125
რეგისტრ.: 24-June 07
მდებარ.: georgia
წევრი № 2,280

შენს კითხვას შენივე პოსტი პასუხობს.

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 12:42 PM) *

რამ განაპირობა ზოგადად ქართველი ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდების ეკლესიასთან დაახლოება ამ ბოლო წლებში?

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 12:42 PM) *

რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ზოგიერთი მოდას აჰყვა და ფიქრობს, რომ ეკლესიაში ხშირი სიარულითა და წირვა-ლოცვის მოსმენით შეუძლია უზენაეს მიუახლოვდეს, ისე რომ ქრისტეს მცნებები თავის რეალურ ცხოვრებაში არც კი განახორციელოს.

უმეტესობა ეკლესიის შენობას დაუახლოვდა. მაგრამ ღმერთს ვერა. მოდად იქცა სამების ტაძარში სიარული. მე სამებაში მლოცველი ახალგაზრდა იშვიათად მინახავს. თითქმის ყველა ახალგაზრდა ლაპარაკობს.

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 12:42 PM) *

თქვენი აზრით, ახალგაზრდობა განიცდის უსიყვარულობას, სულიერ შიმშილს?

კი განიცდის. იმიტომ რომ იშვიათად იქადაგება ამბიონიდან სიყვარული. ჭეშმარიტი ღმერთის სიყვარულს პატრიარქი ხშირად ქადაგებს, როცა ზოგიერთი მოძღვარი ბოლო ჟამის დადგომას, ფსევდოგადმოცემებს და ფსევდომართლმადიდებლობას ქადაგებს და აშინებს მრევლს ეს არასწორია ჩემი აზრით. ისიც უნდა ითქვას რომ ეს შეშინებული მორწმუნეები სხვებსაც აშინებენ და ასე მიჰყავთ ტაძრამდე. როცა გაივლის შიში მთავრდება ეკლესიაში სიარულიც. ხშირია ასეთი შემთხვევები.

ციტატა(ნათია @ Jun 18 2007, 12:42 PM) *

P.S. თქვენ როგორ მიხვედით ეკლესიამდე?

მე ტაძრამდე ბერძნული გალობის მომხრეებმა მიმიყვანეს. გამაფანატეს და კინაღამ პატრიარქს დამაპირისპირეს. მადლობა უფალს გალობის ამბებში არ ავყევი და არ დავუჯერე და დროზე დავშორდი მათ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi kavtaradze
პოსტი Jul 1 2007, 01:47 AM
პოსტი #12

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 8-May 07
წევრი № 1,861

კარგი smile.gif
ბავშვობიდან მსურდა რაც შეიძლება მეტი გამეგო ღმერთზე და ჩემ ოჯახში ბევრიც იყო ამით გაკვირვებული, მაშინ როცა ჩემ ნაცნობ თანატოლებს წიგნს ძალით აჩეჩებდნენ ხელში მე დიდი ინტერესით ვკიტხულობდი გოგებაშვილის საღვთო ისტორიას და პატარ პატარა გამოცემებს სადაც რა მხვდებოდა ხოლმე ხელში. სკოლაში რელიგიის გაკვეთილს არ ვაცდენდი და ყოველთვის ინტერესით ვუსმენდი ხოლმე რასაც მასწავლებელი გვიყვებოდა. ჩემი ინტერესი ძალიან დიდი იყო მაგრამ ჩემს გარშემო არავინ იყო მორწმუნე და ინფორმაციის ნაკლებობასაც განვიცდიდი. სამაგიეროდ ჩემს ახლო წრეში გამოჩნდა სხვა რელიგიის მიმდევარი რომელმაც დაუშურებლად მაძლია წიგნები და მეც ვკიტხულობდი. მიზიდავდა ნახატები და ა.შ. თუმცა დროთა განმავლობაში რატომგაც გული მიცრუვდებოდა მის მიერ მოცემულ წიგნებზე და ერთ დგესაც როცა ახალი წიგნი მომცა ზრდილობის გამო გამოვართვი და ძალიან უარყოFითი განწყობა დამეუფლა, საინტერესო ის არის რომ ის წიგნი რამდენიმე წუთში თვალსა და ხელს შუა ისე გაუჩინარდა რომ ვერც მე და ვერც იმ ადამიანმა ვერსად ვერ აღმოვაჩინეთ, იმის მერე მისგან წიგნი აგარ ამიღია და იმ დროიდან დაიწყო ხელახალი ძიება რაგაც ჭეშმარიტისა. ჩემები არ იყვნენ მორწმუნეები და ამ ყველაფერს ისე იღებდნენ, რომ დაე თვითონ ბავშვმა გადაწყვიტოს სად არის მართალი და სად არაო და ხელს არაფერში მიშლიდნენ. მე კი ღვთის წყალობით სწორ გზაზე დავდექი. მანამდე კი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩემში ქაოსი იყო არ ვიცოდი სად და როგორ წავსულიყავი თუმცა ეკლესიაში შესვლისას ისეთ შვებას ვგრძნობდი ხოლმე რომ ვერ ავღწერ. მერე კი,ალბათ ბევრს ექნება გამოვდილი, სრულიად უმიზეზოდ ვდებდი ეკლესიაში წასვლას და საკმაო ხანი აღარ ვჩნდებოდი ხოლმე ტაძარში. საერთოდაც იშვიათი სტუმარი ვიყავი. მაგრამ მოსვენებას მაინც ვერ ვპოულობდი სულ მუდამ გაურკვევლად აფორიაქებული ვიყავი და ხშირად მიჭირდა დამშვიდება, თუმცა ყოველთვის ვიცოდი რომ ეკლესიაში უნდა მევლო მაგრამ ვერ მივდიოდი.
ხოდა ერთ დგეს როცა ჩემი მეგობრები მიდიოდნენ ტაძარში ავდექი და ისე რომ თავს ფიქრის საშუალება არ მივეცი, რომ მერე კიდევ არ გადამეფიქრა გავუდექი ტაძრისაკენ გზას. თან ღმერტს ვთხოვდი დამეძლია ეს უაზროდ აკვიატებული ფიქრები. და საინტერესო მოხდა ის რომ როცა ტაძარში შევედი და ქადაგების დრო დადგა არ მახსოვს რომელი მამაო იყო იქადაგა სწორედ ის რაც მე იმ წუთას ყველაზე მეტად მჩირდებოდა და მაწუხებდა. ასეთი შემთხვევით ავირჩიე მოძრვარიც, ერთ დგესაც როცა უკვე საკმაო ხანი დავდიოდი ეკლესიაში და უკვე მოძღვრის აყვანაზე დავიწყე ფიქრი ძალიან მიძნელდებოდა შემერჩია მოძღვარი, ესეც ღმერთს მივანდე და ტაძარში წასვლამდე და გზაშიც შევთხოვდი რომ მიენიშნა ჩემთვის და სწორედაც რომ წირვის დასრულებისას მამა ალექსნდრემ ქადაგებაში ზუსტად იმაზე ისაუბრა რაც მე მაინტერესებდა biggrin.gif ასე გახდა იგი ჩემი მოძღვარი თუმცა არც ისე ახლო ურთიერთობა მაქვს მასთან როგორიც უნდა მქონდეს sad.gif
და საერთოდ რაც კი კიტხვა მებადება ხოლმე და თუ რა მაფიქრებდა ხოლმე მეძლეოდა და მეძლევა ყველაფერზე პასუხი. ამაზეც ბევრი შეიძლება ვისაუბრო მაგრამ ეხლა ნამდვილად დაიზარებთ ამდენის კითხვას biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ხომ ვამბობდი ბევრია თქო საწერი biggrin.gif თუ არ დაგეზარებათ წაიკითხეთ laugh.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 1 2007, 01:53 AM
პოსტი #13

Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224

giorgi kavtaradze

ციტატა
გზაშიც შევთხოვდი რომ მიენიშნა ჩემთვის და სწორედაც რომ წირვის დასრულებისას მამა ალექსნდრემ ქადაგებაში ზუსტად იმაზე ისაუბრა რაც მე მაინტერესებდა

რომელ ეკლესიაში დადიხარ? მამა ალექსანდრე ბოლქვაძე?

--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi kavtaradze
პოსტი Jul 1 2007, 01:57 AM
პოსტი #14

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 8-May 07
წევრი № 1,861

პატარა სამებაში დავდივარ საჯარო ბიბლიოთეკის უკან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 2 2007, 01:10 PM
პოსტი #15

--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12

გუშინ კურიერ პოსტსკრიპტუმს ვუყურებდი და აჩვენეს ერთი ახალგაზრდა რომელსაც "დასში " გაუმარჯვია.
უცნაურია, რომ რეჟისორი სტურუა ამბობს: ახლა მისი ბედი ღმერტების ხელშიაო..
მერე ამ ახალგაზრდის სახლი აჩვენეს სადაც ხატების კუთხე ჰქონდა მოწყობილი...
მან გაიმეორა სტურუას ნათქვამი: ჩემი ბედი ღმერთების ხელშიაო...იმიტომ ვართ მაგარ დღეში, რომ ჩვენი ხალხის ბედი "ღმერთების" ხელშია...
ისე ნეტა რომელ ღმერთებს გულისხმობდა "მორწმუნე" ახალგაზრდა?!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 01:51 PM
პოსტი #16

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

მაი რა შუაშია ნენა? biggrin.gif

გამოთქმების პირდაპირი გაგება არ ივარგებს, ასე მეც მითქვამს, აპოლონი ჩემზე გამწყრალია თქო.. biggrin.gif

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 2 2007, 02:05 PM
პოსტი #17

--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12

მნათე
ციტატა
მაი რა შუაშია ნენა?

ჯერ ვერ გაიგებ მაგას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 02:08 PM
პოსტი #18

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
ჯერ ვერ გაიგებ მაგას...

ქართლში მენტორი გასწავლეს? IPB-ს სურათი

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
forumis virusi
პოსტი Jul 2 2007, 02:55 PM
პოსტი #19

kaspersky devikene da cesit unda miSvelos
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 124
რეგისტრ.: 1-July 07
წევრი № 2,359

ციტატა(გლახა @ Jul 2 2007, 02:10 PM) *

გუშინ კურიერ პოსტსკრიპტუმს ვუყურებდი და აჩვენეს ერთი ახალგაზრდა რომელსაც "დასში " გაუმარჯვია.
უცნაურია, რომ რეჟისორი სტურუა ამბობს: ახლა მისი ბედი ღმერტების ხელშიაო..
მერე ამ ახალგაზრდის სახლი აჩვენეს სადაც ხატების კუთხე ჰქონდა მოწყობილი...
მან გაიმეორა სტურუას ნათქვამი: ჩემი ბედი ღმერთების ხელშიაო...იმიტომ ვართ მაგარ დღეში, რომ ჩვენი ხალხის ბედი "ღმერთების" ხელშია...
ისე ნეტა რომელ ღმერთებს გულისხმობდა "მორწმუნე" ახალგაზრდა?!

გეთანხმები სერგი...

მნათე ნუ ჭედავ ხანდახან biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 2 2007, 02:56 PM
პოსტი #20

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4

ციტატა
მნათე ნუ ჭედავ ხანდახან

გაჭედვა იმას ქვია რასაც თქვენ შობით biggrin.gif ასეთი დაწვრილმანება შეიძლება?

--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი