სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Mar 31 2026, 04:46 PM
პოსტი
#21
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცალკე აღნიშვნის ღირსია გელათში არსებული ახალი საფლავი ქვები. პირველი მათგანი ეკუთვნის ტრაპიზონიდან გადმოსვენებულ უკანასკნელ ქართველ ბაგრატიონ მეფე სოლომონ მეორეს, ხოლო მეორე გაენათელ მიტროპოლიტ ექვთიმეს (შარვაშიძე). შესაბამისად, მათი საფლავის ქვები დამზადდა XX და XXI საუკუნეებში და შეიძლება ითქვას, რომ გელათში XII საუკუნიდან დაწყებული XXI საუკუნით დასრულებული ისტორიულ პირთა საფლავები გვაქვს.
სამხრეთ კარიბჭეში უცნობი ქართველი დიდებულის საფლავის ქვის აღმოჩენამ კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა გელათის ისტორია, რამაც გამოკვეთა სამომავლოდ არქეოლოგიური კვლევის აუცილებლობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ გელათში არსებული ძველი საფლავების დიდ ნაწილში კონკრეტულად რომელი ქართველი მონარქი განისვენებს დღესდღეობით არ არის დადგენილი, ამიტომ უცნობი საფლავები შეიძლება ცალკე გამოვყოთ. გვაქვს ცნობები გვიან შუასაუკუნეებში გარდაცვლილი იმერეთის მეფეთა საფლავების ზუსტ ადგილსამყოფელზე, ყოველივეს ამყარებს იმერეთის მეფეთა ფრესკების არსებობა ამა თუ იმ ეკვდერში, ფრესკა არის უტყუარი საბუთი, რითაც უმეტესწილად დასტურდება, რომ აღნიშნული მოღვაწე განისვენებს ფრესკის ქვემოთ" /ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.52/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 2 2026, 04:51 PM
პოსტი
#22
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებულ მეფეთა საძვალეზე საუბრისას საყურადღებოა ერთი ფაქტი - გელათში დასაფლავებულ მეფეთა და დედოფალთა საფლავები გამოირჩევა უბრალოებით, არცერთი მეფის საფლავის ქვა მონასტრის დამაარსებლის საფლავის ქვაზე ძვირფასი არ არის.
ამ უბრალოებას სწორედ დავითმა დაუდო სათავე, სულიერად დიდმა მონარქმა უბრალო საფლავის ქვის დადებით მომავალ მეფეებსაც სიმდაბლისკენ მოუწოდა. თუმცა ამას კიდევ სხვა მიზეზიც ჰქონდა - მტრის შემოსევების გამო წარმოუდგენელი იყო, რომ ვინმეს მდიდრული სასაფლაო მოეწყო, რადგან თავდასხმის შემთხვევაში საფლავს წაბილწავდნენ და გაანადგურებდნენ. უცვლელი სახით ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ დავით აღმაშენებლის საფლავმა (მცირედი ცვლილებების გარდა), თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით მეფის საფლავის ქვას გვიან პერიოდში ეყობა მდებარეობა შეუცვალეს" /ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.47/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 2 2026, 08:05 PM
პოსტი
#23
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გელათი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული მონასტერი იყო, რაც განპირობებულია მისი მდებარეობით. გელათის სამონასტრო კომპლექსში ვხვდებით მეფეთა, კათალიკოსთა, მღვდელმთავართა საფლავის ქვებს, რომელთაგან უძველესია წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია და საჭიროებს ყურადღებას, რადგან ქვას დაწყებული აქვს დაშლა და პროცესი ნელ-ნელა მატულობს. ამასთან ერთად უმჯობესი იქნება, თუკი ქვა დაიფარება სპეციალური მინით, რათა ის არ დაზიანდეს დამთვალიერებელთა მიერ"
/ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.48/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 3 2026, 12:45 PM
პოსტი
#24
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" გელათის მონასტრის ეზოში განისვენებს სოლომონ პირველის ერთადერთი ვაჟი - ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც 1778 წელს განუდგა მეფეს და შემდეგ შევიდა უკანონო ქორწინებაში.
ეს ქორწინება ეკლესიამ არაკანონიერად მიიჩნია და "კრულ ყვეს იგი განტევებისათვის ცოლისა და უჯეროისა ქორწინებისათვის". სოლომონ მეფის სურვილის მიუხედავად მას არ მიეცა უფლება, ალექსანდრე ბატონიშვილი გელათში დაეკრძალათ (ალბათ წმ. მარინეს სახელობის ეკვდერში), თუმცა "სამღვდელოთა კრებათა არა აუფლეს მეფესა დამარხუა ძისა თვისისა, ვინათგან კრულ ჰყვეს იგი". დავით ბატონიშვილის ცნობის მიხედვით ამ საკითხზე გამართულა საეკლესიო კრება, რომელსაც სავარაუდოდ სოლომონიც უნდა დასწერებოდა, სოლომონ მეფე ბევრს ევედრა ეპისკოპოსთა, რათა ალექსანდრე გელათში დაეკრძალათ "გარნა არა უსმინეს მას და ერთისა მღვდლის წინ გაძღოლითა დაფლეს იგი გარეგან ეკლესიისა", ე.ი. ალექსანდრე ბატონიშვილი დაუკრძალავთ გელათის ტაძრის გარეთ, საკმაოდ მოკრძალებულად ერთი მღვდლის წინგაძღოლით, ალექსანდრე დაკრძალული უნდა იყოს გელათის მონასტრის ეზოში" /ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.116/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 3 2026, 01:03 PM
პოსტი
#25
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"უცნაური და განსხვავებული პატივით დაკრძალეს გელათის მონასტერში უკანასკნელი ქართველი ბაგრატიონი მონარქი, სოლომონ მეორე, რომელიც 1810 წელს რუსების აგრესიის შემდეგ იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სამშობლო.
ქვეყნიდან დევნილი მეფე 1815 წელს ოსლამეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ტრაპიზონში აღესრულა. დევნილი მეფე 175 წლის შემდეგ ჩამოასვენეს ტრაპიზონიდან და თავის საგვარეულო საძვალეში დაასაფლავეს. 1990 წლის 24 ნოემბერს დღის ორ საათზე სოლომონ მეფის ნეშტი დაკრძალეს გელათის მთავარ ტაძარში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ დასავლეთ მხარეს გაჭრილ სამარეში, მისი სახელოვანი ბიძის სოლომონ პირველის საფლავის მოპირდაპირე მხარეს. საფლავის ქვად გამოიყენეს ეკლარის ქვა, რომელზეც ამოკვეთილია შემდეგი სიტყვები (ისე როგორც ტრაპიზონში არსებულ საფლავის ქვაზე ეწერა): "განმეძარცვა მე პირლვექმნილი სიკეთე და მშვენება და მდებარე ვარ შიშველ და კდებულ საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ". სოლომონ მეფე არის უკანასკნელი მონარქი რომელიც დაკრძალეს გელათის საძვალეში, მისი დაკრძალვით დასრულდა თითქმის ცხრაას წლოვანი ციკლი (1125-1990)". /ლევან ტყეშელაშვილი, „გელათი სამეფო მონასტერი და საძვალე“, გვ.118/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 7 2026, 09:11 PM
პოსტი
#26
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავითისვე [აღმაშენებელი] სურვილით გელათი მეფეთა საძვალედ უნდა გადაქცეულიყო, რაც აღსრულდა კიდეც, რადგან აქ საქართველოს 20-ზე მეტი მეფე-დედოფალია დაკრძალული.
დავით აღმაშენებლის შემდეგ გელათში ჰპოვა საბოლოო განსასვენებელი დავითის შვილმა, შვილიშვილმა, შვილთაშვილმა და მათმა შვილებმა. ამიერიდან ყველა ბაგრატიონი მონარქისთვის უდიდესი პატივი იყო გელათში დაკრძალვა" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.99/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 10 2026, 03:47 PM
პოსტი
#27
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭყონდიდის საეპისკოპოსო ტაძარი წმინდა მოწამეთა განსასვენებელი და, ამავე დროს, მეფეთა საძვალეც ყოფილა, რადგან ტაძარში თავისი სასაფლაო ბაგრატ მეოთხეს მოუწყვია"
/ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.279/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 11 2026, 02:18 PM
პოსტი
#28
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით აღმაშენებელმა თავისი არამიწიერი ღვაწლის უკვდავსაყოფად გელათის სამეფო საძვალე და სამხრეთ კარიბჭეში არსებული საფლავის ქვა დაგვიტოვა, თვით საფლავის ქვაც კი მეფის უდიდეს სულიერებაზე მიგვანიშნებს, მან თავის აგებულ ბრწყინვალე ტაძარშიც კი არ ინება დასაფლავება და სამეფო მონასტრის შესასვლელში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.
მეფის მიერ აგებული გელათის სამეფო საძვალე საქართველოში ერთერთი ყველაზე მეტად დაცული მონასტერი იყო, 1510 წლის ოსმალთა ლაშქრობის შემდეგ კი მონასტრის დამაარსებლის საფლავი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. თითქოს წინასწარ განჭვრიტა დავით მეფემ ყოველივე, რადგან მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგ მეფის ღვაწლი სათანადოდ დაფასდა და მისი წმინდა ნაწილები გელათი მთავარ ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის საკურთხეველში გადაასვენეს. გელათის ბრწყინვალე ტაძარში დღესაც ამაყად გამოგვცქერის ქართველთა სათაყვანებელი მეფეთ-მეფე, "მესიის მახვილი", "აღმაშენებელი". საგულისხმოა ის, რომ ყველა დროის უდიდესმა მეფემ თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი მოასწრო, რომ ქართველები დღემდე მისი დანატოვრით მოვდივართ. ყოველივე ამის შემდეგ რაოდენ თავმდაბლურია სიტყვები მეფისა: "მოიხსენეთ ვედრი ჩემი... და ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს!" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.307/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 16 2026, 07:16 PM
პოსტი
#29
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თანამედროვე პერიოდში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხშირად გაიგონებთ: "თამარის საფლავი დაკარგულია", "თამარის საფლავი არავინ იცის" და კიდევ ბევრ გაუგებრობას, რაც, რა თქმა უნდა, გულსატკენია, მით უფრო მაშინ, როდესაც თამარ მეფის ორივე მემატიანე ერთხმად გვაუწყებენ, რომ თამარ მეფე ქართველ მფეთა განსასვენებელში - გელათის მონასტერშია დასაფლავებული"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა), გვ.13/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 21 2026, 04:56 PM
პოსტი
#30
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე გარდა სისხლით ნათესაობისა, კიდევ ერთი რამით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი - ორივე გელათის საძვალეშია დასაფლავებული"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.155/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 23 2026, 06:26 PM
პოსტი
#31
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფის მოღვაწეობაზე საუბრისას ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს, თუ სად არის მეფის განსასვენებელი? გასაგებია, რომ თამარის პერიოდისა და შემდგომი დროის წყაროები ერთხმად მიუთითებენ, რომ თამარი დაკრძალეს გელათში! მაგრამ სად, მთავარი ტაძრის რომელ ნაწილში უნდა განისვენებდეს წმინდა მეფის სხეული? აღნიშნულ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა ძალიან რთულია, მაგრამ გვიანი პერიოდის ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თამარ მეფის ნაწილები ამჟამად გელათის მთავარ საკურთხეველში უნდა განისვენებდეს. თუმცა საბოლოოდ არ უნდა გამოვრიცხოთ თამარის საფლავის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკვდერში არსებობა, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი კვლევის შედეგად ეკდერში აღმოჩნდება ძველი აკლდამა"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.206/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 25 2026, 03:32 PM
პოსტი
#32
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილსამყოფელის შესახებ პირველხარისხოვანი და ყველაზე სანდოა მეფის ორი ისტორიკოსის ცნობა, რომელთა მიხედვითაც თამარ მეფე დაკრძალეს გელათის მეფეთა საძვალეში. სწორედ "ისტორიანი და აზმანის" ავტორი და "ბასილი ეზოსმოძღვარი" იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თავისი თვალით იხილეს თამარის გარდაცვალება და გელათში დაკრძალვა, აქედან გამომდინარე, საფლავი ადგილსამყოფელის შესახებ მათი ცნობები იდენტურია"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.188/ "ისტორიანი და აზმანის" ავტორი: "მიიცვალა მეფე თამარ... და წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა". "ბასილი ეზოსმოძღვარი: "თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარს... მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათს დაამკვიდრეს თვისსა სამარხოსა" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი