IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვარძია, ფოტო-გამოფენა
მარიამი
პოსტი Sep 27 2006, 11:19 PM
პოსტი #1


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,613
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



IPB-ს სურათი

ვარძია

იდგა,
ვით კლდეში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული,
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

ათასი კიბით,
ათასი ხვრელით
ჟღერდა,
მღეროდა სიცოცხლე ქვიდან
და შემართული ოსტატის ხელი
მართლაც ხელთუქმნელ სასწაულს ქმნიდა.

ჰკვეთავდა ნათელ გუმბათს მარჯვენა,
ხატავდა მაღალ თაღებს ოცნებით
და კლდის სიღრმიდან ცად გასაფრენად
ფრთებს ისწორებდნენ ანგელოსები.

იდგა ქალაქი ურიცხვი მღვიმით -
ქალაქი კლდეში გამოქვაბული
და ბნელ ღამეში გამომკრთალ ღიმილს
ჰგავდა ვარძიის წყარო ზღაპრული.

ირგვლივ მესხეთის ტურფა მთა-ბარი
ჰყვაოდა
მართლა გასაოცრადა...
აქ ფეხშიშველი იდგა თამარი
და ომში წასულ ლაშქარს ლოცავდა.

თვით ემხობოდა
დამამხობელი,
ვინც საქართველოს
ორმოს უთხრიდა,
და გამარჯვების
მახარობელი
აქეთ მოჰქროდა
ოთხივ კუთხიდან.

იდგა,
ვით ცაში დაკიდებული
და ჰგავდა ხომალდს -
მაღალ ანძიანს,
ფესვით ქვესკნელზე დამკვიდრებული
გამოკვეთილი კლდეში ვარძია.

I ნაწილი: ქვემო ვარძიის მამათა მონასტერი


IPB-ს სურათი

მოკლე ისტორიული ცნობები: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/vardzia/vardzia.htm

ქვემო ვარძიის მამათა მონასტრის მთავარი ტაძარია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია,
IPB-ს სურათი

რომლის სამხრეთ კედელზეც ცნობილი თამარის ფრესკაა:
IPB-ს სურათი

ამავე ტაძრის შესასვლელი კარის თავზეა მაცხოვრის ულამაზესი ფრესკა:
IPB-ს სურათი

ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ავედრებდა წმინდა თამარ მეფე თავის ქვეყანას ბასიანის ბრძოლის წინ:
IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tammo
პოსტი Sep 13 2008, 12:12 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,412



ციტატა
პირველად ვარძია რომ ვნახე, ემოციებისგან სისხლი გამეყინა ძარღვებში

არანაკლებ ლამაზია ვანის ქვაბები. თან ძალიან ლამაზიsmile.gif და თუ ვარძიაში გადაწყვიტოთ წასვა მანდაც შეიარეთ, გზაგევეა და ბევრი სასიარულოც არაა


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Sep 15 2008, 09:49 AM
პოსტი #3


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,613
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(tammo @ Sep 13 2008, 12:12 PM) *

არანაკლებ ლამაზია ვანის ქვაბები. თან ძალიან ლამაზიsmile.gif და თუ ვარძიაში გადაწყვიტოთ წასვა მანდაც შეიარეთ, გზაგევეა და ბევრი სასიარულოც არაა

სწორი შენიშვნაა smile.gif ვანის ქვაბებში რომ მოვხვდი პირველად, გავიფიქრე, აი, აქ რომ მოქმედი მონასტერი იყოს, სიამოვნებით დავრჩებოდი-თქო.
ვანის ქვაბებებთან დაკავშირებით ერთი სევდიანი გადმოცემა არსებობს. ადრე (მგონი ნაწილობრივ ახლაც) მონასტრებში აკრძალული იყო ჯვრისწერა. ამ წესის საწინააღმდეგოდ ერთ თავადს მოუნდომებია ვანის ქვაბებში ჯვრის დაწერა. ჯვრისწერის დროს დიდი მიწისძვრა მომხდარა, კლდე ჩამოქცეულა და ქვეშ მოუყოლებია მექორწილეები. მაშინ ჩამოვარდნილა ის უზარმაზარი ლოდიც, რომელიც იქვე წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარშია დღესაც. მას მერე აღარ აღდგენილა სამონასტრო ცხოვრება ვანის ქვაბებში.

IPB-ს სურათი


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მარიამი   ვარძია   Sep 27 2006, 11:19 PM
ალექსანდრე   ხალხო ვარძიაში არ ...   Sep 27 2006, 11:23 PM
liliana   http://image.700up.com/uploads/c15865fb79.jpg   Sep 27 2006, 11:23 PM
მარიამი   [b]II ნაწილი: ანანაური...   Sep 27 2006, 11:39 PM
მარიამი   [b]III ნაწილი: ზედა ვარ...   Sep 27 2006, 11:55 PM
ალექსანდრე   მარიამ ვარძიაში ორ...   Sep 28 2006, 12:02 AM
მარიამი   მარიამ ვარძიაში ო...   Sep 28 2006, 12:04 AM
ალექსანდრე   მარიამი მერე მამა...   Sep 28 2006, 12:06 AM
მარიამი   მარიამი მერე მამა...   Sep 28 2006, 12:10 AM
ალექსანდრე   მარიამი კარგი იქნ...   Sep 28 2006, 12:23 AM
qazqaz   ეხ რა ბედნიერი ვარ ...   Oct 4 2006, 04:35 PM
მარიამი   წუნდა აღადგინეს? ვ...   Oct 4 2006, 05:10 PM
solomony   http://image.700up.com/uploads/679ca71e05.jpg მ...   Oct 4 2006, 08:21 PM
qazqaz   ეს მამა მათეს და კი...   Oct 5 2006, 10:21 AM
მარიამი   [b]III ნაწილი: ბერთსაყ...   Oct 6 2006, 09:53 PM
qazqaz   http://dade.ge/?code=1160695962MY835IZVZQ აი ...   Oct 12 2006, 11:24 PM
shota   http://image.700up.com/uploads/f5e40cd3d6.jpg   Oct 20 2006, 12:13 AM
solomony   მარიამ ძალიან მომე...   Oct 20 2006, 12:23 AM
მარიამი   მარიამ ძალიან მომ...   Oct 20 2006, 01:00 AM
tamara   ვარძიაზე თემა გავუ...   Dec 13 2006, 12:08 PM
ლილიანა   ვარძიაზე თემა გავ...   Dec 13 2006, 12:13 PM
sandro40   ვარძიაზე თემა გავ...   Jun 7 2008, 11:50 PM
tamara   აი აქ - gerodot.ru - ახლა ქს...   Dec 13 2006, 12:24 PM
tamara   http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1619&start=0 - ...   Dec 13 2006, 01:18 PM
ლილიანა   http://gerodot.ru/viewtopic.php?t=1619&start=0 - ...   Dec 13 2006, 06:18 PM
ketino   კალმახები? . . .ვარძი...   Apr 13 2007, 09:28 PM
marushki   აუ ვარძია მაგარიაა...   Mar 17 2008, 11:08 PM
tammo   2 კვირის წინ ვიყავი ...   Apr 2 2008, 06:05 PM
COMNENA   სამწუხაროდ ნამყოფ...   Apr 13 2008, 10:35 PM
xornabujeli   :( სამწუხაროდ, არც მ...   Apr 14 2008, 08:52 AM
orthodox-georgia   :( სამწუხაროდ, არც მ...   Jun 8 2008, 02:35 PM
მარიამი   არც მე. არადა ძალია...   Jun 8 2008, 05:03 PM
ილია   ძაან მაგარიაა:wub: რ...   Apr 14 2008, 09:27 AM
TURIZMI   http://i013.radikal.ru/0804/e7/6f7f80ab272d.jpg ...   Jun 7 2008, 11:22 AM
მარიამი   მარი ძალიან გთხოვ ...   Jun 7 2008, 11:04 PM
TURIZMI   გრიგოლ აბაშიძის :) h...   Jun 11 2008, 05:16 PM
mak   http://i013.radikal.ru/0806/ca/a2e567c91294.jpg [...   Jun 7 2008, 12:17 PM
ქავთარაძე   ზემო ვარძიაში არის...   Jun 7 2008, 12:18 PM
mak   [img]http://i040.radikal.ru/0806/74/5d1ba2cdaed5.j...   Jun 7 2008, 12:23 PM
tammo   არანაკლებ ლამაზია...   Sep 13 2008, 12:12 PM
მარიამი   არანაკლებ ლამაზია...   Sep 15 2008, 09:49 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th September 2014 - 03:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი