IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ღამის მეშინია, ...
araferi_aravin
პოსტი Jun 21 2007, 03:47 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 3
რეგისტრ.: 4-April 07
წევრი № 1,562



ეგ ალბათ იმიტომ რომ მარტოდ ვგრძნობ თავს..ხშირად მიწევს გათენება და ვერ ვიტან ხოლმე..ერთი ადამიანი მაინც რომ იჯდეს და მელაპარაკებოდეს წყნარად ვარ..სხვანაირად...ადგილს ვერ ვპოულობ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 10 2007, 08:06 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ასეთი რამ ზედმეტად აღგზნებულ, გაღიზიანებულ ფსიქიკას ახასიათებს. წმიდა იოანე სინელი გვირჩევს იესუს ლოცვით განგებ ვიაროთ სიბნელეში მოურიდებლად, რომ ერთი მხრივ ლოცვაში გავიწაფოთ და მისი ძალა შევიცნოთ, მეორე მხრივ კი უსაფუძვლო შიში დავძლიოთ. მაგრამ თქვენს მდგომარეობაში მარტო ამ ხერხით, ალბათ არ დაიძლევა შიში. რათქმაუნდა, უპირველესად გირჩევთ ლოცვას გულში. უნდა გადახედოთ, როგორ გადის დღე. არასწორი დღის განრიგი – დაუტვირთავად, უმიზნოდ, ოცნება–მოგონებებში გატარებით, დამანგრეველ ემოციებზე ყურადღების დაფიქსირებით გატარებული დღე ვერ განაპირობებს მშვიდ ძილ. უშუალოდ ძილის წინ, კარგი იქნება, თუ შეძლებთ ილოცოთ სერობის ბოლო ლოცვა – "მომეც ჩვენ უფალო ძილად მისვა ეს მშვიდობით". ამასთან ერთად, არ იქნებოდა ურიგო მისულიყავით მართლამდიდებელ ექიმთან, რომლისთვისაც ეკლესიურობა არ არის მხოლოდ ფსიქიკის თავისებურება. ასეთი ადამიანი უფრო გაერკვევოდა, რამდენად საჭიროა თქვენთვის მცირედი მედიკამენტოზური დახმარება. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ეს უფრო უკონტროლო ემოციური დატვირთვის შედეგია, რომლის მოწესრიგება მნიშვნელოვნად შეგვიძლია სწორი ცხოვრების წესით.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 04:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი