IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> სხვა რელიგიის მიმდევარნი
southruislip
პოსტი Jul 18 2007, 08:05 PM
პოსტი #61


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



შოთა1-ს

ციტატა

"2. კრიშნა ქადაგებს რომ შენ ხარ რმერთი, უნდა დახუჭო თვალები და დიდხანს იმეორო ,,შენ ის ხარ", ,,შენ ღმერთი ხარ" - მართმადიდებლები მიხვდებიან როგორ სიყვარულამდე მიიყვანს ასეთი მედიტაცია ადამიანს "


თქვენ აღნიშნეთ რომ კრიშნა ქადაგებს რომ შენ ხარ ღმერთი და ამით განსხვავდება ქრისტინობისაგანო

საინტერესოა რას ქადაგებს ქრიტიანობა?

როცა ვამბობთ რომ ღმერთი არის მამა და ჩვენ მისი შვილები ვართ, როცა მამაო ჩვენოთი მივმართავთ ღმერთს ,როგორც მამას, ეს რას ნიშნავს?

ღმერთის შვილი სხვა რა შეიძლება იყოს თუ არ ღმერთი.

ესე იგი იესო ქრისტეც იმას ქადაგებს რასაც კრიშნა, რაშიც თქვენ რატომღაც არ მეთანხმებით.

მე არ ვამბობ რომ ძახებით "შენ ხარ ღმერთი" შეიძლება რამეს მიაღწიო მაგრამ რომ გახდე ღმერთი, უნდ აღიარო რომ ღმეღთი ხარ, გარდა ამის კრიშნას მიმდევრები ისევე როგორც იესო ქრისტეს მიმდევრები ბევრ სხვადასხვა დაჯგუფებად იყოფიან და მათ სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. საქართველოში გავრცელებული ეგრეთ წოდებული კრიშნაიტები არ არიან კრიშნას ჭეშმარიტი მიმდევრები.

რაც შეეხება გაგებას შენ ხარ ღმერთი. ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ დიდი ღმერთი.
წყლის წვეთიც წყალია და ოკეანეც. წვეთს შეუძლია გახდეს ოკეანე თუ მას შეუერთდება.ოკეანე შედგება მრავალი წყლის წვეთისაგან

ღმერთი არის სიყვარულის ოკეანე, ადამიანი სიყვარულის წვეთი. სიყვარულის წვეთი, სიყვარულის ოკეანე გახდება, თუ ამ ოკეანეს შეუერთდება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Jul 19 2007, 12:34 PM
პოსტი #62


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783




ღმერთმა დაგლოცოთ!

ციტატა(ნოდარიკო @ Jun 22 2007, 09:59 PM) *
სამოთხეში ვერ მოვხვდები?



[გიპასუხებ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი]
თუ ვინმე იტყვის:
- სამოთხეში მოვხვდები, იმიტომ რომ იესო ქრისტე ვიწამე და ვარ მისი მართლმადიდებელი!
- (ამჯერად) იგი ცრუობს! [უფალო შემიწყალე]
არავის უწყის ვინ სად მოხვდება!


თუ ვინმე იტყვის:
- სამოთხეში არ მოხვდება, რადგანაც დაგმო იესო ქრისტედ წოდებული!
- (ამჯერად) იგი ცრუობს! [უფალო შემიწყალე]
რადგანაც:
- ყველაფერი მიეტევება ადამიანს... თუნდაც ''ძის'' (ღვთიური ლოგოსი/იესო ქრისტე) დაგმლობა!
მხოლოდ ერთი რამ არ მიეტევენა მას!.... რა? (იხილე სახარება)

- როგორ გასამართლდებიან წარმართები?
- იხილე პავლე მოციქულის წერილები... კერძოდ რომაელთა მიმართ.


P.ს. უკაცრავად თუ (ერთი შეხედვით) არ ვკონკრეტდები და მხოლოდ მინიშნებას ვიძლევი smile.gif
ვერ მივცემ ჩემ ცოდვილ თავს იმის უფლება რომ დავკონკრეტდე ასეთ საკითხებზე...
და გარდა ამისა.... კითხვების დასმა - სრულებითაც არ ნიშნავს ჭეშმარიტების ძიების სურვილის არსებობას!
აზრთა თამაში სულ სხვა რამეა....ანუ... გამგები გაიგებს smile.gif






--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 19 2007, 11:35 PM
პოსტი #63


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მათ რომ ღრმად გააცნო მართლმადიდებლობა დარწმუნებული ვარ მოინათლებოდნენ მართლმადიდებლად.(არაა საუბარი ისეთ ადამიანზე ვინც თავის რჯულსაც არ ცემს პატივს)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 19 2007, 11:44 PM
პოსტი #64


დაურეგისტრირებელი









abo
ეჰ... მუსულმანს ვერ გააგებინებ ვერაფერს smile.gif შანსი არაა მაგისა, შეიძლება აგაფეთქოს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მე ვამბობ არაქართველ მუსულმანს რა biggrin.gif
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 20 2007, 01:15 AM
პოსტი #65


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



კაი მორჩით მეგობრებო.

ხო გიო არ მქონია მასეთ მუსლიმანთან საუბარი


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
madziebeli
პოსტი Jul 21 2007, 12:40 AM
პოსტი #66


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 21-June 07
მდებარ.: tbilisi.varketili
წევრი № 2,258



ციტატა
თუ ვინმე იტყვის:
- სამოთხეში არ მოხვდება, რადგანაც დაგმო იესო ქრისტედ წოდებული!
- (ამჯერად) იგი ცრუობს! [უფალო შემიწყალე]
რადგანაც:
- ყველაფერი მიეტევება ადამიანს... თუნდაც ''ძის'' (ღვთიური ლოგოსი/იესო ქრისტე) დაგმლობა!
მხოლოდ ერთი რამ არ მიეტევენა მას!.... რა? (იხილე სახარება)



ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, ხოლო სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ ადამიანებს.

მათე 12:31

ციტატა
[გიპასუხებ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი]
თუ ვინმე იტყვის:
- სამოთხეში მოვხვდები, იმიტომ რომ იესო ქრისტე ვიწამე და ვარ მისი მართლმადიდებელი!
- (ამჯერად) იგი ცრუობს! [უფალო შემიწყალე]
არავის უწყის ვინ სად მოხვდება!



ეუბნება მათ იესო: "მე ვარ გზა,ჭეშმარიტება და სიცოცხლე.მამასთან ვერავინ მივა თუ არა,თუ არა ჩემით.

იოანე 14:6

ზურა როგორ ფიქრობ თუ ადამიანმა ქრისტე იწამა და მას მართლმადიდებელი არ ჰქვია ის ჯოჯოხეთში მოხვდება იმის გამო?


--------------------
ლუკა 11:9
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Jul 21 2007, 01:57 AM
პოსტი #67


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ზურა
ციტატა
თუ ვინმე იტყვის:
- სამოთხეში მოვხვდები, იმიტომ რომ იესო ქრისტე ვიწამე და ვარ მისი მართლმადიდებელი!
- (ამჯერად) იგი ცრუობს! [უფალო შემიწყალე]
არავის უწყის ვინ სად მოხვდება!

ისე ამ ნათქვამს რომ რომელიმე ავტორიტეტული წმიდა მამით გაამყარებდე, უკეთესი იქნებოდა. იმიტომ რომ არა მგონია ბიბლიაში იპოვო რაიმე ისეთი, რომელიც არაორაზნოვნად ლაპარაკობდეს ამაზე.
მე დიდად ვერ დავიკვეხნი მამათა ნაწერების ცოდნით, მაგრამ რამოდენიმე ფრაგმენტს მოვიყვან ახალი აღთქმიდან და ვიმსჯელოთ მათზე.

1იოან.5:13
"ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე."
მინდა ვკითხო ყველას, ვინც ამ პოსტს კითხულობს. ხარ თუ არა ღვთის ძის სახელის მორწმუნე? თუ კი რატომ არ გჯერად იმის, რაც შავით თეთრზე წერია რომ ჩვენ გვაქვს საუკუნო სიცოცხლე?


იუდას 1:21
"დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან, წყალობას საუკუო სიცოცხლისათვის."

აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ იუდა მოციქული ამ შემთხვევაში მოუწოდებს იმ ადამიანებს, რომელთაც წყალობის იმედი ჰქონდათ და ელოდებოდნენ მას, დაეცვათ საკუთარი ღვთის სიყვარულში.

რომ.3:21-24
"ხოლო ახლა, რჯულისაგან დამოუკიდებლად, გამოჩნდა ღვთის სიმართლე, რომელსაც მოწმობენ რჯული და წინასწარმეტყველნი, ღვთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისადმი, ვინაიდან არ არის განსხვავება, ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით."

ეხლა შენ შეიძლება მითხრა რომ ეს ისეთი მუხლია ჩვენ ამის გაგებას ვერ შევძლებთო (რაზედაც ვერ დაგეთანხმები). მაშინ შემომთავაზე ამ მუხლების სწორი ეგზეგაზე და გავარჩიოთ და ვიმსჯელოთ.

მოკლეთ ეხლა გადავხედე რომაელთა მიმართ წერილს და სავსეა იმის საწინააღმდეგო მტკიცებულებებით რაც შენ დაწერე. ისე ცნობისათვის რომაელთა მიმართ წერილი საუკეთესო სწავლებაა გადარჩენის შესახებ და არა მგონია რომელიმე მამას ოდესმე უკეთესად დაეწერა გადარჩენის მოძღვრება, ვიდრე ეს პავლემ გააკეთა. კარგი იქნებოდა თუ აიღებ კურთხევას და რამოდენიმეჯერ ყურადღებით წაიკითხავ ამ წერილს. მოდი მაინც რამოდენიმე მათგანს კიდევ დავწერ.

რომ.5:9-10
"ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. ვინაიდან, თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როცა მტრები ვიყავით, მით უმეტეს, შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით."


რომ.5:18
"ამრიგად, თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი, ასევე ერთის სიმართლით ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ."


რომ.6:5
"ვინაიდან თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას."

რომ.6:8
"და თუ ჩვენ ქრისტესთან დავიხოცენით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც."

რომ.6:23
"ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში."

რომ.8:1
"ამიტომ ახლა არავითარი მსჯავრი არ არის მათზე, რომლებიც ქრისტე იესოში ცხოვრობენ არა ხორციელად, არამედ სულიერად."

ერთ პატარა ფრაგმეტსაც დავწერ და ამით დავამთავრებ:
რომ.8:9-11
"თქვენ კი ცხოვრობთ არა ხორციელად, არამედ სულიერად, თუკი ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ხოლო ვისაც ქრისტეს სული არა აქვს ის მისი არ არის. და თუ ქრისტე თქვენშია, სხეული მკვდარია ცოდვისათვის, ხოლო სული ცოცხალია სიმართლისათვის. ხოლო თუ თქვენში იმყოფება მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, მაშინ ის, ვინც ქრისტე იესო აღადგინა მკვდრეთით, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც თქვენშია დამკვიდრებული."

ამ სამი მუხლიდან გადარჩენის შესახებ საოცარი ჭეშმარიტება ჩანს, მოდი ასე ჩამოვაყალიბებ:
1. თუ ხარ ქრისტიანი შენში უნდა ცხოვრობდეს ქრისტეს სული - ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის;
2. თუ შენში ცხოვრობს ქრისტეს სული - ეს აშკარად აისახება შენს ცხოვრებაზე. ცხოვრობ ხორციელად თუ სულიერად ეს მიანიშნებს ამაზე.
3. და თუ შენში ნამდვილად ცხოვრობს ქრისტეს სული, ბიბლია გპირდება რომ შენც აღგადგენს. (11 მუხლი).

მოდი რომაელთა წერილს შევეშვათ.

პავლე მოციქული წმინდანებს უწოდებს მათ, ვინც ქრისტეს სახელს მოუხმო
1კორ.1:2
"ღვთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმენდილთ, მოწოდებულ წმიდებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელს, ყველა ადგილას - მათთან და ჩვენთან."

რწმენა იესო ქრისტეს ჯვრისადმი ამ სიტყვის სრული გაგებით, საკმარისია გადასარჩენად.

1კორ.1:18
"ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა."

აი რას ამბობს ქრისტიანულ შრომაზე პავლე,
1კორ.3:14-15
"ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს, თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან."
ანუ თუ უფლისთვის შრომობ, შეიძლება ყველა საქმე არ ჩაგეთვალოს სიკეთეთ, მაგრამ ეს არ წარგწყმედს შენ.

და კიდევ ერთი:
ებრ.11:1
"ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რაზეც ვიმედოვნებთ და დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ"
აქ ხაზს გავუსვამ იმას, რომ თუ გწამს, უნდა იყო დარწმუნებული შენს იმედში.


ციტატა
- როგორ გასამართლდებიან წარმართები?
- იხილე პავლე მოციქულის წერილები... კერძოდ რომაელთა მიმართ.

აქვე ამოიკითხავ, როგორ გამართლდებიან ქრისტიანები wink.gif

ალბათ კარგი იქნება თვითონ უფალ იესო ქრისტეს სიტყვებით დავასრულო ეს პოსტი:
ლუკ.21:28
"როცა ამის მოხდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა"

იყავით დალოცვილნი და გისურვებთ ხსნას ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გლახა
პოსტი Jul 21 2007, 10:49 AM
პოსტი #68


--------
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,345
რეგისტრ.: 24-July 06
წევრი № 12



...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 21 2007, 05:20 PM
პოსტი #69


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



მე პირადად მწამს, რომ ქრისტიანობა-მართლმადიდებლობაა მაცხოვნებელი რელიგია, ამიტომაც ვარ მართლმადიდებელი. მაგრამ უფლის ნებაა აცხოვნებს თუ არა კათოლიკს ან პროტესტანტს, ამიტომაც ვერ ვიტყვი რომ სხვა რელიგიის მიმდევრები წარწყმდებიან, და მხოლოდ მართლმადიდებლები ცხონდებიან...იმიტომ რომ ცხონება-არ ცხონება მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Jul 21 2007, 08:29 PM
პოსტი #70


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
მე პირადად მწამს, რომ ქრისტიანობა-მართლმადიდებლობაა მაცხოვნებელი რელიგია


ციტატა
ამიტომაც ვერ ვიტყვი რომ სხვა რელიგიის მიმდევრები წარწყმდებიან


ეს ორი წინადადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუ მხოლოდ მართლმადიდებლური რწმენაა მაცხოვნებელი, მაშინ ყველაფერი დამთავრდა სხვა რელიგიის მიმდევრისათვის.

თუმცა შენი და პავლეს და იგივე ლუკას თეოლოგია ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება.


ციტატა
იმიტომ რომ ცხონება-არ ცხონება მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია


ეს უფრო მკითხაობას ჰგავს და ცოტა დამაბნეველია. გადარჩენაზე ასეთი ზოგადი საუბარი კი არ არის სწორი. თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ღმერთის ნება ადამიანის გადარჩენასთან დაკავშირებით? და თუ ცნობილია, გაგვიზიარეთ. ამაზე როდესაც მიპასაუხებთ გაგცემთ პასუხს არის თუ არა ღმერთის ნებაში სხვა რელიგიის მიმდევრის გადარჩენა.

არ ვლაპარაკობ პლურალიზმზე და კატეგორიულადაც ვეწინააღმდეგები. ანუ თითქოსდა ღმერთთან მისასვლელი მრავალი გზა არსებობს, ბუდიზმი იქნება ეს, ისლამი, ინდუიზმი თუ სხვა. წმიდა წერილში გარკვევით წერია: "მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება..." (იოანე 10:9). ასევე საქმე 4:12-იც გადაიკითხეთ. ამის შემდეგ კითხვა: არის იესო ერთადერთი გზა ღმერთთან მისასვლელი თუ იესო ერთერთი გზაა ღმერთთან მისასვლელი?

მოდით ჭეშმარიტი რელიგიის ნიშნებზე ვისაუბროთ.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 22 2007, 01:09 AM
პოსტი #71


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Dulos @ Jul 21 2007, 04:29 PM) *

ეს ორი წინადადება ერთმანეთს ეწინააღმდეგება.


ვერ გამიგე....

ციტატა(Dulos @ Jul 21 2007, 04:29 PM) *

არ ვლაპარაკობ პლურალიზმზე და კატეგორიულადაც ვეწინააღმდეგები. ანუ თითქოსდა ღმერთთან მისასვლელი მრავალი გზა არსებობს, ბუდიზმი იქნება ეს, ისლამი, ინდუიზმი თუ სხვა. წმიდა წერილში გარკვევით წერია: "მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, გადარჩება..." (იოანე 10:9). ასევე საქმე 4:12-იც გადაიკითხეთ. ამის შემდეგ კითხვა: არის იესო ერთადერთი გზა ღმერთთან მისასვლელი თუ იესო ერთერთი გზაა ღმერთთან მისასვლელი?


მეც ვეწინააღმდეგები მაგას, მაგრამ მე ვიგულისხმე იცი რა? ისეთი მუსულმანი, ან ბუდისტი, რომელმაც არ იცის ქრისტე, იმიტომ რომ არ უქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ კეთილია და სათნო, მოწყალე, მე ვერ ვიტყვი ასეთ ადამიანზე რომ უეჭველად ჯოჯოხეთში მოხვდებათქო, შეიძლება ვცდები...


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Dulos
პოსტი Jul 22 2007, 03:33 PM
პოსტი #72


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 215
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,219



ციტატა
ისეთი მუსულმანი, ან ბუდისტი, რომელმაც არ იცის ქრისტე, იმიტომ რომ არ უქადაგეს ქრისტიანობა, მაგრამ კეთილია და სათნო, მოწყალე, მე ვერ ვიტყვი ასეთ ადამიანზე რომ უეჭველად ჯოჯოხეთში მოხვდებათქო, შეიძლება ვცდები...


საერთოდ როდესაც საკითხი ადამიანის მარადიული სამყოფელის შესახებ არის დასმული, ცოტა მეტი სიდინჯე და ყურადღება გვმართებს. არ შეიძლება ადამიანის სულს ვეთამაშოთ და ჩვენი სიტყვებით ჯოჯოხეთი გამოვუწეროთ, მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ეკლესიის მრევლი არაა. ლაპარაკი არ არის რაღაც რიგით დისციპლინაზე, არამედ მარადიულობაზე, ამიტომ მეტი სერიოზულობა გვმართებს დასკვენების გაკეთებისას.

ამ წინადადებაში ერთი რამ აკლია და დანარჩენს მეც ვეთანხმები სრულიად: არ სმენიათ!!! წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ასეთი ხალხი სინდისის მიხედვით გასამართლდება. სხვაგან კიდევ სერია, რომ ისმინეს და არ ირწმუნესო. ამ დროს ნომინალური ქრისტიანიც და ისლამისიტიც და ნებისმიერი სხვაც ერთ კატეგორიაში ხვდებიან. მათ ამისათვის პასუხი მოეთხოვებათ, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვისაც არ სმენია არასოდეს სახარება.

წარმოვიდგინოთ სასამართლო. რისთვის იქნება ის ადამიანი მსჯავრდებული? მას არასოდეს არც კი სმენია თუ არსებობდა იესო ქრისტე და სახარება.

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი იმას, რაც წმიდა წერილში, შემოქმედი ღმერთის ადამიანებისადმი წერილში, რომ სულის ცხონებისათვის არა აქვს მნიშვნელობა რა სახელი გქვია, არამედ იმას, თუ რა მდგომარეობაშია შენი სული აქვე, დედამიწაზე!!!!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 22 2007, 03:46 PM
პოსტი #73


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Dulos
ციტატა
წარმოვიდგინოთ სასამართლო. რისთვის იქნება ის ადამიანი მსჯავრდებული? მას არასოდეს არც კი სმენია თუ არსებობდა იესო ქრისტე და სახარება.

აქ ის მინდა ვთქვა რომმართლმადიდებლობა თუ ცხოვნების საახე და გზაა, ჩვენ ვიცით ესგზა და ვცოდავთ და ვინ იცის რა გველის და ვისაც არ სმენია რა ისინი ამიტომ სუფთები არიან არ ცოდავენ თუ რა?მარხვის ზიარების და სულიერი რუდუნების გარეშე რომ არ ხდება ეს უკანასკნელი ხო ცნობილია? მერე ვინც არიცის რა არცოდნა არცოდვააო მართალი გგონია?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 22 2007, 03:46 PM
პოსტი #74


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Dulos @ Jul 22 2007, 11:33 AM) *

ამ წინადადებაში ერთი რამ აკლია და დანარჩენს მეც ვეთანხმები სრულიად: არ სმენიათ!!! წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ასეთი ხალხი სინდისის მიხედვით გასამართლდება. სხვაგან კიდევ სერია, რომ ისმინეს და არ ირწმუნესო. ამ დროს ნომინალური ქრისტიანიც და ისლამისიტიც და ნებისმიერი სხვაც ერთ კატეგორიაში ხვდებიან. მათ ამისათვის პასუხი მოეთხოვებათ, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ იმ ხალხზე, ვისაც არ სმენია არასოდეს სახარება.


მეც მაგას ვგულისხმობ smile.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Jul 22 2007, 04:01 PM
პოსტი #75


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა(ზებედე @ Jul 22 2007, 04:46 PM) *

მეც მაგას ვგულისხმობ smile.gif



რომ გულისხმობ გუჯა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება რომ არაფერიგაუგია ქრისტეს შესახებ და თუ გინდა სხვარელიგიის ე.ი. მოუნათლავია და წარმართი ხომ? რა ეკლესიის გარეშე რომ არ ხდება Uფალთან მისვლა ხო ცნობილია და მიუსვლელობას რაღა ქვია?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jul 22 2007, 10:22 PM
პოსტი #76


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ზუსტი პასუხი ამაზე ალბათ არ არსებობს, ეს ღმერთმა უწყის მხოლოდ. თუმცა ცხადია უფალი ამდენ ხალხს არ გაწირავს ალბათ. თუ ადამიანი ჭეშმარიტ ღმერთს ეძებს ის პოულობს კიდეც. ასე რომ ჩემი აზრით მთავარი კანონი არ არის, ჩემი აზრით მთავარი სიყვარულია. ბევრი ადამიანი მართლმადიდებლად თვლის თავს თუმცა მისი სარწმუნოება მხოლოდ პირჯვრის წერით მთავრდება. რომ შევადაროთ ასეთი მართლმადიდებელი და გინდაც გულკეთილი და სიყვარულით სავსე მუსლიმანი, მაინცდამაინც ქრისტიანი იქნება უკეთესი რახან მართლმადიდებელია?! ამიტომ ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გავიგებთ და არც მგონია საჭირო იყოს, ქრისტიანს არავინ სძულს და პირიქით მოვალეა ყველა უყვარდეს. ასე რომ სხვა ცხონდება თუ არა ეს ღმერთის გადასაწყვეტია. თუმცა ჩემი აზრი რომ გამოვთქვა ალბათ შესაძლებელია სხვა აღმსარებლობის ადამიანის ცხონება, ზემო აღნიშნული მიზეზების გამო


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 23 2007, 12:12 AM
პოსტი #77


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
,ნოდარიკოს მინდა ვუთხრა რომ ბუდის პატივის ცემა იგივეა რომ იესო ქრისტეს სცე პატივი რადგან ბუდა არ არის ერთი ადამიანის სახელი არამედ ეს არის სულიერი მდგომარეობა რომელშიც იმყოფებოდა ასევე იესო ქრიტეც,მუჰამედიც და ისინიც ბუდები არიან


ბუდისტებს ღმერთის საერთოდ არა სწამთ, (სიტყვა ნირვანა ნიშნავს გაქრობას) ან თუ სწამთ რაიმე ღვთაებების ისინიც დამპალი კარმის კანონებით არიან შეკრულები. ბუდისტის მიზანი კარმისგან თავის დაღწევაა და გაღმა გასვლააsmile.gif

ქრისტე კიდევ არის ძე ღვთისა. (ჩვენ ბუდისტებისგან განსხვავებით არსად გაქრობას არ ვაპირებთ, ჩვენ ღმერთთან გვინდა მის სასუფეველში)


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 30 2007, 01:15 PM
პოსტი #78


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



მე როგორც ვიცი მუსულმანები აღიარებენ იესოს როგორც წინასწარმეტყველს,მაგრამ ჩვენ მუჰამედს საერთოდ არ ვაღიარებთ ხომ?


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 30 2007, 01:29 PM
პოსტი #79


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(მარიტა @ Jul 30 2007, 12:15 PM) *

მე როგორც ვიცი მუსულმანები აღიარებენ იესოს როგორც წინასწარმეტყველს,მაგრამ ჩვენ მუჰამედს საერთოდ არ ვაღიარებთ ხომ?


ყურანი ხაზს უსვამს,რომ ღმერთი არ არის ყოვლადწმინდა სამება და,ამის კვალობაზე,ქრისტე არ არის ღმერთი,მხოლოდ წინასწარმეტყველია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 2 2007, 11:55 AM
პოსტი #80


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მარიტა
ციტატა
ჩვენ მუჰამედს საერთოდ არ ვაღიარებთ ხომ?

ცხადია არა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 11:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი