IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
კანუდოსელი
პოსტი Jun 26 2007, 04:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ბოლო დროს რატომღაც რეკლამირდება ე.წ. ექსტრემალური კრეაციული მოდელი სამყაროს შექმნისა, იმ მოტივით, რომ ის ერთად ერთია, რომელიც ბიბლიასთან მოდის თანხვდენაში. არადა მეჩვენება, რომ საქმე პირიქითაც არის...ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას, რომელიც ხშირად ღიმილის მომგვრელია.


მოკლედ ვიტყვი, რომ ასე ხელაღებით მიდგომა წმინდა წერილის მიმართ, წიგნთა წიგნს წარმოაჩენს ფიზიკის სახელმძღვანელოდ და ამით, პროფანაციას უწევს მას.

მეორეს მხრივ, ცნობილია, რომ თანამედროვე ე.წ. ევოლუციური მოდელი სამყაროს შექმნისა (რომლის მიხედვითაც სამყარო გაჩნდა 10-15 მილიარდი წლის წინათ), ჯერ ერთი მრავალი პირდაპირი თუ არაპირდაპირი დაკვირვევებით გამაგრებულია, რასაც ვერ ვიტყვით კრეაციულ მოდელზე და ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას წააგავს.


მოდით ვიმსჯელოთ.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 26 2007, 04:27 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
სხვათა შორის, სენატში დავსვი საკითხი, რომ შეიქმნას ცალკე განყოფილება - მეცნიერება, სადაც მსგავს საკითხებს განვიხილავთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 26 2007, 04:29 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2007, 04:27 PM) *

კანუდოსელი
სხვათა შორის, სენატში დავსვი საკითხი, რომ შეიქმნას ცალკე განყოფილება - მეცნიერება, სადაც მსგავს საკითხებს განვიხილავთ



ეს ღვთისმეტყველების სფეროა მაინც ამიტომ აქ იყოს, თუ გინდა ქვე თემა შეიქმნას აქვე და იქ ჩაიდოს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 26 2007, 11:48 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეს ღვთისმეტყველების სფეროა მაინც ამიტომ აქ იყოს, თუ გინდა ქვე თემა შეიქმნას აქვე და იქ ჩაიდოს


შესაბამისი კვალიფიკაციის მხოლოდ შენ ხარ - ამიტომ მოდერობაც მოგიწევს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 27 2007, 12:00 AM
პოსტი #5


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



მოდით პირველ რიგში ასაკით დავიწყოთ.
რა ვიცით ამის შესახებ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jun 27 2007, 12:08 AM
პოსტი #6


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(კანონისტი @ Jun 26 2007, 05:27 PM) *

კანუდოსელი
სხვათა შორის, სენატში დავსვი საკითხი, რომ შეიქმნას ცალკე განყოფილება - მეცნიერება, სადაც მსგავს საკითხებს განვიხილავთ

მაპატიეთ, გადახვევისთვის, მაგრამ ასე ყველაფერი მეცნიერება გამოდის და მსგავის განყოფილება ცოტა ზოგადივით გამოდის...
ჰო, ეს კრეაციონიზმი კი მაინტერესებს, იმდენს ჩხუბობენ და აკრიტიკებენ ერთმანეთს, ამასობაში ერთი რამე ავიწყდებათ, რაზე ჩხუბობენ. მოკლედ, გამაგებინეთ ერთი, რა უნდათ ამ კრეაციონისტებს და ევოლუციონისტებს, მიმახვედრეთ მე უგნური და გაუნათლებელი biggrin.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 27 2007, 09:34 AM
პოსტი #7


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 26 2007, 04:23 PM) *

სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს და თავის ჭკუაში გვთავაზობენ თანამედროვე კოსმოლოგიური მოდელის კრიტიკას

ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყარო რამოდენიმე ათასი წლის წინ შექმნილიყო და ის ყველაზე დიდ წინააღმრდეგობას შორეული (ან თუნდაც უახლოესი) გალაქტიკების ტელესკოპური დამზერისას აწყდება. საქმე იმაშია, რომ თვით უახლოეს - ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი იმდენად დიდია, რომ სინათლე, რომელიც ღია კოსმოსის სიცარიელეში (პრაქტიკულად ვაკუუმში) თითქმის 300 000 კმ/წმ-ში მოძრაობს, ჩვენამდე მოღწევას 2 000 000 წელს უნდება. მანძილი ამ გალაქტიკამდე დაახლოებით 2 000 000 "სინათლის წელია", ანუ სულ მცირე ის 2 000 000 წელი მაინც არის რაც არსებობს. ლაპარაკი აღარაა შორეულ გალაქტიკებზე და კვაზარებზე, რომლამდეც მანძილი რამდენიმე მილიარდი "სინათლის წელია" და მაშასადამე ჩვენ მათ იმ მდგომარეობაში ვხედავთ, როგორებიც იყვნენ რამდენიმე მილიარდი წლის წინ, ანუ მათი ასაკიც მილიარდობით წლით განისაზღვრება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 27 2007, 09:55 AM
პოსტი #8


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ამ მიმართულების მესვეურნი "ამტკიცებენ", რომ სამყარო სულ რაღაც რამდენიმე ათასი წელია რაც არსებობს

ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი wink.gif) რამდენი ათასი წლის წინ გაჩნდა ადამიანი (თუ მას მერე დრო არ შეცვლილა, რა თქმა უნდა).
სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა.
დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 27 2007, 10:37 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ


მოვა უცოდველი და გესვრის ქვას laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 27 2007, 10:42 AM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ Jun 27 2007, 10:37 AM) *

მოვა უცოდველი და გესვრის ქვას laugh.gif

მეც მაგ უცოდველს ველოდები laugh.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 27 2007, 10:45 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მეც მაგ უცოდველს ველოდები


არვინ გაგვიგოს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 27 2007, 11:48 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Jun 27 2007, 09:55 AM) *

ალბათ ადამიანი და არა სამყარო. ბიბლიაში მოცემულია მამამთავრების ზუსტი ასაკი და აქედან ითვლიან (კი გეცოდინებათ ამდენი wink.gif) რამდენი ათასი წლის წინ გაჩნდა ადამიანი (თუ მას მერე დრო არ შეცვლილა, რა თქმა უნდა).
სამყაროს ასაკი კი ალბათ შესაქმის პირველი დღიდან უნდა აითვალოს. აქ კი უნდა ვივარაუდოთ (ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია), რომ ეს 7 დღე არ იყო ჩვენი დროით 7 დღე, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი დღე-ღამე მზის ჩასვლა-ამოსვლით აითვლება, მნათობები კი მხოლოდ მე-3 დღეს შეიქმნა. ე.ი. ის მილიარდობით წელიწადები (რაზეც გიორგიმ ისაუბრა) სრულიად ლოგიკურად ჯდება სამყაროს შექმნის "7დღეში", რომელიც შეიძლება ჩვენი დროით მილიარდობით წელს გაგრძელდა.
დამითვალეთ ახლა რამდენი სისულელე ვთქვი და ჩამქოლეთ biggrin.gif



ვინაიდან თემა ეხება სამყაროს შესახებ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით სრულიად მართალი ხარ...
რაც შეეხება ადამიანის შექმნას, ეგეც არ მეჩვენება სწორად, რომ ადამიანის წლოვანება ბიბლიიდან აღებული წლებით უნდა ვიანგარიშოთ, იმიტომ რომ:
1. ბიბლიაში მოცემულია მხოლოდ ის პერიოდები და ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვანნი იყვნენ აღთქმული მიწის დამკვიდრების ისტორიაში და არა ყველა, ამიტომ იქ ბევრი ღია შუალედია და ის ვინც მოცემულია, არც მათ შესახებ ვიცით დიდი არაფერი, მაგალითად იობი, როდის არსებობდა თითქმის არაფეერია ცნობილი...
2. ბიბლია არ გახლავთ სახელმძღვანელო არც ფიზიკის და არც ბიოლოგიის, რომ იქ ვეძიოთ რაიმე ზუსტი მეცნიერული თარიღები
3. არსებული დათარიღების მეთოდები,რომლებიც გამოიყენება პალეონტოლოგიასა და არქეოლოგიაში წარმოადგენს ძალიან კომპლექსურ, სხვადასხვა მეთოდებისგან შემდგარ მიდგომას და ისინი ადასტურებენ, რომ ე.წ. ნეანდერტალელი, ცხოვრობდა რამდენიმე ათეული ათასი წლის წინათ, რაც,როგორც მინიმუმ ერთი რიგით აღემატება რამდენიმე ათას წელს.

მაგრამ ჩემი თხოვნაა, ჯერ სამყაროს შესახებ ვისაუბროთ,რათა ოფტოპიკი არ გამოვიდეს....

პ.ს.
სხვათა შორის გენური პალეონტოლოგიის ინსტიტუტში, სადაც სულ 5 თანამშრომლიდან ერთი ქართველიცაა, აღმოაჩინეს ე.წ. ევას გენი და იპოვეს მისი წლოვანებაც, რომელიც აღმოჩნდა დაახლოებით 200 000 წელი. ახლა მიდის კამათი პალეონტოლოგებსა და გენურ პალეონტოლოგებს შორის, რათა შეათანხმონ შედეგები, რადგან პალეონტოლოგები საუბრობენ მილიონ წლებზეც, ხოლო გენურმა პალეონტოლოგიამ ე.წ. ევას წლოვანება დაათარიღა 200 000 წლით. ანუ იპოვა წინაპარი ქალის საერთო გენის წლოვანება, რომლის დასაწყისად ითვლება დაახლოებით 10000 იანი პოპულაცია, უფრო ზუსტი მეთოდები ჯერ არ არსებობს, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება თქმა, რომ წინაპარი ქალის გენის წლოვანება მაგდენია დაახლოებით.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 27 2007, 11:59 AM
პოსტი #13


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 26 2007, 04:23 PM) *

ასევე მონაგონი მითია, რომ ამ მოდელის ფარგლებში ღმერთი არანაირად არ ჯდება და ამიტომ ის ძირეულად ათეისტური მოდელია - ეს უკვე კომუნისტურ პროპაგანდას აყოლილი ანტიკომუნისტი კრეაციონისტების ისტერიას

კი, ეგ ეგრეა. საერთოდ იდეა რომ თუ ადამიანი მაღალ დონეზე ერკვეოდა მაკროსამყაროს და მიკროსამყაროს შემსწავლელ მეცნიერებებში (მაგალითად: ასტრონომიაში, ასტროფიზიკაში, ბირთვულ ფიზიკაში და ასევე მიკრობიოლოგიაში), რომ თავისთავად ათეისტი უნდა ყოფილიყო სუფთად კომუნისტური პროპაგანდის შედეგია. ევროპაში და ა.შ.შ. არის უამრავი ადამიანი რომელსაც სწამს ან არ სწამს ღმერთის, მაგრამ ეს არანაირად არაა დამოკიდებული მის მეცნიერულ ცოდნაზე ზემოთ ხსენებული დარგების მიმართ. თანამედროვე მსოფლიოში არის ბევრი კრეაციონისტი, რომელიც იზიარებს თანამედროვე მეცნიერების არსებულ დამოკიდებულებას და ეს სულაც არ გამორიცხავს ღმერთის არსებობას, ადამიანს შეუძლია იწამოს ან არ იწამოს ღმერთი, მაგრამ მეცნიერულად ორივე პოზიცია თანაბარუფლებიანია და ის არანაირად არ იხრება ათეიზმის სასარგებლოდ.

გთხოვთ უყუროთ ლინკზე არსებულ ვიდეო მასალას, რომელიც არის ყველაზე თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილი თეორია ღმერთის შესახებ - The God Theory:

http://www.youtube.com/watch?v=W9feXeL-3XA

ასევე ძალიან საინტერესო გადაცემა სახელწოდებით, კოსმოლოგია ამტკიცებს ღმერთის არსებობას - Cosmology ProvesThe Existence of God - Lee Strobel:

http://www.youtube.com/watch?v=kdeiRYXwg1E


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 27 2007, 12:00 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jun 27 2007, 09:34 AM) *

ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყარო რამოდენიმე ათასი წლის წინ შექმნილიყო და ის ყველაზე დიდ წინააღმრდეგობას შორეული (ან თუნდაც უახლოესი) გალაქტიკების ტელესკოპური დამზერისას აწყდება. საქმე იმაშია, რომ თვით უახლოეს - ანდრომედას გალაქტიკამდე მანძილი იმდენად დიდია, რომ სინათლე, რომელიც ღია კოსმოსის სიცარიელეში (პრაქტიკულად ვაკუუმში) თითქმის 300 000 კმ/წმ-ში მოძრაობს, ჩვენამდე მოღწევას 2 000 000 წელს უნდება. მანძილი ამ გალაქტიკამდე დაახლოებით 2 000 000 "სინათლის წელია", ანუ სულ მცირე ის 2 000 000 წელი მაინც არის რაც არსებობს. ლაპარაკი აღარაა შორეულ გალაქტიკებზე და კვაზარებზე, რომლამდეც მანძილი რამდენიმე მილიარდი "სინათლის წელია" და მაშასადამე ჩვენ მათ იმ მდგომარეობაში ვხედავთ, როგორებიც იყვნენ რამდენიმე მილიარდი წლის წინ, ანუ მათი ასაკიც მილიარდობით წლით განისაზღვრება.


ყოჩაღ გიო smile.gif



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 27 2007, 12:18 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(დათიკო @ Jun 27 2007, 12:00 AM) *

მოდით პირველ რიგში ასაკით დავიწყოთ.
რა ვიცით ამის შესახებ?


ასაკის შესახებ მიდგომა რამდენიმეა, 1. ძირითადი არის კოსმოლოგიური, ანუ ის დაკვირვებები და დაკვირვებებთან შეჯერებული თეორიული შედეგები, რომლებიც ეხება კოსმოლოგიას, ანუ სამყაროს შექმნის შესახებ თეორიას 2. დაკვირვებები ადრეულ ეტაპებზე შექმნილ კოსმოსურ ობიექტებზე და მათი შესაძლო დათარიღება; 3. გეოფიზიკის თვალთახედვით, დედამიწის წლოვანების დათარიღება


შევეხოთ ჯერ პირველს:

დღეს არსებული დიდი აფეთქების კოსმოლოგიური მოდელის თანახმად, სამყარო თუ შეიქმნა,მაშინ აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს ექსპერიმენტალურად.

უმთავრესი შედეგი, რასაც ვიღებთ ამ თეორიიდან არის ის, რომ ყველა გალაქტიკა უნდა გაურბოდეს ერთმანეთს სიჩქარით,რომელიც პროპორციულია მათ შორის მანძილის, ანუ მარტივად რომ ვთქვათ: თუ მანძილი ორჯერ მეტია,მაშინ ამ ორ გალაქტიკის ერთმანეთისგან განარბენის სიჩქარეც 2-ჯერ მეტი იქნება.
წინა საუკუნეში ცნობილმა დამკვირვებელმა ჰაბლმა მართლაც დაადასტურა, რომ ყველა გალაქტიკა რომელიც გარბის ჩვენგან - დიდი სიზუსტით ემორჩილება კოსმოლოგიური თეორიის ჩემს მიერ ნახსენებ კანონს.
მაგრამ საინტერესოა რატომ არის ეს კანონი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ის პროპორციულობის კოეფიციენტი პირდაპირ დაკავშირებულია სამყაროს წლოვანებასთან, თუ ვიცით ის კოეფიციენტი (ჰაბლის კოეფიციენტი), მაშინ მისი შებრუნებული მნიშვნელობა სწორედ სამაროს წლოვანების შეფასებას იძლევა.

დღეს არაერთი სხვადასხვა სატელირტური ტელესკოპებიდან დაიკვირვება ე.წ. ჰაბლის გარბენა და არის შეფასებული ჰაბლის კოეფიციენტი, რომლისათვისაც სამყაროს წლოვანება გამოდის დაახლოებით 12 მილიარდი წელი.

მოდევნო შედეგი იყო, ის, რომ გალაქტიკები დიდ მასშტაბებზე უნდა ყოფილიყო განლაგებული საკმაოდ ერთგვაროვნად - ესეც დადასტურდა ექსპერიმენტალურად

და კიდევ უფრო არა ტრივიალური შედეგი თეორიისა: თეორია ამბობს, რომ თუ მართლაც მოხდა დიდი აფეთქება, მაშინ ა) იმ აფეთქებიდან უნდა დარჩენილიყო გამოსხივების ნარჩენი, რომლის დაკვირვება დღესაც შესაძლებელი უნდა იყოს და ბ) ეს გამოსხივება უნდა მოდიოდეს სამყაროს ყველა მიმართულებიდან და არა მარტო ერთი წერტილიდან (დამეთანხმეთ უცნაური შედეგია და არა ტრივიალური) და უნდა ქონდეს თითქმის ერთნაირი ინტენსიობა
როგორც უკვე მიხვდით, ეს ორი თეორიული შედეგიც დადასტურდა ექსპერიმენტალურად და მართლაც აღმოჩნდა, რომ რადიო ტალღები მართლაც მოდის ყველა მიმართულებიდან, რომელთა ინტენსიობა მიუხედავად სხვადასხვა მხარიდან მოსული რადიო ნაკადებისა - ძალიან დიდი სიზუსტით ერთნაირია.

ყოველივე ზემოთ ხსენებული ამბობს შემდეგს: დიდი აფეთქების თეორია იმსახურებს ყურადღებას, რამეთუ დასტურდება უამრავი კოსმოლოგიური დაკვირვებით და ამიტომ სამყაროს მისეული დათარიღება დაახლ. 12 მილიარდი წელი სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს.

შემდეგ მეთოდებზე დათარიღებისა გავაგრძელებ კიდევ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 27 2007, 12:25 PM
პოსტი #16


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 27 2007, 12:00 PM) *

ყოჩაღ გიო smile.gif

ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თემის გახსნით.

ადამიანს არ უნდა შეეშინდეს დიდი რიცხვების. მისი შიში დიდი რიცხვების მიმართ გამოწვეულია ადამიანური განზომილებებიდან, არადა დროის შეგრძნებაც ფარდობითია და ღვთისათვის სულაც არ არის უზარმაზარი არც სამყარო და არც მისი ასაკი (დაახლოებით 15 მილიარდი წელი), მაგრამ თავისთავად სამყაროს იმ ზომებში შექმნას და დღევანდლამდე ასეთ განვითარებას აუცილებლად დასჭირდებოდა რამოდენიმე მილიარდი წელი, რომელიც თავის მხრივ არც დიდი რიცხვია და არც პატარა, უბრალოდ ის ზუსტად მიესადაგება სამყაროს სივრცით მასშტაბებს. თუ რამხელაა სამყარო და თუ როგორ ხდება მისი დროში დანახვა ამაზე ნათელი წარმოდგენის შესახებ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეოსიმულაცია, სადაც ნაჩვენებია სინათლის სხივის სისწრაფით მოგზაურობა სამყაროში, ვიდეოსიმულაციის სახელწოდებაა: "რძიანი გზა და მისი მიღმა" ანუ "Milkyway and Beyond":

http://www.youtube.com/watch?v=zJ8CUz4MZ1M


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 27 2007, 12:31 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



გიორგი
იმის ვიდეო შეგიძლია დადო, NASA-ს მიერ გაკეთებული - სამყაროს შექმნის მოდელი?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 27 2007, 12:43 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jun 27 2007, 12:25 PM) *

"რძიანი გზა და მისი მიღმა"


ირმის ნახტომი ქვია მაგას ქართულად


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 27 2007, 12:46 PM
პოსტი #19


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,903
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 27 2007, 12:18 PM) *

ყოველივე ზემოთ ხსენებული ამბობს შემდეგს: დიდი აფეთქების თეორია იმსახურებს ყურადღებას, რამეთუ დასტურდება უამრავი კოსმოლოგიური დაკვირვებით და ამიტომ სამყაროს მისეული დათარიღება დაახლ. 12 მილიარდი წელი სარწმუნოდ შეიძლება ჩაითვალოს.

დაახლოებით ეგრეა. ზოგიერთი მეცნიერები ავრცელებენ უფრო ზუსტ თარიღს, 13,8 მილიარდი წელიწადი, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. სამყაროს ასაკი დაახლოებით 15 მილიარდი წლის მახლობლობაშია და ამ რიგის რიცხვები სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა დიდი აფეთქების თეორია იმითაც იმსახურებს ყურადღებას, რომ თუ აფეთქების შემდეგ სამყაროს ზომებმა გაფართოება დაიწყო, მაშინ ის ადრე გაცილებით უფრო მკვრივი უნდა ყოფილიყო და კონკრეტული ზომის სივრცეში ადრე გაცილებით მეტი მატერია უნდა ყოფილიყო თავმოყრილი და ძალიან მჭიდრო გალაქტიკების და ნისლეულების გროვები უნდა შექმნილიყო. ამის დამზერა დღესაც შეიძლება, რადგან უშორესი გალაქტიკების მიერ გამოსხივებული ტალღები (სულ ერთია ხილულ დიაპაზონში თუ თვალისთვის უხილავი რადიოგალაქტიკები) ჩვენამდე მილიარდობით წლის დაგვიანებით მოდის და თან მოაქვს ინფორმაცია წარსულის შესახებ. ამ საშუალებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დავინახოთ სამყაროს წარსული, სადაც საკმაო სიზუსტით დასტურდება ზემოთ ხსენებული და შეინიშნება გალაქტიკების დიდი სიმჭიდროვე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 27 2007, 12:49 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jun 27 2007, 12:46 PM) *

დაახლოებით ეგრეა. ზოგიერთი მეცნიერები ავრცელებენ უფრო ზუსტ თარიღს, 13,8 მილიარდი წელიწადი,


მანდ ერთი პრობლემაა, რომელიც დააკონკრეტებდა თარიღს: სამყარო ჩაკეტიკია თუ ღია სისტემა?

დათარიღება დამოკიდებულია ამ ფაქტორზე, თუმცა არა პრინციპულად.

საზოგადოდ უნდა ითქვას, რომ დათარიღებათა ინტერვალი იცვლება 10 დან 15-მდე

ჰო, სხვათა შორის, აქ საინტერესო იქნება კრეაციონისტების სტერეოტიპებსაც შევეხოთ, ანუ რას ამბობენ ისინი ამ დაკვირვებების შესახებ. თუ რა არგუმენტი აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ სინათლე ანდომებს ჩვენამე მოსაღწევად რამდენიმე მილიარდ წელსაც ზოგიერთი ობიექტიდან.

ისინი გვთავაზობენ ახალ biggrin.gif კოსმოლოგიურ მოდელს, და ამბობენ, რომ თურმე სინათლის სიჩქარე 7000 წლის წინათ იმდენად დიდი იყო, რომ მან თითქმის დიდი ნაწილი დაფარა დისტანციისა და შემდგ, ვინაიდან (ეს მათი თეორიის თანახმად biggrin.gif) სინათლის სიჩქარე მცირდებოდა - მან მიაღწია დღევანდელ მნიშვნელობას biggrin.gif
მაგარია, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ თუ ის ასეთი ტემპით მცირდებოდა, ის უნდა დაიკვირვებოდეს დღეს არსებული სიზუსტის ფარგლებში, 10 წლიანი ექსმერიმენტის შედეგად, არადა სინათლის სიჩქარის გაზომვას კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს და არაფერი მსგავსი მაიკელსონის მეთოდით (გაუმჯობესებული ვარიანტით) გაზომილ სიჩქარეში არ დაუნახავთ.
მოკლედ ბაღათურიას დიდად გავაწბილებდი, აჯობებს წიგნები იკითხოს სისულელეების ბრახუნს, მაგალითად, რომ თურმე "კვანტურმა ფიზიკამ (რომელმა არ ამბობს) დაამტკიცა რომ სამყაროს წლოვანება რამდენიმე 1000 წელია", და იგივე "კვანტურმა ფიზიკამ დაამტკიცა, რომ ღმერთი არსებობს"...ნუ ბაღათურიას აზრით კვანტური ფიზიკა ლუმინალის პონტშია, ყველაფერს ამტკიცებს და კურნავს biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th January 2021 - 09:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი