IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
კანუდოსელი
პოსტი Mar 27 2008, 03:33 PM
პოსტი #341


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



კანონისტი
ეს ძალიან პრიმიტიული მიდგომაა (საწყენად არ ვამბობ smile.gif) ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 27 2008, 04:42 PM
პოსტი #342


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
რატომ?

ფაქტია, რომ ადამიანს სული აქვს. ანუ, მას ეს რაღაც დროს მიეცა.

შესაბამისად, ამ კითხვას პასუხიც სჭირდება (თუნდაც ვარაუდის დონეზე). როდის? როგორ? რა პირობებში?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მეხელი
პოსტი Mar 27 2008, 05:08 PM
პოსტი #343


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 25-April 07
წევრი № 1,751



ციტატა(კანონისტი @ Mar 27 2008, 04:42 PM) *

[b]
რატომ?

ფაქტია, რომ ადამიანს სული აქვს. ანუ, მას ეს რაღაც დროს მიეცა.

შესაბამისად, ამ კითხვას პასუხიც სჭირდება (თუნდაც ვარაუდის დონეზე). როდის? როგორ? რა პირობებში?



მე ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე უნდა ვიკითხოთ, რა არის სული.
ბიბლიის მიხედვით სული ხშირ შემთხვევაში უბრალოდ სხეულის ცხოველმყოფელ ძალას აღნიშნავს და ის ცხოველებსაც შეიძლება ჰქონდეს. რაც შეეხება გონიერ სულს, რომელიც მხოლოდ ადამიანს აქვს, ეკლესიის მამების თანახმად ეს სული არის თავისუფალი ნების მქონე და აქედან გამომდინარე მოაზროვნე (იხ. დამასკელის 'გადმოცემა'), თავის თავში აირეკლავს ღვთის ხატებას, რაც წმ. გრიგოლ ნოსელის აზრით ისევე შეუცნობელია, როგორც მისი ნიმუში, ღმერთი. მოკლედ ადამიანის სულის მეცნიერული განსაზღვრა ისევე შეუძლებელია, როგორც პიროვნების და თავისუფლების, ამიტომ სულთან დაკავშირებით კითხვა 'როდის' ან 'რა' უნდა შევცვალოთ კითხვა 'როგორ', ანუ როგორ ახდენს სული მისთვის მინიჭებული თავისუფლების რეალიზებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 27 2008, 11:25 PM
პოსტი #344


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 19 2008, 03:15 AM
პოსტი #345


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ესეც ასე არის დარვინის ონლაინ ვერსიაც!

http://darwin-online.org.uk/

ახლა უკვე ფაქტებით შეიძლება საუბარი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Apr 23 2008, 04:35 PM
პოსტი #346


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



მოკლედ ამ თემის ირგვლივ იმდენი ჰიპოტეზა არსებობს კაცი დაიბნევი, Pre-ადამისტებით თავისას გაიძახიან, პოლიგენისტები და მონიგენისტები თავისას, ტრასნფორმისტები თავისას smile.gif

ისე ერთი საინტერესო ადგილია ბიბლიაში:

გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.

ზოგი ამ ადგილს ისე იგებს თითქოს ეს ტანსაცმელი ჩვენი "თანამედრო" სხეული იყოს. აქედან ბევრს შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, რომ თითქოს დაცემის შემდეგ მიიღო ადამ და ევამ პრიმატის სხეული.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 14 2008, 07:01 PM
პოსტი #347


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



რა მაინტერესებს იცით, აი, როცა კლონებზეა საუბარი ან ნებისმიერი სახის სიცოცხლის შექმნაზე "მექანიკური" ხერხებით, გასაგებია, რომ ეს არის უფლის საქმეში "უხეში ჩარევა". მაგრამ, რომ მოხდეს ისე, რომ ვთქვათ, მარსზე ადამიანმა შეძლოს სიცოცხლის "აღმოცენება" (*2018 წელსაა დაგეგმილი მარსზე გაგზავნა ხომალდის ), სავარაუდო ნახშირორჟანგის მშრალი ყინულის "დადნობა",ამით ტემპერატურის მომატება, წყლის (ამბობენ გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება ქერქის ქვეშ) წარმოშობა, მოკლედ, ასე გარეგანი მეთოდებით სიცოცხლის დაფუძნება მარსზე და მერე გამწვანება-აყვავების შემთხვევაში ატმოსფეროს შექმნა,
და საბოლოოდ ადამიანთა ნაწილი რომ დასახლდეს იქ (მიზიდულობის ძალა იქ ნაკლებია დედამიწასთან შედარებთ, მაგრამ თაობების მანძილზე ისევე ევოლუციის საშუალებით მოხერხდება "ინტეგრაცია" ანუ იქნებიან უფრო სუსტი კუნთების ადამიანები, არაა გამორიცხული სხვა ჩვენთვის არასაჭირო ჩვევა-თვისებებიც განუვითარდნენ), იქნება ესეც უფლის ნების საწინააღმდეგო ქმედება?

იმედია გაიგეთ რას ვგულისხმობ. მადლობთ წინასწარ.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 16 2008, 08:22 PM
პოსტი #348


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



nana_007
ციტატა
რა მაინტერესებს იცით, აი, როცა კლონებზეა საუბარი

კლონირება ეწინააღმდეგება ქრისტეანულ მსოფლმხედვლობას.
ციტატა
ნებისმიერი სახის სიცოცხლის შექმნაზე "მექანიკური" ხერხებით

თუ "ხელოვნური ადამიანის" შექმნაზე არაა ლაპარაკი დანარჩენი დასაშვებია. ცხოველური და მცენარეული სიცოცხლის შექმნა არაა პრობლემა. ამას ნაწილობრივ აკეთებენ კიდეც. (ბიოლოგიური და ზოოლოგიური ექსპერიმენტები)

ცხოველების და მცენარეების მოხმარება დასაშვებია.
ციტატა
...რომ მოხდეს ისე, რომ ვთქვათ, მარსზე ადამიანმა შეძლოს სიცოცხლის "აღმოცენება"

გააჩნია რას ეძახი სიცოცხლის "აღმოცენებას"?

ხელოვნური საფარის, ბალახის ან ატმოსფეროს შექმნა დასაშვებია. მიკროკლიმატს დედამიწაზეც ქმნიან ამა თუ იმ ადგილას საჭიროების მიხედვით, მთავარია ექსპერიმენტები ადამიანებზე არ ჩატარდეს. ისე არც მარსზე ცხოვრებაა პრობლემა, ოღონდ ადამიანები "ჩვეულებრივი" გზით უნდა გამრავლდნენ.
ციტატა
2018 წელსაა დაგეგმილი მარსზე გაგზავნა ხომალდის

2018 წელს მთვარეზე.
მარსზე მოგვიანებით... ყველაზე ახლო კონკრეტული სავარაუდო თარიღი მარსზე პილოტირებული ექსპედიციის არის 2031 წელი.

მარსზე წასვლა უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მთვარეს ვერც შეედრება.

ციტატა
სავარაუდო ნახშირორჟანგის მშრალი ყინულის "დადნობა",ამით ტემპერატურის მომატება, წყლის (ამბობენ გაყინულ მდგომარეობაში იმყოფება ქერქის ქვეშ) წარმოშობა, მოკლედ, ასე გარეგანი მეთოდებით სიცოცხლის დაფუძნება მარსზე და მერე გამწვანება-აყვავების შემთხვევაში ატმოსფეროს შექმნა,
და საბოლოოდ ადამიანთა ნაწილი რომ დასახლდეს იქ (მიზიდულობის ძალა იქ ნაკლებია დედამიწასთან შედარებთ, მაგრამ თაობების მანძილზე ისევე ევოლუციის საშუალებით მოხერხდება "ინტეგრაცია" ანუ იქნებიან უფრო სუსტი კუნთების ადამიანები, არაა გამორიცხული სხვა ჩვენთვის არასაჭირო ჩვევა-თვისებებიც განუვითარდნენ), იქნება ესეც უფლის ნების საწინააღმდეგო ქმედება?

არ იქნება ღვთის საწინააღმდეგო ქმედება, მაგრამ ძალიან უტოპიურია. (ჯერჯერობით მაინც)

სიმძიმის ძალის აჩქარება მარსზე არის Gმარ.= 3.7 მ/წმ**2 და ეგ საშინლად დაარბილებს კუნთოვან ქსოვილს... და რა ვიცი აბა...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 16 2008, 08:27 PM
პოსტი #349


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
თუ "ხელოვნური ადამიანის" შექმნაზე არაა ლაპარაკი დანარჩენი დასაშვებია. ცხოველური და მცენარეული სიცოცხლის შექმნა არაა პრობლემა. ამას ნაწილობრივ აკეთებენ კიდეც. (ბიოლოგიური და ზოოლოგიური ექსპერიმენტები)


გასაგებია, გიორგი, დიდი მადლობა smile.gif

უტოპიურია კი, მაგრამ ადრე თვითმფრინავიც უტოპიური იყო, ამიტომ რას გეიგებ, იქნება ერთ დროს მიღწევადიც იყოს.

მარსზე დაახლოებით 6 თვე უნდა ჩასვლას, მაგრამ საწვავის ყოფნის პრობლემაა ყველაზე დიდი, თუმცა არსებობს (კვლავ სავარაუდო) მოსაზრება, რომ თვით მარსზე არსებული გაზების გამოყენებით შესაძლებელი იქნება იქვე საწვავის მოპოვება smile.gif მარა ვაითუ არა? biggrin.gif ნუ, იქნება ჩვენს მომავალ თაობას მაინც მოესწროს რამე კონკრეტული ამ მხრივ smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 02:21 AM
პოსტი #350


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ციტატა: რაო მცენარეები მზის გარეშე როგორ გამოიყურებიან?


კანდოუსელო თუ არ ვცდები ფიზიკოსი უნდა იყო,

სინათლის ენერგია მარტო მზეს გააჩნია?
dry.gif blink.gif


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 02:47 AM
პოსტი #351


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ბიბლიაში სამყაროს ასაკზე არაფერია ნათქვამი, რადგან ეს ზედმეტი, სულისათვის სარგებლის არმომცემი, ფუჭი გამომეძიებლობაა.

ისევე, როგორც ნათქვამია - ,,დასაბამად ღმერთმა შექმნა ცაი და ქუეყანაი'' (ხილული და უხილავი სამყარო) და შემდეგ თხრობა მხოლოდ ხილული სამყაროს შესახებ გრძელდება.

დროის გამოთვლა შესაძლებელია ადამის შემდეგ, რადგან მოცემულია მამამთავართა ასაკი.

პირველი დღეები მართლაც ვერ იქნებოდა ჩვენი კალენდარული დღეღამის მოცულობის, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი დღეღამის საზომი, მზე, მხოლოდ მეოთხე დღეს შეიქმნა.

ათასი წელი წინაშე თვალთა შენთა ვითარცა გუშინდელი დღე - ამბობს წმიდა დავით მეფსალმუნე.

წმიდა მამათა მიხედვით მეშვიდე დღე, როდესაც უფალმა დაისვენა, ანუ ახალს არ ქმნიდა დღესაც გრძელდება, ხოლო მეორედ მოსვლის შემდეგ დადგება მერვე დღე. ეს დღე არამც და არამც არ არის ჩვენი ასტრონომიული დღეღამე - 24 ასტრონომიული საათი.









--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
korti
პოსტი May 20 2008, 02:54 AM
პოსტი #352


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-May 08
წევრი № 4,867



ნეანდერტალელის აზროვნება საიდან დაამტკიცეთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 20 2008, 03:07 AM
პოსტი #353


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(korti @ May 20 2008, 02:54 AM) *

ნეანდერტალელის აზროვნება საიდან დაამტკიცეთ?


მე მგონი ფორუმელებს ეგ არ დაუმტკიცებიათ smile.gif

ისე, ნეანდარტალების დნმ-ით შემსწავლელმა კვვლევებმა აჩვენა, რომ ნეანდრატალელები დღევანდელი ადამიანის უშუალო წინაპარები არ არიან.

რაც შეეხება მათი აზროვნების შესახებ ცნობებს, მომდინარეობს მათ მიერ დამზადებული იარაღის ანალიზის შედეგად.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 03:08 AM
პოსტი #354


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



ვისაც არა სწამს ბიბლიის უტყუარობა, ვისაც არა სწამს, რომ ადამიანი მიწის მტვრისაგან (ადამაჰ) შეიქმნა (და არა მაიმუნების ,,განვითარებით''), მას თუ სჯერა 5 პურით ხუთიათასი კაცის დაპურება, მკვდრის აღდგინება და ბოლოსდაბოლოს მას სწამს თუარა, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე აღსდგა მკვდრეთით?


ქრისტე აღსდგა


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 20 2008, 03:12 AM
პოსტი #355


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ზვარე
ციტატა
ადამიანი მიწის მტვრისაგან (ადამაჰ) შეიქმნა

ძალიან ალოგიკურია... ბევრად უფრო მეტი არგუმენტაცია და საფუძველი აქვს ევოლუციას. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 03:15 AM
პოსტი #356


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



მე მეგონა პასუხი იქნებოდა ჭეშმარიტად აღსდგა


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 20 2008, 03:20 AM
პოსტი #357


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ზვარე
ციტატა
მე მეგონა პასუხი იქნებოდა ჭეშმარიტად აღსდგა

ჭეშმარიტად!
ქრისტეს აღდგომა არ უნდა დავუპირისპიროთ ევოლუციას. no.gif

P.S. სხვა რამეზე გაგეცი პასუხი...

ციტატა
სინათლის ენერგია მარტო მზეს გააჩნია?

ანთებულ ასანთსაც, ოღონდ ოდენობაშია სხვაობა. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 04:06 AM
პოსტი #358


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(დეპრესანტი @ Mar 25 2008, 06:28 PM) *

solomony
დღეს ათეისტი გაცილებით უფრო დასაბუთებულად აგიხსნის თუ როგორ შეიქმნა სამყარო ვიდრე ნებისმიერი მორწმუნე
როცა შენ უარყოფ ყველაფერ იმას რაც მეცნიერებმა უკვე დიდიხანია დაადგინეს და ერთად ერთ არგუმენტად მოგყავს წმინდა წერილი, ნებისმიერი ინდივიდუალისტი ან თავისუფლად მოაზროვნე უბრალოდ კიდევ უფრო დარწმუნდება თავის სისწორეში, ის მეცნიერები კი რომლებიც ცდილობენ რელიგიის და მეცნიერების ერთმანეთთან შეთავსებას ყოველთვის სისულელეებს როშავენ რადგან შეუძლებელია მეცნიერულად დაასაბუთო ზევსის არსებობა ოლიმპზე...
რაც შეეხება იმას რომ მაიმუნებმა ველოსიპედი ვერ გამოიგონეს და ჩვენ კი უკვე კოსმოსში დავფრინავთ, აი ეს არგუმენტი ქვას გახეთქავს, არ მინდა აქ ევოლუციის თეორია თავიდან ბოლომდე გავშალო, უბრალოდ ერთს გეტყვი რომ ზეზვა და მზია შენი წინაპრები იყვნენ მოგწონს შენ ეს თუ არა.



რა ვიცი, რა ვიცი....

მე იმ ადამიანებს მივეკუთვნები, ვინც წინაპრების ფოტოებს თავის ბინაში გამოსაჩენ ადგილას მიუჩენს ადგილს...

ანუ მათ რიცხვზე დასამატებლად ერთი ორი ფოტო მაკლია ზოოპარკიდან?
ნუ იყოფინ!!!!!!!

რას ნიშნავს _ ,,მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ"(დეპრესანტის signature) თუ ათეისტი ხარ ვის უხდი მადლობას და თუ ღმერთს უხდი მადლობას ე. ი. არა ხარ ათეისტი.


ჩემი წინაპრები მაიმუნები ნამდვილად არ ყოფილან, წმიდა წერილისაც მჯერა და საყველპუროდ ბიოლოგიაშიც გამეგება. უბრალოდ გასაოცარია, უღმერთოდ სასწაულის მოხდენა (თუნდაც ქრომოსომათა რიცხვის ცვლილება) გვჯერა, ხოლო წმიდა წერილისა არა.

QUOTE( გიორგი @ May 20 2008, 02:20 AM) *



ანთებულ ასანთსაც, ოღონდ ოდენობაშია სხვაობა. ki.gif


და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი
უფლის სიტყვით შექმნილი ნათელი, უფლის სიტყვით, რომელიც იმავე მზის შემოქმედია.
ეს ნათელი თუ ასანთის ღერია მე მომიტევეთ.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზვარე
პოსტი May 20 2008, 04:33 AM
პოსტი #359


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 286
რეგისტრ.: 15-February 08
წევრი № 3,936



QUOTE(დეპრესანტი @ Mar 25 2008, 06:28 PM) *


რადგან შეუძლებელია მეცნიერულად დაასაბუთო ზევსის არსებობა ოლიმპზე...



ზევსიოოოოო...........
ე. ი. ბიბლია და ბერძნული მითოლოგია არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან?

წმიდა წერილი და ზევსი თავის მითოლოგიიანად თუ ვინმესთვის ერთია.........
ვერც წარმომედგინა თუ ამ სახის აზრიც გაიჟღერება ფორუმზე...............


მე გავდივარ, რადგან თურმე ზევსის არსებობას ვასაბუთებ ოლიმპზე.


--------------------
მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
korti
პოსტი May 20 2008, 04:40 AM
პოსტი #360


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 9
რეგისტრ.: 20-May 08
წევრი № 4,867



sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V « < 16 17 18 19 20 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი