IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

29 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> კრეაციონიზმი თუ "ექსტრემალური კრეაციონიზმი"?, ვიმსჯელოთ
გიორგი
პოსტი May 23 2008, 11:28 PM
პოსტი #381


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
დეოქსი კი არა- დეზოქსი

არ შემარჩინო ახლა არც ერთი სიტყვა... a075.gif 2kiss.gif
არ ვიცოდი ქართულად თუ ეგრე იყო, მე ინგლისურენოვანი სკოლა დავამთავრე და ცოტა მიჭირს რაღაც-რაღაც ტერმინების ქართულად გამართულად წერა, განსაკუთრებით იმათი, რომელიც ჩემს სპეციალობას არ ეხება.
ციტატა
რაც შეეხება მუტაციის სიჩქარის გამოთვლას, ეგ მხოლოდ ზღაპარია. მაგას ვერ გამოთვლი

დაახლოებით ალბათ გამოთვლი.
სხვა თუ არაფერი ბოლო საუკუნეების და ათასწლეულების მიხედვით (ადამიანის მიერ აღრიცხული რაცაა) გამოთვლი მოსახლეობის ცვლილების დინამიკას, ააგებ შესაბამის გრაფიკს და ძალიან უხეშად და მიახლოებით გამოითვლი პოპულაციის რაოდენობას ამა თუ იმ დროისათვის. ყოველ შემთხვევაში 7000 წელი 200 000 წელში არ აგერევა.
ციტატა
ასაკის განსაზღვრის ტექნოლოგია დაფუძნებულია ნახშირბად C14-ის ორგანიზმიდან (ანუ იქიდან რაც მისგან რჩება, ძვლებიდან) გამოსვლაზე გარემოში. ეს მეთოდი საკმაოდ უზუსტოა, რადგან ზუსტად ვერავინ განსაზღვრავს რა ზეგავლენა განიცადა ამ ობიექტმა სიკვდილის დღიდან გამოკვლევამდე. გარკვეულ ზეგავლენას შეეძლო C14-ის გარემოში გამოყოფის გაძლიერება ან პირიქით, შესუსტება.
მეტი სიცხადისთვის მაგალითს მოგიყვან:
1. როდესაც ჯერ კიდევ გაუხრწნელ ბოცვერს ეს ანალიზი ჩაუტარეს "აღმოჩნდა", რომ ის თურმე 3000! წლის წინ მომკვდარა.
2.ანალოგიური გამოკვლევა ჩაატარეს ცოცხალ მოლუსკზე, რომელიც თურმე 1000 წელია მკვდარია?!

ციტატა
დამისახელე თუნდაც ერთი

რაც შეეხება გამოკვლევების ტექნოლოგიას ეს ნამდვილად არ ვიცი, დეტალებზე ვერ შეგეკამათები, არ ვიცნობ ბიოლოგიურად დათარიღების მეთოდებს, მაგრამ რამოდენიმე ფაქტი მაფიქრებინებს, რომ 200 000 წელი სწორი რიცხვია.

მაგალითად:
1. საეჭვო მსგავსება ბიოლოგიურ დათარიღებას (თუნდაც ნახშირბადით) და გამრავლების ტემპით მიღებულ რიცხვებს შორის.
2. სხვადასხვა ნახატები ჩრდილოეთ ესპანეთში და სამხრეთ საფრანგეთში თარიღდება დაახლოებით 16.000 წლით, რაც გაცილებით მეტია ვიდრე 7.000. ასევე ნაპოვნი დამუშავებული ქვების და სხვადასხვა იარაღების ასაკი თარიღდება რამოდენიმე ათეული ათასი წლით. ყველა მათგანს დამოუკიდებელი დათარიღების მეთოდები გააჩნია და საერთო ჯამში ვიღებთ სურათს რომ ინტელექტუალური ადამიანი 7.000-ზე უფრო მეტი წლის წინათაც არსებობდა.
3. მაკროსამყაროს შესწავლისას ძალიან ნათლად დასტურდება, რომ სამყარო მრავალი მილიარდი წლისაა, ხოლო დედამიწა კი 4.54 მილიარდი წლის. სამყაროს ამხელა ასაკს ამტკიცებს სხვადასხვა ფიზიკური და კოსმოლოგიური მოვლენები, სულ არ გვჭირდება არც ბიოლოგია და არც გეოლოგია. მრავალი მილიარდი წლის მქონე სამყაროში კი ძალიან ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რომ ადამიანი მხოლოდ ბოლო რამოდენიმე ათასი წლის შექმნილია სპონტანურად და ასევე რომ მთელი ცოცხალი ორგანიზმები ასევე სპონტანურად იქმნებოდნენ და შემდეგ მილიონობით წელი არსებობდნენ. სამყაროს და დედამიწის უზარმაზარი ასაკი ირიბად თვითონ მიგვითითებს ევოლუციის რეალურობაზე.
4. ძალიან საეჭვოდ გამოიყურება მილიონობით ცოცხალი ორგანიზმების არსებობა და მათი დამოუკიდებლად შექმნა ცალ-ცალკე. ეგრე გამოვა, რომ ღმერთი თითო-თითოდ ქმნიდა (ან აჩენდა) უამრავ ბაქტერიას, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელ უამრავ სახეობას ინდივიდუალურად. არადა გაცილებით ლოგიკურია იფიქრო, რომ ისინი ერთმანეთისგან განვითარდნენ. ადამიანის ანატომია წააგავს უპირველეს ყოვლისა მაიმუნის, შემდეგ კი საერთოდ ძუძუმწოვრების ანატომიას, ასევე ფრინველებისაც, საერთო აქვს მრავალ ცოცხალ ორგანიზმთან, გარეგნულად რომ შეხედავ თავისთავად იფიქრებ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან მიღებული ფორმებია სხვადასხვა გარემოს შედეგად უზარმაზარი დროის განმავლობაში.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 23 2008, 11:39 PM
პოსტი #382


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



S a l l y
ციტატა
ევოლუციის თეორიაში უფრო მეტი ლაფსუსია ვიდრე დამაჯერებელი არგუმენტები...

ჰო, ევოლუციის თეორია არ მტკიცდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მართალი არ არის. არის ძალიან ბევრი ფაქტორი მომიჯნავე მეცნიერბებიდან რომლებიც საერთო ჯამში გვაფიქრებინებს რომ ევოლუცია სწორია. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 24 2008, 06:52 PM
პოსტი #383


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა( გიორგი @ May 23 2008, 11:28 PM) *

orthodox-georgia

არ შემარჩინო ახლა არც ერთი სიტყვა... a075.gif 2kiss.gif
არ ვიცოდი ქართულად თუ ეგრე იყო, მე ინგლისურენოვანი სკოლა დავამთავრე და ცოტა მიჭირს რაღაც-რაღაც ტერმინების ქართულად გამართულად წერა, განსაკუთრებით იმათი, რომელიც ჩემს სპეციალობას არ ეხება

კარგი მაგას როგორმე გაპატიებ biggrin.gif
დანარჩენებზეც გაგცემ პასუხს


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 25 2008, 09:54 PM
პოსტი #384


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა( გიორგი @ May 23 2008, 11:28 PM) *


მაგალითად:
1. საეჭვო მსგავსება ბიოლოგიურ დათარიღებას (თუნდაც ნახშირბადით) და გამრავლების ტემპით მიღებულ რიცხვებს შორის.

ეს რაღაც ვერ მივხვდი და არგუმენტათაც ვერ მივიღებ

ციტატა( გიორგი @ May 23 2008, 11:28 PM) *

რაც შეეხება გამოკვლევების ტექნოლოგიას ეს ნამდვილად არ ვიცი, დეტალებზე ვერ შეგეკამათები, არ ვიცნობ ბიოლოგიურად დათარიღების მეთოდებს, მაგრამ რამოდენიმე ფაქტი მაფიქრებინებს, რომ 200 000 წელი სწორი რიცხვია.

მაგალითად:
2. სხვადასხვა ნახატები ჩრდილოეთ ესპანეთში და სამხრეთ საფრანგეთში თარიღდება დაახლოებით 16.000 წლით, რაც გაცილებით მეტია ვიდრე 7.000. ასევე ნაპოვნი დამუშავებული ქვების და სხვადასხვა იარაღების ასაკი თარიღდება რამოდენიმე ათეული ათასი წლით. ყველა მათგანს დამოუკიდებელი დათარიღების მეთოდები გააჩნია და საერთო ჯამში ვიღებთ სურათს რომ ინტელექტუალური ადამიანი 7.000-ზე უფრო მეტი წლის წინათაც არსებობდა.

კარგი და მაგ ყველაფრის ასაკს საიდან ვიგებთ?

ციტატა( გიორგი @ May 23 2008, 11:28 PM) *

3. მაკროსამყაროს შესწავლისას ძალიან ნათლად დასტურდება, რომ სამყარო მრავალი მილიარდი წლისაა, ხოლო დედამიწა კი 4.54 მილიარდი წლის. სამყაროს ამხელა ასაკს ამტკიცებს სხვადასხვა ფიზიკური და კოსმოლოგიური მოვლენები, სულ არ გვჭირდება არც ბიოლოგია და არც გეოლოგია. მრავალი მილიარდი წლის მქონე სამყაროში კი ძალიან ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, რომ ადამიანი მხოლოდ ბოლო რამოდენიმე ათასი წლის შექმნილია სპონტანურად და ასევე რომ მთელი ცოცხალი ორგანიზმები ასევე სპონტანურად იქმნებოდნენ და შემდეგ მილიონობით წელი არსებობდნენ. სამყაროს და დედამიწის უზარმაზარი ასაკი ირიბად თვითონ მიგვითითებს ევოლუციის რეალურობაზე.
4. ძალიან საეჭვოდ გამოიყურება მილიონობით ცოცხალი ორგანიზმების არსებობა და მათი დამოუკიდებლად შექმნა ცალ-ცალკე. ეგრე გამოვა, რომ ღმერთი თითო-თითოდ ქმნიდა (ან აჩენდა) უამრავ ბაქტერიას, ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელ უამრავ სახეობას ინდივიდუალურად. არადა გაცილებით ლოგიკურია იფიქრო, რომ ისინი ერთმანეთისგან განვითარდნენ. ადამიანის ანატომია წააგავს უპირველეს ყოვლისა მაიმუნის, შემდეგ კი საერთოდ ძუძუმწოვრების ანატომიას, ასევე ფრინველებისაც, საერთო აქვს მრავალ ცოცხალ ორგანიზმთან, გარეგნულად რომ შეხედავ თავისთავად იფიქრებ რომ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან მიღებული ფორმებია სხვადასხვა გარემოს შედეგად უზარმაზარი დროის განმავლობაში.

რაც შეეხება სამყაროს ასაკს ამაზე ფორუმში ცალკე თემაა გახსნილი და პასუხს უახლოეს მომავალში იქ დავპოსტავcool.gif
უნდა მაპატიოთ პასიურობა, გამოცდები იწყება ჩემთან და ვერ ვიცლი. მოვიშორებ გამოცდებს და ჩემი თავი გენაცვალოთ. ყველა კითხვაზე ვუპასუხებ a075.gif girl_angel.gif friends.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 25 2008, 11:04 PM
პოსტი #385


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
ეს რაღაც ვერ მივხვდი და არგუმენტათაც ვერ მივიღებ

ნუ, თუ გინდა მიიღე არგუმენტად და თუ გინდა ნუ მიიღებ. საქმის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პოპულაციის გამრავლების გრაფიკით მიღებული რიცხვები (ადამიანის ასაკისა) დაახლოებით ემთხვევა ნაპოვნი ნაშთების (თავის ქალების) ბიო-ქიმიურად დათარიღების ასაკს.

შესაძლოა იყოს ცდომილებებიც, მაგრამ ასაკი ორივე შემთხვევაში აშკარად გაცილებით მეტია ვიდრე 7000 წელიწადია.

ციტატა
კარგი და მაგ ყველაფრის ასაკს საიდან ვიგებთ?

სხვადასხვა მეთოდებია...

ქვის ასაკი მისი წამახული ადგილის მოლეკულების კრისტალური მესერის საშუალებით დგინდება, ნახატების კი - საღებავის ქიმიური შედგენილობით, აგრეთვე გამოიყენება რადიოაქტიური ელემენტების ნახევრად-დაშლის პერიოდებიც. წარმოუდგენელია, რომ ყველა მეთოდი ერთდროულად ტყუოდეს და ერთდროულად გვითითებდეს ინტელექტუალური (გონიერი) ადამიანის არსებობას 100 000 წლის წინათაც... და სულ მცირე ადამიანი, რომ 7 000 წლის არაა, იმას მაინც...
ციტატა
რაც შეეხება სამყაროს ასაკს ამაზე ფორუმში ცალკე თემაა გახსნილი და პასუხს უახლოეს მომავალში იქ დავპოსტავ

ნუ, სამყაროს ასაკი, რომ რამოდენიმე მილიარდი წელია იმაზე დავაც არ ღირს, რადგან დღესაც ვხედავთ უამრავ გალაქტიკას წარსულში, რომელიც მილიონობით და მილიარდობით წლის წინანდელი სახით წარმოგვიდგებიან...
ციტატა
მოვიშორებ გამოცდებს და ჩემი თავი გენაცვალოთ. ყველა კითხვაზე ვუპასუხებ

ველით თქვენს პაუხებს. a075.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 03:17 AM
პოსტი #386


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ბევრი მეთოდია რომ დაადგინო რამდენი წლისაა დედამიწა მარა ზოგი რას აჩვენებს ზოგი რას.. არის 10 მეთოდი რომელიც ამტკიცებს რომ დედამიწა 7000 +- წლისაა.. მე არ მჯერა ევოლუციის.. 1 თის გარდა.. რაღაც არამგონია ღმერთმა ბაქტერია შექმნა და მერე უყურებდა როგორ განვითარდება მაგი . და მერე მაიმუნები ხალხათ რომ გადაიქცა ქრისტე მოვიდა.. ბიბლიაში მემგონი ნათლად წერია ღმერთმა შექნმა დედამიწა სამყარო 6 დღეში.. და ყველაფერი იყო კარგათ! ბაქტერიები თუ იცოცებდნენ და მილიონი სიკვდილის მუტაციები იქნებოდა ეგ კაია? რაღაც არამგონია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 04:22 PM
პოსტი #387


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(constantine @ May 27 2008, 03:17 AM) *

ბევრი მეთოდია რომ დაადგინო რამდენი წლისაა დედამიწა მარა ზოგი რას აჩვენებს ზოგი რას.. არის 10 მეთოდი რომელიც ამტკიცებს რომ დედამიწა 7000 +- წლისაა.. მე არ მჯერა ევოლუციის.. 1 თის გარდა.. რაღაც არამგონია ღმერთმა ბაქტერია შექმნა და მერე უყურებდა როგორ განვითარდება მაგი . და მერე მაიმუნები ხალხათ რომ გადაიქცა ქრისტე მოვიდა.. ბიბლიაში მემგონი ნათლად წერია ღმერთმა შექნმა დედამიწა სამყარო 6 დღეში.. და ყველაფერი იყო კარგათ! ბაქტერიები თუ იცოცებდნენ და მილიონი სიკვდილის მუტაციები იქნებოდა ეგ კაია? რაღაც არამგონია.

ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად თვისა
ევოლუციის მომხრეებო, ნუთუ ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად მაიმუნი (ღმერთო შეგვინდე) შექმნა და მერე ელოდა მის განვითარებას?


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 04:47 PM
პოსტი #388


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა( გიორგი @ May 25 2008, 11:04 PM) *

orthodox-georgia

აგრეთვე გამოიყენება რადიოაქტიური ელემენტების ნახევრად-დაშლის პერიოდებიც. წარმოუდგენელია, რომ ყველა მეთოდი ერთდროულად ტყუოდეს და ერთდროულად გვითითებდეს ინტელექტუალური (გონიერი) ადამიანის არსებობას 100 000 წლის წინათაც... და სულ მცირე ადამიანი, რომ 7 000 წლის არაა, იმას მაინც...

ნუ, სამყაროს ასაკი, რომ რამოდენიმე მილიარდი წელია იმაზე დავაც არ ღირს, რადგან დღესაც ვხედავთ უამრავ გალაქტიკას წარსულში, რომელიც მილიონობით და მილიარდობით წლის წინანდელი სახით წარმოგვიდგებიან...

ველით თქვენს პაუხებს. a075.gif

ეხლავე თუ არ დავიწყე პასუხის გაცემა არ გამოვა.
ამჯერად კონკრეტულად რადიოაქტიური ნივთიერებების დაშლა განვიხილოთ.
მაგალითად ურანი.
ურანი დროთა განმავლობაში იშლება ტყვიად (Pb) და ჰელიუმად. ტყვიას ამჯერად თავი დავანებოთ.
ჰელიუმი აირია. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს ( ის რაც ჩვენ ამ ეტაპზე გვაინტერესებს), რომ იგი ატმოსფეროში რჩება და გროვდება. მეცნიერთა გამოთვლებით დედამიწა რომ თუდაც რამდენიმე ასეული ათასი წლის იყოს, ურანის დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ურანი იმდენი უნდა იყოს, რომ ატმოსფერო გაჯერებული იქნებოდა ამ აირით, რაც დამეთანხმები ასე არაა. შესაბამისად თუ დედამიწა არაა დიდი ასაკის, ბუნებრივია ვერც ადამიანი იქნება 100000 წლის.
ეხლა რაც შეეხება "გონიერ ადამიანს"
მგონი შესაქმეში ნათლად წერია რომ ღმერთმა თავისი ხელით შექმნა ადამი და შთაბერა მას უკვდავი სული. ასე რომ ადამიანი თავიდანვე იყო გონიერი არსება(სხვათაშორის იმაზე გონიერი, ვიდრე ეხლაა) და ყოველგვარი საუბარი მის "ევოლუციაზე" მაიმუნიდან თუ სპილოდან არის ან ურწმუნოება ან წმინდა წერილის არცოდნა.


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 27 2008, 09:33 PM
პოსტი #389


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
შესავლისათვის ვიტყოდი რომ დედამიწის დღემდე არსებულ დათარიღებებს შორის გვხვდება ორი ძირითადი ასაკი:
1. დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის მახლობლობაში (ზუსტად: 4.54 მლრდ)
2. დაახლოებით შვიდი ათასი წლის განმავლობაში (უმეტესად სახელდება: 7604)

არ არსებობს არც ერთი მოსაზრება რომელიც დედამიწის ასაკს დაათარიღებდა ვთქვათ 500 000 ანდა ერთი-ორი მილიონი წლით.

ეს გამოწვეულია იმით, რომ რეალურად, მეცნიერული გამოთვლებით დასტურდება რომ დედამიწის ასაკი მართლაც 4.54 მილიარდი წელია, შესაძლებელია იყოს გარკვეული უზუსტობა, მაგრამ არა არსებითი, დაახლოებით +/- 20%. შეუძლებელია, რომ დედამიწის ასაკი იყოს თუნდაც ვთქვათ 300 მლნ წელი. ამის ფონზე დედამიწის ასაკის წარმოჩინება, როგორც 300 მლნ წელი არავის არ სჭირდება, რადგან მას არც მეცნიერული საფუძველი გააჩნია და კრეაციონისტული დათარიღებისგანაც (დაახლ. 7000 წელი) ძალიან შორს დგას. ამიტომ არავინ ლაპარაკობს დედამიწის ასაკზე, როგორც მხოლოდ რამოდენიმე მილიონი წლისაზე. რაც შეეხებათ კრეაციონისტებს, ისინი ცდილობენ, რომ დედამიწა 7000 წლის ასაკისად წარმოაჩინონ და ეს ვითომ მეცნიერულადაც დაამტკიცონ, მაგრამ რაც არ არის, არ არის... შეუძლებელს და აბსურდს ვერ დაამტკიცებ, მაგრამ კრეაციონისტების ამგვარმა მოღვაწეობამ გარკვეული მომხრეები შეიძინა და ერთი სიტყვით გაჩნდა დედამიწის ასაკის მეორე ტიპის თარიღი - დაახლოებით 7000 წელი, რომელიც "ძალისძალად" და "მექანიკურად" არის მიღებული. თუ არა, შენ რა გგონია, მეცნიერება იმდენად განუვითარებელია, რომ ამხელა დიაპაზონში ვერ ათარიღებს დედამიწის ასაკს და ზოგი ვერსიით 7000 ხოლო ზოგიერთი ვერსიით 4 540 000 000 წლისაა?!

კრეაციონისტების ამგვარი დამოკიდებულება ძირითადად განვითარდა აშშ-ში, რადგან პროტესტანტული სამყაროს გარკვეული ნაწილი (თანაც საკმაოდ დიდი) მხოლოდ წმინდა წერილს ეფუძნება და ისიც ბუკვალურად. იდეა, რომ დედამიწა და საერთოდ სამყარო მაინცდამაინც 7 ათასი წლის რომ უნდა იყოს ამერიკელი ქრისტეანების აგორებული ტალღაა და ყველანაირი საშუალებებით ცდილობენ მის გამართლებას.
ციტატა
მეცნიერთა გამოთვლებით დედამიწა რომ თუდაც რამდენიმე ასეული ათასი წლის იყოს, ურანის დაშლის შედეგად გამოთავისუფლებული ურანი იმდენი უნდა იყოს, რომ ატმოსფერო გაჯერებული იქნებოდა ამ აირით, რაც დამეთანხმები ასე არაა.

არა... no.gif

ჯერ ერთი გადასამოწმებელია ვინ დათვალა გამოთავისუფლებული ჰელიუმის რაოდენობა და რა საშუალებით, ან საიდან იცის ურანის ზუსტი მარაგები დედამიწაზე... ეს ისე ზოგადად.

კონკრეტულად კი ზემოთ ხსენებული მეთოდი ითვალისწინებს მხოლოდ დღევანდელ პირობებს, ატმოსფეროს დღევანდელ მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს როგორი იყო დედამიწა თუნდაც 200-300 მლნ წლის წინათ, ლაპარაკი არაა მილიარდობით წელიწადზე, თავისუფლად შესაძლებელია რომ გამოყოფილი ჰელიუმი სწრაფად დაფანტულიყო კოსმოსში მაღალი ტემპერატურის (კინეტიკური ენერგია) შედეგად (თუ წააგავდა დედამიწის ატმოსფერო ვენერისას +450C).

არსებობს სხვა ახსნაც, ვინაიდან და რადგანაც ჰელიუმი ძალიან მსუბუქი აირია, მისი უსწრაფესი მოლეკულები ცდილობენ დედამიწის გრავიტაციული ველის დაძლევას და კონცენტრირდებიან ატმოსფეროს ძალიან მაღალ ფენებში, ის ჰაერში ვერანაირად ვერ იქნება იმ რაოდენობით, რომ ჰაერი გაჯერდეს. ატმოსფეროს ძალიან მაღალ ფენებში, სადაც ტემპერატურის ხელახალი მატება იწყება საკმაო რაოდენობითაა ჰელიუმი.

ჯერ ერთი ხომ წარმოუდგენელია რომ ამდენი დათარიღებიდან ყველა ცდებოდეს ანდა რომ ერთნი 5 მილიარდს უთითებდნენ და მეორენი 7 ათასს, მაგრამ... მაგრამ... ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამგვარი კრეაციონისტული შეხედულებები, მხოლოდ დედამიწას კი არა, არამედ სამყაროს ათარიღებენ 7 000 წლით. ეს იმის ბრალია, რომ ისინი ჩიხში არიან შესულები, აბა რა უაზრობა გამოვა რომ დედამიწა მხოლოდ რამოდენიმე ათასი წლის იყოს და სამყარო კიდევ მილიარდობით წლის. არადა, როგორც ჩიხში შესვლას სჩვევია ერთ შეცდომას მეორე მოსდევს და ბოლოს აბსურდამდე მივდივართ, რომ თითქოს სამყაროც 7 000 წლისაა...

IPB-ს სურათი

ეს არის არის ორბიტალური ტელესკოპის "ჰაბლის" მიერ გადაღებული ფოტოელექტონული გამოსახულება, მასზე აღბეჭდილია გალაქტიკების გროვა სახელწოდებით Abel-2218, მანძილი სინათლის ობიექტებამდე წარმოადგენს 2*10^9 = 2 000 000 000 სინათლის წელს, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს, რომ გამოსახულება, რომელიც ფოტოგრაფიაზეა გამოსახული 2 მლრდ წლის წინათ გამოასხივა შესაბამისმა გალაქტიკამ და დღეს ჩვენ მას წარსულში ვხედავთ ანუ ისეთს, როგორიც 2 მლრდ წლის წინ იყო. თუ სამყარო სულ მცირე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) 2 მლრდ წლის წინ მაინც არ არსებობდა მაშინ როგორ დავინახავდით ობიექტებს ამხელა მანძილზე, რომლიდანაც დედამიწამდე მოღწევას ელექტრომაგნიტური ტალღა (ხილული სინათლე) მილიარდობით წელს უნდება?

ციტატა
მგონი შესაქმეში ნათლად წერია რომ ღმერთმა თავისი ხელით შექმნა ადამი

ღმერთს ხელები არ გააჩნია და შესაბამისად ვერც შექმნიდა საკუთარი ხელით.
როგორ? შენ წარმოგიდგენია, რომ ღმერთი რომელმაც მრავალი მილიარდი სინათლის წელის ზომების სივრცე და მატერია შექმნა დედამიწაზე ჩამოვიდა, საკუთარი ხელით მოზილა თიხა ან მტვერი და ადამიანი ასე გამოძერწა? ანდა მილიონობით განსხვავებული სახის ცოცხალი ორგანიზმები სულ სათითაოდ შექმნა "საკუთარი ხელით"?

არავინ იცის "ღვთის ხელის" რეალური სახე და ის თუ, როგორ მუშაობს იგი. fiqri.gif
ციტატა
ყოველგვარი საუბარი მის "ევოლუციაზე" მაიმუნიდან თუ სპილოდან არის ან ურწმუნოება ან წმინდა წერილის არცოდნა.

არა... no.gif
უბრალოდ გვინდა თუ არ გვინდა სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, სამყაროს (ან დედამიწის) 7 000 წლის ასაკზე და შესაბამისად აგებულ მსოფლმხედველობაზე არ უნდა დავაშენოთ საკუთარი რწმენა, თუ არა სიტუაციაში კარგად გარკვევის და მეცნიერების სულ უფრო მზარდი ტემპით განვითარების შემდეგ ხუხულასავით დაგვეშლება საკუთარი რწმენა და სასაცილოც შეიძლება გავხდეთ. yes.gif აი, ურწმუნოება მერე უნდა ნახო...

P.S. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, რომ ნუ შეიქმნი(თ) საკუთარ გონებაში ღმერთის ისეთი სახით რწმენას, რომელიც "საკუთარი ხელით" ქმნის ადამიანს ან რომელმაც მხოლოდ 7 000 წლის წინ შექმნა სამყარო და ა.შ. თუ არა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უცბად მიხვდე(თ) რომ სწორია მეცნიერების გამოკვლევების შედეგები, მთელი ძალით შეეჯახო(თ) რეალობას სამყაროს ასაკის და ბუნების შესახებ და ასეთ დროს შეიძლება ადგილი აღარ დარჩეს რწმენისათვის, რადგან მასში "იმ ღმერთის" ადგილი აღარ იქნება, როგორიც წარმოდგენილი გვყავდა. yes.gif

ღმერთმა გვაშოროს ასეთ დასასრულს... 2kiss.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი May 27 2008, 09:44 PM
პოსტი #390


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



უფალი სამგანზომილებაში არ "ფიქრობს"... ალბათ... unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 09:53 PM
პოსტი #391


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



ანუ სიკვდილი იყო ადრეთაც ხო? სანამ ადამი დაეცემოდა? რა დაეცა ვერ მივხვდი .. ბიბლიაში წერია ცოდვით შემოვიდა სიკვდილი..

და მეხუთე დღეს შექმნა ადამი არა? თუ მილიიიიონი წლის მერე?



თუ დასაწყიში არაა სწორი ბიბლია .. როგორ დავუჯერო დანარჩენს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 10:03 PM
პოსტი #392


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



[quote name=' გიორგი' post='323950' date='May 27 2008, 09:33 PM']
lodini.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 27 2008, 10:17 PM
პოსტი #393


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



აქ სიმართლე არ გაირკვევა, ამიტომ კამათი მაინც ვარაუდის დონეზე დარჩება.
რაც შეეხება მუტაციის სიჩქრეს....
ციტატა
რაც შეეხება მუტაციის სიჩქარის გამოთვლას, ეგ მხოლოდ ზღაპარია. მაგას ვერ გამოთვლი

5იანვრიდან 21 მაისამდე ადამიანმა ისეთი სწრაფი მუტაცია განიცადა, მეცნიერები და უბრალო საზოგადოებაც გაკვირვებული დატოვა მისი შედეგებით. ხოდა თუ ასე გაგრძელდა მალე ყველა მუტანტებად გადავიქცევით, (მაგრამ ნეტავ მართლა ასე თუ გონიათ თანამედროვე სეჩენოვებს? ეს ჩემი აზრია)


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 10:22 PM
პოსტი #394


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(abo @ May 27 2008, 10:17 PM) *

რაც შეეხება მუტაციის სიჩქრეს....

5იანვრიდან 21 მაისამდე ადამიანმა ისეთი სწრაფი მუტაცია განიცადა, მეცნიერები და უბრალო საზოგადოებაც გაკვირვებული დატოვა მისი შედეგებით. ხოდა თუ ასე გაგრძელდა მალე ყველა მუტანტებად გადავიქცევით, (მაგრამ ნეტავ მართლა ასე თუ გონიათ თანამედროვე სეჩენოვებს? ეს ჩემი აზრია)

მაგარი შედარებაა dagnebdit.giflaugh.gif laugh.gif laugh.gif


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი May 27 2008, 10:48 PM
პოსტი #395


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა( გიორგი @ May 27 2008, 09:33 PM) *

orthodox-georgia
შესავლისათვის ვიტყოდი რომ დედამიწის დღემდე არსებულ დათარიღებებს შორის გვხვდება ორი ძირითადი ასაკი:
1. დაახლოებით ხუთი მილიარდი წლის მახლობლობაში (ზუსტად: 4.54 მლრდ)
2. დაახლოებით შვიდი ათასი წლის განმავლობაში (უმეტესად სახელდება: 7604)

არ არსებობს არც ერთი მოსაზრება რომელიც დედამიწის ასაკს დაათარიღებდა ვთქვათ 500 000 ანდა ერთი-ორი მილიონი წლით.

ეს გამოწვეულია იმით, რომ რეალურად, მეცნიერული გამოთვლებით დასტურდება რომ დედამიწის ასაკი მართლაც 4.54 მილიარდი წელია, შესაძლებელია იყოს გარკვეული უზუსტობა, მაგრამ არა არსებითი, დაახლოებით +/- 20%. შეუძლებელია, რომ დედამიწის ასაკი იყოს თუნდაც ვთქვათ 300 მლნ წელი. ამის ფონზე დედამიწის ასაკის წარმოჩინება, როგორც 300 მლნ წელი არავის არ სჭირდება, რადგან მას არც მეცნიერული საფუძველი გააჩნია და კრეაციონისტული დათარიღებისგანაც (დაახლ. 7000 წელი) ძალიან შორს დგას. ამიტომ არავინ ლაპარაკობს დედამიწის ასაკზე, როგორც მხოლოდ რამოდენიმე მილიონი წლისაზე. რაც შეეხებათ კრეაციონისტებს, ისინი ცდილობენ, რომ დედამიწა 7000 წლის ასაკისად წარმოაჩინონ და ეს ვითომ მეცნიერულადაც დაამტკიცონ, მაგრამ რაც არ არის, არ არის... შეუძლებელს და აბსურდს ვერ დაამტკიცებ, მაგრამ კრეაციონისტების ამგვარმა მოღვაწეობამ გარკვეული მომხრეები შეიძინა და ერთი სიტყვით გაჩნდა დედამიწის ასაკის მეორე ტიპის თარიღი - დაახლოებით 7000 წელი, რომელიც "ძალისძალად" და "მექანიკურად" არის მიღებული. თუ არა, შენ რა გგონია, მეცნიერება იმდენად განუვითარებელია, რომ ამხელა დიაპაზონში ვერ ათარიღებს დედამიწის ასაკს და ზოგი ვერსიით 7000 ხოლო ზოგიერთი ვერსიით 4 540 000 000 წლისაა?!

კრეაციონისტების ამგვარი დამოკიდებულება ძირითადად განვითარდა აშშ-ში, რადგან პროტესტანტული სამყაროს გარკვეული ნაწილი (თანაც საკმაოდ დიდი) მხოლოდ წმინდა წერილს ეფუძნება და ისიც ბუკვალურად. იდეა, რომ დედამიწა და საერთოდ სამყარო მაინცდამაინც 7 ათასი წლის რომ უნდა იყოს ამერიკელი ქრისტეანების აგორებული ტალღაა და ყველანაირი საშუალებებით ცდილობენ მის გამართლებას.

არა... no.gif

ჯერ ერთი გადასამოწმებელია ვინ დათვალა გამოთავისუფლებული ჰელიუმის რაოდენობა და რა საშუალებით, ან საიდან იცის ურანის ზუსტი მარაგები დედამიწაზე... ეს ისე ზოგადად.

კონკრეტულად კი ზემოთ ხსენებული მეთოდი ითვალისწინებს მხოლოდ დღევანდელ პირობებს, ატმოსფეროს დღევანდელ მდგომარეობას და ა.შ. ჩვენ არანაირი წარმოდგენა არა გვაქვს როგორი იყო დედამიწა თუნდაც 200-300 მლნ წლის წინათ, ლაპარაკი არაა მილიარდობით წელიწადზე, თავისუფლად შესაძლებელია რომ გამოყოფილი ჰელიუმი სწრაფად დაფანტულიყო კოსმოსში მაღალი ტემპერატურის (კინეტიკური ენერგია) შედეგად (თუ წააგავდა დედამიწის ატმოსფერო ვენერისას +450C).

არსებობს სხვა ახსნაც, ვინაიდან და რადგანაც ჰელიუმი ძალიან მსუბუქი აირია, მისი უსწრაფესი მოლეკულები ცდილობენ დედამიწის გრავიტაციული ველის დაძლევას და კონცენტრირდებიან ატმოსფეროს ძალიან მაღალ ფენებში, ის ჰაერში ვერანაირად ვერ იქნება იმ რაოდენობით, რომ ჰაერი გაჯერდეს. ატმოსფეროს ძალიან მაღალ ფენებში, სადაც ტემპერატურის ხელახალი მატება იწყება საკმაო რაოდენობითაა ჰელიუმი.

ჯერ ერთი ხომ წარმოუდგენელია რომ ამდენი დათარიღებიდან ყველა ცდებოდეს ანდა რომ ერთნი 5 მილიარდს უთითებდნენ და მეორენი 7 ათასს, მაგრამ... მაგრამ... ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამგვარი კრეაციონისტული შეხედულებები, მხოლოდ დედამიწას კი არა, არამედ სამყაროს ათარიღებენ 7 000 წლით. ეს იმის ბრალია, რომ ისინი ჩიხში არიან შესულები, აბა რა უაზრობა გამოვა რომ დედამიწა მხოლოდ რამოდენიმე ათასი წლის იყოს და სამყარო კიდევ მილიარდობით წლის. არადა, როგორც ჩიხში შესვლას სჩვევია ერთ შეცდომას მეორე მოსდევს და ბოლოს აბსურდამდე მივდივართ, რომ თითქოს სამყაროც 7 000 წლისაა...

IPB-ს სურათი

ეს არის არის ორბიტალური ტელესკოპის "ჰაბლის" მიერ გადაღებული ფოტოელექტონული გამოსახულება, მასზე აღბეჭდილია გალაქტიკების გროვა სახელწოდებით Abel-2218, მანძილი სინათლის ობიექტებამდე წარმოადგენს 2*10^9 = 2 000 000 000 სინათლის წელს, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს, რომ გამოსახულება, რომელიც ფოტოგრაფიაზეა გამოსახული 2 მლრდ წლის წინათ გამოასხივა შესაბამისმა გალაქტიკამ და დღეს ჩვენ მას წარსულში ვხედავთ ანუ ისეთს, როგორიც 2 მლრდ წლის წინ იყო. თუ სამყარო სულ მცირე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) 2 მლრდ წლის წინ მაინც არ არსებობდა მაშინ როგორ დავინახავდით ობიექტებს ამხელა მანძილზე, რომლიდანაც დედამიწამდე მოღწევას ელექტრომაგნიტური ტალღა (ხილული სინათლე) მილიარდობით წელს უნდება?
ღმერთს ხელები არ გააჩნია და შესაბამისად ვერც შექმნიდა საკუთარი ხელით.
როგორ? შენ წარმოგიდგენია, რომ ღმერთი რომელმაც მრავალი მილიარდი სინათლის წელის ზომების სივრცე და მატერია შექმნა დედამიწაზე ჩამოვიდა, საკუთარი ხელით მოზილა თიხა ან მტვერი და ადამიანი ასე გამოძერწა? ანდა მილიონობით განსხვავებული სახის ცოცხალი ორგანიზმები სულ სათითაოდ შექმნა "საკუთარი ხელით"?

არავინ იცის "ღვთის ხელის" რეალური სახე და ის თუ, როგორ მუშაობს იგი. fiqri.gif

არა... no.gif
უბრალოდ გვინდა თუ არ გვინდა სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, სამყაროს (ან დედამიწის) 7 000 წლის ასაკზე და შესაბამისად აგებულ მსოფლმხედველობაზე არ უნდა დავაშენოთ საკუთარი რწმენა, თუ არა სიტუაციაში კარგად გარკვევის და მეცნიერების სულ უფრო მზარდი ტემპით განვითარების შემდეგ ხუხულასავით დაგვეშლება საკუთარი რწმენა და სასაცილოც შეიძლება გავხდეთ. yes.gif აი, ურწმუნოება მერე უნდა ნახო...

P.S. ჩემი მოკრძალებული რჩევა იქნებოდა, რომ ნუ შეიქმნი(თ) საკუთარ გონებაში ღმერთის ისეთი სახით რწმენას, რომელიც "საკუთარი ხელით" ქმნის ადამიანს ან რომელმაც მხოლოდ 7 000 წლის წინ შექმნა სამყარო და ა.შ. თუ არა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უცბად მიხვდე(თ) რომ სწორია მეცნიერების გამოკვლევების შედეგები, მთელი ძალით შეეჯახო(თ) რეალობას სამყაროს ასაკის და ბუნების შესახებ და ასეთ დროს შეიძლება ადგილი აღარ დარჩეს რწმენისათვის, რადგან მასში "იმ ღმერთის" ადგილი აღარ იქნება, როგორიც წარმოდგენილი გვყავდა. yes.gif

ღმერთმა გვაშოროს ასეთ დასასრულს... 2kiss.gif

ანუ აქედან დასკვნა-შესაქმე სისულელეა, ტყუილია, მითია და "თანამედროვე ქრისტიანისთვის" მიუღებელი!
მეთანხმები(თ)???


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 27 2008, 11:19 PM
პოსტი #396


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



orthodox-georgia
ციტატა
ანუ აქედან დასკვნა-შესაქმე სისულელეა, ტყუილია, მითია და "თანამედროვე ქრისტიანისთვის" მიუღებელი?
მეთანხმები?

არა, მე ეს არ მითქვამს... no.gif

უპირველეს ყოვლისა სანამ გავაგრძელებდე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ადამიანმა სწორი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისათვის სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს, არ შეიძლება ტყუილის აღიარება და მასზე რაიმეს დაფუძნება. არსებობს მეცნიერების სხვადასხვა დარგების უზუსტესი დასკვნები, რომელსაც უბრალოდ ვერსად გაექცევი.

ასტრონომია, ასტროფიზიკა და კოსმოლოგია ძალიან დამაჯერებლად, არგუმენტირებულად და მაღალი სიზუსტით იკვლევს სამყაროს, მის ასაკს, მაკროკოსმოსურ მოვლენებს. ეს ყველაფერი არც ვინმეს სასარგებლო პროპაგანდაა და არც რაიმე მიზნები გააჩნია გარდა ერთისა - შეიმეცნოს სამყაროს ბუნება. იქ ყველაფერი ექსპერიმენტების, ფორმულების, კომპლექსური მეთოდების და მრავალმხრივი არგუმენტაციის საშუალებით წყდება, ჰაერიდან მოტანილი არაფერია, ყველაფერი მაღალი სიზუსტით ხორციელდება და ფაქტიც სახეზეა - ადამიანი უკვე კოსმოსში გაფრინდა.

სამყაროს და დედამიწის (როგორც პლანეტის) ასაკი, რომ მრავალი მილიარდი წლით განისაზღვრება ამას წყალი არ გაუვა. ეს მრავალგვარად დასტურდება და ზოგიერთი ელემენტალური ნიუანსი სკოლის წიგნების დონემდე მარტივია. ამის არ აღიარება უბრალოდ უაზრობაა, საკუთარი თავის მოტყუება და იზოლაციაში მოქცევაა. ფაქტებს უბრალოდ ვერ გავექცევით მიუხედავად იმისა გვიხარია ეს თუ გვწყინს.

რაც შეეხება უშუალოდ დედამიწაზე სიცოცხლის ევოლუციურად განვითარებას, ამის არც დამტკიცება და არც უარყოფაა შესაძლებელი. ცოცხალი სამყაროს ევოლუციას შედარებით არა ზუსტი მეცნიერებები შეისწავლიან, ამიტომ იქ მათემატიკურ დონეზე რაიმეს დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ ევოლუციის თეორია არც სისულელეა, როგორც ზოგი ამას ამბობს და არც არგუმენტაციას მოკლებული, პირიქით ძალიან სერიოზული არგუმენტაციები გააჩნია (თუმცა მტკიცებულებები არა) თვითონ ფაქტი, რომ სამყარო და ჩვენი პლანეტა მილიარდობით წლისაა ნაწილობრივ საფუძველს უმზადებს ევოლუციას, მას ადასტურებს მრავალი ნაპოვნი ნაშთი, ძვლები, თავის ქალები, ადამიანის ნაკეთობები, მათი დათარიღების მეთოდები და ა.შ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ევოლუციის თეორიას ალტერნატივა არ გააჩნია. შეიძლება ესა თუ ის კონკრეტული მეცნიერი ცდილობს, რომ უარყოს ევოლუციის თეორიას მასში შეცდომების აღმოჩენით, მაგრამ საკუთარი ვერსია არავის არ გააჩნია, უბრალოდ ამბობენ რომ ამიტომ და ამიტომ ევოლუციის თეორია არაა მართალიო, თუმცა იმათი კრიტიკა სულაც არაა სავალდებულო, რომ მართალი იყოს.





ერთი სიტყვით ეს საკითხი ღიად დგას, ოღონდ საკმაო უპირატესობა ევოლუციის მხარესაა. yes.gif

ახლა, რაც შეეხება შესაქმეს... როდესაც ვინმე თავგამოდებით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ ღმერთმა მართლა ფიზიკურად თვითონ, საკუთარი ხელებით მოზილა თიხა/მტვერი და ასე გამოძერწა ადამიანი ბუნებრივია მიჩნდება კონტრ-კითხვა: რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა თიხა? მეცნიერების საკმაოდ სერიოზულ არგუმენტაციებს რომ თავი დავანებოთ, თვითონ ბიბლიის მიხედვით ღმერთი განკაცდა 2008 წლის წინ და მანამდე ღმერთს სად ჰქონდა ადამიანის მაგვარი ხელები რომ რაიმე მოეზილა? ძალიან მარტივია იმის მიხვედრა რომ შესაქმეში "სხვაგვარ ხელზეა" საუბარი, რომელიც შეიძლება ევოლუციაც იყოს ანდა ჩვენთვის საერთოდ უცნობი რამ, ყოველ შემთხვევაში ღმერთი, რომელმაც მთელი მაკროკოსმოსური სივრცე, მატერია, გალაქტიკათა გროვები და თვით დრო შექმნა, დედამიწაზე იმისთვის ნამდვილად არ ჩამოვიდოდა (არც დასჭირდებოდა ჩამოსვლა) ხელებით თიხაზე სამუშაოდ და ადამიანის გამოსაძერწად. აქვე დავუმატებდი, რომ იმავე შესაქმეში წერია რომ ღმერთმა შექმნა ყველა სხვა დანარჩენი ცოცხალი არსება, მათ შორის მცენარეები, არსად არაა აღნიშნული თუ რა მასალის საშუალებით შეიქმნა ისინი, ანუ რა გამოდის მასალა მხოლოდ ადამიანს სჭირდებოდა? არაა, ასე მარტივად საქმე... ძალიან ძნელი აღსაქმელი და გასაცნობიერებალია რას ნიშნავს "ღმერთმა შექმნა" ...არავინ არ იცის თუ როგორ შექმნა ღმერთმა ცოცხალი სამყარო, ამიტომ არაა საჭირო ზედმეტი, ტენდენციური და ცალსახა ნიუანსების გამოკიდება. მართალია თუ არა ამისდა მიუხედავად ევოლუციის თეორია შეურაცხყოფას ნამდვილად არ იმსახურებს... ეს იმდენი ფაქტის უარყოფას ნიშნავს, რომ საკუთარ თვალებში ნახარის შეყრა იქნებოდა.


მე ვიტყოდი, რომ უდავოდ მოხდა მაკროკოსმოსური ევოლუცია და შეიძლება მოხდა ცოცხალი სამყაროს ევოლუცია ან არ მომხდარა, მაგრამ მორწმუნე ადამიანი არც ერთ მხარეს არ უნდა დადგეს, ეს მეცნიერების საქმეა, ვნახოთ რა იქნება...

P.S. შესაქმე ძალიან კარგად გადმოსცემს სამყაროს შექმის თანამიმდევრობას, ძირითად ასპექტებს, იმას რომ ის მუდმივი არაა, დროში იცვლება და ა.შ.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 11:32 PM
პოსტი #397


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



და იქნებ არც შეუქმნია ღმერთს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი May 27 2008, 11:33 PM
პოსტი #398


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



constantine
ციტატა
და იქნებ არც შეუქმნია ღმერთს?

ეს რწმენის საკითხია. ამის დამტკიცება ან უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია. no.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
constantine
პოსტი May 27 2008, 11:35 PM
პოსტი #399


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 139
რეგისტრ.: 8-December 07
წევრი № 3,380



და თუ ბიბლიაში ზოგი რაღაცა არაა სწორი როგორ ვენდოთ დანარცენს?

პროსტა დავიჯეროთ? ესე 10 წელში კაციშვილი არ მივა ეკლესიაში. (თუ მეცნიერება შემოვა სკოლებში)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 27 2008, 11:35 PM
პოსტი #400


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



constantine
აბა კოოცერვატებიდან შეიქნა?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

29 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th July 2025 - 11:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE