![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#481
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Freethought
ციტატა ქრისტიანული ღვთისმეტყველება ღმერთის ყოვლისშემძლეობას ამტკიცებდა ახლაც ამტკიცებს. ევოლუციის თეორია ძალიან კარგად ჯდება ქრისტეანულ თეოლოგიაში. ციტატა ახლა კი გამოდის რომ ღმერთი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში "მოთელვას" ატარებდა, რათა ადამიანი შეექმნა. ეს მის ყოვლისშემძლეობას და ადამიანის ცენტრალურობას სულაც არ ეწინააღმდეგება. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ 13.7 მლრდ წელი (სივრცედროითი კონტინიუმის ასაკი), 4.54 მლრდ წელი (ჩვენი პლანეტის ასაკი) და მითუმეტეს 200 ათსი წელი (ჰომოსაპიენსის ასაკი) დიდი დროა? ხანგრძლივ პერიოდზე გვაქვს ლაპარაკი? სულაც არა... ![]() დავიწყოთ იმით, რომ დროის ვექტორი არის ადამიანის აღქმა, აფიქსირებს რა უკვე შექმნილ სივრცედროით სტრუქტურაში, მეოთხე განზომილების ორ წერტილს, იღებს პირობით მიმართულებას და ამ სიდიდეს აღრიცხავს რაიმე მუდმივი პერიოდით. (დედამიწის ერთი ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო) შემდეგ მას ადარებს საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას და ეს რიცხვები "დიდად" ეჩვენება. თუმცა ეს კიდევ არაფერი, ჩვენთვის ძალიან რთული აღსაქმელია მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და ა.შ. განზომილებები, მითუმეტეს მათი ფიზიკური ბუნება. სიტყვაზე ხუთგანზომილებიან სამყაროს მათემატიკურ მოდელში არსებობს დროის სიბრტყე და არა დროის წრფე. დროის სიბრტყეზე უამრავი ალტერნატიული თაიმლაინის გავლება შეიძლება. ექვსგანზომილებიან სამყაროს მათემატიკურ მოდელში კი არსებობს მეტრული სივრცე და დროის სივრცე ანუ სივრცე სივრცეში. ინტელექტუალური სუბსტანცია (პირობითად: ღმერთი), რომელსაც 6 განზომილების აღქმა შეუძლია სულ სხვა წარმოდგენის იქნება ჩვენებურ "დროზე", უფრო მეტიც, მისთვის არა მარტო წარსული აწყმო და მომავალი იქნება ერთდროულად აღქმადი, არამედ თვით ყველა ალტერნატიული მომავალი. ასეთ ჰიპერმეტრიული სამყაროს აგებულების პირობებში საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს მილიარდობით წლები, უფრო მეტიც დროის ფაქტორი არც მოქმედებს. ღმერთმა ისე მოაწყო სამყარო, რომ ადამიანს დროის აღქმის საშუალება მისცა, ამ განზომილებაში მყოფმა დამკვირვებელმა (ადამიანმა) აღიქვა, რომ არსებული სივრცედროითი-სტრუქტურა იმდენი ხნის ყოფილა, რამდენი ხანიც სჭირდება დედამიწას, რომ 13.700.000.000 გარემოქცევა გააკეთოს მზის გარშემო, მაგრამ ამაზე უფრო დიდი რეალობა შესაძლოა აღმოჩნდეს ის, რომ ეს 13.700.000.000 გარემოქცევა მთლიანი ერთდროულობის ნაწილია და ღმერთს არც კი დაუხარჯია ე.წ. "დრო" მის განსახორცილებლად. იმისათვის, რომ სამყაროს ჰიპერსივრცითი აგებულება ბოლომდე გაიგო forum.ge-ს ეს ეს ჩემი პოსტი ნახე, იქვეა ვიდეოლექცია youtube-ზე. ამ ლინკის გარეშე გაგიჭირდება გაგება. ამის შემდეგ წაიკითზე ქვედა კომენტარები: პოსტი და ვიდეოლექცია ციტატა თეორია, რომელსაც შენ გვთავაზობ, დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ყველა მონოთეისტურ რელიგიაში არსებულ წარმოდგენას ღმერთის შესახებ. რელიგიური წარმოდგენა იმაზე, რომ ადამიანი არის ბუნების ცენტრალური ფიგურა და ღმერთის სურვილია განსაკუთრებული ურთიერთობა იქონიოს ადამიანებთან (მცნებების დაცვა, ლოცვა, საეკლესიო ლიტურგია, მსხვერპლის შეწირვა და ა.შ.) ბათილდება ევოლუციის თეორიით. თუ ევოლუციის პროცესს ღმერთი მართავდა (ევოლუციისათვის არ არის საჭირო არავითარი დამატებითი წარმმართველი ძალა გარდა ბუნებრივი სელექციისა, მაგრამ დავუშვათ ღმერთის ჰიპოთეზა), მაშინ გამოდის რომ მისთვის ადამიანი მისი შემოქმედების მხოლოდ ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. სხვა შემთხვევაში ღმერთს აზრად არ მოუვიდოდა ადამიანი ("მსგავსი და ხატი") შვიდი მილიონი წლის განმავლობაში ცივილიზაციის უდაბლეს საფეხურზე გაეჩერებინა და მხოლოდ 6000 წლის წინ მიეცა მისთვის ბიბლია. ეს შენი სურვილია, რომ ევოლუციის თეორია რელიგიას აბათილებდეს თუ შენი რწმენა? ღმერთს სივრცედროითი სტრუქტურის შესაქმნელად დრო არ დაუხარჯავს, რადგან თვითონ არის დროის ავტორიც, მოქმედებდა რა რამოდენიმე ხარისხით მაღალ განზომილებაში. თავისთავად აბსურდი გამოდის არა, რომ ღმერთმა სამყაროს შექმნაზე დრო დახარჯა, მაშინ როდესაც თვითონ სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ წარმოადგენს სივრცედროით სტრუქტურას. განა ასე არ არის? ![]() ღმერთმა შექმნა ადამიანი მისთვის დროის ერთდროული აღქმის პირობებში, ადამიანისთვის კი მისი გავლადობის აღქმის უნარით. ამიტომ საერთოდ მათემატიკური ნონსენსია იმაზე ლაპარაკი, რომ ევოლუციას დრო დასჭირდა და რომ ადამიანის შექმნა მოგვიანებით გადაწყდა. ადამიანმა მიიღო ძველი აღთქმა 4000 წლის წინ (როცა მას დასჭირდა) და ახალი აღთქმა 2000 წლის წინ (როცა მას დასჭირდა), მაგრამ ახალი აღთქმაც და ძველი აღთქმაც არსებობდა ადამიანის შექმნამდე. ციტატა სამყაროს სტრუქტურას რაც შეეხება: ის რომ სხვანაირი ყოფილიყო, მაშინ ადამიანი არც კი იარსებებდა. რა თქმა უნდა... ![]() ციტატა ის რომ ჩვენ ვარსებობთ სრული შემთხვევითობა შეიძლება იყოს (დაბნელების, გამყინვარების, კონტინენტების გაყოფის და ა.შ. შედეგი) და აქედან გამომდინარე ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ჰიპოთეზა უალტერნატივო არაა. სრული შემთხვევითობა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევითობის ალბათობა არის ძალიან მცირე, მიზერულად მცირე, ამიტომ ობიექტური ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თეორია უალტერნატივო არაა, მაგრამ ალტერნატიულ ჰიპოთეზებთან შედარებით ბევრად უფრო საფუძვლიანია. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#482
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ციტატა სრული შემთხვევითობა შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევითობის ალბათობა არის ძალიან მცირე დამოკიდებულია სამყაროს განვითარების სცენარზე.... ალბათობა ძალიან დიდია, თუ ინფლაციური მოდელი მუშაობს ან მრავალგანზომილებიანი სამყაროს მოდელი... თუმცა ყველა შემთხვევაში დარჩება კითხვა:რატომ არსებობს ასეთი კანონი, რომელიც ამის შესაძლებლობას იძლევა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
გიორგი |
![]()
პოსტი
#483
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ურანის იზოტოპის U-235 მეთოდი საერთოდ რამდენადაც მე ვიცი ძალიან დიდი ასაკის მქონე ობიექტების დათარიღებისას რადიოაქტიური ელემენტების half-life (ნახევარდაშლა? ნახევარ-სიცოცხლე?) პერიოდის ციკლს იყენებენ. ურან-235 და მგონი პლოტონიუმ-239, როდესაც გამოიყოფა რა არის და გარდაიქმნება ტყვიად... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
Freethought |
![]()
პოსტი
#484
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 ![]() |
ამას არც ეწინააღმდეგება ის, რომ ღმერთმა თუ ევოლუცია აირჩია და მილიარდობით წლები ალაგებდა სამყაროს, ე.ი. ის ყოვლისშემძლე არაა...ღმერთს საერთოდ არენა არ ესაჭიროება რომ ვინმეს ყოვლისშემძლეობა უმტკიცოს და ეს არენა არც სამყარო და ადამიანია. ის ადამიანს და სამყაროს ქმნის სიყვარულიტ და არა ჟინით - ეს ღვთისმეტყველების ძირეული ფუნდამენტია, და მასთან მისი არჩევანი არანაირად არ მოდის წინააღმდეგობაში. ასე იქნებოდა, რომ ვიცოდეთ, რომ ღმერთმა სამყაროს შექმნისას ჩადო პრეამბულა - ნახეთ, რომ მე ყოვლისშემძლე ვარ. მაგრამ ღმერტმა სამყაროში ჩადო სულ სხვა: მე სიყვარული ვარ. რაც შეეხება ამას ადამიანს მისცა თავისუფალი ნება და ნება განვითარებულიყო... ის პირველყოფილი შენ რატომღაც უბედრი გგონია, მაგრამ ასე გგონია დღევანდელი გადასახედიდან, ისევე, როგორც ჩვენ ვეგონებით 1000 წლის შემდეგ არსებულ ადამიანებს. არგუმენტი არაა ეგ ქრისტიანული ღვთისმეტყველებაც ამას ამბობს - ეს იყო თავისუფალი ნება ღვთისა ღმერთის მოქმედება ლოგიკურად გაუგებარია, თუკი იგი მილიარდობით წელი "სამყაროს ალაგებდა." ქრისტიანობას (ისევე როგორც სხვა მონოთეისტურ რელიგიებს) აქვს კონკრეტული წარმოდგენა ღმერთის, მისი თვისებების და ხასიათის შესახებ. ევოლუცია არ ჯდება ამ წარმოდგენაში. სწორედ ამაზე ვდაობ და არა იმაზე არსებობს თუ არა ღმერთი. ამიტომ მოვიყვანე დეისტური ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ღმერთი არსებობს და შექმნა სამყარო, მაგრამ ადამიანების საქმეებში არ ერევა. განმანათლებლობის ეპოქის ბევრი მოაზროვნე, მაგალითად ვოლტერი იყო დეისტი, რადგან XVIII საუკუნეში დარვინის თეორია ჯერ კიდევ არ არსებობდა და სამყაროს და ადამიანის წარმოშობას რამე სხვა მიზეზს, გარდა ღმერთის შესაქმისა ვერ უძებნიდნენ. თუ ღმერთი არსებობს მაშინ ის არ უნდა იყოს ებრაულ-ქრისტიანული ღმერთი, რომელმაც ადამიანი "მსგავსად და ხატად თვისა" შექმნა და ეჭვიანობას და მრისხანებას განიცდიდა, როცა მის მიერ შექმნილი ადამიანი სხვა ღმერთებს (კერპებს) სცემდა თაყვანს. სხვა შემთხვევაში პირველყოფილი ადამიანის წარმართობის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებდა პირველყოფილი ადამიანი უბედური არ მგონია, უბრალოდ მიკვირს რომ შვიდი მილიონი წლის განმავლობაში ღმერთის ყურადღება ვერ დაიმსახურა. დიდი გაუგებრობაა ფრაზა რომ "ღმერთმა ევოლუცია აირჩია და სამყაროს ალაგებდა." ევოლუციის თეორიაში გადამწყვეტი ისაა, რომ ევოლუციას არ სჭირდება არავითარი გარე წარმმართველი ძალა როგორიცაა ღმერთი. ევოლუციის თეორია ხსნის ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის წარმოშობას ისე რომ ღმერთის ფაქტორის გათვალისწინება საჭირო არ ხდება. რასაც შენ ამბობ არის იგივე ვინმემ რომ ამტკიცოს რომ თვითმფრინავი არის ყველა ფიზიკური კანონის გათვალისწინებით აწყობილი და ამიტომ სწორად მოქმედი მანქანა, მაგრამ მიუხედავად ამისა სჭირდება ღმერთი ან რაიმე ზებუნებრივი ძალა რათა იფრინოს. |
Freethought |
![]()
პოსტი
#485
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 216 რეგისტრ.: 14-August 07 წევრი № 2,603 ![]() |
ციტატა ახლაც ამტკიცებს. ევოლუციის თეორია ძალიან კარგად ჯდება ქრისტეანულ თეოლოგიაში. ეს რომ მართლა ესე იყოს, კრეაციონიზმი საერთოდ არ იარსებებდა. ციტატა ეს მის ყოვლისშემძლეობას და ადამიანის ცენტრალურობას სულაც არ ეწინააღმდეგება. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ 13.7 მლრდ წელი (სივრცედროითი კონტინიუმის ასაკი), 4.54 მლრდ წელი (ჩვენი პლანეტის ასაკი) და მითუმეტეს 200 ათსი წელი (ჰომოსაპიენსის ასაკი) დიდი დროა? ხანგრძლივ პერიოდზე გვაქვს ლაპარაკი? სულაც არა... ![]() რა თქმა უნდა დიდი დროა 6000 წელთან შედარებით. ციტატა დავიწყოთ იმით, რომ დროის ვექტორი არის ადამიანის აღქმა, აფიქსირებს რა უკვე შექმნილ სივრცედროით სტრუქტურაში, მეოთხე განზომილების ორ წერტილს, იღებს პირობით მიმართულებას და ამ სიდიდეს აღრიცხავს რაიმე მუდმივი პერიოდით. (დედამიწის ერთი ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო) შემდეგ მას ადარებს საკუთარი სიცოცხლის ხანგრძლივობას და ეს რიცხვები "დიდად" ეჩვენება. მე მონოთეისტური რელიგიის წარმოშობის დრო შევადარე ადამიანის წარმოშობის დროს. საქმე არ ეხება იმას "დიდია" თუ არა ევოლუციის პროცესისთვის საჭირო დრო. ლაპარაკია შედარებაზე ადამიანის არსებობის დროსა (7-8 მილიონი წელი) და ადამიანის ღმერთთან "თანაარსებობის" (რამდენიმე ათასი წელი) დროს შორის. ციტატა თუმცა ეს კიდევ არაფერი, ჩვენთვის ძალიან რთული აღსაქმელია მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და ა.შ. განზომილებები, მითუმეტეს მათი ფიზიკური ბუნება. სიტყვაზე ხუთგანზომილებიან სამყაროს მათემატიკურ მოდელში არსებობს დროის სიბრტყე და არა დროის წრფე. დროის სიბრტყეზე უამრავი ალტერნატიული თაიმლაინის გავლება შეიძლება. ექვსგანზომილებიან სამყაროს მათემატიკურ მოდელში კი არსებობს მეტრული სივრცე და დროის სივრცე ანუ სივრცე სივრცეში. ინტელექტუალური სუბსტანცია (პირობითად: ღმერთი), რომელსაც 6 განზომილების აღქმა შეუძლია სულ სხვა წარმოდგენის იქნება ჩვენებურ "დროზე", უფრო მეტიც, მისთვის არა მარტო წარსული აწყმო და მომავალი იქნება ერთდროულად აღქმადი, არამედ თვით ყველა ალტერნატიული მომავალი. ასეთ ჰიპერმეტრიული სამყაროს აგებულების პირობებში საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს მილიარდობით წლები, უფრო მეტიც დროის ფაქტორი არც მოქმედებს. ეს კარგად ვერ გავიგე. თუ დროის ფაქტორი არ მოქმედებს, გამოდის რომ იმის გაანგარიშებას რა იყო ხუთი წლის წინ და განსხვავებას იმისგან რაც ხუთი დღის წინ მოხდა აზრი არა აქვს, რადგან ყველაფერი ხუთ ან ექვსგანზომილებიან სამყაროში ხდება რომელთაც დროის ჩვენი ცნება არ მიესადაგებათ. მაშინ საკითხავია დროის გაანგარიშება საერთოდ რატომ ხდება? |
ზვარე |
![]()
პოსტი
#486
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 286 რეგისტრ.: 15-February 08 წევრი № 3,936 ![]() |
ახლა დავუბრუნდეთ კრეაციონიზმს... განა ქრისტეანობა სწორედ რომ კრეაციონიზმს არ აღიარებს? ქრისტიანული ღვთისმეტყველება ღმერთის ყოვლისშემძლეობას ამტკიცებდა, ახლა კი გამოდის რომ ღმერთი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში "მოთელვას" ატარებდა, რათა ადამიანი შეექმნა. თეორია, რომელსაც შენ გვთავაზობ, დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ყველა მონოთეისტურ რელიგიაში არსებულ წარმოდგენას ღმერთის შესახებ. რელიგიური წარმოდგენა იმაზე, რომ ადამიანი არის ბუნების ცენტრალური ფიგურა და ღმერთის სურვილია განსაკუთრებული ურთიერთობა იქონიოს ადამიანებთან (მცნებების დაცვა, ლოცვა, საეკლესიო ლიტურგია, მსხვერპლის შეწირვა და ა.შ.) ბათილდება ევოლუციის თეორიით. თუ ევოლუციის პროცესს ღმერთი მართავდა (ევოლუციისათვის არ არის საჭირო არავითარი დამატებითი წარმმართველი ძალა გარდა ბუნებრივი სელექციისა, მაგრამ დავუშვათ ღმერთის ჰიპოთეზა), მაშინ გამოდის რომ მისთვის ადამიანი მისი შემოქმედების მხოლოდ ერთ-ერთი და არა ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. სხვა შემთხვევაში ღმერთს აზრად არ მოუვიდოდა ადამიანი ("მსგავსი და ხატი") შვიდი მილიონი წლის განმავლობაში ცივილიზაციის უდაბლეს საფეხურზე გაეჩერებინა და მხოლოდ 6000 წლის წინ მიეცა მისთვის ბიბლია. სამყაროს სტრუქტურას რაც შეეხება: ის რომ სხვანაირი ყოფილიყო, მაშინ ადამიანი არც კი იარსებებდა. ადამიანის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ცხოველის წარმოშობა უკავშირდება დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ პირობებს და სულ მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია პროცესებს სულ სხვა მიმართულება მისცეს. მაგრამ მთავარი ისაა რომ ადამიანის წარმოშობა არის არის არანაირი ბუნებრივი აუცილებლობა. ის რომ ჩვენ ვარსებობთ სრული შემთხვევითობა შეიძლება იყოს (დაბნელების, გამყინვარების, კონტინენტების გაყოფის და ა.შ. შედეგი) და აქედან გამომდინარე ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ჰიპოთეზა უალტერნატივო არაა. ნება მიბოძეთ ''ახლადწარმოქმნილი'' ''ქრისტიანული ევოლუციონიზმის'' წარმომადგენლის წმ. გრიგოლ ნოსელის მოსაზრება გადმოგცეთ. ნისის ეპისკოპოსის თანახმად ღმერთმა თავდაპირველად პირველსაწყისები - ''ლოგოსები'' შექმნა და სამყაროს განვითარების საშუალება მისცა .... სწორედ ისევე როგორც ადამიანს მიანიჭა თავისუფალი ნება. http://mission-center.com/inside.html?pid=1181570451266960 ისე ევოლუცია ძალიან კარგი სიტყვაა, მაგრამ ხომ ვერ ამიხსნით რას ნიშნავს, განვითარებას ხომ არა? ![]() ![]() -------------------- მახლობელ არს ჩემდა ერი ესე პირითა მათითა და ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორს განშორებულ არიან ჩემგან
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#487
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Freethought
ციტატა ეს რომ მართლა ესე იყოს, კრეაციონიზმი საერთოდ არ იარსებებდა. არა ხარ მართალი. ![]() ჯერ განვმარტოთ კრეაციონიზმი: Creationism is the religious belief that humanity, life, the Earth, and the universe were created in their original form by a deity. კრეაციონიზმი არის რელიგიური რწმენა, რომ კაცობრიობა, სიცოცხლე, დედამიწა და სამყარო შექმნილია თავისი პირველსაწყისი ფორმით ღვთაების მიერ. კრეაციონიზმის განმარტება საერთოდ არ ეხება მეთოდს და ფორმას თუ როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო: სპონტანურად, ევოლუციით, 7 ათას თუ 7 ტრილიონ წელიწადში, დროში შემოსაზღვრულ პერიოდში თუ დროის მიღმაიერი სუპერპროცესებით. უფრო მეტიც, კრეაციონიზმი არის რელიგიური რწმენა, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა და არა მეცნიერება, რომელიც რატომღაც იგივე სახელს ატარებს. "კრეაციონიზმის" ის პერიფრაზირებული სახე, რომელიც წარმოადგენს ვითომ მეცნიერებას, რომლის მიხედვითაც სამყარო 7.000 წლის არის "ფსევდომეცნიერება" და რელიგიური შეზღუდულობა, რომელიც უკიდურეს პროტესტანტული სამყაროს წიაღში წარმოიშვა და ეფუძნება უკიდურეს "ბუკვალიზმს", რომლის მიხედვითაც სამყარო პირდაპირი გაგებით 7 დღე-ღამეში შეიქმნა და შემდეგ რამოდენიმე ათასი წელი იარსება, მაგრამ ამგვარი დამოკიდებულების მქონე ხალხი თვითონ თეოლოგიაში აწყდება პრობლემებს, რადგან აპოკალიფსის განხორციელება უნდა მოხდეს მე-8 დღეს და თუ კი ეს ყველაფერი პირდაპირ უნდა გავიგოთ მაშინ გამოდის რომ სამყაროს 8 დღე უნდა ეარსება, მაგრამ ფაქტია რომ თვითონ ბიბლიის მიხედვითაც სამყარო 8 დღის არ არის, მაშასადამე არც მისი შექმნა მომხდარა 7.000 წლის წინ. ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას უკიდურეს კრეაციონიზმს ანუ "ექსტრემალურ კრეაციონიზმს" ვეძახით. ![]() პირადად მეც ჩემი თავი კრეაციონისტად მიმაჩნია, რადგან სამყაროს ღმერთის შექმნილად მივიჩნევ. ციტატა რა თქმა უნდა დიდი დროა 6000 წელთან შედარებით. რატომ არის დიდი დრო 6.000 წელიწადთან შედარებით თუ მას უსასრულობასთან მიმართებაში განვიხილავთ? lim13.7*10^9/t = 0 როცა t---> +00 lim6000/t = 0 როცა t---> +00 ორივე დამოკიდებულების ზღვარი 0-ია თუ t განუზღვრელია და თუ t განსაზღვრულია მაშინ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ დროის პერიოდის მნიშვნელობა მისი შექმნიდან Big Bang-მდე ეს კი მათემატიკური ნონსენსია. ციტატა საქმე არ ეხება იმას "დიდია" თუ არა ევოლუციის პროცესისთვის საჭირო დრო. ლაპარაკია შედარებაზე ადამიანის არსებობის დროსა (7-8 მილიონი წელი) და ადამიანის ღმერთთან "თანაარსებობის" (რამდენიმე ათასი წელი) დროს შორის. ჩვენ არ შეგვიძლია შევადაროთ ორი პერიოდი ერთმანეთს, სანამ არ გავიგებთ სამყარო "ჩაკეტლია" თუ "ღია". ჩვენთვის ფარდობა: 7*10^6/7000=1000 აბსოლუტურად არაფრის მომცემია, რადგან მანამ სანამ ადამიანში ინდივიდუალური ცნობიერება (პირ: სული) გაჩნდებოდა მას დროის აღქმა არ გააჩნდა. დროს მხოლოდ შემოქმედი ინტელექტი (პირ: ღმერთი) აღიქვამდა, მისთვის კი დრო არ არსებობს.(არ უნდა არსებობდეს) ციტატა თუ დროის ფაქტორი არ მოქმედებს, გამოდის რომ იმის გაანგარიშებას რა იყო ხუთი წლის წინ და განსხვავებას იმისგან რაც ხუთი დღის წინ მოხდა აზრი არა აქვს აქვს, მაგრამ მხოლოდ ადამიანისათვის, რადგან დროის ვექტორი მისი აღქმაა და საკუთარ აღქმაში მას სჭირდება ერთმანეთისგან განაცალკევოს გუშინდელი და დღევანდელი, აქ მყოფი და იქ მყოფი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ პირობითად შეიძლება ჩავთვალოთ. ამით ჩვენ ვერ აღვწერთ მთლიან სამყაროს და მის სურათს. დაუკვირდი, ამბობ რომ სამყარო 13.7 მლრდ წლისაა, მე გეკითხები რა იყო 20 მლრდ წლის წინ? მათემატიკურად გამოდის -6.3 მლრდ წელი. ჩვენი ცოდნის მიხედვით დრო უარყოფითი ვერ იქნება, მაგრამ სამყაროს ასაკი მეტ-ნაკლებად სწორია თუ გაფართოების ტემპს და Big Bang-ის რელიქტური გამოსახულების მიხედვით ვიმსჯელებთ. ე.ი. მივედით დასკვნამდე, რომ 20 მლრდ წლის წინანდელი დრო არ არსებობდა. უფრო უცნაური კითხვა თვითონ მე მაქვს საკუთარ თავთან: იარსებებს კი 20 მლრდ წლის შემდგომი პერიოდი? (ლაპარაკი არაა, დედეამიწაზე, მზეზე ან რომელიმე გალაქტიკაზე, თვითონ დრო თუ იარსებებს?!) ე.ი. დროის "ჩაკეტილობა" და "ჩაუკეტავობაც" პრობლემატური საკითხია. ციტატა ყველაფერი ხუთ ან ექვსგანზომილებიან სამყაროში ხდება რომელთაც დროის ჩვენი ცნება არ მიესადაგებათ. ეს არის ჰიპოთეზები. რატომ 5 ან 6? ![]() არსებობს 11-განზომილებიანი სამყაროს მოდელიც. ![]() და პასუხი კითხვაზე: ციტატა საკითხავია დროის გაანგარიშება საერთოდ რატომ ხდება? არის ცალსახა: პრაქტიკული მიზნებისთვის და არა სამყაროს აბსოლუტური აღწერისათვის. უბრალოდ ერთს გეტყვი, რომ თვითონ სივრცეში უსასრულობაც პირობითია, რადგან ეს არის დღევანდელი მათემატიკური აზროვნების ნაყოფი (რაციონალური რიცხვების უსასრულობის გამო) და რეალურად ჩვენ ისიც არ ვიცით აქვს თუ არა აზრი კითხვას რა არის: 300*10^15 (სამასი კვადრილიონი) სინათლის წლის იქით, რადგან ისიც არ ვიცით ამ მანძილს ფიზიკური აზრი აქვს თუ არა... ეს კი თავდაყირა აყენებს სამყაროს ჰიპერმეტრიას... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#488
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
Freethought
ციტატა თუ ღმერთი არსებობს მაშინ ის არ უნდა იყოს ებრაულ-ქრისტიანული ღმერთი, რომელმაც ადამიანი "მსგავსად და ხატად თვისა" შექმნა და ეჭვიანობას და მრისხანებას განიცდიდა, როცა მის მიერ შექმნილი ადამიანი სხვა ღმერთებს (კერპებს) სცემდა თაყვანს. სხვა შემთხვევაში პირველყოფილი ადამიანის წარმართობის წინააღმდეგ რამეს მოიმოქმედებდა ბიბლიური ანუ "იუდეო-ქრისტენული ღმერთი" სრულიად დასაშვებად მიმაჩნია, რომ არსებობდეს. ![]() "ხატად და მსგავსად"... ძალიან საინტერესოა... მსგავსად კიდევ გასაგებია, ადამიანი შეიძლება თვისობრივ მსგავსებაში იყოს ღმერთთან, მაგრამ რას უნდა ნიშნავდეს ხატად, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ძვ. აღთქმა არც კი ცნობს შემოქმედი ღმერთის ვიზუალურ სახეს. (ეს ახალი აღთქმის და მაცხოვრის სახის იკონოგრაფირების შემდგომი ნაწილია) ივარაუდება, რომ ეს ნიშნავს თავისუფალ ნებას ადამიანისას, გააკეთოს ინდივიდუალური არჩევანი, რომელშიც არავინ ერევა. სწორედ ამიტომ არ მოიმოქმედებდა რაიმე გლობალურს ადამიანის წარმართობის ან თუნდაც სხვა რამ გადახვეული საქციელის გამო, რადგან ეს ადამიანის არჩევანი იყო, მისი გლობალური შეზღუდვა კი ადამიანს არჩევანს წაართმევდა ანუ აღარ იქნებოდა ღვთის ხატება. ეჭვიანობა და განრისხება კი ძალიან პირობითია. ეს ღმერთის რეალურ განცდებზე უფრო მეტად ადამიანის თვალით დანახული და ენით აღწერილი განცდების გამოვლინებაა, როგორც ადამიანი (სუპერინტელექტი შინაურ ცხოველთან შედარებით) ჯოხით ცემს ძაღლს მოსათვინიერებლად, ძაღლს დარტყმა ტკივა და "მის ენაზე" ყეფს, მაგრამ ეს სულაც არ არის კაცობრიობის ბოლო სიტყვა და საბოლოო მიღწევა. (ასევე სისულელეა იმის მტკიცებაც, რომ ძაღლი ტყუილა ყეფს) -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#489
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გიორგი
ზოგადად, არა მარტო ურანის მეთოდი გამოიყენება, არამეტ, ყველა იმ რადიოაქტიური ნივთიერების 1. რომელთა ნახევარდაშლის პერიოდი დროის სკალაზე დიდია 2. რომლებიც გვხვდებიან ამა თუ იმ საკვლევ "არეალში" -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Delusion |
![]()
პოსტი
#490
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 121 რეგისტრ.: 2-December 08 წევრი № 6,046 ![]() |
-------------------- Faith means not wanting to know what is true. - Friedrich Nietzsche
|
Adam |
![]()
პოსტი
#491
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 666 რეგისტრ.: 14-January 09 წევრი № 6,289 ![]() |
მე პირადად მაგათი უფრო მჯერა..
-------------------- "ღმერთი კამათელს აგორებს"
|
poligloti |
![]()
პოსტი
#492
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 23-May 09 მდებარ.: kazbegi-Tbilisi წევრი № 7,022 ![]() |
მე არ ვარ რელიგიური მაგრამ მრწამ რომ ღმერთმა შექმნა მთლიანი სამყარო და იქმნება კიდეც.
ათეისტებმა კი უნდა დამისაბუთონ ის არ არსებობა რომ ფაქტია თუ ვერ დაასაბუთებენ უნდა ეძიონ ისევ და ისევ . ბევრი რამ გასაგებია ამ ფორუმში ... როგორ ფიქრობენ დღევანდელი სამღვდელეობა ამ თემასთან დაკავშირებით თუ როგორ აფასებ ბიბლია დედამიწის შექმნაზე მეცნიერულ გამოკვლევაზე ... ბიბლიიდან წერია რომ 6 დღეში შეიქმნა და 7-დღეს დაისვენა ... მეცნიერები კი რამოდენიმე მილიარდობის აღწერენ ... პასუხს ველოდები |
guest |
![]()
პოსტი
#493
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
poligloti
ციტატა პასუხს ველოდები წაიკითხე წინა გვერდები და იქ ნახავ პასუხს. პ.ს. გარდა ამისა, ფორუმზე არის გვლოვა გარდაცვლილი ფორუმელის გამო და ნუ შექმნი აქ ჰეკტიკას. მადლობთ. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#494
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვინაიდან ამ ბოლო დროს ექსტრემალური კრეაციონიზმის მსხვერპლად მომაქვს თავი
![]() ![]() ამ მცირე ხნის წინ მიმიწვიეს საპატრიარქოს ტელევიზიაში, რომ ჩავეწერე გადაცემაში "საუბრები სტუდიაში" გადაცემა ჩაიწერეს, საკითხი ეხებოდა ადამიანის როლს სამყაროს გააზრების საკითხში. გადაცემა კი ჩაიწერეს და აჩვენეს 4-ჯერ, მაგრამ ბოლო ორი გაშვების წინ ვინმე ტიტანმა ცენზორმა რაღაც თავისი ტიტანური ტვინით ვერ გადახარშა და ამოჭრეს რამდენიმე რამ. ერთი იყო, სადაც სამყაროს წლოვანება რამდენიმე ათასს არ უდრის - ვახსენე და მეორე რენე დეკარტე ვახსენე თავისი ცნობილი გამონათქვამით: კოგიტო ერგო სუმ რა არ მოეწონათ არ ვიცი, ალბათ ის, რომ რენე დეკარტე კათოლიკე იყო ![]() მაგრამ ფაქტი ერთია, ჭრა-კერვის მოყვარულნი მრავლად არიან საპატრიარქოს ტელევიზიაში და ამას ისე არაპროფესიონალურად აკეთებენ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Ligia |
![]()
პოსტი
#495
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 ![]() |
|
თამარი_ცქნაფო |
![]()
პოსტი
#496
|
![]() მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 ![]() |
ვინაიდან ამ ბოლო დროს ექსტრემალური კრეაციონიზმის მსხვერპლად მომაქვს თავი ![]() ![]() ამ მცირე ხნის წინ მიმიწვიეს საპატრიარქოს ტელევიზიაში, რომ ჩავეწერე გადაცემაში "საუბრები სტუდიაში" გადაცემა ჩაიწერეს, საკითხი ეხებოდა ადამიანის როლს სამყაროს გააზრების საკითხში. გადაცემა კი ჩაიწერეს და აჩვენეს 4-ჯერ, მაგრამ ბოლო ორი გაშვების წინ ვინმე ტიტანმა ცენზორმა რაღაც თავისი ტიტანური ტვინით ვერ გადახარშა და ამოჭრეს რამდენიმე რამ. ერთი იყო, სადაც სამყაროს წლოვანება რამდენიმე ათასს არ უდრის - ვახსენე და მეორე რენე დეკარტე ვახსენე თავისი ცნობილი გამონათქვამით: კოგიტო ერგო სუმ რა არ მოეწონათ არ ვიცი, ალბათ ის, რომ რენე დეკარტე კათოლიკე იყო ![]() მაგრამ ფაქტი ერთია, ჭრა-კერვის მოყვარულნი მრავლად არიან საპატრიარქოს ტელევიზიაში და ამას ისე არაპროფესიონალურად აკეთებენ, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ![]() ![]() ![]() ვმმდუმარებ... იცი, რატომც... -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#497
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
და რამდენს უდრის რო? დაახლოებით 10-13 მილიარდ წელიწადს და ცნობილი გამონათქვამი რას ნიშნავს? იმას, რომ უცნობი არ არის საშუალოდ განათლებული ადამიანისთვის -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
k@the |
![]()
პოსტი
#498
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
კანუდოსელი
მე მეპატიეთ ოFFისთვის და ან გადაცემის ხილვა სად შეიძლება და ან ახალშობილის დაპირებულ სურათებს როის გვანახებთ, არ გავიდა დეკრეტული? ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#499
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
შევეცდები ხვალ დავდო სურათები
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
k@the |
![]()
პოსტი
#500
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
![]() ![]() ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2025 - 11:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი