IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> იუდას სახარება, :unsure:
მატასი
პოსტი Jun 27 2007, 10:08 PM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რას ფიქრობთ ამის შესახებ?

დღეს აღმოვაჩინე ეს საიტი

http://maxo127.narod.ru/Geo/Articles/judas.htm

huh.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 27 2007, 11:35 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
რას ფიქრობთ ამის შესახებ?


გნოსეოლოგიურ ნათითხნებზე, თავის დროზე გაკეთა წმიდა ეკლესიამ კომენტარი და ჯანდაბაშიც გაისტუმრა laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 10:27 AM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



IPB-ს სურათი


ფილმის გადმოწერა აქედან

მაინტერესებს აქტიური მართლმადიდებლების მოსაზრება ამ ინფორმაციის შესახებ. სასურველია მოსაზრებები ჯანსაღ ლოგიკაზე დაყრდნობით და მინიმალური ფანატიზმი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 26 2007, 10:31 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(აფხაზეთი @ Sep 26 2007, 10:27 AM) *

IPB-ს სურათი


ფილმის გადმოწერა აქედან

მაინტერესებს აქტიური მართლმადიდებლების მოსაზრება ამ ინფორმაციის შესახებ. სასურველია მოსაზრებები ჯანსაღ ლოგიკაზე დაყრდნობით და მინიმალური ფანატიზმი.


არ არსებობს იუდას სახარება,მხოლოდ აპოკრიფული ნაშრომია.ვთქვათ დაწერდა ვიღაც პიროვნება მიაწერდა მოციქულებს,ასე არსებობს:პავლესი,პეტრესი და იაკობის სახარება,მაგრამ სრული ფალსიფიკაციაა.
ფილმს რაც შეეხება,მრავლად არის ასეთი სიცრუით განმსჭვალული ფირები.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 10:35 AM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



ციტატა(saria-giorgi @ Sep 26 2007, 10:31 AM) *

არ არსებობს იუდას სახარება,მხოლოდ აპოკრიფული ნაშრომია.ვთქვათ დაწერდა ვიღაც პიროვნება მიაწერდა მოციქულებს,ასე არსებობს:პავლესი,პეტრესი და იაკობის სახარება,მაგრამ სრული ფალსიფიკაციაა.
ფილმს რაც შეეხება,მრავლად არის ასეთი სიცრუით განმსჭვალული ფირები.


saria-giorgi, გმადლობთ პოზიციის დაფიქსირებისათვის. ანუ ერთი ხელისმოსმით, ფილმის უნახავად უკვე გამოიტანეთ დასკვნა.

სხვების აზრიც მაინტერესებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 26 2007, 10:39 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(აფხაზეთი @ Sep 26 2007, 10:35 AM) *

saria-giorgi, ფილმის უნახავად უკვე გამოიტანეთ დასკვნა.
.

რაც ვნახე ,ისიც ვფიქრობ რო საკმარისი იყო.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 10:46 AM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



saria-giorgi, ჩემი პოსტი დაიწერა 10:27 AM. თქვენი პასუხი გაჩნდა 10:31.

47 წუთიანი მასალის 4 წუთში გადმოწერა, ნახვა, შეფასება და კომენტარის გაკეთება... ბრავო! ნამდვილი რეკორდია biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 26 2007, 11:09 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



saria-giorgi
ციტატა
არ არსებობს იუდას სახარება,მხოლოდ აპოკრიფული ნაშრომია.ვთქვათ დაწერდა ვიღაც პიროვნება მიაწერდა მოციქულებს,ასე არსებობს:პავლესი,პეტრესი და იაკობის სახარება,მაგრამ სრული ფალსიფიკაციაა.
ფილმს რაც შეეხება,მრავლად არის ასეთი სიცრუით განმსჭვალული ფირები.

ოთხი სახარების ავტორების ავტორობა რის საფუძველზეა დადგენილი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
michael27
პოსტი Sep 26 2007, 11:31 AM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,634



ეგ ისეთივე კითხვაა,როგორიც მზე რომ ანათებს ვიცით,თუ არაო?მაგ საფუძველზე დგას ეკლესია და მაგ შეკითხვის დასმა მგონი უადგილოა.ფილმს რაც შეეხება სიმართლე გითხრა ნახვის სურვილი არ მაქვს დარწმუნებული ვარ დიდი სიყალბე და სიცრუე იქნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 11:33 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



michael27, გმადლობთ თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთივსაც smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 26 2007, 11:45 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(აფხაზეთი @ Sep 26 2007, 10:35 AM) *

saria-giorgi, გმადლობთ პოზიციის დაფიქსირებისათვის. ანუ ერთი ხელისმოსმით, ფილმის უნახავად უკვე გამოიტანეთ დასკვნა.

სხვების აზრიც მაინტერესებს.


მე თავად სახარება მაქვს წაკითხული...ისე ფილმის ნახვას ჯერ ორიგინალის წაკითხვა აჯობებს

ნაკლებად სარწმუნოა რადგან:
1. ეს სახარება ეკუთვნის III საუკუნეს
2. წარმოიშვა არა ეკლესიის წიაღში, ანუ გნოსტიკოსებში
3. იქ უამრავი გნოსტიკური ტერმინოლოგიაა დამახასიათებელი სწორედ ამ სექტისთვის, რომლის დასაბამი არის უძველესი მისტიკური სექტების სწავლებები
4. იბადება კითხვა: რატომ არის სარწმუნო ის დოკუმენტი რომელიც დაახლოებით სამი საუკუნით გვიან შეიქმნა და არა ის, რომელიც ხელთ გვაქვს, მაგალითად იოანეს სახერების უძველესი პერგამენტი, დათარიღებული II საუკუნის 20-იანი წლებით? ან მარკოზის სახარების ერთი მცირე ფრაგმენტი, რომელიც თარიღდება პირველი საუკუნით?

მეცნიერული მიდგომით კრიტიკას ვერ უძლებს იუდას სახარება, ხოლო ფანტაზიისთვის დიდ არეალს ხსნის


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 26 2007, 11:57 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(rock @ Sep 26 2007, 11:09 AM) *

ოთხი სახარების ავტორების ავტორობა რის საფუძველზეა დადგენილი?


ნებისმიერ კითხვას ასეთ თემებზე აჯობებს ზოგადი ჩარჩო მოვხაზოთ, ანუ რა იყო ქრონოლოგიურად პირველი, ამის მიხედვით ის რაც პირველია უფრო სარწმუნოცაა, ამიტომ პირველი იყო

ჯერ ეკლესიის დაარსება
მას მოჰყვა ზეპირი გადმოცემა
და როდესაც მორწმუნეთა რაოდენობამ იმატა საჭიროება დაიბადა ზეპირის გადატანა დაფიქსირება წერილობით ფორმაში, რაც სახარებების სახით დაიწერა..


შემდეგ რამდენიმე საუკუნის გავლისას, მომრავლდა აპოკრიფულიც - ეს ბუნებრივია, რადგან ავტორიტეტის შეძენისთვის მათაც აწერდნენ მოციქულთა სახელებს, და დადგა საკითხი გამოერკვიათ რომელი შეესაბამებოდა გადმოცემას ეკლესიისა, და დადგინდა, რომ ოთხი სახარება ეკლესიის სწავლებას გადმოსცემდა სწორად (ანუ აპრიორი აქ იყო უკვე შესისხლხორცებული სწავლება ეკლესიისა და ეს იყო კრიტერიუმი), ხოლო დანარჩენი ან არასოდეს არ ყოფილან მოციქულთა დაწერილნი, ან თუ ყოფილან, ისინი დრომ გააუკუღმართა გადამწერთა ხელით.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 26 2007, 12:03 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
და აქვე დავამატებდი, რომ სახარების 4 თავის შეუმცდარობა დადასტურებულია მოციქულთა 85-ე კანონითა და ტრულის (VI) მსოფლიო კრების მე-2 კანონით

სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ კანონიკური


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Sep 26 2007, 12:08 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



მე ნანახი მაქვს ეს დოკუმენტური ფილმი იუდას სახარებაზე.

მინდა თავიდანვე ავღნიშნო რომ ფილმში არის უამრავი უზუსტობები და ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები.

უნდა აღინიშნოს რომ ფილმი გაკეთებულია იმდაგვარი დამაჯერებლობით და დასურათებით, რომ ახალმორწმუნეს ანუ ის ადამიანები ვისაც სიღრმისეულად არ ააქვთ ჭეშმარიტი სახარებისეული მცნებები გათავისებული და არ იცნობენ წმ. მამათა ნაშრომებს ძალიან იოლად ექცევიან ამ ფილმის ზეგავლენის ქვეშ და იჯერებენ იუდას სახარების კანონიკურობას.

მომხრეებს იუდას სახარების კანონიკურობისა მინდა ვუთხრა, რომ უმთავრესი და აქსიომა მიზეზი რაც არსებობს იუდას სახარების არაკანონიკურობისა ეს არის ის გარემოება, რომ მახარებლებმა სახარება დაწერეს სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ და ისინი წერდნენ სულიწმიდის მადლით, ხოლო იუდა ისკარიოტელზე სულიწმიდა არ გარდამოსულა და შესაბამისად მისი ნაწერი-ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ბუნებრივია სულიწმიდის გარეშეა.


ეგ არის ბბს-ის მიერ გადაღებული ფილმი და სამწუხაროდ ძალიან მაცდურად და შეფარულად არის მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგო პოზიცია გადმოცემული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 26 2007, 12:53 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



michael27
ციტატა
ეგ ისეთივე კითხვაა,როგორიც მზე რომ ანათებს ვიცით,თუ არაო?მაგ საფუძველზე დგას ეკლესია და მაგ შეკითხვის დასმა მგონი უადგილოა.

ვისთვის როგორ?!
ციტატა
და როდესაც მორწმუნეთა რაოდენობამ იმატა საჭიროება დაიბადა ზეპირის გადატანა დაფიქსირება წერილობით ფორმაში, რაც სახარებების სახით დაიწერა..

ანუ მახარობლების დაწერილი არაა.

კანონისტი
ციტატა
და აქვე დავამატებდი, რომ სახარების 4 თავის შეუმცდარობა დადასტურებულია მოციქულთა 85-ე კანონითა და ტრულის (VI) მსოფლიო კრების მე-2 კანონით

და მაგ კანონების მიღებისას რა დოკუმენტებით ისარგებლეს ხომ არ იცი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 12:57 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



ბატონებო, ამ ფილმში ერთი ძალზედ საინტერესო დეტალია კიდევ. პარალელებია გავლებული 4 სახარებაში (ყველაზე პირველიდან - ბოლომდე, დაწერის თარიღის მიხედვით) ე.წ. საიდუმლო სერობის დეტალებზე. ვინც ჩახედულია ამ საკითხი იქნებ მოახდინოს ამ ადგილების ციტირება და აქვე შევადაროთ ერთმანეთს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აფხაზეთი
პოსტი Sep 26 2007, 01:14 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 10-March 07
წევრი № 1,331



ციტატა(თემო @ Sep 26 2007, 12:08 PM) *

მე ნანახი მაქვს ეს დოკუმენტური ფილმი იუდას სახარებაზე.

მინდა თავიდანვე ავღნიშნო რომ ფილმში არის უამრავი უზუსტობები და ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები.


შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?

ციტატა
უნდა აღინიშნოს რომ ფილმი გაკეთებულია იმდაგვარი დამაჯერებლობით და დასურათებით, რომ ახალმორწმუნეს ანუ ის ადამიანები ვისაც სიღრმისეულად არ ააქვთ ჭეშმარიტი სახარებისეული მცნებები გათავისებული და არ იცნობენ წმ. მამათა ნაშრომებს ძალიან იოლად ექცევიან ამ ფილმის ზეგავლენის ქვეშ და იჯერებენ იუდას სახარების კანონიკურობას.


ფილმი გაკეთებულია მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით. იმ არგუმენტებზე, რომელიც შეგიძლია დაინახო თვალით და ხელით შეეხო. ზეგავლენას რაც შეეხება, პირადად ჩემს შემთხვევაში რაიმე სახის ზეგავლენა გამორიცხულია. არ ვექცევი არასოდეს ”მავნე” და ”კეთილი” ზეგავლენის ქვეშ smile.gif

ციტატა
მომხრეებს იუდას სახარების კანონიკურობისა მინდა ვუთხრა, რომ უმთავრესი და აქსიომა მიზეზი რაც არსებობს იუდას სახარების არაკანონიკურობისა ეს არის ის გარემოება, რომ მახარებლებმა სახარება დაწერეს სული წმიდის გარდამოსვლის შემდეგ და ისინი წერდნენ სულიწმიდის მადლით, ხოლო იუდა ისკარიოტელზე სულიწმიდა არ გარდამოსულა და შესაბამისად მისი ნაწერი-ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ბუნებრივია სულიწმიდის გარეშეა.


სხვა რამე მყარი არგუმენტი?

ციტატა
ეგ არის ბბს-ის მიერ გადაღებული ფილმი და სამწუხაროდ ძალიან მაცდურად და შეფარულად არის მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგო პოზიცია გადმოცემული.


ყველა რელიგიურ მიმდინარეობაში მოდაშია ეს ფრაზა. ჩვენ გვებრძვიან.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 26 2007, 01:46 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(rock @ Sep 26 2007, 12:53 PM) *

ანუ მახარობლების დაწერილი არაა.


აბა ვისი დაწერილია, როდესაც ასეთი საჭიროება გაჩნდა უკვე პირველი საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისშივე


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Sep 26 2007, 01:54 PM
პოსტი #19


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



rock
ციტატა
და მაგ კანონების მიღებისას რა დოკუმენტებით ისარგებლეს ხომ არ იცი?

ამაზე კანუდოსელმა გიპასუხა უკვე:

ციტატა
დადგინდა, რომ ოთხი სახარება ეკლესიის სწავლებას გადმოსცემდა სწორად (ანუ აპრიორი აქ იყო უკვე შესისხლხორცებული სწავლება ეკლესიისა და ეს იყო კრიტერიუმი),



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 26 2007, 02:35 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



კანუდოსელი
ციტატა
აბა ვისი დაწერილია

ვისაც მახარობლები მოუყვნენ.
კანონისტი
ციტატა
ამაზე კანუდოსელმა გიპასუხა უკვე:

ტოესტ დოკუმენტი არ არსებობდა. გარკვეული ადამიანების განცდა იყო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 01:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი