IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> იუდას სახარება, :unsure:
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 04:44 PM
პოსტი #141


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
About this time there lived Jesus, a wise man, for he was a performer of wonderful deeds, a teacher of such men as are happy to accept the truth. He won over many of the Jews and many of the Gentiles. When Pilate, at the suggestion of the leading men among us, had condemned him to the cross, those who had loved him at the first did not forsake him; and the tribe of Christians, so named from him, are not extinct to this day.'


ქართული თარგმანი:

"ამ დროისთვის ცხოვრობდა იესო, ბრძენი კაცი, ის, კერძოდ იყო საკვირველ საქმეთა მომქმედი, მოძღვარი ადამიანებისა, რომლებიც სიხარულით ითვისებდნენ მისგან ჭეშმარიტებას. მან არა მხოლოდ ბევრი იუდეველი, არამედ ბევრი წარმართთაგანიც შემოიკრიბა. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხის წინამძღვართა საჩივრების გამო პილატემ ის ჯვარს აცვა, არ მიატოვეს მათ, რომლებმაც იგი ადრევე შეიყვარეს. ტომი, რომელიც მისი სახელის მიხედვით ქრისტიანად იწოდება, დღემდე არ დაკარგულა."

ორიგინალ ტექსტში საუბარი არ არის მის მკვდრეთით აღდგომაზე და მის ადამიანზე ზემდგომად მოხსენიებაზე, მაგრამ ნამდვილად უტყუარი და დანამატების გარეშე არსებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ:

1) არსებობდა იესოს პიროვნება, რომელიც იყო ქრისტედ წოდებული.
2) ის აღასრულებდა საკვირველ საქმეებს (შეიძლება პირდაპირ სასწაულებს, ანდა სულ მცირე იმ დროისთვის საკვირველ საქმეებს)
3) იგი იყო მოძღვარი (მასწავლებელი) იუდეველების და წარმართებისაც კი.
4) ის მოღვაწეობდა პილატეს დროს, რომელმაც იუდეველი ხალხის მეთაურთა მითითებით პილატემ სიკვდილით დასაჯა ჯვარზე გაკვრით.
5) ხალხის ჯგუფი, რომლებიც მისი სახელის გამო ქრისტეანებად იწოდებოდნენ იმ დღემდე განაგრძობდნენ არსებობას.

მე მგონი იესო ქრისტეს პიროვნების არსებობის დასამტკიცებლად საკმარისი არგუმენტია. ამას ემატება სხვა არა რელიგიური წყაროები და ცალსახად უარსაყოფი არც ქრისტეანული და იუდეველური წყაროები არ არის.



ციტატა(კანონისტი @ Sep 28 2007, 04:29 PM) *

გიორგი
ორიგინალი ლათინურია მხოლოდ smile.gif

შინაარსით ორიგინალი, ანუ ზემოთ ხსენებული დანამატების გარეშე. ენა არ მიგულისხმია, ვიცი რომ ორიგინალი ლათინურია და არა ინგლისური, მაგრამ აი ამ უძველესი ვარიანტის ქართული თარგმანი ვერ ვიპოვე და ინგლისურად მედო, ახლა უკვე გადავთარგმნე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Sep 28 2007, 04:51 PM
პოსტი #142


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(rock @ Sep 28 2007, 04:06 PM) *

საკმარისია კანუდოსელის კომენტარი თუ გაინტერესებს უფრო დეტალური და მკაცრი გარჩევა? wink.gif


იქ შემეშალა და ახლა შევცვალე: "უთუოდ გვიანდელი" კი არა "უთუოდ ადრინდელი" უნდა იყოს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 05:09 PM
პოსტი #143


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 28 2007, 04:51 PM) *

იქ შემეშალა და ახლა შევცვალე: "უთუოდ გვიანდელი" კი არა "უთუოდ ადრინდელი" უნდა იყოს

ჰო . . .

ამაზე არც არის დავა, ტექსტის ის ვარიანტი, რომელიც დანამატებს არ შეიცავს ნამდვილად არ არის გადაკეთებული და ეს მეცნიერებს არც ეეჭვებათ. ის ნამდვილად იოსებ ფლავიუსის დაწერილია.

გაიუს ტაციტიუსი კი წერს:

"Christus, from whom the name had its origin, suffered the extreme penalty during the reign of Tiberius at the hands of one of our procurators, Pontius Pilatus"

მეცნიერების მცირე ნაწილი თვლის რომ ეს აბზაცი ჩამატებულია მოგვიანებით ქრისტეანების მიერ, მაგრამ ამის გამანეიტრალიზებელი ძალიან ძლიერი არგუმენტი არის ის რომ ეს ამონარიდი ეხება რომში ხანძარს, სადაც რამდენიმე სიტყვის წინ წერია, რომ სავარაუდო დამნაშავეები ამაში სწორედ ქრისტეანები არიანო.

გარდა ამისა კიდევ რამდენიმე არა რელიგიური წყაროც ადასტურებს იესო ქრისტეს პიროვნების არსებობას. ყველა ამ ჩანაწერის ერთდროული უგულებელყოფა არა ლოგიკურია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Sep 28 2007, 05:19 PM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ჯერ ერთი გიოს ძაან უყვარს კაი ხნიერივით "კომუნისტების დროის" გახსენება და ყველაფერის გადაბრალება. ქრისტეს არსეობობაში ერთ დროს მეც შემქონდა ეჭვი, მიუხედავად იმისა რომ კომუნისტების გარეშე გავიზარდე და არც არავინ მქადაგებდა ათეიზმს (უფრო პირიქით). ამ დაკსვნამდე რომ კაცი მივიდეს არაა აუცილებელი კომუნისმი გქონდეს გავილი. ეს ერთი. მეორეც მისი რატომაა შესატანი მის არსენობაში ეჭვი. (ეს rock-ს ეხება). რა საჭიროა მაგის მტკიცება, დაუშვათ არ არსებობდა ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი არ არსებობს. ასე რომ მაგის არაა მაინცდამაინც სადაო. მასე შეიძლება დაუშვათ რომ არც მოსე, არც ფარაონები და არც კეისრები არ არსებობდა. მთელი ისტორია ადამიანების დაწერილია, და შეიძლება სულ ტყუილია. ვინ იცის.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Sep 28 2007, 05:31 PM
პოსტი #145


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ჯერ ერთი გიოს ძაან უყვარს კაი ხნიერივით "კომუნისტების დროის" გახსენება და ყველაფერის გადაბრალება.

საქმე იმაშია, რომ კომუნისტური იდეოლოგია მთელი ძალით ებრძოდა ღმერთის არსებობის აღიარებას და ძალიან ტენდენციური მეთოდებით ცდილობდა ყველაფრის უგულებელყოფას განურჩევლად იმისა ობიექტურობა სად იყო. ევროპული და ამერიკული ლიტერატურა გაცილებით ობიექტურია, რადგან ის ჭეშმარიტების ძიებას ისახავს მიზნად, კომუნისტური კი - ღმერთის უარყოფას და "წითელი იმპერიის" კომუნისტური იდეოლოგიის ბატონობას ხალხზე. აი, ამაშია საქმე. ასეთი საგანიც კი ჰქონდათ - "მეცნიერული ათეიზმი". ათეიზმი და თეიზმი ვერ იქნება მეცნიერული, რადგან ის რწმენის საგანია. მეცნიერება უნდა ემსახურებოდეს ობიექტურ რეალობას, რომელიც უფრო ასაბუთებს იესო ქრისტეს პიროვნების არსებობას ვიდრე უარყოფს ამას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 29 2007, 10:45 AM
პოსტი #146


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ათეისტი ვარო ამბობს"როცკ"და თან არაფერს არ ვდღესასწაულობო.
ჯვართამაღლება მიულოცე,ხოლო მან უარყო ეს დღესასწაული.
26-მაისს ვდღესასწაულობო.ვარო ათეისტი.
მაშ რაღა აზრი აქ უმტკიცო?როდესაც რაღაცა აინტერესებს ადამიანს ღმერთი არ ტოვებს უნუგეშოდ-შემწეს გამოუჩენს,მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ რო ყურადღების მიპყრობა და გამოჩენილ წერტილში ყოფნა იზიდავს,ვიდრე მართლმადიდებლობა.
არ აინტერესებს წმ.სამება,მართლმადიდებლური დღესასწაულები,მაშ რაღა უნდას?ჯობია სადაც გაუგებენ იქ მივიდეს."სადაცა არა ჯობს-გაცლა სჯობს."



--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
rock
პოსტი Sep 29 2007, 01:22 PM
პოსტი #147


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 213
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,719



saria-giorgi
ციტატა
ათეისტი ვარო ამბობს"როცკ"და თან არაფერს არ ვდღესასწაულობო.

როცკ არა, როკ.
კლდეს ნიშნავს კსტატი. wink.gif
ციტატა
ჯვართამაღლება მიულოცე,ხოლო მან უარყო ეს დღესასწაული.

თავისთავად. ვგონებ არც შენ ზეიმობ რამადანს. biggrin.gif
ციტატა
არ აინტერესებს წმ.სამება,მართლმადიდებლური დღესასწაულები,მაშ რაღა უნდას?

ინტერესი და ზეიმი სხვადასხვა რამაა.
ციტატა
ჯობია სადაც გაუგებენ იქ მივიდეს.

იქაც ვარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 30 2007, 05:27 PM
პოსტი #148


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა
როცკ არა, როკ.
კლდეს ნიშნავს კსტატი. wink.gif


ქართულად დავწერე რისი დაწერაც ინგლისურად ვერ მოვახერხე,მეგონა მიხვდებოდი ჩემო კარგო.
ციტატა

თავისთავად. ვგონებ არც შენ ზეიმობ რამადანს. biggrin.gif

შენ თქვი არ ვდღესასწაულობო,თქვენი სიტყვა იყოს"ჰე ჰე და არაი არა."მე ვდღესასწაულობ რამდენადაც გამომდის,ეკლესიის მიერ დადგენილ სადღესასწაულკო დღეებს.

ციტატა

ინტერესი და ზეიმი სხვადასხვა რამაა.


შენმა ბაგეებმა წარმოთქვა ურწმუნოება წმ.სამების მიმართ.თუ ცილი დაგწამე შემინდე?
ციტატა
იქაც ვარ. biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


სად ხარ?მე პირადად ვერ გიგებ.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
F3niX
პოსტი Feb 14 2008, 02:37 PM
პოსტი #149


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 11-February 08
წევრი № 3,904



იუდას სახარება არის დოკუმენტი, რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.

დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი არსებობს, რომელსაც მიიჩნევენ ადრეული ეკლესიის "სახარებებად", თუმცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მხოლოდ 20 მათგანზე არსებობს, რომელთაგან ოთხი მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს კანონიკური სახარებებია. იუდას სახარება ერთ-ერთია 16 დანარჩენი სახარებიდან, რომელთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია ისტორიულად შემონახულ იქნა ადრეულ ეკლესიურ ნაწერებში.

ერთადერთი ცნობილი მანუსკრიპტი, რომელშიც ამ სახარების ტექსტია დართული არის ბოლო დროს 1700 წლის შემდეგ აღმოჩენილი ტყავგადაკრული პაპირუსის მანუსკრიპტი ეგვიპტის უდაბნოდან. პაპირი, რომელზეც სახარებაა დატანებული ფრაგმენტულია და მისი ზოგიერთი ნაწილები დაკარგულია. როდოლფ კასერის თანახმად, კოდექსი თავდაპირველად 62 გვერდიანი იყო. აღმოჩენისას მანუსკრიპტიდან რამდენიმე ფურცელი ამოღებული და გაყიდული იქნა ცალცალკე და დღემდე ერთობლივად მხოლოდ 26 გვერდმა მოაღწია. თუმცა დროდადრო, დაკარგული ფურცლებიც ჩნდება, მათ მფლობელთაგან გაყიდვის მსურველთა გამოჩენისას.

იუდას სახარების მანუსკრიპტის რადიოკარბონულმა დათარიღებამ ის მე-3 და მე-4 საუკუნეებს მიაკუთვნა. შედარებისთვის ყველაზე ძველი ფრაგმენტი იოანეს სახარებიდან - პაპირუსი P52 - თარიღდება 125 წლით. თუმცა იუდას სახარებას მიიჩნევენ უფრო ძველი დაახ. 130 წლის მანუსკრიპტის ასლად. ეს დაახ. 100 წელიწადშია იესოს გარდაცვალების ბიბლიურ თარიღიდან.

იუდას სახარება თავდაპირველად ბერძნულად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ტუმცა მანუსკრიპტი ძველ კოპტურ ენაზეა. უეჭველია, რომ იუდას სახარების ავტორად იუდა ისკარიოტელს არ მიიჩნევენ, თუმცა მკვლევარებს ახალ აღთქმაში იოანეს სახარების ავტორობაზეც მრავალი ეჭვი აქვთ.....

არსებობს დოკუმენტური ფილმიც იუდას – რომელიც გადაღებულია BBC-ის მიერ და დავდებ ლინკს აუცილებლად...
(ადმინისტრაციას ვთხოვ თემას ნუ დამიხურავთ... დროა ვიკამათოთ)


--------------------
არ შემიძლია შევიძულო კაცი რომელ იქნება მტერი ჩემი, ან ძმა იგი მტრისაი რადგან ვარ მოყვარეი მათი და მასაცვე გვარქუს უფალი ღმერთი ჩვენი (NiKa)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
F3niX
პოსტი Feb 14 2008, 02:50 PM
პოსტი #150


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 11-February 08
წევრი № 3,904



აქედან შეგიძლიათ უყუროთ ან გადმოიწეროთ ფილმი


ცქნაბო დამანებე თავი "სანამ აქ მოდერატორი ხარ"... ამ ფორუმს საძებნი განყოფილება სათამაშოდ აქვს როგორც მე ვხედავ... არაფერი არ ამოაგდო და მე რა ვქნა...


--------------------
არ შემიძლია შევიძულო კაცი რომელ იქნება მტერი ჩემი, ან ძმა იგი მტრისაი რადგან ვარ მოყვარეი მათი და მასაცვე გვარქუს უფალი ღმერთი ჩვენი (NiKa)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 14 2008, 03:56 PM
პოსტი #151


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



როგორც მახსოვს არსებობს მსგავსი თემა, რომელსაც აუცილებლად მოვძებნი და გავაერთიანებ, მანამდე ძალიან ვთხოვ ყველას თავი შეიკავოს და ნუ შემოიტანს შფოთს თემაში...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 14 2008, 03:59 PM
პოსტი #152


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აბა ეს რაა ფენიქს? laugh.gif laugh.gif
http://church.ge/index.php?showtopic=2070&st=0

ცალკე ძებნის კურსები უნდა გავხსნათ.... tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 14 2008, 04:01 PM
პოსტი #153


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
იუდას სახარება არის დოკუმენტი


დაიჩრდილა კოლუმბი! laugh.gif და რა სახის დოკუმენტს წარმოადგენს, ბლანკი აქვს? huh.gif

ციტატა
რომელსაც კაენიტები, ადრეული ქრისტიანული გნოსტიკური სექტა, იყენებდნენ, და რომელიც 2006 წელს გამოქვეყნდა ნაწილობრივი რეკონსტრუქციის შემდეგ.


თავისმოკვლამდე დაწერა თუ მას შემდეგ, - "ჰაეროვან სივრცეებში?"

ამის პარალელურად დროა! ( აღგზნებული პათოსით biggrin.gif ) ვიმსჯელოთ ასევე გნოსტიკურ მაგდალინელის (მგონი რვა ვერსიაა biggrin.gif ) და სხვათა და სხვათა სახარებებზე...

მაგრამ მე პირადად ვგიჟდები ლუკას სახარების დასაწყისზეეე :lol;

რაკი მრავალმა მიჰყო ხელი იმ ამბების დალაგებით გადმოცემას, რომლებიც ჩვენში მოხდა, როგორც გადმოგვცეს მათ, ვინც იმთავითვე თვითმხილველნი იყვნენ და სიტყვის მსახურნი, მეც მართებულად მივიჩნიე, ყველაფრის თავიდანვე გამოწვლილვით განხილვის შემდეგ, თანმიმდევრულად აღმეწერა ისინი შენთვის, ღირსეულო თეოფილე, რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია.

ლუკა 1-4.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 14 2008, 04:13 PM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



არსებობს მოსაზრება რომ ქრისტეს ცხოვრების შესახებ პირველი წერილობითი აღწერა სწორედ გნოსტიკოსებს ეკუთვნით და სწორედ ამან განაპირობა შემდგომში სახარების შექმნა. ანუ გნოსტიკოსებმა ისე დამახინჯებულად წარმოადგინეს ცნობები ქრისტეს შესახებ რომ ეს გახდა მაპროვოცირებლი იმ სახარების შექმნის რომლითაც დღეს ხელმძვანელობენ სხვადასხვა ქრისტიანული კომფესიები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 14 2008, 04:55 PM
პოსტი #155


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
არსებობს მოსაზრება რომ ქრისტეს ცხოვრების შესახებ პირველი წერილობითი აღწერა სწორედ გნოსტიკოსებს ეკუთვნით და სწორედ ამან განაპირობა შემდგომში სახარების შექმნა. ანუ გნოსტიკოსებმა ისე დამახინჯებულად წარმოადგინეს ცნობები ქრისტეს შესახებ რომ ეს გახდა მაპროვოცირებლი იმ სახარების შექმნის რომლითაც დღეს ხელმძვანელობენ სხვადასხვა ქრისტიანული კომფესიები.


ვისი მოსაზრებაა?

blink.gif



--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 14 2008, 04:58 PM
პოსტი #156


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(ეკატერინე @ Feb 14 2008, 05:55 PM) *

ვისი მოსაზრებაა?

blink.gif

ისევ გნოსტიკოსების მიმდევართა მიერ შექმნილი...


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 14 2008, 06:51 PM
პოსტი #157


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 14 2008, 04:58 PM) *

ისევ გნოსტიკოსების მიმდევართა მიერ შექმნილი...

არანაირად პირიქით ანტიგნოსტიკურია, თუ ზუსტად მახსოვს კურაევის სიტყვებია, თუკი ვიპოვი ჩანაწერს აუცილებლად დავდებ ლინკს, სხვათა შორის ეს ლინკიც ამ ფორუმში ვნახე http://www.predanie.ru/ მანდ არის, მოძებნა უნდა.

ლოგიკა ასეთია, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მის მიმდევრებს ქონდათ ისეთი რწმენა რომ არ საჭიროებდა წერილობითი ფორმით ამის გადმოცემას. ადამიანებს ყავდათ ნანახი მაცხოვარი, ანუ იყვნენ ცოცხალი მოწმეები ისინი ქადაგებდნენ სიტყიერად და სახარების არ არსებობის პირობებშიც ავრცელებდნენ ქრისტიანობას.
ქრისტეს შესახებ ინფორმაცია ქონდათ გნოსტიკოსებსაც, მათ თავისი ინტერპრეტაციით და თავისი იდეოლოგიის შესაბამისად აღწერეს ქრისტეს ცხოვრება და სწორედ ამის საპირისპიროდ შეიქმნა მათეს სახარება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 14 2008, 06:53 PM
პოსტი #158


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



ციტატა(sandro40 @ Feb 14 2008, 07:51 PM) *

არანაირად პირიქით ანტიგნოსტიკურია, თუ ზუსტად მახსოვს კურაევის სიტყვებია, თუკი ვიპოვი ჩანაწერს აუცილებლად დავდებ ლინკს, სხვათა შორის ეს ლინკიც ამ ფორუმში ვნახე http://www.predanie.ru/ მანდ არის, მოძებნა უნდა.

ლოგიკა ასეთია, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მის მიმდევრებს ქონდათ ისეთი რწმენა რომ არ საჭიროებდა წერილობითი ფორმით ამის გადმოცემას. ადამიანებს ყავდათ ნანახი მაცხოვარი, ანუ იყვნენ ცოცხალი მოწმეები ისინი ქადაგებდნენ სიტყიერად და სახარების არ არსებობის პირობებშიც ავრცელებდნენ ქრისტიანობას.
ქრისტეს შესახებ ინფორმაცია ქონდათ გნოსტიკოსებსაც, მათ თავისი ინტერპრეტაციით და თავისი იდეოლოგიის შესაბამისად აღწერეს ქრისტეს ცხოვრება და სწორედ ამის საპირისპიროდ შეიქმნა მათეს სახარება.

blink.gif blink.gif blink.gif სრულიად საწინააღმდეგო მაქვს წაკიტხული მე, მაგრამ ზუსტად ამ ლოგიკით.

კარგი, ნახე და დადე მერე რა, საინტერესოა.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 14 2008, 07:06 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Feb 14 2008, 06:53 PM) *

blink.gif blink.gif blink.gif სრულიად საწინააღმდეგო მაქვს წაკიტხული მე, მაგრამ ზუსტად ამ ლოგიკით.

კარგი, ნახე და დადე მერე რა, საინტერესოა.

თუ ვნახავ დავდებ, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები რა პრობლემაა, ვთქვათ და გნოსტიკოსებს მათეს სახარებამდე ადრე "აღეწერათ" ქრისტეს ცხვორება და რას ცვლის ეს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Feb 15 2008, 10:56 AM
პოსტი #160


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
ლოგიკა ასეთია, ქრისტეს აღდგომის შემდეგ მის მიმდევრებს ქონდათ ისეთი რწმენა რომ არ საჭიროებდა წერილობითი ფორმით ამის გადმოცემას. ადამიანებს ყავდათ ნანახი მაცხოვარი, ანუ იყვნენ ცოცხალი მოწმეები ისინი ქადაგებდნენ სიტყიერად და სახარების არ არსებობის პირობებშიც ავრცელებდნენ ქრისტიანობას.
ქრისტეს შესახებ ინფორმაცია ქონდათ გნოსტიკოსებსაც, მათ თავისი ინტერპრეტაციით და თავისი იდეოლოგიის შესაბამისად აღწერეს ქრისტეს ცხოვრება და სწორედ ამის საპირისპიროდ შეიქმნა მათეს სახარება


როგორც ჩანს არასწორად გახსოვთ.
ქრისტიანული გნოსტიციზმის ფუძემდებლები მარკიონი და ვალენტინე მხოლოდ მე-2 საუკუნის პირველ ნახევარში დაიბადნენ. სწორედ ამ პერიოდს მიეკუთვნება პირველი გნოსტიკური სახარებები, მაშინ როცა მარკოზის და მათეს სახარებები თარიღდება 1-ლი საუკუნის 50-60-იანი წლებით.

ეჭვი მეპარება კურაევს ეს ემტკიცებინა


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 01:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი