![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
marine |
![]()
პოსტი
#661
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"წმ. ეფრემ ასური ასე პირდაპირ და ნათლად გვისურათებს ამ მავნე ჩვევას: "ვინც სხვას აძაგებს, უეჭველად იმასვე ჩაიდენს, რისთვისაც მოყვასს აძაგებდა. ვინც სხვას კიცხავს, ამით უპირველესად კიცხავს საკუთარ თავს, რამეთუ ავლენს, რომ თავად არის სოფლის საქმეებზე შემსჭვალული. ვინც სხვას აგინებს და აძაგებს... კაცისმკვლელებთან ერთად დაისჯება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#662
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"რამდენი ჩვენგანი დამდგარა აშკარა ფაქტის წინაშე, როდესაც მეყსეულად დასტყდომია თავს ზუსტად იმგვარივე უსიამოვნება, რის გამოც სხვა განუკითხავს. აი, ერთი ახალგაზრდა დედის ნაამბობი: "ერთი ჩემი ნაცნობის ოჯახში პატარა გოგონას მდუღარე გადაესხა ფეხებზე და ძლივს უშველეს, რომ გამოუსწორებელი შედეგით არ დამთავრებულიყო ყველაფერი. ეს რომ გავიგე, მახსოვს, როგორ შევიცხადე და აღვშფოთდი, - როგორ შეიძლება ასეთი უყურადღებობა ბავშვის მიმართ-მეთქი და... ზუსტად მეორე დღეს აივანზე ახლადმოდუღებული სახამებელი გადავდგი გასაგრილებლად. არც ვიცი, როგორ მოხდა, როგორ აღმოჩნდა ასე უეცრად იქ ჩემი ოთხი წილის გოგონა და როგორ ჩაუვარდა სახამებლიან ქვაბში ბურთი. ამოშხეფებული სითხე გოგონას მუცელზე შეესხა და... ახლაც თვალწინ მიდგას ის საშინელი სურათი: ბავშვს ტანსაცმელი რომ ავუწიე, თოთო კანი ზედ აჰყვა მას. მაშინვე მივხვდი ყველაფერს. ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#663
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სწორედ რომ თანამოძმის სიყვარულისა და თანაგრძნობისათვის უფალი მოგვხედავს შეწყალებით, ხოლო მისდამი უსამართლობისთვის მკაცრად განგვისაზღვრავს მსჯავრს. ამიტომ გვაფრთხილებს წმ. იოანე ოქროპირი: "მოყვასის განკითხვით შენ მას კი არ განიკითხავ, არამედ - საკუთარ თავს, რომელსაც გადასცემ საშინელ სამსჯავროსა და მსჯავრს". ასე რომ, ჩვენ თავად ვუდგენთ მსჯავრს საკუთარ თავს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#664
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"სიყვარულით სავსე გულში მოყვასის განკითხვისათვის ადგილი არ არის"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#665
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როდესაც ვინმე არ გიყვარს, მაშინ ხომ განკითხვა პირდაპირ შენი მოკავშირეა. ამ დროს ნაკლსაც უფრო კარგად ხედავ და გამძაფრებულადაც აღიქვამ. ის კი არა, მისი ღირსებაც კი შეიძლება ნაკლად მოგეჩვენოს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#666
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთადერთი, ვისი განკითხვის უფლებასაც უფალი იძლევა, ეს არის საკუთარი თავი. აი, აქ არის სრული თავისუფლება - როგორ მკაცრადაც გინდა, განიკითხე ის; როგორი სასტიკიც გინდა იყავი ამ დროს. "თუ შენ სხვის მიმართ ხარ ისეთი მკაცრი, რომ ხედავ მის უმნიშვნელო ცოდვებსაც კი, მაშინ რატომ ხარ ასე უყურადღებო საკუთარი თავისადმი, რომ ვერ ამჩნევ შენს დიდ ცოდვებსაც კი?" - კითხულობს წმ. იოანე ოქროპირი".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#667
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"საკუთარი ენის ამლაგმავს ჯერ კიდევ ძველ ათქმაში სოლომონ ბრძენი მიიჩნევდა გონიერად. უკვე ახალ აღთქმაში კი წმ. ტიხონ ზადონელი ცუდი ენის მქონე ადამიანებს ცრუ ქრისტიანებს უწოდებდა. მეტიც, წმინდა მამები იმასაც გვეუბნებიან, რომ ადამიანმა სხვათა განკითხვისაგან მარტო ენა კი არ უნდა შეიკავოს, არამედ ფიქრებიც აკონტროლოს"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#668
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა ძმა შეცდომილია, უნდა გავითავისოთ მისი განსაცდელი. ჭეშმარიტი სიყვარული ჩვენ მოყვასისთვის მსხვერპლის გასაღებად გვასულდგმულებს. მსხვერპლის გაღების გარეშე, განკითხვებით, ჩვენ ცოდვილ ძმას უფრო მძიმე დანაშაულისკენ ვუბიძგებთ. ჩვენი სიყვარულის უსიტყვო შეწირვით და ფარული ლოცვით მასში სინდისს გავაღვიძებთ, რომელიც ამხელს მას; და მაშინ ის სინანულად მოიქცევა და გამოსწორების გზას დაადგება"
/ბერი პორფირე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#669
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ბერი იოსები ამბობდა: "როცა იცი, რომ ვინმე შენს განკითხვასა და ლანძღვაშია, ძალიანაც რომ ეცადო, თითქმის შეუძლებელია, მის მიმართ შენც არ შეიცვალო. ამ დროს მხოლოდ შენდობითა და მასზე ლოცვით აღიდგენ წონასწორობას, და განიკურნები იმ დარტყმისაგან, რაც ამ მწუხარებამ მოგაყენა"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#670
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"როცა გესმის სხვისი განკითხვა, მართალიც რომ იყოს, ნუ დაამატებ საკუთარ აზრს, ილაპარაკე მხოლოდ კარგი"
/ბერი გიორგი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#671
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არც გარდაცვლილების განკითხვა შეიძლება, რადგან, საბედნიეროდ, ყველა ადამიანის სული ღმრთის ხელში იმყოფება"
/ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#672
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არ განიკითხო, თავმდაბლობით იცხოვრე და ნახავ, როგორ მალე გაიზრდებიო, - ხშირად მეტყოდა მამა შიო [ხარძეიშვილი]"
/იღუმენია თამარი (ფიჩხაია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#673
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"ერთხელ ვიღაც განვიკითხე. მან [არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)] შემომხედა და გულისტკივილით მითხრა: დედაო, რამდენი ხანია განკითხვას გადავეჩვიე, შენც უნდა გადაეჩვიო ამას. მე ვებრძვი ამ ცოდვას და საკუთარ თავზე ვმუშაობ, შენც ასე უნდა მოიქცეო"
/მონაზონი მავრა (ტალახაძე)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
![]()
პოსტი
#674
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 62,081 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
"არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ მამა შიოს [ხარძეიშვილი] ჩემი თანდასწრებით ვინმე განეკითხოს და, საერთოდ, ამბობენ, რომ ის არასოდეს არავის განიკითხავდა"
/ლუკა ყოლბაია (სულიერი შვილი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 31st July 2025 - 01:41 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი