სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
| marine |
Apr 10 2026, 08:22 PM
პოსტი
#21
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "გალობანი სინანულისანის" მეცხრე გალობის შინაარსი: "ჟამი რაი წულილთა და ხმელთა აღმოფშვნათაი წარმოდგეს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს, შვებანი უქმ იქმენ, ყვავილოვნება დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრაი, სხუასა შეუდგეს სპანი, მაშინ შემიწყალე მე, მსაჯულო ჩემო, იესო ღმერთო".
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ დავით მეფე ამ ადგილზე სხვა, მომდევნო მეფის ტახტზე ასვლაზე საუბრობს, მაგრამ ეს არაა ასე. იგი კვლავ საკუთარ სულზე ფიქრობს, მეორედ მოსვლის დროს შეწყალებას გამოითხოვს უზენაესისაგან. "წულილი და ხმელი" საგნის თვისებებს აღნიშნავენ. პირველ ნაწილში ნაგულისხმევია სამყაროს ოთხი ელემენტის (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი) დაშლა-დარღვევა სამყაროს განკითხვის დღეს. "სხუად" უნდა ვიგულისხმოთ ბნელეთის მეუფე ანტიქრისტე, რომელიც სამყაროს მოევლინება განკითხვის დღის დადგომამდე და თავის თავს უწოდებს ღმერთსა და მეუფეს. მეფე სამყაროს ბოლო, ყველაზე რთულ ჰერიოდს გაიაზრებს, რადგან ამ დროს მოხდება ყველა ადამიანის საბოლოო განსჯა, ამიტომ შეწყალებას ითხოვს, რაც მისი ღრმადმორწმუნეობის კიდევ ერთი მაგალითია. მ. კაკაბაძე ოდნავ განსხვავებით ხსნის აღნიშნულ ადგილს: "როცა მეფობის დრო გადამივა, დიდება ჩემი მტვრად, სხვამ მიიღოს სკიპტრა ჩემი, სხვას დამორჩილდეს სპა ჩემი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!". როცა მოვა დღე განკითხვის და მე ქედდადრეკილი განსაკითხავად წარვდგები, როცა მსაჯული მართლაც სჯიდეს, "მართალნი ნეტარებდენ, ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი, მაშინ შემიწყალე, იესო ჩემო". მეფეს არაფრად მიაჩნია მეფობა, იგი მხოლოდ სულის უკვდავებაზე ფიქრობს და უფალს შეწყალებას სთხოვს. ამის დასტურია შემდეგი მუხლი: "განრაიეღოს წიგნი დღესა შინა სასჯელისასა და მე ქედდადრეკილი წარმოგიდგე განკითხვად, მსაჯული მართლად ჰსჯიდე". ძველ ქართულ მწერლობაში გვხვდება "წიგნი მატიანისა", რომელიც პატრისტიკული თვალსაზრისით შეიცავს სამყაროს წარსულს, აწმყოს და მომავალს. განკითხვის დღეს ღვთის ძე დამნაშავეებს ამ წიგნში აღბეჭდილი ცოდვების შესაბამისად მიაგებს სასჯელს" საგალობლის ბოლოსწინა მუხლში დავითი ყოვლადწმინდა სამებას შესთხოვს წყალობას: "მარტივო სრულო, ერთცისკროვანებაო, განმინათლე მხედველობა სულისა, რათა გიხილო ნათელი ნათლითა უფლისათა, სულითა ღუთისათა ძე გამოგვიბრწყინვო მაშინ დაუსრულებელთა საუკუნეთა". უკანასკნელ მუხლში მეფე დედა ღვთისას განადიდებს: "არა უხილავს მზესა ქალწული დედა თვინიერ შენსა, არცა ჩამოდნად ბრალეულისა ნათელი მისი, გარნა მეოხებითა შენითა დედუფალო ვესავ ხილუად ნათელსა ძისა შენისა, ნათელსა ზესთა საუკუნეთასა". არ უხილავს მზის ქვეშეთს შენ გარდა სხვა ქალწული დედა, არც ჩემსავით ცოდვილს ნათელი ღვთისა, მაგრამ მე შენი მეოხებით, ღვთისმშობელო, ვიმედოვნებ, ვიხილო სინათლე ძისა შენისა და სინათლე მარადიული. იმისთვის იყო ღვთისმშობელი და განსხეულდა ღმერთი, რათა [ღვთისმშობლის] დედობრივი შეწევნით საუკუნო ჯოჯოხეთს გადაურჩნენ ცოდვილნი, რომელთა შორის პირველიც, საშუალოც და უკანასკნელიც მე ვარ. მე ვარ თვით კაცობრიობა, გაძლიერებული ხელმწიფე, ცხოვრების სიტკბოებით და ცოდვებით სავსე. დავით აღმაშენებლისათვის გზა სინანულისა არის გზა აღდგომისა: "მწამს ვითარმედ აღვსება, სრულ ყოს ღმერთმან ჩემ შორის ყოველივე სინანულით აღდგომისა". "გალობანი სინანულისანი" სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერილი აღსარებითი ჟანრის ბრწყინვალე ნიმუშია" /ლევან ტყეშელაშვილი, "დავით მეფე მესიის მახვილი", გვ.211-213/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 18 2026, 12:58 PM
პოსტი
#22
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამარ მეფის ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე მოწმობს მის მიერ დაწერილი და ჩვენამდე მოღწეული იამბიკოები. მან არაერთი საგალობელი დაწერა, მართალია, ყველას ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ დღემდე შემორჩა რამდენიმე მათგანი, რომელთა შინაარსი გვაძლევს საშუალებას თამარ მეფის პიროვნებას კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ.
ფილოსოფიურ იამბიკოებში ნათლად ჩანს მისი სარწმუნოებრივი მდგომარეობა. როგორც პავლე ინგოროყვა შენიშნავდა, თამარი გამოდის ქრისტიანიზმის იდეოლოგიის დამცველად, როგორც უზენაესი მეფეთ-მეფე ქრისტიანული მსოფლიოსი. ალბათ ვარავინ შეედავება ამგვარ შეფასებას. დავით აღმაშენებლის შემდეგ მხოლოდ თამარ მეფეს შეეძლო ამგვარი პრეტენზია ჰქონოდა, თუმცა ის, როგორც ღვთისმოშიში, არ ივიწყებს პიროვნულ თავმდაბლობას და ასე მიმართავს უზენაესს: "მე, თამარ, მიწა". ამგვარი თვითდამდაბლებით ის ბაძავს დავით მეფსალმუნესა და დიდ დავით აღმაშენებელს" /ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.10/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
| marine |
Apr 19 2026, 07:54 PM
პოსტი
#23
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 64,002 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ქართველ მეფეებს განსაკუთრებული პოეტური ნიჭი გააჩნდათ, არაერთი მათგანის მდიდარი მემკვიდრეობა შემორჩა დღემდე. დავით აღმაშენებელი, დემეტე პირველი, თამარი, თეიმურაზ პირველი, არჩილი, ქეთევან დედოფალი - ყოველმა მათგანმა შექმნა განუმეორებელი პოეზია. განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თამარ მეფის იამბიკოები, რომელთაც საოცარი დატვირთვა აქვთ. იამბიკოების შინაარსი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ახლოს გავიცნოთ მონარქი, ჩავწვდეთ მის შინაგან სამყაროს და გავიგოთ, თუ როგორი იყო ღვთისმოშიში მეფის მსოფლმხედველობა"
/ლევან ტყეშელაშვილი, "წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი (მოღვაწეობა და გელათში დაკრძალვა)", გვ.128/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი