IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > »   
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
მატასი
პოსტი Feb 18 2008, 05:09 PM
პოსტი #321


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



marine
როგორც ჩანს, ძაელ ქართველებს უფრო სჯეროდათ წმინდა გიორგის ბრძოლაში დახმარების ისტორიები არა? smile.gif

თუნდაც "ბაში-აჩუკი" გავიხსენოთ... სიზმარი...
smile.gif

მე მინდა რომ მჯეროდეს...და მჯერა smile.gif))


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 18 2008, 11:31 PM
პოსტი #322


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აელ ქართველებს უფრო სჯეროდათ წმინდა გიორგის ბრძოლაში დახმარების ისტორიები

მატასი,
ჩვენც გვეჯერა biggrin.gif
ოღონდ ვაზუსტებთ რას ნიშნავს ეს... ნუ გამოგვრიცხავ შენი ჭირიმე smile.gif
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 19 2008, 01:32 AM
პოსტი #323


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



KAIROS
ციტატა

მატასი,
ჩვენც გვეჯერა
ოღონდ ვაზუსტებთ რას ნიშნავს ეს... ნუ გამოგვრიცხავ შენი ჭირიმე
იხარე;
კაიროსი!


არავის გამოვრიცხავ მე, მითუმეტეს შენ კაიროს smile.gif
კონკრეტულად არავისზე დამიწერია... ზოგადად დავწერე... smile.gif

wub.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Didgoreli
პოსტი Feb 19 2008, 02:01 AM
პოსტი #324


ძლევაი საკვირველი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,829
რეგისტრ.: 24-May 07
მდებარ.: თბილისი, დელისი :))
წევრი № 2,010



_Matasi_
ციტატა
მე მინდა რომ მჯეროდეს...და მჯერა ))

მეც მჯერა , რადგან მისი შემწეობის გარეშე დიდგორის ბრძოლის მოგება შეუძლებელი იქნებოდა wink.gif


--------------------
ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი

www.didgorelebi.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2008, 12:45 PM
პოსტი #325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(_Matasi_ @ Feb 18 2008, 05:09 PM) *

marine
როგორც ჩანს, ძაელ ქართველებს უფრო სჯეროდათ წმინდა გიორგის ბრძოლაში დახმარების ისტორიები არა? smile.gif



იმედს ვიტოვებ, თამარ, რომ დღესაც იმავე დოზით სჯერავთ ქართველებს წმინდა გიორგის შემწეობის smile.gif

ასე რომ არა, რაღაა მაშინ ჩვენი მორწმუნეობა, რაღატომ ვლოცულობთ და გვწამს წმინდა გიორგი..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 20 2008, 02:45 PM
პოსტი #326


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დათო ტურაშვილს აქვს დაწერილი მოთხრობა "ჯგრაგი" (გიორგის სვანური შესატყვისი)
ეს მოთხრობა შედგება იმ ფაქტებისგან, რომლებიც ადასტურებენ, დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოჩენას.
მოვიყვან რამდენიმე მისიონერის აღწერილობას:
გვიდო კარდულინი (მისიონერი)-"როგორც მის უავგუსტესობას რელაციონით ვაუწყეთ, აფხაზთა და ქართველტა მეფის დავითის ლაშქრის ძლევაი სარკინოზთა ზედა ტფილისის მახლობლად, დიდად სასიხარული იყო მთელი საქრისტიანოსათვის და ფრიადაც გავიხარენით, რამეთუ სულტანი ილღაზი ალეპოსი და სხვა მოჰამედიანთა, ეპირებოდა ნგრევასა წმიდისა ქალაქისა იერუსასლიმთა და ასეც მოხდებოდა, რომ არა მტკიცენი იბერიელნი, რომელთა დალეწენ მოჰამედიანნი ველსა დიდგორისასა. გვეუწყა აგრეტვეცა მხიარულობა პაპისა ჩვენისა ამა ზლევისა გამო და აგრეთვეცა გვეუწყა ინტერესი ფრიადი მისისა უავგუსტესობისა, რომელი განაკვირვა ხსენებამ წმიდისა გიორგისი, რელაციონის აღწერილობაშიდ ბრძოლის ველზედ ჩვენ პირველმან მოვიხსენიეთ წმიდა გიორგი, რომელი გამოეცხადა მოლაშქრეთ და მხილვენი ზემორე თქმულისა, არიან მრავალნი ორთავე სპათა შინა. უკუეთუ მისი უავგუსტესობა, ისურვებდეს წვრილ ამბავთა თხრობასა შესახებ ამისა, ყოველსა ცნობასა ვაახლებდეთ პაპის კანცლერსა თქუენის მეშვეობითა და ჩვენისა მეცადინეობითა..."
(თარგმნის ავტორი უცნობია. ცვენი ვერსიით, შესაძლოა ქართულად გადმოეღო ეს ტექსტი არქანჯელო ლამბერტის (მოგვიანებით) ან პირიქით-ლათინურის მცოდნე რომელიმე ქართველს).
ბეწიკა ლიქოკელი (დიდგორის ბრძოლის მონაწილე) "ფხოველთა ჩვენ ხელმწიფის გვერდით დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა-ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფეთა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნივ სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ქართველთა სპათა, რომ წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებული შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩუონსაო. ერთი ფრაკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთ სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისა და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე-ეჰა, გივარგი!.."
ჟან პიერ გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე) "მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას ისოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ილამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვარისნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელი აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიოარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელთაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ "ნაზუქს" და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვიხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმიდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული, გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ-"წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..."
(ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2008, 02:55 PM
პოსტი #327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(tamuna m @ Feb 20 2008, 02:45 PM) *

ხოლო რაც შეეხება წმიდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული, გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ-"წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..."



ძალიან საგულისხმო მასალაა, თამუნა wub.gif უღრმესი მადლობა 2kiss.gif

ციტატა(tamuna m @ Feb 20 2008, 02:45 PM) *

დათო ტურაშვილს აქვს დაწერილი მოთხრობა "ჯგრაგი"



ვნახე ინტერნეტში და აუცილებლად წავიკითხავ smile.gif

http://www.lib.ge/body_text.php?689


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Feb 20 2008, 03:28 PM
პოსტი #328


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(tamuna m @ Feb 20 2008, 02:45 PM) *

დათო ტურაშვილს აქვს დაწერილი მოთხრობა "ჯგრაგი" (გიორგის სვანური შესატყვისი)
ეს მოთხრობა შედგება იმ ფაქტებისგან, რომლებიც ადასტურებენ, დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოჩენას.
მოვიყვან რამდენიმე მისიონერის აღწერილობას:
გვიდო კარდულინი (მისიონერი)-"როგორც მის უავგუსტესობას რელაციონით ვაუწყეთ, აფხაზთა და ქართველტა მეფის დავითის ლაშქრის ძლევაი სარკინოზთა ზედა ტფილისის მახლობლად, დიდად სასიხარული იყო მთელი საქრისტიანოსათვის და ფრიადაც გავიხარენით, რამეთუ სულტანი ილღაზი ალეპოსი და სხვა მოჰამედიანთა, ეპირებოდა ნგრევასა წმიდისა ქალაქისა იერუსასლიმთა და ასეც მოხდებოდა, რომ არა მტკიცენი იბერიელნი, რომელთა დალეწენ მოჰამედიანნი ველსა დიდგორისასა. გვეუწყა აგრეტვეცა მხიარულობა პაპისა ჩვენისა ამა ზლევისა გამო და აგრეთვეცა გვეუწყა ინტერესი ფრიადი მისისა უავგუსტესობისა, რომელი განაკვირვა ხსენებამ წმიდისა გიორგისი, რელაციონის აღწერილობაშიდ ბრძოლის ველზედ ჩვენ პირველმან მოვიხსენიეთ წმიდა გიორგი, რომელი გამოეცხადა მოლაშქრეთ და მხილვენი ზემორე თქმულისა, არიან მრავალნი ორთავე სპათა შინა. უკუეთუ მისი უავგუსტესობა, ისურვებდეს წვრილ ამბავთა თხრობასა შესახებ ამისა, ყოველსა ცნობასა ვაახლებდეთ პაპის კანცლერსა თქუენის მეშვეობითა და ჩვენისა მეცადინეობითა..."
(თარგმნის ავტორი უცნობია. ცვენი ვერსიით, შესაძლოა ქართულად გადმოეღო ეს ტექსტი არქანჯელო ლამბერტის (მოგვიანებით) ან პირიქით-ლათინურის მცოდნე რომელიმე ქართველს).
ბეწიკა ლიქოკელი (დიდგორის ბრძოლის მონაწილე) "ფხოველთა ჩვენ ხელმწიფის გვერდით დგომა გვეწადის! თუცაღა ფრანკთა შორის ჩაგვაყენეს სპასალარმან ჯუართა გამო ჩონ ტალავერზედა-ფრანკნი მრავალნი ეგონების მტერთაო. ფრანკთა დიაღაც ცოტანი იყვნენ მეომარნი და თურქთა კი უნდა სცოდნიყოთ, რო ევროპელნი მრავალნი ბრძოდნენ ქართველთა გამო. ამადაც ვერა ვიხილენით ახლოით წმიდა გივარგი, რომელიც მეფეთ მეფეთა ჩუენსა დავითსა ხელმარჯვნივ სდგა სიმტკიცისა წამქეზებელათ მტერთა ზედა. ხოლო ოდენ გვესმოდის ქართველთა სპათა, რომ წმიდა გივარგი გამოსჩდაო თვითან თეთრსა ცხენზედ ამხედრებული შუბითა განგმირავითა და მფარველსა ვადიდებდეთ უფალსა ჩუონსაო. ერთი ფრაკთაგანი მხრებზედ შესდგა ჯვაროსანსა ამხანიგსა თვისსა, რომელსა ესრეთ სწყუროდის და ეწადის ხილვაი წმიდისა გივარგისა და ჰყვიროდიან ფრანკთა ენაზე-ეჰა, გივარგი!.."
ჟან პიერ გალუა (ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე) "მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდთა ქართველების ქვეყანას ისოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ილამის დროშის წინააღმდეგ. იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვარისნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი, რომლის სახელი აღარ მახსოვს, რადგან მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიოარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე. ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელთაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ "ნაზუქს" და ასევე გრძელ საღეჭს, რომელსაც რთული სახელი ჰქონდა და ვეღარ დავიმახსოვრეთ. ტიფლისის მახლობლად დაგვიხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად. ხოლო რაც შეეხება წმიდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული, გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ-"წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..."
(ფრანგულიდან თარგმნა ნიაზ დიასამიძემ)


ჩემო კარგო დათო ტურაშვილის მიერ მისი ფანტაზიით მოხმობილი სცენარი რეალობად გადმოიტანო და თქვა რომ წმ. გიორგი დიდგორის ბრძოლასში მონაწილეობდაო არ არის სიმართლე.

კარგი იქნება თუ შესძლებ ისტორიული მასალების და პოპულარული ლიტერატურული მასალის გარჩევას. ისტორიული მასალა
არის ის რაც ნარატივის ანუ თხრობის სახით არის ჩაწერილი ძველ ისტორიულ ძეგლებში, ასე მაგალითად ფარსადან გორგიჯანიძე იყო მეფე როსტომის (1633-1658) კარის ისტორიკოსი და წერდა იმას რაც გადახდა მას და მის სამშობლოს
როსტომის მეფობის დროს. ის ინფორმაცია რომელიც როსტომამდე მოხდა მას ძირითადად სხვა ძველი ისტორიკოსების ცნობებიდან ააქვს აღებული, ასეა ნებისმიერი სხვა ისტორიკოსი.

რაც შეეხება დათო ტურაშვულს ან კიდევ მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას ან კიდევ ლევან გოთუა და აშ ესენი არის
მწერლები რომლებიც წერენ არა იმას თუ რა მოხდა წარსულში არამედ მხოლოდ იმის იმიტაციას და ისიც მათი ფანტაზიის მიხედვით, არის შემთხვევები როდესაც ისინი იყენებენ ისტორიულ წყაროებს იმისთვის რომ თხრობა შუა საუკუნეების რეალობას მიუახლოვონ მაგრამ თვით ის ფაქტი რომ ეს მათი ნაწერი არ არის ისტორიული სიმართლე ეფ ფაქტია


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 20 2008, 03:42 PM
პოსტი #329


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ვაჰ, ისევ აქტუალურია ეს თემა?....


ერთი კითხვა მაქვს: რა დატვირთვა აქვს წმინდა გიორგის შემწეობას ხილული სახით?

რა, უხილავად შემწეობა წმინდანებისა ვერ ქაჩავს შემწეობაზე? დავანებოთ თავი იმას, მოხდა თუ არა, ვისაუბროთ წმინდა ფსიქოლოგიურ ასპექტზე, ანუ იმაზე, თუ რატომ არის უშუალო ჩარევა უფრო ფასეული


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 20 2008, 03:46 PM
პოსტი #330


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მე ვფიქრობ, წმინდანის გამოცხადება დიდგორის ომშიც კი ფსიქოლოგიური დატვირთვის იყო, ანუ შეახსენა მან თავი მეომრებს. ეს ჩემი აზრია.

პ.ს. ისე რა საოცარია, ვინც ეს იხილა rolleyes.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 20 2008, 04:14 PM
პოსტი #331


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



sable
გეთანხმები, მეც დიდხანს ვიფიქრე, რამდენად შეესაბამებოდა ეს მოთხრობა რეალურ ფაქტებს.
სადაც წავიკითხე "ჯგრაგი", იქვე არის ინტერვიუა ავტორთან
-დათო, მოთხრობა შედგება ეპიზოდური მონათხრობებისაგან, რომლებსაც მთხრობელის ვინაობაც ახლავს. ზოგიერთ მათგანი რეალურად არსებული ადამიანია, ზოგიც-მწერლის ფანტაზიის ნაყოფი.
-საქართველოში იმ დროს მისიონერები მრავლად იყვნენ. გარდა იმ ფუნქციისსა, რომელსაც მათ ვატიკანი ანიჭებდა,-გაევრცელებინათ სარწმუნოება,-ისინი აღწერდნენ ვიტარებას, რომელიც ქვეყანაში სუფევდა (დაზვერვითი ფუნქცია ჰქონდათ). ამ აღწერას რელაციონი ერქვა. ვატიკანში ასეთი რელაციონები მრავლად არის გაგზავნილი საქართველოდან. რასაკვირველია, მე ხელთ მაქვს მხოლოდ რამდენიმე ნიმუში ევროპელებისა და არბების მიერ გაგზავნილი აღწერებისა, ამასთან, ქართველთა ღწერილობანი, რომლებიც ადასტურებს დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოჩენას. (დ.ტურაშვილი)

აქედან გამომდინარე, ეს ნაწარმოები, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფზე დაყრდნობით არ არის შექმნილი.
ვფიქრობ ამ თემაში, მისი განთავსება საინტერესოა.

ციტატა(კანუდოსელი @ Feb 20 2008, 03:42 PM) *

ერთი კითხვა მაქვს: რა დატვირთვა აქვს წმინდა გიორგის შემწეობას ხილული სახით?



რათა მტერი სულიერად და ფსიქოლოგიურად დაეთრგუნა.
ასევე მართლმადიდებლური სარწმუნოების კიდევ ერთი ხილული სასწაული იყო, იმისთვის რომ ქრისტეს რწმენა უფრო მეტად განემტკიცებინა ხალხში.
ეს კიდევ ერთი დასტურია, იმისა, რომ წმ. გიორგი ყოველთვის იყოს განსაკუთრებული მფარველი ქართველი ერისა.


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 21 2008, 12:01 PM
პოსტი #332


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
_Matasi_

ციტატა
არსებობს ლეგენდა
დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში....

ალბათ ამის შესახებ ყველა ქართველს სმენია...
მაინტერესებს ვის გჯერათ ამის და ვის არა...



აი თემის შეკითხვა.

არც ერთ იუზერს არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ უთქვამს, რომ წმინდა გიორგის შეწევნა არ ყოფილა დიდგორის ბრძოლაში. აქ მხოლოდ სეწევნის ფორმაზე ყო საუბარი.

მე პირადად პირველად კაიროსისგან გვიგე, რომ შეწევნა შეიძლება ყოფილიყო ასე ვთქვათ ანალოგიის სახით, ანუ ქართველებს, რიომ შეწევნა დანახათ კიდევ უფრო კონკრეტულად ადამიანებს, რომ შეწევნა დაენახათ, მათ სჭირდებოდათ წმინდა გიორგის იმ სახით დანახვა რა მდგომარეობაშიც ტავად იყვნენ, ანუ მებრძოლის სახით. შესაძლებელია, მაშინ როცა იბრძვი და ხმალს იქნევ, მლოცველი წმინდა გიოგის შეწევნა (ანუ მლოცველის სახით) შენთვის არ იყოს ისეთი დიდი ნუგეში და ძალის მომცემი, როგორც მებრძოლის სახით დანახვა. მე მგონი ეს რთული მისაღები არ არის და არც დახმარებას არ გამორიცხავს.

მე მგონი ტყუილად ვდაობთ. ანუ ვდაობთ იმაზე, რაზეც სინამდვილეში არ ვდაობთ) ნამეტანი გავართულე)


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2008, 12:17 PM
პოსტი #333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,837
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მხევალი ნინო

გეთანხმები ნინო, აქ საკამათო მართლაც აღაფერია.

ყველაფერი რწმენაზეა დაფუძნებული.

თუკი ადამიანი მართლმადიდებელია და სწამს წმინდა გიორგის ძალმოსილების, სწამს კიდევაც რომ მას შესწევდა ძალა ხილულად დახმარებოდა ქართველებს დიდგორის ომში.

ჩვენი ეკლესიის ისტორია დღემდე სავსეა უამრავი სასწაულით და არამგონია ქართველებს ამ სასწაულში ეჭვი შეეპაროს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 21 2008, 03:31 PM
პოსტი #334


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სწამს კიდევაც რომ მას შესწევდა ძალა ხილულად დახმარებოდა ქართველებს დიდგორის ომში.

არც ამაში შეაქვს ეჭვი არავის, ჩვენ უბრალოდ ვაზუსტებთ ეს ხილული დახმარება ფიზიკურ-მატერიალურ-სისხლისმღვრელი იყო, თუ სხვა რამ უფრო აღმატებული, უბრალოდ გამოვდივართ წმიდანის ნეტარი მდგომარეობიდან და იმიდან რომ წმ. გიორგის შეწევნა უფრო აღმატებულ საფეხურზე უნდა ავიყვანოთ ჩვენს ცნობიერებაში!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Feb 23 2008, 06:50 PM
პოსტი #335


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



tamuna m
ციტატა
აქედან გამომდინარე, ეს ნაწარმოები, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფზე დაყრდნობით არ არის შექმნილი.
ვფიქრობ ამ თემაში, მისი განთავსება საინტერესოა.

ტყუილად არ ახსენეს გოთუა და გამსახურდია. ისინიც იყენებდნენ ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ გადაამუშავეს თავისებურად smile.gif
შესაბამისად, ტურაშვილიც.. smile.gif ამგვარად, საინტერესოა, მაგრამ ამაზე დაყრდნობა არ შეიძლება rolleyes.gif

პ.ს. წმინდა ფსიქოლოგიური ასპექტიდან ალბათ ზოგჯერ საჭიროა წმინდანის ხილული დახმარება, ისევე შეფასდება როგორც სასწაული ვთქვათ, ხომ ხდება, რომ ზოგი ვერ ხედავს და სწამს, ზოგი ხედავს და მერე იჯერებს...


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Rozoma
პოსტი Feb 23 2008, 11:27 PM
პოსტი #336


levan
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 408
რეგისტრ.: 15-February 08
მდებარ.: saqartvelo, tbilisi
წევრი № 3,940



არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დიდგორის ომის მონაწილეთა უდიდესი რწმენის შედეგი იყო და არა რეალურად ცხენზე ამხედრებული და შეიარაღებული წმინდა გიორგი?


--------------------
საქართველოს მონასტრების სამი კანონი:

1) არ განიკითხო!

2) რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს, თავს ნუ იმართლებ, სთხოვე შენდობა და გაშორდი!

3) ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე, მიმართე მას კეთილი სიტყვით. თუ ეს არ ძალგიძს ნურაფერს ეტყვი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Feb 23 2008, 11:43 PM
პოსტი #337


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ციტატა
დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? smile.gif


ა რ ა

ციტატა
არსებობს ლეგენდა დიდგორის ომში წმინდა გიორგის გამოცხადების შესახებ... რომ იგი ქართველებს ეხმარებოდა ბრძოლაში....


მართალია ზუსტად ლეგენდა არსებობს...


ლოგიკურად იმსჯელეთ რომელიმე წმინდანი დაეხმარება ადამაინს მეორე ადამიანთან ბრძოლაში და მითუმეტეს მის მოკვლაში, როცა ქრისტე სიყვარულსა და სიცოცხლეს ქადაგებს?

როცა ამბობს ერთ ლოყაში რომ გაგარტყამენ მეორე მიუშვირეო...




--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 23 2008, 11:55 PM
პოსტი #338


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



- წმიდა ათანასე ალექსანდრიელის კანონიკურ ეპისტოლეში ამონ მონაზვნის მიმართ, მათქვამია: „ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 24 2008, 10:58 PM
პოსტი #339


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თამუნა მ.

და ზოგადადაც, უნდა შევნიშნო, რომ როცა მოგვყავს რომელიმე მამის რომელიმე აზრი, აუცილებლად უნდა წავიკითხოთ, რა კონტექსტში და ვის გულისხმობს, ანუ ის შენს მიერ დაწერილი აზრი ათანასე ალექსანდრიელისა, არის დაწერილი ცოცხალ ადამიანთა შესახებ ( აქაც დასაზუსტებელია, რომ მეომარი, რომელიც სხვათა გამო ქების ღირსია, ომიდან დაბრუნებული სინანულის კანონს ექვემდებარებოდა და არცთუისე მცირე, 3 წლიან უზიარებლობის ეპიტემიასაც ღებულობდა ეკლესიიდან ) , ანუ აქაა საუბარი მიწიერი ადამიანის, მიწიერ და გამოუვალ სიტუაციაში ცუდსა და უარესს შორის გაკეთებულ არჩევანზე და არა წმიდანის ქმედებაზე, რომელიც მუდმივ ნეტარებაშია და როგორც სული უფლის წმიდა სულით სავსე სულიერად მოქმედებს და შორსაა მისგან ადამიანური ქმედებები და სისხლი და კვლა...
გთხოვთ, ან შევწყვიტოთ ამ თემაზე კამათი ( რადგან ერთგვარი გამყარებაა ორივე მხრიდან და პოზიციები არ იცვლება ) ან კიდევ განვაახლოთ კამათი ( თუმცა არ მსურს) , ოღონდ არგუმენტები იყოს შესაბამისი!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 25 2008, 03:08 AM
პოსტი #340


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



მე მაინც ვერ მივხვდი რატომაა ასეთი წარმოუდგენელი, რომ წმიდა გიორგი თუნდაც ხილული სახით გამოცხადებულიყო? განა არ ყოფილა შემთხვევები ეკლსიის ისტორიაში, რომ მაგალიტად მთავარანგელოზნი ან სხვა რომელიმე წმიდანი გამოსცხადებოდნენ და შესწეოდნენ ხილულად? თუნდაც მიქაელ მთავარანგელოზის მიერ ხონას ტაძარში აღსრულებული სასწაული გავიხსენოთ როდესაც მთავარანგელოზმა წყლის წალეკვისაგან იხსნა ტაძარი . 19 სექტემბერსაა ამ სასწაულის ხსენება.
და კიდე კითხვა მაქვს თუ ბოროტ სულს შეუძლია ხილული სახით გამოცხადება მითუმეტეს რატომღაა შეუძლებელი რომ წმიდანებიც ხილული სახით ეცახდებოდნენ ადამიანებს?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 15 16 17 18 19 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:13 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი