IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
inaina
პოსტი Jun 7 2009, 01:55 PM
პოსტი #381


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა(gugua @ Jun 7 2009, 10:24 AM) *

ერთი მეგობრული რჩევა მინდა მოგცეთ: სასურველია სურათები "ნახე რას სვავენ"; "ნასერი ფაქტზე" და სუფრაზე გადაღებული სურათები, სადაც ღვინო ჩანს არ გამოგექვეყნებინათ! ჩვენთვის ეს გაუგებარია, მაგრამ იქ სულ სხვა კანონები აქვთ და გართულებები არ უნდა შევუქმნათ... ეს მე გამოცდილებიდან ვიცი...

მოდერს ვთხოვ ამოშალოს ეს სურათები
შენდობას ვითხოვ თქვენგანაც smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 7 2009, 02:30 PM
პოსტი #382


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



inaina-ს!
უხეშად ხომ არ გამომივიდა? უბრალოდ ისინი სულ სხვანაირად აზროვნებენ... სასმელთან კი განსაკუთრებით მკაცრი წესები აქვთ... არც რელიგიაზე შეიძლება ლაპარაკი... მქონია შემთხვევები, რომ საიტში ჩამისვავს ფოტოები, სადაც სუფრაზე ღვინო ჩანდა, მერე "იქიდან" დაურეკავთ და თვითონვე უთხოვიათ ამოღება... მათ წესებთან დაკავშირებით კი ერთ ამბავს გეტყვით: ერთი ახალგაზრდა გოგონა ლიფტში შევიდა უცხო მამაკაცთან ერთად, რომელმაც ლიფტში გააუპატიურა. სასამართლოზე კი დაზარალებული დაადანაშაულეს და პატიმრობაც კი მიუსაჯეს უცხოსთან ერთად რატომ შეხვედი ლიფტშიო...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 7 2009, 03:47 PM
პოსტი #383


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა(gugua @ Jun 7 2009, 03:30 PM) *

inaina-ს!
უხეშად ხომ არ გამომივიდა? უბრალოდ ისინი სულ სხვანაირად აზროვნებენ... სასმელთან კი განსაკუთრებით მკაცრი წესები აქვთ... არც რელიგიაზე შეიძლება ლაპარაკი... მქონია შემთხვევები, რომ საიტში ჩამისვავს ფოტოები, სადაც სუფრაზე ღვინო ჩანდა, მერე "იქიდან" დაურეკავთ და თვითონვე უთხოვიათ ამოღება... მათ წესებთან დაკავშირებით კი ერთ ამბავს გეტყვით: ერთი ახალგაზრდა გოგონა ლიფტში შევიდა უცხო მამაკაცთან ერთად, რომელმაც ლიფტში გააუპატიურა. სასამართლოზე კი დაზარალებული დაადანაშაულეს და პატიმრობაც კი მიუსაჯეს უცხოსთან ერთად რატომ შეხვედი ლიფტშიო...


უხეშობას ვერ დაგწამებთ smile.gif
მხოლოდ ის მინდა გითხრათ,რომ ნასერმა დაათვალიერა ეს სურათები და არ უთხოვია წაშლა
ბოლო სურათები თვითონვე გტამომიგზავნა

რაც შეეხება პოსტის ბოლოს დაწერილ მაგლითს,
ჩემი აზრით
ეს მაგალითი უბრალოდ უსამართლობაა და მეტი არაფერი
არსად მსმენია ამგვარ მძიმე დამაშაულზე დაზარალებული დაესაჯათ
თან ასეთი სასაცილო მიზიზს გამო
ლიფტში რატომ შეხვედიო? biggrin.gif
მე 16 სართულზე ვცხოვრობ და წარმოიდგინეთ რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი ეგ რომ გავითვალისწინო
biggrin.gif
ამ პოსტსაც წავშლი მოგვიანებით
კიდევ ერთხელ მაპატიეთ smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 7 2009, 05:47 PM
პოსტი #384


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რატომ უნდა წაშალო, იყოს! თუ ნასერმა იცის - მით უკეთესი. შეიძლება მე ზედმეტად ვფრთხილობ.
ციტატა
მე 16 სართულზე ვცხოვრობ და წარმოიდგინეთ რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი ეგ რომ გავითვალისწინო

უბრალოდ გამეცინა, აქ არაფერი გემუქრება. შეგიძლია მშვიდად დაემგზავრო ნებისმიერს smile.gif
ციტატა
კიდევ ერთხელ მაპატიეთ

მე სხვისი განსჯის უფლება არ მაქვს, ასე რომ ჩემთან არც არაფერი გაქვთ საპატიებელი.
ეს კი თქვენ! პირდაპირ თეირანიდან არის გამოგზავნილი ცალკ-ცალკე, მე მხოლოდ "ავკინძე"
IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 7 2009, 10:07 PM
პოსტი #385


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



gugua
დიდი მადლობა
smile.gif
რა ლამაზი ვარდებია wub.gif
რა კარგი ყვავილები ქონიათ ფერეიდანში
ძალიან მინდა ფერეიდანის ნახვა და იმედი მაქვს როდისმე მოვხვდები იქ smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
poligloti
პოსტი Jun 8 2009, 12:30 AM
პოსტი #386


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 23-May 09
მდებარ.: kazbegi-Tbilisi
წევრი № 7,022



რატომ არ ეპატიჯები ფერეიდნელ ჩვენი ქართველ ძმებ ყაზბეგში?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 8 2009, 08:07 PM
პოსტი #387


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბერდია ბ-ს!
ბერდია, სამწუხაროდ შენი ნიკი აღარ მახსოვს, ამიტომაც გწერ ასე სახალხოდ! როცა ამ წერილს ნახავ, აუცილებლად შემეხმიანე E-Mail-ით ან P.M.-ით. დიდი მადლობა.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 9 2009, 09:09 PM
პოსტი #388


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



სადაურსა სად წაიყვან...
აღა-მაჰმად-ხანის შთამომავალი ვაკის სასაფლაოზე განისვენებს

პრობლემებით დატვირთულ ჩვენს დროში ისეთი ამბები გამოერევა ხოლმე, რომ ჩვენი კარგი განწყობილება გვინდა, თქვენც გადმოგდოთ. ამიტომაც ერთ საინტერესო წერილს გაგაცნობთ.
„თბილისში, ძველ პლეხანოვზე, ჩემს მეზობლად ზურაბ მჭედლიშვილისა და ლერა ჩიკვაიძის მშვენიერი ოჯახი ცხოვრობს... ბატონ ზურაბს შეიძლება ბევრი იცნობს, – ის აღმოსავლეთმცოდნეა და საქართველოს კონსული გახლდათ თურქეთში... მისი მეუღლე, ქალბატონი ლერა კი მუსკომედიის თეატრის მსახიობია... ახლახან ამ ქალბატონმა გამაოგნებელი რამ მიამბო: აღა-მაჰმად-ხანის უკანასკნელი შთამომავალი (მართალია, აღა-მაჰმად-ხანი საჭურისი იყო, მაგრამ ყაჯართა გვარი მისმა ძმამ გააგრძელა – ავტ.) მოუნათლავს და ქრისტიანად მიუბარებია მიწისათვის... ასე რომ, ჩვენი მოსისხლე მტრის უკანასკნელი სისხლი და ხორცი თურმე ვაკის სასაფლაოზე განისვენებს. მისი მონაყოლი გონებიდან არ მშორდება და ვიცი, თქვენს მკითხველსაც უსათუოდ დააინტერესებს. მალხაზ ურიდია“.
მოდი და ნუ გაგიკვირდება! სიმართლე გითხრათ, თავად ბატონ მალხაზს რამდენჯერმე ეჭვით ჩავეკითხეთ ამის შესახებ. ბოლოს ქალბატონ ლერასთან წავედით და ირანელი პრინცესას ისტორია მოვისმინეთ. ამ ისტორიას აღა-მაჰმად-ხანის ცოდვების ტრაგიზმი სდევს, – ყაჯართა პრინცესა მარტოსული და მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა. თუმცაღა, სიყვარულის ნიჭისთვის ის ღმერთმა სიყვარულითვე დააჯილდოვა, – სიცოცხლის ბოლოს ქართველი ქალები ელენე ბურჯანაძე და ლერა ჩიკვაიძე ერთგულად უვლიდნენ...
ზურაბ მჭედლიშვილი: – აღა-მაჰმად-ხანს შვილი არ ჰყავდა. გავლენა და ფული რომ ჰქონოდა, ნებით დაასაჭურებინა თავი წინამორბედი ზენდებისა და აფშარების დინასტიის კარზე – თავმდაბლად ეახლა მათ და არმიაში სამსახური ითხოვა. მიიღეს და ჰარამხანაც ჩააბარეს საპატრონოდ. ჰარამხანაში შესვლა კი მხოლოდ საჭურისებს შეეძლოთ. მაგრამ ყველას რომ ეგონა, აღა მაჰმადი საჭურისობის ფასად მხოლოდ მაღალ ხელფასსა და თანამდებობას დასჯერდებოდა, ასე არ აღმოჩნდა, – შური სისხლით იძია და თავად გახდა ირანის შაჰი... მერე კი, როცა 56 წლისას საკუთარ კარავში მოუღეს ბოლო (სომეხმა ვაჭარმა გამოსჭრა ყელი და ამით თბილისიც გადაურჩა მეორედ აოხრებას), ირანის ტახტზე მისი ძმისშვილი ფათალი-ხანი ავიდა... მაგრამ ბიძის დაქცეულმა სისხლმა მისი შტოც არ გაახარა და ფათალი-ხანის შთამომავლობაც სისხლში ამოიხრჩო – 1925 წელს ყაჯარები ფეჰლევთა დინასტიამ ჩამოაგდო ტახტიდან, ბედისწერამ სამი წლის ბავშვი, ირანის მომავალი შაჰი მუფოდინიც კი არ დაინდო, მასაც ლტოლვილობაში ამოხდა სული... ცოცხალი დარჩნენ მხოლოდ მუფოდინის ბიძები, რომლებიც ირანიდან გაიქცნენ და ეგვიპტესა და აფრიკაში უმემკვიდროდ გადაეგნენ... ერთ-ერთი ბიძა ინგლისშიც გარბოდა გემით, მაგრამ ნაპირამდე ვერ მიაღწია. ბიძებიდან მხოლოდ 17 წლის ნეჯეფი გადარჩა, რომელსაც ახალმა საბჭოთა იმპერიამ ხელი მოწყალედ გაუწოდა... ის რუსებმა ბაქოში ჩამოიყვანეს და უბრალო აზერბაიჯანული გვარი, კალაბეკოვი მისცეს...
ირანის პრინცს ჭკუა და ნიჭი ნამდვილად არ აკლდა. ამიტომ განათლებაც მიიღო და საბჭოეთის შენებაშიც მონაწილეობდა. მივლინებებშიც კი უშვებდნენ... ერთხელაც თბილისში ჩამოსულმა ნიკოლოზ II-ის ფრეილინას შთამომავალი – ნინა მელიქ-ალაჰვერდოვა გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა. ნეჯეფს და ნინას ქალიშვილი დელარე (დელი) შეეძინათ. და ალბათ, თბილისში ბედნიერადაც იცხოვრებდენ, რომ არა 1937 წელი.
1937-ში რეჯეფი დააპატიმრეს და ნინა ალაჰვერდოვაც ქმარს მიაყოლეს. დელი ქართველმა დედობილმა გადამალა და იქამდე უპატრონა, სანამ ნინა ალაჰვერდოვა დაბრუნდებოდა.
ლერა ჩიკვაიძე: – დელი ჩემმა ბიძაშვილმა გამაცნო. ერთად სწავლობდნენ. ერთხელაც მასთან შავგვრემანი, მწვანეთვალებიანი ქალი დამხვდა... ეს ირანის პრინცესააო. მაშინ თქვა დელარემ, – მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მამა რომ წაიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ ჩემნაირი თვალები ჰქონდაო... „სამშობლოს მოღალატის“ შვილს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის ნება მისცეს, მაგრამ ამ დარგში ჩვენი ქვეყნისთვის იმდენს აკეთებდა, ყველგან პატივს სცემდნენ...
– მაინც გაუჭირდებოდა მარტოს მძიმე წლებში...
– მარტოსული იყო, უჭირდა, მაგრამ მაინც სხვებს ეხმარებოდა. ხანდახან ვფიქრობდი, – ნეტავი როგორ დააჯილდოვა ღმერთმა იმ სისხლისმსმელი საჭურისის სისხლი და ხორცი ასეთი სიყვარულის უნარით-მეთქი... თუმცა ალბათ, ასეც ხდება...
ბევრჯერ მინახავს მის თვალებზე ცრემლები, როცა საქართველოზე ლაპარაკობდა, ხშირად მინატრია, ბევრ ქართველში დამენახა ქვეყნის ასეთი სიყვარული... ბოლოს, საყვარელი ნივთები გამოიტანა სახლიდან და მეგობრებს დაგვირიგა... ვუთხარი, ამას რად აკეთებ-მეთქი და – არ მინდა, ვინმემ ჩემი გარდაცვალების შემდეგ რაიმეზე იდარდოს, ჩემი სურათები კი თან ჩამაყოლეთ, ჩემ შემდეგ მაინც არავის დასჭირდებაო... ჩავაყოლეთ. დღემდე მიხარია, რომ მძიმე ავადმყოფს გვერდით ვყავდი. არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, რომ ადამიანს ეხმარები...
– ჩანს, ასეთი გულის გამო აგირჩიათ ნათლიად...
– არ ვიცი... მითხრა, ამაზე დიდხანს ვფიქრობდი, მამაჩემი ჭკვიანი კაცი იყო, ის გამიგებდაო... ბავშვობაში თურმე ვიღაცას მეჩეთში მიჰყავდა მოსანათლად და დედამისს უუარია – მამაშენი მაჰმადიანი იყო, ამიტომ ქრისტიანულად ვერ მოგნათლავ, მაგრამ ვერც მუსულმანს გაგხდი, რომ გაიზრდები, თავად აირჩიე, ვინ უნდა იყოო.
სიონში მოვნათლე, როცა გარდაიცვალა, მოძღვარმა წესი აუგო და ვაკის სასაფლაოზე დავკრძალეთ დედამისის გვერდით... მას შემდეგ სამი წელი გავიდა და ახლაც დაგხვდებათ მის საფლავზე ყვავილები...
P.S. ყვავილები მის საფლავზე მართლაც დამხვდა. შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, რომ ბედისწერას თავისი გზა და კანონები აქვს და ოდესღაც მაინც აღასრულებს – სისხლის ის ნაკვალევი, რომელიც პაპამ ქართულ მიწაზე დატოვა, მისმა შვილთაშვილმა სიყვარულით გადარეცხა... და მართალია, ჩვენ, მოკვდავებმა არ ვიცით, დიდი ცოდვები საბოლოოდ გამოისყიდება თუ არა, მაგრამ ალბათ სხვაგვარად მარტო თბილისი კი არა, სამყაროც ვერ იარსებებდა.

ეთერ ერაძე.
კვირის პალიტრა. 1-7 ივნისი. 2009.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 10 2009, 10:15 PM
პოსტი #389


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ეეხ, ჩემო კარგო ხალხნო, რომ იცოდეთ დღეს ვისთან ვიყავი... რამდენიმე დღის წინ მეტროში ერთი 12-13 წლის ბიჭი შემხვდა, რომელიც წიგნს კითხულობდა... ჯერ ეს გამიკვირდა და მერე ის რომ - წიგნი სპარსული იყო! ასე გავიცანი რამინი - თეირანელი ქართველი. დღეს კი მის ოჯახში ვიყავი სტუმრად! ამ ყველაფერს დამუშავების შემდეგ შემოგთავაზებთ, ერთს კი გეტყვით რომ მამამისი - ბატონი გოგა პერიოდულად ირანში დადის, რომ იმუშაოს და ამ ფულით თბილისში ოჯახი არჩინოს და ბინის ქირა - 250 ლარიც გადაიხადოს...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 11 2009, 08:10 PM
პოსტი #390


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეგობრებო, 2 განცხადება მინდა შემოგთავაზოთ:

1. მინდა გაცნობოთ და ასევე თქვენი საშუალებით გავაგებინოთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ ADJARIS TV - თი, კვირას, 14 ივნისს, 18.50 - საათზე გავა ფილმი "სამი საქართველო".

საუკეთესო სურვილებით,
--
Dr. Rostom Beridze

Shota Rustaveli State University
Professor, Director of Business School

35 Ninoshvili str.
6010 Batumi,Georgia
Tel: (+995 222) 70656
Mob: (+995 99) 716263
E-mail: rostomi.beridze@bbs.ge
Web: www.bbs.ge


2. განსაკუთრებით უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს (თუმცა აქ მცხოვრებთათვისაც საჭიროა) მოინახულეთ ეს საიტი: www.Amindi.Ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 12 2009, 10:19 PM
პოსტი #391


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 126

ლადო აღნიაშვილი – «ქართული ხალხური ზღაპრები»

გამარჯობა გიორგი! გიგზავნი ლადო აღნიაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ხალხური ზღაპრების წიგნის ქსერო-ასლს. ეს წიგნი ბავშვობიდან მაქვს, ბებიაჩემი მიკითხავდა ამ ზღაპრებს და ისე მიყვარს, რომ აქაც კი წამოვიღე! სულ დაწებებულია და ყველა გვერდი კარგად ვერ დავაკოპირე, მაგრამ ვიცი რომ ძალიან გაგიხარდება! გოჩა ლაღიძე. ნიდერლანდები.
P.S. ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ცნობილი ქართველი „რკინის კაცის“ – გოჩა ლაღიძის გამოგზავნილია (ქვეთავი 92 – „ფერეიდნელი დავით გუგუნაშვილი ღოუბანში“ და ქვეთავი 120 – „გოჩა ლაღიძე – რკინის კაცი“)! მასში თავმოყრილი ზღაპრები კი სათავადაზნაურო სასწავლებელში ქართული ენის პირველი მასწავლებლის, ქართული გუნდის პირველი დამაარსებლის და ფერეიდანში პირველი ქართველი მოგზაურის – ლადო აღნიაშვილის (ქვეთავი 4 – „პირველი ქართველები ფერეიდანში“; ქვეთავი 5 – „უფლის ხელით დახატული სასაფლაო“; ქვეთავი 19 – „ციური ბერიძე – ლადო აღნიაშვილი და ფერეიდნელი ქართველები“; ქვეთავი 28 – „ფერეიდნელები და ლადო აღნიაშვილი“ და ქვეთავი 38 –„ვლადიმერ (ლადო) აღნიაშვილი“) შეკრებილია!
აღზარდეთ თქვენი შვილები და შვილიშვილები ამ ზღაპრებზე!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 15 2009, 07:40 PM
პოსტი #392


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 127 – მიხეილ ღანიშაშვილი – ქართველთა საპროტესტო აქციები კიევში. აგვისტო 2008 წ. – Міхеіл Ганішашвілі – АКЦІЇ ПРОТЕСТУ ГРУЗИН У КИЄВІ .


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 18 2009, 07:20 PM
პოსტი #393


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ბანერი ჩავსვი და ნახეთ! სახლიდან გაუსვლელად ზოგჯერ საქართველოშიც "გაისეირნებთ"!
იმისათვის რომ, კამერებს უყუროთ შეფერხების გარეშე, უნდა გქონდეთ მინიმუმ
1 Mb ინტერნეტის სიჩქარე


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 19 2009, 07:04 AM
პოსტი #394


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ჩვენ გვაქვს გაკეთებული ქართული ტელეარხების საიტი იქნებ დაჭირდეთ უცხოეთში და მიაწვდინო ეგ საიტი თუ ვინმეს დააინტერესებს

http://tv.qartvelo.net

მალე ვაპირებ დავამატო ქართული რადიოები


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 19 2009, 03:25 PM
პოსტი #395


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



gugua
ციტატა
ჩვენ გვაქვს გაკეთებული ქართული ტელეარხების საიტი იქნებ დაჭირდეთ უცხოეთში და მიაწვდინო ეგ საიტი თუ ვინმეს დააინტერესებს

დიდი მადლობა smile.gif ახლა ვნახე და იმედია აჩვენებს კიდეც, უბრალოდ სამსახურში ვარ და აქ ვერ შევამოწმებ. მადლობთ კიდევ ერთხელ!

პ.ს. თქვენს გვერდსაც ვკითხულობ და ძალიან საინტერესოა.ბევრი რამ ახალი გავიგე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 19 2009, 11:06 PM
პოსტი #396


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გაიხარე!

ქვეთავი 82 - სოფიკო ალავერდაშვილი - „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“
დაემატა ვიდეო - „სტუდენტური დემოკრატია“
1. ნუმიზმატიკაში ასახული ქვეყნის ისტორია;
2. ჯიბის ფული სტუდენტებისათვის;
3. სტუდენტები და ყვითელი პრესა.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 22 2009, 08:53 PM
პოსტი #397


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 128 - რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – «ჩემი ოჯახი»

არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი თბილისური დილა... მეტროთი სამსახურისკენ

ქვეთავი 128 - რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – «ჩემი ოჯახი»

არაფრით გამორჩეული ჩვეულებრივი თბილისური დილა... მეტროთი სამსახურისკენ მივემგზავრები... შაბათი დღეა და ვაგონში ხალვათობაა... ჩემს წინ 12-13 წლის ბიჭი ზის და წიგნს კითხულობს... წიგნი სპარსულენოვანია! ჩვენს დროში დიდი იშვიათობაა წიგნით ხელში მოსწავლის ნახვა, მით უმეტეს თუ წიგნი სპარსულია! – ათვალიერებ თუ კითხულობ-თქო? ვითომ სასხვათაშორისოდ ვკითხე... დიდრონი თვალებით გაკვირვებულმა შემომხედა და „გაკვეთილებს ვიმეორებო!“ – მიპასუხა. ასე გავიცანი რამინ ჰამიდრეზას (გოგას) ძე სეფიანი (სეფიაშვილი).

* * *
რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – დავიბადე 1996 წლის 3 მარტს, ირანში, ქალაქ ისპაჰანში, ქართულ-ფერეიდნულ ოჯახში. მყავს მშობლები და ოთხი წლით ჩემზე უმცროსი და მარალა (მარიამი). პატარაობიდანვე ჩემმა მშობლებმა შემასწავლეს ქართული ენა, რადგან არ დაიკარგოს ქართველობა. შემდეგ კი დედაჩემმა შემასწავლა ქართული წერა-კითხვა.
2001 წლამდე ვცხოვრობდით ირანში. შემდეგ კი ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩამოსულიყვნენ საქართველოში საცხოვრებლად. ჩამოსვლისთანავე ჩემმა მშობლებმა მიმართეს იუსტიციის სამინისტროს იმიგრანტის საბუთების ასაღებად ვიზები რომ აღარ გაეგრძელებინათ. მაგრამ, რაკი არ მოგვცეს იმიგრანტის საბუთი და ყოველთვის გვიხდებოდა ვიზების გაგრძელება (რაშიც ბევრ თანხას იხდიდნენ), დავბრუნდით უკან.
ჩასვლისთანავე მამაჩემმა იყიდა ქ. ისპაჰანში სახლი და მუშაობა დაიწყო ირანის ფოლადის ქარხანაში ბრიგადირად.
2002 წელს სწავლა დავიწყე ისპაჰანის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში.
2003 წელს ჩემმა მშობლებმა ისევ გადაწყვიტეს საქართველოში ჩამოსვლა. სახლი, რომელიც ახალი ნაყიდი გვქონდა, გააქირავეს, რადგან ალბათ ისევ იმედი არ ჰქონდათ, რომ საბუთების პრობლემა მოგვარდებოდა. ჩამოვედით საქართველოში. მე შემიყვანეს თბილისში ქართულ სკოლაში. მახსოვს, რომ ეს სკოლა დეიდაჩემის სახლთან ახლოს იყო დოლიძეზე. სკოლაში პირველკლასელებთან შემიყვანეს, როცა მე უნდა ვყოფილიყავი მეორე კლასში. მაგრამ ეს კიდევ არა უშავდა, მასწავლებელი საერთოდ ყურადღებას არ მაქცევდა, ბავშვებს ჩემი ფერეიდნული ლაპარაკი არ ესმოდათ და მე მათი თბილისური არ მესმოდა. ასე რომ ვწვალობდი, საერთოდ აღარ მინდოდა სკოლაში სიარული, ისე შემძულდა. რამდენიმე თვის შემდეგ გადამიყვანეს ირანის საელჩოს სკოლაში ჩვეულებრივ მეორე კლასში და სწავლა გავაგრძელე სპარსულად. სკოლის დირექტორი და მასწავლებელი ძალიან ყურადღებას მაქცევდნენ, რადგან სულ ირანელი ბავშვები იყვნენ, მე ერთი ვიყავი ქართველი და ცდილობდნენ არ ჩამოვრჩენილიყავი სხვა ბავშვებისაგან.
ამ დროს მამაჩემი მუშაობდა „სამების“ ტაძრის მშენებლობაზე. ამ ხნის განმავლობაში დედაჩემმა აიღო იმიგრანტის საბუთი, მამაჩემმა კი ვერა. ისევ გრძელდებოდა ვიზების გაგრძელება. ამას დაემთხვა ბებიაჩემის (მამაჩემის დედის) გარდაცვალება და 2004 წლის აგვისტოს ისევ ირანში დავბრუნდით.
მამაჩემმა გადაწყვიტა რომ აღარასოდეს ჩამოვიდოდა საქართველოში, რადგან ბევრი გაჭირვება გადაიტანა. ისპაჰანის სახლი გაანთავისუფლა მდგმურისაგან და ისევ დავიწყეთ ჩვენს სახლში ცხოვრება. მამამ სამსახური დაიწყო თავის სპეციალობაზე (სამშენებლო შეპირკეთება „ალკოპოლტი“) სხვა და სხვა ქალაქებში.
მამაჩემი მუშაობდა და დღითი-დღე უკეთესდებოდა ჩვენი ცხოვრება.
2006 წლის ზაფხულში სტუმრად ჩამოვედით საქართველოში და საბუთები შეიტანეს ორმაგ მოქალაქეობაზე. ღმერთმა ამჯერად ჩვენს ოჯახს გადმოხედა და რამდენიმე თვის შემდეგ ირანში დეიდაჩემმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება მოგვივიდა და ერთი წლის განმავლობაში უნდა მოგვეხერხებინა საქართველოში ჩამოსვლა პირადობების ასაღებად.
მამაჩემი უარზე იყო საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლაზე, რადგან თითქმის უკვე დავიწყებული ჰქონდა გაჭირვება, უმუშევრობა და ძლივს აექყო ცხოვრება ისე, როგორც მას უნდოდა.
2007 წელს ჩამოვედით საქართველოში სტუმრად, პირადობების და პასპორტების ასაღებად. რამდენიმე კვირის შემდეგ წავედით ირანში. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ დედაჩემის ორი ძმა და სამი და ოჯახებით უკვე ცხოვრობენ საქართველოში. ირანში მარტო დედაჩემის მშობლები ცხოვრობდნენ, რომლებიც ელოდებოდნენ გამოზაფხულებას, რომ საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსულიყვნენ. ასე რომ დედა მარტო რჩებოდა ირანში. მამაჩემმა იცოდა, თუკი ასე მოხდებოდა, დედაჩემი ამას ვერ გადაიტანდა და გადაწყვიტა ბინის გაყიდვა. რამდენიმე კვირაში ჩვენი ბინა გაიყიდა. შემდეგ მანქანა, ავეჯი, რისი წამოღებაც არ შეიძლებოდა. ეს ხდებოდა 2007 წლის დეკემბერში და მამაჩემი მარტო უჩვენოდ ჩამოვიდა და აქ იყიდა ხუთსართულიან სახლში დანგრეულ-გაუკეთებელი ფართი მაღაზიისთვის, რათა შემდეგ თვითონვე აემუშავებინა.
მე და ჩემს დას ძალიან გვიხაროდა, რადგან ჩვენ საქართველოში უფრო თავისუფლად ვგრძნობთ თავს. ალბათ ეს სიტყვები გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლა ასეა. ირანში თქვენ ხომ არ გიცხოვრიათ, ჩემი სიტყვები რომ დაადასტუროთ? მე პირადად სკოლაში ბევრი დამცირება და სიმწარე გადავიტანე, რა თქმა უნდა ზოგიერთი უტვინო ადამიანისაგან, რაც არ შემიძლია დავწერო.
2008 წლის აგვისტოს ჩამოვედით ჩვენ და დედაჩემის მშობლები. მამაჩემმა დაიწყო მაღაზიის გარემონტება: წყლის შეყვანა, დენის და ასე შემდეგ... მე მისი მუშა ვიყავი და ვეხმარებოდი. ყველას უკვირდა, 13 წლის ბავშვი როგორ მუშაობსო. თუ არ მივეხმარებოდი, მამა მარტო რომ მუშაობდა, მეცოდებოდა. ასე რომ, როგორც იქნა მორჩა და ფულიც აღარ დარჩა მაღაზიის გასახსნელად, რადგან მე და ჩემი დის სასწავლო ფულიც ხომ უნდა დარჩენოდა? ამიტომ იძულებული გახდა, გაექირავებინა და ჩვენც გვექირავებინა ბინა.
მე და ჩემი და ვსწავლობთ ირანის საელჩოს სკოლაში. ვცხოვრობთ ვარკეთილში, ნაქირავებ ბინაში. მე დავდივარ კალათბურთზე. თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩემი მასწავლებელია ბადრი ვერაშვილი. კალათბურთი ჩემი საყვარელი სპორტია და მსურს რომ გამოვიდე კალათბურთელი. მე ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემს მშობლებს მისცეს იმდენი შესაძლებლობა, რომ ხელი შემიწყონ – მივაღწიო ჩემს მიზნებს. სწავლით კარგად ვსწავლობ და მინდა ჩავაბარო სამედიცინო ინსტიტუტში, გამოვიდე ექიმი და კალათბურთელი.
ჩემი კალათბურთის მასწავლებელი ყოველთვის მეუბნება: „სიმაღლე ძალიან გიწყობს ხელს, ამიტომ გადაგიყვანე გუნდში და სადაც წავალთ, აუცილებლად ყველგან უნდა წამოხვიდე, რომ მოგამზადო შეჯიბრებისათვის“. კი, მართალია მაგრამ, თუ არ იყოს შესაძლებლობა, რა უნდა ვქნა?
ჩემი და მარალა (მარიამი) სეფიანი დაიბადა 2000 წლის 2 მარტს. სწავლობს კარგად და უყვარს ქართული ცეკვა. ჩამოსვლისთანავე დედაჩემმა მარი შეიყვანა ცეკვის წრეზე ვარკეთილში სკოლის ანსამბლ „იბერიაში“. მისმა მასაწავლებლებმა (შალვა ბარათაშვილი და რომა დუგლაძე) შეუმჩნეველი არ დატოვეს მისი მონაცემები და მონდომება, რომლითაც მარიმ მიაღწია ერთ წელში აეთვისებინა ყველა ის ცეკვა, რომლებიც არის მათ საკონცერტო პროგრამაში. ამის საფუძველზე 28 ივლისში პირველად გამოდის სცენაზე, რაც მარის ძალიან უხარია. ამის შემდეგ ამ ზაფხულს აჭარის ფესტივალზეც კი მიიღებს მონაწილეობას ანსამბლთან ერთად.
არ შემიძლია არ გიამბოთ დათოს შესახებ. დათო არის ჩემი ბიძაშვილი, დედაჩემი ძმის, გელას შვილი. დათო ახლა 10 წლისაა, არის პირველი ჯგუფის ინვალიდი და ცერებრალური დამბლა აქვს. ჩვენ ყველას ძალიან გვეცოდება, რადგან არ შეუძლია ჩვენთან თამაში, ლაპარაკი, ჭამა. რატომ დაემართა ასე, არავინ იცის ღმერთის გარდა.
დათოს ოჯახი ექვსი წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს. მას გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუტარეს მკურნალობის სრული კურსი, გაუკეთეს მასაჟებიც, მაგრამ ახლა უკვე ბიძაჩემს ფინანსურად აღარ შეუძლია და მიუნდია ღმერთისთვის.
ეეჰ, ღმერთო, ნუთუ დათო ასე უნდა დარჩეს მთელი ცხოვრება? ალბათ ეს რაც ხდება, ყველაფერი ღმერთის ნებაა...
ბოდიშით, რომ მოგაწყინეთ თავი.
ღმერთს ებარებოდეთ!

* * *
მამა – ჰამიდრეზა (გოგა) სეფიანი (სეფიაშვილი) დავიბადე 1973 წელს, ირანში, ქალაქ ისპაჰანში. გავიზარდე და განათლება მივიღე ირანში. მყავს მამა და რვა და-ძმა. აქედან ერთი ძმა ცხოვრობს საქართველოში.
1994 წელს გავიცანი ნათელა ფანიაშვილი და 1995 წელს დავქორწინდით. გვყავს ქალ-ვაჟი.
2001 წელს საქართველოში რომ ჩამოვედი, პრეზიდენტი იყო ედუარდ შევარდნაძე. საქართველოში იყო გაჭირვება, უსამართლობა, უშუქობა, უგაზობა და ა.შ. მიუხედავად ამისა, მე მაინც ჩამოვედი და მსურდა რომ ჩემი შვილები ჩვენს სამშობლოში გაზრდილიყვნენ. მთავრობისგან ვითხოვდი მხოლოდ იმიგრანტის საბუთს. ეს მოთხოვნა მათთვის აღმოჩნდა ძალიან ძნელი და გამაწამეს სამი წელი.
ამჟამად ვარ უმუშევარი. რამდენჯერმე მივმართე ისან-სამგორის მაჟორიტარ რუსუდან კერვალიშვილს. მისმა მდივნებმა მიპასუხეს: „ქალბატონ რუსუდანს მოქალაქეებთან შეხვედრა არა აქვსო“! და გამაგზავნეს მოშორების მიზნით „ცენტრ პოინტში“, მათაც დამპირდნენ, რომ დამირეკავდნენ, მაგრამ დღემდე ველოდები მათ ზარს. თავშესაფარზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
ჩვენ ირანში რომ გავიგეთ საქართველოს პრეზიდენტი და თანამდებობის პირები ჩამოდიანო, ალბათ ფილმებში გაქვთ ნანახი, რა სიყვარულით და სითბოთი მივიღეთ ისინი. პრეზიდენტი დაგვპირდა რომ მოგვცემდა მოქალაქეობას და მხარში ამოგვიდგებოდა. ბატონმა პრეზიდენტმა დანაპირები მართლაც შეასრულა მოქალაქეობის შესახებ. თუმცა მარტო ეს საკითხი მივიდა პრეზიდენტის ყურამდე და შეასრულა. დანარჩენ განცხადებებს კი ალბათ მდივნები სცემენ პასუხს და სამწუხაროდ პრეზიდენტს არ ესმის ჩვენი ტკივილი, თუმცა ბევრმა თანამდებობის პირებმა იციან.
მე პირადად დიდ პატივს ვცემ ბატონ მიხეილ სააკაშვილს. რადგან იგი ერთადერთი საქართველოს პრეზიდენტი იყო, რომელმაც დაგვაფასა ფერეიდნელები და ჩამობრძანდა ირანში. მე იმედი მაქვს, რომ როდესმე შესაძლებლობა მომეცემა პირადად შევხვდე მას და არა მის მდივნებს.
მე დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. მას მე და ჩემი ცოლის ძმა, გელა ფანიაშვილი, შევხვდით 2004 წელს. პატრიარქმა რომ გაიგო ფერეიდნელები არიან მისულნი მის შესახვედრადო, მაშინვე მიგვიღო და გაგვესაუბრა. მან გაგვაგზავნა „სამების“ ტაძრის მშენებლობაზე სამუშაოდ (შემდუღებლად). მე და გელამ რამდენიმე თვე ვიმუშავეთ, ყურადღებას არ გვაკლებდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ამას დაემთხვა დედაჩემის სიკვდილი და წავედი ირანში.
ასევე პატივს ვცემ და ვაფასებ დედა პარასკევას და დედა ნატალიას, რადგან დედები გვეხმარებიან, რითაც კი შეუძლიათ.
ახლა გავიცანი ბატონი გიორგი ალავერდაშვილი. მან ჩემი შვილი – რამინი შემთხვევით გაიცნო მეტროში, შემდეგ კი დაგვირეკა და გვეწვია სახლში. მან დააფასა ჩემი შვილი და ასევე ჩემი ოჯახი. მისი მეშვეობით მე შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩემი ოჯახის ბიოგრაფია გაეგოთ ქართველ ხალხს, რაც დიდი ხანი იყო, გულში ინახებოდა ჩუმად.
ქართველო ხალხო! ვიცი რომ ჩვენ და თქვენ, რომლებიც საქართველოში ხართ დაბადებული და გაზრდილი, ბევრი განსხვავება გვაქვს ლაპარაკზე, წერა-კითხვაზე, ქცევაზე, ადათ-წესებზე და ჩაცმაზეც კი. ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს შაჰ-აბასის ბრალია. ჩვენ მონატრებული ვართ დედა მიწისა, დედა ენისა, დედა ბოძისა! მაგრამ თქვენ?
ჩვენ ვართ დაბადებულნი ირანში, გავიზარდეთ თითქმის მათ წესებზე, ვაფასებთ ირანს, რადგან ისიც ჩვენი ქვეყანაა! მათ უფლება მოგვცეს შევინარჩუნოთ ქართული ენა, კულტურა და ზოგიერთი ადათ-წესები. ასევე მათ დაგვრთეს ნება ჩვენი დედა მიწის ნახვისა! იყო დრო, რომ სიზმარში ხედავდნენ და ოცნებათ ჰქონდათ საქართველოს ნახვა. ახლა კი ასე აღარ არის!
ჩვენმა ბევრმა ფერეიდნელმა ქართველმა მონაწილეობა მიიღო ირანისა და ერაყის ომში. ბევრი ქართველი დაიღუპა, დაიჭრა და ზოგიც ქიმიურად მოიწამლა, რომლებიც დღემდე ავადმყოფობენ. აქედან ერთ-ერთი ჩემი ძმაა – ქიმიურად მოწამლული.
ღმერთის მადლით, მყავს ჯანმრთელი შვილები, ვცხოვრობ ჩემს მიწაზე, მაქვს ფართი, რომელიც გაქირავებული მაქვს, მყავს მანქანა და ვტაქსაობ. როგორმე ხომ უნდა შევინახო ოჯახი და ხელი შევუწყო ჩემს შვილებს მიზნების მიღწევაში? ღმერთის იმედი მქონია ყოველთვის, რომ დამეხმაროს და ახლაც ალბათ ღმერთი არ მიმატოვებს.
ღმერთო, შენი იმედით!
ღმერთს ებარებოდეთ!

* * *
დედა – ნათელა ფანიაშვილი დავიბადე 1975 წელს, ირანში. 1977 წლიდან ვცხოვრობდი საქართველოში. საშუალო სკოლა დავამთავრე საგარეჯოში და სწავლა გავაგრძელე სამედიცინო კოლეჯში „ბებია ქალის“ ფაკულტეტზე.
მყავს მშობლები: მამუკა დაჟანა ფანიაშვილები (ასფანანი), ორი ძმა და სამი და.
1994 წელს ჩვენს ოჯახს საგარეჯოში თავს დაესხა მხედრიონელები. მაშინ მამაჩემს ჰქონდა ტურისტული ფირმა „ფერეიდანი“. წაიღეს რაც კი გაგვაჩნდა და დაგვემუქრნენ, თუკი მამაჩემი საჩივარს შეიტანდა, ბიჭებსაც მოუკლავდენენ! ამის გამო მამა იძულებული გახდა, თავი ისევ ირანისთვის შეეფარებინა. მამუკა ფანიაშვილმა დაიწყო ახალი ცხოვრება ირანში. მიუხედავად ამ სიმწარისა, მამაჩემი ყოველთვის იყო საქართველოს მოყვარული.
1995 წელს გავთხოვდი. ახლა მყავს ერთგული მეუღლე და ორი სიცოცხლით სავსე შვილი. ვარ დიასახლისი.
მე ძალიან მინდა, რომ მქონიყო სამსახური და დავხმარებულიყავი ჩემს მეუღლეს, მაგრამ...
სათქმელი აღარაფერი დამრჩენია, ჩემი შვილების და მეუღლის მონაყოლიდან უკვე ყველაფერი იცით!
ღმერთს ებარებოდეთ!

* * *
ძმავ და მეგობარო, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ! გიგზავნი 200 აშშ დოლარს. 100 დოლარი მოახმარე საიტს და მეორე 100 კი რამინის მამას, გოგას გადაეცი (ქვეთავი 128 – რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – «ჩემი ოჯახი»), ბინის ქირის ნახევარს მაინც დაფარავს. ძალიან გთხოვ, გაქაჩვები არ დამიწყო, არ მაფიქრებინო ცოტა ვაკადრე-მეთქი. მე ვიცი, რამდენ რამეს აკეთებ საყვარელო, ისიც ვიცი ეს გროშებია შენს ხარჯებთან, მაგრამ კეთილი გულით მოძღვნილიო ხომ იცი? მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩვენს გულებს გადახვეწილი ქართველების სითბოთი ავსებ! ჩაიწერე ნომერი 67641379 მედეა სიხარულიძისგან. გამოგზავნილია MoneyGram-ით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კესო
პოსტი Jun 23 2009, 10:18 PM
პოსტი #398


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,095
რეგისტრ.: 21-March 08
მდებარ.: ბათუმი
წევრი № 4,269



gugua
დამეხმარე რაა... წეღან წერილი მომივიდა ე-მაილზე ერთი ფერეიდნელი ნაცნობისაგან. აი,

gamarjeba.
me sam tesogan chamoval sagartvelos.movel dagergav.

ტესოგან რას ნიშნავს? unsure.gif ვერ გავიგე როდის ჩამოდის sad.gif

"თვის უკან" ნეტაა? ანუ სამი თვის შემდეგ? dntknw.gif


--------------------
შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Jun 23 2009, 11:50 PM
პოსტი #399


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



მეც მასე ვიფიქრებდი, მაგრამ ლოგიკურად არ ჯდება რაღაც... სამი თვის წინ გაფრთხილება ნამეტანი ადრე ხომ არ არის? თუ ჩამოსვლას აპირებს, ახლა ჯობია ჩამოვიდეს და იმ არეულობას გამოასწროს, თუმცა არც აქ გვაქვს საქმე მთლად დალაგებული ...

ყოველი შემთხვევისათვის, ერთს უკვე გადავუგზავნე ეგ ტექსტი, ვნახოთ რას მიპასუხებს...


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Jun 24 2009, 12:21 AM
პოსტი #400


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



ციტატა
ტესოგან

არის კესოჯან
biggrin.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 18 19 20 21 22 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 12:17 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი