![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კესო |
![]()
პოსტი
#401
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
სამი თვის წინ გაფრთხილება ნამეტანი ადრე ხომ არ არის? მეც ეგ ვიფიქრე ![]() inaina ![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
inaina |
![]()
პოსტი
#402
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 ![]() |
მეც ეგ ვიფიქრე ![]() inaina ![]() ![]() წინადადება სრულია რაც მანს წერია? -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
კესო |
![]()
პოსტი
#403
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
წინადადება სრულია რაც მანს წერია? ხოო, ეგ არი მთელი წერილი ![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
guest |
![]()
პოსტი
#404
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
inaina
ციტატა არის კესოჯან ალბათ ![]() ციტატა movel dagergav. რომ ჩამოვალ , დაგირეკავო -... ალბათ ![]() |
კესო |
![]()
პოსტი
#405
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
staywhite
![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
guest |
![]()
პოსტი
#406
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
kesaria777
ასიანი კესოჯანს ნიშნავს ![]() |
კესო |
![]()
პოსტი
#407
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
staywhite
წინადადებაში? ![]() მოკლედ რა გავხადე ერთი წერილი ![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
guest |
![]()
პოსტი
#408
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
kesaria777
ციტატა წინადადებაში? ხო ![]() |
gugua |
![]()
პოსტი
#409
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 128 – რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – «ჩემი ოჯახი»
ბოლოში დავამატე ილუსტრაციები „შაჰ-ნამედან“. გთხოვთ, მოინახულოთ! „შაჰ-ნამე“ ირანის მხატვრული ისტორია და ეროვნული ეპოსია. „შაჰ-ნამე“ ირანელებისათვის ყველაფერია. ირანში არიან შაჰნამეხანები (შაჰ-ნამეს მთხრობელები), რომლებიც ხალხის თავშეყრის ადგილებში – ჩაიხან იქნება ეს თუ სხვა, კითხულობენ ამ ეპოსიდან სხვადასხვა ეპიზოდებს, რომლებიდანაც მთავარი ადგილი მამა-შვილის – როსტომისა და ზურაბის შებრძოლების ტრაგიკულ ამბავს უჭირავს, როცა მამა კლავს მისთვის უცნობ შვილს... (ნომადი ბართაია). P.S. შემთხვევით ვინმეს ხომ არ შეუძლია „შაჰ-ნამე“-ს მოკლე შინაარსი გამომიგზავნოს? ძალიან მაინტერესებს, არადა სპარსული ერთი სიტყვაც კი არ ვიცი... ![]() „აჭარულს“ ცეკვავს პატარა ფერეიდნელი მარალა (მარიამ) სეფიანი. წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
კესო |
![]()
პოსტი
#410
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
რა საყვარელი გოგონაა? ![]() ![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
gugua |
![]()
პოსტი
#411
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 129 – შოთა რუსთაველი – აფორიზმები – Афоризмы – Aphorismen – Aphorisms – Aphorismes – אמרוח
რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმებში გახმიანებულ მრავალსაუკუნოვან სიბრძნეს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალობა. ის კვლავაც გვასწავლის მეგობრობას, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულს, ერთგულებას... იმ მარადიულ ფასეულობებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს. ხუთ ენაზე თარგმნილ აფორიზმებს, ვფიქრობთ, ინტერესით გაეცნობა სხვადასხვა ასაკის მკითხველი. წავიკითხოთ, შევიმეცნოთ, გავითავისოთ! რედაქტორი: ელენე ნებიერიძე; შემდგენლები: გულჩორა ბირკაია, მარინე გოგოლაძე, ციცო სხირტლაძე, ნათია ბაზღაძე, ნონა ნებიერიძე, ლია ვაშაძე; კალიგრაფიული შესრულება: ნანული შუბითიძისა; მხატვარ-დიზაინერი: ნოდარ რურუა. შპს „ირიდა“. ტელ.: 899-51-73-89, 899-51-28-72. "შაჰ-ნამეს" შემდეგ რომ ნამდვილად დროული იყო ეკას საჩუქარი! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#412
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 130 – დედაქალაქი და მისი ტოპონიმები
ავლაბარი, ვაკე, დიდუბე, ნაძალადევი, „ოქროს უბანი“ და სხვა... ამ სახელებს ყოველდღე ვიყენებთ და არც ვუფიქრდებით – რას ნიშნავს, როდის გაჩნდა და საიდან. ზოგიერთი ტოპონიმის წარმოშობა ცნობილია, ზოგთან დაკავშირებით, მხოლოდ ვერსიები არსებობს... ავლაბარი ბევრ ადამიანს აინტერესებს – მაინცდამაინც ავლაბარი რატომ აირჩიეს საპრეზიდენტო რეზიდენციის ადგილად, მით უმეტეს, რა დასამალია და, ეს უბანი თითქმის არასდროს განეკუთვნებოდა პრესტიჟულთა რიგს. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების არჩევანი ისტორიული მიზეზებითაა ნაკარნახევი, თუმცა შესაძლოა, ასეც არის, რადგან თავის დროზე, თბილისის ამ უბანს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. აქედან გამომდინარეობს სიტყვა „ავლაბრის“ ეტიმოლოგიაც. თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ დღეს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში არსებობს საპრეზიდენტო შენობა-სასახლე ანუ რეზიდენცია, რომლის ქართულ შესატყვისსაც ჩვენში „დარბაზი“ წარმოადგენდა: „დარბაზი“ – არს სახლი, დიდი სამეფო სამყოფი“, – ვკითხულობთ სულხან-საბას ლექსიკონში. უკვე ორი საუკუნეა, რაც ქვეყანაში აღარ არსებობს სამეფო დინასტია, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოში საპრეზიდენტო მმართველობაა და ამიტომაც, საპრეზიდენტო დარბაზიც უნდა არსებობდეს, თან, ჩემი აზრით – სწორედ ავლაბარში. ეს ადგილი თითქმის მთელ თბილისს გადმოჰყურებს და, რაც მთავარია, სწორედ ისტორიული თვალსაზრისით, შესაფერისია: თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ მეფეთ მეფე თამარს თავისი „ისნის დარბაზი“ სწორედ ამ ადგილას ჰქონდა! დღევანდელი ავლაბრის ტერიტორია, თუნდაც ვახუშტი ბატონიშვილის ხანაში, როგორც უბანი, არსად მოიხსენიებოდა. თავად ვახუშტი წერს: „...ხოლო ტფილისი არის სამი ქალაქი – ტფილისი, კალა და ისანი“. მეფეთ მეფე თამარს ისანში რომ ჰქონია საყდარი (სამეფო სადგომი), სწორედ ამ ისანში იგულისხმება დღევანდელი ავლაბარი: „მეფეთ მეფისაგან მეფედ ქმნილსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა, ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავს სამყოფი...“ („ქართლის ცხოვრება“, ტ.2) და კიდევ, ერთი ციტატა: „...ხოლო აწ უწოდებენ ოთხივ ქალაქთა ან ტფილისს, სეიდაბადს და ისან-ავლაბარს და გარეთუბანი არს ტფილისისა“ („ქართლის ცხოვრება“, ტ.4). როგორც ძველი ისტორიული წყაროებიდან ჩანს, თავდაპირველად, ავლაბარი არა დასახლება, არამედ სახელდებული ობიექტი გახლდათ და ისიც ნათელია, რომ ეს ობიექტი – სამეფო სასახლე იყო: „ისნის ციხეში იყო სამეფო სასახლე“ (იქვე). ბუნებრივია, სამეფო სასახლეს ხალხი მოიხსენიებდა, როგორც მთავარს, პირველს. „ავლაბარ“– არაბული სიტყვა გახლავთ და სწორედ პირველს, მთავარს, სასახლეს ნიშნავს და შედგენილი ნაწარმოებია: „ავალ“ – პირველი, მოწინავე, მთავარი, „ბარ“ – სასახლე (აქვე გავიხსენებ გვარს – „ავალიანი“ და მის ანალოგს – „პირველი“). დაბოლოს, აღვნიშნავ, რომ არსებობს განსხვავებული ვერსია – თითქოს ეს სიტყვა ასე იშიფრება: „ახვალ აღმართს და იქ – ბარია...“ ნოდარ კოჭლაშვილი. №23; 4.06.2009; ჟურნალი „გზა“. * * * თბილისი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, უძველესი დროიდან, მთელი კავკასიის გულს წარმოადგენდა. ბუნებრივია, სწორედ ასეთ რეგიონში ადრეული საუკუნეებიდანვე უნდა გაჩენილიყო დასახლებები. თან, არა მარტო გოგირდოვანი წყაროების მიდამოებში, არამედ მის გარე სანახებშიც, რასაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთებიც ადასტურებს. დიდუბე ის გარემოება, რომ თბილისის სანახებიდან ერთ-ერთი უძველესი დასახლება დიდუბე იყო, ამ სახელის ეტიმოლოგიიდანაც ჩანს. თუ კონკრეტულად სად იყო ეს დასახლება, ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი „...ხოლო ტფილისის სამჰრ-აღმოსავლეთით არს მინდორი დიდუბისა, რომელსა პირველ ეწოდა „ცხენის ტერფი“. „მინდორი“ გასაგებია, ხოლო თუ რატომ ეწოდა „ცხენის ტერფი“, ამის შესახებ ვახუშტი არაფერს გვამცნობს. სამაგიეროდ, ისიც გვიდასტურებს, რომ დიდუბე უძველესი დროიდან არსებობდა. კიდევ ერთი ციტატა: „ოდეს ლტოლვილნი ნაბუქოდონოსორისაგან მოსულნი ჰურიანი დასხა აქ მცხეთელ მამასახლისმან და ყვნა მოხარკედ, კვლად გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი“ („ქართლის ცხოვრება“). ამგვარად, სწორედ „ჰურიათა დასხნის“ დროს მიაწერს აქ ჩამოთვლილ დასახლებებს, მათ შორის დიდუბეს, ვახუშტი ბატონიშვილი. და თუ როდის „დასხდნენ ჰურიანი“ ქართლში, ეს კარგადაა ცნობილი. ქართლის გაქრისტიანებას ყოველივე წარმართულის განადგურება მოჰყვა. თუმცაღა, ქართულმა ლექსიკამ კერპთაყვანისმცემლობიდან ზოგიერთი სახელი შემოინახა. არც ქართული განმარტებით ლექსიკონში და არც სულხან-საბა ორბელიანთან სიტყვა „დიდუბის“ განმარტება მოცემული არ არის, ხოლო ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში გამოყენებულია ვახუშტი ბატონიშვილის განმარტება: „დიდუბე – დიდი უბე“. სულხან-საბას მიხედვით: „უბე – სიღრმე, უბე ნავისა“. მაგრამ ეს ვერ ხსნის „დიდუბის“ ეტიმოლოგიას, რადგანაც მინდორს, თანაც დიდს, „უბეს“ არ დაარქმევდნენ. ამგვარად, ამ მონაცემებით აღნიშნულ სახელს ლოგიკურად ვერ ამოვხსნით. ამოცანის ამოსახსნელად საინტერესო მასალას გვაწვდის „ქართლის ცხოვრების“ ერთი უცნობი ავტორი. მოვიტანთ ციტატას, რომელიც გამოყენებული აქვს ივანე ჯავახიშვილს თავის ნაშრომში – „ქართველი ერის ისტორია“: „ტფილისის მიდამოებში, „სანახებსა ტფილისისასა“ დასავლეთისაკენ XII ს. იყო „დიდოვბე“ და სწორედ „სრასა დიდოვბისასა“ გადახადეს დიდებულად თამარ მეფის ქორწილი. ამგვარად, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის“ ავტორი სიტყვა „დიდოვბეს“ წერს. როგორც ჩანს, ეს უძველესი ფორმაა „დიდუბისა“, რადგან მანამდე არც ერთ ავტორს „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული არა აქვს. აქედან გამომდინარე, ცფიქრობთ, „დიდუბის“ წარმომავლობა ასეთია: ქრისტიანობის გავრცელებამდე ე.წ. დიდოვბეს მინდორზე უნდა ყოფილიყო წარმართული სალოცავი, ღვთაება დიდოვბეს სახელით; სავარაუდოა, რომ ეს ღვთაება იყო მდედრი ნაყოფიერებისა და გამნრავლებისა და აი, რატომ მოგეხსენებათ, მეგრულმა დიალექტმა ქართველურ ენაზე „ფუძე ენის“ უამრავი უძველესი სიტყვა შემოინახა პირვანდელი სახით. „დიდოვ“ – „დედას“ ნიშნავს; რაც შეეხება „ბეს“ – ის უცხოენოვანი წარმოშობის უნდა იყოს. ცნობილია – ყველა დამპყრობელი ცდილობდა, დაპყრობილთათვის თავს მოეხვია საკუთარი რელიგია, ბუნებრივია, ასე იქცეოდა აქემენიდური ირანიც, რომელიც ჯერ კერპთაყვანისმცემლობას, ხოლო შემდგომ, კათაკმევლობას მისდევდა. იმ ხანებში ირანელთა ღმერთებს ეწოდებოდათ: „ბა“, „ბე“, „დაბო“. ბუნებრივია, თავს მოხვეულმა სარწმუნოებამ გარკვეული კვალი დატოვა, ამ შემთხვევაში – ტოპონიმის სახით. აღნიშნული ფუძე სხვა სიტყვებშიცაა შემორჩენილი: „ბაგინეთი“, „ბაღდადი“ (რაც ნიშნავს – „ღმერთის ბოძებული“), „ბაგა“ („გა“ ადგილს ნიშნავს). ამგვარად, „დიდოვბე“, „დიდობე“ – „დედის ღვთაებას ნიშნავს. დიდუბის მინდორში, სადაც უძველეს დროს, წარმართული – დედის ღვთაების სამლოცველო უნდა ყოფილიყო, შემდგომ, ღვთისმშობლის ტაძარი აიგო. საბოლოოდ კი უბანს სახელად „დიდუბე“ შემორჩა. ყოველ შემთხვევაში, ამ ვერსიას, ვფიქრობ, არსებობის უფლება აქვს, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვას, რომელიც გარკვეულ ისტორიულ ცნობებსა და არგუმენტებს ეყრდნობა. ნოდარ კოჭლაშვილი. №24; 11.06.2009; ჟურნალი „გზა“. * * * ნახალოვკა მიუხედავად იმისა, თბილისის ამ უბანს დღესაც ნაძალადევი ჰქვია, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე კვლავ ძველ სახელს – ნახალოვკას ეძახის. უცნაურია – რატომ დაერქვა ამ უბანს მაიცდამაინც რუსული სახელი „ნახალოვკა“? ეს რაიონი ძირითადად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, კერძოდ 60-იან წლებში, თბილისი-ხაშურის რკინიგზის გაყვანის შემდეგ ყალიბდებოდა. იმ ხანამდე ეს ტერიტორია დაუსახლებელი იყო და თბილისის მოსახლეობის ინტენსიური ზრდაც სწორედ მაშინ დაიწყო. საქართველოში, ისევე, როგორც მთელ რუსეთის იმპერიაში, ბატონყმობა გაუქმდა (1864 წ.), რამაც უმიწაწყლო გლეხების ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა განაპირობა. ამ პერიოდშივე იწყებოდა მცირე საწარმოების შექმნა, რომელთაც მუშახელი სჭირდებოდა. ბუნებრივია, ქალაქში ჩამოსული გლეხობა ძალზე ხელმოკლე იყო და თავშესაფარად სახელდახელოდ აგებულ ქოხებს აგებდა. ჰოდა, სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე სწრაფად მრავლდებოდა მიწურები. ქალაქის მმართველობითი ორგანოს საგანგებო ბრძანებულებით („უკაზით“), უნებართვოდ სახლის აშენება აიკრძალა, მაგრამ იქვე მითითებული იყო, რომ გადახურული სახლი, იმ შემთხვევაშიც, თუ მისი აშენება სათანადო ნებართვის გარეშე განხორციელდა, დანგრევას არ ექვემდებარებოდა. სოფლიდან ჩამოსული გლეხებიც, ამ „უკაზით“ გათამამებულნი, ცდილობდნენ, ერთ ღამეში მოესწროთ ქოხის აშენებაცა და გადახურვაც... სწორედ ასეთი, ერთ ღამეში აშენებული სახლების მეპატრონეებს ჟანდარმები „ნახალებს“ ანუ – თავხედებს უწოდებდნენ და აქედან წარმოიშვა დღევანდელი ნაძალადევის ძველი სახელი – „ნახალოვკა“. ნავღლუღი დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის სახელი – ნავთლუღი უცხოური წარმოშობის სიტყვიდან მომდინარეობს. ყველასათვის ნათელია, რომ ტოპონიმის ფუძე – „ნავთობი“, „ნავთია“. ეს სპარსული სიტყვაა და ნავთის გავრცელებასთან ერთად, ამავე სახელით ბევრ სხვა ქვეყანაში გავრცელდა. საერთოდ, ვარაუდობენ, რომ ნავთის სამშობლო ირანია. შესაძლოა, მართლაც, სწორედ ნავთობით მდიდარ ამ ქვეყანაში დაიწყეს პირველად ნავთის, როგორც გათბობისა და განათების საშუალებების გამოყენება. ამასთან, გავიხსენოთ, რომ ცეცხლი, როგორც რელიგიური კულტი, სწორედ ირანში ჩაისახა და ცეცხლთაყვანისმცემლობაც. ამ მიმდინარეობას ქართველები კათაკმევლობას ეძახდნენ („კათა“– ცეცხლს ნიშნავს, ხოლო „კმევა“– მოგეხსენებათ). ნავთობი ჩვენს ქვეყანაშიც ძველთაგანვეა ცნობილი. თან, ეს ნედლეული ქართული მიწის წიაღშიც საკმაო რაოდენობით არსებობდა და მას ქართული სახელიც ჰქონდა. ნიკო ჩუბინიშვილი თავის „ქართულ ლექსიკონში“ გვამცნობს: „ნავთი – მიწის ცხიმი, შავი ან თეთრი“. ცნობილია, რომ ნავთობით განსაკუთრებით მდიდარი იყო საგარეჯოს შემოგარენი, ასევე – ქართლის ზოგიერთი რაიონი, კერძოდ სოფელ რუისის ტერიტორია. დავესესხები დიდ ქართველ მეცნიერსა და გეოგრაფს ვახუშტი ბატონიშვილს, რომელიც წერს: „...ხოლო ტფილისის სამჰრეთ-აღმოსავლეთით არს ნავთლუხი. მუნ დის ნავთი კიდესა მტკურისასა, არამედ წყლის სიახლოვით, მრავალი არ აიღების“ („ქართლის ცხოვრება“). აქ ხაზგასმული ის გახლავთ, რომ იმდენი ნავთობი ამოდიოდა მტკვრის მარცხენა ნაპირთან, რომ ეს ნაკადი მტკვარს უერთდებოდა! სწორედ ეს ყოველივე გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ამ უბნის სახელის პირველი ნაწილი „ნავთიდან“ მოდის, ხოლო მეორე – თურქული სიტყვიდან – „ლუღი“, რაც ველს ნიშნავს ანუ „ნავთლუღი“ – „ნავთობის ველი“. ნოდარ კოჭლაშვილი. №25; 18.06.2009; ჟურნალი „გზა“. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#413
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
სენსაციური ქვეთავი 131 – ალექსანდრე ბატონიშვილი – „ქართველი ლომი“
გიორგი, რამდენიმე ხნის წინ თეირანში მომიხდა წასვლა. ძველი თეირანის ბაზრის ტერიტორიაზე ისეთი რამ აღმოვაჩინე, რომ ეს თქვენც გაგიხარდებათ და ნებისმიერ მართლმადიდებელსაც: შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დახლებთანავე მდებარეობს მცირე სომხური ეკლესია, რომელიც აშენებულია დაახლოებით 200 წლის წინ. ეკლესია ატარებს წმინდანების – თადეოსის და ბარტოჰიმოსის სახელს. ჩემმა თანმხლებმა პირებმა მითხრეს, რომ ეკლესიის ეზოში „ქართველი ლომის“ სახელით ცნობილი ალექსანდრე ბატონიშვილი განისვენებს! ეკლესიის შიგნით კი მისი ქალიშვილია დაკრძალული (დედით სომეხი). რადგან ალექსანდრე ბატონიშვილი მართლმადიდებელი იყო, სომხური წესის მიხედვით მისი ეკლესიაში დაკრძალვა არ შეიძლებოდა. მის გვერდით კი სხვა ევროპელი ქრისტიანები და კათოლიკეები განისვენებენ... უკვე საკმაოდ გვიან იყო, ამიტომ შიგნით შესვლა ვერ მოვახერხეთ. რამდენიმე ფოტო გალავნიდან მაინც გადავიღე, სადაც აშკარად ჩანს საფლავის ქვები... ბუჭა ზაზუნიშვილი გარდა ამისა, დაემატა ჩემი პირველი მოგზაურობის თარგმანი არაბულ, თურქულ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, პოლონურ, უკრაინულ, ჩეხურ და იტალიურ ენებზე. თარგმანი შესრულებულია კომპიუტერის მიერ, ავტომატიურად, სადაც ბევრი გრამატიკული შეცდომა იქნება! მოგმართავთ თხოვნით, ვისაც შეგიძლიათ ჩაასწორეთ ტექსტი და თქვენს ფოტოსთან ერთად გამომიგზავნეთ. აგრეთვე მიუთითეთ თქვენს შესახებ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ თვითონ ჩათვლით საჭიროდ (ქართულ და იმ ენაზე, რომელსაც შეასწორებთ). წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. |
gugua |
![]()
პოსტი
#414
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 132 – „საქართველოს სული ვარ“ (1-7 ნაწილი) და „სამი საქართველო“ (BBS.GE)
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#415
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 47.
ბ-ნო გიორგი, ახლა რომ ცისანა ზურგაშვილის, გიორგი ელჩიბეგაშვილის, მედეა პავლიაშვილის, ელზა ძაველურის, ნანა ფიცხელაურის, მედეა სიხარულიძის, ნაზიბროლა წითელაშვილის და მაიკო დარჩიას წერილები წავიკითხე ნამდვილად ბევრად ცრემლები მოვიდა!!!!!!! ეს ცრემლები ჩვენი წინაპრების წყაროა, სურნელია ჩემთვის. გიორგი, ჩემო ძმავ შენი ქართველი სურნელია! გიორგის, მედეას, ელზას, ნანას, მედეას, ნაზიბროლას და მაიკოს ქართველი სურნელია. ჩემო დაიკო მერი რაზმაძეს სურნელია, რომ თქვენსსავით მეგობრებს გავიცანი. ჩემს მასწავლებელს სურნელია, რომ ქართულ ენას მასწავლა. სტამბოლში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის სურნელია, რომ ქართულად კურსები გააკეთა და მეც ვისწავლე. ყველას გისურვებთ ჯანმთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს! ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი! ყველანი და ყველა ქართველები ძაან მიყვარხართ. გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#416
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 133 – Каха Мулиашвили: «Чтобы попасть в Грузию, надо было пройти под радугой»…
-------------------- www.fereidani.ge
|
Amuza |
![]()
პოსტი
#417
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
სენსაციური ქვეთავი 131 – ალექსანდრე ბატონიშვილი – „ქართველი ლომი“ გიორგი, რამდენიმე ხნის წინ თეირანში მომიხდა წასვლა. ძველი თეირანის ბაზრის ტერიტორიაზე ისეთი რამ აღმოვაჩინე, რომ ეს თქვენც გაგიხარდებათ და ნებისმიერ მართლმადიდებელსაც: შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დახლებთანავე მდებარეობს მცირე სომხური ეკლესია, რომელიც აშენებულია დაახლოებით 200 წლის წინ. ეკლესია ატარებს წმინდანების – თადეოსის და ბარტოჰიმოსის სახელს. ჩემმა თანმხლებმა პირებმა მითხრეს, რომ ეკლესიის ეზოში „ქართველი ლომის“ სახელით ცნობილი ალექსანდრე ბატონიშვილი განისვენებს! ეკლესიის შიგნით კი მისი ქალიშვილია დაკრძალული (დედით სომეხი). რადგან ალექსანდრე ბატონიშვილი მართლმადიდებელი იყო, სომხური წესის მიხედვით მისი ეკლესიაში დაკრძალვა არ შეიძლებოდა. მის გვერდით კი სხვა ევროპელი ქრისტიანები და კათოლიკეები განისვენებენ... უკვე საკმაოდ გვიან იყო, ამიტომ შიგნით შესვლა ვერ მოვახერხეთ. რამდენიმე ფოტო გალავნიდან მაინც გადავიღე, სადაც აშკარად ჩანს საფლავის ქვები... ბუჭა ზაზუნიშვილი გარდა ამისა, დაემატა ჩემი პირველი მოგზაურობის თარგმანი არაბულ, თურქულ, ესპანურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ, პოლონურ, უკრაინულ, ჩეხურ და იტალიურ ენებზე. თარგმანი შესრულებულია კომპიუტერის მიერ, ავტომატიურად, სადაც ბევრი გრამატიკული შეცდომა იქნება! მოგმართავთ თხოვნით, ვისაც შეგიძლიათ ჩაასწორეთ ტექსტი და თქვენს ფოტოსთან ერთად გამომიგზავნეთ. აგრეთვე მიუთითეთ თქვენს შესახებ ის ინფორმაცია, რასაც თქვენ თვითონ ჩათვლით საჭიროდ (ქართულ და იმ ენაზე, რომელსაც შეასწორებთ). წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. ისტორიული პიროვნება, თავისუფლებისთვის მებრძოლი, კავკასიის სიდიადის გამონარტყოცნი იყო ალექსანდრე ბატონიშვილი. ამბობენ, იმამ შამილი მისი თესლისა იყოვო. ურიგო არ იქნება ამ პიროვნების შესახებ უფრო მეტი და მეტი დაიწეროს, სიამოვნებით მოვინახულებდი მის საფლავს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
![]()
პოსტი
#418
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
სხვათაშორის მეც დიდი სურვილი მაქვს მისი საფლავის მონახულების! ერთ-ორ ადგილზე უკვე ვთქვი, იქნებ საქართველოში მისი გადმოსვენების საკითხი დაისვას-თქო... ბოლოსდაბოლოს კახეთის აჯანყების ორგანიზატორი იყო და სიცოცხლის ბოლო წლები ირანში გაატარა...
ახლა კი : “შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 48. გიორგის გაუმარჯოს! ამ საიტს ძალიან ხშირად ვკითხულობ. მაგრად ვთანაუგრძნობ ფერეიდნელ ქართველებს და ვუსურვებ გამაგრებას და ჯანმრთელობას ყველას უკლებლივ, არ დაეკარგოთ ქართული სული, ენა და აი ის შარმი, რაც ქართველებს გვაქვს და რითაც ვამაყობთ, რასაც ქართული ადათ-წესები და მენტალიტეტი ჰქვია, ხოლო შენ, ჩემო ძმაო, გისურვებ ჯანმრთელობას, გახარებას შენს საყვარელ ოჯახში, გამრავლებას და გაძლიერებას. ღმერთმა გაგიმარჯოს კეთილო ადამიანო, რომ ასეთ საშვილიშვილო საქმეს აკეთებ! ძალიან გაფასებ და პატივს გცემ! მანანა ტონია. მოსკოვი. ჩვენ ვართ გურჯები, სამშობლოს ბურჯები! ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლოს” შეკრება. ძვირფასო თანამემამულენო. ერთი წელი სრულდება რაც რუსეთის ჯარმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საქართველოს ათეულობით სოფელი, ათეულობით ათასი ქართველი გახდა დევნილი. ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირები დაიღუპნენ რუსული აგრესიის და სეპარატისტი კრიმინალური ბანდების თარეშის დროს. ჩვენ, ვინც ჩეხეთის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ – სათვისტომომ შარშან აგვისტოში ძალას არ ვიშურებდით საქართველოს მხარდასაჭერად: მოვაწყვეთ მრავალი აქციები, გვქონდა შეხვედრები ჩეხეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. ჩეხეთის მას-მედიაში და ტელევიზიაში დაიბეჭდა მრავალი მასალა. მონაწილეობა მივიღეთ რამოდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მოწყობილ სადისკუსიო ფორუმებში. მოვაწყვეთ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება (სოფელ წეროვანში დღემდე ფუნქციონირებს ჩეხების მიერ ჩატანილი სამედიცინო პუნქტი. ბევრმა თქვენგანმა გადმორიცხა ფინანსური დახმარებაც). შევქმენით ქართულ-ჩეხური ხალხური სიმღერის ანსამბლი, რომლის წევრებმა ოთხ კონცერტზე აგროვებული თანხით გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლო თვეებში საქართველოს საზღვრებთან ისევ მოძრაობაში მოვიდა. პარალელურად რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა მსოფლიოში აქტიურად ემზადება შარშანდელი მოვლენების გასაშუქებლადაც. ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე რუსეთის საელჩოები და კულტურული (თუ კომერციული) ცენტრები ამზადებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც მიმართულია სიმართლის წინააღმდეგ – საქართველოს წინააღმდეგ. (მაგ, გაუშვებენ ამ ფილმსაც http://russia.ru/specproekty/vojna_v_osetii/) ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავი მასალა დაგროვდა ქართულ და უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელიც საქართველოში განითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება. თუმცა გამოკითხვების მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადების მხოლოდ 35 პროცენტმა თუ იცის საქართველოს რეალური მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ უფლება არა გვაქს რაიმე ღონისძიების ორგანიზებით არ შევეხოთ შარშან 7 აგვისტოს დაწყებულ რუსეთის აგრესიას. ამიტომ ყველას გიწვევთ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს, 10 ივლისს, 17.00 საათზე. შეკრების ადგილია არასამთავრობო ორგანიზაცია ”INBAZE” , მის: Rumunská 22 , Praha 2. tel: 222 519 427. (http://www.berkat.cz/sekce.php?skin=1&id=6). შეხვედრის თემებია: • რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტო სურათების გამოფენა. • გამოფენის გახსნის პირველ დღეს მოწვეული სტუმრები – დისკუსია თემაზე. ვის უნდა სიტყვით გამოსვლა, რაიმე მოხსენების გაკეთება. • საპროტესტო აქციის მოწყობა რუსეთის საელჩოსთან, შეიძლება ქალაქის ცენტრშიც გადატანა. • ქართული კერძების დამზადება. • სად გაიმართება გამოფენა, გვჭირდება ისეთი ადგილი, სადაც ხალხი სულ არის, მაგალითად ევროვნული ბიბლიოთეკის ფოიეში, რომელიც დღეში ხუთი ათასზე მეტს მომსვლელს იტევს. იმ დღეებში მორიგეობით შეეცვლებიან ქართველები ერთმანეთს საინფორმაციო მაგიდასთან, რომელიც დამთვარიელებლებს ინფორმაციას მიაწვდის გამოფენის შესახებ და საერთოდ საქართველოზე. (ერთხელ მე უკვე მქონდა აღებული იქ ადგილი, საკითხავია თუ დაეტევა ამდენი ფოტო მასალა). • რა სახის ინფორმაციას ვაკეთებ, პლაკატის გამოშვება? • პრაღის გარდა რომელ ქალაქებში გადავიტანოთ ეს გამოფენა? რა ორგანიზაციებს ვიცნობთ. ბრნოში მე მაქვს კონტაქტი. ქალაქ პილზენში გიორგი ალანიას. • საქართველოს ისტორიის ელ. ვერსიის გაშვება. • თანხების გაანგარიშება. • საქართველოს საელჩო ჩეხეთში თუ მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც ფინანსური მხარდაჭერა. • პრეს-რელიზის, პრაღის "ღონისძიებების" ჟურნალში ადგილის აღება. უნივერისტეტებში განცხადებების გამოკვრა. • მოხალისეთა ჯგუფის შედგენა – დემონსტრაციის ნებართვა, გამოფენაზე მორიგეობის სია და სხვა. პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ტელ: 721 647 748 ფოტო განსჯისათვის. მოსკოვი, კრჟიჟანოვსკის ქუჩა. 1980 წლიდან – „სალხინო” – „ქართული სამზარეულო“. 2006 წლიდან – ჯერ, „რუსული, ევროპული და კავკასიური სამზარეულო“. ცოტა ხანში სიტყვა „კავკასიური“ იცვლება სიტყვით – „ქართული“, რომელიც ამჟამად საერთოდ გადაწებილია... ფოტოს მოწოდებისათვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ბატონ ბადრი ქუთელიას (”ქართული დიასპორის საზოგადოებრივი ლაბორატორია”. მოსკოვი. რუსეთი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#419
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
Amuza-ს!
სულ მაგაზე ვფიქრობ ახლა რომ იცოდე... აბა მამაშენს დაელაპარაკე, ისეთივე რამ აქაც ხომ არ შეიძლება გაკეთდესთქო? -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#420
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 100 – „ხიდი-ფერეიდანი“. კონსტანტინე ელიზბარაშვილი;
ქვეთავი 130 – სვანეთის უბანი, ფეთხაიმი, ნარიყალა – ნოდარ კოჭლაშვილი; «კეთილი გულით მოძღვნილი!» – ნათელა თანდაშვილი – Fauna.pps – 5412 kb; ბანერები: www.regions.ge და www.lazare.ru -------------------- www.fereidani.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 04:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი