![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
Amuza |
![]()
პოსტი
#421
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
Amuza-ს! სულ მაგაზე ვფიქრობ ახლა რომ იცოდე... აბა მამაშენს დაელაპარაკე, ისეთივე რამ აქაც ხომ არ შეიძლება გაკეთდესთქო? რატომაც არა, იდეა კარგია გიორგი. მთავარი ეხლა მონდომებაა. მინდა გითხრა, რომ ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეიძლება. დავილაპარაკოთ ამ დღეებში. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
![]()
პოსტი
#422
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ეგ ამბავი თუ გამოვა? მაგაზე უკეთესი არაფერი არ იქნება!
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#423
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 130 – ნოდარ კოჭლაშვილი – დედაქალაქი და მისი ტოპონიმები
მოგესალმებით და პირველ რიგში პეტრე-პავლობას გილოცავთ! მრავალს დაესწარით თქვენს ოჯახთან ერთად! ვნახე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის ქვეთავი (ჟურნალ „გზაშიც“ ვნახე მისი გამოქვეყნებული სტატიები ტოპონიმებთან დაკავშირებით), რაზედაც მადლობას ვუხდი. ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, რომ მსგავსი ინფორმაცია ყველა რიგითმა ქართველმა უნდა იცოდეს. ბატონო გიორგი, ინტერნეტში შემთხვევით ერთი მისამართი ვნახე და საჭიროდ ჩავთვალე, თქვენთვის შემეტყობინებინა. მე თვითონ ძალიან მომეწონა და ვფიქრობ აღნიშნულ თემას მეტ ინფორმაციულობას შესძენს. http://www.geocities.com/revaz2002/Tbilisi-names/ საიტი ეკუთვნის ბატონ რევაზ ჟღენტს. ეს კი მისი პირადი გვერდია: http://www.geocities.com/revaz2002/ პატივისცემით კონსტანტინე ელიზბარაშვილი. გაგაცნობთ ანონიმი პიროვნების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომელსაც საინტერესო ვერსიები აქვს წარმოდგენილი: ისანი ძველად მოიცავდა ტერიტორიას დღევანდელი ჩუღურეთიდან არამიანცის საავადმყოფომდე. ისანი მე-19 საუკუნეში იყოფოდა შემდეგ უბნებად – ავლაბარი, მეტეხი, შავსოფელი, ძაღლისუბანი. თამარ მეფის დარბაზი კი მდებარეობდა ახლანდელი სასტუმრო "ძველი თბილისსა" და რესტორან "მეტეხის ჩრდილში" შორის. ისნის მეტროს აშენების შემდეგ ტოპონიმიკა საერთოდ აირია. დღეს ისანი შეარქვეს ადგილს, რომელიც ძველად ქალაქგარეთ იყო და არანაირი შეხება არ ჰქონდა ისანთან. ამ უბნის ათვისება მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყეს და მანდ ვორონცოვმა ფერმები გააშენა. ამიტომ უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც ფერმები დაანგრიეს და სახლების აშენება დაიწყეს, ამ ადგილს ფერმისუბანი დაერქვა. თავად ისანი კი აქედან საკმაოდ მოშორებით, 300 არაგველების მეტროსთან მთავრდებოდა. დღეს ამ ტოპონიმიკას კიდევ ემუქრება შეცვლა. ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია ისნის უბნად მოიხსენიებს თავის პროექტს, რომელიც სამგორს იქით, ახლანდელ მოსკოვის პროსპექტზე შენდება. რომლის ათვისებაც მხოლოდ 60-იან წლებში მოხდა. რაც შეეხება ავლაბარს, მართალია რომ ის მოიცავდა იმ ადგილს, სადაც ახლა რეზიდენცია შენდება და იქიდან მოყოლებული სომხურ თეატრამდე და ავლაბრის მოედნამდე. ერთ მხარეს იწყებოდა ძაღლისუბანი ხოლო მეორე მხარეს მეტეხი შესაბამისად. ავლაბარი როგორც ტოპონიმი, გაჩნდა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში და მას არაბულ სიტყვებთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი. მეორე ვერსია კი არადამაჯერებლად ჟღერს. ეს უბანი ძირითად ქალაქს მოცილებული იყო რადგან მთავარი ქუჩა – კახეთის გზა – შემდეგ ღვინის დაღმართით გრძელდებოდა და ეშვებოდა მეიდანთან. ანუ ავლაბარი შეიძლება ითქვას გარეუბანი იყო და ამიტომ არაპრესტიჟული. ასევე ეს ტერიტორია არასოდეს ყოფილა ციხით შემოზღუდული. რადგანაც ვახუშტი თამარის დარბაზს ციხის შეიგნით მოიხსენიებს, ამიტომ ავლაბარი ვერ იქნებოდა თამარის რეზიდენციად. თუ მაინცდამაინც ტოპონიმის არაბულ წარმომავლობას ვენდობით უნდა ვივარაუდოთ რომ ეს ადგილი სასახლის უკან (მეტეხის ციხე-უბნის) უკან მდებარეობდა და ამიტომ დაერქვა ეს სახელი. თავად ავლაბარში არც ციხე და არც სასახლე არ მდგარა არასდროს. P.S. ამ ტოპონიმიკას ჩემი ერთი ნაცნობი აღმოსავლეთმცოდნე განმარტავდა როგორც ჰავა-ლაბარი ან ჰავალა-ბარი. ახლა აღარ მახსოვს, მეორე ნაწილი რას ნიშნავს, მაგრამ პირველი თურქულად და აზერბაიჯანულად „ჰაერს“ ნიშნავს. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#424
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და ვუთანაგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებს.
ვიზიარებთ ირან-სომხეთის ავია-რეისის დროს მომხდარი კატასტროფის დროს დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას. ამ ტრაგედიას ორი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#425
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 134 – ბადრი ქუთელია – ჩემთვის მთელი დედამიწა საქართველოა...
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს მოსკოვში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი, ბატონი ბადრი ქუთელია ეწვია. ბატონი ბადრი ემიგრაციაში იმ განუკითხაობის ჟამს წავიდა, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხეს. ბატონი ბადრი პრეზიდენტის პრესსამსახურში მუშაობდა... შემდეგ სამშობლოს დატოვება მოუწია, მრავალი წელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი, უჭირს თუ არა ქართველ პატრიოტს რუსეთში ცხოვრება, რას აკეთებს და რას აპირებს იგი... – დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თბილისში დავამთავრე უნივერსიტეტი, შემდეგ უნივერსიტეტში სოციოლოგიის კათედრაზე ვმუშაობდი. მოსკოვში ვსწავლობდი ასპირანტურაში სოციოლოგიის განხრით, როდესაც რუსეთიდან დავბრუნდი ფიზკულტურის კვლევით ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა, შემდეგ კვლავ უნივერსიტეტს დავუბრუნდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ქართული პრესის კვლევის ლაბორატორიაში ვმოღვაწეობდი. 1991 წლიდან, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში, უზენაეს საბჭოში ვმუშაობდი ინფორმაციისა და პროგნოზირების ცენტრში, შემდეგ დაიწყო არეულობა და ეს ცენტრი მალე დაიხურა. რაღაცის გაკეთება მაინც მოვასწარით, მაგალითად, დეპუტატებისთვის რამდენიმე ბიულეტენი შევქმენით. ერთი ბიულეტენი განსაკუთრებულად კარგად დამამახსოვრდა. საქმე სამხრეთ ოსეთს ეხებოდა. უცნაური ის იყო, რომ აი, ამ უაღრესად ღატაკ რეგიონში თხუთმეტი წლით ადრე, ვიდრე ჩვენ კვლევას ჩავატარებდით, უცბად შემოუტანიათ დიდძალი ოდენობის ფული. – ეს სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა? – არა, ჩვენ ეს დასკვნა დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე გამოვიტანეთ. – როგორ დასახლდით მოსკოვში? – როდესაც უზენაეს საბჭოში ინფორმაციისა და პროგნოზირების ცენტრი დაიხურა, საქართველოში სიტუაცია უკვე არეული იყო. მაშინ პრეზიდენტის პრესსამსახურში რეფერენტად დავიწყე მუშაობა. თავიდან ძალიან კარგად ვმუშაობდით, მაგრამ პრეზიდენტი დაამხეს და... 1993 წელს მოსკოვში წავედი, 1994 წლიდან მუშაობა დავიწყე, ოჯახიც იქ გადავიყვანე. მას აქეთ რუსეთში ვცხოვრობ. – ურთიერთობთ თუ არა რუსეთის ქართულ დიასპორასთან? – მე 1989-1990-იან წლებშიც მქონდა ურთიერთობა ქართველთა სათვისტომოსთან რუსეთში. 2003 წელს ჩვენც ვიგრძენით, რომ საქართველოში რაღაც სიახლე იყო მოსალოდნელი. სათვისტომოში მივედით და განვაცხადეთ, რომ ახლა გვმართებს აქტიურობა, ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და სასიკეთო ძვრებია მოსალოდნელი. ყველას გაუხარდა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, მოგეხსენებათ, მუშაობის ახალ ყაიდაზე გადასვლა ჭირს, ალბათ, ახალი სისხლია საჭირო. მაგრამ, მომავალში, როდესაც მართლაც მოხდა საქართველოში ცვლილებები, დიასპორაც გააქტიურდა. მე შევქმენი ჩვენი სათვისტომოს საიტი და დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას, არა მხოლოდ, სათვისტომოსთან, არამედ, საერთოდ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან. მოსკოვში არის ქართველთა დიასპორა „ძალისა", „ქართველთა საზოგადოება რუსეთში", ორგანიზაცია „ლაზარე" და ა.შ. ორიოდ სიტყვა მინდა ვთქვა, ბატონი თამაზ ჯანდიერის შესახებ. „ძალისას" ხელმძღვანელი, თამაზ ჯანდიერი, შეიძლება ითქვას, მოსკოვში მცხოვრები ერთადერთი ქართველია, რომელმაც დუმის დეპუტატებს საპროტესტო წერილი მისწერა აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სადაც მან რუსეთის ქმედებას აგრესია უწოდა, გარდა ამისა, როგორც ქრისტიანმა გააფრთხილა დუმის წევრები, რომ ღვთის წინაშე პასუხს აგებს ყველა, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ამ არაქრისტიანულ ომში გაახვია ქვეყანა. – ახლა, რას გვეტყვით თქვენი საქმიანობის შესახებ? – 2004 წელს შეიქმნა ლაბორატორია, (მიმართულება ანალიზის დონეზე სიტუაციების შესწავლა), რადგან სოციოლოგი ვარ, ბუნებრივია, კვლევაც მოიაზრება. 2004 წლიდან 2007 წლის ჩათვლით, ძალიან აქტიური შეხვედრები გვქონდა. ამ შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა 7-დან 26-მდე ადამიანი, 2009 წლის შემოდგომაზე ვგეგმავთ ღონისძიების ჩატარებას. ვაპირებთ ჩვენი საიტის განახლებას, რაც ვგონებ, აუცილებელია. ჩემი აზრით, თუ როგორია საიტი ამას დღეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თავად ჩატარებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს. მოგეხსენებათ, ინფორმაციის გავრცელების გარეშე შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ საზოგადოება ვერაფერს გაიგებს, შესაბამისად, ინტერესიც ნაკლები იქნება. – სოციოლოგიური გამოკვლევები რას გვიჩვენებს, რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში? – ჩვენ 1995 წელს ჩავატარეთ გამოკითხვა, შემდეგ 2005 წელს. რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში დაახლოებით 300.000-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რუსეთში 600.000.-დან 800.000-მდე. თუ ვინმე ამგვარ ციფრს ასახელებს, ეს მისი ვარაუდია, ჩვენ კვლევის შედეგებს ვეფუძნებით. ბოლო გამოკითხვა 2007 წლის ზაფხულში ჩატარდა. ამჯერად, გვაინტერესებდა თუ როგორ ცხოვრობენ ქართველები რუსეთში. აღმოჩნდა, რომ ქართველები გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე რუსეთში არსებული საშუალო ფენა. – აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას? – 95 % რუსეთში მცხოვრები ქართველებისა საქართველოში დაბრუნებას აპირებს. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არ არის მარტივად ასახსნელი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ წასვლის დღიდან საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ, ვერ მივიღე და გავითავისე უცხო ქვეყანა... ხანდახან ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ქართველი მხოლოდ საქართველოში ჩაიკეტოს, თუ ჩავიკეტებით საქართველოში და სხვაგან არსად წავალთ, მაშინ ვიღაც სხვა აუცილებლად შემოვა და აქვე ჩაგვკლავს. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, სახელმწიფო, რითაც ვსულდგმულობთ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევძლოთ მის გარეთ არსებობა და მოღვაწეობა, ჩვენივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. საქართველოს ძლიერი დიასპორა სჭირდება. ჩემთვის მთელი დედამიწა საქართველოა. – დიდი მადლობა. განთავსების თარიღი: 2009-07-14 http://www.diaspora.ge/index.php?lang_id=G...=77&info_id=776 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#426
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 135 – გიორგი ელჩიბეგაშვილი – «ალალ-მართალი კაცის ამბები»
„გიო, გახსოვს, ადრე რომ მითხარი, თუ რამეს დაწერ, მომაწოდეო? არავითარი პრეტენზია არ მაქვს "მწერლობაზე", მაგრამ აგერ ძმაო, გიგზავნი ჩემს ჩანაწერებს და რაც მოგეწონება, ალალი იყვეს, ამოწერე და წააკითხე ჩვენს ფერეიდნელ ქართველებს. აბა, ყოჩაღად იყავი. გფარავდეს ღმერთი!“ ასეთი წერილი მივიღე ჩემი ძველი მეგობრისაგან („შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 35), რომელსაც თან მისი პროზაული ჩანაწერები ახლდა. სიმართლე რომ გითხრათ ჩემს სეხნიას პირადად არ ვიცნობ (მხოლოდ ინტერნეტით), მაგრამ მისი იუმორის საოცარი გრძნობით გაჯერებული ამბები რომ წავიკითხე, ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ბავშვობიდანვე ერთად ვიზრდებოდით, ისე მშობლიურად უწერია ყველაფერი. რადგან ეს პროზაული ჩანაწერები ფერეიდნელი ქართველებისთვის (და არა მარტო) არის გამიზნული, თავიდან რაღაც-რაღაცეების „შერბილება“ გადავწყვიტე, მაგრამ ნაწერს აშკარად თავისი „მარილი“ აკლდებოდა... ამიტომ მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით გთავაზობთ: -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#427
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გერა მამულაშვილი – ფერეიდნელები ქართულ სკოლებს ითხოვენ
"ახალი თაობა " #156 პარასკევი, 12 ივნისი, 2009 წელი http://www.opentext.org.ge/09/akhalitaoba/156/156-30.htm ქართული დიასპორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გვხვდება. მძიმე სოციალური ყოფის გამო სამშობლოდან გასულმა მილიონ-ნახევარმა ქართველმა უცხოეთში ნაციონალურ-კულტურული თემები ჩამოაყალიბა. სწორედ მათს გაერთიანებასა და სამშობლოს ინტერესებში ჩაყენებას ცდილობს საქართველოს დიასპორების სამინისტრო. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ირანის ფერეიდანი და იქ მცხოვრები ქართველებია. მსოფლიოს ახალი ქართული დიასპორებისგან განსხვავებით, ფერეიდუნ-შაჰრი ის ადგილია, სადაც ირანის დამპყრობელმა შაჰებმა ქართლ-კახელები მე-16-17 საუკუნეებში იძულებით გადაასახლეს. აბსოლუტურად უცხო გარემოში აღმოჩენილებმა, დროთა განმავლობაში იძულებით დათმეს ისტორიული სარწმუნოება. შესაბამისად, მოხდა ელემენტარული ყოფითი ადათ-წესების მნიშვნელოვანი შეცვლაც. მაგრამ ფერეიდნელი ქართველების მიერ ლამის 400-ზე მეტი წლის მანძილზე მშობლიური ქართული ენის შენარჩუნებასა და დღემდე მოტანას მსოფლიოში, ალბათ, ანალოგი არ მოეძებნება, თანაც მათი ქართული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მას დღევანდელი სალიტერატურო ქართული ენის ისტორიულ ძირებამდე მივყავართ. აღსანიშნავია, რომ ფერეიდნელი ქართველების დიალექტი მეტად ახლოს დგას საინგილოს ქართველების დღევანდელ დიალექტთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ფერეიდნელებმა და ინგილოებმა დაახლოებით მსგავსი ისტორიულ-ტრაგიკული პროცესები გაიარეს. თუმცა საინგილო ტერიტორიულად მაინც საქართველოსთან ზედ საზღვარზე მდებარეობს, ხოლო ფერეიდანი ირანის შუაგულში ინახავდა ქართული ენის საიდუმლოებას. დღეს ფერეიდნელ ქართველებთან საქართველო სახელმწიფო დონეზე ცდილობს მჭიდრო კავშირურთიერთობების დამყარებას. თბილისისა და თეირანის კეთილმეზობლური დიპლომატიური ურთიერთობა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. დიასპორების სამინისტრომ გასულ წელს უკვე გამოსცა ფერეიდნელი ქართველის, საიდ მულიანის "დედაენა სპარსულენოვანთათვის". ამას წინათ ფერეიდნელი ქართველები დიასპორების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სემინარსაც ესწრებოდნენ სასტუმრო "ვერე-პალასში". იქ ფერეიდნელი მხატვრის ალი ასლანიშვილის ნახატების პერსონალური გამოფენაც გაიმართა. მნახველები ალი ასლანიშვილის შემოქმედებითი ხედვის განსაკუთრებულ ფერადოვნებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შექნილია სპეციალური ვებ-გვერდი, "fereidani.ge", სადაც ირანის ქართველების დღევანდელი ყოფა-ცხოვრება შუქდება. ავტორი თავად დადის ფერეიდანში და უშუალოდ პირველწყაროდან აცნობს დანარჩენ სამყაროს იქაურთა სვე-ბედს. ეს განსაკუთრებით საშური საქმეა იმ ფონზე, როდესაც ფერეიდნელი ქართველები დედა-სამშობლოსგან ყველაზე უფრო მოწყვეტილნი არიან, თუნდაც გასაგები ისტორიული და დღევანდელი წმინდა პოლიტიკური რეალობების გამო. საყურადღებოა კიდევ ერთი მომენტი: ირანის ქართველებს ფერეიდანში ქართული სკოლები არ აქვთ, ანუ მათ დღემდე ვერ მიიღეს მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლების უფლება, ეს იმ ფონზე, როცა ირანში ეთნიკური მრავალრიცხოვანი სომხები განათლებას სწორედ მშობლიურ, სომხურ ენაზე იღებენ. მათ ისტორიული რწმენაც აქვთ შენარჩუნებული, ხოლო ქართველებს და, სხვათა შორის, ირანის ჩრდილოეთში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებსაც მშობლიურ ენაზე განათლების საშუალება არ გააჩნიათ. ასეა თუ ისე, დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველთა ერთ-ერთი დიდი ჯგუფი დაახლოებით ოთხი საუკუნეა, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ისპაჰანის ოსთანში, ფერეიდანში (ფერეიდუნ-შაჰრი) ბინადრობს. ქართველთა მასობრივი იძულებითი გადასახლება ირანში სეფიანთა დინასტიის ზეობის დროს დაიწყო. შაჰ-თამაზ პირველი ოთხჯერ დაესხა თავს საქართველოს (1541-1554 წწ.) და, სპარსელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს ცნობით, მარტო ერთი ლაშქრობისას ოცდაათი ათასი ქართველი ტყვედ წაიყვანეს ირანში. შაჰ-აბას პირველის დროს (1587-1629 წწ.) ირანელთა მიერ განხორციელებული ლაშქრობების შედეგად გაცილებით მეტი რაოდენობის ქართველს მოუწია იძულებით ირანში გადასახლება. ისკანდერ მუნში აღწერს, რომ 1616 წელს შაჰმა მხოლოდ კახეთიდან ას ოცდაათი ათასი ადამიანი აყარა, ხოლო შემდეგ ქართლიდანაც დიდძალი ტყვე გაუყენა ირანის გზას. დატყვევებული ქართველები ირანის სხვადასხვა რაიონში: ხორასანში, კასპიისზღვისპირეთში, ირანის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში ჩაასახლეს. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ისტორიული ჰერეთის, დღევანდელი საინგილოს ნელ-ნელა ჩამოშორებაც ისტორიული ქართული სივრციდან. ქართველების მასობრივი გადასახლებით შაჰ-აბასი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მისდევდა: 1) ყოველმხრივ ასუსტებდა ურჩ ქართლ-კახეთს, 2) ახალი ქართული დასახლებებით იცავდა საკუთარ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებს, მათ შორის ისპაჰანს, მომთაბარე ტომების – ბახტიარების, ლურების, ქურთების გამუდმებული თავდასხმებისგან; 3) ქართველების მეშვეობით ირანში ნერგავდა ინტენსიურ მეურნეობას; 4) მამაცი ქართველი მეომრებით საკუთარ ლაშქარს აძლიერებდა. ქართულ და ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ მხოლოდ სეფიანთა ზეობისას საქართველოდან ირანში 200 ათასზე მეტი ქართველი გადაასახლეს, მოგვიანებით ყაჯარების დროს – კიდევ 50 ათასამდე. სადღეისოდ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე ქართველები ირანში მხოლოდ ფერეიდანში (ისპაჰანის დასავლეთით 170 კმ) დარჩნენ. იქაური ქართული სოფლებია: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, ჩუღურეთი, რუისპირი, ვაშლოვანი და სხვ. ირანის სხვა დანარჩენ რეგიონებში ქართველების ბინადრობის შესახებ თანამედროვე ირანის ტოპონიმიკა მიუთითებს: მაგალითად, "გორჯი-სარა" (ქართველთა სასახლე), "გოჯი-მაჰალე" (ქართველთა უბანი), "გორჯი-ყალა" (ქართველთა ციხე) მაზანდარანში, "გორჯი" და "გორჯანი" ხორასანში, "დეჰ-გორჯი" (ქართული სოფელი) ირანის აზერბაიჯანში, "გორჯაი" ქურთისტანში და ა.შ. სადღეისოდ ფერეიდანში კომპაქტურად მოსახლე ქართველების რაოდენობა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 30-35 ათასის ფარგლებში უნდა იყოს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო "ირნა" წერს, რომ "ქართული წარმოშობის დაახლოებით 20 ათასი ადამიანი 400-ზე მეტი წლის წინ გადმოსახლდა ამ რეგიონში, ისპაჰანის სამხრეთ-დასავლეთით 180 კმ-ზე". ზოგიერთი სტატისტიკური გაანგარიშებით, ამჟამად ისპაჰანის პროვინციაში დაახლოებით 60 ათასი ქართველი ცხოვრობს. მიგრაციული პროცესების გამო, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ფერეიდნელ ქართველთა ნაწილი დიდ ქალაქებში – თეირანში, ისპაჰანში აღმოჩნდა, რის გამოც მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა ძნელია. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფერეიდნელთა რიცხვი ირანში 60 ათასს აღწევს. ცნობილია, რომ იძულებითი გადასახლების პირველ ხანებში ქართველები რჯულსა და ზნე-ჩვეულებებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ შემდეგში მათ სარწმუნოება იძულებით შეუცვალეს, რამაც გარკვეულწილად მათი ეთნოგრაფიული ყოფაც შეცვალა. დღეს ფერეიდნელი ქართველები ისლამური ირანის შიიტური თემის ნაწილს წარმოადგენენ და რელიგიური წესების ზედმიწევნითი აღსრულებით გამოირჩევიან. გარდა იძულებით გადასახლებულებისა, ირანის კარზე საქართველოდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით გადახვეწილი წარჩინებული ქართველებიც მოღვაწეობდნენ. ირანში დასახლებულმა ქართველებმა მაშინვე დაიკავეს ღირსეული ადგილი სეფიანთა კარზე. ქართული წარმოშობის არაერთმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ირანის ისტორიაში, მის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. © გაზეთი "ახალი თაობა" © ქართული პრესის კომპიუტერული არქივი ფერეიდნელმა ქართველებმა გურჯაანი დატოვეს 3 დეკემბერი. 2008 http://www.humanrights.ge/index.php?a=news&id=5634&lang=ge როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გაუსაძლისი პირობების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველებმა საცხოვრებელი სახლები დატოვეს და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდნენ. "ირანში ცხოვრების უკეთესი პირობებია, აქ ცხოვრება კი ძალიან ჭირს. სახელმწიფო საერთოდ არ გვეხმარება, ხშირად კვების პრობლემაც კი გვაქვს", – აღნიშნა ახმად ბათავანმა. ამჟამად, სოფელ ახაშენში ფერეიდნელთა 3 ოჯახიღა შემორჩა და მათაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ოფიციალური ინფორმაციით, ახაშენში ფერეიდნელი ქართველები 1972 წელს ჩამოსახლდნენ. იმ დროისათვის ფერეიდნელი ქართველები გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანშიც ჩამოასახლეს, მაგრამ დღეს იქ არცერთი ოჯახი აღარ ცხოვრობს. გელა მთივლიშვილი, კახეთი -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#428
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
? ? ?
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#429
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
სათვისტომოებისათვის
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II ლოცვა-კურთხევითა და ბათუმის ეპარქიის მთავარეპისკოპოს დიმიტრის წინამძღოლობით, 2009 წლის 18-22 ოქტომბრის ჩათვლით ქ. ბათუმში ტარდება მართლმადიდებლური ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი „წმიდა ანდრიას ჯვარი“. ფესტივალის დევიზია: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანასა ზედა და კაცთა შორის სათნოება“. ხოლო მიზანი – ემსახუროს ჭეშმარიტი რწმენის, ზნეობის, სათნოების, სიყვარულის და სულიერი ამაღლების გამომხატველ კინოხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელ კინო-ტელეკომპანიებს, კერძო პირებსა და სტუდიებს. ჩვენთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მამულიშვილთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ცხოვრებისეული მონაკვეთი, ეს იქნება სამოყვარულო ვიდეო თუ პროფესიონალ შემოქმედთა მიერ გადაღებული ფილმები, რამეთუ გვჯერა, რომ ქართველნი უცხო მიწაზეც ქმნიან თავიანთ დაუვიწყარ ისტორიებს. მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდოთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცხოვრებისეული ფრაგმენტები. გვჯერა, რომ თანამონაწილე გახდებით ამ კეთილშობილური საქმისა. საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი – ვერიკო ანჯაფარიძის ქ. №9, ბ.1; 0177, საქართველო; (25 13 64; (+995) 8 95 564053; * E-mail: meokhi06@yahoo.com; info@churchfestival.ge; www.churchfestival.ge ბათუმი – ( (893) 73 45 78 ნანა ვერულაშვილი * nanavar@rambler.ru საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქეთინო ქურდოვანიძე: keti.kurdovanidze@diaspora.gov.ge მაია ჩოლოყაშვილი: m.cholokashvili@diaspora.gov.ge ტელ.: +995 32 36 98 66 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#430
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
დაემატა ახალი ქვეთავი ფერეიდნელი ქართველების ხელნაწერები - 137 - "ნოდარ კოჭლაშვილი - ღმერთის სახელით!"
გარდა ამისა შეგიძლიათ ეს ლინკი ნახოთ: http://www.literatura.ge/index.php?page=15&composition=27792 თურმე მე რომ სხვაზე ვწერ, სხვა კი ჩემზეც წერს ![]() რაც შეეხება იქ მოყვანილ ფაქტებს, სიმართლეს არ შეესაბამება! მაგ. მე საერთოდ არ მოვსწრებივარ პაპაჩემს ადარა თურმე სტუმრებთან ერთად ყანწებიც კი გვისვია და სურათებიც გადაგვიღია. როგორც ავტორმა გუშინ საღამოს ამიხსნა, ამ ამბების დაწერა დიდი ხანია უნდოდა და ვისი იმედიც ჰქონდა რომ გაუგებდა, მისი სახელი და გვარი სწორად ჩაწერა, ვინც ვერ გაუგებდა - მისი კი შეცვალა! ხომ კარგი რამეა? ისე ჯობია ჯერ ჩემს საიტში 93-ე ქვეთავს გადახედოთ და მერე ეგ იუმორისტული ნოველა წაიკითხოთ, ოღონდ საფუძვლიანად და მიმდევრობით (მე პირველად შერჩევით წავიკითხე და კინაღან მოსაკლავად გავეკიდე მის დამწერს, მაგრამ როცა მიმდევრობით წავიკითხე - მერე კი მაგრად ვიხალისე) მისი ბანერი დამატებულია ბანერების პირველი რიგის ბოლოს (literatura.ge) გისურვებთ დროის მხიარულად გატარებას! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#431
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 122
ცნობა - INFO - AGF ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. ეს აგრესია სიცოცხლის ფასად დაუჯდა ასობით ქართველ მოქალაქეს, ხოლო ასი ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი გადამწვარი და განადგურებული სოფლები. რუსეთის ხელისუფლება დღესაც აგრძელებს ზეწოლას პატარა საქართველოზე, რომლის ტერიტორიის მეოთხედი (სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჩათვლით) დე ფაქტო ანექსირებულია რუსეთის მიერ. · მიუხედავად ევროკავშირის მაშინდელი პრეზიდენტის სარკოზის ხელმოწერილი ხელშეკრულებისა, რუსეთის ჯარს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. · იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას აფხაზეთში და შიდა ქართლში დაბრუნების უფლება არ ეძლევათ. · მცირერიცხოვანი ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ აფხაზეთში ცხოვრობენ, ყოველდღიურად განიცდიან სასტიკ დევნას. · რუსეთი ყველანაირად ცდილობს ქვეყნის დესტაბილიზაციას, რათა ახალი ომის საბაბი მიეცეს. ქართველები და ყველა ის, ვინც აცნობიერებს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის საფრთხეს ვალდებულებას იღებს ამხილოს ეს საშიში ქმედებები. სწორედ ამ მიზნით საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო შაბათს, 8 აგვისტოს, 16 საათზე პარიზში რუსეთის საელჩოსთან აწყობს მანიფესტაციას. ASSOCIATION GEORGIENNE EN FRANCE საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო PARIS ქვეთავი 104 საპროტესტო აქცია თანამემამულენო, 2009 წლის 6 აგვისტოს 17.00 საათიდან, ქალაქ ბრნოში, რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია. ორგანიზატორები არიან ჩეხები. მონაწილეები მოითხოვენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყონებლივ დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. აქციის ორგანიზატორები ასევე მოუწოდებენ ჩეხეთის საზოგადოებას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. …”ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ქვეყანაში ოც წელზე მეტი იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ვუსურვებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მალე მოიშორონ თავიდან რუსი ოკუპანტები” აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ წერილში. გთხოვთ ყველას, ვინც ცხოვრობს ქალაქ ბრნოში (მიმდებარე რეგიონებში) დაესწროთ აქციას. ადგილზე იქნებიან ადგილობრივი პრესის ჟურნალისტებიც. მისამარათია: Ruský konzulát je na adrese Hlinky 142 b, tj. mezi zastávkami MHD Lipová a Pisárky. ორგანიზატორები: Ladislav Hanuš a Josef Král ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩეხ სენატორს ბატონ იარომირ შტეტინას ძვირფასო თანამემამულენო, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58 არმიის ძირითადმა ნაწილებმა გადმოლახეს სუვერენული საქართველოს საზღვრები (როკის გვირაბის გავლით). დაიწყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ოკუპაცია. 2008 წლის 28 ივლისიდან სამაჩაბლოს რეგიონში, ოსი კრიმინალების და რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გაძლიერებულმა თავდასხმებმა (მძიმე ქვემეხების გამოყენებითაც), გამოიწვია სოფელ ნულის განადგურება, დაიბომბა მიმდებარე სოფლებიც. თავდასხმის პირველ დღეებში, ქართული პოლიცია და ქართული სამშვიდობო ნაწილები თავდადებით იცავდნენ სამაჩაბლოს მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშკარა აგრესიაზე გადავიდა და მისი არმიის დანაყოფები ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრა. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად (ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლებრივი კანონმდებლობის დაცვით) გამოიყენა საქართველოს შეიარაღებული ძალები. 8 აგვისტოს მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.... ერთი წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკავიათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონები. ყველა შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის მთავრობა უარს აცხადებს გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. პირიქით, ბოლო დღეებში მომძლავრდა პროვოკაციები, მაგალითად პირობითი საზღვრის გადმოწევის მცდელობა და ა.შ. მოგიწოდებთ ყველას, ვინ ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებით, რომ მიიღოთ მონაწილეობა 7 აგვისტოს 17.00 საათზე გამართულ აქციაზე, რომელიც გაიმართება ”პალაცკის მოედანზე” (მეტროს გაჩერება ”კარლოვო ნამესტი”). გავიხსენოთ ტრაგიკული მოვლენების წლისთავი. გთხოვთ თან მოიტანოთ: საქართველოს დროშები, სანთელები (დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად), პლაკატები (მაგ: ”STOP RUSSIA”). აქციას გააშუქებს ჩეხეთის ტელე და რადიო მაუწყებლობა. P.S. ასევე მინდა დავამატო, რომ 8 აგვისტო ანუ 08.08.08 არის რუსების მიერ შეთითხნილი ინფორმაცია და მიზნად ისახავს დაამახინჯოს ომის დაწყების რეალური თარიღი. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#432
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
რადიო „თავისუფლება“ – კობა ლიკლიკაძე – 2008 წლის აგვისტოს ომის მოკლე მიმოხილვა (კობა ლიკლიკაძე პირადად იმყოფებოდა აგვისტოს დღეებში კონფლიქტის ზონაში).
http://www.rferl.org/video/2718.html ინფორმაცია გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებული აქციების შესახებ 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებით: http://Satvistomo.net პატივისცემით, ლერი დათაშვილი 2009 წლის 11 აგვისტოს 16.00 საათზე. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აწყობენ ერთობლივ ღონისძიებას: ”საქართველო – ერთი წელი აგვისტოს ომიდან, ჩეხების თვალსაზრისი”. (http://www.iir.cz/events_calendar.asp?idi=86) შეხვედრა გაიმართება მრგვალ მაგიდასთან. მონაწილეობას მიიღებენ: ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური წრეების წარმოამდგენლები. ასევე ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები და სავარაუდოდ აშშ, შვედეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის საელჩოები. ქართული მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეობენ: 1. ვახტანგ დარჩიაშვილი. იურისტი. ამჟამად იცავს დისერტაციას თემაზე: ”ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში”. 2. გიორგი ალანია. წარსდგება პროექტით საქართველოში კონფლიტის დარეგულირების შესახებ. 3. კობა ლიკლიკაძე. რადიო თავისუფლების რედაქტორი. სამხედრო ექსპერტი. 4. ჯიმი დაბრუნდაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორი. მოხსენებაში აღნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკის როლს ევროკავშირის თავმჯდომარეობის დროს. სამომავლო პერსპექტივებს საქართველოსთან მიმართებაში. ასევე ისაუბრებს ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებაზეც. შეხვედრა იქნება ჩეხურ ენაზე (თარგმნა შესაძლებელია). დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ჯიმი დაბრუნდაშვილი + 420 721 647 748 + 420 220 982 261 www.samshoblo.net http://www.iir.cz/ -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#433
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გაგიმარჯოს გიორგი! წავიკითხე 128-ე ქვეთავი რამინის შესახებ, ძალიან კარგი და კეთილი ოჯახნი არიან, კარგად ვიცნობ გოგას და მისი ოჯახსაც და სიმამრსაც. გოგა ერთ-ერთი პირველი იმ ფერეიდნელებიდან იყო, რომელიც შევარდნაძის დროს აპირებდა საქართველოში და ამიტომაც ბევრი იწვალა. მე მახსოვს გოგა როცა დადიოდა ხოლმე საქართველოში და მაინც ვერ ახერხებდა იქ დამკვიდრებას, ის რომ შენ შემოგევლე, ჩემო გიორგი, რომ ყველანაირად რითაც შეგიძლია ყველას ყველა ფორმაში ეხმარები ფერეიდნელებს, მე მგონი შენ რაღაცნაირად ფერეიდნელების მფარველ ანგელოზი ხარ საქართველოში! არ იწყინო, ამას სერიოზულად გეუბნები, მე ყველა წარმატებას გისურვებ შენი კეთილგანწყობილ საქმებში. ვიღაცა უცნობი მეგობარი ირანიდან.
დიდი პატივისცემით პირადად თქვენ, ჩემო გიორგი და იმ ნაღდ, ძირძველ ქართველებს, რომლებმაც ასე გმირულად და ხელზე გოგმანით შემოინახეს ქართული სული და მშობლიური ენა. „არვინ გაბედოს აუგი ამ ულამაზეს გენზე, ღვთისმშობლის წილი ქვეყანა არვის დაადგეს ყელზე“. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#434
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 50.
ჩემო გიორგი! აღფრთოვანებული ვარ შენი საიტით და ეს მინდოდა მესიჯიდანაც დამედასტურებინა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს! საუკეთესო სურვილებით, თემურ ფირაშვილი. ინგლისი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#435
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 55.
თქვენი საიტის შესახებ სამი წლის წინ შევიტყვე, როცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ირანული პოეზიის საღამო და ფოტო-გამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» (ქვეთავი 41). მის შემდეგ ხშირად ვსტუმრობ საიტს და ვეცნობი ახალ-ახალ ინფორმაციებს ჩვენი ფერეიდნელი ძმების თუ მსოფლიოში გაფანტული ქართველობის შესახებ. გულს მიხარებს აგრეთვე ბიძაჩემის, ნოდარ კოჭლაშვილის ჩანაწერებიც, რომლებიც ასე მრავლადაა საიტში. ამიტომაც ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა ერთ-ერთი წიგნის ძებნისას გიცანით და დახმარებაც შემოგთავაზეთ. პირობისამებრ გიგზავნით გიზო ვაშაკიძის წიგნის „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ ელექტრონულ ვერსიას და მადლობას მოგახსენებთ თქვენს საიტში ეროვნული ბიბლიოთეკის ბანერის განთავსებისათვის! პატივისცემით, ციური კოჭლაშვილი. თბილისი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#436
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის»
რამდენიმე ხნის წინ ჟურნალ „სარკეში“ წავიკითხე ირინე მჭედლიძის ინტერვიუ ქართველ გეოგრაფთან, მეცნიერებათა დოქტორ გიზო ვაშაკიძესთან „დედამიწას უცხო პლანეტა უახლოვდება − რა გზავნილები დაუტოვეს ადამიანებს კოსმოსიდან“. შესავალ ნაწილში ლაპარაკია მის ნაშრომზე „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“, რომლითაც პენტაგონი და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე სამეცნიერო ინსტიტუტი დაინტერესებულა. მასში თეთრი პირამიდების საშუალებით ტორნადოს ხელოვნურად გამოწვევის ფაქტებზეა საუბარი... დავიწყე წიგნის მაღაზიებში ამ ნაშრომის ძებნა, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიე... გამომცემლობა „მეცნიერება“ საერთოდ გაუქმებულა (ცნობათა ბიურომ ასე მითხრა)... ერთად-ერთი იმედი საჯარო ბიბლიოთეკა იყო... ბიბლიოთეკის კატალოგებში კი ერთი მშვენიერი ქალბატონი გამომეცნაურა, რომელიც თურმე ჩემივე საიტიდან მიცნობდა! ეს ქალბატონი აღმოჩნდა ციური კოჭლაშვილი, რომელიც ბიძამისის, ჩემი უფროსი მეგობრის, აღმოსავლეთმცოდნე ბატონ ნოდარ კოჭლაშვილის თქმით კოჭლაშვილების გვარში ყველაზე ლამაზი ქალბატონი გახლავთ. მე კი დავამატებდი, რომ ყველაზე გულისხმიერი და ყურადღებიანი. ასე მოვიპოვე ნაშრომის ელექტრონული ვერსია, რომელსაც ქალბატონ ციური კოჭლაშვილის წერილიც ახლდა: „გიორგი, თქვენი საიტის შესახებ სამი წლის წინ შევიტყვე, როცა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო ირანული პოეზიის საღამო და ფოტო-გამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» (ქვეთავი 41). მის შემდეგ ხშირად ვსტუმრობ საიტს და ვეცნობი ახალ-ახალ ინფორმაციებს ჩვენი ფერეიდნელი ძმების თუ მსოფლიოში გაფანტული ქართველობის შესახებ. გულს მიხარებს აგრეთვე ბიძაჩემის, ნოდარ კოჭლაშვილის ჩანაწერებიც, რომლებიც ასე მრავლადაა საიტში. ამიტომაც ნუღარ გაგიკვირდებათ, როცა ჩვენს ბიბლიოთეკაში ერთ-ერთი წიგნის ძებნისას გიცანით და დახმარებაც შემოგთავაზეთ. პირობისამებრ გიგზავნით გიზო ვაშაკიძის წიგნის „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ ელექტრონულ ვერსიას და მადლობას მოგახსენებთ თქვენს საიტში ეროვნული ბიბლიოთეკის ბანერის განთავსებისათვის! პატივისცემით, ციური კოჭლაშვილი. თბილისი“. აღნიშნული წერილი დავამატე საიტში (“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 55). მეორე დღეს კი ასეთი შინაარსის წერილი მივიღე: „როგორ მიხარია ჩემო გიორგი, ამდენი საინტერესო ადამიანი რომ გეხმაურებათ და ყველა ასე კმაყოფილია თქვენი საიტის! ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, ციური კოჭლაშვილის წერილიდან შევიტყვე რომ გამოგიგზავნათ გიზო ვაშაკიძის წიგნის „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ ელექტრონული ვერსია. გიორგი იქნებ ატვირთოთ და თქვენი საიტის მეშვეობით ჩვენც გაგვაცნოთ. უმორჩილესად გთხოვთ. პატივისცემით, მედეა სიხარულიძე. აშშ. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#437
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
შეგიძლიათ თავიდან ნახოთ 138-ე ქვეთავი, დავამატე ახალი ინფორმაციები.
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#438
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გიორგი, შენ გაიხარე მადლიანო ადამიანო. ვკითხულობ, ვკითხულობ შენს საიტს და სადღაც შორეულ, ოთხასი წლის წინანდელ დროში დავბორიალობ ჩემი ფიქრებით. დაწვრილებით ვკითხულობ ფერეიდნელების ამბებს, თავგადასავლებს და ლამისაა გული ამომივარდეს განცდებისაგან. რომ შემეძლოს ახლოს მისვლა მათთან, ალბათ სათითაოდ ჩავიხუტებდი. ამდენი ტანჯვა-წამება გამოვლილებს როგორა აქვთ შენარჩუნებული ენა, სითბო და თავისი ფესვების სიყვარული. ღმერთსა ვთხოვ საქართველომ ახლა მაინც, დროულად აუსრულოს საწადელი ამ დამსახურებულ, ქართული სულით და ქართული გულით ანთებულ ხალხს და დახმარება აღმოუჩინოს. სტუმართმოყვარე ხალხი ვართო გავიძახით და პირველ რიგში, საკუთარი ჯიშისა და ჯილაგისთვის ვერ მიგვიხედნია.
თხოვნა მექნება შენთან და ვიცი არ დამზარდები, არც დაგავიწყდება, როცა კი საშუალება მოგეცემა მათთან შეხვედრისა პირადად ჩემგან, როგორც ერთი რიგითი ქართველისგან, დიდი მოკითხვა, თანადგომა და სიყვარული გადაეცი და იცოდნენ რომ მარტო არ არიან, მათ უამრავი ქართველი და-ძმები ყავთ საქართველოში, რომელთაც მათი ბედ-იღბალი აწუხებთ და მათზე ფიქრობენ. ღვთის წყალობით ალბათ დადგება ის სანატრელი დროც, როცა მიმოფანტული ქართველები თავიანთ საოცნებო ბუდეებს დაუბრუნდებიან. გიორგი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო კეთილო ადამიანო ასეთი უდიდესი საქმის კეთებისათვის. გაიხარე და გამრავლდი შენს მონაგართან ერთად. ღმერთი იყოს შენი შემწე ამ მამულიშვილურ საქმეში. მედეა პავლიაშვილი. ამერიკის შეერთებული შტატები. 2009 წლის 7 სექტემბერი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#439
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემული ანტი-ქართული მასალის შესახებ საქართველოში 7 სექტემბერს გამოვიდა სტატია http://www.kvirispalitra.ge/index.php?opti...-10-01&Itemid=5 რომლის შემცველობა განსაკუთრებით ეხება ქართულ სათვისტომოს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ბევრი ჩვენი თანამემამულე დადის ჩეხების მართმადიდებლურ ეკლესიებში. სამწუხაროდ ამ უკანასკნელის მიერ საერო საქმეებში ჩარევა და მით უმეტეს, დეზინფორმაციის გავრცელება ბევრი ჩვენთაგანის შეშფოთებას იწვევს. უდავოა, რომ რუსეთის ფედერაციის გავლენა დიდია პოსტ საბჭოთა სივრცეში. განსაკუთრებით დოტაციაზეა პრო-რუსული ინსტიტუტები. რუსეთის საიდუმლო სამსახურები უამრავ სამთავრობო, არასამთავრობო (მაგალითად ჩეხეთში შეერთებული შტატების ანტი სარაკეტო რადარის წინააღმდეგ პორპაგანდის დაფინანსება) და როგორც ვხედავთ სასულიერო ორგანიზაციებზე ცდილობენ გავლენის გაზრდას. რა არის რუსულ-ჩეხური ჟურნალი ”იკონა”? ამ ჟურნალის რედაქცია არის რუსული. ცნობისათვის ჟურნალის წინა ნომრებში ცნობილი ქართველი და რუსი პოლიტიკოსების სურათების ნახვაც შეგიძლიათ. როგორ მოვიქცეთ? სტატიიდან ჩანს, რომ ჩვენი საპატრიარქოს მკაცრ რეაქციას გულგრილად უპასუხეს. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქრონიკულად განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას, შეიძლება ტრადიციულად საპროტესტო ნოტით შემოფარგლოს (ოთხი წლის არსებობის განმავლობაში - საკმარისია შეხედოთ საელჩოს ვებ გვერდს: http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=110 სადაც მაგალითად 2008 რუსეთის-საქართველოს ომზე ჩეხურ ენაზე არაფერი წერია. ინგლისურადაც ბევრს ვერაფერს შეიტყობთ. ფოტო გალერეა სილამაზის კონკურს უფრო გავს). ქართველი მრევლი ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე ძალიან ცოტაა. ჩვენს მოთხოვნას, უფრო სწორედ პროტესტს, შეიძლება ეკლესიის ”მენეჯმენტმა” ყურადღება არც მიაქციოს. თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი. ქართველი მრევლის გარდა, ეკლესიაში დადის უკრაინის (ოფიციალურად ცხოვრობს 200 000 უკრაინელი), ბელარუსიის, ყოფილი იუგოსლავიის, ბულგარეთის, საბერძნეთის სათვისტომოს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა ჩეხებიც და სლოვაკებიც. შეგვიძლია სათვისტომოებთან შეხვედრის მოწყობა და მოვახდინოთ ამ აბსურდული ინფორმაციის დაგმობა. არა მგონია, რომ ათასობით მრევლის პროტესტი შეუმჩნევლად დარჩეს (თუნდაც პეტიციით დავიწყოთ). განსაკუთრებით უკრიანელების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი (ისინი ჩეხეთში რუსებზე სამჯერ მეტნი არიან და რუსეთის ბევრი მოქალაქეც სხვა ეროვნებისაა). უკრაინის დიასპორასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად შარშან, როცა უკრაინის პრეზიდენტი პრაღას სტუმრობდა, საპატიო ადგილზე მიგვიწვიეს. ხელი შეგვიწყვეს უამრავი ინფომაციის უფასო მოპოვებაში. ასევე ბელარუსებთან ერთად მრავალი აქცია გვაქვს ჩატარებული. შემიძლია ერთ-ორ ჩეხ ჟურნალისტზე და ასევე ტელევიზიისთვის მასალის მიწოდება. (მით უმეტეს, რომ უკვე მეორე თვეა სკანდალი არ წყდება რუსი შპიონების ირგვლივ: (http://zpravy.idnes.cz/cesko-vyhostilo-dva-ruske-agenty-tvrdi-diplomaticke-zdroje-/domaci.asp?c=A090817_135307_domaci_js). მოკლედ იმ ჟურნალში მოროშილ დეზინფორმაციას უკან ვერ ამოვიღებთ, მაგრამ ურიგო არ იქნება თუ ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებლურ ეკლესიას ”პრევენტიულად ვთხოვთ” შემდგომში თავი შეიკავონ. http://www.pravoslavnacirkev.cz/schematismus.htm. დავამტებ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთს-საქართველოს ომში, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს დაუჭირა მხარი. თუმცა ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი Vaclav Klaus (http://www.hrad.cz/) აშკარად საქართველოს წინააღმდეგ წავიდა, რისთვისაც ”ლუკოლმა” მას ორასი ათასი ევროც გადაუხადა (ჰონორარი ბატონმა კლაუსმა მიიღო მისი ანტი ეკოლოგიური წიგნის ”ლურჯი და არა მწვანე პლანეტის” http://idiot.vyjimecny.cz/2008/12/modra-ni...zelena-planeta/. რუსულ ენოვან გამოცემაში. ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სისულელე, ჩეხურიდან რუსულ ენაზე რეკორდული სისწრაფით თარგმნა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, მოსკოვის ლომონოსოვის უნივერისტეტის დოცენტმა სერგეი სკორვიდმა Sergeji Skorwid. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ რუსეთის სახელმწიფო სამსახურებიც განიცდიან კვალიფიცირებული კადრების და ამჟამად ფინანსების ნაკლებობასაც კი. ხშირად გადადიან ულოგიკო ერთჯერად აქციებზეც, ასევე რუსმა დიპლომატებმა პირადი ”ბიზნესის” წყალობით იმდენი მოახერხეს, რომ საიდუმლო აგენტების სახელს, კრიმინალის ”ტიტულიც” მიაწერეს. ჩემი ინფორმაციით ჟურნალი ”იკონაც” დროგამოშვებით აწყდება დაფინანსების პრობლემას. მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს, დიასპორის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაზეთ კვირის პალიტრას, ქართველ ისტორიკოსებს და პოლიტოლოგებს: თქვენს მიერ ხელის შეწყობის შემთხვევაში შესაძლებელია საფუძლიანად გაეცეს პასუხი ზემოთ აღნიშნულ დეზინფორმაციას. (ფინანსური ხარჯების მესამედს დაფარავს ქართული სათვისტომო ”სამშობლო”). აქვე დავამტებ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ”ჰუსისტთა” და ”ევანგელიკური” ეკლესიების წინამძღოლებმა 2008 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს არაერთი დახმარება აღმოგვიჩინეს, (http://gruzie.webzdarma.cz/). ერთობლივი პრეს-კონფერენციებს და აქციებს საკმაოდ კარგი მედიალური გამოხმაურება მოჰყვა. ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქებშიც დამოუკიდებლად მოაწყვეს რამდენიმე საპროტესტო აქცია. რა გასაკვირია, ბევრი მათგანი ყოფილი დისიდენტია. ასევე მათი ხელშეწყობით მივიღეთ მხარდაჭერის წერილი ბატონი ვაცლავ ჰაველისგან. ასე რომ მათი გამოყენებაც შეიძლება. რუსული ტანკები საქართველოდან არსად წასულან - ზეწოლის რა ბერკეტებიც გვაქვს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთის რესპუბლიკაში www.samshoblo.net www.fereidani.ge (104 ბლოგი) მობ: + 420 721 647 748, ტელ: + 420 220 982 261 P.S. გაზეთიდან სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბატონ ლერი დათაშვილს. გერმანიის სათვისტომო http://satvistomo.net -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#440
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 139 – „პატარა, მაგრამ დიდი სიკეთეები“
დიდი ხანია ვაპირებდი რაღაც ამდაგვარი ქვეთავის გაკეთებას, მაგრამ აქამდე როგორც ჩანს, სიტუაცია არ იყო მომწიფებული. დღეს კი, 2009 წლის 9 სექტემბერს – 09.09.09 მე თვითონ 9 ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე გავაკეთე. ამ სიკეთეების აფიშირება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, მაგრამ მის შესახებ ჩემს გარდა 9 პიროვნებამ იცის! თვით რიცხვი 9 ხომ მეტად მნიშვნელოვანი რიცხვია! გავიხსენოთ ჩანასახის მუცლადყოფნის პერიოდი – 9 თვე. ვიცით რომ მზის სისტემაში 9 პლანეტა მოძრაობს, რომელსაც 3600 წლის განმავლობაში ერთხელ მე-10 პლანეტა უახლოვდება... ამ 9 სიკეთის გარდა მინდა მოგითხროთ პატარა სიკეთეების შესახებ, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ მომხდარა: 1. ვმგზავრობდი საქალაქო ავტობუსით. ჩემს წინ ახალგაზრდა დედა იჯდა 2-3 წლის ბავშვით. პატარა რატომღაც ჭირვეულობდა (ეტყობა სცხელოდა). შემდეგ კი ტირილი დაიწყო. ცოტა ხანში ამოისლუკუნა: წყალი მინდაო! იმ დროს ავტობუსიც გაჩერდა გაჩერებაზე. კარებთან ერთი ახალგაზრდა ბიჭი იდგა. უცებ ჩაირბინა, ერთი ბოთლი ჩაცივებული მინერალური წყალი ამოიტანა და ბავშვს მიაწოდა... 2. ცოტა ხნის წინ ერთი ოჯახი მყავდა მიყვანილი ფერსიცვალების ეკლესიაში დედა ნატალიასთან და დედა პარასკევასთან. ოჯახს რაც სათხოვარი ჰქონდა – დახმარება აღუთქვეს. გარდა ამისა, დედა პარასკევამ შეამჩნია, რომ ერთ-ერთ ბავშვს თვალთან ალერგიული გამონაყარი ჰქონდა. მაშინვე დაკვირვებით გასინჯა, ბავშვის დედას თვითონვე მისცა წამლები და გამოყენების წესებიც აუხსნა. 3. მეტროს სადგური „პოლიტექნიკური“ – ჟეტონების დასახურდავებელ ჯიხურში ორი ქალბატონი მუშაობს: ნატა ფიცხელაური და თეა ფაციაშვილი. მთელი დღის განმავლობაში 5 თეთრიან მონეტებს ცალკე აგროვებენ და თუ გჭირდებათ ლიფტისთვის, უპრობლემოდ დაგიხურდავებენ. ფერისცვალების დღეს, 19 აგვისტოს, ქალბატონმა ნატამ თავისთან მიმიხმო, თავისი ხელით გამზადებული ტკბილი სასმელი შემომთავაზა და ერთი მტევანი ყურძენი გამომიწოდა, დღეს ფერისცვალებაა და ყურძნის ერთი მარცვალი მაინც უნდა იგემოო... 4. ისევ მეტროს სადგური „პოლიტექნიკური“ – ფოიეში „საქართველოს ბანკის“ 82-ე სერვის ცენტრია განთავსებული, სადაც მეტად გულისხმიერი ქალბატონები მუშაობენ: მარეხ ბურდული, ემა მებონია, თიკო ციმაკურიძე და ნანა ორმოცაძე. პირველ რიგში ჩემი სიმპათია „საქართველოს ბანკის“ მიმართ ემბლემამ გამოიწვია – „ოქროს ლომის“ ფიგურა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნით თარიღდება, სიღნაღის რაიონში, ჩემს მამა-პაპისეულ სახლთან ახლოს ერთ-ერთ სამარხშია ნაპოვნი. ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ხშირად მიხდებოდა ფულადი გადარიცხვები. ეს ქალბატონები ყოველთვის დიდი ყურადღებით მექცეოდნენ და მე ვგრძნობდი, რომ ეს სამსახურეობრივი თავაზიანობა კი არ იყო, არამედ მათი შინაგანი ბუნებიდან გამომდინარეობდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ქალბატონი მარეხ ბურდული, რომლის დამსახურებაა ამ ბანკის კლიენტი რომ გავხდი და თუნდაც ტერიტორიულად სხვა ბანკთან ვიყო, მაინც მათთან მიმიხარია. ასეთი პატარა-პატარა სიკეთეებით საბოლოო ჯამში დიდი სიკეთე კეთდება. შეგახსენებთ რაბინდრანათ თაგორის უკვდავ სიტყვებს: „ბალახის ღერო არ ცდილობს ბაობაბის ხედ გადაიქცეს, ამიტომ დედამიწა მომხიბვლელი მწვანით იმოსება“. ვაკეთოთ პატარ-პატარა სიკეთეები და დედამიწა დიდი სიკეთით დაიფარება. მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გაქვთ სურვილი მომწერეთ თქვენს მიერ ან თქვენს მი-და-მო-ში გაკეთებული სიკეთეების შესახებ და ამავე ქვეთავში დავამატებ. P.S. ამ ქვეთავზე მუშაობა დამთავრებული არ მქონდა, რომ მობილურზე შემეხმიანა, შემდეგ კი მესტუმრა ამჟამად თბილისში მყოფი, ისრაელში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მალხაზ ხუნდიაშვილი (ქვეთავი 83) თავის მეგობართან, 20 წლის წინ საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად გადასულ ბატონ ანზორთან ერთად. მალხაზმა საჩუქრად გადმომცა ხატი ქრისტეს გამოსახულებით (სტერეო ეფექტით). შეხვედრის შემდეგ სახლში ავტობუსით ვბრუნდებოდი. გამჭვირველე პაკეტში ჩადებული ხატი მოკრძალებულად ფანჯრისკენ შევაბრუნე და ისე ვმგზავრობდი. ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მეორე ავტობუსი გაგვისწორდა. უცებ რაღაც ხმაური ატყდა და მეორე მხარეს რომ გავიხედე, დავინახე რომ ავტობუსის მგზავრები ფანჯრებთან იყვნენ მოქუჩებულნი და მიკაკუნებდნენ – ხატი ჩვენსკენ კარგად შემოაბრუნეო! გიორგი ალავერდაშვილი 09.09.09 -------------------- www.fereidani.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 04:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი