IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Sep 14 2009, 06:59 PM
პოსტი #441


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 122 – საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო – 2009 წლის სექტემბერი. ბიულეტენი N2. ოთარ ზურაბიშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 15 2009, 09:09 PM
პოსტი #442


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქართველ ფერეიდნელებს ფერეიდნელი ქართველებისგან!

IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 16 2009, 07:38 PM
პოსტი #443


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 138 – მალხაზ რუსაძე – ინტერვიუ გიზო ვაშაკიძესთან.

ახალი ქვეთავი 140 – წმინდა ილია მართლის აღსრულების დღისადმი მიძღვნილი ლოცვითი მსვლელობა. უხუცესი პილიგრიმი გიორგი ამუზაშვილი.

ახალი ქვეთავი 141 – «კალამი». 2009, N1. ქართულ-ირანულ ურთიერთობათა შესახებ.


IPB-ს სურათი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 19 2009, 10:04 AM
პოსტი #444


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბლოგი 104 – “ქართული სამზარეულოს საელჩო ბრაღაში“
http://www.tavisupleba.org/video/3103.html


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 21 2009, 07:45 PM
პოსტი #445


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



„კეთილი გულით მოძღვნილი“

გიორგი, გიგზავნი 200$-ს. აქედან 100 საიტის საჭიროებისთვის გამოიყენე, მეორე 100 კი გერმანიაში გარდაცვლილ იოსებ ფუტკარაძის ოჯახს მიაწოდე. როცა შენს საიტზე ის სამგლოვიარო განცხადება წავიკითხე, მაშინვე აღნიშნულ ანგარიშზე შევეცადე თანხის გადარიცხვა, მაგრამ რატომღაც გადარიცხვა არ განხორციელდა. ამიტომ ისევ შენ გიგზავნი. მახსოვს რომ წერდი, მათი ახლო ნათესავი – ვახტანგ კვირიკაშვილი ჩემი თანამშრომელიაო. ჩაიწერე ნომერი: 79799930 (მანიგრამით შენს სახელზე).
“ძვირფასო მეგობრებო, ერთი თხოვნით უნდა მოგმართოთ, რომლითაც ტელეფონით ახლახანს დაგვიკავშირდნენ ქართველები: თხოვნა ეხება გუშინ საღამოს, სრულიად შემთხვევით, ბონის რეგიონში – ვესელლინგში ბანკის შენობის კედელთან თავის ველოსიპედის გვერდზე ჩამჯდარ მდგომარეობაში გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცს – იოსებ ფუტკარაძეს (დაბადებული რუსთავში 1982 წელს, იმყოფებოდა ე.წ. "Asyl-ში"). მას პოლიციელებმა ჯიბეში გერმანული ენის კონსპექტები უპოვეს. სხეულისა და ორგანიზმის ანალიზის შედეგად არავითარი მავნე ზემოქმედება ან ძალადობა არ იქნა აღმოჩენილი. როგორც მათ ახსნეს, ეს არის გულის დეფექტით, რომელიც ალბათ თვითონაც არ იცოდა, გამოწვეული გარდაცვალებაო. ამჟამად მისი და (რომელიც ფრაიბურგში სწავლობს და ორი კვირის წინ ძმა სტუმრობდა მას თურმე) ბონშია ჩასული და მისი მეგობრები ცდილობენ იოსების საქართველოში გადასვენების თანხის (დაახლოებით 5000 ევრო) შეგროვებას. ფრაიბურგელებს უკვე შეუგროვებიათ 1000 ევრომდე. საკონსულოც შეპირებია გარკვეულ დახმარებას.
ყველას გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დავეხმაროთ იოსების გადასვენების ფულის შეგროვებაში. გთხოვთ, თანხა გადარიცხოთ შემდეგი მონაცემების გამოყენებით: Georgischer Verein in Deutscland e.V. Konto Nr.: 660726217 Hypovereinsbank München BLZ: 700 202 70 Verwendungs Zweck: Spende für Joseb Putkaradze.
გერმანიის ქართული სათვისტომო და გარდაცვლილი იოსებ ფუტკარაძის ოჯახი ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ, ვინც იოსების გადასვენებისათვის დახმარება გაიღეთ. ღმერთი გფარავდეთ.”

ეს კი www.fereidani.ge დომენის გადასახადია 5 წლის წინასწარი გადახდით.

დიდი მადლობა ქალბატონ მედეა სიხარულიძეს!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 23 2009, 05:58 PM
პოსტი #446


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბლოგი 104 – ჯიმი დაბრუნდაშვილი – ჩეხურ-რუსული ჟურნალ ”Ikona”-ს ასლი.

თემიდან: ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტოფორი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი არასოდეს ყოფილა საქართველოს ისტორიული ნაწილი (დაიბეჭდა 7 სექტემბრის კვირის პალიტრაში).
ამა წლის 8 სექტემბერს, ქართული სათვისტომო ”სამშობლოს” მიერ გავრცელდა განცხადება (http://samshoblo.net/news.php), რომელიც ეხება ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებული ეკლესიის კუთვნილ ჟურნალ ”იკონაში” გამოცემული ანტიქართულ მასალას. ჩვენ მივმართეთ საქართველოს საპატრიარქოს (info@patriarchate.ge) , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (info@mfa.gov.ge) და დიასპორის სამინისტროს (diaspora.ge@gmail.com)
ზემოთ აღნიშნულ განცხადებაზე რეაქცია გააკეთა საქართველოს ელჩმა სლოვაკეთის რესპუბლიკაში, ბატონმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა. რომელმაც გვთხოვა ჟურნალ ”იკონას” ასლი. (http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=109 )
პირველ რიგში ყველა დაინტერესებულ მხარეს მინდა შევატყობინო, რომ ჟურნალ ”იკონაში” ეს მასალა დაიბეჭდა ერთი წლის წინ. თუმცა არც სათვისტომომ და არც ოფიციალურმა სტრუქტურამ ამის შესახებ არ იცოდა. მე შევეცადე ძველის ნომრის მოძებნა, რაც ერთ კვირაში მოხერხდა. ჟურნალი მომაწოდა ქალაქ Mariánské Lázně (პრაღიდან ეს ქალაქი დაშორებულია 120 კმ-ით), ეკლესიის მოძღვრმა მამაო იოსეფ ჰაუსერმა, (Josef Hauser). რომელიც ასევე მუშაობს საპატრიარქოს მთავარ ოფისში. (http://www.pravoslavnacirkev.cz/schematismus.htm). ჩვენთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ არ ეთანხმება ჟურნალ ”იკონაში” გამოცემულ მასალას. მისი აზრით, რაც 2008 წელს საქართველოში განვითარდა - 1968 წლის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის ტოლფასია. ბატონი ჰაუზერი მზადაა შეხვედრა მოაწყოს ქართულ სათვისტომოსთან და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ჩემთვის ჯერ-ჯერობით უცნობია აპირებს თუ არა ეს პიროვნება მთელი ეკლესიის სახელით გამოვიდეს? შეხვედრა შედგება პრაღის ოფისში.
იგივე თემაზე მქონდა საუბარი მამაო იაროსლავ შუვარსკისთან, (Jaroslav Šuvarský. http://www.army.cz/images/id_11001_12000/11516/14.jpg) რომელიც არის ქალაქ პრაღის მართმადიდებლური ეპარქიის საბჭოს ხელმძღვანელი. ბატონი შუვარსკი ლოცვებს აღავლენს ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მართმადიდებლური ეკლესიაში - მდებარეობს პრაღის ცენტრში (ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი სიმბოლო. 1942 წელს ეკლესიის მოძღვრებმა თავშესაფარი მისცეს დიდი ბრიტანეთიდან გადმოსმულ ჩეხ მეომრებს. მოგვიანებით მათ [მეომრების] მიერ (ქალაქ პრაღში) განხორციელდა თავდასხმა (http://druhavalkavychod.euweb.cz/atentat.htm), რასაც ნაცისტების მიერ დანიშნული ე.წ. პროტექტორატის ხელმძღვანელი შეეწირა… ღალატის გამო ეკლესიას გერმანელებმა ალყა შემოარტყეს და ჩეხ მეომრებთან ერთად, ეკლესიის პერსონალიც დახვრიტეს.... ეკლესიის დაცხრილული კედლის ერთი ნაწილი დღესაც შემონახულია და ყოველ წელს, საპატიო დაფასთან ჩეხეთის საზოგადოების და მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან. http://www.army.cz/scripts/detail.php?id=11516).
მამაო შუვარსკიმ განაცხადა: ჟურნალი ”იკონა” მოსკოვის რუპორია ჩეხეთის, რესპუბლიკაში, ეგ ჩვენ კარგს არაფერ მოგვიტანს, მეტად შეწუხებული ვარ იმით, რომ ჩვენს საპატრიარქოში - რუსეთის ფულის მეშვეობით ვრცელდება დეზინფომაცია...დროულად უნდა შევეშვათ მაგ ხალხს... ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. მან ასევე დაადანაშაულა ეკლესიის ხელმძღვანელობა, რომელიც პრო-რუსულ ჯგუფს ვერ ჩამოშორდა. რის შესახებაც ის დიდი ხანია ლაპარაკობს: ჟურნალ ”იკონას” საერთოდ არა აქვს სიტყვის ულფება ჩეხეთის რესპუბლიკაში…
შეიძლება ვივარაუდო, რომ ჩემი საპატრიარქოში ვიზიტის დროს სხვა სახის განცხადებებსაც მოვისმენ. მამაო ჰაუსერმა და სხვებმა იციან, რომ მათგან საუბარის შესახებ დაიწერება საქართველოს ჟურნალ-გაზეთებში.
რაც შეეხება თვითონ ჟურნალს (ნახეთ დაზიპული ბმულები). საქართველოს შესახებ არის სამი სტატია, ჩეხურ და რუსულ ენებზე. ავტორთა მიხედვით, თურმე ალანთა სახელმწიფოს დედაქალაქი გორი ყოფილა....და ა.შ. შეგიძლიათ პირადად გაეცნოთ.
გასულ კვირას, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე გამოჩნდა ჩეხურ გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ბმული: საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის ტელეფონოთ ესაუბრა ჩეხეთის მართმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლს.
http://www.mzv.cz/jnp/cz/zahranicni_vztahy...v_pobouril.html. ….მანამდე კი ჟურნალი ”იკონა” ”არხეინად” განაგრძობს მუშაობას (www.Ikonapress.info) და ფინანსური პორბლემების მიუხედავად ახერხებს მოღვაწეობას. რედაქტორია რომან ვიმმერი (Roman Wimmer). გამოიცემა: ჩეხეთის ეროვნული კულტური ფონდის მიერ, სააქციო საზოგადოება და პრაღის, ჩეხეთ-სლოვაკეთის მიტროპოლიტ ქრისტოფორის ხელშეწყობით. (vydáva Česky národní fond kultury a.s.pod záštitou Kryštofa, arcibiskupa pražského a metropolity Českých zemí a Slovenska)

P.S. 8 სექტემბერს ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადება არ დაწერილა მხოლოდ ცარიელი ფურცლების შესავსებად. როგორც აღვნიშნეთ ველოდებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან და დიასპორის სამინისტროდან რეაქციას. ასევე მოხარული ვიქნები თუ საქართველოს საპატრიარქოც შეიტყობს ჩვენი 8 სექტემბრის შეთავაზებას და შეგვატყობინეს თავის აზრს. გთხოვთ გაავრცელოთ ქართულ მას-მედიაში.
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
www.samshoblo.net
www.fereidani.ge 104 თავი
ტელ: + 420 721 647 748

ბლოგი 108 – ბაია ლომსაძე – «საქართველოო ლამაზო» – ახალი ნამუშევრები.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 24 2009, 11:52 AM
პოსტი #447


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ბლოგი 124 – მათეუშ ბაიეკი – დაემატა 4 ფოტო სურათი, რომლებიც გადაღებულია ვარშავის უნივერსიტეტის სტუდენტის, მათეუშ ბაიეკის თბილისში ყოფნის დროს ფერეიდანიდან დაბრუნების შემდეგ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 27 2009, 10:03 AM
პოსტი #448


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან smile.gif
თუ არ დაგეზარებათ, შეიხედეთ საიტის ჩამონათვალის ქვემოთ ბანერებში, დააკლიკეთ VAXTOR SYSTEMS-ზე, ქვემოთ იქნება Part 2, სადაც ჩემი იკას ნამუშევრებია ჩადებული, კერძოდ თვითმფრინავის ევაკუაცია 3D-ში.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 28 2009, 08:13 PM
პოსტი #449


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 52

52. ბატონო გიორგი! უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი პატივისცემა და მოწიწება გამოვხატო თქვენს წინაშე ამდენი შრომის გაწევისათვის, რაც თქვენ გააკეთეთ ქართველი ერისა და ჩვენი ფერეიდნელი ძმებისათვის. ეს მასალები, რასაც ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ვეცნობით, დიდ ძალას და სტიმულს გვაძლევს, რომ არ დავაკარგინოთ ჩვენს შვილებს ქართული და ნაადრევად არ გავევროპელდეთ. ოხ, როგორ მინდა ფერეიდანში წასვლა! ყველაფერს გავაკეთებ, რომ იქ მოვხვდე რამენაირად, მართლა არ მომდომებია სადმე ასე გასვლა... 7 წელია სტოკჰოლმში ვარ და თუ მივდივარ სადმე – ეს საქართველოა! სხვაგან არსად გასვლის სურვილი არ გამჩენია. მაღალ ღმერთს ვფიცავ, ფერეიდანში წასვლა წყალივით მწყურია! დიდი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ! პატივისცემით, ზურაბ გონაშვილი. შვედეთი. სტოკჰოლმი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 29 2009, 08:03 PM
პოსტი #450


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გილოცავთ ალავერდობას! გიორგი ალავერდაშვილი

ალავერდი – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი; სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის საეპისკოპოს ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რ-ნი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI ს. შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI ს. დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო დიდი საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მდე).
შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება და ქმნის ე.წ. ტრიკონქს. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები. საკურთხევლის აბსიდის ორსავე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოს და სადიაკვნეს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ჩრდილოეთით, სამხრეთით და დასავლეთით ტაძარს ღია გალერეები ჰქონდა, რომლებიც XIX ს. დასაწყისში დაუნგრევიათ. ამ სამ მხარეს არის მოთავსებული ტაძრის შესასვლელებიც. შიდა სივრცე გამოირჩევა გრანდიოზულობითა და დახვეწილი პროპორციებით.
ინტერიერს კარგად ანათებს ფართო კარ-სარკმელებიდან უხვად შემოსული სინათლე (გუმბათს 16 სარკმელი აქვს). მონუმენტური ფასადები ძუნწად არის მორთული (ეს კახეთის ძეგლების საერთო თავისებურებაა). დამახასიათებელია აღმოსავლეთ ფასადის აგებულება – ხუთი დეკორატიული თაღი და ორი ღრმა სამკუთხა ნიში. ტაძარი უმთავრესად რიყის ქვით არის ნაგები. კედლების გარე და შიგა პირი კი მოპირკეთებულია შირიმის მოზრდილი კვადრებით. ნაგებობა გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტები დღემდეა შემორჩენილი, შემორჩენილია აგრეთვე წარწერები.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV ს. 80-იან წწ.) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX ს. ბოლოს ალავერდის ტაძარი მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI ს. მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI სს., ხოლო დასავლეთის და ჩრდილოეთის კედლებზე XVI-XVII სს. ფრესკები. ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რასაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა; მისი ქვედა სართული – დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII სს-ში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა.
თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII სს. კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მათ შორის ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.). მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვა.
ალავერდის საეპისკოპოსო – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში (კახეთი). ალავერდის მონასტერი, რომელიც X ს. კახეთის მთავრობის ძირითადი სალოცავი იყო, XI ს-დან საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდის საეპისკოპოსო კახეთის მეფეთა მძლავრი პოლიტიკური დასაყრდენი იყო. 1104 წელს, კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა.
ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიის საზღვრები იყო: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით – კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით – კახეთისა და ცივგომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში შედიოდა: ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. საყმო მამულთა უმეტესობა ალავერდის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო გაფანტული. ალავერდის საეპისკოპოსოს ეკუთვნოდა: ძველი შუამთის ყოვლადწმინდის საწინამძღვრო ეკლესია, ორმეოცთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმინდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ – მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე და სხვა სოფლები.
ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის მამადაც (წინამძღვრადაც) ითვლებოდნენ, ამიტომ ატარებდნენ ამბის ზედწოდებას. XVI ს-დან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.
XV ს. უკანასკნელ მეოთხედში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა განაახლა მტრისაგან დარბეული ალავერდი და უხვად უბოძა ყმა-მამული. მალე ალავერდის საეპისკოპოსომ პირველობა მოიპოვა მთელ კახეთში და მცხეთისაგან გამოყოფაც სცადა, მაგრამ მცხეთის კათალიკოსმა აღვეთა ეს ცდა.
1616 წელს ალავერდი და მისი მამულები დაარბია აბას I-მა. XVII ს. შუა წლებში თურქმანთა მომთაბარე ტომებმა მისი ადგილ-მამულები საძოვრებად გადააქციეს, შენობა კი ციხესიმაგრედ. 1659 წელს აჯანყებულმა კახელებმა თურქმანები განდევნეს, მაგრამ მტრისაგან მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII ს. დასასრულამდე საეპისკოპოსო ვეღარ აღდგა. XVII-XVIII სს. მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1735 წლის 21 ოქტომბერს კი თამაზ-ხანმა ააოხრა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII ს. 80-იან წწ.) ხელი შეუწყო ალავერდის საეპისკოპოსოს სამეურნეო-ეკონომიკურ აღორძინებას. 1811 წელს ალავერდის საეპისკოპოსოს ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა.

ალავერდობა – ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება-დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული. იმართებოდა ალავერდის ტაძრის კარზე, ალავერდის მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. იწყებოდა 28 სექტემბერს და გრძელდებოდა სამ კვირას. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს, კერძოდ, მთვარის კულტს. ალავერდობაზე ღამის თევით მოდიოდნენ მლოცველები გარეკახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან, აგრეთვე მეზობლად მოსახლე ქისტები, დაღესტნელები და ელები. ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობა, რამაც XIX ს. II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო. გასაყიდად შემოჰქონდათ სამრეწველო საქონელი, შინამრეწველობის ნაწარმი, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების პროდუქტები, ალავერდობა გადმონაშთის სახით დღესაც არის შემორჩენილი.

წყარო – ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. თბილისი. 1975.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Sep 30 2009, 05:25 PM
პოსტი #451


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები -– “ქართული დიასპორა” – ჩანაწერი 53

53. ბატონო გიორგი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ: გიორგი თუ გუგუა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს... დიდი ინტერესით ვეცნობი თქვენს საიტს ფერეიდანის შესახებ. დღისით დრო არ მაქვს წასაკითხად და ძირითადად ღამით ვკითხულობ... პირველ საღამოს სარჩევის 22 ქვეთავამდე მივედი, სკაიპიც დამავიწყდა და ოდნოებიც... თითოეული ქვეთავის წაკითხვის დროს სისხლი მეყინება ძარღვებში, სუნთქვა მეკვრის და თვალები ცრემლით მევსება... წუხელისაც მთელი ღამე თქვენს საიტს ვკითხულობდი... განსაკუთრებით ჩემზე 39-ე ქვეთავმა იმოქმედა – ზაქარია ჭიჭინაძე – ქართველები სპარსეთში – «შავი დრო». ალბათ უკვე სამჯერ მაინც გადავიკითხე, მეტჯერ თუ არა... მარო მაყაშვილის დღიურის წაკითხვისას კი ვიტირე (ქვეთავი 7 – ზურაბ კაპანაძე წარმოგვიდგენს...). ალბათ ვერც გადმოგცემთ იმ გრძნობას, რაც მე განვიცადე...
კეთილო ადამიანო! მთელი სულით და გულით დაველოდები ახალ წერილებს ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე. როგორც ვხედავ, თქვენ ფერეიდნელების იმედი ხართ! ძალიან მიხარია და სასიამოვნოა, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ თქვენნაირი კეთილი გულის ადამიანები. მიხარია, რომ გაგიცანით. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ თქვენს მიერ წამოწყებულ საქმეში. ერთსაც დავამატებ: ბედნიერია თქვენი მშობლები და ოჯახი, ასეთი კარგი შვილი, მეუღლე და მამა რომ ყავთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ყველგან და ყოველთვის! დიანა. ისრაელი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 2 2009, 07:50 PM
პოსტი #452


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ მოინახულოთ:

1. ბლოგი 142 – გიორგი ცერცვაძე, ეკა ბასილაშვილი, ნანა ცალუღელაშვილი – გერგეთის სამება.
2. „ქველმოქმედება“ – დედის თხოვნა.

ამასთან გაცნობებთ, რომ დაემატა:

1. „როცა ჩვენ გვეძინა“ – ჩეხურ-რუსული ჟურნალ ”Ikona”-ს ასლი – ბლოგი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი.
2. გოჩა ლაღიძის ბიოგრაფია და მისი ნამუშევრების ჩამონათვალი – „გოჩა ლაღიძე თბილისში. 2009 წლის 25 სექტემბერი“ – ბლოგი 120 – გოჩა ლაღიძე – «რკინის კაცი»

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 3 2009, 03:11 PM
პოსტი #453


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გთხოვთ მოინახულოთ:
ბლოგი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი.
ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომოს მიერ ბოლო ორ თვეში შესრულებული აქციების მიმოხილვა



--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 5 2009, 03:47 PM
პოსტი #454


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



წიგნების პრეზენტაცია:

1. „ციური ექსპრესი“ (The Heaven Express); ქართულ, ინგლისურ ენაზე. წიგნში გაშიფრულია უცხოპლანეტელების მიერ რამდენიმე ათასი წლის წინ დედამიწაზე დატოვებული წერილები, რომლებიც პლანეტის ყველა კონტინენტზე გვხვდება. საქართველოში ეს ინფორმაცია თუშეთსა და ხევსურეთში ქვებზეა დატანილი, სადაც აღწერილია მეზობელი ვარსკვლავებიდან დედამიწაზე განხორციელებული ექსპედიციის შესახებ მრავალი საინტერესო საკითხი.
2. „მეშვიდე საყვირი“ (გამოცხადება – Apocalypse); წიგნის ავტორი წარმოგვიდგენს იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების (აპოკალიფსი ) თავთა გაშიფვრას. აპოკალიფსში აღწერილი მოვლენები ჩვენს დროში ვითარდება, მათი გაშიფვრის ცოდნა ერთობ მნიშვნელოვანია.
3. „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ – პირამიდების საიდუმლო საქართველოში გაიხსნა.
პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ ავტორი, გეოგრაფიის დოქტორი გიზო ვაშაკიძე.

პრეზენტაცია შედგება 9 ოქტომბერს (პარასკევი) 18.00 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, ლესელიძის ქუჩა 33. წიგნის მაღაზია „პარნასი“.

ამასთან გაცნობებთ, რომ დაემატა:

1. „როცა ჩვენ გვეძინა“ – ჩეხურ-რუსული ჟურნალ ”Ikona”-ს ასლი – ბლოგი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი. ახალი ინფორმაციები და ფოტო-მასალა.
გთხოვთ მოინახულოთ.

პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 9 2009, 08:42 PM
პოსტი #455


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



დღეს, 2009 წლის 9 ოქტომბერს, 18.00 საათზე, წიგნის მაღაზიაში "პარნასი" (ქ. თბილისი, ლესელიძის ქუჩა 33) გაიმართა გიზო ვაშაკიძის ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნების: «ციური ექსპრესი» და «მეშვიდე საყვირი» პრეზენტაცია.
«ციური ექსპრესი» ატვირთულია ქვეთავში 138 − გიზო ვაშაკიძე − «პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის». ხოლო «მეშვიდე საყვირი» დამუშავების პროცესშია, რაზედაც დამატებით გაცნობებთ.
გთხოვთ, მოინახულოთ.
პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 10 2009, 03:08 PM
პოსტი #456


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



გუშინ ერთ-ერთ ფორუმზე შეკითხვა შემომივიდა. სამსახურში მაგვიანდებოდა და ამომწურავი პასუხი ვერ გავეცი. ახლა კი რომ გადავხედე ტექსტს, გადავწყვიტე თქვენთვისაც გამეცნო:

გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ გიკითხოთ? რა მაინტერესებს იცი? გაგებული მაქვს, შარშან აგვისტოს როცა ომი იყო ჩვენთან, ფერეიდნელი ქართველების რიგი იდგა ირანის საელჩოსთან და საქართველოში მოდიოდნენ რათა მოხალისეებად ჩაწერილიყვნენ და დახმარება გაეწიათ ჩვენთვის, ისიც გავიგე ირანის საელჩომ ამის საშუალება არ მისცა. რამდენად მართალია ეს?

გიორგი, დღეს დილით ამომწურავად ვერ გაგეცი პასუხი... ახლა შევეცდები უფრო დავაკონკრეტო შენი შეკითხვა. პირველ რიგში ირანში მცხოვრებ ერთ ქართველზე მინდა გიამბო, რომელიც საკუთარი მანქანით უკვე სომხეთ-საქართველოს საზღვარზე იყო მოსული. თან ახლდა მეუღლე და ორი შვილი: 7 და 10 წლის ვაჟები. ირანის საზღვარზე არავითარი დაბრკოლება არ ჰქონიათ! გადაჭარბებულად არ გამოვა თუ ვიტყვი, რომ მათი უკან გაბრუნება მხოლოდ ჩემი დამსახურებაა. იმ ავბედით ღამეს კი მართლა ბევრი ფერეიდნელი აპირებდა საქართველოში გადმოსვლას ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ რა აზრი ჰქონდა? ნახევარი თბილისი ხომ დაიცალა... ჩემი მეზობლებიც ბევრი გაიხიზნა კახეთში, ჩვენც შემოგვძახეს – ადგილი გვაქვს მანქანაში და წამოდითო... მეუღლე მაშინვე წამოხტა და რაღაც ნივთების შეგროვება დაიწყო... მე ვუთხარი შენ წადი, მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი-თქო. მერე თვითონაც გადაიფიქრა და აღარ წავიდა!
მთელი ღამე მეშვიდე სართულის ღია ფანჯარასთან გავატარეთ... პირველად ისპაჰანიდან იყო ზარი, ძალიან შიშობდნენ ჩვენს გამო. მე არცკი მიფიქრია თუ ამ დროს ვინმე შემეხმიანებოდა ირანიდან. მერე ინტერნეტი ჩავრთე. ფოსტაში რომ შევედი (არ ვიცი, სხვაგან როგორ არის, მაგრამ მე gmail-ში მაქვს და ამ ფოსტას ის უპირატესობა აქვს, რომ ვინც იმ დროს ხაზზეა, მისი სახელის წინ მწვანე ნათურა ანთია. რაღაც სკაიპის მაგვარია). ფერეიდნელი ბიჭები ხაზზე იყვნენ... ერთ-ერთი მწერდა, ახლა ბიჭები ჩემთან არიან სახლში, სამშობლოს უჭირს და საქართველოში მოვდივართო! ძლივს შევძელი მათი გადარწმუნება... ჩემი აზრით მათ ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა... ვუთხარი, აქაური ხალხი იხიზნება და თქვენ რატომ ჩამოდიხართ-თქო (მაშინ არ ვიცოდი თუ ჩვენი ჩინოვნიკების რიგები იდგა წითელ ხიდზე, თორემ ამასაც ვეტყოდი), მარტო იმის შემდეგ გაჩერდნენ როცა ვუთხარი, ღმერთმა ნუ ქნას საქართველო აღიგავოს მიწის პირისაგან, თქვენ მერე გახდებით საჭირონი-თქო... მიხვდნენ, რასაც ვეუბნებოდი და გაჩერდნენ...
შემდეგ იყო ეს წერილი:

„ბატონო გიორგი, ეს წერილი რამდენიმე ფერეიდნელმა დაწერეს სპარსული ენაზე და ახლა ამის გადათარგმნულს გიგზავნით, თუ ცალკე ქვეთავს გაუკეთებ და დაამატებ საიტს – კარგი იქნება!
რუსეთმა უკვე მერამდენედ, ვერაგულად დაიპყრო საქართველო!
ძველის-ძველიდან, რუსეთი ყოველთვის საქართველოს მტერი ყოფილა, იმიტომ რომ თავისუფლების მოყვარე ქართველი კაცი მუდამ იცავს თავის ენას და მამულს მტრის წინაშე, რომელსაც სურს საქართველოს განადგურება.
1990-იანი წლებიდან მოკიდებული, (200-წლიან წინა ისტორიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთი ყველანაირად ეცადა საქართველო დაეჩოქებინა და მისი სახელი აღეგავა დედამიწის ზურგიდან. ერთ-ერთი ამ ვერაგული საქმეებიდან, რაც რუსეთმა გაუკეთა ქართველებს, იყო გაზის შეწყვეტა ცივ ზამთარში. საქართველომ ადვილად გადაიტანა ეს დიდი პრობლემა თავისი ხალხის მოთმენით და მხნეობით (ფეხებზეც კი არ დაიკიდა რუსეთის ეს სულელური ნაბიჯი), ეს იყო ქართველი ხალხის გმირობა და ვაჟკაცობა, რაც რუსეთს უფრო და უფრო ახელებდა.
მრავალი წელია, რუსეთი ქართველთა მოთმინებას ცდის აფხაზეთისა და ოსეთის სეპარატისტთა მხრიდან პროვოკაციების სახითაც. რუსეთის ეს მუხანათური საქციელი, რაც ამ ბოლოს გაბედა, ის არის, რომ შეაშინოს ქართველები, იქნებ შეძლოს საქართველოს დაშლა და გაუბედურება!.. მაგრამ, საბედნიეროდ, ვერაფერი შეძლო უფლის წყალობით და ქართველთა დიდი გამძლეობის და მხნეობის ძალით. თან მთელმა მსოფლიომ ხმა აიმაღლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და პატარა საქართველოს დაუჭირა მხარი. ამხელა მსოფლიოში ორი ქვეყანა არ მოიძებნა, რუსეთის მხარე რომ დაიჭიროს!
რუსეთის გაუწონასწორებელმა ნაბიჯმა ძალიან გვატკინა გული ყველას და მგონი ამჟამად არ არსებობს ადამიანი დედამიწაზე, რომელსაც არ სძულდეს პუტინი და მედვედევი!
6 მილიონიანმა ქვეყანამ იბრძოლა ზღვარდაუდებელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ეს ძალიან სირცხვილია რუსეთისათვის. მაინც და მაინც ქართველებს არგუნა ბედმა ამ მძვინვარე მხეცთან ომი. ჩვენ ვნახეთ, ქართულმა ჯარმა რა ვაჟკაცურად, როგორი შეუპოვრობით იბრძოლა, ჩვენ ვნახეთ გმირების უშიშარობა, ჩვენ ვნახეთ, ქართველმა ჯარისკაცებმა როგორ შესწირეს სიცოცხლე სამშობლოს და არ შეეშინდათ მტრისგან!
ირანის ქართველები (ფერეიდნელი ქართველები) სამძიმარს უცხადებენ გმირულად დაღუპულ მეომართა ოჯახებს და ადამიანებს, რომლებმაც შვილები და ახლობლები შესწირეს მამულს. ძალიან ვწუხვართ და გული გვიტირის დაღუპულების გამო, მაგრამ როგორ შეიძლება არ გვიხაროდეს ამ წმინდა მიწაზე და ისტორიაში კვლავ განმეორდა ქართველთა გმირული თავდადების მაგალითები სამშობლოსათვის, მამულისათვის, ჩვენ ამაყები ვართ თქვენს გამო...
ფერეიდნელი ქართველები ვგმობთ რუსეთის აგრესიას ერთ პატარა თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანაზე, ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს საქართველოს მთლიან საზღვრებს, შეასრულოს პირობა და სასწრაფოდ გაიყვანოს თავის ჯარი ქართული მიწებიდან, არ დაარღვიოს საერთაშორისო კანონები“.

ეს წერილი მივაწოდე ქალბატონ ნინო ცხოიძეს, რასაც მოჰყვა „მსოფლიო ფეხზე დგას, რუსს კი ფეხებზე ჰკიდია!!!“ The Georgian Times, 21-28 აგვისტო, ხუთშაბათი, N034 (501) ნინო ცხოიძე. 893 616511

IPB-ს სურათი

და ერთი კომენტარიც:
რა კარგია რომ ასე აღელვებთ ფერეიდნელ ქართველებს საქართველოს ბედი, გაახაროთ ღმერთმა, ამდენი წელია არ ივიწყებენ სამშობლოს და იმას თუ საიდან არიან! ბატონო გუგუა, თქვენც დიდი მადლობა ამ ინფორმაციებს რომ გვაწვდით და ასე მხარში უდგეხართ იმ ხალხს, ვისაც ენატრება სამშობლო... ეს ძალიან ბევრს ნიშნავს... მე უკვე ათი წელია წამოსული ვარ და ზოგჯერ ისე მინდოდა ხოლმე საქართველოში მცხოვრებლებს გაეგოთ ჩემი ტკივილი... თუ როგორი ძნელია სამშობლოდან სიშორე მაგრამ ეს ყველას არ ესმოდა... და კარგია რომ თქვენ სხვისი ტკივილი გესმით! უფალი დაგიფასებთ ამას და ის ხალხიც, ვისზეც ამდენს წერთ! ინგა. ისრაელი.

პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი.



--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 12 2009, 07:10 PM
პოსტი #457


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



SOS გადავარჩინოთ ”ოშქის” ეკლესია!

გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად.
ეს არის ”ოშქის” ეკლესია http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg . რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე.
სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti
(ქართული სათვისტომო ჩეხეთის რესპუბლიკაში გაავრცელებს ამ ინფორმაციას როგორც ელ. ფოსტით ასევე სხვადასხვა აქციებზე. რაც იმედი გვაქვს მალე აისახება ხელმოწერებშიც).

პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 13 2009, 07:15 PM
პოსტი #458


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



„ოშქის“ ეკლესიასთან დაკავშირებით:
გუშინ ჯიმისგან მივიღე ასეთი შეტყობინება – „გამარჯობა გიორგი, მადლობთ. იმის შემდეგ რაც გავრცელდა ჩვენი მხრიდან, ეგრევე ავარდა 385-დან 700 ხელმოწერამდე“.
სასიხარულოა, რომ ამაში ჩვენი წვლილიცაა! სხვათაშორის ეს განცხადება მხოლოდ ფორუმებში გამოვაცხადე, ჩემი სერვერი დროებით გათიშულია და საიტში მაგიტომაც ვერ ავტვირთე (არადა, გამზადებული მაქვს მორბენალი სტრიქონის სახით). იმედია რომ მალე ჩაირთვება და იქედანაც შემოგვემატებიან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ხმის მიცემის დროს უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, მისამართი და ქვეყანა (მისამართი არ აისახება ჩამონათვალში, ასე რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს პრობლემის გარეშე შეეძლებათ მონაწილეობის მიღება).
და ერთი კიდევ: ჩემი აზრით ერთი და იგივე კომპიუტერიდან მხოლოდ ერთხელ შეიძლება ხმის მიცემა. ჩემი ქალიშვილი რომ შეეცადა დარეგისტრირებას, ეკრანზე გამოვიდა შეტყობინება, რომ თქვენ უკვე რეგისტრირებული ხართ 11 ოქტომბერს, ნომრით 493-იო და ჩემი სახელი და გვარი ეწერა.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 16 2009, 08:12 PM
პოსტი #459


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 138 - დაემატა გიზო ვაშაკიძის ტრილოგიის მესამე წიგნი "მეშვიდე საყვირი"


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 20 2009, 09:54 PM
პოსტი #460


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 31 – „ჩემზე და ჩემებზე“ – შავ-თეთრი ფოტო-გალერეა – „სტუდენტობა. 30 წლის შემდეგ...“.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 21 22 23 24 25 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი