IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ
gugua
პოსტი Oct 24 2009, 06:46 PM
პოსტი #461


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 144 – “ერაყში გათხოვილი ქართველი ქალის ძველი ამბავი”
შაბათი, 17 ოქტომბერი 2009 13:01

50 წლის წინ 130 საბჭოთა ქალი ერაყის ქალაქ ბასრაში ჩავიდა. მათ იქ წლების წინ წასული, ქურთი ქმრები ელოდნენ... ქალებს შორის 3 ქართველიც იყო...
ამას წინათ ერაყიდან უცნობმა მამაკაცმა დამირეკა და მითხრა, ძალიან საინტერესო ამბავი მაქვს თქვენთვის მოსაყოლი და მითხარით, როგორ შეიძლება, მოგაწოდოთო. დავინტერესდი და აღმოჩნდა, რომ მართლაც, უჩვეულო შემთხვევასთან მქონდა საქმე. ჩვენი დიალოგი ინტერნეტმიმოწერით გაგრძელდა.

– უკვე დიდი ხანია, ერაყში ვიმყოფები. აქ მძღოლად ვმუშაობ სატვირთო მანქანაზე. ჯარისკაცი არ გახლავართ და არც ქართულ ჯართან მაქვს შეხება. ახლობელი დამეხმარა იმაში, რომ აქ წამოვსულიყავი, ვინაიდან მაღალი შრომის ანაზღაურებაა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა მაქვს. აქაურ ჰავას შევეგუე, უკვე აღარ მიჭირს. ხალხსაც შევეჩვიე. ერთ დღეს, ჩემი მანქანით შორ გზაზე გადამქონდა ტვირთი. ქუვეითიდან ბასრაში მივდიოდი. გზად ქალაქი ამარა უნდა გამევლო, რომელიც მდინარე ევფრატის პირასაა გაშენებული. ქალაქის განაპირას პატარა სასტუმროა. სასტუმრო ჰქვია, თორემ ერთსართულიანი შენობაა, სადაც მძღოლები ჩერდებიან. ნომერი დავიკავე და საღამოს იქვე, სასტუმროს სასადილოში სავახშმოდ შევედი. კერძი შევუკვეთე და ვიდრე მომიტანდნენ, საქართველოში დავრეკე და ოჯახი მოვიკითხე. როცა საუბარი დავასრულე, ახალგაზრდა მამაკაცი მომადგა. ქართველი ხართო? – არაბულ ენაზე მკითხა. – კი-მეთქი. – მე ბებია მყავს ქართველი, აქ ცხოვრობს დიდი ხანია, ბაბუაჩემზე 50 წლის წინ გათხოვილა; ოცნებად აქვს გადაქცეული, ქართველის ნახვა და თუ შეგიძლიათ, უარს ნუ მეტყვით, აქვე ვცხოვრობ, წამომყევით, მოხუც ბებიას გაახარებთ, დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია და ამ ოცნებას დარდად ნუ გააყოლებთო. ძალიან გამიკვირდა, რადგან 50 წლის წინ საბჭოთა წყობილების დროს ქართველი ქალის ერაყში გათხოვება წარმოუდგენლად მომეჩვენა. ვივახშმე და გავყევი ამ უცნაურ ადამიანს. კარგა ხანს ვიარეთ ფეხით. ცოტა შემეშინდა კიდეც. ნახევრად მიწურ სახლთან მივედით. ერთ ოთახში იატაკზე, რომლის მთელ "ავეჯს" მხოლოდ ხალიჩა და ბალიშები შეადგენდა (ერაყის მთიანი ქურთისტანის სახლების უმეტესობაში ასეა), მოხუცი ქალი იჯდა. ჩემი მეგზური მასთან მივიდა და ხმადაბლა დაელაპარაკა. ქალმა უცებ ამომხედა. წამოდგა და თავდახრილი მომიახლოვდა. მერე შვილიშვილს რაღაც უთხრა და ისიც ოთახიდან გავიდა. როცა მარტო დავრჩით, ორივე ხელი მხრებზე მომკიდა და გულში ჩამიხუტა.
– დაჯექი, – მითხრა ქართულად. საშინელი აქცენტი ჰქონდა. მის წინ, იატაკზე დავჯექი. თვალი გამიშტერა და კარგა ხანს მიყურა. შემდეგ თავისი ცხოვრების შესახებ მიამბო. ხან ქურთულ, ხან არაბულ ენაზე ჰყვებოდა, ქართული თითქმის დავიწყებული ჰქონდა. წარამარა იმეორებდა – "ჰამდულა" (მადლობა ღმერთს!)...
– ძალიან გამიჭირდა, – თვალცრემლიანი ჰყვებოდა. – 1960 წელს, საბჭოთა კავშირიდან ქმართან ჩამოვედი, მას კი აქ უკვე ცოლი ჰყავდა. შენ მეორე იქნებიო, – მითხრა. ძალიან მეწყინა... ღამღამობით რადიომიმღებს ვრთავდი და ვინაიდან თბილისს არ იჭერდა, მოსკოვს ვუსმენდი. ჩემი საქართველო მახსენდებოდა და ვტიროდი, შინ მინდა-მეთქი. შემდეგ ომი დაიწყო... თვითმფრინავები ქალაქებს ბომბავდა, რის გამოც იძულებული გავხდი, მთების გავლით, ირანში გადავსულიყავი. ერთი შვილი კაბის კალთაზე მებღაუჭებოდა, მეორე ხელში მყავდა აყვანილი, მესამე კი მუცელში მყავდა. თავბედს ვიწყევლიდი, მაგრამ რას ვიზამდი?! ჩემი ქმარი ყოფილი პარტიზანი იყო, ქურთების ლიდერის, მუსტაფა ბარზანის მომხრე. მასა და მის თანამებრძოლებს საბჭოთა კავშირში თავშესაფარი სტალინმა მისცა. მოგვიანებით კი ამნისტია შეეხოთ და ყველანი სამშობლოში დაბრუნდნენ. ჩემთან ერთად, 2 ქართველი ქალი იყო; დანარჩენები – რუსები. აქ რომ ჩამოვედით და იმ ქართველ ქალებს დავშორდი, იმის შემდეგ ქართულად აღარ მილაპარაკია... თბილისელი ვარ. ჩემი ქმარიც თბილისში ცხოვრობდა მას მერე, რაც სამშობლოდან გადმოიხვეწა. ის რომ გავიცანი, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი. აქ რომ ჩამოვედი და ჩემი ქმარი დაქორწინებული დამხვდა, ერთი ამბავი ავტეხე, მაგრამ რას გავაწყობდი? ამათი კანონის მიხედვით, მამაკაცს რამდენიმე ცოლის ყოლა შეუძლია. მერე გავიგე, რომ ჩემთან ერთად ჩამოსული ქალებიდან ბევრი უკან გაბრუნებულა, მაგრამ მე ვერ გავბედე, რადგან იქ სახლი გავყიდე... თან ჩემი ქმარი მიყვარდა. ერაყმა ჩემზე საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა. ქურთისტანში რომ ჩამოვედი, 25 წლის ვიყავი. თვალებს არ ვუჯერებდი, როცა დავინახე, რომ სახლებს ტალახისგან აშენებდნენ. ისეთი ღარიბები იყვნენ, იატაკზე ეძინათ. ღამღამობით კი საცხოვრებელში კობრები ძვრებოდნენ... ყველაზე მეტად მეზობლებთან ურთიერთობა გამიჭირდა. აქ ყველა სოფელს თავისი ენა აქვს და სხვადასხვა სოფლის მცხოვრებთ ერთმანეთის არ ესმით. სარეცხი რომ მქონდა გასარეცხი, ტაშტი მეზობლისგან უნდა მეთხოვა. ხელით ვანიშნებდი, რაც მინდოდა და ისინი სიცილით კვდებოდნენ. სამაგიეროდ, მე მათ კიტრის მწნილის, მურაბისა და წვნიანი კერძების გაკეთება ვასწავლე. ამის შემდეგ სხვა თვალით შემომხედეს და პატივსაც მცემდნენ.
1961 წელს ქურთისტანში აჯანყება დაიწყო... ამის შემდეგ, როგორც კი მშვიდობა დაისადგურებდა, ახალი ომი იწყებოდა... ჯერ ირანთან, მერე – ამერიკელებთან... 30 წელია, დაუსრულებლად ომია. სადამ ჰუსეინთან ჩემი ანგარიში მქონდა: მისმა ჯარისკაცებმა საბჭოთა ობლიგაციები წამართვეს, დოლარი ეგონათ. კიდევ, პატეფონი და ქართული ფირფიტებიც წაიღეს. 1980 წელს მე, ჩემი ქმარი და შვილები დაგვაპატიმრეს. სეპარატიზმში დაგვდეს ბრალი. საბჭოთა საელჩოში ვიჩივლე, ბაღდადში, მაგრამ ყურადღება არ მომაქციეს. 3 წლის შემდეგ საპატიმრო ბანაკიდან სატვირთო მანქანებით, 20-დან 80 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი წაიყვანეს. მათ შორის, ჩემი ქმარ-შვილიც. ამის შემდეგ მათ შესახებ არაფერი გამიგონია. ჰუსეინის ციხეებიდან ცოცხალი იშვიათად თუ გამოდიოდა ვინმე... თუმცა ბრძანება გასცეს, ქალები არ დაეხოცათ. ახლა ჩემი ქმარ-შვილის საფლავიც კი არ მაქვს, რომ ვიტირო. ვიცი, რომ სიკვდილის წინ ისინი აწამეს, – ცრემლით დანამულ თვალებს ძირს ხრიდა მოხუცი და ტირილისგან მხრები უცახცახებდა.
– ამ ქალმა, მისი წასვლის შემდეგ რა მოხდა საქართველოში, ამის შესახებ თუ იცის რამე?
– არა, თითქმის არაფერი იცის. მკითხა, კომუნიზმი კიდევაა საბჭოთა კავშირშიო? არა-მეთქი. – ეს კარგია თუ ცუდიო? – ვისთვის როგორ-მეთქი, – პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე. თურმე, ძმა ჰყავდა თბილისში და რაც წამოვიდა, იმის შემდეგ მასზე არაფერი გაუგონია. მერე ერთ მამაკაცს, რომელმაც ცოტა რუსული იცოდა, მისთვის წერილი მიაწერინა, სადაც ძმას შეატყობინა, რომ მოკვდა: ასე სჯობდა, რადგან იმას მაინც არ იდარდებდა, როგორ ვიყავიო, – ასე ამიხსნა თავისი საქციელი... ოთახის კედლებზე საქართველოდან წამოღებული, ოჯახის წევრების გახუნებული ფოტოები ჰქონდა გაკრული... გამიხარდა, ქართველი რომ ვნახე და ქართული ენა მოვისმინე... ხომ ხედავ, ძლივს ვიხსენებ ქართულ სიტყვებს, მაგრამ მაინც ხომ გაგაგებინე ჩემი სათქმელი, ახლა კი მშვიდად მოვკვდებიო... – მითხრა. და კიდევ, მთხოვა, როგორმე ხმა მიმეწვდინა მისი ოჯახის რომელიმე წევრისთვის, თუ ვინმე გაიხსენებს მერი გამჯანეკაშვილს...
– ეს სახელი და გვარი გამოვაქვეყნო?
– დიახ, გამოაქვეყნეთ და თუ ვინმე გამოჩნდება, იქნებ უამბოთ დაწვრილებით, თუ რა გადახდა თავს მათ ნათესავს. თვითონ სურათი არ აღმოაჩნდა, რომ მოეცა... მე კი ფოტოაპარატი არ მქონდა... სამწუხაროა, თუ ნათესავები მის შესახებ წაიკითხავენ, ფოტოს ვერ იხილავენ. მე მანდაც თქვენი მკითხველი ვიყავი და აქაც რაღაცნაირად ვახერხებ, ხანდახან მაინც გადავავლო თვალი ძველ "გზას". ჰოდა, გადავწყვიტე, ეს ამბავი თქვენთვის მომეთხრო.

http://www.mamaila.com/index.php?option=co...bebi&Itemid=107


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Oct 31 2009, 09:56 AM
პოსტი #462


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ამუზას!
ფოსტაზე წერილი გამოგიგზავნე, დამიდასტურე როცა ნახავ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Oct 31 2009, 10:27 AM
პოსტი #463


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



გუშინ გამოფენაზე ვიყავი, ექსპო ჯორჯიაზე, რა და ერთმა ადამიანმა მაჩუქა პატარა დაბეჭდილი ბროშურა, სატაურით ფერეიდნელის ოროველა.

აი ერთ ერთი:

ჩემო ოცნებო,
ჩემო სიყვარულო,
ჩემო სამშობლო,
დაგიკივლეფ შვენა,
რადგან ხარ სიყვარულო,
სიყვარულის ქუჩებში
შვენი სიყვარულისაკენ,
დავარდნილვარ მე.
წუთებსა ვთვლი მე,
იქნებ ნახვას დროს
მაიდეს ერთ დღესა.

საიდ მოყადასი


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Oct 31 2009, 10:27 AM
პოსტი #464


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ეხ..სადაურსა სად წაიყვანს ეს ცხოვრება.. sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 3 2009, 05:13 PM
პოსტი #465


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ახალი ქვეთავი 145 – «ურაკპარაკი» – საქველმოქმედო საღამო. 2009 წლის 31 ოქტომბერი.

მოგესალმებით, ბატონო გიორგი! მე გახლავართ ეკა ტალახაძე საქართველოს რადიოდან. რომ მცოდნოდა, რომ იმ საქველმოქმედო საღამოს თქვენ და თქვენი ფერეიდნელი სტუმრებიც ესწრებოდით, აუცილებლად წავიკითხავდი ლექსს, რომელიც ფერეიდნელ ქართველებს მივუძღვენი. ეს ახალგაზრდები ონიკაშვილები არიან და ხალხური რეწვისა და ფოლკლორის ფესტივალის „არტ-გენის“ მიმდინარეობისას გავიცანი მანავის ციხეზე. მათი თანმხლები ლექტორის სიტყვები არ დამავიწყდება არასოდეს! ამ ბიჭებმა თუ გითხრესო, რომ ფერეიდანში, ამ 400 წლის მანძილზე ქართველს ქართველი არ მოუკლავსო და მეც მეტი რა მინდოდა? იქვე დავწერე ლექსი...
თქვენ შეგილძლიათ ცოტა ხნის წინ ჩემს მიერ მომზადებული მასალაც მოისმინოთ საიტზე http://radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15 ჩანაწერი 7 ოქტომბრით არის დათარიღებული და ამ რუბრიკის მომზადებაში თქვენი საიტი ყლუპი წყალივით წამომესწრო. რუბრიკის ბოლოს რომ ლექსს ვკითხულობ ის ლექსია, ზემოთ რომ ვახსენე. უბრალოდ, ჩემს საავტორო მასალაში არასოდეს არ წამიკითხავს ჩემი ლექსი და ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და ვწუხვარ, რომ ხმამაღლა არ გაჟღერდა საღამოზე თქვენი დასწრების ფაქტი.

„თუ დღესაც მღერის ქართველი,
ფერეიდანში ფანდურით“

ფერეიდანში ძმის სისხლით არავინ დამწყურვებულა,
ფერეიდანში ქართულით არავინ დამწუხრებულა,
ფერეიდანში ჩიქილა დღემდე არ გახუნებულა,
ფერეიდანში სირცხვილით არავინ დადუმებულა.
მანავის კოშკზე სოფიოს მანდილი აღელვებულა,
ნიკო, ლექსო და ლევანი არხოტზე ამღერებულა,
ბებიების და პაპების ზღაპრები გაცოცხლებულა,
შვილთაშვილები ქართული ანბანით გამზითვებულა.
წინაპრის სისხლი ნანგრევთან ტბორად რომ დაგუბებულა,
საუკუნეთა გზაწვრილზე ყვავილად აღერებულა,
დღეს ცისფერ ძარღვებს მიაპობს, გამთბარა, აღელვებულა,
ქართულად გლოცავთ, ეს სიტყვაც ქართულად გახელებულა.

ნეო, ეგ წიგნი საიტშიც მაქვს ატვირთული. სხვა ხომ არაფერი გაქვს საინტერესო?


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 5 2009, 03:12 PM
პოსტი #466


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 135 – გიორგი ელჩიბეგაშვილი – „ალალ-მართალი კაცის ამბები“ – ნოველები 20-34.
მაგრად იხალისებთ!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 6 2009, 10:34 AM
პოსტი #467


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



აქცია

საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა ასოციაცია, SOS რასიზმი, ევროპის და აღმოსავლეთის სახლი, ჩეჩნეთის კომიტეტი, ახალგაზრდა ევროპელები, 28 სექტემბრის კოლექტივი, უკრაინის ხელოვნება ისევე როგორც ყველა პოლიტიკური მრწამსის პიროვნებები:
გიწვევთ საქართველოში სირცხვილის კედლის აღმართვის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად. მაშინ როდესაც ევროპა და მთელი მსოფლიო აღნიშნავს ბერლინის კედლის ნგრევის მე-20 წლისთავს... რუსეთის ხელისუფლება შუაგულ საქართველოში აღმართავს კედელს, რითაც ერთგვარად ადასტურებს საქართველოს ნაწილობრივ ანექსიას, რაც საფრანგეთის და საერთოდ მთელი ევროპის აშკარა გამოწვევაა. მარტო საქართველო როდი იჩაგრება... ჩეჩნეთი სისხლისაგან დაიცალა... რუსეთში ადამიანის უფლებები გათელილია.
კვირას, 8 ნოემბერს, 15 საათზე პარიზის მესამე კვარტალში, მერიის წინ კიდევ ერთხელ შემოვკრავთ განგაშის ზარს.
ევროპელები სიმბოლურად გადალახავენ აღმოსავლეთის კედლებს და როგორც ეს კავკასიაში ჩვევიათ თავისუფლების სადღეგრძელოს წარმოსთქვამენ. პროგრამაშია: ფოტოსურათების გამოფენა, ფილმის ჩვენება და მრავალი სიურპრიზი.
Préparez-vous à une prochaine action hautement symbolique le vendredi 27 novembre à 17h00
მოემზადეთ მომავალ სიმბოლური აქციისთვის 27 ნოემბერს 17:00 საათზე.
Association Géorgienne en France - საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 9 2009, 01:57 AM
პოსტი #468


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



რამდენ რაღაცას ვიგებ ხოლმე ამ საიტიდან, ყოველი თავი და ქვეთავი სიახლის მომტანი და მასწავლებელია.

გაიხარე გიორგი ,ღმერთმა გაგაძლიეროს.

საკმაოდ კარგი ინფორმაციებიაა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 12 2009, 11:35 AM
პოსტი #469


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 145 – «ურაკპარაკი» – საქველმოქმედო საღამო. 2009 წლის 31 ოქტომბერი.

დაემატა:
1. ლევან ალავერდაშვილის ლექსები;
2. რუსთავის „ბავშვზე ზრუნვის ცენტრში“ გადაღებული ფოტოები;
3. კომენტარი ეკა ტალახაძის ლექსზე.

გიორგი, დედას გეფიცები, გავშრი ეს ლექსი რომ წავიკითხე, ძალიან ამაღელვებელია. რომ ვკითხულობდი ყველა ძარღვი დაჭიმული მქონდა, რომ რამე არ გამომრჩენოდა. შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ ოთახის კარები დავკეტე, ზედმეტი ყურადღება რაიმე ხმაზე რომ არ გადამეტანა. სხვათაშორის როცა შენს საიტს ვკითხულობ, საერთოდ ვეთიშები ამ სამყაროს და მთელი გულით, აზრით და არსებით შიგნით გადავდივარ ფერეიდანში. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამ სტატიების წაკითხვა. ლექსი რამოდენიმეჯერ წავიკითხე, რომ ყოველი სიტყვა, აბზაცი, სტრიქონი, კუპლეტი კარგად შემესწავლა. დედათილმა კი იტირა. ყველაზე საწყენი ის არის რომ იქ მყოფ ქართველებს უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე საქართველოში მყოფ ქართველებს (რა თქმა უნდა, ეს ყველა ქართველს არ უკუთვნის). გაიხარე გიორგი და დიდ წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო. დიანა. ისრაელი.


ქვეთავი 66 – «ლექსები ფერეიდანზე» – 9. ნინი მესხიძე – ოთხასი წელი».

გიორგი, გამარჯობა! ახლა ფერეიდანის გვერდიდან გამოვედი, შთაბეჭდილებებში ვიყავი და ჩემს პოსტსაც წავაწყდი, შარშანდელ დაწერილს „დესპანზე“ 42-ქვეთავში (ქართული დიასპორა). პოსტის წაკითხვის შემდეგ კი ეს ლექსი ერთი ამოსუნთქვით დავწერე პირდაპირ მონიტორზე, თუ არ მოგეწონება წავშლი, ან შევცვლი თუ სადმე მიმითითებ. მართალია, არ არის "რითმიანი" ლექსი, უფრო "თეთრი ლექსია" ანუ ვერლიბრი...

ოთხასი წელი

ფერეიდანს, კვლავ ღრუბლიანი
დაჰყურებს ზეცა...
და ეს ღრუბლები არის სევდა
ქართველთა გენის –
გამიჯნული, სამშობლოს ფიქრზე
და ტკივილზე ნაგროვები
ო თ ხ ა ს ი წ ე ლ ი ...
სევდისფერი გაქვთ სიხარულიც
უცხო მიწაზე,
მეტად ქართველებს, ვიდრე
ჩვენ ვართ, ჩვენს
სამშობლოში.
ო თ ხ ა ს ი წ ე ლ ი, არ დაღვრილა
ქართველთა სისხლი, ქართველისგან
ფ ე რ ე ი დ ა ნ შ ი ...
ქართული ცა და მიწა ჩამოჭრილს –
რჩებით, ტკივილად ყველა ქართველში,
ფერეიდანი, საინგილო და
ტაო-კლარჯეთი.

11.11.2009
ნინი მესხიძე.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 13 2009, 12:01 PM
პოსტი #470


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში. ჯიმი დაბრუნდაშვილი

Грузинское «Отечество» в Чехии
27-03-2009 09:39 | Дмитрий Лычёв
Сегодня мы побеседуем с Джими Дабрундашвили, организатором грузинского общества «Самшобло». На русский язык название переводится как «Отечество».
Слушатели, возможно, помнят нынешнего собеседника по нашим материалам двухлетней давности. Джими Дабрундашвили и Зураб Лилиашвили тогда чуть было не оказались за тюремной решеткой по обвинению в разжигании межнациональной розни. Во многом благодаря активности чешских правозащитников и представителей средств массовой информации удалось добиться оправдательного приговора.
Организация «Самшобло» («Отечество»), основанная и зарегистрированная пять с лишком назад известна не только благодаря этому громкому делу. Представители грузинской диаспоры в Чехии пытаются своими скромными силами помогать пострадавшим во время российско-грузинского конфликта мирным жителям Грузии.
Но, пожалуй, будет лучше, если Джими Дабрундашвили сам обо всём расскажет.
– У живущих здесь грузин до недавних пор не было организации, которая бы могла их объединить. Это первое. Второе: в Чехии очень мало известно о Грузии, о ее культуре, о ее истории. Когда я приехал в Чехию (это было в 2001 году), я был удивлен, как же мало о нас пишут, как мало о нас знают.
– Насколько, по вашим оценкам, велика грузинская диаспора в Чехии, в Праге?
– Приблизительно четыреста человек.
– Вы запомнились, прежде всего, уголовным процессом, который вам в результате удалось выиграть. Помнится, было это два года назад. Могли бы вы подробнее рассказать, как всё начиналось, что это были за акции протеста?
– В 2006 году российское правительство начало депортировать грузин с территории РФ. Конечно, мы не считали эти депортации законными. Мы, живущие в Чехии, сказали себе: это нельзя так оставлять. В здешних средствах массовой информации почти ничего об этом не сообщалось. И мы вышли протестовать к посольству РФ в Праге. Я принес транспарант, на котором был изображен стоящий на грузинской территории российский солдат. На левой руке у него была свастика, правой рукой он показывал на убитых грузинских солдат и детей. Разумеется, наша акция была легальной, у нас были все необходимые для ее проведения документы. Присутствовали там и полицейские, которым не понравилась эта самая свастика. Нас забрали в отделение, и через месяц прокуратура предъявила нам обвинение в разжигании межнациональной ненависти. Это было абсурдным: мы, наоборот, пришли протестовать против дискриминации по национальному признаку. Ни полиция, ни прокуратура в то время не были осведомлены о том, что происходит в России и в Грузии. Мы выступали против действия российских властей, но ни в коем случае не против российского народа.
– Вы чувствовали поддержку со стороны правозащитников, чешской общественности?
– Конечно, помощь от них была очень большая! В первую очередь, от средств массовой информации, Чешского телевидения. С октября 2006-го года по март года 2007-го СМИ постоянно интересовались ходом процесса, и это очень помогло и нам, обвиняемым, да и вообще живущим здесь грузинам. Мне кажется, этот процесс стал и проблемой чешского общества.
– Вы хотите сказать, что благодаря этому делу чехи больше узнали о Грузии и о том, что происходит с грузинами в России?
– Да, именно так.
– Но потом наступило время, когда не только в Чехии, но и во всем мире узнали о том, что происходит в отношениях России и Грузии. Что вы предприняли в тот момент?
– Когда в августе прошлого года пришла война, мы, прежде всего, хотели довести до общественности наш взгляд на эти события. Чешский народ нас хорошо понимает. Всеми своими выступлениями мы хотели сказать, что это не была просто борьба за две территории, там началось наступление на свободу слова. По моему убеждению, танки, посланные Путиным и Медведевым, не пришли воевать против грузин или за осетин или абхазцев. Они пришли подавить нашу демократическую систему. Пускай, она совсем не совершенна, но у нас в Грузии есть демократия и свобода слова. Против этого они и боролись.
– Помнится, чешский президент назвал виновниками конфликта обе стороны…
– Мне тогда очень многие звонили и извинялись и за Вацлава Клауса, и за представителей социал-демократической партии, обвинявших Грузию. Обычные же люди говорили так: то, что с вами сейчас происходит, произошло у нас в 1968 году. Лично я думаю, что очень много ошибок было допущено как со стороны России, так и со стороны Грузии. Но один факт нужно знать: Грузия со своей армией не полезла в чужую страну, мы хотели установить порядок на своей земле.
Мы продолжаем беседовать с организатором грузинского общества в Чехии Джими Дабрундашвили. Что, на его взгляд, является для его организации самым важным в настоящий момент?
– Сейчас важно помогать конкретным людям. Недавно мы помогли построить в Грузии небольшой госпиталь для тех, кто покинул Южную Осетию. Мы стараемся помогать и правительственным, и общественным организациям, желающим оказывать поддержку Грузии и грузинам. Недавно чешское правительство выделило 150 миллионов крон (7,5 миллионов долларов) на помощь нашей стране. Проблема в том, что многие чешские организации просто не знают, как в Грузии работать.
– Вы, стало быть, выступаете в качестве консультантов?
– Можно сказать и так. Разумеется, мы работаем безвозмездно. И еще одно для нас важное: за последние годы совсем не появлялось литературы о Грузии. Сейчас мы хотим попытаться издать книгу о грузинской истории. Для нас, грузин, эмиграция – феномен. Только последние 20 лет грузины начали эмигрировать.
– Чем вам может помочь Чехия?
– Чехия двигалась к своей независимости и к демократии через многое. И с политической, и с экономической точки зрения чехи прошли очень сложный путь, но они хорошо его прошли. И в этом плане Чехия для меня – это, прежде всего, хороший пример для подражания.

http://www.radio.cz/ru/statja/114614


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 16 2009, 03:16 PM
პოსტი #471


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 145 – „ურაკპარაკი“ – რობერტ მესხი – ლექსები.–

ფერეიდანი

დღეს ჩვენთან ასეა, – ქარს სუნთქვა არ ჰყოფნის,
რუხ ფერებს მიდენის...
ვაწერ: „მოკითხვამდე. სოფელი მარტყოფი
ან ფერეიდანი!..“

ირწევა ნაპირი, ოცნებით ვეხლები...
(და ისევ ვართულებ...)
უკვე მოფრენილან ნაცნობი მერცხლები,
ვსაუბრობთ ქართულად.

„აი, ია“,
„აი, თასი“
„აი, წიგნი...“
......

ვღიღინებთ „ჩაკრულოს“, ხანდახან შევყურებთ
მზის დისკოს – ჩამავალს...
ერთხელაც – შევისხამ მხრებზე ჩემს ბეღურებს
და ფეხით ჩამოვალ.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 25 2009, 11:04 AM
პოსტი #472


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 57.

ბატონო გიორგი, მივესალმები თქვენს ინიციატივას ფერეიდანელი ქართველების და ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საიტის შექმნას სამ ენაზე. ეს მართლაც ძალიან კეთილშობილური და პატრიოტული წამოწყებაა. იქნებ აჯობებდა ფრანგული ვარიანტიც დაგვემატებინა და ოთხენოვანი საიტი შეგვექმნა. მე თავად სპეციალობით ისტორიკოსი ვარ, ვმუშაობ ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტად, ჩვენი რაიონის ისტორიული ძეგლების შესახებ მოპოვებული გვაქვს აუარებელი წერილობითი და ფოტო-მასალა. პარალელურად ფრანგულ ენას ვასწავლი თელავის უნივერსიტეტში. ვარ მთარგმნელი. ნათარგმნი მაქვს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, მათ შორის 20-ზე მეტი ფრანგი ავტორი. ჩემი ოცნება იყო და არის ფრანგულ ენაზე შეიქმნას ქართული კულტურის ძეგლების კატალოგი. დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ თქვენთან, თუკი ეს თქვენი სურვილიც იქნება. პატივისცემით, ელდარ ჭიჭიაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Nov 25 2009, 11:25 PM
პოსტი #473


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



ცოტა ხნის წინ ვიყავი ირანში.
ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი.
ისე თბილად დაგვხვდნენ ასე მეგონა საქართველოში ვიყავი, ძალიან ენატრებათ საქართველო და ყველას უნდა აქ ჩამოსვლა. რამოდენიმე ადამიანი წამოგვყვა კიდეც და ეხლაც თბილისში არიან smile.gif

ზოგმა ჩანაწერებიც გამიკეთა და თუ დაგაინტერესებთ აქაც დავწერ smile.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 26 2009, 09:50 AM
პოსტი #474


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



რა თქმა უნდა საინტერესოა, მით უმეტეს თუ ჩანაწერებიც გაქვთ! შეიძლება ცალკე ქვეთავიც გავაკეთოთ (მასალას და ფოტოებს გააჩნია) ჯობია ემაილზე შემეხმიანოთ! წინასწარ დიდი მადლობა!


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 27 2009, 03:50 PM
პოსტი #475


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge – ქვეთავი 122 – საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო.

პარიზი, 2009 წლის 25 ნოემბერი.

კომუნიკე

2008 წელს სარკოზიმ, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტმა, მიაღწია საქართველოში რუსის ჯარის შემოსევის შეჩერებას და შეთანხმების ხელმოწერას. აღებული ვალდებულების მიუხედავად რუსული საოკუპაციო ჯარები დღესაც ცდილობენ ქართული ტერიტორიების ანექსიას, არღვევს რა ხელმოწერილ შეთანხმებას; რუსეთი ევროპელ დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უკრძალავს. აგებს რა „სირცხვილის კედელს“, რუსეთი ამ ტერიტორიების იზოლირებას ახდენს და 300 000 ქართველს შინ დაბრუნებას უკრძალავს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ამ წუთასაც სამხედრო ბაზებს აშენებს. რუსეთმა დღეს განაახლა გუშინდელი სსრკ-ს იმპერიალისტური ქცევები.
რუსეთის ხელისუფლების „მცდელობები“ მიმართულია პატარა საქართველოს მიმართ: პუტინი აიარაღებს კადიროვს, რათა საბოლოოდ გაწმინდოს ჩეჩნეთი და შიში გაამეფოს მეზობელ ინგუშეთში. თვით რუსეთშიც პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა ანა პოლიტკოვსკაიას, მრავალი სხვა ჟურნალისტის, თავისუფლად მოაზროვნის და დემოკრატიის მკვლელობებზე.
რუსეთმა დღეს თავისი ანტიჰუმანური და ავტოკრატული ქცევებით გუშინდელი სსრკ განაახლა.
პრეზიდენტ სარკოზის თავისი სტუმრისათვის არ უნდა გამორჩეს იმის შეხსენება, რომ: მან, როგორც მთავარმა აქტორმა და მოწმემ თვალყური უნდა ადევნოს რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში აღებული ვალდებულებების შესრულებას. იგი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ვერ შეძლკებს გუშინდელ დემონებს დამორჩილებული რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობას „მისტრალის“ გემების მიყიდვით, რომლებიც ხვალიდან ახალი pax sovietica-ს იარაღად იქცევა.
როდესაც რუსეთს აჩუმებენ, საქართველოში ბეტონის კედელს აღმართავენ – ევროპას სამარეს უთხრიან.
საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო მოგიწოდებთ მოხვიდეთ და მხარი დაუჭიროთ მათ, ვისაც რუსეთის ხელისუფლება საფრთხეს უქმნის.
პარასკევს, 27 ნოემბერს, 17 საათზე (პარიზი 8, მეტრო San-zelize – klemanso).
ოთარ ზურაბიშვილი, სათვისტომოს თავმჯდომარე.




ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში – ჯიმი დაბრუნდაშვილი

ძვირფასო ქართველებო!

ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის უკუქცევადი პროცესები დაიწყო. 1989 წელმა მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა ევროპაში. დაინგრა ბერლინის კედელი. შეწყდა ე.წ. ”ცივი ომი”. კომუნისტური ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა დემოკრატიულმა მთავრობებმა: ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ა.შ.
საქართველოსათვის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტოტალიტალური რეჟიმის დაცემაში. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ უდავოდ დიდი იმპულსი მისცა დისიდენტური მოძრაობების გააქტიურებას საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროს თითქმის მსოფლიოს მეოთხედს შეადგენდა.
ჩეხეთის რესპუბლიკამ ხავერდოვანი რევოლუციის ოცი წლისთავი აღნიშნა 17 ნოემბერს. თვეზე მეტია რაც ევროპის საზოგადოება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეთა ღვაწლს იხსენებს. ახალგაზრდა თაობებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტურ ფილმებს, პუბლიკაციებს, ფოტო გამოფენებს, იატაკქვეშა ორგანიზაციების მოღვაწეობას, დისიდენტთა სასამართლო პროცესების საარქივო მასალებს დ ა.შ... რამდენად დასანანია, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა შესახებ არსად მოიხსენიება. თანამედროვე ევროპაში ერთეულებმა თუ იციან გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელი საქართველოს მდგომაროება. მიუღებელად მიმაჩნია, როცა ევროპის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა საქართველო – რუსეთის დაპირისპირებას მხოლოდ სეპარატისტული რეგიონებისათვის ბრძოლაში ხედავს.
ასეთი მდგომარეობის ფონზე, ძალიან გვახარებს ნებისმიერი ”ადგილობრივი მხარდაჭერა”. 17 ნოემბერს, ქალაქ ბრნოში (ჩეხეთის რესპუბლიკაში სიდიდით მეორე ქალაქი), სოციოლოგიური ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა be.international-დან მოაწყო საინფორმაციო ”ჰეპენინგი”: What kind of country kills its critics and invades neighbors ( წყარო www.sosgeorgia.org).
მათი მთავარი მიზანი იყო საზოგადებისთვის გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები: რუსეთის მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სათვისტომო ”სამშობლოს” დახმარებით (ინფორმაციის მიწოდებით და ასევე 2 300 კრონის ოდენობის ფინანსური დახმარებით) სტუდენტებმა ქალაქის ცენტრში გაავრცელეს ხუთასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა და პლაკატი. ასობით მოქალაქეს ექვს საათზე მეტი უხსნიდნენ ღონისძიების მიზნებს. მეგობრებთან ერთად აქციას შეუერთდა ჩვენი ”ბრნოელი აქტივისტი” ბატონი ვლადისლავ ჰანუში. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ტრადიციულად თანამშრომლობს სტუდენტურ და სხვა ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე – საქართველოს ოკუპაციის დამთავრებამდე, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ევროპის საზოგადოების ყველა ფენას.
და ბოლოს, ვუერთდებით საფრანგეთში ქართული სათვისტომოს მიერ 27 ნოემბერს მოწყობილ ძალზედ მნიშვნელოვან ღონისძიებას. 2006 წელს, პრაღაში, რამოდენიმე ჩეხ ჟურნალისტთან (ე.წ. ექსტრემალური ჟურნალისტიკის წარმოადგენლები) ერთად ასევე მოვახერხეთ აქციის მოწყობა, რომელიც წინ უსწრებდა მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის ვიზიტის გამო მოწყობილ ბრიფინგს. თუმცა ამჯერად პრაღაში საპროტესტო აქციას ვერ გავმართვათ, რადგანაც ჩეხეთის საზოგადოებაში ამ ღონისძიებას გამოხმაურება არ მოყვება. მაგრამ 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი (თუ პრემიერ მინისტრი) ოფიციალურად ესტუმრება ჩეხეთის რესპუბლიკას – ჩვენ მათ ასევე ”ვუმასპინძლებთ”.

პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი
პ.ს. დანართში იხილეთ ფოტო მასალა 2009 წლის 17 ნოემბრის აქციიდან.


“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 58.

გამარჯობათ! მე და ჩემს მეგობრებს ძალიან მოგვწონს თქვენი საიტი, რამაც ჩვენი ფერეიდნელი ქართველებით დაინტერესება გამოიწვია! რამდენიმე ხნის წინ კი ტაო-კლარჯეთში ვიყავით მნიშვნელოვანი ძეგლების მოსანახულებლად, სადაც ფერეიდნელებიც გავიცანით! მათთან საუბრის შემდეგ თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით და ერთმანეთს იდეებს ვუზიარებთ თუ როგორ დავეხმაროთ იქაურ ქართველებს, ამაში კი თქვენი მონდომების იმედი გვაქვს. პატივისცემით, მერი გოჩიაშვილი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Nov 30 2009, 10:40 AM
პოსტი #476


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 59.

გამარჯობათ ნამდვილო ქართველებო! შარშან ტაო-კლარჯეთში ექსკურსიაზე გავიცანი საიდი – ფერეიდნელი ქართველების ღირსეული წარმომადგენელი. მაშინ ძალიან აღვფრთოვანდი მისით და იმ შთაბეჭდილებებს დღემდე არ გაუვლია... გულწრფელად ვამბობ – მისნაირი პატრიოტები ძალიან ცოტა შემოგვრჩა ქართველებს. რაც ეს ადამიანი გავიცანი, ფერეიდნელების შესახებ ბევრი გავიგე და შეიძლება ითქვას, ძალიან ემოციური, თუმცა გულწრფელი წერილი დავწერე... ძალიან მინდა თქვენთან მეგობრობა და თუ რომელიმე თქვენგანი გამომეხმაურება, სიამოვნებით მივწერ ჩემს წერილს, რომელიც იმედია მეგობრობის დასაწყისი გახდება. თამუნა ინარიძე. საქართველო.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 7 2009, 02:54 PM
პოსტი #477


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



www.fereidani.ge – მორბენალი სტრიქონი – SOS

ძვირფასო მეგობრებო! Dear Friends! Cher amis!
Please vote against the sale of French Warships to Russia!
Merci de participer à la pétition contre la vente par la France d'un bateau militaire d'assaut à la Russie!

ძვირფასო მეგობრებო! ქართული სათვისტომო ინგლისში აგროვებს ხელმოწერებს ფრანგული საბრძოლო გემის რუსებზე მიყიდვის წინააღმდეგ. გთხოვთ იხილოთ პეტიცია და ხელი მოაწეროთ.
http://www.gopetition.com/online/32574.html
პატივისცემით, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომო. Maria Axell. satvistomouk@yahoo.co.uk


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 9 2009, 04:30 PM
პოსტი #478


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



19 დეკემბერს, 14 საათზე, ბავშვებს გიწვევთ საახალწლო ნაძვის ხეზე საქართველოს საელჩოში! თოვლის ბაბუა და ფიფქია გელოდებათ საჩუქრებით!
Georgiska föreningen i Sverige. T: +46 (0)8 753 13 24 +46 (0)8 753 13 24 M: +46 (0)708 580 540 +46 (0)708 580 540 E-mail: info@georgiskaforeningen.com
შვედეთის ქართული სათვისტომო გეპატიჟებათ სადღესასწაულო ღონისძიებაზე 19/12/2009 14:00 სთ. პატივისცემით, სათვისტომოს გამგეობა.
P.S. გთხოვთ გადასცეთ ეს ინფორმაცია ყველა ქართველს, რადგან ბევრს ი-მეილი არ აქვს.
Georgiens Ambassad. Humlegårdsgatan 19, 1 tr. 114 46 Stockholm
Tel: 08 678 02 60 Fax: 08 678 02 64 www.sweden.mfa.gov.ge


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 11 2009, 12:07 PM
პოსტი #479


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



ქვეთავი 104

გიწვევთ ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე.

ძვირფასო მეგობრებო, პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართება ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ”უცნობი ჯარისკაცები” ასე ეწოდება ფილმს და ეძღვნება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული უცნობი ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. წელს ეს ფილმი პირველად იქნა წარდგენილი ქალაქ ”იჰლავას” დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. ფილმის რეჟისორია ბატონი შალვა შენგელი. ფილმის გაშვების ექსკლუზიური უფლება მივიღეთ რადიო თავისუფლების რედაქტორის, ბატონი კობა ლიკლიკაძის დახმარებით. რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ კობას.
დარბაზი, სადაც ფილმი იქნება ნაჩვენები დაგვითმო უკრაინის სათვისტომომ ”უკრაინსკა ინიციატივამ” www.ukrajinci.cz. ბატონი ბოჰდან რეიჩინეცის ხელშეწყობით.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინელებს ეროვნული უმცირესობის სტატუსი აქვთ მინიჭებული (ისევე როგორც რუსებს, ბულგარელებს, ბერძნებს, ბოშებს, გერმანელებს, ხორვატებს, სერბებს და ა.შ,) და კანონის თანახმად - ქალაქ პრაღის მერიას მათთვის გამოყოფილი აქვს ცალკე შენობა www.dnm-praha.eu, სადაც თვეში ორჯერ შეუძლიათ სხვადასხვა აქციების უფასოდ ჩატარება. უკრაინელებმა თავისი სახელით აიღეს დარბაზი და შესაბამისად ჩვენი ღონისძიებაც ჩატარდება უფასოდ. ამიტომ ჩეხურ ენაზე გაკეთებული განცხადება აღნიშნულია როგორც: ”უკრაინელების და ქართველების მეგობრობის საღამო ჩეხეთის რესპუბლიკაში”....”დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საერთო თემაა”.

ფილმის დაწყებამდე გაიმართება მცირე დისკუსია, რომელსაც დაესწრება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალბატონი ნინო ნაკაშიძე. აგრეთვე უკრაინის სათვისტომოს, ჩეხეთის საზოგადოების და რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის წარმომადგენლებიც. გთხოვთ ყველას მობრძანდეთ. დარბაზი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მისამართია: Dům národnostních menšin. Vocelova 3, Praha 2. (მეტრო I.p. Pavlova-დან ას მეტრში). დრო: 16 დეკემბერს, 18.30-საათზე.


პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი
ქართული სათვისტომო “სამშობლო”.
Tel: 721 647 748
www.samshoblo.net

p.s. გიგზავნით ჩეხური ტექსტსაც და გთხოვთ მოიწვიოთ უცხოელი მეგობრებიც. ფილმი არის ქართულ ენაზე მაგრამ ინგლისური ტიტრებით.

Vážení,

Ukrajinská národnostní menšina Dům národnostních menšin www.dnm-praha.cz a Gruzínská komunita Samshoblo www.samshbolo.net, Vás zvou na společnou akci na téma Evropa náš domov. Akce se bude věnovat vztahu Ukrajiny a Gruzie posledních letech, rozvoje demokracií. Hosté budou představitelé velvyslanectví Gruzie a Ukrajiny v České republice, také novináři a pracovnic českých neziskových organizací, kteří se zabývají bývalými republikami sovětského svazu. Samozřejmě budou i člení Gruzínské a Ukrajinské komunity.
Promítněme elektronikou verzi Historie Gruzie, která je první překlad historií Gruzií v této podobě. Budou také promítneme fotky zachycující srpnové události Ruské-Gruzínské války z 2008 roku ( České titulky) Na závěr budeme promítat dokumentární film gruzínského režiséra Shalva Shengeli Unknown Soldiers (Neznámí vojáci). Film první byl představen na Jihlavském Festvalu dokumentárních filmů. Po širší veřejnost bude promítnout poprvé. Film je zajímavý tím, že byl natočen na zakázku gruzínské vlády a jehož natáčení režisér odstoupil od původního scénáře (Který [scénář] byl určen pro propagandu Gruzínské armády a vypraví o mladíkovi z Horní Abkhazie, který vstupuje do gruzínské armády. Ovšem do zemí vstoupila válka) a dodělá film dle svého názoru.


S pozdravem
JIMI Dabrundashvili


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gugua
პოსტი Dec 12 2009, 03:01 PM
პოსტი #480


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 392
რეგისტრ.: 26-October 07
წევრი № 3,054



“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 54. (ქვეთავი 145 – „ურაკპარაკი“ – ლიკა ფიფია. ლექსები)

მიხარია, რომ თქვენი საიტი ვიპოვე და გაგიცანით, თუნდაც ვირტუალურად. 13 წელია მოსკოვში ვცხოვრობ და უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებს განათლებულ და ნამდვილ ქართველ ადამიანებთან ურთიერთობა. მენატრება საქართველო და ქართველები... ჩემი ყველა ფესვი საქართველოშია და თითოეული მტკივა... მეზიდება თავისკენ... ცხოვრება ძალიან რთული რამე ყოფილა... მაგრამ ქმარ-შვილი მყავს აქ და ისინი მაძლებინებენ... მინდა გითხრათ, რომ ხშირად ვარ ხოლმე თქვენს საიტში და ვისრუტავ ყოველივეს... ძალიან ბევრი საინტერესო რამაა... გაიხარეთ, უფალმა მოგცეთ ძალა და წარმატებებს გისურვებთ ყველა საქმეში... ყოველი სიკეთე თქვენსკენ. ლიკა ფიფია. რუსეთი. მოსკოვი.


--------------------
www.fereidani.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 22 23 24 25 26 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th June 2025 - 10:58 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი