![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
gugua |
![]()
პოსტი
#481
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 146 – ცისარტყელაში გამოვლილები – They walk the path under the rainbow.
მასალის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებ ბატონ დავით ხინთიბიძეს. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#482
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გთხოვთ მოინახულოთ ახალი ქვეთავი 147 – ნატა ლობჟანიძე – მარტყოფიდან მარტყოფამდე.
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#483
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 148 – ირაკლი თავაძე – „ფერეიდანი“
ღმერთს ებარებოდე, საქართველოვ! მათ ლამის მთელი საუკუნის განმავლობაში ერეკებოდნენ ფერეიდანისკენ... მიდიოდნენ და ტყვეობის სიმძიმე უფრო მწარედ ხვდებოდათ ამაყ გულებზე, ვიდრე ზედამხედველთა მათრახები – მოუდრეკავ მხრებზე... ხრიოკ უდაბნოში უსასრულოდ გაჭიმულმა მომქანცველმა გზამ სამშობლოზე დარდით სავსე ათასობით გული მიიბარა – შორეულ ფერეიდანში ცხოვრებას ბევრმა საქართველოს სიახლოვეს არჩია დარჩენა. უმეტესობას საფლავიც არ ეღირსა და უპატრონოდ მიტოვებული ნადირთა ლუკმა გახდა. ასეთივე ბედი ეწია იმ ათასობით დაუძლურებულსაც, რომლებსაც ზედამხედველნი გზაშივე ტოვებდნენ. ოღონდ კი ამ ტანჯვისგან ეხსნა და ბევრმა თავადვე გამოასალმა სიცოცხლეს საკუთარი ცოლ-შვილი... “ნუ გათათრდებით!” - გოლგოთის გზაზე დაწალიკებულთ მკაცრად დასძახოდათ საქართველოდან ადევნებული პატარა ჩიტი და ეს ძახილი მთელ თაობებს გადასწვდა. ბევრს “საქართველოს ერთი მუჭა ცხელი მიწაც” თან მიჰქონდა. თავად სადარდელნი მძიმე ხვედრთან ერთად სამშობლოზე ფიქრსაც მიათრევდნენ უკან დაბრუნების იმედით. ისინი ოთხი საუკუნე ბრუნდებოდნენ – ფიქრით, გონებით, გულით, აზრით, საქმით... დაბრუნება რეალურად პირველად ჩასვლიდან რამდენიმე წელიწადშივე სცადეს, როცა 165-კაციანი რაზმი ღამით საქართველოსკენ გამოიპარა. ვაგლახ, ვერ გადმოასწრეს – ყუმის უდაბნოსთან მოეწივნენ და ველური სისასტიკით გაუსწორდნენ ლტოლვილთ! მათ შორის, 12 წლის ბავშვსაც... 165 ქართველის ძვლები დღესაც ყუმის მიწიდან ფიქრობს საქართველოზე... “დაეცნენ, გზა სისხლით მორწყეს, ვერ ნახავთ იმათ ნაშიერს, მაგრამ დაჩოქილ სიცოცხლეს ფეხზე სიკვდილი არჩიეს... მშობელი მიწა ჰყიოდა შვილისკენ ხელებგაწვდილი, სამშობლოს გული სტკიოდა – დაჭრილი იწვა არწივი” – სამი საუკუნის შემდეგ გიგა ჯაფარიძე მათ ხსოვნას ამ სიტყვებით მოეფერა. გამოქცევა მერეც არაერთხელ სცადეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ... ერთხელ 20-მდე გოგო-ბიჭი შეითქვა, სულ ახალგაზრდები და დარჩეულები, ერთმანეთს პირობა მისცეს და საქართველოს გზას დაადგნენ. სამშობლოსთან შეყრის სიხარულით აძგერებული 20-ვე გულიც მდევართა მახვილმა განგმირა, მაგრამ ერთს მაინც მოუსწრია გადმოსვლა. სინამდვილეში არავინ იცის, მართლა გადმოვიდა თუ არა საქართველოში – მისი ბედით ისტორია აღარ დაინტერესებულა, მაგრამ იმ ხოცვა-ჟლეტას გამოასწრო და ფერეიდნელებსაც სჯერათ, რომ გადმოვიდა... უფრო სწორად, ასე სურდათ, მომხდარიყო, და იმიტომაც დაიჯერეს. თუმცა სამშობლოსკენ ლტოლვის ამ ამაო მცდელობებს ფუჭად მაინც არ ჩაუვლია და ერთ საინტერესო თამაშს დაუდო სათავე. შემაღლებულ ადგილზე პურს დადებდნენ, რაც სიმბოლურად საქართველოს გამოხატავდა, ახალგაზრდები კი მასთან მისწრებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. მოგებულს ჯილდოდ საქართველოში “ჩამოსვლის” პატივი ერგებოდა წილად, მაგრამ მოვალე იყო, უკან დაბრუნებულს დანარჩენებისთვის მოეთხრო, რა ნახა იქ, როგორი იყო მათი საოცნებო სამშობლო. ცხადია, “დაბრუნებულები” ისეთ საქართველოს ხატავდნენ, როგორიც ოცნებებში წარმოედგინათ, როგორიც სურდათ ყოფილიყო აქაურობა. ამგვარი თამაშების მოგონებით ფერეიდნელთა პირველი თაობა სამშობლოში დაბრუნების ჟინს იკლავდა, დროთა განმავლობაში კი ეს ყველაფერი შთამომავლობისთვის დატოვებულ ისტორიულ მისიად, ცხოვრებისეულ მისიად იქცა – არ დავიწყებოდათ ისტორიული სამშობლო, მუდამ ეფიქრათ იქ დაბრუნებაზე. ამავე მიზანს ემსახურებოდა ცისარტყელაში გაძრომის ლამაზი ლეგენდაც. ცისარტყელას ქვეშ თუ გაივლით, საქართველოში მოხვდებითო, დაუბარეს წინაპრებმა და ფერეიდნელთა მთელი თაობები მიძვრებოდნენ შვიდფერი საოცრების ქვეშ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პურთან მისწრებაში... პარალელურად, ცაზე გამოჩენილ ღრუბლებს თუ იქიდან წამოსულ წვიმას სიხარულით ეგებებოდნენ, იქნებ, ეგეც საქართველოდან მოდიოდესო; თეირანში შემთხვევით მოხვედრილ საბჭოურ მანქანა “ლადას” დიდი ხნის უნახავი შვილივით ეფერებოდნენ, იქნებ ქართველის ხელშენავლები იყოსო; გასული საუკუნის 50-წლებში თეირანში ჩასულ თბილისის “დინამოს” ფეხბურთელთა გუნდს 50-ათასიანი სტადიონის ყიჟინში “საქართველოს გაუმარჯოს” ძახილით ხვდებოდნენ... რატომღაც ისტორიამ ისე შემოინახა, თითქოს ისინი მხოლოდ შაჰ-აბას I გადაასახლა ირანში, მაგრამ მანამდეც და მერეც მათი ცოდვა ირანის სხვა შაჰებმაც დაიდეს. ალბათ, შაჰ-აბას I გამორჩეულად იმიტომ ვახსენებთ, რომ ყველაზე მეტი მან გადაასახლა, თუმცა მეტ-ნაკლები რაოდენობით ყველამ გააყოლა ხელს. ისინი ბახტისარაის ხრიოკ მთებში ჩაასახლეს, სადაც მათი სიმამაცე, მეომრული სული და ლომგულოვნება დიად იმპერიას სამხრეთული საზღვრების მომთაბარეთაგან დასაცავად სჭირდებოდა. პრაქტიკულად, ცოცხალ ფარად გამოიყენეს და მათაც ღირსეულადაც შეასრულეს ეს მისია. მაგრამ დიად იმპერიას ქართველების მონობაშიც კი ეშინოდა და ცალ-ცალკე, დაქსაქსულად ასახლებდა, ვინძლო, რაც შეიძლება შორს ყოფილიყვნენ ერთმანეთისგან და აჯანყება არ მოეწყოთ. ყოველ გადასახლებულს ჯარისკაცები ხომ მიუჩინეს მეთვალყურეებად, ამასაც არ დასჯერდნენ და წარჩინებულ ოჯახებს ტყვეებად ჩამოურიგეს. გოლგოთის გზას გადარჩენილთ მეორე გოლგოთა ირანში დახვდათ – წამება, დამცირება, უსახლკარობა, შიმშილი, მათხოვრობით თავის რჩენა ამაყ ქართველთა ხვედრი გახდა. მაგრამ შაჰის ძლევამოსილ იმპერიას ასე დაბეჩავებული ტყვეებისაც ეშინოდა და ოღონდ კი კიდევ უფრო დაეკნინებინა, სულიერად გაეტეხა ისინი და არანაირ ყურადღებას არ აქცევდა მათ. ქართველთა საცოდაობით თეირანში მყოფი ევროპელი მისიონერებიც არაერთხელ აღშფოთებულან და პიეტრო დელა ვალე, პატრი ავიტაბილე, პატრი იაკობი თუ სხვები პაპებს მოახსენებდნენ კიდეც ამას, მაგრამ ამაოდ... მათ საინტერესო ცნობებიც შემოგვინახეს ჩვენს თანამემამულეებზე. მაგალითად, პიეტრო დელა ვალე აღწერს, ისპაჰანიდან შირაზისკენ მიმავალი როგორ გადაეყარა ქართველ მათხოვართა ჯგუფს – პატარა ბიჭი დამკვრელთა თანხლებით ქართულს ცეკვავდა. როცა მისიონერში ქრისტიანი შეიცნო, პატარამ მასთან მიირბინა, უბიდან ღვთისმშობლის ხატი ამოიღო და უთხრა – “მე ვერ გავუძელი შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მაჰმადიანობა მივიღე. ამიტომ ამ ხატის ტარების ღირსი არა ვარ. გთხოვთ, აიღოთ იგი და საგანგებოდ მოუაროთ”. ქართველების ძალით გამუსულმანებას დენ-გარსიაც ადასტურებს. “ისპაჰანში, შაჰის მოედანზე ასეთ სურათს შევესწარი – რამდენიმე ქართველ გოგონას წამებით აიძულებდნენ მაჰმადიანობის მიღებას, მაგრამ ისინი სიკვდილამდე ქრისტიანებად დარჩნენ” – წერს მოგზაური. მაგრამ ქართული სული მაინც უდრეკი აღმოჩნდა. ფერეიდნელებმა ბახტისარაის ხრიოკ მთებში, სადაც ბალახიც ვერ ხარობს, ვაზი ახეირეს და პატარა საქართველოები გააშენეს. ასე გაჩნდა ირანში მარტყოფი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, ნინოწმინდა, თელავი, ლილო, ნორიო, პატარძეული... საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ფერეიდანში სტუმრად ჩასულ ქართველებს ღვინით უმასპინძლდებიან და ტანსაცმლის შიგნით ჯვრებს დაატარებენ; ყველა მათგანი გარეგნულად მუსულმანია, შინაგანად კი – ქრისტიანი; სასტიკი აკრძალვის მიუხედავად, ქართულადაც საუბრობენ, შვილებსაც მშობლიურ ენაზე აწყებინებენ ლაპარაკს და ირანულთან ერთად ქართულ გვარ-სახელებსაც ატარებენ... ცხადია, ქართულად მხოლოდ ერთმანეთში თუ დაილაპარაკებენ და ქართული გვარ-სახელებიც მხოლოდ შიდა წრისთვისაა განკუთვნილი. ბუნებრივია, ეს სიკვდილთან თამაშს ნიშნავს, მაგრამ საქართველოს სიყვარულით მაინც მიდიან ამაზე. ერთხელ ფერეიდანში მოხვედრილ ქართველს თურმე საიდუმლოდ გაანდეს, სოფლიდან მოშორებით დიდ ქრისტიანულ სიწმინდეს ვინახავთო. წაუყვანიათ და მთებში დიდი ხნის სიარულის შემდეგ გამოქვაბულში შეუყვანიათ... ის სიწმინდე “ახალი აღთქმა” აღმოჩნდა. როცა რამე გვიჭირს, აქ მოვდივართ და ამას ვთხოვთ შველასო, უთქვამთ. ამ გაუტეხელობით, ფერეიდნელები დროთა განმავლობაში ერთგარ კასტად ჩამოყალიბდნენ, რომელსაც იქაურები მუდამ უწევდნენ ანგარიშს. ისტორიამ ერთი ასეთი ამბავი შემოგვინახა – ერთხელ მარტყოფში ცხენით ჩავლილი ხანი ქართველს გადაჰყრია, რომელიც მას ჯერ ზრდილობიანად მისალმებია, მაგრამ რომ გასცდენია, მიუგინებია. ხანი მობრუნებულა და უკითხავს, ან ის თავაზიანი სალამი რა იყო, ან – ეგ გინებაო. ქართველს უპასუხნია, მოგესალმე იმიტომ, რომ უზრდელი არ გგონებოდი, ხოლო შეგაგინე იმიტომ, რომ არ გამითამამდე და არ იფიქრო – ეშინია და იმიტომ მესალმებაო. ქართულ სოფლებში უცხო ვერც დღეს გაივლის თამამად. როგორც კი უცხო გამოჩნდება, მაშინვე გამოვკითხავთ, ვინაა, სად მიდის, რისთვის, უკან როდის დაბრუნდებაო, მეუბნებოდა ერთი ფერეიდნელი. იქნებ ეს უცნაურადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ როცა ეროვნული გადარჩენისთვის ბრძოლაა, ასეთი მიდგომაც გამართლებულია. ამით ყველა იგებს, ვინ შემოვიდა უცხო და რამე რომ მოხდეს, ისიც ვიცით, ვის მოვთხოვოთ პასუხიო, განმიმარტა იმავე ფერეიდნელმა. და რაც მთავარია – ამით სხვებს ანიშნებენ, არ დაგავიწყდეთ, საქმე ქართველებთან გაქვთ, არ გაგვითამამდეთო. რამდენიმე წლის წინ, როცა თეირანში მეტრო გაჰყავდათ, ერთი ამოსასვლელი ზედ ქართველების მეჩეთთან უწევდა ანუ იგი უნდა დაენგრიათ (იქ ქართველებს თავიანთი სალოცავი აქვთ, სადაც მხოლოდ ესენი დადიან და სპარსულად “ქართველების სალოცავი ადგილი” აწერია). ქართველებმა პირადად მისწერეს ირანის მაშინდელ პრეზიდენტ ჰაშემი რაფსანჯანის, ნახაზი შეაცვლევინეს და მეჩეთი არ დაანგრევინეს. სამწუხაროდ, ეს მათი უფლებების დაცვის მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევაა... პირველი ფერეიდნელი საქართველოს 1871 წელს ეწვია – მაშინ ზემო მარტყოფელი იოთამ ონიკაშვილი ჩამოვიდა და საგარეჯოში დასახლდა, თუმცა რამდენიმე წელიწადში გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. 1901 წელს დიდი რისკის ფასად ისტორიული სამშობლო ყოლამ ჰოსეინ ონიკაშვილმა და ყოლამ რეზა ხუციშვილმაც მოინახულეს. მერე საქართველოს რუსულმა იმპერიამ რკინის ფარდა ჩამოაფარა და საზღვარგარეთთან მიმოსვლა დიდი ხნით შეწყდა. ცხადია, ირანთანაც, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის პოლიტიკურ-იდეოლოგიურად ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე იყო. თუმცა ფერეიდნელთა ყველაზე დიდი ჯგუფი სწორედ მაშინ ჩამოვიდა – 70-იან წლებში. ამას ხელი გაერო-ს კანონმდებლობაში შეტანილმა იმ უმნიშვნელოვანესმა პუნქტმა შეუწყო, რომლის თანახმად ყველა ერის წარმომადგენელს საკუთარ სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცა. ფერეიდნელებმაც სწორედ ამით ისარგებლეს და 1967 წელს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამშობლოში დაბრუნების თხოვნით განცხადება აახლეს. პარალელურად, ანალოგიური განცხადებით ირანში ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩოსაც მიმართეს. გაერო-ს წესდების მიუხედავად, ირანში ამას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა და იმ დღიდან ამ გამბედავი ოჯახებისთვის დამცირებების მორიგი სერიალი დაიწყო, რაც ხუთი წელიწადი გაგრძელდა. ძნელია იმ გაჭირვების აღწერა, რაც მათ გამოიარეს! ეს იყო ტანჯვის, დამცირების, ცემა-ტყეპის, აბუჩად აგდების წლები, რასაც უმრავლესობამ ვერ გაუძლო და განცხადებები უკან გაიტანეს – 100 ოჯახიდან მხოლოდ 12 არ გატყდა. ოღონდ გადაწყვეტილება შეეცვლევინებინათ და ირანის ხელისუფლება უკან არაფერზე იხევდა. ერთი ფერეიდნელი მიყვებოდა, როგორ დაატარებდნენ მამამისს 1972 წლის ყიამეთ ზამთარში 14 კილომეტრს წინ და უკან. ერთხელ მისულს ეუბნებოდნენ, ერთ კვირაში გეტყვით პასუხს. მივიდოდა და მერე ათ დღეში დაიბარებდნენ და ასე დაატარებდნენ აქეთ-იქით, ოღონდ კი მორალურად გაეტეხათ. ბოლოს. როცა ქართველთა ცემის ფაქტები ირანში ყოფილი საბჭოთა კავშირის საელჩომაც დაადასტურა, იქაური ხელისუფლება იძულებული გახდა, განცხადებები დაეკმაყოფილებინა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო – უმეტესობა მაინც დააშინეს. და აი, დადგა 1972 წლის ივნისი, როცა ის 12 ფერეიდნული ოჯახი საქართველოსკენ გამოემგზავრა. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორ დახვდებოდათ დედა-სამშობლო, მიიღებდა თუ არა შვილებს დედასავით... საბედნიეროდ, დრო შეიცვალა და დღეს საქართველოში ჩამოსვლა ამხელა ტანჯვად არ უჯდებათ. ფერეიდნელებიც მოდიან მასიურად – ფეხით, მატარებლით, თვითმფრინავით, მანქანით, აღთქმულ მიწასავით მოისწრაფვიან საქართველოსკენ, მაგრამ მშობლიური, დედობრივი სითბოს ნაცვლად აქ გაუცხოების კედელი ხვდებათ. სამშობლო უცხოსავით ეგებება თავის შვილებს... საქართველოში მუსულმანები ვგონივართ, ირანში კი ოთხი საუკუნეა, ქართველობის და ქრისტიანობისთვის ბრძოლას ვეწირებითო, დანანებით მითხრა ამას წინათ ერთმა ფერეიდნელმა. „როგორ, ირანელები და ფერეიდნელები სხვადასხვა ენებზე საუბრობთ?“ – ჰკითხეს ერთხელ თბილისში მცხოვრებ ფერეიდნელს და გული მომეწურა... სამწუხაროდ, საქართველომ თავიდან უნდა იპოვოს საკუთარი შვილები. აქ ბევრმა, განსაკუთრებით ახალმა თაობამ, არც იცის, ვინ არიან და რას წარმოადგენენ ფერეიდნელები. უმეტესობისთვის ესენი მხოლოდ ირანელები არიან და ვერ აუხსნიათ, რა ესაქმებათ საქართველოში. სამწუხაროდ, ასეთი გაუცხოება მხოლოდ ფერეიდნელებზე არ შეინიშნება – ეს დამახასიათებელია იგივე ჰერებთან და თურქეთის ქართველებთან მიმართებაში. არ დამავიწყდება ერთ-ერთ ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუ იუსუფელელ (ტაო-კლარჯეთში, პარხალის ხეობაშია ეს ქალაქი) ქოროღლიშვილთან – საქართველოში ჩამოსვლა ძალიან მინდა, მაგრამ მეშინია, თათარი არ დამიძახონ, ამას ვერ ავიტანო... არადა, სამწუხაროდ, დაუძახებენ, როგორც გასული საუკუნის 70-იან წლბში დიდი რისკის ფასად ჩამოსულ ფერეიდნელებს უძახეს და რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც ამის გამო ირანში გაბრუნდა. როგორც აღვნიშნე, საბედნიეროდ, დრო იცვლება და არა მხოლოდ საქართველოში. აქაური საზოგადოებაც თანდათან ეცნობა თავის სისხლსა და ხორცს და ირანიც ნელ-ნელა არბილებს მარწუხებს. ამბობენ, ფერეიდნელთა მთავარქალაქ მარტყოფში (ირანულად– ფერეიდუნშახრი) უკვე ყველგან ქართული წარწერებია და ქუჩებშიც გაიგონებთ ქართულ ლაპარაკს, რაც 3-4 წლის წინ წარმოუდგენელი იყოო. ქართული გვარ-სახელების ტარების ნებას არ გაძლევენ და წარწერების გაკეთებისა როგორ დაგრთეს-მეთქი, ვკითხე ერთ ფერეიდნელს. კი გვიშლიდნენ, მაგრამ რომ არ დავიშალეთ, იმათაც მოსწყინდათ და შეგვეშვნენო, მიპასუხა. ქართულმა უდრეკობამ აქაც მიაღწია მიზანს და იქაურები ნელ-ნელა ეგუებიან მათ ქართველობას. სხვათა შორის, ირანელები ძალიან ტოლერანტები არიან და ამათ სწორედ ამ გაუტეხელობისთვის, ვაჟკაცურად ჭირთათმენისთვის აფასებენ. უფრო ახალი თაობა, რაც ფრიად მისასალმებელი ფაქტია, ფერეიდნელები კი საქართველოზე ფიქრით კვლავაც ისე ლოცავენ ერთმანეთს, როგორც წინაპრებმა მემკვიდრეობით დაუტოვეს – ღმერთს ებარებოდე! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#484
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 55.
ვკითხულობ თქვენს საიტს და ვტირი! რამდენი აქვს გადატანილი ჩვენს ერს... ქართველობის შეგრძნება უფრო გამიმძაფრდა! რაც წამოსული ვარ, უფრო მეტად ვიცავ წესებს და უფრო მეტად მიყვარს ჩემი საქართველო. ნათია მაისურაძე. საბერძნეთი. ღმერთს ებარებოდეთ! ქვეთავი 147 – ნატა ლობჟანიძე – მარტყოფიდან მარტყოფამდე. მარტყოფიდან 2009 წლის 20 ოქტომბერს გავედით ავტობუსით. სულ 30 ადამიანი ვიყავით. მართალია, საზღვარზე პატარა პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად გადავლახეთ და ღამის 4 საათზე უკვე თეირანში ვიყავით. იქაურები უკვე გველოდებოდნენ. ძალიან თბილად მიგვიღეს. მეორე დღეს ისპაჰანში წავედით. ისპაჰანი ძალიან ლამაზი ქალაქი აღმოჩნდა. დავათვალიერეთ შაჰის სასახლე და ალავერდი–ხან უნდილაძის ხიდი. მასპინძლები სულ გვერდით მოგვყვებოდნენ, გვესაუბრებოდნენ და ჩვენც იქაურ ამბებს ვეკითხებოდით. შემდეგ იაზდონშახრში წავედით. იქაც ძალიან ბევრი ქართველი დაგვხვდა. იაზდონშახრში რამდენიმე დღე დავრჩით. შემდეგ კი თორში წავედით. ყველა ცდილობდა თავის სახლში მივეპატიჟებინეთ. ჩვენც ვცდილობდით ყველა ოჯახში ქართული სიმღერები გვემღერა. ერთ ბიჭს ყოველთვის ცრემლები მოსდიოდა, როცა ჩვენს სიმღერას ისმენდა. ერთხელ ვკითხე რატომ განიცდიდა ასე, მიპასუხა – გრანდიოზული ნოსტალგია მაქვსო! კი მაგრამ, რამდენჯერ ხარ ნამყოფი საქართველოში–მეთქი? და არც ერთხელო... დაბადებიდან ისე ძალიან მიყვარს საქართველო, ბავშვობიდან გულში ვატარებ ამ სიყვარულს და მაშინ შემიყვარდა, როცა სურათებიც კი არ მქონდა ნანახი საქართველოსიო... ბოლოს წავედით ქალაქ მარტყოფში. ქალაქის მერმა დაგვათვალიერებინა ქალაქი და იქაური სკოლები. სკოლაში ბავშვები შემოგვეხვივნენ და გვთხოვდნენ, მათთვის ქართულად რამე წარწერა გაგვეკეთებინა. შემდეგ მარტყოფის სოფლებსაც ვესტუმრეთ. ძალიან ტკბილად მიგვიღო ყველამ! ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდით. საღამოს ოჯახებში უნდა გადავენაწილებინეთ. ჩვენ ცოტანი ვიყავით, მასპინძლები კი ბევრნი. ერთი ფერეიდნელი ბიჭი მოვიდა და გვითხრა: „ვინმე რომ არ გამატანოთ, დღეს სახლში არ შემიშვებენო“. 10 დღის შემდეგ ჩვენი წამოსვლის დროც დადგა. ძალიან ბევრი ადამიანი გვაცილებდა და ყველას ცრემლები მოსდიოდა. ჩვენც ავტირდით და ძალიან დამწუხრებულები წამოვედით. მართლაც გაოცებულები დავრჩით ამ ხალხის სითბოთი და სტუმარ–მასპინძლობით. ვერც კი წარმოვიდგენდით, ასე ძალიან თუ უყვარდათ ჯერ უნახავი, მაგრამ თავიანთი ისტორიული სამშობლო – საქართველო! -------------------- www.fereidani.ge
|
კესო |
![]()
პოსტი
#485
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,095 რეგისტრ.: 21-March 08 მდებარ.: ბათუმი წევრი № 4,269 ![]() |
რა საყვარლები არიან ეს ფერეიდნელები, გადავირიე რაა
![]() ისეთი სითბოთი მილოცავენ დამდეგ ახალ წელს და ისე უყვართ ყველაფერი აქაური, ყველაფერი ქართული, რო მშურს გეუბნებით რაა ![]() დღეს მორიგი მოლოცვა მივიღე, გადმოვაკოპირებ ეხლავე Gamarjoba keso, genacvale rogor xarT? Zalian mogvnatrebixart, ojaxi da megobrebi, yvela mogvikitxe, mteli guilt da sulit gilocavt shoba axal 2010 wels, es weli mshvidobis warmatebis da sixarulis weli yofiliyos. Mraval shobas daeswarit. Ise minda am axal wells saqartveloshi viyo, sityvebit ver davwer sixarulo. Yvelas Cvengan miuloce, zalian minda gozinayi fireworkebi da axaliwlis daswreba saqartveloSi, didi imedi maq momaval wells 2011 wlis axalwlisTvis TqvenTan saqarTveloSi amovide. miyvarxarT menatrebiT RmerTma dagifarot da gagazlierot Gmerts ebarebodet ![]() ![]() ![]() -------------------- შემეწიე მე, უფალო, ღმერთო ჩემო, და მაცხოვნე მე, წყალობითა შენითა...
|
::სალომე:: |
![]()
პოსტი
#486
|
![]() ფანცქვალა :D ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,744 რეგისტრ.: 16-February 07 მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი. წევრი № 1,092 ![]() |
რა საყვარლები არიან ეს ფერეიდნელები, გადავირიე რაა ![]() ისეთი სითბოთი მილოცავენ დამდეგ ახალ წელს და ისე უყვართ ყველაფერი აქაური, ყველაფერი ქართული, რო მშურს გეუბნებით რაა ![]() დღეს მორიგი მოლოცვა მივიღე, გადმოვაკოპირებ ეხლავე Gamarjoba keso, genacvale rogor xarT? Zalian mogvnatrebixart, ojaxi da megobrebi, yvela mogvikitxe, mteli guilt da sulit gilocavt shoba axal 2010 wels, es weli mshvidobis warmatebis da sixarulis weli yofiliyos. Mraval shobas daeswarit. Ise minda am axal wells saqartveloshi viyo, sityvebit ver davwer sixarulo. Yvelas Cvengan miuloce, zalian minda gozinayi fireworkebi da axaliwlis daswreba saqartveloSi, didi imedi maq momaval wells 2011 wlis axalwlisTvis TqvenTan saqarTveloSi amovide. miyvarxarT menatrebiT RmerTma dagifarot da gagazlierot Gmerts ebarebodet ![]() ![]() ![]() ![]() ვენაცვალე მაგათ ქართველობაში! -------------------- სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი მთავარია შენ გიყვარდეს.... გიყვარდეს ისე რომ, სამაგიეროს არ ელოდო... გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით თუ არ გიპასუხებენ... ===================================== შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის. ===================================== |
gugua |
![]()
პოსტი
#487
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გილოცავთ შობა–ახალ წელს!
http://www.youtube.com/watch?v=InpD_TNLar8 – ჩემი დისშვილის – ვახოს კლიპი! http://www.youtube.com/watch?v=ZEufZ3jZhlo – ეს კი ფერეიდანშია ჩაწერილი! http://www.youtube.com/watch?v=_pGjpXVEY2Y&feature=channel – გაიხალისებთ! პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
Amuza |
![]()
პოსტი
#488
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
გილოცავთ შობა–ახალ წელს! http://www.youtube.com/watch?v=InpD_TNLar8 – ჩემი დისშვილის – ვახოს კლიპი! პატივისცემით, გიორგი ალავერდაშვილი. ყოჩაღ ვახოს! საკმაოდ კარგი კომპოზიციები აქვს და საკმაოდ კარგად და სუფთადაც ასრულებს, ეტყობა დიდ დროსაც უთმობს, მაგ საქმეს, რომ ასეთი დაკვრის ტექნიკა გამოიმუშავა. მომეწონა, კარგად ფლობს ელეკტრო გიტარას. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
![]()
პოსტი
#489
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
Amuza-ს!
![]() http://www.youtube.com/watch?v=OFpHaH-3_g0 http://www.youtube.com/watch?v=EPUBu6nXTf4 http://www.youtube.com/watch?v=_RDRP8uMzCk http://www.youtube.com/watch?v=AS8rxlPSN6A -------------------- www.fereidani.ge
|
ლია |
![]()
პოსტი
#490
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 51 რეგისტრ.: 5-March 08 წევრი № 4,093 ![]() |
|
Amuza |
![]()
პოსტი
#491
|
![]() გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 ![]() |
ფერეიდნელებო გილოცავტ შობა ახალ-წელს!!!
-------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
gugua |
![]()
პოსტი
#492
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახლშობილმან ყრმამან, რომელი მოევლინა კაცთა მოდგმასა მისატევებლად ცოდვათა და ჯვრის სატვირთველად ჩვენი ცოდვების მიტევებისათვის, უფალმან რომელი იშვა ნეტარისა და წმიდისა დედისა მარიამისაგან, მოჰმადლოს წყალობა, მადლი და კურთხევა ერსა ივერიისასა და ყოველთა ქართველთა, რომელნიცა აღიარებენ და თაყუანსა სცემენ დაბადებასა მის კურთხეულისასა, მაცხოვრისა და უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი!!!
-------------------- www.fereidani.ge
|
უჩა |
![]()
პოსტი
#493
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
უი გუშინ ვიყავით ალილოზე ფერეიდნელ ქართველებთან.
![]() ![]() -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
gugua |
![]()
პოსტი
#494
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
უჩა-ს!
ცოტა დაწვრილებით მოგვიყევი ძმაო! საინტერესოა! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#495
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
სხვადასხვა დროს დასმული კითხვები: 1. ერთი სერიოზული შეკითხვა მაქვს, ძალიან მაინტერესებს, როგორ არის განვითარებული ''სექსუალური რევოლუცია'' ირანში? წინასწარ დიდი მადლობა. 2. მაინტერესებს რა დონის მიდრეკილება აქვთ სექსის მიმართ ირანში? წინასწარ დიდი მადლობა.
ახალი ქვეთავი 149 – „სექსი ირანში“. ეს კი Djvakho–ს ახალი კლიპია: http://www.youtube.com/watch?v=JakDRdmd568&feature=channel -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#496
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 55.
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#497
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გილოცავთ ნინოობას!
www.fereidani.ge ქვეთავი 61 – სანდრო შანიძე – ალექსანდრე შანიძე. მიხა ხელაშვილი. 2010 წლის 25 იანვარს, თოვლსა და ქარბუქში, საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი (ხელმძღვანელი ერეკლე უგრელიძე) წავედით მიხა ხელაშვილის საფლავზე მისი დაბადებისა და მკვლელობის დღის აღსანიშნავად. დავანთეთ სანთლები, წავუქციეთ ზედაშე, სამების საკათედრო ტაძრის მგალობელ ვაჟთა გუნდმა შეასრულა საგალობლები, წარმოვთქვით სიტყვები , წავიკითხეთ მიხასი და მისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები. საფლავზე ამოვიდნენ ქართველ ჩოხოსნები (ხელმძღვანელი გოგი დოლიძე), დუშეთის ხალხური სიმღერების ქალთა ტრიო, რომლებმაც იმღერეს მიხას ლექსებზე შექმნილი სიმღერები. საფლავი აკურთხა და მიხა ხელაშვილის სულის სახსენებელი პარაკლისი გადაიხადა ჩარგლის ღვთისმშობლის ეკლესიაში ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წინამძღვარმა მამა იორამმა. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#498
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
“შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“
„საქართველო“ – ჩანაწერი 60. მოგესალმებით, ბატონო გიორგი! ინტერესით წავიკითხე თქვენი საინტერესო მონათხრობი. ფერეიდანთან დაკავშირებული ამბები ბავშვობიდანვე მაინტერესებს და ეს საკითხი ყველა ქართველისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და მუდმივი ყურადღების საგანი უნდა იყოს. მეც მყავს ერთი უმცროსი მეგობარი ფერეიდნელი ქართველი. მისი ძმაც აქ ირანის საელჩოში მუშაობდა. ასევე, ჩემი უფროსი მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი, პროფესორი ნომადი ბართაია, პირდაპირ შეყვარებულია ფერეიდანზე და მათაც ძალიან უყვართ, ბევრი მეგობარი ჰყავს იქ და ბევრ რამეს აკეთებს ამ მხრივ. (იგი ბ.-ნი მაგალი თოდუას ერთი რჩეულ მოწაფეთაგანია...) მიხარია, რომ ასე გულმოდგინედ მუშაობთ ამ სფეროში! პატივისცემით, იმედი ჯახუა. „ქართული დიასპორა“ – ჩანაწერი 56. მოგესალმებით ბატონო გიორგი! მიხა ხელაშვილზე მასალის გასაცნობად შევედი თქვენს საიტზე და სულ სხვა სამყარო დამხვდა იქ, ნამდვილი ქართული, აქამდე როგორ არ ვიცოდი ეს საიტი-თქო, ვერ ვპატიობ ჩემს თავს. წავიკითხე თქვენი ფერეიდანში მოგზაურობის ისტორია, სხვაც ბევრი რამ და მინდა ჩემი გულწრფელი სიყვარული გამოვხატო თქვენს მიმართ და ყველა იმ ფერეიდნელის მიმართაც. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! მიყვარს კარგი ქართველები და რა ვქნა! სამწუხაროდ, ამერიკაში მიწევს ცხოვრება ამ ეტაპზე, არ ვარ საქართველოში, თუმცა არც ერთი წამი არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე! მაკა გუგუჩია. უძველესი კოლხეთიდან! -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#499
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
უკუღმა სონეტი შაჰ-აბასს
იოსებ ნონეშვილი აავსე ჯამი, მალე ქვეყნად აღარ იქნება აღარც ეგ ღვინო, აღარც მსმელი, ჰეი, მერიქიფევ... შაჰ-აბასი შენ ბოროტებას სტრიქონები როგორ გადაშლის... წინაპართ ღვარძლი ჩემს ძარღვებში ისევ მოღელავს. სწვავდი ქვეყანას, გამოგქონდა დიბა-ატლასი ჰარამხანებში ხათუნების შესამკობელად. გრძნობდი, შაჰობაც განგებისგან რომ ვერ გიხსნიდა. მაშ, რატომ გედგა ღვინის ჯამთან ჯამი სისხლისა?! როცა დაეცი მეფე მგოსანს მახვილთა ელვით, რად არ იგრძენი პოეზიის წმინდა ნათელი... რად არ იგრძენი... ხალხის სისხლით ისე დათვერი, თვით ფერეიდანს დააფრქვიე ქართველთა ცრემლი. მილიონების ბედ-იღბალს რომ ხმლით იმონებდი, ბნელ სამარეში საგანძურად რა ჩაგყოლია?! სისხლიან პოეტს უკუღმართი გული გქონია, მიტომ უკუღმა დაგიწერე მეც ეს სონეტი! 1940 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#500
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 104 – ქართული სათვისტომო ”სამშობლო”
ძვირფასო თანამემამულენო, პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვიდა ჩეხურ ენაზე ნათარგმნი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებული, ელექტრონული ვერსია, რომლის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ეს პროგრამა ყველა მნახველს გააცნობს არა მარტო ისტორიას, არამედ საქართველოს ისტორიულ და ბუნებრივ ძეგლებსაც. ჩემი პირადი ინიციატივით ეს პროექტი დავიწყე 2009 წლის იანვარში და მოვანდომე სამ თვეზე მეტი. ამ თემის მოსამზადებლად მოვიშველიე ქართველი ისტორიკოსის ბატონ დავით მუსხელიშვილის ”საქართველოს ისტორიის ნარკვევი” (ინგლისური ენაზე). თვრამეტ გვერდიანი ნარკვევის ჩეხურ ენაზე თარგმნა, რთული ისტორიული ლექსიკონის გამოყენებით იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მე წარმოვიდგენდი. მე არ ვარ ისტორიკოსი, თუმცა გავბედე და საქართველოს ”ახალი ისტორია” (1990 წლიდან დღემდე) ჩემი შეფასებებით ”გავამდიდრე”. ჩეხური ენის (პროფესიულ დონეზე) კორექტირებაში დამეხმარა რამდენიმე ჩეხი სპეციალისტი. მათ შორის ჩემი მეუღლეც. რისთვისაც ყველას დიდ მადლობას ვუხდი. საქართველოს ისტორიის ასეთი სახით გამოცემა ძალიან დიდ უპირატესობას იძლევა, რადგანაც მსურველს შეუძლიათ ინტერნეტის შეერთებით ნებისმიერ დროს გახსნან პროგრამა. გასული ერთი წლის განმავლობაში მოვახდინე ამ პროგრამის წარმატებით ”გამოცდა” ჩეხეთის საზოგადოებაში - სხვადასხვა ქალაქებშიც: ბრნო, ტრუტნოვ, სამჯერ პრაღაში. იგივეს გაკეთების საშუალებას ვაძლევთ ჩეხეთის და სლოვაკეთის ათასობით ბიბლიოთეკას და საგანმანათლებლო ცენტრებს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში ასევე შეიძლება ჩეხურ ენაზე ამ პროგრამის გაშვება (ენობრივად ძალიან მცირეა განხვავებაა). მაშასადამე ორივე ქვეყანაში შეგვიძლია მოვიცვათ დაახლოებით თექვსმეტ მილიონიანი აუდიტორია. ასევე პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გამოვუშვი საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი მოვლენების ელექტრონული ვერსია. ამ პროგრამის მომზადება 2008 წლის ბოლოს მოვახერხე. ფოტო მასალასთან ერთად მოცემული მაქვს მეტად მნიშვნელოვანი მონაცემები და თარიღები, რომელსაც ბევრჯერ ურევენ ჩეხი ჟურნალისტები. მაგალითად რა ხდებოდა სამაჩაბლოში 2008 წლის ივლისი-აგვისტოს დასაწყისში. ამ პროგრამის შედგენას მოვანდომე დაახლოებით ერთი თვე. ისევე როგორც საქართველოს ისტორია, ეს პროგრამაც გავუშვი ჩეხეთის რესპუბლიკის ოთხ ქალაქში. დღესაც ბევრია მსურველია. პროგრამები უკვე გადავეცი სამი ორგანიზაციას, რომლებიც დამოუკიდებლად გამოიყენებენ. გარდა ამისა ჩეხეთის რამდენიმე უნივერსიტეტმა შემომთავაზა საქართველოს შესახებ ამ პროგრამების გამოყენებით ლექციების ჩატარებაც. რადგანაც მსურველი არ გვაკლდა, გადავწყვიტეთ ორივე პროგრამა დაგვედო ჩვენი სათვისტომოს ვებ გვერდზე. გასული წლის ნოემბერში http://www.samshoblo.net/news.php. დაიდო როგორც ბმულები: 1. Historie Gruzie და 2. Hronologie války. (პროგრამის გასახსნელად რამდენიმე წამი დაგჭირდებათ). პროგრამა ჩატვირთა გიორგი ალანიამ (ტექნიკური სიძნელეების დროს მიმართეთ მას devnilig@seznam.cz ). ბოლოს მადლობა მინდა მოვუხადო ყველას, ვინ ამ მამულიშვილური საქმის გაკეთებაში დამეხმარეთ: არასამთავრობო ორგანიზაცია ”აისს”. არასამთავრობო ორგანიზაცია ”რე-აქციას”. ბატონ ზაზა მაჭარაშვილს. რადიო თავისუფლებას, ბატონ ოქროპირ რუხაძეს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანეთა მოძრაობას”, ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს. ქართულ ”სერვერს” fereidani.ge-ს, ბატონ გიორგი ალავერდაშვილს. ქართულ ”სერვერს” sizmara.com-ს. ქართულ სერვერს qartvelo.net-ს, გიორგი გაბაიძეს. საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ჩეხეთში სახელმწიფო უნივერისტეტის უცხო ენების ფაკულტეტის თანამშრომლებს. ასევე ჩეხეთის ”ხარიტატის” პრაღის ოფისს. ჩეხურ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტალიას”. ჩვენი მუშაობის შემდეგი ეტაპია იქნება ამ პროგრამის გავრცელება ჩეხეთის და სლოვაკეთის სამი ათასზე მეტ ბიბლიოთეკაში. მე, როგორც პროგრამის ავტორი უფასოდ გადავცემ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას. ნურც ქართველებს მოგერიდებათ ფოტო თუ სხვა სახის მასალის გადაღება. ამჟამად ვმუშაობთ კიდევ ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც მწვავედ დგას ჩვენი დიასპორის დღის წესრიგში და ეხება საქართველოს ისტორიას. პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი ქართული სათვისტომო ”სამშობლო” + 420 721 647 748 გამარჯობათ ყველას! გიგზავნით რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ რეპორტაჟს http://www.tavisupleba.org/content/article/1944744.html, რომელიც ეხება გერმანიაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მარიკა ლაფაურის მოღვაწეობას. მოკითხვით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 18th June 2025 - 05:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი