![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
gugua |
![]()
პოსტი
#501
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 150 – მარიამ ჭიაურელი – «ლილე» აქტიურ საქმიანობას განაგრძობს.
ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვიამბნია გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოქმედ გერმანულ-კავკასიურ საზოგადოება „ლილეზე“. ის ძალიან აქტიურად მუშაობს, ემსახურება კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, გერმანიისა და კავკასიის მკვიდრთა ერთმანეთისადმი ინტერესის ხელშეწყობას. „ლილეს“ მიერ ორგანიზებული ბევრი ღონისძიების გამო, იქნებოდა ეს კონცერტი თუ გამოფენა, რადიო თავისუფლებას არაერთხელ მიუმართავს ინტერვიუს თხოვნით ამ ორგანიზაციის დამაარსებლისა და თავმჯდომარის, მარიამ ლაფაურისთვის. ამდენად, ქალბატონი მარიკა ჩვენი სტაჟიანი რესპონდენტია. კონკრეტული მიზეზი აქვს ჩვენს მორიგ საუბარსაც, უფრო ზუსტად კი – ორი მიზეზი: ჯერ ერთი, საზოგადოება „ლილემ“ 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო ახალი ჟურნალის – „Ein Blick Georgien” - გამოცემა და ახლახან გამოვიდა ჟურნალის მესამე ნომერი. და კიდევ: მარიკა ლაფაურმა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, წერილით მიმართა ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემჩნეული ერთი ცვლილების გამო – ცვლილება აფხაზეთს ეხება. ჩვენ მას, თავდაპირველად, სწორედ ამ წერილის შესახებ ვკითხეთ. მარიკა ლაფაურის განმარტებით, წერილი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის განყოფილებაში, როგორც ჩანს, შეცვალეს კატალოგების სისტემატიზების პრინციპი, რის შედეგადაც აფხაზეთი ცალკე ქვეყნად არის აღნიშნული. საამისოდ საგანგებო თაროც არის გამოყოფილი, მარიკა ლაფაურის თქმით, „ძალიან პროპაგანდისტული ხასიათის“ 10-12 წიგნით. გაირკვა, რომ სისტემატიზაციაში ცვლილება მოხდა ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის ოტო ლუხტერჰანდის ინიციატივით – პროფესორი ლუხტერჰანდი ჰაიდი ტალიავინის კომისიად ცნობილი ჯგუფის წევრი იყო და მასში მუშაობამდეც და შემდეგაც, სახელი გაითქვა სეპარატისტებისა და რუსეთის პოზიციის მხარდამჭერი განცხადებებით. რაც შეეხება წერილს, ის მარიკა ლაფაურმა და მისმა თანამოაზრეებმა 15 იანვარს გაუგზავნეს რამდენიმე ადრესატს, მათ შორის უნივერსიტეტის რექტორს შეკითხვით, რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სისტემატიზაციის შეცვლის შესახებ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რომელი კანონით არის გამართლებული კატალოგში აფხაზეთის საქართველოსაგან დამოუკიდებლად შეყვანა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიოთეკებს გერმანიაში აქვთ ერთგვარი შტაბ-ბინა, რომელიც რეგენსბურგშია განთავსებული და რომლიდანაც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა თემის სისტემატიზაცია განისაზღვრება. წერილის ავტორებმა პირველი პასუხი რამდენიმე დღის წინ მიიღეს ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან. ამ პასუხიდან ირკვევა, რომ სისტემატიზაცია ბიბლიოთეკაში დამოკიდებულია რეგენსბურგის სასისტემო კატალოგზე და რომ ეს განკარგულება ოტო ლუხტერჰანდმა გასცა ჯერ კიდევ 2006 წელს (ცვლილება არ ეხება ცხინვალის რეგიონს). ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორისაგან პასუხის მიღების შემდეგ, ლაფაური ახალი წერილის დაწერას აპირებს, რათა უკვე რეგენსბურგს ჰკითხოს, რა კანონების საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება სასისტემო კატალოგში ცვლილებების შეტანის შესახებ. სხვათა შორის, ჰამბურგის უნივერსიტეტის რექტორის პასუხში მინიშნებულია, რომ უკვე გადაწყვეტილია ამჟამინდელი კატალოგიზაციის გაუქმება. როგორც უკვე ითქვა, მარიკა ლაფაურთან საუბარს ორი მიზეზი ჰქონდა – ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის გაგზავნილი წერილის გარდა, დავინტერესდით ჟურნალით, რომლის გამოცემაც გერმანულ-კავკასიურმა საზოგადოება "ლილემ" 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. "Ein Blick Georgien" – ასე ეწოდება გამოცემას, რომლის დაარსებაც, როგორც ლაფაური ამბობს, "აუცილებელი იყო" იმის გამო, რომ ომის შემდეგ, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ცალმხრივი, ან ზედაპირული ინფორმაცია ვრცელდებოდა საქართველოს შესახებ. ეს ჟურნალი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ნაყოფია. ჯერჯერობით მარტო ბოლო, მესამე ნომრის გამოქვეყნებაში შეიტანა ფინანსური წვლილი საქართველოს დიასპორასთან ურთიერთობის სამინისტრომ. საქმის დანარჩენ ნაწილს რედაქტორები აკეთებენ – თვით მარიკა ლაფაური, რომელიც პროფესიით მუსიკოსია, და ისტორიკოსი და კულტუროლოგი ფრანკ ტრემელი. ქალბატონი მარიკა მას საქართველოსთვის "ფასდაუდებელ შენაძენს" უწოდებს, როგორც ერთგულსა და ღრმა ცოდნით გამორჩეულ ადამიანს, საქართველოს საუცხოო მცოდნესა და გულშემატკივარს. ფაქტები და ანალიზი – "Ein Blick Georgien" მიზნად ისახავს, წეროს საქართველოში არეკლილ სამყაროზე, ევროპაზე და საქართველოდან დანახულ ევროპაზე. წინა გამოცემებიდან მარიკა ლაფაური განსაკუთრებული ყურადღების ღირსად მიიჩნევს ისტორიულ ნარკვევებს, რომელთა ავტორებიც არიან იულონ გაგოშიძე და მარიამ ლორთქიფანიძე, თვით ფრანკ ტრემელის ანალიტიკურ-კულტუროლოგიურ წერილს. ჟურნალზე გამოხმაურება, როგორც მარიკა ლაფაური ამბობს, ძალიან დადებითია, თუმცა კრიტიკაც ისმის. მაგალითად, ოტო ლუხტერჰანდისაგან, რომელმაც "Ein Blick Georgien"-ის მისთვის გაგზავნილი ეგზემპლარი ნაციონალისტურ მიდრეკილებებში დაადანაშაულა. ლუხტერჰანდთან აქტიური მიწერ-მოწერა გვაქვსო, იცინის მარიკა ლაფაური... ასე რომ, კონტაქტი მარტო თანამოაზრეებთან ურთიერთობით არ შემოიფარგლება. გრძელდება აზრთა კრიტიკული გაცვლა-გამოცვლაც. ეს კი, ალბათ, გვაძლევს საფუძველს, თამამად ვიწინასწარმეტყველოთ: "ლილეს" ხელმძღვანელს კიდევ არაერთხელ შევხვდებით რადიო თავისუფლების ეთერში. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#502
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ძვირფასო თანამემამულენო!
გაცნობებთ, რომ შეიქმნა ასოციაცია ”ნოსტალგია ”, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან საქმიანი კონტაქტების გაღრმავებას. ამ მიზნის წარმატებით განხორციელებისთვის საჭიროდ მიგვაჩნია, შეიქმნას ასოციაციის გამგეობა, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ამასთანავე, შეძლებისდაგვარად უნდა მომზადდეს სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა. თუ მოგწონთ და მხარს უჭერთ ჩვენს წამოწყებას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოკლე ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. ასევე, დააფიქსიროთ თქვენი სურვილი – ასოციაციაში გაწევრიანებისია. ამ ეტაპზე ასოციაცია მოქალაქეთა არარეგისტრირებული კავშირია. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მისი რეგისტრაციისათვის. პატივისცემით გამგეობის კოორდინატორი – დოქტორი ლევან შენგელია nostalgia geonostalgia@gmail.com -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#503
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 151 - 100 фактов о Грузии
1. Столица Грузии Тбилиси 2. Древняя столица Грузии Мцхета 3. Вторая столица Грузии Кутаиси 4. Первая Грузинская Демократическая Республика была основана в 1918 году. 5. Первым царем объединенной Грузии был Фарнаваз, в 3 веке до нашей эры. 6. В Грузии найдена древнейшая нить, ей примерно 34 тыс. лет. 7. В Грузии найдены древнейшие в мире золотые рудники. 8. В Грузии найден самый древний вид людей, обитавший на территории Европы. Этот вид людей назвали Homo Georgicus. 9. Из Грузии был Александ Картвелишвили, один из пионеров американской авиации. 10. Из Грузии был основатель американского балета, и современного балетного искусства в целом Джордж Баланчин. 11. Грузинкой была мать Шах Абасса Великого, самого успешного исламского правителя Персии. 12. Грузинским князем был генерал Петр Багратион, которого Карл фон Клаузевиц называл: …человеком с репутацией лихого рубаки. Суворов:«Князь Багратион — наиотличнейший генерал, достойный высших степеней» А сам Наполеон говорил о нем: Генералов хороших у России нет, кроме одного Багратиона. А. И. Чернышев (Постоянный представитель царя при императоре Франции)«Багратион — Лев русской армии» 13. Из Грузии был личный телохранитель Наполеона, Ростом Размадзе. 14. В Грузии Митридат скрывался от Помпея. 15. В Грузии проповедовали апостол Андрей и Симон. 16. Грузия та страна, где не было и нет антисемитизма. 17. Евреи живут в Грузии уже 2600 лет. 18. Грузия одна из последних стран вошла в СНГ, и одна из первых вышла из СНГ. 19. У Грузии был один Католический монарх, Георгий XI. 20. И был Католический монарх который скрывал свою приверженность к католицизму, Вахтанг VI. 21. Грузия единственная страна на Кавказе где живет автохтонны народ. 22. В Грузии хранится одна из посмертных масок, императора Наполеона. 23. Флаг Грузии, аналогичен флагу первого Иерусалимского короля Годфрида Бульонского, и гербу Иерусалима времен Крестоносцев. 24. В Грузии в свое время побывал Байрон. 25. Первым представителем "Романтизма" в Грузии был Давид Гурамишвили. 26. Грибоедов свою комедию "Горе от ума" писал в Грузии. 27. В начале Грузинская церковь принадлежала Антиохской церкви. 28. В Православном мире, Грузия считается Уделом Богородицы 29. Грузинский(картвельски) язык не имеет родственников в регионе. 30. Грузинский художник Пиросмани был самоучкой 31. Высочайшая точка Грузии, горная вершина Шхара, 5.068 м 32. Среди православных, только грузинский патриарх имеет титул "Католикоса". 33. Грузия и Испания назывались раньше одинаково, Иберия. 34. Прометей является прототипом грузинского мифологического героя Амирани. 35. В то время когда Грузия входила в состав Россиской империи, царь западной Грузии Соломон просил помощи у Наполеона от России. 36. В Грузинской ССР был единственный "Обезьяний питомник" в СССР. 37. В этом "Питомнике" проводились опыты, по скрещиванию человека и обезьяны. 38. Первые серьезные ядерные исследования СССР, проводились в Грузинской ССР. 39. Хо Ши Мин, побывал в Грузинской ССР и посадил дерево ![]() 40. Сумоист из Грузии, Леван Цагурия - первый европейский сэкитори (борец верхних лиг дзюрё и макуути). 13-й иностранец, добившийся права выступать в макуути. 41. Певица из Грузии Кети Мелуа в 2006 году стала самой продаваемой певицей Великобритании и Европы. А 2 октября 2006, Мелуа вошла в Книгу рекордов Гиннеса за исполнение самого глубоководного концерта — 303 метра ниже уровня моря на Платформе Troll A компании Statoil в Северном море. 42. В Грузии до сих пор крадут невест. 43. Посол Грузии в Германии, принцесса Габриела Габсбург-Лотринген, из королевской дингастии Габсбургов. 44. Русский композитор Бородин был по происхождению грузином по фамилии Гедеванишвили.. 45. Грузинское многоголосие в 2001 году признано ЮНЕСКО шедевром мировой полифонии после рассмотрения в Париже проекта этой организации "Спасение нематериальных духовных памятников". 46. В Грузии родился и вырос Маяковский. 47. В Грузии родился и вырос, министр иностранных дел России Сергей Лавров. 48. В Грузии родился и вырос писатель, публицист Александр Проханов. 49. В Киеве родился, но вырос, и провел юношеские годы в Грузии, где жила его мать, политик, Евгений Примаков. 50. Последнее сражение в Европе, во втори мировой, или "Востание на острове Тексел" было между грузинами и немцами. 51. Грузия по грузинский будет звучать: Сакартвело 52. Русское слово "Грузия" от персидско-арабского "Гурджистан" 53. Внучатый племянник Наполеона, и внук Иоахима Мюрата женился на грузинскои гнягине Дадиани. 54. Грузинская княгиня, Мери Шервашидзе была эксклюзивной моделью Коко Шанель. 55. Великий грузинский писател, Шота Руставели был неоплатоником. 56. Грузинский князь, Дмитрий Амилахвари стал офицером французской армии, подполковником Иностранного легиона, и героем французского Сопротивления. 57. Тбилиси 400 лет был Арабским городом государством, и назывался "Тбилисский Эмират". 58. Небесный покровитель Тбилиси, мученик араб, по имени Або. 59. Супруга Иконийского султана Гийяс ад-Дина Кай-Хусрау II была грузинской княжной, по имени Гурджи хатун. 60. В Ватикане, хранятся мощи грузинской великомученицы Кетеван. 61. В 1976 году американское космическое агентство NASA отправило в космос грузинскую песню «Чакруло» как образец музыкальных способностей человечества. 62. В средние века, в Грузии существовали фактории итальянских республик. 63. Сухуми раньше назывался Диоскурия, потом Себастополис, потом Сан-Себастьян. 64. Грузинкой была, супруга известного итальянского путешественника и сочинителя, Пьетро Делла Валле. 64. Известный венецианский драматург Карло Гольдони, в 18 веке написал свою трагикомедию "La bella giorgiana" "Прекрасная грузинка" 65. Римский император Антоний Пий, поставил конную статую в Риме грузинскому царю Фарсману II. 66. Известный Грузинский режиссер, армянского происхождения Сергей Параджанов был гомосексуалист. 67. Известный композитор Арам Хачатурян родился и вырос в Грузии. 68. Родители французского певца, армянского происхождения Шарля Азнавура были из Грузии. 69. Группа грузинских наездников в 19 веке присоединилась к изестному театру Баффало Билла, и гастролировала вместе с ним. 70. Грузия стала первой страной на постсоветском пространстве, которую посетил Папа Римский, в 1999 г. А жена главного викария Ватикана женат на грузинке Кетеван Баратиони. 71. Последним царем объединенной Грузии был Георгий VIII. 72. Также Георгий VIII был первым грузинским царём, который для создания антиосманской коалиции отправил посольство в Европу 73. Впоследствии Георгий VIII объявил себя подданным Папы 74. Дочь Георгия VIII была обручена с последним Византийским императором Константином XI и убита во время осады Константинополя в 1453 году. 75. Также в 1713—1716 гг. Саба Орбелиани находился в Западной Европе с дипломатической миссией у Папы Римского и французского короля Людовика XIV . 76. Саба Орбелиани был католик. 77. Сегодняшний министр внутренних дел Грузии тоже католик. 78. Одной из единиц вермахта был "Грузинский Легион", в котором грузины имели право носить железный крест. 79. Первым, кто водрузил Знамя Победы на крыше немецкого рейхстага, был грузин Мелитон Кантария. 80. Всем известно что Сталин был генералисимусом, но первым генералисимусом был тоже грузин Григорий Бакурианидзе. 81. Григорий Бакурианидзе основал в Болгарии грузинский монастырь "Петритсони" который действует и ныне. 82. Основателем первого грузинского монастыря в Иерусалиме (488 г.) стал Петр Ивериец. 83. Петр Ивериец, также считается возможным автором "Ареопатиг" 84. В средние века, западные политки, идентифицировали грузинского царя Давида IV с мифическим Пресвитером Иоаном. 85. После падения Константинополя из всех православных Церквей лишь Православная Церковь Грузии и Русская Православная Церковь остались вне исламской оккупации. (ненадолго) 86. Основателя Киево - Печерской лавры Антония Печорского, постриг в монахи грузинский монах Георгий Святогорец на афоне. 87. Все знают о Колхиде, все знают об Иберии, но не все знают о грузинском Диаоха. 88. Самым известным фальсификатором царской России( и истории древней Руси) был грузин Сулакадзев, ему также принадлежит рукопись о полёте подьячего Крякутного на воздушном шаре, который якобы совершил первый в истории полёт на воздушном шаре. 89. Самыми знаменитыми, брачными аферистами в европе, были представители грузинской семьи Мдивани, среди жертв оказались такие знаменитости как актриса Паола Негри, Барбара Хьютон, друг Сальвадора Дали Хосе Мариа Серт, американская актриса Меи Мюрей и сын Артура Конан Доилья, Денис. 90. Известный писатель и журналист, царской России Петр Шаликов был грузином. 91. Американский генерал грузинского происхождения Джон Шаликашвили. Представитель того же княжеского рода, что русский писатель-сентименталист П. И. Шаликов. 92. Не все знают, что Кавказ для России, завоевал грузинский князь Цицианов. 93. Не все знают, что советская народная актриса Анастасия Вертинская было по матери грузинкой. 94. Во второй мировой войне, грузин погибло больше всех остальных в процентном соотношении. 95. Не все знают, что в 1303г. грузинские воиска под предводительством Вахтанга III взяли Иерусалим. (в войнах, инспирированных монголами) 96. В грузинском языке двадцатиричная система счета. Для того, чтобы сказать число между 20 и 100 его надо разбить на двадцатки и назвать число двадцаток и остаток. Например 30 - "двадцатьдесять", 73 - "тридвадцатьтринадцать". Такая же система у басков, и у Майя. 97. Существует три грузинских алфавита. 98. В грузинском языке есть слово, в котором идут 8 согласных подряд: გვფრცქვნის (гвпртсквнис) 99. Первый муж грузинской царицы Тамар, был внуком Юрия Долгорукого. 100. И вообще, Грузия прекрасная страна ![]() http://banderrass.livejournal.com/33740.html ამ მასალის მოწოდებისათვის უღრმეს მადლობას მოვახსენებ ქალბატონ ცისანა ზურგაშვილს. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#504
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 152
იაკობ გოგებაშვილი – პატარა საქართველო სპარსეთში (ისტორიული მოთხრობა) მოგესალმებით ბატონო გიორგი! უკვე დიდი ხანია დიდი გულისყურით ვეცნობი თქვენს საიტს და ყველა სტატიას რუდუნებით ვკითხულობ. ყველა ფერეიდნელი უკვე ისეთი ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ შემიძლია თამამად ვთქვა, კიდევ ერთი საქართველო აღმოვაჩინე, ნამდვილი ქართველებით დასახლებული და ქართული სულით გაჟღენთილი. დღეს სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე საოცარი და ჩემთვის ფრიად სასიამოვნო ფაქტი, რაზედაც ახლა მოგახსენებთ, საქართველოს სათაყვანებელ და ჩემთვის წმინდა ადამიანს, ჩვენი დედა ენის ავტორს და ჩვენი სულის მესაჭეს იაკობ გოგებაშვილს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში მიუძღვნია საკმაოდ საინტერესო და ამაღელვებელი ნაშრომი ფერეიდნელი ქართველებისთვის სათაურით "პატარა საქართველო სპარსეთში", მასში კარგადაა გადმოცემული ფერეიდნელი ქართველების ცხოვრების ნიუანსები და მათი დამოკიდებულება ქართული ტრადიციებისადმი. მე მოხარული ვიქნები თუ თქვენს საიტზე იაკობ გოგებაშვილის ეს სტატია დაიკავებს ადგილს და ფერეიდნელი ქართველებიც გაეცნობიან იაკობ გოგებაშვილის ნაშრომს მათ შესახებ, და იმას რომ "წერა კითხვის საზოგადოებას" თურმე მარტყოფში ქართული სკოლის გახსნა სურდა, რომელიც თურმე საოსტატო სემინარიად უნდა გადაქცეულიყო. კიდევ ამ და სხვა უამრავ საინტერესოს და ამაღელვებელს ვგებულობთ ამ ისტორიული მოთხრობიდან, რომელიც აუცილებლად უნდა გახდეს ცნობილი ახალი თაობისთვის. პატივისცემით, ხატია ალფაიძე. 1. გადასახლება თბილისიდან რომ ცხენით წახვიდე სპარსეთში, რომელიც სძევს სამხრეთით ჩვენი ქვეყნისა, ერთი თვის მოგზაურობის შემდეგ მიხვალ სპარსეთის სატახტო ქალაქ თეირანში. თეირანიდან რომ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გასწიო ცხენითვე და მთელი ორი კვირა იარო, მიაღწევ ერთს ქვეყანაში რომელსაც ფერეიდანი ქვია. აქ, ამ მეტად შორეულს ქვეყანაში, აღმოაჩენ პატარა საქართველოს, სადაც ორმოცი ათასი ქართველი სცხოვრობს. შენ გაკვირვებას საზღვარი არა აქვს და კითხულობ: როგორ, რა მიზეზით და რა გზით გადმოხვეწილა სამშობლოდან ცხრა მთას იქით ამოდენა ქართველობაო?.. ისტორია გვიპასუხებს: მეჩვიდმეტე საუკუნის დამდეგში დიდი ბრძოლა იყო სპარსელებს და კახელებს შორის. სპარსელი ხელმწიფე, ანუ შაჰი, მოწადინებული იყო დაემონავებინა კახეთი, გაეთათრებინა, ქართველობა დაევიწყებინა და სპარსეთთან შეესისხლხორცებინა. კახელები თავგანწირულად იბრძოდნენ, მათ ძმურად ეხმარებოდნენ ქართლელები და საქმეს უჭირვებდნენ შაჰსა. მაშინ სპარსეთის მბრძანებელმა გადასწყვიტა: მთელი თავისი აუარებელი ჯარით შემოსეოდა კახეთსა, დაეტყვევებინა მრავალი, გაეგზავნა სპარსეთში, იქ დაებინავებინა სამუდამოდ და მათ ადგილას გადმოესახლებინა თათრები. ასეც მოიქცა. დაუსრულებელი ბრძოლით დაქანცულმა პატარა კახეთმა ვეღარ შესძლო დიდი სპარსეთის წინააღმდეგ წინანდებურად ეომა, მით უმეტეს, რომ ქართლელები კახელებს ძმურ დახმარებას ვეღარ უწევდნენ, რადგანაც თვითონ ქართლს ოსმალეთის ჯარი მოადგა. შაჰმა თითქმის ნახევარი კახეთი დაატყვევა და გაგზავნა სამხრეთის სპარსეთში, სულ შორეულს მის კუთხეში, რომ მათ სახელიც აღარ გაეგონათ სამშობლოსი და ქართველებისა, დაევიწყებინათ სრულიად საქართველო და გათათრებულიყვნენ სავსებით. აი, ამ უდიერად გადასახლებული ქართველების ჩამომავალნი არიან ისინი, რომელნიც ახლა ბინადრობენ უშორეს ფერეიდანში. შაჰი, ერთი მხრით, აყენებდა დიდ ტანჯვა-წამებას ახლად გადასახლებულ ქართველებსა, მეორე მხრით, აღუთქვამდა გათავისუფლებას ყოველგვარი ხარჯისაგან, თუ გადასახლებულნი გათათრდებოდნენ და თავის ქართველობასაც უარჰყოფდნენ, დაივიწყებდნენ. მაგრამ ეწია კი შაჰი თავის გულის წადილსა? მხოლოდ ნახევრობით. სარწმუნოება, მართალია გამოაცვლევინა, მაგრამ ქართველობაზე კი ხელი ვერ ააღებინა. 2. გამარჯვებული ბრძოლა გადაგვარების წინააღმდეგ სამას წელიწადზე მეტია, რაც ფერეიდანელი ქართველები გარშემორტყმულნი არიან თათარ–სპარსელებით. სამას წელიწადზე მეტია, რაც ესენი სცხოვრობენ იმისთანა ქვეყანაში, რომელიც ჰავითა და ბუნებით დიდად განსხვავდება მათი სამშობლოდან. სამასი წლის განმავლობაში არც გადახვეწილებმა იცოდნენ ჩვენი ამბავი და არც ჩვენ ვიცოდით რაიმე იმათ შესახებ, რომ ძმურად ხელი გაგვეწვდინა. მიუხედავად ამისა, ფერეიდანელებს სავსებით შეუნარჩუნებიათ ქართველობა, წმინდა ქართული ენა და ბევრი წინანდელი ჩვენებური ზნე-ჩვეულებანი. მათი დედები, ცოლები, დები მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ; კაცებმა თუმცა იციან სპარსული, მაგრამ წმინდა ქართულს ხმარობენ ყველგან – შინ და გარეთ. სახელები თუმცა სპარსული დაურქმევიათ მოლებს ჩვენი მოძმეებისათვის, მაგრამ გვარები ამათ ქართული დაუცავთ შეუცვლელად. ეს მით უფრო შესანიშნავია, რომ გამაჰმადიანებულმა ოსმალეთის ქართველებმა ქართული გვარები ვერ შეინარჩუნეს და ყველამ თათრული კუდი – “ოღლი” მოიბა. მოგვყავს აქ უდიდესი სოფლის, მარტყოფის, მცხოვრებთა გვარები: ხუციშვილი, ონიკაშვილი, ხატიაშვილი, დავითაშვილი, დარჩიაშვილი, თავაზიშვილი, მასიტაშვილი, გოგიჩაშვილი, მაყაშვილი, მელაშვილი, ტარიელაშვილი, სულიკაშვილი, ველიშვილი, ჯორჯიაშვილი, ივანიშვილი, სიტოშვილი, ისოშვილი და სხვანი, ფერეიდანში თოთხმეტი დიდი სოფელია, დაჭერილი ქართველებითა და თითქმის ყველა სოფელს წმინდა ქართული სახელი ჰქვია. ეტყობა, გადასახლებულებს ის სახელები დაურქმევიათ თავისი ახალი სოფლებისათვის, რომლებიც ერქვათ წინანდელს მათ სოფლებს კახეთში. მართალია, სპარსელებს სპარსული სახელები უწოდებიათ ამ სოფლებისათვის, მაგრამ ქართველებს არ მიუღიათ ესა და თავისი ეროვნული სახელები შეუნარჩუნებიათ. მოგვყავს აქ სოფლების სახელები და რიცხვი მცხოვრებლებისა კომლობრივ. ზემო მარტყოფი იპყრობს 1200 კომლსა, ქვემო მარტყოფი – 800 კომლსა, ნორიო – 240 კომლსა, ჩუგრუთი – 600 კომლსა, ჯაყჯაყი – 300 კომ., თონეთი – 400 კომ., აფუსი – 300 კომ., ტაშკეშინა – 700 კომ., ნინოწმინდა – 600 კომ., აჩხა – 600 კომ., ყარაბაღი – 400 კომ., კუთხე – 300 კომ., გაღმა სოფელი – 500 კომ., ხევის პირი – 600 კომ., სულ თოთხმეტ სოფელში ირიცხება დაახლოებით 7000 კომლამდე. თუ თვითო ოჯახზე ჩავაგდებთ ექვს სულსა, რაც მეტი არ უნდა იყოს, რადგან აქ დიდ-დიდ ოჯახებად სცხოვრობენ, გამოვა რომ ფერეიდანის საქართველო იპყრობს 40.000 ქართველსა. ამ ჩვენს მოძმეებს ფერეიდანის ბუნებაც კი გაუქართველებიათ. მთებისათვის დაურქმევიათ შემდეგი სახელები: მელას გორა, შავგორა, მთათაშვილი, ქოთან-ღელე, ბაღების გორა, დიდ-წვერა. მდინარეებიც ქართულად მოუნათლავთ: წითელ-რუი, ბაღების რუი, დიდრუი, გაღმარუი, გაღმა ხევი, გამოღმა ხევი, პირიქითა რუ და სხვა. 3. ყოფა-ცხოვრება ფერეიდნელ ქართველებისა როცა აქაურ სოფელში შეხვალ, გეგონება ქართლ-კახეთის კარგ სოფელში მოვექეციო, ისეთი დიდი მსგავსებაა. სახლები ჩვენებურად არის აშენებული. კედლები ქვა-ტალახისა აქვს, ბანზე მიწა აქვს დაყრილი; სახლებში ნახავთ დიდ ოთახებს, რომელნიც ძლიერ გვანან ჩვენს ძველებურს დარბაზებსა. აქაურები ერთგულად მისდევენ ქართველი მთიულებივით ცხვრის ყოლასა, რასაც ხელს უწყობს იქაური ფართო იალაღი. თუმცა ღვინოს არა სმენ, მაგრამ ვენახების გაშენებას და ყურძნის მოყვანას მუყაითად მისდევენ თავისი ჩრდილოეთის მოძმეებივითა. ახალ წელიწადს ჩვენსავით დღესასწაულობენ და, სხვათა შორის, მეკვლე იქაც იციან. აღდგომასაც უქმობენ, გადიან მინდვრად და ლხინში ატარებენ დროსა, მაგრამ მნიშვნელობა აღდგომისა კი აღარ ახსოვთ. ხვნა-თესვაც ჩვენებური აქვთ: სთესენ პურსა, ქერსა, შვრიასა. სიმინდის მოყვანას არ მისდევენ სრულიად და მხოლოდ ხილად ბოსტანში სთესენ. მეტადრე ქალებს მტკიცედ დაუცავთ ქართველობა. ესენი პირახდილნი დადიან, მაშინ როდესაც თათრის ქალები პირს არავის აჩვენებენ, პირბადე აქვთ მუდამ ჩამოფარებული. თვით მეჩეთში ქართველი ქალები კაცებთან ერთად დგანან, სხვაგან კი ყველგან თათრის ქალებს ცალკე განყოფილება უჭირავთ მეჩეთში. თანსაცმელიც აქაურს ქალებს ქართული აქვთ; იცმენ ჩვენებურს კაბებს, ქათიბებს, თავზე იკეთებენ თავსაკრავს, ჩიხტიკოპსა, იხურავენ ბარღადსა და ლეჩაქსა. ერთი სიტყვით ძველებური ქართველი ქალებისაგან მხოლოდ სარწმუნოებით განირჩევიან. მეტად შესანიშნავია ისიც, რომ ოჯახში ერთცოლიანობა მტკიცედ დაუცავთ აქაურ ქართველებსა, თუმცა მრავალცოლოანობის უფლებას მაჰმადის სარწმუნოება ყველას აძლევს. ამ უფლების წყალობით, ყოველი მდიდარი სპარსელი რამდენსამე ცოლს ირთავს. თვით სპარსეთის ხელმწიფეს შაჰსა ასობითა ჰყავს ცოლი თავის ჰარამხანაში. ფერეიდანელს ქართველებს კი სრულიად აუცილებიათ თავიდან ეს სისაძაგლე. რაც უნდა შეძლებული იყოს ფერეიდანელი ქართველი, იგი ერთი ცოლის მეტს არ შეირთავს. საყურადღებოა შემდეგი მოვლენაც: აქაურს დიდს სოფლებში ყველგან არის დუქნები, სადაც ყველაფერი იშოვება, რაც კი ესაჭიროებათ აქაურ ქართველებსა და ეს დუქნები ყველა ეკუთვნის ქართველებსა და მარტო ქართველები ვაჭრობენ აქა. ვერც სპარსელს, ვერც ურიას, ვერც სომეხს და ვერც სხვას აქ ვერა ნახავთ. მთელს ქართულ ფერეიდანში, ყველა აქაურს თოთხმეტ სოფელში, მხოლოდ ქართველები ბინადრობენ, სხვა ტომის მცხოვრების ჭაჭანებაც არ არის აქა. თავის წმინდა ქართველობას ჩვენი ფერეიდანელი მოძმეები სასტიკად იცავენ უმთავრესად იმით, რომ არც თვითონ თხოულობენ სხვა ტომის ხალხების ქალებსა და არც არავის მიათხოვებენ ხოლმე. თუმცა სარწმუნოების ერთობა სრულს ნებას აძლევს ამისას. ჩვენში კი სხვასა ვხედავთ: ქართველები არეულნი არიან ბევრგან სომხებში, ოსებში, რუსებში. ვაჭრობასაც მათ უთმობენ და მოყვარეობასაც არ ერიდებიან მათთან. ასე რომ, ჩვენს ფერეიდანელს მოძმეებს შეუძლიათ ჩვენს წინაშე სამართლიანად დაიქადონ წმინდა ქართველობა. სპარსეთის შაჰმა დიდ უბედურებასთან ორი დიდი სიკეთე მიანიჭა ფერეიდანელს ქართველებსა. პირველად, იქ დაასახლა მხოლოდ გლეხკაცობა და არც ერთი თავადი ან აზნაური არ გაურია, მიწა საკუთრებად მისცა და გაათავისუფლა ღალის მიცემისაგან. ამითი მან ძირფესვიანად ამოფხვრა ბატონყმობა იქაურს ქართველებში სამასი წლის წინათ; ჩვენებურს გლეხობას კი, საუბედუროდ, დღესაც აწევს კისერზე მძიმე უღელი ღალისა, ბატონ-ყმობისა. მეორედ, სარწმუნოების გამოცვლისათვის ახლად გათათრებული ქართველები გაათავისუფლა ყოველი ხარჯისაგან და სალდათის მოკრებისაგან. ფერეიდანელს ქართველებს შეუთვისებიათ ერთი ახალი ჩვეულება, რომელიც ჩვენებური სოფლებისათვის სწორედ მისაბაძია. ყოველს სოფელს აქვს აშენებული სასოფლო აბანო და საზოგადო ხარჯით დაქირავებული ჰყავს მეაბანოე. დიდ სოფლებში რამდენიმე აბანოა. ყოველი ფერეიდანელი ქართველი აბანოში კვირაში ერთხელ მაინც გაიბანს ტანსა. ამასთან ქალებისათვის ცალკე დღეებია დანიშნული, კაცებისათვის – ცალკე. რა კარგი იქნება, რომ ჩვენებურმა სოფლებმაც შემოიღონ ეს ჩინებული ჩვეულება, მეტად სასარგებლო ჯანმრთელობისათვის. საიდან ვიცით ყველა ესა? აი საიდან. ოცდაათის წლის წინათ საქართველოში მოვიდა ფერეიდანიდან ერთი იქაური ქართველი – ათამა ონიკაშვილი. მან მოკლე ხნის განმავლობაში ისე კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რომ გაზეთ “დროებაში” ვრცლად აღწერა ყოფაცხოვრება ფერეიდანელის ქართველებისა. საუბედუროდ ათამა მალე გახდა მსხვერპლი უბედური შემთხვევისა და მეტი ვერაფერი გააკეთა. მის შემდეგ ფერეიდანში აქედან შევიდა ლადო აღნიაშვილი (1860–1904 წ.წ. – ცნობილი პედაგოგი და კულტურის მოღვაწე (ლოტბარი). მისი ნაშრომი ფერეიდნელ ქართველთა შესახებ “სპარსეთი და იქაური ქართველები” ჯერ ჟურნალ “მოამბეში” დაიბეჭდა, 1896 წ. კი ცალკე წიგნად გამოიცა), რომელმაც დაბრუნების მერე ვრცელი წერილი უძღვნა ჟურნალ “მოამბეში” თავის მოგზაურობას და ფერეიდანის წინანდელს და აწინდელს მდგომარეობას. შარშან ფერეიდანიდან თბილისში მოვიდა ორი ქართველი: ყოლამ-უსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი. წერა-კითხვის საზოგადოებამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ამ ძვირფასი სტუმრების ბედში. გადასდო საკმარისი ფული მათ შესანახად, დაუნიშნა მასწავლებლად საუკეთესო ქართველი პედაგოგი, რომელმაც სამიოდე თვის განმავლობაში საფუძვლიანად შეასწავლა ქართული წერა-კითხვა, გააცნო ზედმიწევნით ქართული ლიტერატურა, დაატარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეები და ჩინებულად მოამზადა სამოციქულოდ ჩვენსა და ფერეიდანელ ქართველებს შორის. ერთმა მათგანმა – ონიკაშვილმა – რამდენიმე წერილი დაბეჭდა ქართულ გაზეთში ფერეიდანის შესახებ და გაგვაცნო იქაური ქართველების ცხოვრების გარემოებანი და ვითარებანი. საფუძვლიანი მომზადების შემდეგ წერა-კითხვის საზოგადოებამ ჩვენი სტუმრები გაისტუმრა უკან სპარსეთში და თან გაატანა ქართული სახელმძღვანელოები, ბევრი ქართული წიგნი და ფულიც ქართული სკოლის დაარსებისათვის ფერეიდანში. სამწუხაროდ, ერთი მათგანი – ხუციშვილი – გულის ფრიალით გარდაიცვალა თეირანში, და მხოლოდ ონიკაშვილი დაბრუნდა თავის შორეულ სამშობლოში, სადაც იგი მხნედ შეუდგა მოღვაწეობასა. რამდენიმე თვის წინათ თეირანიდან მოვიდა ოცი წლის ყმაწვილი ნასროლა ხატიაშვილი, სოფელ მარტყოფის მცხოვრები, რომელიც საფუძვლიანად ემზადება სამოქმედოდ თავის სამშობლოში. ამ ნასროლას დაწვრილებით გამოვკითხე ყველაფერი ფერეიდანელი ქართველების შესახებ და ყველა საგულისხმიერო შევიტანე ამ წერილში. სკოლა, რომლის დაარსება გადაწყვეტილი აქვს “წერა-კითხვის საზოგადოების” გამგეობას სოფელს მარტყოფში, იქნება წმინდა პედაგოგიური. სწავლა საგნებისა იწარმოებს იმ ენაზე, რომელზედაც ლაპარაკობენ შინ და გარეთ იქაური ბავშვები, ესე იგი ქართულზე. მაჰმადის სჯულის სწავლებას ეჭირება საპატიო ადგილი და მის მასწავლებლად მოწვეული იქნება საუკეთესო მოლა. სპარსულს ენასაც, როგორც სახელმწიფო ენას, ადგილი ექნება სხვათა საგნებთა შორის. მარტყოფის სკოლაში მიიღებიან ყველა იქაური ქართული სოფლიდან რამდენიმე მოსწავლე, რომელნიც, კურსის დასრულების შემდეგ, თავის სოფელში გამართავენ წერა-კითხვის სკოლებსა. შემდეგში მარტყოფის ცენტრალური სკოლა გადაიქცევა საოსტატო სემინარიად. სამართალი მოითხოვს ბოლოს ისიც დავუმატოთ იმას, რომ ფერეიდანიდან მოსული ქართველები ძლიერ ემადლიერებიან ახლანდელს სპარსელებსა, რომელნიც თურმე ძმურად ეპყრობიან ფერეიდანელს ქართველებსა და მათთან ერთად მეგობრულად ცდილობენ მოიპოვონ საყოველთაო თავისუფლება და კეთილდღეობა. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#505
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 153
შაჰი 40 დღე ორმოში იჯდა და ქართველი ცოლისგან გაჩენილ შვილს გლოვობდა ფერეიდნელი ქართველები უძველეს ძირებს ინარჩუნებენ, ისინი სულხან-საბას დროინდელი ენით საუბრობენ და "ვეფხისა და მოყმის" ლეგენდას თაობიდან თაობას გადასცემენ. მათ შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე ჭულუხაძე მოგვითხრობს. – რით ახსნით, რომ არაერთი გადასახლებული ქართველისგან განსხვავებით, ფერეიდნელებმა უფრო მეტად შეინარჩუნეს ქართული სულისკვეთება? – ფერეიდნელი ქართველების მიერ საკუთარი მრწამსის შენარჩუნება მარტო მათი გაუტეხელი ბუნებით არ უნდა აიხსნას, არამედ – მათი ადგილმდებარეობითაც. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ირანელებმა ისინი ისეთ მიუვალ ადგილას გადაასახლეს, სადაც სხვა ხალხთან შერევის ალბათობა ნაკლები იყო. ფერეიდანი ალპურ ზონაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2500 მეტრია. შაჰს უთქვამს, ეს ადგილი ისეთი მიუვალია, სახედრებიც ვერ გაძლებენო. გარდა ამისა, ფერეიდანში მშრალი ჰავაა, წვიმა იშვიათად მოდის, ხეებს თითქმის ვერ ნახავთ, ამიტომაც ცისარტყელას გამოჩენა მათთვის ერთგვარი სასწაულია. ფერეიდნული ლეგენდაც აქედან იღებს სათავეს – ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლი, საქართველოში მოხვდებიო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, როგორ იყვნენ ფერეიდნელები დანატრებულები საქართველოს ბუნებას. – შაჰს წინაპარი ქართველი ჰყავდა. ამის მიუხედავად, განსაკუთრებულ სისასტიკეს რატომ იჩენდა ჩვენ მიმართ? – ირანის იმპერიის გაძლიერება საქართველოსგან მსხვერპლს მოითხოვდა. როგორც წესი, ურჩებს სჯიან ხოლმე. საქართველოსაც ასე დაემართა, შაჰმა მას გადაუარა. – შაჰს ქართველი ბებია და ცოლები ჰყავდა, მაგრამ თვითონაც რომ ქართულად საუბრობდა, ნაკლებადაა ცნობილი. – ერთხელ შაჰს ევროპელ დიპლომატთა მიღების დროს საიდუმლო ბრძანების გაცემა უნდოდა. სპარსულად რომ ეთქვა, გაიგებდნენ, არც თურქული გაჭრიდა, რადგან ზოგიერთმა დიპლომატმა ეს ენაც იცოდა, ამიტომ ბრძანება ქართულად გასცა. ეტყობა, კარისკაციც ქართველი ჰყავდა, რომელმაც შესანიშნავად გაუგო თავის ხელისუფალს. შაჰის მიერ ქართულის ცოდნა არცაა გასაკვირი, რადგან მრავალცოლიანობის გამო 7–8 წლამდე უფლისწულები ჰარამხანაში იზრდებოდნენ, სადაც მომავალ ტახტის მემკვიდრეებს მალავდნენ. შაჰიც ასე გაიზარდა, იქვე შეისწავლა ქართული. – ამბობენ, სანამ ალავერდიხან უნდილაძე ცოცხალი იყო, შაჰი საქართველოს არ შემოსევიაო. – ალავერდიხანმა ხელი შეუწყო შაჰ-აბასის ხელისუფლებაში მოსვლას. არადა, ტახტის მემკვიდრეობა შაჰის უფროს ძმას ეკუთვნოდა, რომელიც საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. ფაქტობრივად, უნდილაძეს შაჰის მარჯვენა ხელის ფუნქცია ეკისრებოდა. პრაქტიკულად, მან გაზარდა შაჰი. ამიტომ, სანამ ალავერდიხანი ცოცხალი იყო, შაჰი საქართველოს არ შემოსევია. ევროპელი მოგზაურები, დიპლომატები საკუთარ ჩანაწერებში მიუთითებდნენ, რომ შაჰ-აბასმა ჩუმად მოაწამლინა ალავერდიხანი. ამის მიზეზიც აშკარაა, როცა შაჰმა დაბადებით ქართველ ალავერდიხანს საქართველოზე თავდასხმის გეგმა გააცნო, ირანში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად, ალავერდიხანი მისულა და პირდაპირ მოუხსენებია შაჰისთვის, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ალავერდიხანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იგი საქართველოდან ბავშვობიდან გაიტაცეს. უნდილაძე ერთადერთი ქართველი იყო, რომელმაც ირანის ისტორიაში ყველაზე მაღალ თანამდებობას მიაღწია. იგი ფარსის პროვინციის ბეგლარბეგი, ირანის ცხენოსანთა არმიისა და შაჰის გვარდიის სარდალიც გახდა. ფარსის პროვინცია დღეს შედარებით პატარაა, მაშინ კი ნახევარ ირანს შეადგენდა. ალავერდიხან უნდილაძე ახლანდელი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების (რომელიც მაშინ ირანს ეკუთვნოდა) გუბერნატორიც იყო. – რატომ მოკლა შაჰმა ქართველი ცოლისგან გაჩენილი ტახტის მემკვიდრე? – შაჰ-აბასს ქართველი ცოლისგან მართლაც ჰყავდა ტახტის მემკვიდრე. მის კარზე ინტრიგა დაიხლართა, მისი ვაჟი დაასმინეს, თქვენს შვილს თქვენი მოკვლა და ტახტიდან ჩამოგდება სურსო, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. განრისხებულმა შაჰმა ვაჟის მოკვლის ბრძანება გასცა. საბოლოოდ ტყუილი გამჟღავნდა, შაჰმაც თავი დაისაჯა და 40 დღის მანძილზე შავებით შემოსილი ორმოში იჯდა და შვილს იგლოვდა. – მაზანდარის პროვინციაში ჩასახლებულ ქართველებზე რას გვეტყვით? – ფერეიდანში გადასახლებამდე ქართველების ნაწილი შაჰმა კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მაზანდარის პროვინციაში გადაასახლა. იქ დღესაცაა შენარჩუნებული ქართველების უბანი, გვარები კი მთავრდება სიტყვა "გორჯით"(იგივე გურჯი). ანთროპოლოგიურადაც, სახის ნაკვთებით მათ სპარსელობის არაფერი სცხიათ და ტიპური კავკასიელები არიან, ოღონდაც მთლიანად გასპარსელდნენ. იქაურ სუბტროპიკულ ზონას ქართველები ვერ უძლებდნენ, ვერც აბრეშუმის მოყვანის დავალებას უსრულებდნენ შაჰს და შავი ჭირითა, თუ მალარიით იხოცებოდნენ. მათი დიდი ნაწილი სპარსელებს ხელახლა აუყრიათ და ისპაჰანში ჩაუსახლებიათ. ირანის ბევრ რეგიონში ჩასახლებული ქართველები სპარსელებში გაითქვიფნენ. მიუვალ ფერეიდანში მცხოვრებმა ჩვენებურებმა კი თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხეს. – ირანელები სომხების მიმართ მეტ შემწყნარებლობას რატომ იჩენდნენ? – ქართველებს, როგორც მეომარ ხალხს, ირანის დედაქალაქის, ისპაჰანის დაცვა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებისგან ევალებოდათ. იმავე პერიოდში შაჰმა სომხებიც აყარა სომხეთიდან და ირანში გადაასახლა, მაგრამ მათ, ქართველებისგან განსხვავებით, რელიგია და ავტონომია მიანიჭეს. იმთავითვე განსხვავდებოდა სპარსელთა დამოკიდებულება სომხებისა და ქართველების მიმართ. სომხები მეომარ ხალხად არ გამოდგებოდნენ, ამიტომაც მათ ირანის შიდა ვაჭრობის წაძღოლა ევალებოდათ, საგარეო ვაჭრობა კი ებრაელებს მიაკუთვნეს. ირანელებმა სომხებს პირობა დაუდეს, იცხოვრეთ აქ, ივაჭრეთ, კაციშვილი არ შეგეხებათ. მათ ეკლესიების აგებაც არ დაამადლეს. ქართულ ეკლესიაზე საუბარი კი ზედმეტია, რადგან შაჰმა ჩვენებურების გამაჰმადიანება დაისახა მიზნად, რადგან ორთოდოქსული ისლამის ქვეყანაში ქართველთა ქრისტიანული ჯარის არსებობა აკრთობდა. ახლაც ირანში კულტურული ავტონომია აქვთ სომხებს, ასევე, ზოროასტრიზმის მიმდევართ და ბუდისტებს. ქართველები კი რელიგიური უმცირესობის შექმნასაც ვერ ახერხებენ, რადგან ოფიციალურად მათი რელიგია ისლამია. – როგორც ვიცი, ირანში 4 წლის მანძილზე იმყოფებოდით. – თავდაპირველად ფერეიდნელი ქართველის – არიან ხოსროშვილის ოჯახს ვესტუმრე. იმავე საღამოს ჩემი იქ ყოფნის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა, მეორე დღეს კი – მთელმა ფერეიდანმა. სპეციალურად ჩემს სანახავად მოდიოდნენ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები. ისინი სულხან-საბას დროინდელი ენით საუბრობდნენ. მე–17 საუკუნის წმინდა ქართულით, კერძოდ, კახური დიალექტით. ფერეიდანში "ვეფხისა და მოყმის" ლეგენდაც თაობიდან თაობას გადაეცემა, ოღონდ არა გალექსილი სახით. ესაუბრა არჩილ ოსაძე. გუმბათი. თბილისი, 2009, 17-23 აგვისტო. N32(96) გვ.41 -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#506
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ძვირფასო თანამემამულენო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა ,,საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.” ,,ქართული უნივერსიტეტის” საზეიმო გახსნიდან ერთი წლისთავი 2009 წლის 12 ოქტომბერს აღინიშნა და დღეს გაცნობებთ, რომ უკვე აკრედიტებულ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს საუნივერსიტეტო განათლების სამივე საფეხურზე, ცხრა საბაკალავრო, თექვსმეტი სამაგისტრო და თერთმეტი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად. ,,ქართული უნივერსიტეტი” ცდილობს, ღირსეულად ემსახუროს ცოდნისა და რწმენის შერწყმის საუნივერსიტეტო მისიას და კარგად აცნობიერებს, რომ დღევანდელი დინამიკური და ცვალებადი ცხოვრება, ადამიანისაგან ფუნდამენტურ განათლებასა და მტკიცე რწმენასთან ერთად, დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს ცივილიზაციის ახალ გამოწვევებზე. სწორედ ამ უკანასკნელ საკითხთან დაკავშირებით იქნება განსაკუთრებული და ფასდაუდებელი საზღვარგარეთ მოღვაწეთა გამოცდილების, მსოფლხედვისა და მოტივაციის გათვალისწინება. ამიტომაც გთხოვთ თანადგომას _ ,,ქართულ უნივერსიტეტს” სჭირდება თითოეული თქვენგანის კეთილი რჩევა და საქმიანი პოზიცია. პირველყოვლისა გვინდა გამოხატოთ თქვენეული კრიტიკული შეფასება, ხედვა და დამოკიდებულება ჩვენ მიერ შექმნილ ინტერნეტ-პროდუქციასთან დაკავშირებით: ,,ქართული უნივერსიტეტის” ვებ-პორტალზე http//www.sangu.ge, სხვა მასალასთან ერთად, განთავსებულია მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და კომპიუტერული წიგნიერების სრული ზოგადსაგანმანათლებლო მულტიმედია-კურსები. ჩვენ გვაინტერესებს, რამდენად დაგეხმარებათ დისტანციური სწავლების ტექნოლოგია იმაში, რომ თქვენმა შვილებმა მშობლიურ ენაზე მიიღონ თუ შეივსონ საბაზო განათლება. გვაინტერესებს ისიც, თუ, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ოცდაოთხი საათის განმავლობაში მომუშავე ჩვენი ინტერნეტ-რადიო და ინტერნეტ-ტელევიზია და ყოველკვირეული გაზეთი ,,ქართული უნივერსიტეტი.” წინასწარ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ერთად ყოფნისა და თანადგომის სიკეთეს განგვაცდევინებს. პატივისცემით რექტორი პარმენ მარგველაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#507
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 154 – დიდი სახელმწიფოს დიდი გზა
1978-1979 წ.წ. ანტიმონარქიული, ანტიდასავლური ისლამური რევოლუცია თავისი დინამიურობით, მასშტაბურობით, ხალხის ფართო მასების (11 მილიონი) თავგანწირული ბრძოლით (დაიღუპა 65 ათასი, დასახიჩრდა 100 ათასი კაცი) შეიძლება შეფასდეს როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. რევოლუციის სულისჩამდგმელი იყო განსწავლული თეოლოგი, მტკიცე ნებისყოფის პიროვნება აიათოლა რუჰოლა ხომეინი (1902-1989), რომლის „შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც თითქმის ოთხ ათეულ ტომს მოიცავს, მეტად ფართო და მრავალმხრივია. მუსლიმური ღვთისმეტყველების და საზოგადოდ რელიგიის, სამართლის, ფილოსოფიის, ეთიკის, ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის და საერთაშორისო ურთიერთობის პრობლემებისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული თხზულებების, ტრაქტატების, სტატიებისა თუ სიტყვების გარდა, მის კალამს ეკუთვნის კულტუროლოგიური ნაშრომები და ფილოლოგიური გამოკვლევები სპარსული და არაბული ლიტერატურის საკითხებზე. ფართოდაა ცნობილი, აგრეთვე, იმამი ხომეინის პოეტური შემოქმედება, მისი ფილოსოფიურ–მისტიკური ლექსები, რომელთა ნაწილი ქართულ ენაზეც არის თარგმნილი და გამოცემული (იხ. იმამი ხომეინი. „ფილოსოფიური ლირიკა“. სპარსულიდან თარგმნილი მაგალი თოდუას მიერ. ქუთაისი, 1995 წ; იმამი ხომეინი, „სიყვარულის ღვინო“, სპარსულიდან თარგმნა ვახუშტი კოტეტიშვილმა, თბილისი, 1995 წ.). იმამი ხომეინის უკანასკნელი ნაშრომი – „პოლიტიკურ-რელიგიური ანდერძი“ თარგმნილია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულზეც“ (პროფ. გრიგოლ ბერაძე). 1979 წელს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვენსის მრჩეველი, პროფესორი უილიამ ბრაუნი ასე ახასიათებს აიათოლა ხომეინის: „ძლიერი რელიგიური ამ ფიზიკურად სუსტმა დროულმა კაცმა, რომლის იდეებს დასავლეთი ყავლგასულსა და შუასაუკუნეობრივს უწოდებდა, ის შეძლო, რამაც ჭეშმარიტად შეაზანზარა მთელი მსოფლიო... ხომეინიმ გააქარწყლა დასავლეთის მტკიცება იმის შესახებ, რომ რადგან მსოფლიოში სიტუაციებს მხოლოდ პოლიტიკა და სამხედრო ძალა განსაზღვრავს, რელიგიას არ ძალუძს მართოს თანამედროვე საზოგადოება. დიდ სახელმწიფოებთან თავის ბრძოლაში ხომეინი ვაშინგტონსა და მოსკოვს დაუპირისპირდა, მათ არ მისცა ირანის საქმეებში ჩარევის შესაძლებლობა და გაიმარჯვა. წუთისოფელი მან მხოლოდ მაშინ დატოვა, როცა საკადრისი მარცხი აგემა თავის მტრებს“. ბატონი ედუარდ შევარდნაძის ნაშრომში „ფიქრი წარსულსა და მომავალზე – მემუარები“ ვკითხულობთ: „მახსენდება ჩემი ვიზიტი ირანში აიათოლა ხომეინისთან, 1989 წელს... (ირანი) შვიდი წელიწადი ეომებოდა საბჭოთა კავშირის მეგობარს, ერაყს. ამ დროს ჩვენი ჯარი გვყავდა შეყვანილი ავღანეთში და ისე გამოვიდა, რომ ირანში რეზა ფეჰლევის გადაყენების შემდეგ საბჭოთა კავშირიდან დიდი ხნის განმავლობაში, ოფიციალურ ვიზიტად, არც ერთი მაღალი პირი არ ჩასულა... ხომეინის რაიმე სახელმწიფო პოსტი არ ეკავა, მაგრამ ირანის სულიერი ლიდერი და, ფაქტობრივად, პირველი პირი გახლდათ... ირანისთვის ჩემი იქ ჩასვლა ძალიან ბევრს ნიშნავდა... განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა იმამი ხომეინისთან ჩემს მომავალ შეხვედრას და მიხეილ გორბაჩოვის საპასუხო წერილს“. „დიდი კაცი იყო ხომეინი. მან თავისი წერილით გაარღვია ის იზოლაცია, რომელშიც ირანი თვითონვე მოაქცია. პარადოქსია, მაგრამ სწორედ მაშინ, თუნდაც პიროვნულ ასპექტში, იქ საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ირანის ახალ ურთიერთობასაც – სხვაგვარ, თანაბარ ურთიერთობას... თითქოს ხომეინის უსიტყვო თანხმობით საქართველოსა და ირანს შორის საოცრად პოზიტიური, განსაკუთრებული თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა...“ მონოგრაფიულ ნაშრომში „ირანი – ცვლილებები დარგობრივი ეკონომიკის სტრუქტურაში 60-70-იან წლიბში“ პროფ. არტემ არაბაჯიანი აღნიშნავს: 1973-74 – 1977-78 წლებში „ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა 1978-1979 წ.წ. რევოლუციის გამარჯვების წინამძღვრების შექმნის საქმეში, პირველ ყოვლისა იყო შედეგი ვოლუნტარიზმისა, რომელიც მონარქიამ აირჩია ნავთობის შემოსავლების მკვეთრად გაზრდის შემდეგ. ისეთი სუბიქტური ფაქტორები, როგორიცაა სახელმწიფოს მეთაურის ამბიციურობა, განდიდების მანია, რეალობის გრძნობის დაკარგვა და აქედან გამომდინარე, სახელმიფო აპარატის სრული დამორჩილება უმოკლეს ისტორიულ ვადებში ირანის საზოგადოების მიერ ე.წ. დიდი ცივილიზაციის დონის მიღწევის ქიმერულ იდეას, გამოიწვიეს ღრმა ეკონომიკური და სოციალური დისპროპორცია, რამაც პოლიტიკურ ფაქტორებთან ერთობლიობაში განაპირობა მონარქიის დამხობა...“ პროფ. ერვანდ აბრაჰამიანი წიგნში „ირანი ორ რევოლუციას შორის“ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ „შიიტური სამღვდელოება ერთადერთი არასამთავრობო სტრუქტურა იყო, რომელსაც სოლიდური ბაზა ჰქონდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და რომელიც ყველასათვის გასაგებ ენაზე ლაპარაკობდა“. რაც შეეხება საკითხს ირანის ისლამური რევოლუციის სპეციფიკურობისა და თვისებრივი განსხვავების სხვა რევოლუციებისაგან, ამის შესახებ მკაფიო პასუხს მივიღებთ პროფ. გიორგი სანიკიძის მონოგრაფიაში „შიიზმი და სახელმწიფო ირანში“: „დასავლეთელებისათვის, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ გასულ რევოლუციებში (1789, 1830, 1848) დაენახათ ბურჟუაზიის გამარჯვება ტახტისა და ეკლესიის ალიანსზე, ის, რაც ირანში მოხდა, შიიტური სამღვდელოების ალიანსი ბაზარის ბურჟუაზიისა და ილნტელექტუალებთან „მოდერნიზატორი“ შაჰის წინააღმდეგ, გაუგებარი იყო... შიიზმის პარადოქსს წარმოადგენს ის, რომ მისი რევოლუციური პოტენციალის კონცენტრაცია მოხდა სამღვდელოების გარშემო. ისლამურ სამყაროში რეალურად მხოლოდ ირანელმა შიიტებმა მიანიჭეს წარმმართველი როლი სამღვდელოებას, ყოველივე ეს კი განპირობებული იყო იმ სპეციფიკური ფუნქციებითა და ადგილით, რომელიც ისტორიული რევოლუციის მანძილზე მოიპოვა შიიტურმა სამღვდელოებამ ირანულ საზოგადოებაში... ... ხომეინის მიერ ჩამოყალიბებული კონცეფციიდან გამომდინარე, ისლამური რევოლუცია ირანში არ წარმოადგენდა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ხასიათის მოვლენას. ეს ასევე იყო რევოლუცია შიიზმშიც. მოხდა უზენაესი რელიგიური ავტორიტეტის შიიტური თეორიის რადიკალური ტრანსფორმაცია. ველაიათ-ე ფაყიჰის კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს იმამათის შიიტური თეორიის რევოლუციური რეინტერპრეტაცია, რომლის მიხედვით თემის ჭეშმარიტი მეთაური შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ მოციქული და მისი შთამომავალი იმამები. ხომეინის თანახმად კი უმაღლეს სამღვდელოებას შეეძლო აერჩია თავისი რიგებიდან ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე რელიგიური პირი, რომელიც მუსლიმური თემის ხელმძღვანელი იქნებოდა როგორც რელიგიის, ისე პოლიტიკის სფეროში და გააგრძელებდა იმამთა საქმეს... ამასთან დაკავშირებით ხომეინი ხაზს უსვამდა ისლამის დინამიკურ ხასიათს და სამღვდელოების მიერ ისლამური კანონების ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირების მნიშვნელობას“. საქართველო და ირანი ირანი (1935 წლამდე სპარსეთი) წინა აზიის უძველესი სახელმწიფოა. იგი ჩვენი ქვეყნის იმ მეზობელ პოლიტიკურ–კულტურულ წარმონაქმნთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებთან ურთიერთქმედების ფონზეც ვითარდებოდა საქართველოს სახელმწიფო. ერთ-ერთ ძველ ქართულ საისტორიო წყაროში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ „სამეფოსა სპარსთასა“. აკად. გიორგი წერეთელი ნაშრომში „აქემენიანთა სახელმწიფო და მსოფლიო ცივილიზაცია“ აღნიშნავს, რომ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის მიერ „აქემენიანთა იმპერიაში განვითარებული ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი, პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურების გაცნობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ რეგიონისათვის“. მეცნიერის აზრით, ამან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ისეთი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, როგორიცაა ზვარაზმი, სომხეთი, იბერია, ქუშანი და სხვები. აქემენიანთა ბატონობის ხანიდან (VI-V ს.ს. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) XIX საუკუნემდე ირანი ხშირად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამხრეთ კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს ირგვლივ გეოპოლიტიკურ ძალთა განაწილებაში. საქართველო, როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთის დამაკავშირებელი რგოლი, ექცეოდა ხოლმე ირანის ძლიერი იმპერიის გეოპოლიტიკური ინტერესების ეპიცენტრში, რასაც ხშირად მოჰყვებოდა სისხლისმღვრელი ომები, საქართველოს მოსახლეობის დარბევა და გადასახლება. ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას სხვა მხარე ჰქონდა – დიდი ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს: „ახალ სპარსულ პოეზიას დიდი გავლენა ჰქონდა ქართველებზე და მისი საგმირო და სააშიკო სიტყვიერება ქართველობას უყვარდა და შეჰხაროდა იმგვარადვე, როგორც თვით სპარსელები შეჰხაროდნენ. თუმცა „შაჰ ნამე“ (როსტომიანი) ფირდოუსისა, „ვისრამიანი“, „ქილილა და დამანა“, „ლეილ-მეჯნუნიანი“ სპარსელი მაჰმადიანი მგოსნების დაწერილი იყო, მაგრამ ქრისტიანი ქართველებიც გატაცებით კითხულობდნენ, მათთვისაც ეს თხზულებები ხელოვნების ძვირფასი განძი იყო. სხვათა შორის, ხომ სპარსული მწერლობის გავლენის წყალობით აღორძინდა ქართული პოეზიაც. თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველო სხვადასხვა, მაჰმადიანთა სამთავროებს და სპარსეთს ებრძოდა, პოეზია და კულტურა ქართველ-სპარსთა სულიერ ერთობას ჰქმნიდა და მტრობის მაგიერ სიყვარულს თესავდა. ქართველებისთვის სპარსულ–მაჰმადიანური კულტურა უცხო რამე არ ყოფილა და თავისი პოლიტიკური მტრების მწერლობას, მეცნიერებას და ხელოვნებას ისინი დიდ პატივს სცემდნენ“. აკად. ივანე ჯავახიშვილი ცალსახად აღნიშნავს, რომ „ქართველ–მაჰმადიანთა ბრძოლას არასდროს წმინდა სარქმუნოებრივი ბრძოლის ხასიათი არა ჰქონია“. ასეთი გახლავთ ისტორიული ჭეშმარიტება. ჩვენს დროში ირანმა ერთ-ერთმა პირველთაგანმა სცნო ახალი საქართველო. ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ახალ საქართველოს შორის ოფიციალური ურთიერთობის დამყარების მიზნით გადადგმული პირველი ნაბიჯი გახლდათ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს ხელმძღვანელის ბ–ნ ბაჰრამ ყასემის შეხვედრა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მისი აღმატებულება ბ–ნ ზვიად გამსახურდიასთან, რომელიც შედგა 1991 წლის 21 ნოემბერს თბილისში. საუბარი ეხებოდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობებში მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ტრადიციებს, საქართველოს მდგომარეობას, პრობლემებს, რაც თან სდევს საქართველოს მისწრაფებას, მოიპოვოს სრული დამოუკიდებლობა, საქართველო-ირანის მომავალ მრავალმხრივ თანამშრომლობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდებოდა 1992 წლის თებერვალში თეირანში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი მურმან ომანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან ასათიანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ჯემშიდ გიუნაშვილი და სხვები. აღნიშნული მიმართულებებით გადადგმული მეორე ნაბიჯი განხორციელდა ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების მეცამეტე წლისადმი მიძღვნილი ზეიმის დროს თეირანში 1992 წლის თებერვალში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკად. გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი აკად. თამაზ გამყრელიძე და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფ. ჯემშიდ გიუნაშვილი ირანის მთავრობის მიერ მიჭვეულნი იყვნენ საიუბილეო ღონისძიებაზე დასასწრებად და პროგრამით გათვალისწინებულ სამეცნიერო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული პოლიტიკურ საკონსულტაციო საბჭოს წევრმა და საქართველოს დროებითი მთავრობის რწმუნებით აღჭურვილმა აკად. თამაზ გამყრელიძემ აწარმოა მოლაპარაკებები ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ბ-ნ ა. ბეშარათისთან და სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის პირველი სამმართველოს დირექტორთან ბ-ნ ბ. ყასემისთან. ჩატარებული ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად 1992 წლის 6 თებერვალს ბ-ნმა თამაზ გამყრელიძემ და ბ-ნმა ყასემიმ ხელი მოაწერეს მემორანდუმს საქართველოს რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ ურთიერთობათა დამყარებისა და ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის პრინციპების თაობაზე. 1992 წლის 14 თებერვალს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“ აღნიშნავდა: „ირანის ისლამური რესპუბლიკა სცნობს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს“. ირანსა და ახალ საქართველოს შორის იმთავითვე დამყარდა ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა. საქართველოს მხრიდან განხორციელდა უმაღლესი დონის სამი ვიზიტი: ბატონი ედუარდ შევარდნაძის მიერ 1993 და 1996 წ.წ., ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2004 წელს, ხოლო ირანის მხრიდან ბატონი ჰაშემი რაფსანჯანის მიერ 1995 წელს. 2010 წლის 18 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ მაჰმუდ აჰმადინეჟადს, ისლამური საბჭოს მეჯლისის (პარლამენტი) თავმჯდომარეს, ბატონ ალი ლარიჯანის, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ მანუჩეჰრ მოთაქის, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანს, ბატონ საიდ ჯალილის. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის, მათ შორის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, საქართველოში ირანული ინვესტიციების მოზიდვის საკითხები. შეთანხმდნენ, რომ ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მე-5 სხდომა უახლოეს მომავალში გაიმართება. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და დაადასტურეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აუცილებლობა. მასმედიასა და ზოგი ოფიციალური პირის გამონათქვამებში ირანის ისლამური რესპუბლიკის შესახებ ხშირად გაიჟღერებს ხოლმე ასეთი ინფორმაცია: ეს არის ქვეყანა, სადაც ფუნდამენტალისტ კლერიკალთა მცირე ჯგუფს მძევლად ჰყავს აყვანილი იზოლაციაში მოქცეული და რეპრესირებული მოსახლეობა... ირანის მთავრობის ბირთვული ამბიციები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო თანამეგობრობას, მსოფლიომ ირანს არ უნდა მისცეს ნება დაეუფლოს ბირთვულ იარაღს. „საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება“ მკითხველს გააცნობს რამდენადმე განსხვავებულ ინფორმაციას. 1996 წელს დოქტორ მეჰრზად ბორუჯერდის მიერ შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ წიგნში „ირანელი ინტელექტუალები და დასავლეთი“ აღნიშნულია: „ამჟამად ირანელი ინტელექტუალების წინაშე დგას საკითხი, რომელსაც მიჰყავს ისინი მაცდური „მოდერნიზმისაკენ“ და საკუთარი მშობლიური ჩიხისაკენ“ (გვ. 181). 1997 წელს შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა უწყების ჟურნალ „ფორინაფეე“-ის ივლის-აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ: „ ანტიდასავლური ირანის ისლამური რესპუბლიკა ხშირად გაოცებას იწვევს თავისი ერთგულებით დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი, განსაკუთრებით კი პარლამენტით. ირანის მეჯლისის მოღვაწეობის დეტალური შესწავლა გვიჩვენებს, რომ ირანში არიან კომპეტენტური პოლიტიკოსები, რომ პარლამენტში იმართება ნამდვილი დებატები, რომ ამ უწყების საქმიანობის გაცნობით შეიძლება ირანის შესწავლა... დღეს ირანში არსებობს უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ბევრ სხვა ქვეყანაში“ (გვ. 164). 2003 წლის ცნობილი ამერიკელი ირანისტი ნიკი კედი თავის წიგნში „თანამედროვე ირანი“ აღნიშნავს: „სეკულარული იდეები უფრო მყარია ირანში, ვიდრე ისლამური სამყაროს რომელიმე სხვა ადგილას“ (გვ. 316). 2006 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა გამოსცა წიგნი „დემოკრატია ირანში“. წიგნის ავტორები ალე ყეისარი და ვალი ნასრ აღნიშნავენ: „ირანში მეტი დემოკრატიაა, ვიდრე შუა აღმოსავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანაში, თურქეთის გარდა... როგორც ისლამურმა სახელმწიფომ ირანმა გაიარა უფრო გრძელი გზა დემოკრატიისკენ, ვიდრე შუა აღმოსავლეთის სხვა სეკულარულმა სახელმწიფომ, რაც ბადებს ბევრ კითხვას“ (გვ. V – VI). 2006 წელს რეი თეიქეიჰმა შეერთებულ შტატებში გამოსცა წიგნი “ფარული ირანი“, რომელშიც აღნიშნა: „შეერთებული შტატები გამოიჩენენ კეთილგონიერებას თუ უარს იტყვიან რეიგანისდროინდელ რიტორიკასა და „ცივი ომის“ პოლიტიკაზე – ამერიკის ძალისხმევას შუა აღმოსავლეთში სჭირდება უფრო ხატოვანი მიდგომა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ურთიერთობაში“ ( გვ. 226 ). თეოკრატიულ ირანს ორიგინალური და თარგმნილი ლიტერატურის გამოცემის საქმეში პირველი ადგილი უკავია რეგიონში. როგორც აღვნიშნეთ, სპეციალურ ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ ღიაობის, სეკულარიზმისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვის თვალსაზრისით ირანი რეგიონში მხოლოდ თურქეთს თუ ჩამორჩება. ირანის თავდაცვითი ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალია რეგიონში. ირანს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა აქვს 160 ქვეყანასთან. მთავარი პარტნიორები არიან: საამიროები, გერმანია, ჩინეთი, შვეიცარია, რუსეთი და სამხრეთ კორეა, რომლებთან აკავშირებს მრავალმილიარდიანი გაცვლა. ამ ქვეყნებიდან იმპორტი ირანის იმპორტის 55 პროცენტს უდრის, ხოლო ირანის არანავთობპროდუქტების ექსპორტის 46 პროცენტს უდრის. ირანის ისლამური რესპუბლიკა ინტენსიურად ავითარებს თავის სამეცნიერო-ინტელექტუალურ და ინდუსტრიულ პოტენციალს, შესაბამის სტრუქტურებს შემუშავებული აქვთ განვითარების გრძელვადიანი გეგმები სახალხო მეურნეობის, მეცნიერების, კულტურისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგებში. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ირანი იმედის თვალით უყურებს მომავალს. საქართველო-ირანის სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობისა და თანამშრომლობის საზოგადოება. გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ სპეციალური ჩანართი. 11 თებერვალი. 2010 წ. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#508
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ახალი ქვეთავი 155 – ქართული საგანძური – «ერისიონი».
Georgian Treasure – «ERISIONI». 2010 წლის 16 თებერვალი. ვიდეოს მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებ Dj–Vakho-ს. <vipzon@inbox.ru> http://www.youtube.com/watch?v=XDUyTdSYrZI -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#509
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
თავისუფალ დროს ნახეთ ჩემს საიტში სხვადასხვა დროს ატვირთული ვიდეოები
http://www.youtube.com/results?search_quer..._type=&aq=f -------------------- www.fereidani.ge
|
xixaneli |
![]()
პოსტი
#510
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 45 რეგისტრ.: 20-February 10 წევრი № 8,216 ![]() |
მაქვს ბედნიერება და 2 ქართველი ფერეიდნელი მყვას მონათლული
![]() -------------------- ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა...
|
gugua |
![]()
პოსტი
#511
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
http://www.youtube.com/results?search_quer...arch_type=&aq=f
ეს ლინკი ჩემმა დისშვილმა ვახომ გამიკეთა. ერთად მოაქცია საიტზე სხვადასხვა დროს ატვირთული ვიდეოები. თუ კიდევ არ იხსნება, მაშინ ეს ლინკი მოსინჯეთ: http://www.youtube.com/user/fereidani თუმცა ჩემთან ორივე უპრობლემოდ იხსნება. თუ არც ეგ არ გაიხსნა, მაშინ ცალკ-ცალკე სინჯეთ: ქვეთავი 22 – ქართული ენის პირველი ყრილობა 1. მზადება ყრილობისათვის – ნაწილი 1 2. მზადება ყრილობისათვის – ნაწილი 2 3. ალავერდი-ხან უნდილაძის ხიდის მაკეტი 4. საიდ მულიანის მისალმება 5. თანაფესვნი და თანაერნი 6. «ვარდს პირი და ზურგი არ აქვს» 7. ქართველების სავიზიტო ბარათი – «სულიკო» http://www.youtube.com/watch?v=6KwLrV5LHZ8 http://www.youtube.com/watch?v=Rv2b5Xj1M5U http://www.youtube.com/watch?v=my3tITrJuLI http://www.youtube.com/watch?v=DYjZx3lE7IU http://www.youtube.com/watch?v=PC4BE3srcmw http://www.youtube.com/watch?v=bRnwbBLUlCA http://www.youtube.com/watch?v=bsnUeU88l4M ... და ისევ ფერეიდანში. ნაწილი III http://www.youtube.com/watch?v=WM4L27oETVU ქვეთავი 64 – ინა ინარიძე – აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი! http://www.youtube.com/watch?v=TO8zpolSl5s http://www.youtube.com/watch?v=3QxdOtALue4 ქვეთავი 107 – კონდრათ თავაძე (თავაზოჰი) http://www.youtube.com/watch?v=JnXmNZ5YSH0 http://www.youtube.com/watch?v=aUZ32x75_YE ქვეთავი 143 – თათარიახნად... 2009 წლის 14 ოქტომბერი. სვეტიცხოვლობა ღვთაების მონასტერში. http://www.youtube.com/watch?v=z9XId0gdl6I http://www.youtube.com/watch?v=Px-DqAevbNQ http://www.youtube.com/watch?v=tLuGgB5HCSQ http://www.youtube.com/watch?v=TO8zpolSl5s http://www.youtube.com/watch?v=y52agWhabow http://www.youtube.com/watch?v=w9ND2QRNd0o -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#512
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
პრესრელიზი სასწრაფოდ გასავრცელებლად!
10 მარტს, ოთხშაბათს, 5 საათზე ბათუმს ეწვევა თეატრის ცნობილი მოღვაწე, სტოკჰოლმის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერკალტის“ (შვედეთი) ხელმძღვანელი კრის ტორსი და მისი თანაშემწე კორინა ოპრეა. ბათუმში დაგეგმილ შეხვედრებს კოორდინირებას გაუწევს ევროპის კულტურის პარლამენტის წევრი, კულტურის საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასია“ პრეზიდენტი ლევან ხეთაგური, რომელიც ამავდროულად ბათუმის თეატრის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორიც არის. „ინტერკალტი“ როგორც საერთაშორისო უკვე 20 წელზე მეტი ხანია მოღვაწეობს ევროპაში კულტურის სფეროში. კრის ტორსის ხელმძღვანელობით უკვე რამდენიმე წელია ევროპაში ხორციელდება კულტურული პროექტი „ზღვები“, რომელიც მოიცავდა ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებს, შარშან აღნიშნულმა საერთაშორისო კულტურულმა პროექტმა მოიცვა შავი ზღვის ქვეყნები ბულგარეთი და თურქეთი, 2010 წელს კი საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში ჩაერთვება საქართველო, კერძოდ ბათუმი. პროექტის ოფიციალური პარტნიორია ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ზაზა ხალვაშმა და კრის ტორსმა ერთმანეთი ლუბლიანაში „აი-თი-ემის“ მორიგ შეხვედრაზე გაიცნეს. კრის ტორსის ვიზიტი ბათუმში მოწმობს იმაზე, რომ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ბათუმს და ზაზა ხალვაშს დიდი ნდობა გამოუცხადა. კრის ტორსი, კორინა ოპრეა და ლევან ხეთაგური შეხვედრებს გამართავენ საერთაშორისო პროექტის „ზღვები“ ოფიციალურ პარტნიორთან საქართველოში ბათუმის თეატრის მმართველთან ზაზა ხალვაშთან, ასევე 11 მარტს დაგეგმილია შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრ მათე ტაკიძესთან და ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორებთან ზვიად ელიზიანთან და გიორგი გოგიბერიძესთან. ხვალ და ზეგ საპატიო სტუმრები დაესწრებიან ბათუმის თეატრის სპექტაკლებს „ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით“ და „ნუგზარი და მეფისტოფელი“ (რეჟისორი გიორგი თავაძე). შვედი სტუმრების მიზანია ბათუმის, როგორც კულტურული ქალაქის, ჩართვა საერთაშორისო კულტურულ პროექტში „ზღვები“. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი საერთაშორისო კულტურული პროექტების განხორციელებას, მსახიობების მომზადებას და გადამზადებას და ა. შ. შვედი სტუმრები ბათუმს 12 მარტს დატოვებენ. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 877 90 40 41 ლაშა ჩხარტიშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#513
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 145 – «ურაკპარაკი» – მიხეილ ღანიშაშვილი
http://www.youtube.com/watch?v=2G5q-JS-q9g...feature=channel ქალბატონ თამარ ბუკიას, ბატონ გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილს! უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ სურათების განთავსებისთვის! დიდად მასიამოვნეთ, აღფრთოვანებული ვარ! მიხარია თავად ასეთი კარგები და კეთილები რომ ხართ! აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც საღამოზე იმყოფებოდა! გენუკვით ილტოსპირელი, სამადლობელად აენთო, პოეზია და ლექსია ჩვენი სანიშნე საერთო! მიყვარხართ სწორად ყველანი, არ განგასხვავებთ წამ ერთო, სიკეთემ მიძღვნა, რაც სურდა გულგრილობას რომ წაერთო! მზიანს გისურვებთ მომავალს, ზედ უფალს მადლიც დაერთოს!.. -------------------- www.fereidani.ge
|
დედაკაცი |
![]()
პოსტი
#514
|
![]() შემინდეთ და მაპატიეთ ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 22-February 10 მდებარ.: საქართველო წევრი № 8,226 ![]() |
პირველად გასულ წელს შევხვდი ფერეიდნელ მოძმეებს...
ძალიან დიდი სითბო მოდიოდა მათგან. ადამიანები ყველაფერ ქართულს სათუთად ეპყრობოდნენ! ბავშვებთან როცა ვთამაშობდი ვკითხე, ფეხშიშველი რად დარბიხართ-მეთქი და დამტვრეული ქართულითა და თურქული კილოთი მიპასუხეს, საქართველოს მიწაა, წმინდა მიწაა, არაფერი დაგვიშავდებაო... ძალიან მინდა, რომ ერთად ვიყოთ! ისე, კი არა, როგორი დამოკიდებულებაც ეხლაა საქართველჴში, არამედ უფრო ღრმა, უფრო ცხოველი სიყვარულით გვიყვარდეს ყველაფერი ქართული: სული, მიწა, წინაპართ მემკვიდრეობა... გუშინ მამა იაკობმა შემცნებით საუბრებზე ახსენა ”ეროვნულობა ხის ქერქივითაა, ის იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებასო”... მართლაც ეროვნულობით შეინარჩუნეს მართ ყველაზე დიდი... იმედი! იმედი დაბრუნებისა! რწმენა უფლისა! ღმერთმა გაგვახაროს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქართველნი, შეგვმატოს ძალა ჭეშმარიტ გზაზე ურყევად სვლისა! -------------------- ჩვენ მხოლოდ შენი ვართ, უფალო, როგორც გნებავს - ისე წარმართე ჩვენი ცხოვრება, მხოლოდ - შეგვიწყალე! დაგვსაჯე, როგორც გსურს, ოღონდ გვიხსენი!...
|
gugua |
![]()
პოსტი
#515
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
სტამბოლი. თურქეთი.
http://www.youtube.com/watch?v=sEg0VQdLEIQ ორჰან სარდაღი (ოთარ ბერიძე) და ჰუსეინ იუსუქ http://www.youtube.com/watch?v=C0BYcvTeiPQ&feature=channel სეფა და ოთარ ბერიძეები -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#516
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გთხოვთ, მოინახულოთ ახალი ქვეთავი 157 – ახლა კი სტამბოლში (102-ე ქვეთავის გაგრძელება).
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#517
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გთხოვთ, მოინახულოთ ახალი ქვეთავები:
157 – ახლა კი სტამბოლში (102-ე ქვეთავის გაგრძელება). 158 – ფარნა-ბექა ჩილაშვილი – ფაჰრეთთინ ჩილოღლუ პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#518
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
ქვეთავი 106 – უხუცესი პილიგრიმი – გიორგი ამუზაშვილი.
წმინდა ნინოს მომლოცველობითი გზა – ნაწილი 1 და 2. http://www.youtube.com/watch?v=5NrAi_Kg-kc http://www.youtube.com/watch?v=AGdIk1Jfe2E -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#519
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
საინფორმაციო წერილი
–––––––––––––––––––––– საქართველოს დიასპორების ასოციაციების კავშირი ” ნოსტალგიის ” ინიციატივით ტარდება საერთაშორისო კონფერენცია გარეჯის უდაბნოს განაშენიანებისა და ეკონომიკური განვითარების პრობლემები კონფერენციების მიზანია შეკრიბოს და ერთმანეთს გააცნოს სპეციალისტები, რომელთა კვლევები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური განვითარების პროექტების მოსამზადებლად. ხელი შეუწყოს მეცნიერებსა და მეწარმეებს, მრგვალ მაგიდასთან დისკუსიისას გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ამ პრობლემებზე, გააცნონ თავიანთი ხედვები ერთმანეთს, დაგეგმონ თანამშრომლობის სავარაუდო მიმართულებები და საშუალებები, მეწარმეებსა და საინვესტიციო კომპანიებს შესთავაზონ კონკრეტული პროექტები. კონფერენციის ფორმატი მომხსენებლებს არ ზღუდავს თემატიკით, თუკი ის პირდაპირ ან ირიბად ეხმიანება კონფერენციის შინაარსს. შეიძლება წარმოდგენილ იქნეს როგორც ზო–გადი, ისე კონკრეტული ხედვა, პროექტები და კვლევები ნებისმიერი სამეცნიერო დარ–გიდან. კონფერენციის ერთ – ერთი მიზანია, შეიქმნას სპეციალისტთა გუნდი, რომელიც მო–ამზადებს საგრანტო პროექტებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონ–დებში წარსადგენად, კონფერენციების თემატიკის შესაბამისად. მოხსენებათა თეზისები გამოქვეყნდება კრებულის სახით, ხოლო მოხსენებათა სრული ტექ–სტები დაიბეჭდება ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალში ”,Plants Science". ნაშრომები წარმო–დგენილ უნდა იქნეს უნიკოდში, შრიფტით sylfaen. თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატე–ბოდეს 1 გვერდს, 10 ნომერი შრიფტით. ელექტრონულ ჟურნალში სტატიების მოცულობა შეზღუდული არაა. ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,Plants Science". შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე : http://ecopharm.sangu.ge და www.medgeo.net თეზისებისა და შრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 მაისი. თეზისები და სტატიები უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mpifarm@gmail.com ან სკაიპით: levan.shengelia3 კონფერენციის სავარაუდო სექციები: გარეჯის უდაბნოს რესურსები – ისტორიული ძეგლები და ისტორია – ფოლკლორი – ფლორა – ფაუნა – ბუნებრივი რესურსები გარეჯის უდაბნოს ეკონომიკური განვითარების საკითხები – ქსეროფიტული სამკურნალო მცენარეთა წარმოებისა და გადამუშავების ინფრასტრუქ– ტურის განვითარება გარეჯში – სპეციფიკური ფარმაცევტული ნედლეულის წარმოების პერსპექტივები – ქსეროფიტული კაკლოვანების პლანტაციების განვითარება – მეცხოველეობა და მეცხოველეობის საკვები ბაზა – ტურიზმის განვითარების პერსპექტივები გარეჯის უდაბნოში გარეჯის განაშენიანების საკითხები – ქსეროფიკულ მცენარეთა ბოტანიკური ბაღის შესაქმნელად გარეჯში – დეკორატიული მცენარეები გარეჯის უდაბნოსათვის კონფერენციის საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებენ საიტები :http://ecopharm.sangu.ge და www.medgeo.net საკონტაქტო ელფოსტა : mpifarm@gmail.com -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
![]()
პოსტი
#520
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 ![]() |
გთხოვთ, მოინახულოთ მიხა ხელაშვილის საქველმოქმედო საღამო.
ქეთავი 145 – „ურაკპარაკი“ http://www.youtube.com/watch?v=qcIJcD6I9GI -------------------- www.fereidani.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th August 2025 - 06:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი