IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> " მოციქულთა ნაკვალევზე "
ლილიანა
პოსტი Oct 1 2006, 09:18 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მერაბ კოსტავა ნაწყვეტი წერილიდან " მოციქულთა ნაკვალევზე "
unsure.gif



მრავალმა უწყის თU რაოდენ დიდი როლი შასრულეს მოციქულებლმა , ქრისტეს უახლოესმა მოწაფეებმა კაცობრიობის ევულოციის საქმეში მისივე მითითებით რომ მოიარეს მსოფლიო რათა ეხარებინათ კაცთათვის განკაცება ღვთისა და მკვდრეთით აღდგომა მისი , მაცხოვრის ცოცხალი სიტყვა უქადაგათ და გოლგოთაზე დატრიალებული გასაოცარი სიყვარულისა და თავგანწირვის , იმ უმაგალითო ზნეობრივი გმირობის ძალა და მადლი შთაღვარეს ადამიანში . დიახ, ქრისტეს უშვალო მხილვეველთა და ღმერთის ხელით შემხებელთა აუწყეს სამყაროს , რომ იგი აღდგა და ცად აამაღლდა არა მარტოოდენ ერთი ერისთვის რომლეშიც კანსაკაცებლად მოვიდა არამედ მთელი კაცობრიობისათვის , აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე , მისი ცნობიერი და მორალური გრადაციის წარსამართავად . თითოეულმა მოციქულმა უსაზღვრო , მეტად თავისებური წვლილი შეიტანა მათთვის საერთო საკრალურ საქმეში . მათ წინასწარ იცოდნენ სად , ან რისთვის უნდა წასულიყვნენ , რომელ ქვეყანაში ექადაგად უწყოდენ დანიშნულება თითოეული ერის სულისა , მნიშვნელობა მათი ჰარმონიული ურთიერთქმედებისა კულტურის გოლაბალიზაციის საქმეში .
კურთხეული ის ქვეყანა ასდაც ფეხი დაუდგამთ მოციქულებს და მით უდრო კურთხეული , თუკი მკვიდრთა მისთა ყურად უღიათ სიტყვანი მათნი . ბედნიერია საქართველო წილხვდომი ღვთისმშობელისა . რამეთუ ორმა მოციქულმა იქადაგა მის წიაღში სიტყვაი ღთისა , რითაც იმთავითე რვალის სიმტკიცე შესახლა იბერთა სულში . ვის უნდა სცოდნოდა , თუ არა კავკასიაში ღვთის მადლის მოსაფენად მოსულ ქრისტეს მოწაფეებს საიდუმლო საქართველოს მისსიისა : რომ იბერია ოდიდგანვე იდგა უძველეს სამხრეთელ და უახლოეს ჩრდილოელ ხალხებს შორის და არა მარტოოოდენ სივრცულ , არამედ დროთან განმყოფს და განმაწესებლსაც წარმოადგენდა , რადგან ამ ხალხების კულტურურათა განვითარებას თავთავისი დრო ქონდა დადგენილი და მათი აღრევა არც თითიოეული მათგანის მისიისა და მსოფლიო კულტურის განვითარბისთვის არ იქნებოდა მიზანშეწონილი , რადგან დაირღვეოდა ხალხთა კულტურების თანმიმდევრულობისა და დროში მონაცვლეობის პროვიდენციაულური უქცევადობით აღბეჭდილი ურყევი მსოფლიო კანონი .
კავკასიის კარიბჭის ჩარაზვა , ანუ თვითშენარჩუნების მძლავრი იმპულსი ოდითგანვე მეზობელი ქვეყნის მიმართ არაა გრესიული , მაგრამ აგრესორთა წინააღმდეგ ნიადაგ მედგრად მებრძოლი საქართველოსი თითქმის გამორიცხავდა სკვითეთში სამხრეთული კოლხების შეჭრას , რითაც იბერიის სამანებს გაცილებული ქრისტიანული მისსია საერთაშორისო მნიშვნელობას იძენდა.დიახ ჩვენ ვიდექით როგორც სამხრეთ -აღმოსავლეთისკენ წაწეული ფორპოსტი ქრისტიანობისა და ვაკავებდით ისლამურ ურდოებს . ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის ამიერ მოქმედების უნარს . ჩვენს გამო ვერ მიაღწიეს რუსეთამდე არაბთა , სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა.ქრისტიანულ რელიგიას თითქოს არ განუცდია რუსეთში დევნა . მაგრამ ძემოხსენებული ურდოები რო შესეოდნენ რუსეთს , შესძლებდა კი იგი ქრისტიანული რელიიგიის შენარჩუნებას ? გაუძლებდა დევნას ?


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 1 2006, 03:26 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა
კავკასიის კარიბჭის ჩარაზვა , ანუ თვითშენარჩუნების მძლავრი იმპულსი ოდითგანვე მეზობელი ქვეყნის მიმართ არაა გრესიული , მაგრამ აგრესორთა წინააღმდეგ ნიადაგ მედგრად მებრძოლი საქართველოსი თითქმის გამორიცხავდა სკვითეთში სამხრეთული კოლხების შეჭრას , რითაც იბერიის სამანებს გაცილებული ქრისტიანული მისსია საერთაშორისო მნიშვნელობას იძენდა.დიახ ჩვენ ვიდექით როგორც სამხრეთ -აღმოსავლეთისკენ წაწეული ფორპოსტი ქრისტიანობისა და ვაკავებდით ისლამურ ურდოებს . ჩვენ ვაცლიდით მათ კავკასიონის ამიერ მოქმედების უნარს . ჩვენს გამო ვერ მიაღწიეს რუსეთამდე არაბთა , სპარსთა და ოტომანთა იმპერიის ურდოებმა.ქრისტიანულ რელიგიას თითქოს არ განუცდია რუსეთში დევნა . მაგრამ ძემოხსენებული ურდოები რო შესეოდნენ რუსეთს , შესძლებდა კი იგი ქრისტიანული რელიიგიის შენარჩუნებას ? გაუძლებდა დევნას ?


საქართველოს გარეშე ვერც ქრისტიანობას მიიღებდა რუსეთი (ქართველი განდეგილების მიერ რუსეთის გაქრისტიანებაზე წერს ჩვენი წმინდა პატრიარქი წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II 1910 წელს რუსულ ენაზე გამოსულ სქელტანიან გამოკვლევაში "ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში") და ვერც შეინარჩუნებდა მართლმადიდებლობას, მაგრამ სკვითურ-სლავურ-მონგოლოიდური ნაზავი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმეBით, გამყიდველობით(გაგვყიდეს ყველასთან სადაც შეძლეს) და პერმანენტული ინტერვენციებით გვიმასპინძლდება დღემდე!

გაიხარე!
როგორც ყოველთვის ნატიფი მასალა შეგირჩევია!

უფალი გფარავდეს!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Oct 1 2006, 03:37 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ციტატა
გამყიდველობით(გაგვყიდეს ყველასთან სადაც შეძლეს) და პერმანენტული ინტერვენციებით გვიმასპინძლდება დღემდე!


მაგაში მართალი ხარ, დღემდე რუსეთის ეკლესიაში ბევრი არიან ვინც არ მალავენ სურვილს აფხაზეთში ეკლესიების შემოერთებას


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Oct 1 2006, 04:17 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ყველა ჩვენგანს შეგნებული უნდა ქონდეს ის დიდი სულიერი მისია რომელიც ჩვენ დაგვეკისრა უფლის მიერ უნდა ვიგრძნოთ ის ძალა რა ძალითაც ჩასახლდა იბერთა გულებში რწმენა და სიტყვა ღვთისა


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Oct 2 2006, 01:54 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ფიქრის აღმართი

რწმენა ასკდება იჭვის ბარიერს,
გზა ერთ ადგილზე ხტის, -
მე გადამრიეს,
შენ გადაგრიეს,
ვერ გადარიეს ის.

მზე ნაფოტივით მიაქვთ გრიგალებს,
სხვა ყველაფერი დგას,
მე ამიკრძალეს,
შენ აგიკრძალეს,
ვერ აუკრძალეს მას.

ვაი, ერთმანეთს ვიგდებთ აბუჩად,
ფიქრის აღმართი გვღლის, -
მე გამაჩუმეს,
შენ გაგაჩუმეს,
ვერ გააჩუმეს ის.

მორის ფოცხიშვილი


ციტატა
ყველა ჩვენგანს შეგნებული უნდა ქონდეს ის დიდი სულიერი მისია რომელიც ჩვენ დაგვეკისრა უფლის მიერ უნდა ვიგრძნოთ ის ძალა რა ძალითაც ჩასახლდა იბერთა გულებში რწმენა და სიტყვა ღვთისა


გრიგოლ რობაქიძე

მიმართვა ქართველი ახლაგაზრდობისადმი

მამული გულით გიხმობთ შორეთიდან ახალგაზრდებო! თუ ჩემი მწერლური ნაქმი უცნობია თქვენთვის, სახელი მაინც გაგეგონებათ ჩემი. შემეკითხებით: რატომ დავტოვე საქართველო, ჩვენი მამული და დედული ეგზომ მშვენიერი და ტკბილი? მოგითხრობთ. ბოლშევიკები გაჰყვირიან: „ხალხურ დემოკრატიას“ ვამყარებთო. სიყალბე მათი ამ სახელდებაშიც ჩანს: „დემო“ ნიშნავს ბერძნულად ხალხს; მაშასადამე, „ხალხური დემოკრატია“ ასე უნდა იკითხებოდეს: „ხალხური ხალხო-კრატია“. ვამყარებთ დემოკრატიასო, უფრო მართალი იქნებოდა ეთქვათ: „ვამყარებთ დემონოკრატიასო“. ეს არაა ხუმრობა. ადამიანისათვის უკანასკნელი საყრდენი უზენაესია - ღმერთი. საბჭოეთში ყოველი რწმენა ზებუნებრივისა დადაგულია ლენინის ... სიტყვებით: „ტრუპოლოჟესტვა“. ყურები გვაქვს გამოჭედილი, ხალხთა კეთილდღეობისათვის ვიბრძვითო; ამავე დროს, ხალხს, როგორც ცოცხალ კრებულს, ბასრი დანით სახსრებს უხსნიან. ხალხის ალაგს მასაა გამეფებული, რომელშიც პიროვნება, ეს უხვთიერესი მოვლენა, სრულიად ითქვიფება. არავითარი სახე აქ არაა და მაშასადამე არავითარი სახიერი. დილითგან შუაღამემდე გაისმის: „დავეწიოთ, გავუსწროთ!“ ხალხი წელზე ფეხს იდგამს და ჭაპან-წყვეტაშია. ყოველი ცალკეული ნუმერია მხოლოდ და ნუმერი - ნაკელი, ეგრეთ წოდებულ: „სოციალისტური მშენებლობისათვის“. ვამეტებ? დღევანდელი მოდგმა ნაკელად ეფინება ხვალინდელს, ხვალინდელი ასევე უნდა ეფინებოდეს მომავალს და ასე დაუსრულებლად. რაც ნოყიერდება ნაკელით, არის მხოლოდ კოლექტივი-ბნელი და უსახელო. ხალხისთვის რჩეული თავითავს სწირავდა და როგორც გმირი, სახელი მისი ნათელით იფინებოდა მთელი ისტორიის კიდეგანით. საბჭოეთში ქანცმორეული „სტახანოვეცი“, კოლექტივისათვის განწირული, ამოტივტივდება ხოლმე გაზეთების ფურცლებზე და ამ ფურცლებთან ერთად, რომელთაც სხვა მიზნისთვის ხმარობენ, ივიწყება ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ რჩება.

მცენარე იზრდება; ქართველთა გენია იტყვის: მცენარე ხარობს. არის სიხარული საბჭოეთის მშენებლობაში? ძველად გლეხი, თითქოს მზის თესლებით სავსე, სიყვარულით უახლოვდებოდა მიწას, ვითარ ქმარი, რათა გაენაყოფიერებინა მისი საშო. მიწა ნაყოფს გამოიღებდა მადლით, გლეხი სიხარულით თვრებოდა. თუ მონახავთ ასეთ გლეხს რომელიმე კოლმეურნეობაში, თუგინდ ერთადერთს, სიტყვა უკან წამიღია. ვერ მონახავთ. ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა ადამიანი, როცა იგი თავის-უფალია; თავისუფლებაა სხივური ელემენტი ადამიანში. ვინაა თავისუფალი საბჭოეთში? არავინ. იქ ყველაფერი აკრძალულია, რაიც არაა ბრძანებული. დღეს რომ ერთი ბრძანებლობს, ხვალ იგი დასახვრეტად მიჰყავთ. ბერიას ხვედრი საბჭოეთში გამონაკლისი არაა. იქ იგი ყოველდღიური მოვლენაა. დამხვრეტთ გუშინდელი მბრძანებლისა შიშის ქარი ურბენთ სახსრებში; ფიქრობენ: მათაც არ ხვდეთ ეს ბედი. არის ეს დემოკრატია? შესაძლოა, შემედაოთ ამ დებულების გამო, გარნა ვიცი სადღაც მიმალულ კუნჭულში თქვენი არსისა დამეთანხმებით. თანხმობას მყისვე მიჩქმალავთ, რადგან შიში აგიყვანთ, მალული აზრი თქვენი, რომ არ იქნას ყურადღებული. საბჭოეთში კაცს შიშის გამო მოსვენებით ვერც კი დაუძინია. ეშინია სიზმარში ბოდვით არ წამოსცდეს გულნადები აზრი რაიმე. ასეთია საბჭოეთის სამოთხე. ეს სამოთხე მივატოვე და არა ნამდვილი სამოთხე, შეუდარებელი სამშობლო ჩვენი. მოწყვეტილი ვარ ჩვენს დედამიწას, ხოლო შორეული ფესვებით მაინც მასთან ვარ. ეს ფესვებია უცხოეთში რომ მაცოცხლებენ. ქალნო და ვაჟნო, ახალგაზრდებო! დღე არაა თქვენზე და თქვენთვის არ ვფიქრობდე გულაჩუყებული და თვალცრემლიანი. ვფიქრობ, თქვენში შეჭრილია ბოლშევიზმის განმხრწნელი ძალა. თანვე ამასაც ვიგულვებ, რომ ამას ერთი მაგალითი ნათლივ დაგისახავთ. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნეთაგან მოშვენული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც. მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, რა ძალის არიან ძირა ფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე, ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით.

გულწრფელად იღეთ ყურად სიტყვა ესე, სიტყვა, რომელიც წრფელი გულიდგანაა წამოშვებული და მამური გრძნობებით თქვენკენ მოშვებული. დაენდეთ მხოლოდ და მხოლოდ ღრმა სიტყვას ამ ძირა ფენებიდგან; იქაა გულის ძგერა და მაჯის ცემა საქართველოსი; იქაა განმეტყველება მისი. ისმენთ ამ ხმას, თქვენში წამოიჭრებიან წმინდა ნინო, რომელმაც ვაზის ჯვრით გვაზიარა ქრისტეს მცნებას, დავით აღმაშენებელი - ფუძემდებელი საქართველოს ხელმწიფებისა, მეფე თამარ, მზიური შარავანდი იმ ხელმწიფებისა, ქეთევან დედოფალი - წმიდა ნინოს დობილი, წამებული ვაზის ჯვრისათვის... იაკობ ხუცესი, გიორგი მერჩულე, შოთა, საბა სულხან ორბელიანი, ილია, აკაკი, ვაჟა; წამოიჭრებიან თქვენში ძლევამოსილებით და მხრებში ამართულთ თქვენ ვერა გძლევთ რა, იყვეს იგი თუგინდ დემონური ძალა ბოლშევიზმისა. დაიმყენით სიტყვა ესე თქვენ ყმაწვილნო გულებში, ახალგაზრდებო! ხალასო ნერგებო საქართველოს მომავლისა! გესმით? გიხმობთ ქართველი მწერალი, რომელსაც მწერლური გეზით ჯერ კიდევ მარდათ აქვს ამართული მარჯვენათი მზიურ მეწამული ალამი საქართველოსი. ისმინეთ ხმა ჩემი და ჩემთან ერთად გადასძახეთ მშობლიურ მთა-ველებს: მზეგრძელ იყავ საქართველო!

1954 წ. მიუნხენი


მერაბ კოსტავა

* * *
შენ გევედრები სულით გლახაკი,
ვინმე დევნილი სიმართლისათვის,
თუმც ვერ ვამრავლე სამსხვერპლო ხარკი,
ვეღარ გავიღე თავი ღვთისათვის.

გამოუთქმელო წმინდა საბაოთ,
თვალაპყრობილი მოგმართავ ზენარს,
მასმინე სიტყვა დაუსაბამო,
ნუ ამარიდებ მშობლიურ მზერას.

არ მითხოვია შავი დღისათვის
თვალის წილ თვალი, კბილის წილ კბილი,
არ განმიკითხო ცოდვებისათვის,
არ განმიტეო უძღები შვილი.

ოდეს ვირეკდე, განმიღე კარი,
ელვავ, ღრუბლებში შემოპარულო
და განმიახლე სულის საყდარი,
სასოებაო და სიხარულო.

როდესაც წართქვი: „იყავნ ნათელი“,
აღენთო ჭაღი მზიანი ღამის.
აელდა თვალი, ტაძრის სარკმელი,
განმმარტებელი სანთელი გვამის.

შენ მიანიჭე ნათელი იმ მზეს,
რადგან გწადია ჩვენც გაგიმზევდეთ,
რომ იმავ თვალით, რომლითაც გვიმზერ,
შენვე გხედავდეთ, შენვე გიმზერდეთ.

მაშ, რაღას ვაქნევ წელთა სიბერეს,
რაღას დამაკლებს ჟამთა დინება,
თუკი მეოხად ხმა შენმიერი
და შენი მადლი მომეფინება.

სული მარტვილი აღვაპყარ შენდა,
ოდითგან ქმნილი შენეულ ხატად,
გულის სიღრმეში დაფარულს ხედავ,
დაფარულთათვის მიმაგებ ცხადად.

და დაფარული თუ გაცხადდების,
იმ პირველ სიტყვის მადლით მთოვარო,
ღირსად მყავ შენი გამოცხადების,
დამბადებელო და მაცხოვარო.

თუ სიდიადე იმ პირველ თქმულის,
საღვთო სინედლის არის პირობა,
მომმადლე ლექსით აღვსებულ გულის,
დაუშრეტელი ოქროპირობა.

ცდაში მარჯვენა არ მომიცარო,
აბჯრად ამასხი ძალი თმენისა,
უკვდავებისა შთამასვი წყარო,
შემასხი ფრთენი აღმაფრენისა.

და მაშინ ვიტყვი, მსხვერპლი შენთვისაც
ეკლიან გზებზე ავათავთავე,
რადგან ვით სულის, ნაღდი ლექსისაც,
სასუფეველი არის სათავე.

იმედი იგი, ყოვლის მძლეველი,
მეოხად ჩვენდა შენგან ისახვის,
რადგან კაცთაგან შეუძლებელი,
შესაძლებელი არის ღვთისათვის.

ჭეშმარიტების მიჯნურთა მწდეო,
ბჭეთა დახშულთა ლოცვავ ფარულო,
მარადი მამის მარადო ძეო,
რწმენავ, იმედო და სიყვარულო.


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 5 2009, 10:39 AM
პოსტი #6


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ვაააა
ეს რა ძველი თემაა


ციტატა
Oct 1 2006, 10:18 AM






--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 12:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი