![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#141
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ნაციზმი არ აგცდება თუ შესაბამისმა ხალხმა იხილა შენი პოსტი
![]() ![]() ![]() |
remedeos |
![]() ![]()
პოსტი
#142
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 13-January 08 წევრი № 3,627 ![]() |
გამარჯობა, მე გერმანიაში ვცხოვრობ და ძალიან გამიხარდა ამ ფორუმს რომ მოვაგენი. ყველას მოგესალმებით!!! ვერ წარმოიდგენთ როგორ მენატრება ჩვენი ქვეყანა! თუმცა, დიდი ხანი არ არის რაც ჩამოვედი. იცით რა მდგომარეობაში ვარ? კარგიც არ მინდა აქაური, ჩვენებური მირჩევნია ყველაფერი
![]() ![]() ![]() ![]() და კიდევ ერთი, ჩინელებზე საუბრობდით და ამის შესახებ მინდა ვთქვა: უნდა ნახოთ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ჩინური მაღაზიები საქართველოში და გერმანიაში! ზუსტად გუშინ ვიყავით ჩინურ მაღაზიაში და გავშტერდი: სამ სართულიანი მაღაზია, პირველ სართულზე რესტორნით და მომღიმარი პერსონალით. ხარისხი - რა მოსატანია იმასთან, რასაც ქართულ ჩინურ მაღაზიებში წააწყდებით ![]() ![]() ![]() ![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#143
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
remedeos
კეთილი იყოს შენი მაუსი ჩვენს ფორუმზე! გაიხარე! -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
qetevani22 |
![]()
პოსტი
#144
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 12-March 08 წევრი № 4,158 ![]() |
![]() ჩემო ლამაზებო და კარგებო, ვატყობ მეტად გადარდებთ ჩვენი ბედი და დიდად მახარებს ეგ ამბავი. ვხედავ ჩვენი ცუდიც დაინახეთ და კარგიც, თუმცა თქვენი ცუდი და კარგიც რომ გაგეხსენებინათ ურიგო არ იქნებოდა ![]() აქ, ყოველ შემთხვევაში გერმანიაში, ძირითადად ორი კატეგორიის ხალხია, გოგოები ოპერები - გერმანისტები, და დანარჩენი... ჩამოდიან როგორც წესი არა დალხენილი ოჯახებიდან, არიან ცოტა იმაზე მეტი ამბიციების მქონე, ვიდრე ეკუთვნით. თუმცა ამბიციის ნაკლებობას არც საქართველოში განიცდიან... მაგრამ, აი აქ ჩამოსულებს შიშველი სიმართლე ხვდებათ და არა ვარდისფერი სათვალიდან დანახული საზღვარგარეთი! შრომობენ, შრომობენ და შრომობენ. ზოგს თავისი პატივმოყვარეობა ისეთ რამეს ათქმევინებს, რასაც გულის სიღრმეში სიმართლედ არც თვლიდნენ. თუნდაც იმას ვგულისხმობ, საქართველოს ძაგებაო, ზოგიერთმა რო ახსენა აქ. ზოგი მანდ დროებით ჩამოსული, სამწუხაროდ მანდაურების ხელშეწყობით, უფრო მეტად პატივმოყვარენი ხდებიან, რაც ალბათ მათთვის კიდევ უფრო ძნელი გადასატანია. საზოგადოდ იმაზეც შეიძლება მსჯელობა, როგორ უყურებს საქართველოში დროებით ჩამოსულ ემიგრანტს ქართველი? მომიტევეთ, ეს თემა ისეთივე მტკივნეულია და არ გავაგრძელებ, უბრალოდ პრობლემა წამოვჭერი. ამ თემას დასასრული არ აქვს და აქ არ არსებობს ერთი ან მეორე მხარე. ამიტომ როგორც ითქვა, არც მე განვიკითხავ ვინმეს. KAIROS ![]() ეგ საქართველო კი, ზოგს საქართველოშივე დაკარგული აქვს... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ერთი პერიოდი ვფიქრობდი აქ უნივერსიტეტში სწავლაზე,მაგარამ მოძღვარმა მითხრა,რომ ეხლაც შემიძლია გამოვადგე ჩემ ქვეყანას ამ ცოდნით ![]() |
stumari |
![]()
პოსტი
#145
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 66 რეგისტრ.: 19-August 06 წევრი № 84 ![]() |
qetevani22
ვიფიქრე, ვიფიქრე რა მომეწერა და... სამწუხაროდ კარგი არაფერი მადგება ენაზე. და მაინც!.. ნიკიდან გამომდინარე, 22 წლის იქნები. არაფერია, ცხოვრება წინაა და შესაბამისად ბევრი რამის სწავლა აწიც შეიძლება! ციტატა მომიტევეთ ყველამ,მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ რომელ რეალობას? დაკონკრეტებული ვერ იყო და დამაინტერესა ძალიან. ციტატა რაიონებიდან(და არა თბილისიდან) ესე იგი, საქართველო თბილისი და რაიონებია? ეს, როგორც ახალი აღმოჩენა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მაინცდამაინც ბევრი ვერ გავიგე ნაწერიდან მაგრამ, ერთი ცხადი იყო, რაიონებიდან ჩამოსულებს უჭირთ, თბილისიდან ჩამოსულებს სწავლა უნდათ... მე, არც ოპერი ვარ და არც მაინცდამაინც ღატაკი ოჯახის შვილი, ვცხოვრობ გერმანიაში, და რომელ კატეგორიაში ვარ ნეტავ? ჩემი თავი ვერც შენს დანაწილებულ პირველ ნაწილში ამოვიცანი და ვერც მეორეში და რა ნომერის ნაწილის ნაწილი ვარ ნეტავ? ჰო კიდევ ისადა, მე რაიონ ქუთაისიდან ვარ. ჩვენ, ქართველებს, გალიიდან ახალი გამოსულივით გვემართება. თავისუფლება, თავისუფლება..... თავისუფლებას და "აშვებას" ერთმანეთისგან ძნელად ვარჩევთ და... იქ გვირჩევნია, სადაც არ ვიბოჭებით. P.S. ეხ, ტაია შელია... -------------------- "ასეა, ჩემო, ურმით დადისო ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევაო ბოლოს."
|
qetevani22 |
![]()
პოსტი
#146
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7 რეგისტრ.: 12-March 08 წევრი № 4,158 ![]() |
qetevani22 ვიფიქრე, ვიფიქრე რა მომეწერა და... სამწუხაროდ კარგი არაფერი მადგება ენაზე. და მაინც!.. ნიკიდან გამომდინარე, 22 წლის იქნები. არაფერია, ცხოვრება წინაა და შესაბამისად ბევრი რამის სწავლა აწიც შეიძლება! რომელ რეალობას? დაკონკრეტებული ვერ იყო და დამაინტერესა ძალიან. ესე იგი, საქართველო თბილისი და რაიონებია? ეს, როგორც ახალი აღმოჩენა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მაინცდამაინც ბევრი ვერ გავიგე ნაწერიდან მაგრამ, ერთი ცხადი იყო, რაიონებიდან ჩამოსულებს უჭირთ, თბილისიდან ჩამოსულებს სწავლა უნდათ... მე, არც ოპერი ვარ და არც მაინცდამაინც ღატაკი ოჯახის შვილი, ვცხოვრობ გერმანიაში, და რომელ კატეგორიაში ვარ ნეტავ? ჩემი თავი ვერც შენს დანაწილებულ პირველ ნაწილში ამოვიცანი და ვერც მეორეში და რა ნომერის ნაწილის ნაწილი ვარ ნეტავ? ჰო კიდევ ისადა, მე რაიონ ქუთაისიდან ვარ. ჩვენ, ქართველებს, გალიიდან ახალი გამოსულივით გვემართება. თავისუფლება, თავისუფლება..... თავისუფლებას და "აშვებას" ერთმანეთისგან ძნელად ვარჩევთ და... იქ გვირჩევნია, სადაც არ ვიბოჭებით. P.S. ეხ, ტაია შელია... როგორც ჩანს ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგე ![]() ![]() P.S ხო კიდევ ასაკზე რატომ გაამახვილე ყურადღება?კი,22ის ვარ ,ბევრიც ვისწავლე და ბევრიც წინ მაქვს,როგორც ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს.და ერთი პოსტიადან ნუ გავაკეთებთ სხვის განათლებაზე და ინტელექტზე დასკვნებს,კარგი??? |
stumari |
![]()
პოსტი
#147
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 66 რეგისტრ.: 19-August 06 წევრი № 84 ![]() |
qetevani22
ციტატა ერთი პოსტიადან ნუ გავაკეთებთ სხვის განათლებაზე და ინტელექტზე დასკვნებს, ![]() ჩემო კარგო, განა შენს განათლებასა და ინტელექტს მე შევეხე? მე, არა... ... ... აზრადაც არ მომსვლია ![]() იცი რა მაღიზიანებს? სხვის თვალში ბეწვის აღმოჩენა და სხვაზე გადაბრალებ-თითის მიშვერა! თუ ქართველების გადაგვარებაზე ვსაუბრობთ, ასე კი ნუ ვიტყვით რომ ქართველები გადაგვარდნენ, არა! არამედ, ქართველები გადავგვარდით!!! ის ყველა გადაგვარებული და გადმოგვარებული ქართველი, ჩვენი ნაწილია და ჩვენ ვართ! ციტატა მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა,რომ რაიონებიდან ჩამოსულები უმეტესად აქ დარჩენაზე ფიქრობენ შენი ჭირიმე, ეგ აღარ თქვა რა! ![]() და დედაქალაქიდან ჩამოსულები რაზე ფიქრობენ? სიტყვა "უმეტესობას" ყურადღება მივაქციე მაგრამ, მაინც ნუ დაყოფ რა!!! თორემ გადაგვარება მეწყება ![]() საქართველო=თბილისი და სხვა დანარჩენი ![]() აქ ჩამოსულებს, სხვა გარემო გვხვდება და ბუნებრივია ვიცვლებით. მარტო ხარ. ეს ის დროა, ხელი თუ არ გაანძრიე, რომ დაიხრჩვები. გეშინია, ეცემი, ტირი, გშია, გიხარია... და ეს ყველაფერი მარტოს! იცი რომ შენი თავი მხოლოდ შენ გაბარია და მეორე ნაპირზე გასასვლელად ძალ-ღონე ორმაგად გჭირდება. ზოგი ამას ვერ ეგუება, ზოგიც ცდილობს მაგრამ ვეღარ უძლებს. შედეგი კი, ზოგისთვის სავალალოა და ზოგისთვის კიდევ მაგალითი მომავლის! მთავარია რაღაც რაღაცეების გარჩევა ვისწავლოთ, ისე რომ, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ ად საით მივდივართ! -------------------- "ასეა, ჩემო, ურმით დადისო ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევაო ბოლოს."
|
k@the |
![]()
პოსტი
#148
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
qetevani22
stumari მართალია, ყველანი მარტონი ვართ და ყოველ კამათსაც, მარტო განვიცდით მერე სახლში. ![]() საქართველო არაა თბილისი და დანარჩენი. ამაზე მგონი ცალსახად შევთანხმდით ყველანი. დანარჩენი აზრთა სხვადასხვაობა კი არაუშავს. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
maiam tqva |
![]()
პოსტი
#149
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 23-February 08 წევრი № 4,007 ![]() |
ორი წელი ვიცხოვრეთ მე და ჩემმა მეუღლემ ამერიკაში. საოცარი დრო იყო, დავბრუნდით და რა? მეუღლე უკვე 6 წელია ირლანდიაშია და აქეთ აღარც აპირებს ჩამოსვლას. იმიტომ რომ აქ არავის ვჭირდებით. სკოლის დირექტორების კონკურსში ყველა ეტაპი გადავლახე და რა? ვიღაც სამეურვეო საბჭოს არ მოვეწონე და წყალში ჩამეყარა ამდენი შრომა. ესაა ქვეყანა? რა ვასწავლო ბავშვებს ისწავლონ თუ "კრიშა"ზე იჩალოჩონ? თუ ფულით იყიდონ ყველაფერი? იქნებ თქვენ გაგიმართლად ჩემზე მეტად?
|
keta11 |
![]()
პოსტი
#150
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3 რეგისტრ.: 9-April 08 მდებარ.: Germany წევრი № 4,514 ![]() |
მე 12 წლის ასაკში მომიწია საზღვარგარეთ წასვლა, მშობლების გარეშე, დეიდამ წამიყვანა. ეს იყო 1992 წელი, როდესაც საკმაოდ რთული და მძიმე სიტუაცია იყო საქართველოში. მას მერე 16 წელი გავიდა! ჩემთვისაც კი დაუჯერებელია ხოლმე ეს ციფრი...რა თქმა უნდა ყოველ ზაფხულს ჩამოვდიოდი საქართველოში და ეს იყო ჩემთვის ენით აუწერელი ბედნიერება და მით უფრო მძიმე და დიდი ტკივილი იყო უკან დაბრუნება. ოდესღაც (დაახლ. 4-5 წლისშემდეგ) ისეთი გაუსაძლისი გახდა ნოსტალგია რომ დროებით დავბრუნდი კიდეც სამშობლოში და თავს ძაან ბედნიერადაც ვგრძნობდი, მაგრამ ერთ წელიწადში უკან მომიწია წამოსვლა. გერმანიაში დავამთავრე სკოლა და შემდეგ ვმუშაობდი კიდეც 4 წლის განმავლობაში სანამ დავქორწინდებოდი. მეუღლე ქართველია და გვყავს სამი შვილი. ახლა მათთან ერთად დავდივარ ყოველ ზაფხულს საქართველოში
![]() ყოველ დღე ვფიქრობ იმაზე თუ როდის და როგორ მოვახერხებთ საქართველოში დაბრუნებას, და მჯერა რომ ეს მალე მოხდება!!! ვფიქრობ, ყველა ქართველმა კარგად უნდა გაათვიცნობიეროს ის თუ რას ნიშნავს იყო ქართველი და მართლმადიდებელი, რომ ჩვენი ერთიანობა და ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენთაგანის და სრულიად საქართველოს გადარჩენისათვის.... -------------------- ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა...
|
iako |
![]()
პოსტი
#151
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
გაიხარე ქეთ.
ეს რა ნაცნობი სურათი დაგიდევს. ![]() ქეთა11 არის ჩვენი გმირი დედა, რომელიც 3 შესანიშნავ ადამიანს უზრდის ჩვენს სამშობლოს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
nana_007 |
![]()
პოსტი
#152
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
ციტატა ერთნი(მომიტევეთ ყველამ,მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ),რომლებიც რაიონებიდან(და არა თბილისიდან) არიან და არ უნდათ იქ დაბრუნება qetevani22 ქეთევან ![]() გეტყობა რომ ახალი ხარ უცხოეთში, თორემ თანამემამულეებს მასე არ დაახარისხებდი, სხვა თუ არაფერი. ყველაზე მეტად იმაზე მწყდებოდა გული, როცა ქართველს შევხვედრივარ, გამხარებია და ჩემთვის უკითხავს: "როდის მიდხარ თბილისში ან როდის იყავი ბოლოს თბილისში?" ანუ გული მტკენია, რომ მათთვის საქართველო მარტო თბილისია? იქნება სულაც არ ჩავდივარ თბილისში და ბათუმელი ვარ, რა არიფები ვართ თუ თავს იარიფებენ არ მესმის. ასეთი მიდგომა არაა ლამაზი, არც იმის განხილვა, ვინ რაზე ჩამოდის უცხოეთში, ყველას მისი ცხოვრეა აქვს და მისი პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და მსაჯულები ნუ გამოხვალთ ნურავინ. სხვას არაფერს არ ართმევენ ისინი, ვინც გინდა ის იყოს. მასე ენის "სასწავლებლად" ჩამოსული ბევრი თბილისელი მინახავს ისეთ სიტუაციაში, რომ ღმერთმა მაპატიოს და მიტირია სირცხვილისგან... ამიტომ, სანამ დაპოსტავ, მანამდე უნდა გადაწყვიტო, ამ პოსტით სხვას შეურაცხყოფას აყენებ თუ გულს ტკენ ამავე დროს. თუ რჩევას გაითვალისწინებ, მეორედ და სხვასთან მაინც არ თქვა ასეთი რამ, იქნებ ახალგაზრდობით მოგივიდა . ენას ძვალი არ აქვს,მაგრამ მაგისთვის არსებობს ცენზურა. მე ვარ ქართველი და არავითარი მაშასადამე!!! -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
KAIROS |
![]()
პოსტი
#153
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ორი წელი ვიცხოვრეთ მე და ჩემმა მეუღლემ ამერიკაში. საოცარი დრო იყო, დავბრუნდით და რა? მეუღლე უკვე 6 წელია ირლანდიაშია და აქეთ აღარც აპირებს ჩამოსვლას. იმიტომ რომ აქ არავის ვჭირდებით. სკოლის დირექტორების კონკურსში ყველა ეტაპი გადავლახე და რა? ვიღაც სამეურვეო საბჭოს არ მოვეწონე და წყალში ჩამეყარა ამდენი შრომა. ესაა ქვეყანა? რა ვასწავლო ბავშვებს ისწავლონ თუ "კრიშა"ზე იჩალოჩონ? თუ ფულით იყიდონ ყველაფერი? იქნებ თქვენ გაგიმართლად ჩემზე მეტად? ![]() რა სამწუხაროა... ესაა რეალობა და არა ის რასაც ტრიბუნებიდან ყვირიან... ეჰ, რომ ჩავიდნენ საქართველოში, სად ჩავიდნენ, რა გააკეთონ? ![]() ციტატა რომლებიც რაიონებიდან(და არა თბილისიდან) არიან და არ უნდათ იქ დაბრუნება ნუ ნანამ კი გიპასუხა, მაგრამ შევეშვათ აქ ასეთ პოსტებს, არაა ეგ ლამაზი და შეურაცხმყოფელია! ისე კი ნან, ბერლინში რომ ვიყავი კი იქ დღესაც დასავლეთ ბერლინელი აღმოსავლეთ ბერლინელს დღესაც "ჩამორჩენილად" თვლის, და სახლები აღმოსავლეთში უფრო იაფია, და მაღაზიებში უფრო დასავლეთში დადიან... ასე რომ გასაკვირია ვინმე წალენჯიხას და თბილისს განასხვავებს... ისე კი მართლა ცუდი და სამარცხვინოა... ჩვენთან აქ ესეთები არ გვინდა... თბილისში და წალენჯიხაში კი არაა პრობლემა, არამედ სინდისში და გონებაში... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
nana_007 |
![]()
პოსტი
#154
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
KAIROS
გერმანიაში საშინელი კუთხურობაა, ანუ კუთხეები რა,ადრე ყველა თითქმის ცალკ-ცალკე სახელმწიფო ან სამთავრო იყო, აგრეთვე დიალექტი და ერთმანეთზე ანეკდოტები, ისევე როგორც ჩვენთან ![]() სხვათაშორის, გერმანელებიც მიდიან "ოპერებად" სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში,მაგრამ არა იმიტომ, რომ გერმანიაში უჭირთ, არამედ კულტურის, ენის, ხალხის გასაცნობად. ამიტომ ქართველ გოგო-ბიჭთა ოპერობას მაინცდამაინც ნუ მივაწერთ "ფულის შოვნას", ან იმდენს რას ღებულობენ, რომ შოვნა ეწოდოს. ასევე მე მინახავს ფრანგი , ირლანდიელი და ამერიკელი ოპერი გოგონებიც ![]() თუ ვინმეს გაჭირვების გამო უნდა დარჩენა, ისინი წვალობენ და ოჯახებსაც უვლიან საქართველოში.რაც ნამდვილად არ არის დასაძრახი. ვისაც როგორ მოეწყობა ხელი ისე ცხოვრობს ![]() ციტატა ყველანი მარტონი ვართ K@the მართალია სამწუხაროდ ![]() ![]() ![]() ღმერთმა ყველას უშველოს და მათ შორის ჩვენც! -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
alilo |
![]()
პოსტი
#155
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 303 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,393 ![]() |
.
-------------------- კაცმა ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინოს ,რომ როცა უკან მოიხედავს იმ ჩანადენის შერცხვეს, ეს ჩანადენი შეიძლება იყოს სიტყვის,საქმის ან გულის-ხმის ყოპის სახით.
|
stumari |
![]()
პოსტი
#156
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 66 რეგისტრ.: 19-August 06 წევრი № 84 ![]() |
რაღა ვთქვა, რაღა დავამატო
![]() გერმანიას მოვკარი ყური და.... აქ, ჰესენში ისე დასცინიან ბავარიელებს, პირდაპირ მიყვარს მათი მოსმენა ![]() ![]() აღმოსავლეთ გერმანია ხომ საერთოდ, ერთი დიდი სოფელია და ა.შ. ![]() ![]() საქართველოში ნუ იქნება ეს სამარცხვინო დაყოფა დედაქალაქ-რაიონებად და, გერმანელები რაინს გაჰყოლიან ![]() 22 წლის ქეთევანს მგონი ვაწყენინე, აღარ გამოჩენილა. გამოჩნდი ქეთევან, გამოჩნდი. სწავლა სიბერემდე-ოოო ციტატა თბილისში და წალენჯიხაში კი არაა პრობლემა, არამედ სინდისში და გონებაში... აი ამას, ავტორის ადგილზე, დიიიდი, კი არადა, უზარმაზარი ასოებით დავწერდი! -------------------- "ასეა, ჩემო, ურმით დადისო ბედისწერა ამქვეყნად, რაც უნდა ჩქარა ირბინო, მაინც წამოგეწევაო ბოლოს."
|
kmunebi |
![]()
პოსტი
#157
|
![]() ლაშა–გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 ![]() |
უმეტესობამ არ იცის რეგიონებში როგორი გაჭირვებაა.
![]() ყველა უკრაინასა და თურქეთს მიაწყდა,მიზერულ თანხაზე მუშაობენ,რომ აქეთ ოჯახები არჩინონ. ![]() ![]() ![]() -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
KAIROS |
![]()
პოსტი
#158
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა თბილისში და წალენჯიხაში კი არაა პრობლემა, არამედ სინდისში და გონებაში... აი ამას, ავტორის ადგილზე, დიიიდი, კი არადა, უზარმაზარი ასოებით დავწერდი! კაი, ბატონო გავამუქებ, ეგ თუ უშველის ![]() ციტატა უმეტესობამ არ იცის რეგიონებში როგორი გაჭირვებაა. ყველა უკრაინასა და თურქეთს მიაწყდა,მიზერულ თანხაზე მუშაობენ,რომ აქეთ ოჯახები არჩინონ. დღეს საქართველო იგრძნობა მხოლოდ თბილისში და ისიც ნაწილობრივ. მე ბათუმელი ვარ და კარგად ვიცი აქ როგორაც ვცხოვრობთ და რაც ხდება... რეალობაა... ნათელი რეალობა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kmunebi |
![]()
პოსტი
#159
|
![]() ლაშა–გიორგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,367 რეგისტრ.: 11-April 08 მდებარ.: ბათუმი (Porto Franco) წევრი № 4,538 ![]() |
აქეადნ წასულკები არც ცუდს გაურბიან და არც კარგისაკენ მირბიან,უბრალოდ დაიქანცენ. უნიჭიერეს ადამიანებს ვკარგავთ...
![]() ![]() -------------------- "გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"
ილია ჭავჭავაძე |
nana_007 |
![]()
პოსტი
#160
|
![]() I need a hero... ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 ![]() |
აქეადნ წასულკები არც ცუდს გაურბიან და არც კარგისაკენ მირბიან,უბრალოდ დაიქანცენ. უნიჭიერეს ადამიანებს ვკარგავთ... ![]() ![]() ზემლიაკ ![]() ![]() პ.ს. წასვლის მიზეზები სხვადასხვაა და ბევრს უწერია აქ დაახლოებით მაინც. -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 2nd July 2025 - 04:35 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი