IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> მიზეზი საქართველოდან წასვლისა...
nana_007
პოსტი Apr 24 2008, 05:46 PM
პოსტი #181


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა(არაგველი @ Apr 24 2008, 08:10 AM) *

ალილო გაიხარე. smile.gif მეც მიკვირს ხოლმე, რომ დაიწყებენ ლაპარაკს საქართველოს ბედზე, გაჭირვებაზე, უსუფთაობაზე, დანაშაულის გაზრდაზე. რამდენი ქვეყანაა უარესად?


გუშინ ღამე აქ ერთერთ სახელმწიფო არხზე ZDF ვუყურე რეპორტაჟს ჩინეთიდან, ისედაც რაღაც ცუდად ვიყავი და სუსტად, და ეს რა ვნახე ახლაც შეწუხებული ვარ sad.gif დედები ეძებდნენ წლობით დაკარგულ შვილებს, რომლებიც თურმე ზოგი მოტყუებით, ზოგიც მოტაცებით წაუყვანიათ და მობენად ყავდათ აგურების სათლელად კარიერებზე sad.gif ეს იყო უსაშინლესი რამ, რაც 21-ე საუკუნეში შეიძლება მოხდეს, ნაცემი, მშიერი, დაბეჩავებული,ბევრი მოკლული ნახეს... ვაიმე, როგორ ტიროდნენ დედები sad.gif ასეთი საშინელება მშვიდობიან ქვეყანაში თუ შეიძლებოდა, ვერც წარმომედგინა. უფრო შემეცოდნენ ახლა ჩინელები .

ღმერთო დალოცე და დაიფარე ჩვენი საქართველო!


პ.ს. K@the, გახსოვს ქართველი გოგო-ბიჭი რომ შეგვხვდნენ საღამოს ჩვენთან და როგორ აკომპლეკსებდა ის ბიჭი იმ საწყალ ქალს? მოკლედ, დროზე ჩავერიეთ მგონი, მაგრამ გააგრძელებდა კიდევ ცხადია პროპაგანდას sad.gif არწმუნებდა, რომ საქართველო ცუდია, ქართველები ცუდი , უნდა ერიდოს მათ და დაბრუნებაზე არც უნდა იფიქროს. რაც არ უნდა ნაცისტი მიძახონ , მე ვფიქრობ, რომ ალბათ ეთნიკური ქართველები არ არიან ასეთები, არამედ მხოლოდ ქართულ გვარიანი ქართულად მოლაპარაკეები.. რა ვიცი აბა.


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Apr 25 2008, 03:04 AM
პოსტი #182


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ციტატა(არაგველი @ Apr 23 2008, 09:54 AM) *

საკმაოდ მაკრიტიკეთ. smile.gif არც თქვენ იცით, როგორ მიცჰირს მე ცხოვრება, არც თქვენ იცით, როგორ მტკივა მე საქართველო და არც ის იცით, რამდენჯერ მიტირია მე, 24 წლამდე მოსულ ბიჭს საქართველოს შემხედვარეს... არც ის იცით რამდენი დავკარგე საქართველოსთვის... არ იცით, რომ გერმანიაში გავუშვი შეყვარებული, არ იცით, რომ ეს შეყვარებული თვეები მეხვეწა, მასთან წავსულიყავი... არ იცით, რომ სხვა გზა არ დამიტოვეს და მართლა მივდიოდი, მაგრამ რადგან ჩემი ჯიბე შეზღუდულია, ჩემს საშველად ავადმყოფობაღა რჩებოდა სერიოზული... ტკივილის ადვილად ვიტან და მეც რა მენაღვლებოდა, მენისკი დამემართა. ასე ავირიდე თავიდან საქართველოს დატოვება. არ იცით ბევრი რამ და ნუ მაკრიტიკებთ ასე. მით უმეტეს, გაუგებრად არ დამიწერია არც ერთი სიტყვა. კარგად გადახედეთ ჩემს წერილს და ნახეთ, არავის არ ვაგინებ მე. მე ვაგინებ საქართველოს გამკიდველებს და თუ გული დაგეწვათ თქვენს გულში ეძებეთ მაგის პასუხი და მე ნუ მლანძღავთ.
ეს საქართველოა ხალხო... რამდენი ხართ აქედან წასული? რამდენი თქვენნაირის მაგივრად აქ ახლა რამდენი ჩინელი დადის? თუ ხვდებით მაინც, რომ ხელოვნურად გიქმნიან წასვლის მიზეზს? თუ ხვდებით, რომ ისტორია მეორდება და საქართველო დღესაც ქართველების გარეშე ურჩევნიათ? ხვდებით ამას? თქვენ ქართველები ხართ, ქართველებმა მთელი თავისი ცხოვრება ბრძოლით გალიეს სამშობლო რომ შეენარჩუნებინათ... თქვენ კი ადვილ და უკეთეს ცხოვრებას ეძებთ საზღვარგარეთ. ნებისმიერი ქართველი ჩემს თავზე ძალიან მიყვარს, არც შეურაცხყოფას გაყენებთ აქედან წასულებს, ვიცი როგორ გრძნობთ თავს და მაგიტომ... მაგრამ აქ რომ გეცადათ სწავლა, იქნებ უკეთესი ყოფილიყო? აქ რომ გეცადათ ცხოვრების მოწყობა და ვიღაცის სატანურ გეგმას ბრმად არ წამოჰგებოდით, იქნებ გამოგსვლოდათ? თუ ყველა ასე წავიდა, აქ მარტომ ვიარო? კარგით რა ხალხო...


ასეთი საინტერესო პოსტი მართლა არ წამიკითხავს არსად.........

ყველაფერში ვეთანხები ადამიანს......
გაიახრეეე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 25 2008, 03:23 AM
პოსტი #183


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თქვენ კი ადვილ და უკეთეს ცხოვრებას ეძებთ საზღვარგარეთ. ნებისმიერი ქართველი ჩემს თავზე ძალიან მიყვარს, არც შეურაცხყოფას გაყენებთ აქედან წასულებს, ვიცი როგორ გრძნობთ თავს და მაგიტომ... მაგრამ აქ რომ გეცადათ სწავლა, იქნებ უკეთესი ყოფილიყო? აქ რომ გეცადათ ცხოვრების მოწყობა და ვიღაცის სატანურ გეგმას ბრმად არ წამოჰგებოდით, იქნებ გამოგსვლოდათ? თუ ყველა ასე წავიდა, აქ მარტომ ვიარო? კარგით რა ხალხო...

ამაზე დაწერე კაცო საინტერესოაო? ... წასვლა კი არაა პრობლემა, რომელიც ხანდახან აუცილებელი საჭიროებაცაა, არამედ დაბრუნდება და საქართველოზე ზრუნვა!


ვთხოვ ყველას, შეეშვას ემიგრანტებს, ჩვენ ჩვენი ტკივილი გვაქვს და ჩვენი ჯვარი, თუ ტარებაში არ დაგვეხმარებით ლანძღვა მაინც მოგვაკელით, ემიგრანტების წყალობითაა მაქ რომ ასობით ათასი ადამიანი არსებობს და სწორედ მაღალ განათლებულმა ადამიანებმა უნდა შეძლოს საქართველოში განათლება ჩამოიტანონ თანამედროვე, გიორგი მთაწმიდელი მაინც არ გახსოვთ? საქართველოდან 80 პატარა ბიჭი გაიყვანა,..... , ნუ ეძებთ პრობლემას იქ სადაც არ არის, პრობლემა არის გულში და გონებაში, თორემ არაპატრიოტი შეიძლება რუსთაველი პროსპექტზეც იყო და უძლიერესი პატრიოტი ჯომოლუნგმაზეც!

და იმას რაზეც პასუხი აქვს გაცემული, თავიდან ნუღარ ამოსწევთ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 25 2008, 12:44 PM
პოსტი #184


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ერთი თეოლოგის სიტყვები გამახსენდა მან მოიყვანა ერთი ასეთი მაგალითი,
როდესაც დედაშენს უჭირსო ავად არის, ხომ მიდიხარ მასთან და ეხმარები რათა გამოჯამრთელდეს და არ ეუბნები დე კარგად რომ იქნები მერე გინახულებო, ასევეაო სამშობლოც რომელსაც ეხლა ჯირდება შენი დახმარება სანამ ავად არის.
ძაან მძიმე მოსასმენი სიტყვებია user.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი Apr 25 2008, 01:57 PM
პოსტი #185


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



ციტატა
ერთი თეოლოგის სიტყვები გამახსენდა მან მოიყვანა ერთი ასეთი მაგალითი,
როდესაც დედაშენს უჭირსო ავად არის, ხომ მიდიხარ მასთან და ეხმარები რათა გამოჯამრთელდეს და არ ეუბნები დე კარგად რომ იქნები მერე გინახულებო, ასევეაო სამშობლოც რომელსაც ეხლა ჯირდება შენი დახმარება სანამ ავად არის.
ძაან მძიმე მოსასმენი სიტყვებია user.gif


შენ ასრულებ ამას? smile.gif



--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 26 2008, 08:09 PM
პოსტი #186


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
როდესაც დედაშენს უჭირსო ავად არის, ხომ მიდიხარ მასთან და ეხმარები რათა გამოჯამრთელდეს და არ ეუბნები დე კარგად რომ იქნები მერე გინახულებო, ასევეაო სამშობლოც რომელსაც ეხლა ჯირდება შენი დახმარება სანამ ავად არის.

ძალიან ცუდი შედარებაა, ხშირად ამ გამოჯანმრთელებას ექიმი სჭირდება და არა სასთუმალთან ჯდომა, ექიმობას კი ცოდნა, ცოდნას კი ხშირად გასვლა და განათლების მიღება!
და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო ისწავლეთ ემიგრანტთა სიყვარული, ნუ მიყვებით ამ ბნელ და უაზრო, გამთიშველ ჩაკეტილობას, არა ვართ მარტო ამ დედამწიაზე, უამრავ ერს ყავს ემიგრაცია და უფრთხილდება მას!
რატომ უნდა ვიმეორებდეთ ერთიდაიგივეს ამდენი ხანი?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Apr 26 2008, 09:35 PM
პოსტი #187


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



გაძლიერდით ემიგრანტებოოო ....მე მესმის თქვენი...მიყვარხართ და გელოდებით საქართველოში, როცა არ უნდა მოხდეს ეს 2kiss.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 27 2008, 08:40 AM
პოსტი #188


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(KAIROS @ Apr 26 2008, 08:09 PM) *

ძალიან ცუდი შედარებაა, ხშირად ამ გამოჯანმრთელებას ექიმი სჭირდება და არა სასთუმალთან ჯდომა, ექიმობას კი ცოდნა, ცოდნას კი ხშირად გასვლა და განათლების მიღება!
და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხალხო ისწავლეთ ემიგრანტთა სიყვარული, ნუ მიყვებით ამ ბნელ და უაზრო, გამთიშველ ჩაკეტილობას, არა ვართ მარტო ამ დედამწიაზე, უამრავ ერს ყავს ემიგრაცია და უფრთხილდება მას!
რატომ უნდა ვიმეორებდეთ ერთიდაიგივეს ამდენი ხანი?


და ვინ თქვა რომ არ გვიყვარხართ,ძაან მინდა რომ ყველა ჩემი მეგობარი ჩამოვიდეს რადგან იქ არიან სულაც არ ნიშნავს რომ არ მიყვარს,პირიქით დზაანაც მენატრებიან sad.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zeppelin
პოსტი Apr 27 2008, 09:39 AM
პოსტი #189


იეღოვას მოწმე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,380
რეგისტრ.: 9-December 06
მდებარ.: კაშმირი
წევრი № 659



seminarieli lela
ესმის ფლობს მისია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zedela
პოსტი Apr 27 2008, 04:29 PM
პოსტი #190


chuvaaaaak:)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,886
რეგისტრ.: 15-March 08
წევრი № 4,194



ციტატა(KAIROS @ Apr 25 2008, 04:23 AM) *

ამაზე დაწერე კაცო საინტერესოაო? ... წასვლა კი არაა პრობლემა, რომელიც ხანდახან აუცილებელი საჭიროებაცაა, არამედ დაბრუნდება და საქართველოზე ზრუნვა!
ვთხოვ ყველას, შეეშვას ემიგრანტებს, ჩვენ ჩვენი ტკივილი გვაქვს და ჩვენი ჯვარი, თუ ტარებაში არ დაგვეხმარებით ლანძღვა მაინც მოგვაკელით, ემიგრანტების წყალობითაა მაქ რომ ასობით ათასი ადამიანი არსებობს და სწორედ მაღალ განათლებულმა ადამიანებმა უნდა შეძლოს საქართველოში განათლება ჩამოიტანონ თანამედროვე, გიორგი მთაწმიდელი მაინც არ გახსოვთ? საქართველოდან 80 პატარა ბიჭი გაიყვანა,..... , ნუ ეძებთ პრობლემას იქ სადაც არ არის, პრობლემა არის გულში და გონებაში, თორემ არაპატრიოტი შეიძლება რუსთაველი პროსპექტზეც იყო და უძლიერესი პატრიოტი ჯომოლუნგმაზეც!

და იმას რაზეც პასუხი აქვს გაცემული, თავიდან ნუღარ ამოსწევთ...


ხო მაგრამ ბევრი სასწავლებლად რომ მიდის..მერე უკან დაბრუნების სურვილი აღარ უჩნდებათ და ეგაა დიდი პრობლემაა....
იქ უკეთესია და რა უნდათ საქართველოში...
ერთი ვიცი..ერთი წლით ამერიკაში წავიდა სასწავლებლად და რომ ჩამოვიდა იმის მერე გაიძახოდა ამერიკაო...სულ ამერიკაზე ლაპარაკობდა..სულ იმას ადარებდა ყველაფერს...
ესეც ხომ არ შეიძლება..

და მე ნამდვილად არ მითქვამს ემიგრანტები არ მიყვარსთქო....
ძაანაც მიყვარს..და ჩემი ახლობლებიც არიან წასულები...
მაგრამ წასვლა თუ გვინდა...დაბრუნებაც უნდა ვიცოდეთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი Apr 27 2008, 04:35 PM
პოსტი #191


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



სამშობლო ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, მართლა არაა ფუნთუშა, რომ ქიშმიში ამოვარჩიოთ და დანარჩენი გადავყაროთ... მე ვისთანაც მქონია შეხება, ყველა აქედან გაქცევაზე ფიქრობს მხოლოდ... საოცნებოდ გაუხდიათ საზღვარგარეთი... თითქოს იქ რომ წავლენ, ყველა პრობლემა თავისით გადაწყდება... საქართველო კი ჩირს წაუღია... ერთი კი არა, ათასობითაა ისეთი, რომელიც წასულა, ჩამოსულა და მხოლოდ იმას გაიძახის, რა კარგი იყო იქ, აი ისაა ქვეყანა და იქ ვიგრძენი თავი ადამიანად... საქართველო კი სუფთა ჯოჯოხეთია... კარგით, მასე იყოს...საქართველო იყო, არის და იქნება, მასეთი ,,ადამიანუკები" ვერ დააჩოქებენ.


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2008, 05:40 PM
პოსტი #192


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არაგველი, შენა კაცო, ვიღაც გინახავს, რაღაც გაგიგონია და რა უფლება გაქვს ყველას ერთ ქვაბში ხარშავ და წვავ? არ მოგცემთ მაგის უფლებას აქ მაინც, რომ ასე მოეპყრათ ემიგრანტებს, არაფერია იმაში ტყუილი რომ მართლაც ადამიანად თავი მართლა უცხოეთში იგრძნო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ამისათვის ყველამ უნდა მიატოვოს საქართველო!
ახლა ერთ რამეს გიმეორებთ, შეეშვით ამ გახლეჩვის და ტალახის სროლის ფილოსოფიას, არის ათობით ათასი და ალბათ უკვე ასობით ათასი ქართველი ვინც ვერ დაბრუნდება, თქვენი პოზიციით კი მათ კარგავთ, ეს კი წამგებიანია, არაქართულია,არაპატრიოტულია, არა ქრისტიანულია!
ცოტა ისტორია წაიკითხეთ, გაეცანით სხვა ხალხთა ცხოვრებას, სომხები მაქვე არ არიან? ირლანდიელებს ასეთი გამონათქვამი აქვთ, ყველა ირლანდიელი რომ დაბრუნდეს, ირლანდია ჩაიძირებაო, ყველა ქართველიც ვერ დაბრუნდება და ეს რეალობაა, ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას ვინც მიდის, რომ ისწავლეთ, იმუშავეთ და დაბრუნდით, ხოლო ვინც ვერ შეძლებს დაბრუნდებას, მაშინ კეტილი ვინებოთ და ტალახის სროლის მაგივრად და თითების ქნევის, ჭკუის დარიგების ნაცვლად, პატარა საქართველო იქ შევუქმნათ, კია რა ჩავიკეტოთ, გავდიდეთ, გავძლიერდეთ, კი არ დავკარგოთ, შევიძინოთ... კარგში დავემგვანოთ სხვებს, მაინცდამაინც ცუდში რომ ვართ ხუთოსნები!
აბა ახლა ემიგრანტების წინააღმდეგ სიტყვა არ გავიგონო biggrin.gif
ქრისტე აღსდგა!
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი Apr 27 2008, 05:43 PM
პოსტი #193


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



smile.gif მე ხმას აღარ ვიღებ. ყველას თავისი გზა აქვს და ეს გზა ურმის გადაბრუნების მერე ჩანს მხოლოდ.


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2008, 05:45 PM
პოსტი #194


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მე ხმას აღარ ვიღებ. ყველას თავისი გზა აქვს და ეს გზა ურმის გადაბრუნების მერე ჩანს მხოლოდ.

ურემს აბრუნებს გახლეჩის ფილოსოფია, თუ გაქვს რაიმე სათქმელი დაასაბუთე და თქვი, მე რაც დაგიწერე ისაა, რომ ცოტა ზომიერება გმართებს, ასე ერთიანად არ შეიძლება, ემიგრანტები კი დანარკარგი კი არა შენაძენი უნდა იყოს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი Apr 27 2008, 05:48 PM
პოსტი #195


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



შენაძენი კია ბატონო, მაგრამ საქართველოსთვის ნამდვილად არა. მაგრამ მე ყველაფერში გეთანხმებით უკვე, მეც უნდა წავიდე და ყველას მოგიწოდებთ: წადით ხალხო საქართველოდან, აქ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. საქართველო ნაგავსაყრელია, სკოლაა, სადაც უნდა ისწავლო და გაასწრო. წადით!


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2008, 05:53 PM
პოსტი #196


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შენაძენი კია ბატონო, მაგრამ საქართველოსთვის ნამდვილად არა. მაგრამ მე ყველაფერში გეთანხმებით უკვე, მეც უნდა წავიდე და ყველას მოგიწოდებთ: წადით ხალხო საქართველოდან, აქ ვერაფერს ვერ მიაღწევთ. საქართველო ნაგავსაყრელია, სკოლაა, სადაც უნდა ისწავლო და გაასწრო. წადით!

შეეშვი პროვოკაციებს, თუ ძმა ხარ! ნებისმიერ კარგად გამოყენებული და გაძლიერებული ემიგრაცია შენაძენია მისი ერისათვის, შეეშვი ამ სირაქლემის და ურაპატრიოტიზმის პოზიციას, ემიგრანტების თითის ქნევის უფლებას არ მოგცემ არც მე და არ მგოცემს არც ისტორია, იმიტომ რომ შენი პოზიცია ძალიან ჩაკეტილია და წამგებიანი, არა რეალური! მე მაგალითად მომყავს ხვა ერების გამოცდილება და რეალობა, რომ ასობით ათასი ქართველის პატრიოტიზმში შეგაქვს შენ ეჭვი, რისი უფლებაც არა გაქვს, ასე რომ ცოტა ფრთხილად...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი Apr 27 2008, 05:56 PM
პოსტი #197


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



მაგალითად შაჰ აბასის უნდილაძეების ხომ?


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2008, 05:59 PM
პოსტი #198


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არაგველი!
უკვე ზედმეტი მოგდის!
ციტატა
მაგალითად შაჰ აბასის უნდილაძეების ხომ?

biggrin.gif რეებს წერ შენ თუ ძმა ხარ? biggrin.gif
რა დროს უნდილაძეებია? ვის ადარებ? როგორ ბედავ? გამყიდველებს ადარებ იმ ხალხს, რომელიც წელებზე ფეხს იდგას და ათობით ოჯახს არჩენს იქიდან? უნდა შეგრცხვეს მეგობარო, უნდა შეგრცხვეს ასეთი შედარებისათვის, შენს აზროვნებას არანაირი საფუძველი არა აქვს, იგი მოკლებულია ისტორიას და არ გააჩნია მომავალი, არ მოგცემ აქ ემიგრანტების თითების ქნევის უფლებას, ან მოიყვანე შესაბამისი საბუთი, ან მოვრჩეთ!
ახლა, ვთხოვ ყველას ვინც აქ რაიმეს დაწერს, გაითვალისწინოს რომ ესაუბრება მილიონამდე ქართველს, და საკუთარ პატრიოტიზმს მიხედოს და მერე სხვა უქნიოს თითები, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს..

ციტატა
ჩვენ უნდა ვუთხრათ ყველას ვინც მიდის, რომ ისწავლეთ, იმუშავეთ და დაბრუნდით, ხოლო ვინც ვერ შეძლებს დაბრუნდებას, მაშინ კეთილი ვინებოთ და ტალახის სროლის მაგივრად და თითების ქნევის, ჭკუის დარიგების ნაცვლად, პატარა საქართველო იქ შევუქმნათ, კია რა ჩავიკეტოთ, გავდიდეთ, გავძლიერდეთ, კი არ დავკარგოთ, შევიძინოთ... კარგში დავემგვანოთ სხვებს, მაინცდამაინც ცუდში რომ ვართ ხუთოსნები!
აბა ახლა ემიგრანტების წინააღმდეგ სიტყვა არ გავიგონო biggrin.gif



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
არაგველი
პოსტი Apr 27 2008, 06:01 PM
პოსტი #199


ქართველი
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 55
რეგისტრ.: 16-April 08
მდებარ.: საქართველო მარადის...
წევრი № 4,574



საბუთი? საბუთი ისაა, რომ მე პირადად ყველა იმას მეუბნებოდა, ნეტავ წამიყვანა და აქ დამბრუნებლის დედა ვატირეო. და ეს ყველა სულაც არაა ერთი ან ორი ადამიანი.


--------------------
უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 27 2008, 06:04 PM
პოსტი #200


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნეტავ წამიყვანა და აქ დამბრუნებლის დედა ვატირეო

ვინც ეგ გითხრა, იმ ადამიანიდან რომ უყურებ ყველას, ესაა შენი დიდი დანაშაული და შეცდომა, ახლა გიმეორებ, შეეშვი ემიგრანტებს და მიხედე შენს თავს, საკუთარ პატრიოტიზმს... ხომ? smile.gif
ქრისტე აღსდგა,
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 2nd July 2025 - 04:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი