![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
მოგვეხსენება, რომ ქრისტიანობა არის მისიონერული, მაგრამ მისიონერი, როგორც ამას თანამედროვე პუბლიცისტი ამბობს: "ეკლესიაშიც არის და მის გარეთაც", ანუ მას უხდება საზოგადოების ენაზე საუბარი მისი მეთოდბით და სტილით, რაც ხშირად იმ საშიშროებასაც ქმნის, რომ მისიონერი საზოგადოების მსოფლმხედველობაზე გადაერთოს და მისიაც გაქრეს.
მინდა ვისაუბროთ, როგორ გვესმის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გარემოება, სად არის ზღვარი? რა არის მეთოდი მისიისა, არის თუ არა ის ერთგვაროვანი და ცალსახა, თუ სიტუაციიდან სიტუაციამდე უნდა იცვლებოდეს?... საკუთარი მაგალითიდან შემიძლია ერთი ისტორია დავდო, ეს ისტორია დღემდე მახსოვს, როგორც შეცდომა, რომელსაც ვეღარ გამოვასწორებ. მარხვისას ერთმა ახლობელმა ჩემს დაბადების დღეზე ჩემთვის არასამარხვო კერძი გააკეთა და შემომთავაზა...რომ იტყვიან ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე ![]() არ მინდა განვაზოგადო ჩემი მაგალითი, მაგრამ მინდა ვისაუბროთ ჩვენი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე რამდენად ადვილია მისია... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
კანუდოსელი
ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დიდი მადლობა ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს მქადაგებლებად ვიქცეთ... და ეს აუცილებელია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ნათია |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
საინტერესო და საჭირო თემაა...
მადლობა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მევიოლინე |
![]()
პოსტი
#4
|
![]() GUJAVIOLIN ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 ![]() |
ხშირად ხდება, როცა მისიონერობის მაგივრად "მორწმუნეები" აბრკოლებენ ეკლესიისკენ მიმავალ ადამიანს....
-------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
მნათე |
![]()
პოსტი
#5
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა თუ სიტუაციიდან სიტუაციამდე უნდა იცვლებოდეს? ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ ! ! ! ქრისტეანობა ინდივიდს, თავისივე ენაზე უნდა ექადაგოს... რაც მთავარია, ნულოვანი გაღიზიანება, მოსმენის კულტურა და ნაკლები მენტორი - უბრალოდ ჭეშმარიტების ნელი იდენტიფიცირება ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მევიოლინე |
![]()
პოსტი
#6
|
![]() GUJAVIOLIN ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 ![]() |
კანუდოსელი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. დიდი მადლობა ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს მქადაგებლებად ვიქცეთ... და ეს აუცილებელია არ შეიძლება მისიონერული საქმეები რომ დავიწყოთ ფორუმელებმა? სოფლებში, სადაც ეკლესიები არ არის, და სექტანტები ცდილობენ ქართველი ხალხის გადაბირებას სოფლებში, წავიდეთ ასეთ ადგილებში და ჩავიტანოთ ქრისტიანული ლიტერატურა, ლოცვანის წიგნები დავურიგოთ ხალხს, ხატებიც დავარიგოთ.... -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#7
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
basil kobaxidze
ციტატა არ შეიძლება მისიონერული საქმეები რომ დავიწყოთ ფორუმელებმა? სოფლებში, სადაც ეკლესიები არ არის, და სექტანტები ცდილობენ ქართველი ხალხის გადაბირებას სოფლებში, წავიდეთ ასეთ ადგილებში და ჩავიტანოთ ქრისტიანული ლიტერატურა, ლოცვანის წიგნები დავურიგოთ ხალხს, ხატებიც დავარიგოთ.... \ იცი რა? მაგზე ადვილი არაფერია, შევარგროვოთ ვიყიდოთ ლიტერატურა, მაგრამ რომ დაურიგო უნდა მიიღოს, ამიტომ ერთი ჩამოვლა ამას არ შველის, ცოტა სერიოზული სახე უნდა მიეცეს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მნათე |
![]()
პოსტი
#8
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
მისია ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ფორუმის მისიონერულ მოღვაწეობაზე რომ ვიზრუნოთ კარგი იქნება (მაისურები რომ გვექნება ნდობაც გაჩნდება) თუ მოძღვრები დაგვეხმარებიან კარგს იზავენ
![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
afxazi |
![]()
პოსტი
#9
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა თუ მოძღვრები დაგვეხმარებიან კარგს იზავენ და ჩვენც დავეხმაროთ მოძღვრებს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მევიოლინე |
![]()
პოსტი
#10
|
![]() GUJAVIOLIN ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 99 რეგისტრ.: 5-July 07 წევრი № 2,391 ![]() |
მისია ყველა ჩვენგანის მოვალეობაა, ფორუმის მისიონერულ მოღვაწეობაზე რომ ვიზრუნოთ კარგი იქნება (მაისურები რომ გვექნება ნდობაც გაჩნდება) თუ მოძღვრები დაგვეხმარებიან კარგს იზავენ ![]() აბა რა, მეუფე სტეფანესგან და მოძღვრებისგან მივიღოთ რჩევები, თუ როგორ უნდა დავიწყოთ მისიონერული საქმეები, რა სჯობია, რა არის აუცილებელი და ა.შ. -------------------- ძირს ფანატიზმი! ძირს ეკუმენოფობია! |
მნათე |
![]()
პოსტი
#11
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა და ჩვენც დავეხმაროთ მოძღვრებს. რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ პავლე იქადაგებდა ჩვენ დღეს ქრისტეს პიროვნებასთან ურთიერთობაში ვერ ვიქნებოდით ![]() ციტატა აბა რა, მეუფე სტეფანესგან და მოძღვრებისგან მივიღოთ რჩევები, თუ როგორ უნდა დავიწყოთ მისიონერული საქმეები, რა სჯობია, რა არის აუცილებელი და ა.შ. შეიძლება ახალგაზრდული ცენტრის მისიისა და ევანგერლიზაციის კლუბის პრაქტიკის გამოყენებაც - ან სულაც ერთობლივი პროექტის დაწერა ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
marine |
![]()
პოსტი
#12
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
საერთოდ, მორწმუნე ადამიანს პირველ რიგში მშვიდ გამომეტყველებაზე, ჩაცმისა და საუბრის სტილზე ეტყობა რამდენად მორწმუნეა, რამდენადაა უფლის მცნებათა დამცველი..
ეს ადამიანი მისდაუნებურად მისაბაძი ხდება გარშემომყოფებისთვის.. არაა აუცილებელი იეღოველივით ჩამოუდგე ვიღაცას და შენი შეხედულებები თავს მოახვიო.. შეიძლება მორწმუნემ სულ სხვა თემაზე ისაუბროს და დიდი სითბო და სიმშვიდე გამოიწვიოს მსმენელში.. რაც შეეხება თემაში მითითებულ სიტყვებს "საკუთარ მაგალითზე", გუშინდელი ამბავი გამახსენდა.. ავტობუსში უცნობი მამაკაცის გვერდით დავჯექი.. მშენებარე ტაძარს რომ ჩავუარეთ, პირჯვარი გადავიწერე.. ამ კაცმა საქციელი გამიპროტესტა, ტაძარი ჯერ ნაკურთხი არაა და პირჯვარს რატომ იწერო.. ვუთხარი ვისაც სურს გადაიწერს ვისაც არა და არა-თქო.. ნუ, აღარ გაჩერდა.. საშინლად გავღიზიანდი, ჩავთვალე რომ ნორმალური არ იყო და აღარ ვუყურებდი, კიდევ რაღაც მინდა გკითხოო მეხვეწებოდა და ხმას არ ვცემდი.. უდებება (ხმის არ გაცემა) ცოდვაა, მაგრამ ჩემში არ აღმოჩნდა იმდენი რწმენა რომ ამ მამაკაცისადმი უფრო შემწყნარებლური ყოფილიყო ჩემი საქციელი.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#13
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
ავტობუსში უცნობი მამაკაცის გვერდით დავჯექი.. მშენებარე ტაძარს რომ ჩავუარეთ, პირჯვარი გადავიწერე.. ამ კაცმა საქციელი გამიპროტესტა, ტაძარი ჯერ ნაკურთხი არაა და პირჯვარს რატომ იწერო.. ვუთხარი ვისაც სურს გადაიწერს ვისაც არა და არა-თქო.. ნუ, აღარ გაჩერდა.. საშინლად გავღიზიანდი, ჩავთვალე რომ ნორმალური არ იყო და აღარ ვუყურებდი, კიდევ რაღაც მინდა გკითხოო მეხვეწებოდა და ხმას არ ვცემდი.. უდებება (ხმის არ გაცემა) ცოდვაა, მაგრამ ჩემში არ აღმოჩნდა იმდენი რწმენა რომ ამ მამაკაცისადმი უფრო შემწყნარებლური ყოფილიყო ჩემი საქციელი.. ანუ, თქვენ მისიონერობისგან შორს ხართ.... |
ekumenistka |
![]()
პოსტი
#14
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 13 რეგისტრ.: 29-June 07 წევრი № 2,338 ![]() |
ეკუმენისტი
მართალი ხარ ჩემო იდეურო მეუღლევ!! ![]() ![]() |
.ნინო |
![]()
პოსტი
#15
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
ციტატა არ შეიძლება მისიონერული საქმეები რომ დავიწყოთ ფორუმელებმა? სოფლებში, სადაც ეკლესიები არ არის, და სექტანტები ცდილობენ ქართველი ხალხის გადაბირებას სოფლებში, წავიდეთ ასეთ ადგილებში და ჩავიტანოთ ქრისტიანული ლიტერატურა, ლოცვანის წიგნები დავურიგოთ ხალხს, ხატებიც დავარიგოთ.... კონკრეტულად არავის ეხება, უბრალოდ ეს რომ წავიკითხე გამახსენდა ერთი ასეთი ისტორია, რომელიც ადრე წავიკითხე: ერთი მორწმუნე მისულა მოძღვართან და კურთხევა უთხოვია: "აფრიკაში მინდა წასვლა, მისიონერობა უნდა დავიწყოო" მოძრვარმა უყურა-უყურა და კითხა: "შენი ოჯახის წევრები თუ არიან მართლმადიდებლებიო? და როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო უთხრა :"აბა შვილო, შენ აფრიკა სახლში გქონია და სად მიდიხარო?" სანამ სხვა სოფელში საქადაგებლად წასვლა დავაპირებთ, იქნებ გარშემო მიმოვიხედოთ და ჩვენი მეგობრებისა და ახლობლებისგან დავიწყოთ მისიონერობა ? -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
marine |
![]()
პოსტი
#16
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ანუ, თქვენ მისიონერობისგან შორს ხართ.... ალბათ.. ზოგჯერ ძალიან ძნელია თბილ კონტაქტში შეხვიდე იმ ადამიანთან, რომელიც თავისი სიტყვებით დაგაეჭვებს ნორმალური არის თუ არა.. სანამ სხვა სოფელში საქადაგებლად წასვლა დავაპირებთ, იქნებ გარშემო მიმოვიხედოთ და ჩვენი მეგობრებისა და ახლობლებისგან დავიწყოთ მისიონერობა ? მართალი ხარ, ნინო.. თუნდაც ჩვენი ფორუმი ავიღოთ.. აქაც სამწუხაროდ გვყავს გამრუდებული აზროვნების ფორუმელები, რომლებიც საჭიროებენ სულიერ შველას.. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ეკუმენისტი |
![]()
პოსტი
#17
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 285 რეგისტრ.: 1-May 07 წევრი № 1,803 ![]() |
კონკრეტულად არავის ეხება, უბრალოდ ეს რომ წავიკითხე გამახსენდა ერთი ასეთი ისტორია, რომელიც ადრე წავიკითხე: ერთი მორწმუნე მისულა მოძღვართან და კურთხევა უთხოვია: "აფრიკაში მინდა წასვლა, მისიონერობა უნდა დავიწყოო" მოძრვარმა უყურა-უყურა და კითხა: "შენი ოჯახის წევრები თუ არიან მართლმადიდებლებიო? და როდესაც უარყოფითი პასუხი მიიღო უთხრა :"აბა შვილო, შენ აფრიკა სახლში გქონია და სად მიდიხარო?" სანამ სხვა სოფელში საქადაგებლად წასვლა დავაპირებთ, იქნებ გარშემო მიმოვიხედოთ და ჩვენი მეგობრებისა და ახლობლებისგან დავიწყოთ მისიონერობა ? ეჰ.... როდესაც ჩემს ოჯახის წევრს, ან მეგობარს არ უნდა ღმერთი, და არ უნდა ქრისტიანულად ცხოვრება, რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, რა აზრი აქვს? ხომ არ დავაძალებ? ყველას აქვს არჩევანის საშუალება, არ უნდათ და ნუ უნდათ! არის სოფლები და რაიონები, სადაც ქრისტიანობა არ ექადაგებათ, ასე რომ ნინო, შენ შენი მეგობრები და ოჯახის წევრები მოაქციე, და ჩვენ ვისაც გვინდა მისიონერული მოღვაწეობა დავიწყოთ ურწმუნოთა და ქრისტეს არ მცნობელთათვის, გაგვატარეე! |
marine |
![]()
პოსტი
#18
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,635 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
სანამ ადამიანი სოფელ-სოფელ მისიონერობას დაიწყებს, პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს მტკიცე და ურყევი რწმენაში და საკმაოდ მცოდნეც..
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
afxazi |
![]()
პოსტი
#19
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
ეკუმენისტი
ციტატა როდესაც ჩემს ოჯახის წევრს, ან მეგობარს არ უნდა ღმერთი, და არ უნდა ქრისტიანულად ცხოვრება, რამდენიც არ უნდა ველაპარაკო, რა აზრი აქვს? ხომ არ დავაძალებ? ყველას აქვს არჩევანის საშუალება, არ უნდათ და ნუ უნდათ! არის სოფლები და რაიონები, სადაც ქრისტიანობა არ ექადაგებათ, ასე რომ ნინო, შენ შენი მეგობრები და ოჯახის წევრები მოაქციე, და ჩვენ ვისაც გვინდა მისიონერული მოღვაწეობა დავიწყოთ ურწმუნოთა და ქრისტეს არ მცნობელთათვის, გაგვატარეე! არ ხარ მართალი, ნახე რას ამბობს პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეისტოლეში, როდესაც ეპისკოპოსის გამორჩევაზე საუბრობს, რომ ის უნდა იყოს: " თჳსისა სახლისა კეთილად განმგებელ, შვილნიმცა უსხენ დამორჩილებულნი ყოვლითა ღირსებითა. ხოლო უკუეთუ ვინმე თჳსისა სახლისა განგებაჲ არა იცის, ვითარ-მე ეკლესიათა ღმრთისათა მოღუაწებაჲ აგოს? ნუ ახალნერგ, რაჲთა არა განლაღნეს და საშჯელსა შევარდეს ეშმაკისასა. არამედ ჯერ-არს მისა, რაჲთა წამებაჲცა კეთილი აქუნდეს გარეშეთგან, რაჲთა არა ყუედრებასა შევარდეს და საფრჴესა ეშმაკისასა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#20
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
ვა,ეს რამდენი დაგიწერიათ
![]() მე პირადად იმ ჩემი მოყოლოლი ამბის შემდეგ, მარხვას ყოველთვის "ვარღვევ", თუ სტუმრად ვარ და საქმე იმაშია, რომ მანდაც არაა ეგრე სწორხაზოვნად საქმე, ანუ შესაძლებელია აცდუნო ეკლესიური ადამიანი, ვინც მარხულობს, თუმცა ერთი კია: ის, ბოლო ბოლო მორწმუნეა და "ჯობია" ეგ "ვაცდუნო" ვიდრე ის, ვინც ჯერ არ შემოსულა ეკლესიაში... არაა მოკლედ ეს ცალსახა თემა, ეს "ჯობია"-ც რა ოხერია ბოლომდე გაუგებარია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 01:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი