IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> როგორ შეაფასებდით სიკვდილით დასჯას II
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 04:49 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.

1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს?

2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს?

3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც?

4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით?

აი ამ და ამ ტიპის სხვა კითხვებზე მაინტერესებს პასუხი, განსაკუთრებით მათგან, ვინც სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეა. ამ ეტაპზე მეჩვენება, რომ თუ მათ სურთ თანმიმდევრულები იყვნენ, სხვა ბევრი რამის წინააღმდეგიც უნდა იყვნენ (ან ყოველ შემთხვევაში მათ, ე.ი. პოლიციას, სასამართლოს და ა.შ არ უნდა იყენებდნენ). ხოლო თუ ამაზე უარს არიან, მაშინ ხომ არ გვაქვს მართლმადიდებლური სწავლების ფსევდომორფოზასთან საქმე, ე.ი. ხომ არ ენაცვლება მართლმადიდებლურ სწავლებას სხვა რამ (ჰუმანიზმი?)? და რა არის ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური სწავლება?

მგონი პოლემიკურად არ დამიწერია, რა ვიცი.

პ.ს. დარწმუნებული არ ვარ ეს კითხვები უკვე არ დასვა ვინმემ, მაგრამ 34 გვერდის წაკითხვა ნამდვილად არ შემიძლია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 6 2007, 04:57 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Jul 6 2007, 04:49 PM) *

1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს?


სასამართლოს არსებობა ცალსახად არ ნიშნავს სიკვდილით დასჯას, ციხის პირობები კი გამოსასწორებელია და ცხადია ეგეთი ციხეც მკვლელობაა ადამიანის

საინტერესოდ შეიძლება ამაზე საუბარი...ჯერ დრო არ მაქვს, მოგვიანებით დავწერ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 6 2007, 04:57 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



ციხის არსებობის მთავარი მუღამი დასჯა კი არ არის, რეალურად საზოგადოებისაგან იზოლაციია მათი ვინც ზიანს აყენებს საზოგადოებას.

ეს მართმადიდებლური მიდგომა უნდა იყოს, სასჯელი საჭიროა არა თავისტავად დასჯისათვის, არამედ უკეთესი მომავლისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 05:03 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(shota1 @ Jul 6 2007, 04:57 PM) *

ციხის არსებობის მთავარი მუღამი დასჯა კი არ არის, რეალურად საზოგადოებისაგან იზოლაციია მათი ვინც ზიანს აყენებს საზოგადოებას.

ეს მართმადიდებლური მიდგომა უნდა იყოს,


ჰოდა არის თუ არა მართლმადიდებლური მიდგომა კაცის ციხეში ჩასმა (შენ თუ გინდა იზოლაცია დაარქვი)? სჯულისკანონს თუ შეხედავ, იქ არის საუბარი უზიარებლობაზე, ეკლესიაში საერთო მსახურებაზე არშეშვებაზე და ა.შ. ციხე იქ არ არის. აი ეს მაინტერესებს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:07 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



სასჯელს საერთოდ (და ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყველაზე კარგად შეეფარდება) ვფიქრობ რომ აქვს სამი ფუნქცია: იზოლაცია, პრევენცია და რესოციალიზაცია, ეს უკანასკნელი ამ სამს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 05:12 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(IGI @ Jul 6 2007, 05:07 PM) *

სასჯელს საერთოდ (და ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებას ყველაზე კარგად შეეფარდება) ვფიქრობ რომ აქვს სამი ფუნქცია: იზოლაცია, პრევენცია და რესოციალიზაცია, ეს უკანასკნელი ამ სამს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია.


თემასთან კავშირში არ მეჩვენება პასუხი. ისე 30 წელი რომ კაცი ციხეში იჯდება, მერე რესოციალიზაციაზე საუბარი ცოტა ძნელია. და საერთოდ არარეალურია სამუდამო პატიმრობის შემთხვევაში?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 6 2007, 05:13 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Sotiris @ Jul 6 2007, 05:03 PM) *

ჰოდა არის თუ არა მართლმადიდებლური მიდგომა კაცის ციხეში ჩასმა (შენ თუ გინდა იზოლაცია დაარქვი)? სჯულისკანონს თუ შეხედავ, იქ არის საუბარი უზიარებლობაზე, ეკლესიაში საერთო მსახურებაზე არშეშვებაზე და ა.შ. ციხე იქ არ არის. აი ეს მაინტერესებს.



და რატომ უნდა ეწეროს სჯულისკანონში ციხის შესახებ? ეგ უფრო ბუნებრივად მეჩვენება რომ არ წერია...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:15 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



სამუდამო პატიმრობას მე მაგალითად არ ვემხრობი.

დიდი სჯულის კანონის დროინდელ მსოფლიოში როგორ გაქვთ მონაცემები გამოიყენებოდა პატიმრობა როგორც სასჯელის სახე (მე არ ვიცი)?


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 05:25 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანუდოსელი @ Jul 6 2007, 05:13 PM) *

და რატომ უნდა ეწეროს სჯულისკანონში ციხის შესახებ?


არ უნდა ეწეროს და არც წერია, პირიქით უარყოფილია:

დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მოწაფენი და მოციქულნი და მათ თანა შემდგომად მათსა და მსგავსადვე მათსა წმიდისა ეკლესიისა მისისა მღდელთმთავარნი და მოძღუარნი წარმართთა და ჰურიათაგან შეკრებულისა და საეშმაკოჲსა მძლავრებისა და საცთურისაგან განთავისუფლებულისა და მართლითა გონებითა და სარწმუნოებითა მეუფისა მიმართ დიდებისა და უფლისა ყოველთაჲსა მილტოლვილისა სიმრავლისა ღირსებით მწყემსად დაიდგინნეს რაჲ მადლისა მიერ, არა სამართალ ჰგონეს მათ, რაჲთამცა მსგავსად სამოქალაქოთა სჯულთაჲსა გუემით სტანჯვიდეს შეცოდებულთა, რამეთუ ყოვლითურთ სისულელედ და ფრიად უჯეროდ შეერაცხა მათ ამისი ქმნაჲ , არამედ უფროჲსღა მათ თანა ვნებად მზა იყვნეს, რომელნი-იგი პირველისავე ცთომისა მიმართ კუალადქცეულთა ვიდრემე მოქცევად მოსწრაფე იკვნეს. ხოლო ჯერეთ ცთომასავე შინა მყოფთა და მართლისა გზისაგან მიდრეკილთა მიმართ. ვითარცა მწყემსნი კეთილნი, გულსმოდგინებით მიიხილვიდეს და პირველვე სადმე მთხრებლად შთაბნეულთა მათ აღმოყვანებასა ყოვლითა მოსწრაფებითა იღუწიდეს. ხოლო აწვე ეგერა შეყროლებულთა და მძჳნვარედ დასნყულებულთა წყლულებისა მახჳლითა სულისაჲთა ყოვლად სიბრძნით და ჴელოვნებით განსწმედდეს და შემუსრვილებასა და დაჴსნილებასა მათსა მარტივთა რათმე წამალთა და სიტყჳერთა საკრველთა მიერ შეჰკრვიდეს და შეამტკიცებდეს და ესრეთ მადლითა და თანამოქმედებითა სულისაჲთა პირველისა მის სიმრთელისა მიმართ კუალად-აგებდეს მოუძლურებულთა მათ.

ე.ი. საეკლესიო თვალსაზრისით ცემა, წამება და ა.შ., რაც იმდროინდელ სამოქალაქო სამართალს ახასიათებდა, უარყოფილია. ანუ საეკლესიო სამართალი და სამოქალაქო სამართალი გამიჯნულია, სამოქალაქოში რაც უნდათ ის ქნანო, ჩვენ საეკლესიო სასჯელის თვალსაზრისით ეს მიგვაჩნია სწორადო. ჰოდა თუ სამოქალაქო სამართლის სიკვდილით დასჯას უარყოფ, რატომ არ უნდა უარყო აგრეთვე კაცის ციხეში ჩასმა? რატომ უნდა იყენებდე პოლიციას, სასამართლოს და ა.შ., მაგრამ სიკვდილით დასჯას უარყოფდე?

ციტატა(IGI @ Jul 6 2007, 05:15 PM) *

სამუდამო პატიმრობას მე მაგალითად არ ვემხრობი.


30-წლიანი პატიმრობის შემდეგ რესოციალიზაცია რეალურად მიგაჩნიათ?

ციტატა
დიდი სჯულის კანონის დროინდელ მსოფლიოში როგორ გაქვთ მონაცემები გამოიყენებოდა პატიმრობა როგორც სასჯელის სახე (მე არ ვიცი)?


ჯერ ერთი ვერ მივხდვი რას ნიშნავს დიდი სჯულისკანონის მსოფლიო. მსოფლიო კონსტანტინეპოლის დაცემამდე? ან რუსეთი და საქართველო მე-17 ს.-ში? მაგალითი უამრავია: ბიზანტიაში იყო მიღებული გადასახლება, ხალხისგან იზოლირება და ა.შ. ან იგივე მაქსიმე ბერძენი რომ გამომწყვდეული ჰყავდათ რუსებს, ეგ მგონი უნდა იცოდეთ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:31 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



დროს ვგულისხმობ როდესაც დიდი სჯულის კანონი ჩამოყალიბდა, არსებობდა თუ არა პატიმრობა როგორც სასჯელის ფორმა?


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 05:38 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(IGI @ Jul 6 2007, 05:31 PM) *

დროს ვგულისხმობ როდესაც დიდი სჯულის კანონი ჩამოყალიბდა, არსებობდა თუ არა პატიმრობა როგორც სასჯელის ფორმა?


ერთ წელს ხომ არ ჩამოყალიბდა? IPB-ს სურათი ხომ გითხარი, გადასახლება მიღებული იყო-მეთქი, ასე მაგალითად მაქსიმე აღმსარებელი მე-7 ს.-ში გადაასახლეს ლაზიკაში და იქ გამოკეტეს ერთ ციხე-სიმაგრეში. ნუ ახლა მე არ ვიცი კამერაში ჩასვეს მაინცდამაინც თუ არა (იქ არ ვყოფილვარ), მაგრამ ციხე რომ კამერა არაა მარტო, ეგ ცხადია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:40 PM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



ერთ წელს რომ არ ჩამოყალიბდა ეგ ნათელია. მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს პატიმრობა არ გამოიყენებოდა მაგ დროს (თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი), რადგან პატიმრობა სწორედ რომ რესოციალიზაციას უკავშირდება და არა დასჯას.


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Jul 6 2007, 05:44 PM
პოსტი #13


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



მოკლედ მე პირადად ზოგიერთი დამნაშავის მიმართ სიკვდილის დასჯის წინააღმდეგი არ ვარ. (გოგოებო არ გამიბრაზდეთ smile.gif)
უბრალოდ მიმაჩნია, რომ სიკვდილით დასჯას ერთი ადამიანი შეიძლება იმსახურებდეს, ხოლო დანარჩენები ამას აღასრულებდნენ. აი აღსრულებაზე კი რა მოგახსენოთ, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს ვინმეს მოვთხოვო ამის აღსრულება(ანუ გავუშვა პირდაპირი რეისით ჯოჯოხეთში smile.gif ) რასაც მე თვითონ ვერასოდეს გავაკეთებდი!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shota1
პოსტი Jul 6 2007, 05:47 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 163
რეგისტრ.: 2-September 06
წევრი № 138



კაცი რომელიც ერთხელ მოგპარავს, მერე მეორედ მოგპარავს, მერე შენ ძმას მოპარავს უნდა აიყვანო და ჩასვა ციხეში, რომ კიდევ არ მოგპაროს

მარტივია რა, თუ მოინანია და გამოსწორდა, მომავალში აღარაფერს გააფუჭებს ნდა გამოუშვა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 6 2007, 05:56 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ძალიან კარგი კითხვებია. ყოჩაღ!

საღამოსკენ თუ მოვიცალე, დავდებ, საერო და კანონიკურ მიდგომას smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
IGI
პოსტი Jul 6 2007, 05:58 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 3-July 07
წევრი № 2,377



მე პირადად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში და არ მესმის საერთოდ რა არის საკამათო ამაში.


--------------------
ერთხელ პატარა პენუმ ცერცვი დათესა.
გაინტერესებთ როგორ დათესა?
ჩვეულებრივად, როგორც ყველა თესავს ხოლმე...
დათესა პენუმ ცერცვი და მეგობრები მოიწვია.

[b]ინდური ზღაპარი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Jul 6 2007, 06:08 PM
პოსტი #17


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



Sotiris

ციტატა
ვინაიდან ის თემა დროებით დახურულია, არადა აზრის გამოთქმის საშუალება არ მომეცა და არც ისაა ცხადი, ვინ როდის დაშოშმინდება, ამიტომ ხელახლა ვხსნი. იმ დისპუტში მონაწილე ხალხს ვთავაზობ უფრო ფართოდ შეხედოს პრობლემას და არა მარტო სიკვდილის დასჯის კუთხით.


სამწუხაროდ იქ არც არავის მიეცა ნორმალურად აზრის გამოთქმის საშუალება. ვერ გავიგე მიზეზი თემის დახურვისა, არადა მგონია რომ საკითხი ამოწურული არ ყოფილა. გარდა ერთი მუქარისა რომ ვიღაცა ვიღაცას შემოაკვდებოდა, მე ვერაფერი გავიგე თემის აკრძალვის შესახებ.
რადგან გახსენი, და არც არავინ გემუქრება, მოდი გიპასუხებ:

ციტატა
1) მისაღებია თუ არა მართლმადიდებლისათვის სასამართლოს, როგორც სასჯელის გამომტანის, და ციხის, როგორც სასჯელის მოხდის ადგილის არსებობა? ციხეში (განსაკუთრებით ქართულ ციხეში) მოხვედრილი ადამიანი ხომ შეიძლება დაავადდეს და ეს მისი სიკვდილის მიზეზი გახდეს?

ციხე ნორმალური უნდა იყოს და არა მომაკვდინებელი. ჩვენ ზოგადი მაგალითებით ვსაუბრობთ ხომ? ციხე ზოგადად საჭიროა. ქართული ციხე რომელიც ადამიანის გარდაცვალებას შეიძლება იწვევდეს იზოლირებული მაგალითია.

ციტატა
2) როგორ უნდა გავიგოთ ის, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ინსტიტუტი ხდება სხვისი დამსჯელი, მაშინ როდესაც ჩვენი განსჯის უფლება ღმერთს ეკუთვნის? ხომ არ მივიტაცებთ ამით ღმერთის უფლებებს?

მგონი ეს არ უნდა ეწინააღდეგებოდეს სარმრთო წერილსაც. თუ მოსამართლე დაადგინა ღმერთმა, სასჯელიც დაუდგენია. თუმცა მისივე კანონების ფარგლებში - ანუ, არა კაც ჰკლა არავის გააუქმებია, სასამართლოს შემოღებით.

ციტატა
3) ხომ არ ვეწინააღმდეგებით სახარების მრავალ ადგილს (ლოყის მიშვერის შესახებ, მახვილის ქარქაშში ჩაგების შესახებ, მოძულეთა და მტერთა კურთხევის შესახებ)? თუ ერთ შემთხვევაში (სიკვდილით დასჯის) წმიდა წერილს ვიხმობთ, რატომ არ ვაკეთებთ ამას სხვა შემთხვევაშიც?

როგორ გავიგო ყბის მიშვერა სახარებაში? ვითომ ფიზიკურ ცემაზე იყო მართლა საუბარი? თუ ამ ცხოვრებამ სილა გაგაწნა დაუმსახურებლად, მეორე ყბა მიუშვირე, ანუ ის ცოდვები რომელიც ჩაგიდენია და არ დასჯილხარო. (ჩვენებურად რომ ვთქვათ, ნაკაზანიე ბეზ ვინი, ნე ბივაეტ-ო)
ქარქაშში ჩაგება იმას ნიშნავს, რომ არსებულ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას ჯობია სულიერ ბრძოლაზე იყო ადამიანი მომართული. მხოლოდ მახვილით საქმე არ კეთდება.

ციტატა
4) რატომ არის სამართალდამცავი ორგანოების (პოლიციის და ა.შ.) არსებობა გამართლებული მართლმადიდებლური თვალსაზრისით?

სამართალი ვინმემ ხომ უნდა დაიცვას ?


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Jul 6 2007, 06:19 PM
პოსტი #18


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Lenus
ციტატა
სამართალი ვინმემ ხომ უნდა დაიცვას ?




სამართალი და წესრიგი სხვა სემთხვევაში ანარქიამდე მივალთ.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 6 2007, 07:08 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(IGI @ Jul 6 2007, 05:40 PM) *

ერთ წელს რომ არ ჩამოყალიბდა ეგ ნათელია. მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს პატიმრობა არ გამოიყენებოდა მაგ დროს (თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი), რადგან პატიმრობა სწორედ რომ რესოციალიზაციას უკავშირდება და არა დასჯას.


არა, ეს უცხოური სიტყვების გამოყენება კარგია, მაგრამ რატომ უნდა მოახვიო საკუთარი პოზიცია 10-ზე მეტი საუკუნის წინ მცხოვრებ ხალხს? მე იურისტი არა ვარ, მაგრამ მგონი სამართალი გატენილია სიტყვებით დასჯა, სასჯელი და ა.შ. 30-წლიანი პატიმრის რესოციალიზაციაც არარეალურად მიმაჩნია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
პატრიოტი
პოსტი Jul 6 2007, 07:10 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,147
რეგისტრ.: 21-January 07
მდებარ.: N/A
წევრი № 892



ძალიან დადებითად ვაფასებ


--------------------
[size=7]ფფყ[/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 31st May 2024 - 09:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი