სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| Sotiris |
Jul 13 2007, 02:33 AM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ეს თემა ჩვენში დიდ გაუგებრობას იწვევდა და ახლაც იწვევს. რას არ გაიგონებს კაცი ღმრთისმსახურებისას დაჯდომის კრიტიკისას, კათოლიციზმის გავლენიდან მოყოლებული და მოდერნიზმით დამთავრებული. სამწუხაროა, რომ კრიტიკოსებმა არ იციან არც მსოფლიო ეკლესიის ისტორია და გამოცდილება, არც საკუთარი ეკლესიის ისტორია და არც საკუთარი ეკლესიის თანამედროვე საღმრთისმსახურო წიგნები. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ გამოსწორებადია.
1) ახლა ძლივს უძლებს ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი ხანგრძლივ მსახურებას და მითუმეტეს მაშინ როგორ გაუძლებს, ჩვენში მსახურება რომ ტიპიკონის მოთხოვნების დაცვით მიმდინარეობდეს (ე.ი. იგალობებოდეს ყველაფერი, რისი გალობაც საჭიროა და არ იკვეცებოდეს მსახურებები). მაგალითად საბაწმიდური ტიპიკონით ღამისთევის მსახურება მზის ჩასვლიდან მზის ამოსვლამდე უნდა გრძელდებოდეს (მწუხრი, ცისკარი, პირველი ჟამი) და ყოველ კვირა დღეს უნდა სრულდებოდეს. ადვილი გამოსათვლელია რამდენი საათია ეს (სეზონის მიხედვით ცვალებადობა გვექნება) და რამდენით მეტია ახლანდელ მსახურებაზე. ამას უნდა დავუმატოთ ლიტურგიის აღსასრულებლად საჭირო დრო (რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა სრულდებოდეს) და რამდენი საათი გამოვა ჯამში, თავად განსაჯეთ. 2) ახლანდელი პრაქტიკით ისე გამოდის, რომ ეპისკოპოსებს და მღვდლებს დასხდომის პრივილეგია ჰქონიათ, ხოლო მრევლი კი უბრალო მასა ყოფილა, რომელიც ფეხზე უნდა იდგეს. რა მოტივით ხდება ასეთი დისკრიმინაცია, გაუგებარია. ეს არის ორი ლოგიკური არგუმენტი. ნელ-ნელა დავწერ ისტორიულსაც: ცხორებაჲ ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანესი და ეფთჳმესი და ვითარცა იყო ნეტარი მამაჲ ჩუენი ეფთჳმე სავსე ზეგარდამოჲთა მადლითა, ეგრეთვე საღმრთონი წესნი და განგებანი დაესხნეს მონასტერსა თჳსსა... ჭაბუკთადა გაეწესა საშოვალ ეკლესიასა დგომაჲ და ორკეცად და სამკეცად დგიან ჴელ-მოჭდობით და მოწიწებით. და სკამები საშოვალ დადგიან და ოდეს ჯერ-არნ ეგრეთ-ვე ორკეცად და სამკეცად დასხდიან. ე.ი. ივერონშო სკამებიც ჰქონიათ ეკლესიაში და როდესაც განწესებული იყო, სხდებოდნენ კიდეც. შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონი დიდი მწუხრის დასაწყისი: ხოლო კანდელაკმან აღიღოს სანთელი მცირითა სასანთლითა და ჴმა-ყოს: აღემართენით. აქედან გამომდინარეობს, რომ მწუხრის დაწყების წინ მონაზვნები ისხდნენ (სხვაგვარად მიმართვა აღემართენით უაზროა) და რომ თითოეულს საკუთარი დასაჯდომი ჰქონია. აღდგომის მსახურების აღწერიდან: ხოლო შემდგომად დასრულებისა ამბორისყოფისა, წარიკითხავს საკითხავსა ოქროპირისასა წინამძღუარი, რომლისა თავი არს ესე: ვინცა ვინ კეთილადმსახურნი... ხოლო არა დავსხდებით ამისსა კითხვასა შინა. ე.ი. სხვა საკითხავებზე სხდებოდნენ და შესაბამისად საკუთარი სკამებიც ჰქონდა ყველას. ამ ერთზე არ სხდებოდნენ. ხოლო წმიდათა დიდთა მარხვათა აჩენს წინამძღუარი ეკლესიასა შინა მაღჳძებელსა, რომელიცა თითოეულსა წიგნის კითხვასა ზედა, შემდგომად მცირედ წარკითხვისა აღდგების თჳსისა ადგილისაგან და ჰყოფს სამსა თაყუანისცემასა საშუალ ეკლესიისა, და მოჰვლის ძმათა მყუდროებით. და რომელიცა პოოს მძინარედ, მოზიდავს მას ნელიად მცირედ. ხოლო იგი აღდგების და მოვალს საშუალ ეკლესიისა, ჰყოფს მუჴლთმოდრეკასა გ, და ორთავე სამჴროთა მიმართ თითოსა, და კუალად წარვალს და დაჯდების ადგილსა თჳსსა. ე.ი. დიდ მარხვაში წინამძღვარი ერთ-ერთ მონაზონს განაწესებს მაღვიძებლად. ყოველი საკითხავის დაწყებიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ ეს მონაზონი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა) და ეკლესიას მოივლის იმის სანახავად, ვინმეს ხომ არ ძინავს. თუ ვინმეს მძინარეს იპოვის, გააღვიძებს მას, ეს უკანასკნელი დგება (ე.ი. ადგილი ჰქონია დასაჯდომად და იჯდა), ეკლესიის შუაში სამ მეტანიას აკეთებს, ორივე კლიროსის მიმართ თითოს, მერე ბრუნდება და თავის ადგილზე ჯდება (ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ ყველა მონაზონს საკუთარი ადგილი ჰქონია დასაჯდომად). კონდაკი, 1710 წ., ვახტანგ მეექვსის სტამბა დიდი მწუხრის აღწერიდან: რაჟამს ჯერ-იყოს ლოცვა დიდისა მწუხრისა, მოვალს მღდელი და დიაკონი და ჰყოფენ მეტანიასა წინაშე ხატსა მეუფისა ქრისტესსა გ. ყოველნი მუნ მყოფნი ძმანი იყვნენ მსხდომარენი... და ჴმაჲ-ჰყოფს ევტაქსია წინაშე წმიდისა კარისა მასვე კელევსატესა. მაშინ ყოველნი ძმანი აღდგებიან... ე.ი. აქედანაც ჩანს, რომ მწუხრის დაწყების წინ ყველა მონაზონი იჯდა და ყველას საკუთარი სკამი ჰქონია. ახლა რაში უნდა ჭირდებოდეს კაცს სკამი ეკლესიაში, თუ ლოცვისას არ უნდა ჯდებოდეს? სადღესასწაულო, მოსკოვი, 1865 შობის განგება, გვ. ფოზ, მწუხრზე საწინასწარმეტყველოდან საკითხავების დასრულების შემდეგ ასეთი მითითებაა: ესრეთ ჰჴმობს მკითხუელი ჴმასა ზედა ვ, ჩუენ აღუსდგებით და იგი იტყჳს ტროპარსა ამას... რატომ წერია ჩვენ ავდგებით ფეხზეო? იმიტომ რომ საწინასწარმეტყველოზე ყველა იჯდა. ასეთი ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება. უნდა თუ არა ვინმეს, ჩვენთან სკამები რეალობა იყო ეკლესიებში, დაჯდომაც რეალობა იყო და არც ახლა ამოუშლია ვინმეს წიგნებიდან მათი ხსენება. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris შეიძლება თუ არა ღმრთისმსახურებისას დაჯდომა? Jul 13 2007, 02:33 AM
გიორგი ჩემი პოზიცია ამ სა... Jul 19 2007, 12:55 PM
კანუდოსელი
* შუა და პირველ საუ... Jul 19 2007, 01:07 PM
გიორგი
ასე, რომ გიორგი, არ ... Jul 19 2007, 01:15 PM
კანონისტი კანუდოსელი
და......
მ... Jul 19 2007, 01:41 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
და......
მ... Jul 19 2007, 02:41 PM
მხევალი ნინო აუ, აქ რა ამბავი დატ... Jul 19 2007, 03:12 PM
მარიტა მხევალი ნინო
მართლ... Jul 19 2007, 03:16 PM
მხევალი ნინო Sotiris
და შენ როგორ ფ... Jul 19 2007, 03:20 PM
კანონისტი მხევალი ნინო
სტასი... Jul 19 2007, 03:24 PM
მხევალი ნინო კანონისტი
ნენა მ... Jul 19 2007, 03:52 PM
მნათე
იმიტომ რომ სპეცია... Jul 19 2007, 03:55 PM
მხევალი ნინო მნათე
640 მითითებუ... Jul 19 2007, 04:01 PM
catherina_10 "უეჭველად, ოღონდ ... Jul 19 2007, 04:05 PM
Sotiris
vici rom skamebtan kavshirshi ar iko, shen kargad... Jul 19 2007, 04:50 PM
მხევალი ნინო http://img122.imageshack.us/img122/5038/imgp1151qy... Jul 19 2007, 04:06 PM
მხევალი ნინო ამ სურატის დადებაშ... Jul 19 2007, 04:28 PM
კანონისტი Sotiris
10 უნდა ყოფილიყო..... Jul 19 2007, 04:58 PM
იოანა
ისევ ვიმეორებ, მხო... Jul 19 2007, 05:10 PM
catherina_10 1) ეს თემა იმისთვის ... Jul 19 2007, 05:09 PM
Sotiris
Chemtvis ara chveni rcmenistvis da eklesiistvis.
... Jul 19 2007, 05:14 PM
Sotiris
Chemtvis ara chveni rcmenistvis da eklesiistvis.
... Jul 19 2007, 05:21 PM
catherina_10 შენი ეკლესიის რწმე... Jul 19 2007, 05:20 PM
Sotiris
chemtvis aranair problemas carmoadgens skamebis a... Jul 19 2007, 05:29 PM
catherina_10 ანბანი მართლმადიდ... Jul 19 2007, 05:23 PM
catherina_10 "კი, ნამდვილად, შე... Jul 19 2007, 05:32 PM
მხევალი ნინო Sotiris
მოიცა, რატომაა... Jul 19 2007, 05:35 PM
მხევალი ნინო Sotiris
არც ერთ პოსტში... Jul 19 2007, 05:41 PM
catherina_10 კიდევ ერთი ციტატა ... Jul 19 2007, 06:00 PM
მნათე ხალხო რა არის საპრ... Jul 19 2007, 06:07 PM
კანუდოსელი
ხალხო რა არის საპრ... Jul 20 2007, 01:36 PM
თამარი_ცქნაფო
პრობლემა ისაა, რომ ... Jul 25 2007, 12:59 PM
იოანა "მოხედენ" არავი... Jul 19 2007, 06:15 PM
abo გაიხსენეთ რომ არსე... Jul 19 2007, 06:19 PM
athos გასაგებია რომ დღეს... Jul 20 2007, 01:29 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
კაი ეხ... Jul 23 2007, 06:08 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
კაი ეხ... Jul 25 2007, 02:37 PM
მხევალი ნინო კანუდოსელი
არა, წ... Jul 29 2007, 05:48 PM
abo დირექტორთან რომ შე... Jul 29 2007, 05:56 PM
Sotiris
დირექტორთან რომ შ... Jul 30 2007, 03:27 PM
კანუდოსელი
მართლმადიდებელი ... Aug 3 2007, 01:22 PM
მხევალი ნინო abo
საბაწმინდურმა ... Jul 29 2007, 05:59 PM
abo ახლა თუ გიჭირს აკრ... Jul 29 2007, 06:10 PM
მარიტა ახლა არც მოხერხდებ... Jul 30 2007, 03:16 PM
მნათე დირექტორთან ფეხზე ... Jul 30 2007, 03:34 PM
მხევალი ნინო მნათე
დაისვენე ხ... Jul 30 2007, 03:45 PM
Sotiris
ჩემთან მაგალითად ... Jul 30 2007, 06:36 PM
მხევალი ნინო Sotiris
მე ლოცვა ვიგულ... Jul 30 2007, 06:43 PM
მნათე
რომ ვიღლები მეც ვჯ... Jul 30 2007, 09:02 PM
მხევალი ნინო მნათე
და შენს ეკლ... Jul 30 2007, 09:10 PM
მნათე
ადამიანო, ის ორი კ... Jul 30 2007, 09:16 PM
მარიამი საინტერესოა საუკუ... Jul 30 2007, 09:22 PM
მხევალი ნინო მნათე
მეტი დადგით... Jul 30 2007, 09:27 PM
მარიამი
მასე ახლაც კია, კედ... Jul 30 2007, 09:30 PM
მართა ნამდვილად ვეთანხმ... Jul 31 2007, 01:16 AM
ზებედე
ხშირად მიმიმსგავ... Jul 31 2007, 01:20 AM
მართა
როგორი გამონ... Jul 31 2007, 01:23 AM
ზებედე
როგორი გამონათქვა... Jul 31 2007, 01:32 AM
მართა
გეტყვი: უი გოო მამ... Jul 31 2007, 01:53 AM

ზებედე
მიმითითე სად დავწ... Jul 31 2007, 01:58 AM
abo
გეტყვი: უი გოო მამ... Aug 8 2007, 02:15 AM
abo
აქ ცოტას ხომ არ აჭა... Aug 8 2007, 02:38 AM
ზებედე
პასუხი?
რატომ ვაჭ... Aug 8 2007, 02:39 AM
Tamro რა თქმა უნდა შეიძლ... Jul 31 2007, 01:29 AM
მართა
:o <_< :blink:
... Jul 31 2007, 02:05 AM
მხევალი ნინო ზებედე
და შენ სად... Jul 31 2007, 09:15 AM
Sotiris მოკლედ მე ამ თემიდ... Jul 31 2007, 10:48 AM
მარიამი
არქიტექტურა რა შუ... Jul 31 2007, 10:57 AM
მხევალი ნინო Sotiris
ჩაქრი, მე ის გა... Jul 31 2007, 04:03 PM
Sotiris ეს პოსტი გვერდითა ... Aug 3 2007, 03:09 AM
მხევალი ნინო კანუდოსელი
ზოგს ... Aug 7 2007, 05:34 PM
shota1
ორი წლის წინ აღდ... Aug 7 2007, 09:26 PM
ზებედე
ორი წლის წინ აღდგო... Aug 7 2007, 09:31 PM
shota1
დაცინვაში სპეცია... Aug 7 2007, 11:06 PM
მარიამი
ვიცით :) ეგ სტასიდე... Aug 7 2007, 11:18 PM
Sotiris
ვიცით :) ეგ სტასიდე... Aug 8 2007, 02:20 AM
ზებედე
ერესია, ერესი სკამ... Aug 8 2007, 02:30 AM
ზებედე დაიდგას სკამები მრ... Aug 8 2007, 01:20 AM
makuna7474
დაიდგას სკამები მ... Aug 8 2007, 01:34 AM
ზებედე
კარებთან რო საკეც... Aug 8 2007, 02:07 AM
makuna7474
სახლიდან უნდა ატა... Aug 8 2007, 02:08 AM
abo გუჯა დამეკარგა Aug 8 2007, 02:22 AM
abo შენ მაგი მართადან ... Aug 8 2007, 02:52 AM
ზებედე
შენ მაგი მართადან ... Aug 8 2007, 03:07 AM
abo ზებედე
მერე მართა... Aug 8 2007, 03:13 AM
ზებედე
ზებედე
მერე მართა... Aug 8 2007, 03:14 AM
abo
ახლა მე მაინტერეს... Aug 8 2007, 03:15 AM
ნათია "ზოგიერთი უძლურე... Jan 7 2008, 03:03 PM
ali da nino ლოცვისთვის ყველაზ... Feb 5 2008, 04:56 PM
ალექსანდრე
ლოცვისთვის ყველაზ... Feb 6 2008, 02:58 AM
protestanti კი, მაგრად ასწორებ... Apr 13 2008, 02:59 AM
lch ჩემი ფიზიკური მდგო... May 18 2008, 01:53 PM
argani მხევალი ნინო
შენი ... Jun 24 2008, 08:17 PM
IZAKUNA ვინც ტავს შეუძლოდ ... Jun 24 2008, 08:47 PM
დათიკო argani
თანამედროვე ქა... Jun 25 2008, 11:20 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 11:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი