IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> ცხოვრების მთავარი აზრი, მხოლოდ უფალშია ცხოვრების არსი
ekusia
პოსტი Mar 10 2007, 02:58 PM
პოსტი #141


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227



ცხოვრების აზრი _სიკვდილისთვის მზადება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 11 2007, 04:12 AM
პოსტი #142


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ციტატა(ekusia @ Mar 10 2007, 02:58 PM) *

ცხოვრების აზრი _სიკვდილისთვის მზადება.



თუ მარადიული ცხოვრებისთვის? smile.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Mar 11 2007, 03:48 PM
პოსტი #143


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



ekusia
iako
ორივე ერთად smile.gif


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 11 2007, 08:31 PM
პოსტი #144


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



აღვიღოთ ჯვარი ჩვენი, უფლისგან მოცემული და ვზიდოთ, სადიდებლად უფლისა.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia24
პოსტი Mar 12 2007, 04:46 PM
პოსტი #145


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 77
რეგისტრ.: 6-March 07
წევრი № 1,274



ალბათ ცხოვრების მიზანი ქრისტიანისთვის, ცხონებაა და უფალთან შეხვედრა.


--------------------
უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cicinatela
პოსტი Mar 13 2007, 10:12 PM
პოსტი #146


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 121
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 796



ცხოვრების მთავარი აზრი_ ვიცხოვროთ ისე რომ უფლისათვის სათნონი ვიყოთ...


--------------------
ყველაზე კარგი შურისძიება ის არის რომ, არ ემსგავსო და არ მიბაძო მას, ვინც გაგამწარა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nadiradze
პოსტი May 21 2007, 10:26 AM
პოსტი #147


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 20-May 07
წევრი № 1,954



სერგო & ანდრო ........ საინტერესო თემააა..... მაგრამ ყველა არ ფიქრობს მასე რომ ცხოვრების არსი მხოლოდ უფალშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jun 7 2007, 08:56 PM
პოსტი #148


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224




უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ადამიანის ცხოვრების მიზანი


ყოველი ჩვენგანის, ისე როგორც მთელი კაცობრიობის, წინაშე ერთი მარადიული კითხვა დგას: ვიცით თუ არა ჩვენი არსებობის მიზანი, ვიცით თუ არა ვინ ვართ, საითკენ მივდივართ, და რა მოგველის. ჯერ კიდევ ძველ რომაელებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა: ვჭამ იმისათვის, რომ ვიარსებო და არა იმისათვის ვარსებობ, რომ ვჭამო. მართლაც რისთვის ვარსებობთ: იმისთვის, რომ კარგად ვჭამოთ და ვსვათ, კარგად ჩავიცვათ და დავისვენოთ, თუ ჭამა-სმა და დასვენება რაღაც სხვა უფრო დიდი მიზნისთვის გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ადამიანს ორი მიზანი უნდა ჰქონდეს: როგორ მიაღწიოს სულიერ სიმაღლეს და როგორ გამოადგეს სხვას, რადგან თუ კაცი თავისთვის არ ვარგა, ის სხვისთვის მით უმეტეს უვარგისია.

მე ხშირად ვხვდები აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ე.წ. განვითარების გზაზე დამდგარი ქვეყნების წარმომადგენლებს და როცა სულიერ, საღვთისმეტყველო საკითხებზე ვესაუბრები, საუბარი მუდამ ეკონომიკურ საკითხებსა და სოციალურ პრობლემებზე გადააქვთ. მათი შეხედულებით ჯერ სხეულებრივი მოთხოვნილებანი უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ სულიერ საკითხებზე. ეკლესია და რწმენა, როგორც ამას ზოგჯერ წერენ და ხმამაღლაც აცხადებენ, სრულიადაც არ კრძალავს ზრუნვას ეკონომიკურსა და მატერიალურ საკითხებზე, მაგრამ იგი გვასწავლის, რომ მთავარი სულია, რომელსაც სხეულისაგან განსხვავებით მარადიული არსებობა აქვს და უკვდავია, ამიტომაც პირველ რიგში მასზე ფიქრი და ზრუნვა გვმართებს. რა არის ამქვეყნიური ცხოვრების 60 თუ 70 წელი მარადიულობასთან შედარებით! ჩვენი არსი ხომ ჩვენი ხორციელი სიკვდილის შემდეგაც რჩება: მე ვინცა ვარ, იქაც ის ვიქნები, ასევე თქვენც, მაგრამ გააჩნია მარადიულობის წინაშე როგორ წარვდგებით. მრავალტანჯული წმიდა იობი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება გამოცდაა, ჩვენზეა დამოკიდებული როგორ ავიტანთ ამ გამოცდას: მიწიერი და წარმავალი საზრუნავებით ვიქნებით გართული, თუ სულის სიწმინდისთვის ვიღვაწებთ. მე კიდევ ვიმეორებ, რომ ეკლესია ეკონომიკურსა და მატერიალურ საკითხებს კი არ უარყოფს, არამედ თავის ადგილზე აყენებს, რადგან სანამ ადამიანი სხეულით ცოცხლობს, მისთვის ორივე საზდრო საჭირო და აუცილებელია - ხორციელიც და სულიერიც, ოღონდ უპირველეს ყოვლისა, სულიერი.

ვინც თავისი სულისათვის ზრუნავს, ის მოყვასზეც აუცილებლად იზრუნებს. შეუძლებელია მორწმუნე მშვიდად ცხოვრობდეს თუ მისი უახლოესი ადამიანები ურწმუნონი არიან.

მინდა მოგიყვანოთ ერთი ძალიან უბრალო, მაგრამ ფრიად შთამაგონებელი მაგალითი. არსებობს ასეთი ინგლისური ზღაპარი: კატა დიდი ხანი ემზადებოდა, რომ ლონდონში ჩასულიყო და დედოფალი ენახა, ბოლოს მოემზადა და ამ ერთადერთი მიზნით ლონდონში ჩავიდა, მაგრამ ვერაფერი ნახა თაგვის გარდა, რადგან როგორც კი თვალი მოჰკრა, მთელი ყურადღება მასზე გადაიტანა. ყოველ ადამიანსაც, რომელიც ამ ცხოვრებაში მოდის, ერთი უდიდესი მიზანი აქვს - მარადიულობისათვის მომზადება, რათა უფლის წინაშე განწმენდილი წარდგეს და სასუფეველი დაიმკვიდროს - ცხონდეს, მაგრამ ხშირად იგი ნაცვლად იმისა, რომ უფალთან შესახვედრად მოემზადოს, მთავარ მიზანს, რისთვისაც ამ ქვეყნად მოვიდა, ივიწყებს და იმ კატის მსგავსად, თაგვმა რომ ყველაფერი დაავიწყა, მთელი გული და გონება პატარ-პატარა მიწიერი საზრუნავებისკენ აქვს მიპყრობილი.

ღმერთმა მოგცეთ თქვენ და ღვთივკურთხეულ ქართველ ერს ძალა ამ გამოცდის ღირსეულად ატანისა და ჩვენი არსებობის უპირველესი მიზნის სამსახურისა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!

ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!

რადგან ჩვენი ერის დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ეკლესიაში იშვიათად ან საერთოდ არ დადის, მთელი საქართველოსთვის თქვენ უნდა ილოცოთ. მთელ საქართველოს თქვენი იმედი აქვს.


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BERO
პოსტი Jun 7 2007, 09:51 PM
პოსტი #149


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,204



ცხოვრების მთავარი მიზანია " ჯვარი"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Jun 7 2007, 10:06 PM
პოსტი #150


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
ცხოვრების აზრი _სიკვდილისთვის მზადება.

ეს მართლა ბევრ რამეს მოიცავს... smile.gif

ალბათ მთელი ცხოვრება სრულყოფილებისკენ სწრაფვაა...

და კიდევ დავწერ ამას, ადრეც დავწერე... ალბათ მთავარია, რომ

გვიყვარდეს....

ვუყვარდეთ....

ვცხონდეთ....
smile.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2007, 11:55 AM
პოსტი #151


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, ყოველთვის მიჭირდა გამეგო თუ რა იყო ჩემი ცხოვრების მიზანი და ეს მტანჯავდა..

საბედნიეროდ ვიპოვე უფალი და ჩემს არსებობასაც აზრი მიეცა smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 8 2007, 12:04 PM
პოსტი #152


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ცხოვრების მიზანი ჩემი აზრით სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისაკენ უნდა იყოს. სწრაფვა ღვთისაკენ, სწრაფვა სრულყოფილებისაკენ
''იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს''

და ამავ დროს სწრაფვა მოყვასისაკენ, როგორც სანთელი იწვის და სხვასაც უნათებს გზას ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც, მოყვასისათვის ვიწვოდეთ და გზასაც ვუნატებდეთ.

''ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი''


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2007, 12:57 PM
პოსტი #153


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 62,045
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ალექსანდრე @ Jun 8 2007, 01:04 PM) *

ცხოვრების მიზანი ჩემი აზრით სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანებისაკენ უნდა იყოს. სწრაფვა ღვთისაკენ, სწრაფვა სრულყოფილებისაკენ
''იყავით სრულ ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს''

და ამავ დროს სწრაფვა მოყვასისაკენ, როგორც სანთელი იწვის და სხვასაც უნათებს გზას ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც, მოყვასისათვის ვიწვოდეთ და გზასაც ვუნატებდეთ.

''ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი''


გენაცვალე wub.gif 2kiss.gif რა ლამაზად თქვი..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შაკო
პოსტი Jun 8 2007, 01:00 PM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,102
რეგისტრ.: 1-December 06
წევრი № 617



მთავარი მიზანი არის ჩემი აზრით მზადება განსაცდელისათვის...და განსაცდელის გადალახვა სამუდამო ნეტარებისათვის.... ლოდინი უფალთან შეხვედრისა....


--------------------
რავიცი.....რავიცი.....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სერგი
პოსტი Sep 17 2007, 03:07 AM
პოსტი #155


ივერიელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 279
რეგისტრ.: 16-September 07
მდებარ.: დედამიწა
წევრი № 2,750



ამ ცხოვრების მიზანი ---- სიკვდილია(სუფთა სინდისით) შემდეგი მარადიული ცხოვრებისთვის.


ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: "რა პასუხს გავცემ ქრისტეს"?
მაგრამ საქმე იმაშია რომ პასუხი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ თხოვნა სინანულით: "უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე ცოდვილი"


--------------------
Преподобный Отче Наш Сергие Моли Бога о Нас...
------------------------------------------------------------
რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მთ. 12,37)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 17 2007, 11:55 AM
პოსტი #156


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



უფალი და სამშობლო - ჩვენი ცხოვრების მთავარი აზრი ..... ეს მოვისმინე რადიო ივერიაში smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Sep 17 2007, 12:18 PM
პოსტი #157


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ალბათ მიზანი ამ ცხოვრების არის მოყვასის სიყვარული იმდაგვარად, როგორც ამას უფალი გვასწავლის. ცდა იმისა, რომ ვიყოთ უკეთესნი იმაზე ვიდრე ვართ და ჭეშმარიტი სინანული ჩვენი ცოდვებისა. უმთავრესი მიზანი კი ალბათ სულის სიწმინდეა, რათა ვპოვოთ სამუდამო განსასვენებელი ჩვენი ცოდვილი სულისათვის.


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Sep 17 2007, 12:29 PM
პოსტი #158


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(david the iverian @ Oct 8 2006, 08:00 PM) *

ც ხ ო ნ ე ბ ა . . .


+1
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი Sep 23 2007, 03:44 PM
პოსტი #159


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



"ამაო არს ყოველივე კაცობრივი."ვერც ვერასდროს გასცემს ადამიანი პასუხს ამ შეკითხვას სანამ ეკლესიაში არ მოვა და არ ისურვებს კრისტიანულ აღმსარებლობას უძღვნას საკუთარი თავი.
ამის საშვალება კი ყველა ადამიანს აქვს თუ ჩაუღრმავდება საკუთარ თავს.


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tatia333
პოსტი Jan 25 2008, 11:42 PM
პოსტი #160


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 64
რეგისტრ.: 26-November 07
წევრი № 3,276



მადლიერების გრძნობა მაქვს,უფლის მიმართ იმის გამოც,რომ მივხვდი რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი,ვინ ვარ და რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში.
მივხვდი რომ,აუცილებელია ვცდილობდეთ გულით, უფლის მცნებების დაცვას ,რომ ღმერთმა შეძლოს ჩვენი ცხონება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th July 2025 - 06:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი