IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> აპოკრიფი იუდა ისკარიოტელისა
lingvo
პოსტი Jul 13 2007, 04:38 PM
პოსტი #1


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



ახლო წარსულში ცნობილი გახდა, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს იუდა ისკარიოტელის აპოკრიფის ასლი, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად ითვლებოდა. როგორც ვიცი მთავარი იდეა ამ დოკუმენტისა არის ის, რომ იუდა იყო იესო ქრისტეს გამორჩეული მოსწავლე და უფალმა მას წინასწარ გაუმხილა საიდუმლოება თუ რა მძიმე მისიის შესრულება მოუწევდა (ღალატს ვგულისხმობ). საერთო ჯამში იქმნება სურათი იმისა, რომ იუდა ისკარიოტელმა ღალატი უფლის ნების აღსრულების გამო ჩაიდინა და ეს თითქოსდა ამართლებს მის საქციელს უფლის წინაშე. მაშასადამე მას ღალატი ჩაუდენია უფლის სიყვარულის გამო, რა დასკვნამდეც შეიძლება მიგვიყვანოს ზემოთხსენებულმა დოკუმენტმა. იუდა საკუთარ აპოკრიფში თითქოს ცდილობს როგორმე გამართლება მოუძებნოს მის ღალატს უფლისადმი. ჩემი აზრით ეს შეხედულება ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში იშლება ზღვარი კეთლსა და ბოროტს შორის, ღალატსა და ერთგულებას შორის. მამაო, უმორჩილესად გთხოვთ ნათელი მოჰფინოთ ყოველივე ზემოთქმულს და გამაცნოთ საპატრიარქოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მომიტევეთ და მიმითითეთ თუ რაიმე უზუსტობა დავუშვი მსჯელობაში.

წინასწარ გმადლობთ მამაო.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 10 2007, 08:46 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



როგორ ფიქრობთ, მოასწრებდა და მოახერხებდა სასოწარკვეთით დამბლადაცემული იუდა წიგნის დაწერას თვითმკვლელობამდე? ვერავინ იტყვის რამდენი საათი გავიდა მაცხოვრის გასამართლებიდან იუდას თვითმვკლელობამდე, მაგრამ ვხედავთ სახარებაში, რომ ეს ძალიან სწრაფად მოხდა: დაყარა ვერცხლი ტაძარში, წავიდა და ჩამოიხრჩო თავი. არავინ იცის დანამდვილებით, ვინ დაწერა ეს აპოკრიფი, მაგრამ ის მართლაც უნიკალურია თავის მკრეხელური შინაარსით. მიზანი კი ერთია: წმიდა წერილის ავტორიტეტის დაკნინება და სადისკუსიოდ ქცევა. ჩვენთვის კი საკმარისია ის, რასაც წმიდა წერილი გვამცნებს, რომლის ისტორიული უტყუარობა მრავალი კვლევა–ძიებით არის დამტკიცებული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი