IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მამათა გამონათქვამები ეკლესიის მდგომარეობაზე, მისივე ისტორიის სხვადასხვა პერიოდში
მნათე
პოსტი Jul 14 2007, 12:10 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



როგორც ანდრეი კურაევი შენიშნავს, ეკლესიის ისტორიის გაბუქება ან პირიქით გაფეტიშება, დაბრკოლების დასაბამია ამიტომ თუ გვახსოვს წმ. სერგი მოწამე არსენი, მაგრამ არ გვახსოვს რომ ისინი სწორედ დანარჩენ ეპისკოპოს-თანამოძმეთა კრების მიერ იქნენ განკვეთილნი, როგორც იოანე ოქროპირი, ათანასე ალექსანდრიელი, მაქსიმე აღმსარებელი, სვიმონ ახალი - შემდგომში პრობლემებს შექმნის.

ასეთი დამახინჯებული სურათი კი ჩვენ დროში ზედმეტ ილუზიებს ქმნის, იმის შესახებ რომ "სულიერება დაეცა"

მოდი სწორედ მამათა გამონათქვამები მოვიშველიოთ:

წმ. კლიმენტი რომაელი

მთელი დიდება გებოძათ და აღსრულდა დაწერილი - ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით და დაივიწყეთ ღმერთი(II რჯული. 32,15) ამის გამო იქმნა გულფიცხელობა და შური, მტრობა და განხეთქილება, დევნა და აღშფოთება, ომი და ტყვეობა. განგვშორდა სიმართლე და მშვიდობა, რადგან დაუტევეთ უფლის შიში, დაგიჩლუნგდათ რწმენა და აღარ ცხოვრობთ უფლის მცნებებით!

ევსევი კესარიელი

"ჩვენი მოჩვენებითი მწყემსები, დაივიწყეს რა ღვთისმოშიშება, მთელი აღტკინებით ჩაებნენ ერთმანეთთან კამათში და ამით განამრავლეს მხოლოდ ერთი - მტრობა და სიძულვილი.. ისინი ძალაუფლებისკენ ხარბად მიისწრაფვიან, როგორც ტირანები ტირანიისკენ"

წ, გრიგოლ ღვთისმეტყველი

"არ ვაქებ ჩვენში არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არმოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით... სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე... სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობდნენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა - იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი.

================


გაგრძელება იქნება, როგორც მიხვდით, ადრე საუკუნეებში არ იყო იდეალური სიტუაცია smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 14 2007, 11:52 AM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
როგორც მიხვდით, ადრე საუკუნეებში არ იყო იდეალური სიტუაცია

ნამდვილად,ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა.
დაველოდები შენს გაგრძელებასsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 14 2007, 12:00 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ბასილი დიდი
"ეკლესია თითქმის ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესდება"

"ეპისკოპოსები რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელ უმნიშვნელოვანეს საქმეებში"

წმ. ეფრემ ასური

"ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უსაქმურობამ"

წმ. იოანე ოქროპირი

"შურის ყოველისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდელსაც ყველაზე მეტად ახლობლებისა და მსახურების ეშინია, რადგან არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი"

"მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვრის ზედამხედველად რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა"

წმ. ილარიონ პიქტავიელი

"ხალხის სასმელი უფრო წმინდა აღმოჩნდა ვიდრე იერარქთა გულები"

ნეტარი იერონიმე

"ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე, ასევე იუდაც. სახეკლესიო ხარისხი ადამიანს არ აქცევს ნამდვილ ქრისტეანად"

პ.ს გაგრძელება იქნება..


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Jul 14 2007, 12:16 PM
პოსტი #4


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



ვაიმე ეს მამები ახლა ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ და დღევანდელი ჩვენი ეკლესია ეხილათ თავს მოიკლავდნენ laugh.gif

აქ რაც წერია როგორც საყოველთაო ასევე დღევანდელი პრობლმაცაა....

კარგი იქნება ბევრი თუ გაითვალისწინებდა wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 14 2007, 01:49 PM
პოსტი #5


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(დავით ივერიელი @ Jul 14 2007, 08:16 AM) *



კარგი იქნება ბევრი თუ გაითვალისწინებდა wink.gif


მაინც ვინ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 15 2007, 01:24 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



მნათეს გასაგონად: ამ ეპისტოლეში ბასილი დიდი საუბრობს ეკლესიის მსახურთა (ჩვენ მათში სტიქაროსნები უნდა მოვიაზროთ) გამორჩევისას დაშვებულ უწესობებზე IPB-ს სურათი

მისივე ეპისტოლე ხორეპისკოპოსთა მიმართ, რაჲთა არა განიჩინებოდინ თჳნიერ მისსა მსახურნი სამღდელოთანი გარეშე წამებისა კანონთაჲსა


ყოვლითურთ მწუხარე ვარ მე, რამეთუ უგულებელსქმნილ არიან კანონნი მამათანი და ყოველი უცთომელობა ეკლესიათაჲ დავიწყებულ არს, და მეშინის, ნუსადა მცირედ-მცირედ წარმატებითა ამის უწესოებისაჲთა სრულიადისა შერეულებისა მიმართ მიიწინენ საქმენი ეკლესიისანი. ვინაჲცა მსახურად ეკლესიისა განჩინებულთა ძუელ სადმე ღმრთისა ეკლესიათა შინა მოქალაქექმნილი ჩუეულებაჲ ფრიადითა გამოწულილვითა გამოცდილთა შეიწყნარებდა და გამოეძიებდა ყოვლისავე ზრდილობისა მათისა სახესა: უკუეთუ არა მოყუსის ძჳრითა მიმოდამთქუმელნი არიან, უკუეთუ არა მომთვრალენი, უკუეთუ არა ადვილად აღსაძრველნი მბრძოლობად და მეშფოთეობად, უკუეთუ აღიკრძალვენ სიჭაბუკესა მათსა, ვიდრემდის შემძლებელ იყვნენ წარმართებად ”სიწმიდისა, რომლისა თჳნიერ ვერვინ იხილოს უფალი” (ებრ. 12,14). და ამათ გამოიწულილვიდეს უკუე ხუცესნი და დიაკონნი მეზობელნი მათნი და მათ თანა დამკჳდრებულნი, ხოლო მიაწევდეს ხორეპისკოპოსთა მიმართ, რომელნიცა ჭეშმარიტებისა მოწამეთა მათგან მიითუალვიდეს გამორჩევასა მას და მიუთხრობდეს ეპისკოპოსსა და ესრეთ აღჰრაცხვიდეს მსახურსა მას მწყობრთა თანა საეკლესიოთა. ხოლო აწ პირველად უკუე ჩუენ უგულებელს-გიქმნივართ და არცაღა ჩუენდა მომართ თავს-იდებთ მოღებასა გამორჩევისასა, არამედ თავთა მიმართ თჳსთა მიიხუეჭთ ყოველსა ჴელმწიფებასა. ამისსა შემდგომად უდებმყოფელნი მის საქმისანი ხუცესთა და დიაკონთა უბრძანებთ, რაჲთა ვიეთცა ენებოს გამოუწულილველისა ცხორებისაგან, სიყუარულისთჳს ჴორციელისა ანუ ნათესაობისა ანუ სხჳსა რაჲსმე მეგობრობისა, შეიყვანნენ ეკლესიად უღირსნი მის მსახურებისანი, რომლისათჳსცა მრავალნი უკუე მსახურნი აღირიცხუვიან თითოეულთა დაბათა, ხოლო ღირსი საკურთხეველისა მსახურებისაჲ - არცა ერთი, ვითარცა თქუენ თჳთ სწამებთ, უღონო იქმნებოდით რაჲ კაცთაგან სამღდელოთა შინა გამორჩევათა. აწ უკუე, ვინაჲთგან საქმე ესე უძჳრესისა მიმართ წარემატების, უფროჲსღა აწ, რაჟამს შიშითა მჴედრობისაჲთა მრავალნი გამოირჩევენ მსახურად დაწესებასა თავთა თჳსთასა, საჭიროდ მოუჴედ განახლებასა მამათა კანონისასა და მივსწერ თქუენდა, რაჲთა წარმოსცეთ ჩემდა აღწერით სახელები თითოეულისა დაბისა მსახურთაჲ და თუ ვისგან შეყვანებულ არს თითოეული, ანუ ვითარისა ცხორებისაჲ არს. ხოლო იპყარით თქუენცა თავთა თქუენთა თანა სწორი ამის აღწერილისა, რაჲთა თანა-შეეტყუნენ თქუენ თანა დამარხულნი იგი ნაწერნი ჩუენ თანა წარმოცემულთა მათ და რაჲთა არა ჴელეწიფებოდის, ოდესცა ვის ენებოს შთაწერად თავისა თჳსისა. ესრეთ უკუე შემდგომად პირველისა მის განჩინებისა, უკუეთუ ხუცესთაგან შეყვანებულ იქმნნეს ვიეთნიმე, ერისკაცთავე თანა დაიდგინნენ კუალად და ზემოჲთგან იქმენინ მათთჳს გამოწულილვითი გამოძიებაჲ თქუენ მიერ და უკუეთი ღირსად იპოვნენ, თქუენმიერითა განჩინებითა შეწყნარებულ იქმნენ. განწმიდეთ ეკლესია განჴდითა უღირსთა მისთაჲთა და ამიერითგან გამოეძიებდით ღირსთა და შეიწყნარებდით. ხოლო ნუ პირველად აღჰრაცხთ მათ, ვიდრემდის არა მოიყვანნეთ ჩუენდა, თუ არა, დამტკიცებით უწყოდეთ, ვითარმედ ერისკაცი არს თჳნიერ ცნობისა ჩუენისა მსახურად საეკლესიოდ შეწყნარებული იგი.

ვინც ძველი ქართული კარგად არ იცის, მოკლე შინაარსი ასეთია: ბასილი დიდი მწუხარებას გამოთქვამს მამათაგან განჩინებულ კანონთა უგულებელყოფის გამო და შიშს გამოთქვამს უწესობის ნელ-ნელა ზრდით ეკლესიის საქმეები სრულ ქაოსში არ აღმოჩნდეს. შემდეგ ის ხსნის, თუ როგორი იყო ძველი ჩვეულება საეკლესიო მსახურთა გამორჩევისა: უნდა გულდასმით გამოეძიათ, ხომ არ იყო ლოთი, შფოთის მოყვარე და ა.შ. ეს მღვდლების და დიაკონების საქმე იყო. შემდეგ ამ ინფორმაციას გადასცემდნენ ქორეპისკოპოსებს, რომლებსაც საბოლოო ჯამში ეპისკოპოსისთვის უნდა მოეხსენებინათ ამ საქმის შესახებ და ასე ხდებოდა ღირსეული მსახურების გამორჩევა. ბასილის დროს კი ქორეპისკოპოსებმა ეპისკოპოსის იგნორირება დაიწყეს ამ საკითხში, არც თვითონ იწუხებდნენ თავს და მთელი საქმე მღვდლებს მიანდვეს, რომლებიც კანდიდატებს ადამიანური სიყვარულის, ნათესაობის ან მეგობრობის პრინციპით ირჩევდნენ. ამის გამო ისე მოხდა, რომ მრავალ დაბაში მრავალი მსახური აღმოჩნდა, ღირსი კი - არცერთი. ბასილი დიდის ეპისტოლე ამ საკითხისგამოსწორებისკენაა მიმართული, მაგალითად იგი საკუთარ ქორეპისკოპოსებს ეუბნება, რომ ამიერიდან კანდიდატები უცილობლად მასთან მიიყვანონ, ხოლო თუ საეკლესიო მსახურებად მის გარეშე განაწესებენ, უეჭველად იცოდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში ესენი საეკლესიო მსახურები კი არა, უბრალო ერისკაცებია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 16 2007, 01:13 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ბასილი დიდის ეპისტოლე მასზე დაქვემდებარებული ეპისკოპოსების მიმართ, რომელშიც იგი სიმონიის გამოვლინებებს ამხელს.

მისივე მისქუეშეთა ეპისკოპოსთა მიმართ, რაჲთა არა ჴელთა დაასხმიდენ საჴმრითა


უჯეროებაჲ საქმისაჲ ამის, რომლისათჳს აწ მოვსწერ თქუენდა, რად საეჭუელ იქმნა, რაჲთურთ და ითქუა, რომელმან ტკივილითა აღავსო სული ჩემი, გარნა ეგრეთცა აღმიჩნდა მე ურწმუნოდ. აწ უკუე მის ძლით ესე წიგნი შემაცნობელმან რასმე თავისა თჳსისამან მიითუალენ ვითარცა საკურნებელი, ხოლო არარაჲს შემაცნობელმან, ვითარცა წინაგანსაკრძალველი, ხოლო ვნებულმან ამით ვნებითა, რომლისასა ვილოცავ არა პოვნასა თქუენ შორის - ვითარცა საწამებელი. რაჲ არსა, რომელსა ვიტყჳ? იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ თქუენგანნი რომელნიმე მიიღებენ საჴმარსა ჴელთდასხმათაგან, ხოლო დაჰფარავენ მას სახელითა კეთილადმსახურებისაჲთა, რომელ-ესე უძჳრეს არს, რამეთუ უკუეთუ ვინმე ბოროტსა სახითა კეთილისაჲთა იქმოდის, ორკეცისა ტანჯჳსა ღირს არს იგი, ამისთჳს რამეთუ იქმს არაკეთილსა მას და სრულ-ჰყოფს ცოდვასა, რეცა ვითარცა შემწესა კეთილისასა. ესე უკუე ესრეთ სადმე ქმნილ არს, ამიერითგან ნუღარამცა იქმნების, არამედ განემართენინ, ვინაჲთგან საჭირო არს თქუმად მიმღებელისა მიმართ ვეცხლისა მის, რაჲ-იგი ითქუა მოციქულთა მიერ მისდა მიმართ, რომელსა ენება, რაჲთა სულისა წმიდისაგან მყოფელობაჲ მოიყიდოს ვეცხლითა, ვითარმედ ”ვეცხლი შენი შენთანავე იყავნ წარსაწყმედელად” (საქმე 8,20). რამეთუ უსუბუქეს არს ბრალი მისი, რომელსა გამოუცდელობისათჳს თჳსისა ენებოს მოსყიდაჲ მადლისაჲ მის, ვიდრე რომელი ჰყიდდეს ნიჭსა ღმრთისასა, რამეთუ სავაჭრო გიქმნიეს ნიჭი იგი, რომელი მიიღე შენცა, უკუეთუ განჰყიდი მას, ვითარცა მისყიდული სატანაჲსდა მოძარცჳთა შენგან მის მადლისაჲთა და რამეთუ მოფარდულობასა შემოიღებ სულიერთა საქმეთა ზედა და ეკლესიასა შინა ღმრთისა, სადა-იგი რწმუნებულ არს განსაყოფელად ჴორცი და სისხლი ქრისტესი, ამათი ესრეთ ქმნაჲ არა ჯერ-არს. ხოლო რომელი იგი მოპოვნებულ არს მათ მიერ, მისიცა მიღირს თქუმაჲ, ჰგონებენ, ვითარმედ არა ცოდვა არს არა ჴელისჴელ მიღებაჲ, არამედ შემდგომად ჴელთდასხმისა მიღებაჲ, გარნა უეჭუელად მიღებაჲ არს, ოდეს გინდა მიღებაჲ. გლოცავ უკუე ამას შემოსავალისა, უფროჲსღა საძაგელისშესაძინელისა გეჰენიად წარცემასა და ნუ ესევითართა მისაღებელთა მიერ შემაგინებელნი ჴელთანი უღირს-ჰყოფთ თავთა თჳსთა სრულყოფად წმიდათა საიდუმლოთა. ხოლო მომიტევეთ მე, რამეთუ პირველად უკუე ვითარცა არამრწმუნებელი ამისი ვიტყოდე, ხოლო აწ ვითარცა დამჯერებელი ქადებით უთქუამ: ვინცა ვინ შემდგომად ეპისტოლისა ამის ჩემისა ქმნად იკადროს ესევითარი რაჲმე, აქაჲსა ამის უკუე და ჩუენისა საკურთხეველისაგან განეშორენ და სხუაჲ იძიენ საკურთხეველი, სადა-იგი ნიჭისა ღმრთისა მსყიდელსა განსყიდაჲ მისი ძალ-ედვას, რამეთუ ”ჩუენ და ეკლესიათა ღმრთისათა ესევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს” (1 კორინთ. 11,16). ხოლო მე ერთიღა სხუაჲ შევსძინო და მერმე დავსცხრე: ვეცხლისმოყუარებისთჳს იქმნების ესე, ხოლო ”ვეცხლისმოყუარებაჲ ძირი არს ყოველთა ბოროტთაჲ” (1 ტიმ. 6,10) და ”სახელ-იდების კერპთმსახურებად” (კოლას. 3,5). ნუუკუე უფროჲს ქრისტესა პატივს-ცემთ კერპთა მცირედისათჳს ვეცხლისა? ნუცა კუალად მიემსგავსებით იუდას და მისაღებელისათჳს კანონისა განსცემთ მეორედ ერთგზის ჯუარცუმულსა ჩუენთჳს, ვინაჲთგან ადგილნიცა და ჴელნი ნაყოფთა ამათ შემწყნარებელნი აკელდამად სახელ-იდებიან.

ციტატა(მნათე @ Jul 14 2007, 12:00 PM) *

წმ. ილარიონ პიქტავიელი


ილარიონი კი არა, ილარი ან ილარიოსი.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 16 2007, 03:10 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



გრიგოლ ღმრთისმეტყველის პოემა მისი თანამედროვე ეპისკოპატის შესახებ. სურათი უკიდურესად მუქ ფერებშია დახატული.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 03:25 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს.

წმ. ილია მინიატისი

ჩემთვის ძნელია შედარება, მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მე ვანთებ ლამპარს, მივდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტეანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტეანულ ქალაქში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მე ქრისტეანს ვეძებ, ქრისტეანს. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყველგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტეანს ბაძარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიხარბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტეანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწნილებაა გამეფებული. გავდივარ ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე... ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდა თუ მოხუცმა დაუტევა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვით. ქრისტეანებო ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარებისგან არ ტირით, სირცხვილის გამო მაინც იტირეთ!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 16 2007, 05:13 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jul 16 2007, 03:25 PM) *

წმ. ილია მინიატისი


მინიატისი კანონიზირებული არ არის. თუ სხვანაირი ინფორმაცია გააჩნია ლადარიას, მაშინ ხსენების დღე და რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის თვენი მიუთითოს.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 05:15 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მინიატისი კანონიზირებული არ არის. თუ სხვანაირი ინფორმაცია გააჩნია ლადარიას, მაშინ ხსენების დღე და რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის თვენი მიუთითოს.

ლადარიას არა, ანდრეი კურაევს, იქნებ შენ მიუთითო არაკანონიზირებულობა? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 16 2007, 05:38 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(მნათე @ Jul 16 2007, 05:15 PM) *

ლადარიას არა, ანდრეი კურაევს, იქნებ შენ მიუთითო არაკანონიზირებულობა? biggrin.gif


ე.ი. თუ ლადარიას თარგმანს ვერწმუნეთ, კურაევიც ცდება ხოლმე. რუსული ტექსტი არა მაქვს და კაცმა არ იცის კურაევს რა უწერია. ისე ამ ლადარიასი ვერ გავიგე, ბრმად უნდა დააკოპირო სხვისი ნაწერი?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 05:43 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ე.ი. თუ ლადარიას თარგმანს ვერწმუნეთ, კურაევიც ცდება ხოლმე. რუსული ტექსტი არა მაქვს და კაცმა არ იცის კურაევს რა უწერია. ისე ამ ლადარიასი ვერ გავიგე, ბრმად უნდა დააკოპირო სხვისი ნაწერი?


ლადარაის განხილვა არ გვინდა ახლა, მთავარი ის არის რომ ეკლესია ცხონებულთა არაა - ის საცხოვნებლებისგან შედგება და ისტორიული ტყუილები მხოლოდ გვაბნევს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 24 2007, 02:26 PM
პოსტი #14


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



აჰა მნათე,თვალები კარგად გახილე ხოლმეეე biggrin.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 3 2009, 10:34 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ამ თემას აქტიურობა სჭირდება:

წმ. ისიდორე, ეპისკოპოსისადმი:

ნამდვილად, როგორც მოგვწერე, მრავალი მშფოთვარება მოაწყდა ეკლესიას, რადგან იქ, სადაც სახელია მშვიდობისა, ომის საქმენი შემოკრებილა. ხდება კი ეს იმის გამო, რომ ბევრად და ყოველგვარად (παντοδαπά) შესცოდეს იმათ, რომლებასც მონდობილი ჰქონდაო მოძღვრობის ღირსება. ამგვართა სათითაოდ ჩამოთვლას გვერდს ავუვლი, მაგრამ ერთს კა დავწერ, რაც ყველაფერს მოიცავს. ესაა - საქმე პატივდებული, დიდი და ბრწყინვალე, რამაც სამოციქულო საკრებულონი მთელს სამკვიდროში მნათობებად გამოაჩინა, მაგრამ აწ კი უგულებელყიფილი ეკლესიას არეულობით ავსებს. რა არის ეს? ვიტყვი კადნიერად (და ვერც შევძლებდი სხვაგვარად); მაშინ სათნოებისმოყვარენი შემოდიოდნენ მღვდლობაში, აწ კი - ვერცხლისმოყვარენი. მაშინ გაურბოდნენ ამ საქმეს უფლებამოსილების სიდიდის გამო, აწ კი აწყდებიან ამავე საქმეს განცხრომის სიდიდის გამო. მაშინ ნებაყოფლობითი უპოვარებით იყვნენ მოქადულნი, აწ კი ნებაყოფლობითი ანგარებით არიან გამდიდრებულნი. მაშინ თვალწინ ჰქონდათ საღვთო სამსჯავრო, აწ კი აზრადაც არა აქვთ იგი. მაშინ მზად იყვნენ გვემა მიეღოთ, აწ კი მზად არიან გვემონ. რადღაა საჭირო ბევრის თქმა? ჩანს, რომ მას შემდეგ ეს ღირსება გადაგვარდა მღვდლობიდან მძლავრებისკენ (είς τυραννίδα), სიმდაბლიდან - ამპარტავნებისკენ, მარხვიდან - განცხრომისკენ, გამგებლობიდან - ბატონობისკენ, რადგან არათუ იმას ღირსიჩენენ, განაგონ როგორც მნეებმა, არამედ - მიისაკუთრონ როგორც ბატონებმა. ამას ყველაზე როდი ვამბობთ, არამედ - დამნაშავეთა მიმართ, რადგან არიან, დიახ არიან იმგვარნი, რომლებიც სამოციქულო ხატისებრ ცხოვრობენ, მაგრამ ხმის გაღებას ვერ ბედავენ და ამის გამო ძალიანაც გასაკიცხნი არიან, რადგან უფრთხიან რა აღვირახსნილთა სიმრავლეს, არ ზრუნავენ იმაზე, რომ მდგომარეობა გამოასწორონ, რაზომამდეც ეს მათ შეეხებათ (216-218).



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:10 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი