![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
MIZANDASAXULI |
![]()
პოსტი
#41
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,098 ![]() |
მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან
|
MIZANDASAXULI |
![]()
პოსტი
#42
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 16-June 08 წევრი № 5,098 ![]() |
...
' |
argani |
![]()
პოსტი
#43
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
mr_morrison
ციტატა ამით ჩვენ ღმერთს ადამიანურ განცდებს ვანიჭებთ "თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ" მაშ მან ადამიანი ოდენ თავის გარეგნულ ხატად შექმნა? საიდან მოდის ადამიანური განცდები, მაგალითად სიყვარული? |
mr_morrison |
![]()
პოსტი
#44
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
ციტატა "თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ"მაშ მან ადამიანი ოდენ თავის გარეგნულ ხატად შექმნა? საიდან მოდის ადამიანური განცდები, მაგალითად სიყვარული? სიყვარული თავად ღმერთია, ხოლო დანარჩენ განცდებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ ღმერთს არ გააჩნია ადამიანური თვისებები:განრისხება,გაღვიძე ბა,სივრცეში ყოფნა, რაც ლოცვებშიც არის ნახსენები და ბიბლიაშიც. ეს უბრალოდ პირობითია. -------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
argani |
![]()
პოსტი
#45
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
mr_morrison
ციტატა არის ნახსენები და ბიბლიაშიც. ეს უბრალოდ პირობითია. როგორაა პირობითი? |
დათიკო |
![]()
პოსტი
#46
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
argani
ციტატა როგორაა პირობითი? აი მაგალითად როდესაც რაიმე ეპითეტს იყენებ: "ქარმა გაშმაგებით დაიწყო ბრახუნი კარზე" - გაშმაგება როგორც ვიცით ადამიანური თვისებაა, მაგრამ ამა თუ იმ ემოციის გამოსახატავად გამოიყენება ეპითეტი, ალეგორია...ამა თუ იმ ადამიანური თვისების მიწერა როგორც უსულო ისე სხვა არსებებზე. |
argani |
![]()
პოსტი
#47
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
დათიკო
ციტატა ამა თუ იმ ადამიანური თვისების მიწერა როგორც უსულო ისე სხვა არსებებზე. ეს გასაგებია როცა ვთქვათ ქარზე ან ხეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ადამინის თავის ხატად შემქმნელი ღმერთიც ამ ქარის ტოლია მაშინ, ისიც უსულო ნივთია? |
დათიკო |
![]()
პოსტი
#48
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
argani
ციტატა ეს გასაგებია როცა ვთქვათ ქარზე ან ხეზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ადამინის თავის ხატად შემქმნელი ღმერთიც ამ ქარის ტოლია მაშინ, ისიც უსულო ნივთია? რადგან ერთი და იგივე ეპითეტი ორ განსხვავებულ რამეს ერგება, ეს არ განაპირობებს მათ მსგავსებას. ქარი განრისხდა და ღმერთი განრისხა - არ ნშინავს იმას რომ ქარი და ღმერთი ერთმანეთის მსგავსია. |
argani |
![]()
პოსტი
#49
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
დათიკო
ციტატა ქარი განრისხდა და ღმერთი განრისხა - არ ნშინავს იმას რომ ქარი და ღმერთი ერთმანეთის მსგავსია. მსგავსი არც შეიძლება იყოს. როცა ქარზე ვამბობთ განრისხდაო, მას ადანიმურ თვისებას ვანიჭებთ იმის გამო რომ ვიცით რას ნიშნავს ადამინის გამხეცება და მსგავსებას ვპოულობთ უსულო საგნის მოქმედებასთან. მე სწორედ იმის გაგონებამ გამაკვირვა ღმერთსაც იგივენაირად უნდა მივუდგეთო, ანუ მასაც მივაწეროთ ადამინური თვისებაო. არადა ამის სააჭიროება არაა რადგან ღმერთს შინაგანად აქვს ამის უნარი. მაგალითად, იგი არის "ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე" გამოსლვათა 20:5 |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#50
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
დათიკო მსგავსი არც შეიძლება იყოს. როცა ქარზე ვამბობთ განრისხდაო, მას ადანიმურ თვისებას ვანიჭებთ იმის გამო რომ ვიცით რას ნიშნავს ადამინის გამხეცება და მსგავსებას ვპოულობთ უსულო საგნის მოქმედებასთან. მე სწორედ იმის გაგონებამ გამაკვირვა ღმერთსაც იგივენაირად უნდა მივუდგეთო, ანუ მასაც მივაწეროთ ადამინური თვისებაო. არადა ამის სააჭიროება არაა რადგან ღმერთს შინაგანად აქვს ამის უნარი. მაგალითად, იგი არის "ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე" გამოსლვათა 20:5 ამ თემაში ის გაკვირვებს, რომ ღმერთს ადამიანური თვისებები მიაკერეს და იქითა თემაში, ის გაკვირვებს, რატომ არ თვლის ხალხი, რომ ხატად თვისა ნიშნავს ფიზიკურ მსგავსებას ![]() ჩემი აზრით ან გიჭირს ან ახურებ ![]() -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
argani |
![]()
პოსტი
#51
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
კანუდოსელი
ციტატა ან გიჭირს ან ახურებ მსჯელობის და ლოგიკის რახან გესმის, გეცოდინება რომ მსგავი ორტოტი არჩევანი ცდომილებად ითვლება. ციტატა ის გაკვირვებს, რომ ღმერთს ადამიანური თვისებები მიაკერეს მაკვირვებს , ვინაიდან მიწერა არაა საჭირო, მას თანდაყოლილად გააჩნია ასეთი რამ. ციტატა გაკვირვებს, რატომ არ თვლის ხალხი, რომ ხატად თვისა ნიშნავს ფიზიკურ მსგავსებას მაკვირვებს რადგან ნათლად არის მინიშნებული რომ უფლის გარეგნულ იერად და ხატად შეიქმნა ადამიანი. მას გარეგნობაც და გონებაც უფლისგან მიეცა, ვინაიდან როგორც ვიცით იგია მამა ჩვენი. განა არის ამაში რამე გასაკვირი? |
afxazi |
![]()
პოსტი
#52
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
argani
ციტატა მას გარეგნობაც და გონებაც უფლისგან მიეცა, ვინაიდან როგორც ვიცით იგია მამა ჩვენი. განა არის ამაში რამე გასაკვირი? იყო ასეთი სექტა IV საუკუნეებში "ანთროპომორფისტების" სექტა რომელიც მიიჩნევდა რომ ღმერთს ადამიანის, ანუ ფიზიკური შესახედაობა ქონდა და საკმაოდ გავრცელებულიც იყო. ეს ერესი თუ არ ვცდები ათანასე ალექსანდრიელმა დაამხო თავისი შრომით ამ ერეტიკოსების წინააღმდეგ. ნუ მიიღებ იმას თითქოს რამეს გაბრალებდე, უბრალოდ ეკლესია თავიდანვე გმობდა თუნდაც მცირედით მაინც დაშვებას იმისას რომ ღმერთს რაიმე ფიზიკური გარეგნულობა აქვს და შესაბამისად შემოსაზღვრულია. ეს გამორიცხულია და ამის დაშვება დოგმატური სწავლების დარღვევაა. ხატება და მსგავსება ადამიანისა უფალთან ყველაზე საუკეთესო შემთხვევაშიც კი მეტად პრიმიტიული გამოხატულებაა უფლის თვისებებისა. ადამიანის ის თვისებები, ბუნებრივი თუ შეძენადი რომელზეც ითქმის რომ უფლის ხატი და მსგავსია ითქმის თუნდაც ადამაინის თავისუფლა ნებაზე და არანაირად რამე ფიზიკურზე, ეს არსად არაა დაფიქსირებული არავის მიერ და საერთოდ მსჯელობაც კი არაა ამაზე წარმოებული ეკლესიაში. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
argani |
![]()
პოსტი
#53
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
afxazi
ციტატა . ადამიანის ის თვისებები, ბუნებრივი თუ შეძენადი რომელზეც ითქმის რომ უფლის ხატი და მსგავსია ითქმის თუნდაც ადამაინის თავისუფლა ნებაზე და არანაირად რამე ფიზიკურზე, გმადლობ ამ განმარტებისთვის. ესე იგი სულიერი , უხულავი, გონისმიერი თვისებები იგულისხმება რომელიც ადამიანს ცხოველებისაგან განსხვავებს, არა? |
afxazi |
![]()
პოსტი
#54
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
argani
ციტატა გმადლობ ამ განმარტებისთვის. ესე იგი სულიერი , უხულავი, გონისმიერი თვისებები იგულისხმება რომელიც ადამიანს ცხოველებისაგან განსხვავებს, არა? შეიძლება ასე ითქვას. აი ლოპუხინის განმარტებაში რა წერია: "ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად" აქ გამოყენებულია ორი მონათესავე მნიშVნელობის სიტყვა, თუმცა ოდნავ განსხვავებული ელფერი დაჰკრავს მათში გამოხატულ აზრს: ერთი აღნიშნავს იდეალს, სრულყოფილების ნიმუშს; მეორე - ამ იდეალის რეალიზაციას, მოცემული ნიმუშის ასლს. "პირველი (ხატად) ამბობს წმ. გრიგოლ ნოსელი - ჩვენ გვაქვს შექმნის შედეგი, უკანასკნელს კი (მსგავსად) ჩვენ აღვასრულებთ ნებაყოფლობით. აქედან გამომდინარე, ღვთის ხატება ადამიანში შეადგენს მისი ბუნების განუყოფელ და წარუშლელ მახასიათებელს. ღმერთთან მსგავსება კი არის ადამიანის თავისუფალი ნება, რომელმაც შეიძLება მიაღწიოს ადამიანში თავისი განვითარების საკმაოდ მარალ ხარისხს. რაც შეეხება ადამიანში თავად ღვთის სახეს, იგი აისახება მისი რთული ბუნების ძალათა ნაირფეროვნებაში: ადამიანის სულის უკვდავებაში, პირველყოფილ უცოდველობაში, სიწმინდეში და იმ ნიჭსა და თავისებურებებში, რომლითაც დაჯილდოებული იყო პირველქმნილი ადამიანი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
argani |
![]()
პოსტი
#55
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
afxazi
ციტატა ერთი აღნიშნავს იდეალს, მაგრამ თუკი შესაქმის მატიანეში წერია უკვე ასეთ ხატად შექმნაო,ხოლო ლოპუხინის განმარტებით ხატი აღნიშნავს იდეალს, სრულყოფილების ნიმუშს, მაშინ როგორ უნდა ეღწვოდეს ადამიანი ამ შექმნის შედეგს (იდეალს) როცა ის უკვე შექმნილია? ის ხომ უკვე არსებობს, ვინაიდან, უკვე შექმნილია ღმერთის მიერ? |
argani |
![]()
პოსტი
#56
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
afxazi
კვლავ ველი პასუხს ზემო კითხვაზე. ![]() |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#57
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
მოდი აქ ვისაუბროთ იმაზე რატომ უშვებს ღმერთი ჩვენში ცოდვებს იმიტომ რომ თავისუფალი ნება გვაქვს -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
animani |
![]()
პოსტი
#58
|
![]() Ann ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 143 რეგისტრ.: 16-May 08 წევრი № 4,841 ![]() |
კაცი უფალმა შექმნა ღვთის ხატად. ამაში იგულისხმება ალბათ, როგორც ფიზიკური მხარე, ასევე სულიერი. რატომ არის, რომ ნებისმიერი ადამიანი უნდა მიისწრაფოდეს სრულყოფილებისკენ, რომ უფალს მიუახლოვდეს. აქ სულიერი მხარე ალბათ სრულიად გასაგებია, მხოლოდ სადავოა ფიზიკური ასპექტი, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფალთან საუბრობს, თავის წარმოსახვაში უზენაესს აღიქვამს , ისე როგორც ხატებსა და ფრესკებზეა გამოსახული და ეს ალაბათ სადავო არ უნდა იყოს.
მოდი აქ ვისაუბროთ იმაზე რატომ უშვებს ღმერთი ჩვენში ცოდვებს.მაინტერესბს სხვების აზრი და გავიზიაროთ ერთმანეთის აზრი ასეთ საკითხში.დიდი სიყვარულით და სითფოთი გთოხვთ მივიღოთ მონაწილეობა ამ შეკითხვაში. თემას, რომ არ გადავუხვიოთ , რატომ უშვებს უფალი ჩვენს ცოდვებს? იმიტომ, რომ ღმერთმა დიდი სიყვარულით შექმნა ადამიანი და ამ სიყვარულის დასამტკიცებლად თავისუფალი ნება მიანიჭა, ჩვენ კი ჩვენი მხრივ უფალს უნდა დავუმტკიცოთ, რომ თავისუფალი არჩევნის პირობებშიც კი შეგვიძლია უფალს მივუახლოვდეთ ჩვენი ნებით, ჩვენი სრულყოფილებით . მან ხომ არჩევანის უფლება მოგვცა......... |
argani |
![]()
პოსტი
#59
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 333 რეგისტრ.: 15-January 07 წევრი № 859 ![]() |
animani
ციტატა ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უფალთან საუბრობს, თავის წარმოსახვაში უზენაესს აღიქვამს , ისე როგორც ხატებსა და ფრესკებზეა გამოსახული და ეს ალაბათ სადავო არ უნდა იყოს. ნეტარ არიან ისინი ვინც შენსავით დარწმუნებულია რომ ადამიანი შეიქმნა უფლის მსგავს გარეგნულ ხატად, რომელიც, როგორც კარგად აღნიშნე, ჩვენს ხატებზე ასე უხვადაა გამოსახული, და რომელ მსგავხსების აშკარა მინიშნება მოტანილია შესაქმის მატიანეში. ზოგი კი "ანთროპომორფისტების" სექტას აზსენებს ამის საპასუხოდ. ![]() ციტატა დიდი სიყვარულით შექმნა ადამიანი და ამ სიყვარულის დასამტკიცებლად თავისუფალი ნება მიანიჭა, მაგრამ რას ფიქრობ იმაზე როცა თავისუფალი არჩევნის საბაბით ბავშვს კლავენ ან აუპატიურებენ? სადაა აქ სიყვარული ბავშვის მიმართ? |
orthodox-georgia |
![]()
პოსტი
#60
|
![]() ---- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,373 რეგისტრ.: 13-May 08 მდებარ.: იქ წევრი № 4,815 ![]() |
animani მაგრამ რას ფიქრობ იმაზე როცა თავისუფალი არჩევნის საბაბით ბავშვს კლავენ ან აუპატიურებენ? სადაა აქ სიყვარული ბავშვის მიმართ? თავისუფალი ნება რომ გვაქვს, ეგ უფლის სიყვარულის შედეგია. ხოლო ის, თუ როგორ ვიყენებთ ამ თავისუფლებას, მაგაში ღმერთი არ ერევა. ეგ ჩვენი გადასაწყვეტია -------------------- ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)
ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით თქვენი orthodox-georgia 20.01.2012 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 12:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი