IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა ღვინის სმის შესახებ
southruislip
პოსტი Jul 15 2007, 12:42 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



მოძღვარს მინდა დავუსვა კითხვა რომელიც მნიშვნელოვანია რელიგიურ ცხოვრებაში. მართლმადიდებლური რელიგია მიიჩნევს დასაშვებად თუ არა ღვინის სმას საერთოდ ქრისტიანი ადამიანისათვის და ბიბლიაში მოყვანილი ადგილი რომ იესო ქრისტე ღვინოს სვამს და გამოყვანილია როგორც მოქეიფე რამდენად შეეფერება სინამდვილეს.
საქართველოში ადამიანი რომ მიიცვალება სახლში შლიან სუფრას და მიდის ქეიფი ალკოჰოლიური სასმელების
გამოყენებით. ეს რა იესო ქრისტემ ხომ არ ასწავლა თავის მოსწავლეებს. ეს არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რადგან მთელი საქართველო ალკოგოლიკი გახდა. რუსეთში ალკოგოლიზმმა უკვე ქრონიკული სახე მიიღო
რუსი ქრისტიანული მოსახლეობა მცირდება ბევრი რუსი მუსულმანობას იღებს და მუსულმანები მრავლდებიან.50 წლის შემდეგ რუსეთი მუსულმანური ქვეყანა იქნება და საქართველო როგორ იარსებებს მუსულმანების გარემოცვაში
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Dec 11 2007, 01:16 AM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



მაცხოვრის პირველი სასწაული იყო წყლის ღვინოდ ქცევა ქორწილზე კანას გალილეაში. უკვე აქედან ვხედავთ, რომ ღვინის დალევას არასდროს არ კრძალავდა არც იუდაისტური და არც ქრისტეანული ტრადიცია. ღვინო მაშინ აზიანებს ადამიანს, როცა უკანსკნელი კარგავს ზომიერების გრძნობას.

ფსალმუნში ვკითხულობთ: "ღვინოჲ ახარებს გულსა კაცისასა" (ფს. 102,15). წმიდა მოციქული პავლე კი წერს ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს" (1ტიმ. 5,23). ღვინო მართლაც ახდენს დადებით გავლენას ადამიანზე, როცა ზომიერად ვიხმევთ. მაგრამ ის, რასაც ჩვენ ქეიფებს ვეძახით, ვერაფრით შეირაცხება ღვინის ზომიერ მიღებად. წმიდა მოციქული პავლე წერს თესალონიკელებს: "გინა თუ შჭამდეთ, გინა თუ ჰსუმიდეთ, გინა თუ რასაცა იქმოდით, ყოველსავე სადიდებელად ღმრთისა იქმოდეთ" (1თეს. 10,31). ეფესელებს კი გვმოძღვრავს: "ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე" (ეფ. 5,18). როგორც ვხედავთ, მიუღებელია არა ღვინის სმა, არამედ თრობა. თითოეული ჩვენგანი თვითონ უნდა მიხვდეს, სად მთავრდება უბრალოდ დალევა ღვინისა და სად იწყება თრობა, სად მთავრდება ტრაპეზი, ღმრთის სადიდებელი სუფრა და სად იწყება ქეიფის სიმთვრალე, რომელიც არის სიბილწე.

ქართული სუფრის, სადღეგრძელოს ფენომენს თავისი უნიკალურობით არ მოეპოვა ანალოგი. მაგრამ ძნელად წარმოსადგენია, რომ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც მუდმივად უწევდათ ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისათვის, შინ დაბრუნებულებს – კი მუხლჩაუხრელი შრომა სამშობლოს აღორძინებისათვის ჰქონოდათ დრო და ექეიფათ დღევანდელ ქართველთა დიდი ნაწილისთვის ჩვეული წესით. შეეძლოთ მათ დალევა და საკმაოდაც სვამდნენ, მაგრამ თრობის დრო და უფლება არ ჰქონიათ. სახელმწიფოებრიობის დაკარგვამ, როცა ქვეყნის დაცვა უცხოტომელთაგან უკვე არ იყო მხოლოდ ქართველი კაცის საქმე, ნაწილობრივ განაპირობა სუფრის თანამედროვე სახე. ხოლო რაც შეეხება მაცხოვრის ყოფნას ტრაპეზებზე, თუ წმიდა წერილს გადავხედავთ, ვერსად ვნახავთ მაცხოვარს იმ მდგომარეობაში, რასაც დღეს ქეიფი ეწოდება.

ქელეხებში კი თრობას სხვა ვერაფერი ეწოდება, თუ არა უზნეობა. სად–სად და მიცვალებულთან ახლოს ყოფნამ მაინც უნდა დაგვაყენოს იმ განწყობაზე, რომ თრობის სურვილი არ გაგვიჩნდეს. დალევას შეიძლება სხვადასხვა საბაბი ჰქონდეს, მაგრამ თრობა არასდროს არის ზნეობრივად გამართლებული.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 06:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი