IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის
გიორგი
პოსტი Jul 15 2007, 01:36 AM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491




მეგობრებო,

გადავწყვიტე გავხსნა თემა რწმენაში განსაძლიერებლად, რაც ყველას ასე ძალიან გვაკლია და ყველას დიდ სარგებელს მოგვიტანს ღმერთის რწმენისა და სულიერების სრულყოფის გზაზე. ამ თემაში დავწეროთ ისეთი იშვიათი და სასწაულებრივი ფაქტები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა მრავალი ადამიანის ცხოვრება.

აქ კი მსურს მოგიყვეთ ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც არც თუ დიდი ხნის წინ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მოხდა.

თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული ცნობილი სასულიერო პირის - მამა იოანე კედროვის მრევლს დიდი განცდები და მღელვარება ჰქონდა, რამაც სულიერი სიმშვიდე დააკარგვინა. ამ მდგომარეობაში მყოფმა გადაწყვიტა საკუთარ მოძღვართან - მამა იოანესთან (კედროვი) მისულიყო, რათა ნუგეში და სიმშვიდე ზიარებაში ეპოვა, მითუმეტეს რომ იტანჯებოდა არა მარტო მორალურად, არამედ ძილშიც ვეღარ ისვენებდა. გოგონა სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა და თავისი სპეციალობის გამო სხვადასხვა რთულ მოვალეობას ასრულებდა. გოგონამ თავისი განზრახვა შეასრულა, მაგრამ აღსარების დროს შერცხვა და დამალა ერთი ცოდვა, სწორედ ის, რომელიც განსაკუთრებით ტანჯავდა. ზიარების შემდეგ მან არა თუ სიმშვიდე იპოვა, არამედ უსასოობაშიც ჩავარდა. დაეწყო ფიქრები იმაზე, რომ ის საშინელი ცოდვილია და თავისი ცოდვის დამალვის გამო სინდისმა საერთოდ მოსვენება დააკარგვინა. მის ისედაც დატანჯულ პიროვნებას ახალი ძალით დაუწყო წვალება და პირადი დარდის ნიადაგზე დაებადა აზრი თვითმკვლელობის შესახებაც. დემონურმა სულმა საბრალო გოგონაში თანდათან მოამწიფა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა აზრი თვითმკვლელობის შესახებ. როდესაც გოგონამ ამის შესახებ მტკიცე გადაწყვიტილება მიიღო დაიწყო იმაზე ფიქრი თუ განზრახვის სისრულეში მოყვანა უფრო წარმატებით რა საშუალებით შეიძლებოდა. გოგონა რკინიგზის ხაზის მახლობლად ცხოვრობდა და მისი ბინის შორეახლოს რკინიგზის ლიანდაგებზე გადასასვლელი შლაგბაუმი იყო განთავსებული, რომლის ახლოსაც დარაჯის ჯიხური იდგა. გოგონა ადგილმდებარეობის გასაცნობად წავიდა და დააფიქსირა, რომ ჯიხური გადასასვლელის მარცხენა მხარეს იყო, ხოლო მარჯვნივ კი საჭიროებისას ლამპიონი ანათებდა. მატარებლის ჩავლისას დარაჯი გვერდზე დგებოდა, ჯიხურიდან კი ჩრდილი ეცემოდა ისე, რომ სიბნელეში წინასწარ შეიძლებოდა აბსოლუტურად შეუმჩნევლად დამალვა. თუ უცბად გაიქცეოდი და დიდი სისწრაფით მომავალი მატარებლის წინ ლიანდაგებში გადახტებოდი მატარებელი ისე გადაგივლიდა, რომ დარაჯი განძრევას ვერ მოასწრებდა, სიკვდილი გარანტირებული იყო. გოგონამ გადაწყვიტა მეორე დღეს ზუსტად ასე მოქცეულიყო, როდესაც შუა ღამის მატარებელი ტრანზიტით ჩაივლიდა. მეორე დღეც დადგა. მოსაღამოვდა. საწყალ ადამიანს, რომელმაც საზარელი თვითმკვლელობა გადაწყვიტა მხოლოდ ორი საათის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი. ამ დროს მოულოდნელად მისი ბინის კარზე ზარის ხმა გაისმა. გოგონა იმაზე ფიქრით, რომ ასე მოულოდნელად და გვიან მოვიდნენ და რომ შეიძლებოდა ამას მისი განზრახვაც ჩაეშალა, კარის გასაღებად გაემართა, რომ დროულად მოეცილებინა უდროვო სტუმარი. გოგონამ კარები გააღო. ქუჩის ლამპიონის შუქზე ახალგაზრდა გოგონა დაინახა ბეწვის ქუდში, ზონარზე დაკიდებული მუფტით და ბეწვშემოვლებული ქურქით. უცნობმა მისი გვარი დაასახელა და ვინაობა ჰკითხა.
- მაპატიეთ, მაგრამ თქვენი მიღება არ შემიძლია, უკვე ძალიან გვიანაა . . . - ამოილუღლუღა გაფითრებულმა მამა იოანეს მრევლმა, რადგან უცნობმა მისი სახელი და გვარი იცოდა.
- მე დიდხანს არ გაგაცდენთ, გთხოვთ შემოსვლის ნება მომცეთ, თქვენთან ძალიან სერიოზული საქმე მაქვს და აუცილებლად უნდა მომისმინოთ. - უპასუხა უცხო გოგონამ და ამ სიტყვებით ოთახში შევიდა. აქ უცნობმა გოგონამ აუხსნა, რომ ის არის მამა იოანეს (კედროვი) ქალიშვილი და დასძინა:
- მე ვიცი, რომ თქვენ დღეს თავის მოკვლა გაქვთ გადაწყვეტილი. მისმინეთ, ამას ნუ იზამთ. თქვენი ნერვიულობა და უიმედობა იქიდან მოდის, რომ აღსარების დროს მამაჩემს მძიმე ცოდვა დაუმალეთ, რომელიც ახლა გაწვალებთ. მიდით ხვალ მამასთან, მოინანიეთ ეს ცოდვა და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მინდა დამიჯეროთ. უცნობი წავიდა. მამა იოანეს მრევლი გაშეშდა და გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა მოძღვრის ქალიშვილის კვალდაკვალ გაიქცა, მაგრამ ქუჩაში ვერავინ დაინახა. გოგონა გაფითრდა. ადვილი წარმოსადგენია თუ რას განიცდიდა საცოდავი, როდესაც მისი ფარული აზრი ასეთი ყოვლად წარმოუდგენელი სახით გამჟღავნდა. მეორე დღესვე იგი მამა იოანეს სახლში მივიდა და სთხოვა სასწრაფოდ ჩაებარებინა აღსარება. მოძღვარმა აღსარება ჩაიბარა. მოინანია რა თავისი ცოდვა გოგონა თავის სულიერ მოძღვარს მოუყვა თუ როგორ უმადლოდა საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას მის ქალიშვილს, რომელიც გუშინ გვიან საღამოს ეწვია მას ბინაზე და დაჟინებით ურჩია იმ ცოდვის მონანიება, რომელიც სირცხვილის გამო დამალა. მამა იოანემ გამოიტანა დიდი საოჯახო ფოტოსურათი, რომელზედაც მისი ოჯახის წევრები იყვნენ გამოსახული და ჰკითხა: ”ამ ფოტოზე გამოსახული ჩემი ქალიშვილებიდან რომელი მოვიდა გუშინ საღამოს შენთან?” მრევლმა მამა იოანეს ერთ-ერთ მათგანზე მიუთითა.
- იგი წელიწადნახევრის წინ დაიღუპა, - მწუხარებით აღნიშნა მოძღვარმა . . .

ხალხო, შეძრწუნებული ვარ, ძალიან მიჭირს კომენტარის გაკეთება . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 15 2007, 01:46 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



საინტერესოა, სულმა როგორ დატოვა ზეცა? smile.gif

მაშასადამე ეს გოგონა წმინდანია არა? smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jul 15 2007, 10:19 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



გიორგი
უცნაური ამბავია ანუ უფალმა დაუშვა რო ეს გოგო გადაერჩინა და მაინც და მაინც მოძღვრის გარდაცვლილი შვილი მიუვლინა ...
სულს რო ზეცა დეატოვებინე ეს მხოლოდ უფლის შეწევნით მოხდებოდა ...


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jul 15 2007, 12:09 PM
პოსტი #4


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



smile.gif
რა კარგი რამე იყოsmile.gif

2kiss.gif


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jul 15 2007, 12:23 PM
პოსტი #5


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
რა კარგი რამე იყო

აბა,ცრემლებიც კი წამსკდა user.gif
ციტატა
უცნაური ამბავია ანუ უფალმა დაუშვა რო ეს გოგო გადაერჩინა

ნამდვილადsmile.gif
ციტატა
და მაინც და მაინც მოძღვრის გარდაცვლილი შვილი მიუვლინა ...

yes.gif მოძღვრის ალბათ იმიტომ,რომ იმ ერთ ცოდვაზე იყო საუბარი,რომელიც მან ამ,საკუთარ, მოძღვარს დაუმალა... აქედან გამომდინარე მის შვილის მისვლა,თანაც გარდაცვლილის(რომელსაც ცოცხლისაგან განსხვავებით ეს ამბავი ეცოდინებოდა),გასაკვირი არაა ჩემთვის
user.gif
ციტატა
მაშასადამე ეს გოგონა წმინდანია არა?

გამორიცხული ნამდვილად არააsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 15 2007, 05:44 PM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
საინტერესოა, სულმა როგორ დატოვა ზეცა?

მაშასადამე ეს გოგონა წმინდანია არა?

ასე ცალსახად ვერ იტყვი, შეიძლება წმინდანიცაა, ანუ დამკვიდრებულია სამოთხეში (მნიშვნელობა არ აქვს კანონიზაციას) და უფლის ბრძანებით დატოვა ზეციური სამყოფელი და მივიდა იმ ადამიანის გადასარჩენად, ამავე დროს, დასაშვებია, უფლისავე დაშვებით ერთ-ერთ ანგელოზს ებრძანა, რომ ამ გოგონას გამოცხადებოდა იმ გოგოს სახით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 15 2007, 05:46 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ასე ცალსახად ვერ იტყვი, შეიძლება წმინდანიცაა, ანუ დამკვიდრებულია სამოთხეში (მნიშვნელობა არ აქვს კანონიზაციას) და უფლის ბრძანებით დატოვა ზეციური სამყოფელი და მივიდა იმ ადამიანის გადასარჩენად, ამავე დროს, დასაშვებია, უფლისავე დაშვებით ერთ-ერთ ანგელოზს ებრძანა, რომ ამ გოგონას გამოცხადებოდა იმ გოგოს სახით


smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 12:37 AM
პოსტი #8


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Jul 15 2007, 12:46 AM) *

მაშასადამე ეს გოგონა წმინდანია არა? smile.gif

შესაძლოა ასეც იყოს. საერთოდ ნებისმიერი ცხონებული ადამიანი წმინდანად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი სული ღმერთთან სიახლოვეს იმყოფება. კანონიზაცია თვითონ წმინდანს არ სჭირდება, იგი ცოცხლად დარჩენილი ადამიანებისთვის კეთდება, რათა იცოდნენ თუ ვის ევედრონ საჭიროების შემთხვევაში, ეკლესია კი, როდესაც ცალსახად დარწმუნებულია, რომელიმე ადამიანის სულის ცხონებაში უბრალოდ მის კანონიზაციას ახდენს და შესაბამის ფორმალობებს აღასრულებს მრევლისთვის, იწერება რა ტროპარ-კონდაკები, დაუჯდომელი ლოცვები, პარაკლისის ტექსტი და ა.შ.

P.S. ვისაც არ უნახავს ჩემი პირველი პოსტი ამ სასწაულებრივი ფაქტის შესახებ შეუძლია შევიდეს ლინკზე და გაეცნოს მას: http://church.ge/index.php?s=&showtopic=22...ndpost&p=132873


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიტა
პოსტი Jul 16 2007, 12:55 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,738
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,428



საოცარი ამბავია მართლაც მე პირადად მჯერა ასეთი რაღაცეების,თუმცა ხშირად გამიგონია რომ სული არ ტოვებს ზეციურ სამეფოსო მაინც მგონია რომ შეიძლება მოხდეს ასეთი სასწაულები უფლის ნებით რათქმაუნდა


--------------------
უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.."
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 12:58 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
შესაძლოა ასეც იყოს. საერთოდ ნებისმიერი ცხონებული ადამიანი წმინდანად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მისი სული ღმერთთან სიახლოვეს იმყოფება. კანონიზაცია თვითონ წმინდანს არ სჭირდება, იგი ცოცხლად დარჩენილი ადამიანებისთვის კეთდება, რათა იცოდნენ თუ ვის ევედრონ საჭიროების შემთხვევაში, ეკლესია კი, როდესაც ცალსახად დარწმუნებულია, რომელიმე ადამიანის სულის ცხონებაში უბრალოდ მის კანონიზაციას ახდენს და შესაბამის ფორმალობებს აღასრულებს მრევლისთვის, იწერება რა ტროპარ-კონდაკები, დაუჯდომელი ლოცვები, პარაკლისის ტექსტი და ა.შ.


ამას რატომ მიხსნი? biggrin.gif გგონია ახალი თქვი? laugh.gif

იმ შეკითხვაზე, 'შესაძლოა' არ მაკმაყოფილებს რადგან ჯოჯოხეთიდან ამოსული სულის უნდა მეშინოდეს laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Jul 16 2007, 01:00 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ვაიმე რა მაგარი იყო, დამბურძგლა სულ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Jul 16 2007, 01:12 AM
პოსტი #12


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



გაოგნებული ვარ, მიჭირს რაიმეს თქმა, საოცარი რამაა!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 16 2007, 01:18 AM
პოსტი #13


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ჩემი აზრით ღირსეულთ, და მონანულთ ყოველთვის მიეცემათ სასწაული, უფალმა ხომ იცის ვისი გადარჩენა არის შესაძლებელი და ვინ დაღუპულია (თუმცა მისი ნება ყველა ადამიანის ცხონებაა )


არ ვიცი, რა ვთქვა, ალბათ იმას ვიტყვი, რომ მინდა ვიყო ადამიანი, რომლისთვისაც იქნება სასწაულის დანახვა შესაძლებელი, სასწაულები კიდე ყოვლდღე ხდება ჩვენს ცხოვრებაში, და ჩვენი სიბრმავის (და პირადად ჩემი სიბრმავის) გამო ამას ვერ ვხედავთ.



ისე ერთ საინტერესო ამბავს მეც მოგიყვებით, რომელიც მოძღვარმა თქვა ქადაგებაზე, სასწაული არ ქვია, პრინციპში, მაგრამ შედარება საწაულად ღრმა და შინაარსიანია, მე მაგარი გამაჟრიალა და თქვენი არ ვიცი:


რეალური ამბავია, რომ ერთ ქალს სხეული დაეწვა, მარცხენა ხელი ისე დაეწვა, რომ გრზნობა აღარ ჰქონია ხელში. ერთხელ გაზქურა ჰქონია ანთებული და რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ არ დაკვირვებია რომ ქურა ენთო და ხელი დაუდია; ვინაიდან ხელში გრძნობა არ ჰქონდა ვერ მიხვდა რომ ეწვოდა, და მეორე ხელით რაღაცას აკეთებდა, დამწვარ ხელს კი ისედაც ვერ იყენებდა. მოკლედ ამ ქალს მოუყოლია ამ მოძღვრისთვის, რომ მანამ ვერ მივხვდი რომ ხელი მეწვოდა, სანამ საკუთარი ხორცის ტკაცუნის ხმა არ გავიგონეო, და სუნი არ მეცა დამწვრისო!

და იცით რა თქვა მოიძღვარმა? რომ ჩვენი სულიც ასეთივე უგრძნობია, რომ იგი იწვის ვნების და ბოროტების, სიბილწის ცეცხლით და ჩვენ ამას ვერ ვგრძნობთ, და ამას მანამდე ვერ გავაცნობიერებთ, სანამ საკუთარი სულის ტკაცუნის ხმას არ გავიგონებთო, და ეს ღმერთმა ნუ ქნას, ვინაიდან ის უკვე ჯოჯოხეთის ცეცხლი იქნებაო!


ხალხნო, მაპატიეთ სენტიმენტალიზმი, ახლა ძალიან ცუდად ვარ და მინდა ყველას გითხრათ, რომ ძალიან მეშინია, მე ვერ ვხვდები რომ ახლა ჩემი სული იწვის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასეა და მეშინია! არ მინდა ჩემი სულის ტკაცუნის ხმის გაგონება


:აქვითინებული სმაილიკი:


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 01:25 AM
პოსტი #14


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Jul 15 2007, 11:58 PM) *

იმ შეკითხვაზე, 'შესაძლოა' არ მაკმაყოფილებს რადგან ჯოჯოხეთიდან ამოსული სულის უნდა მეშინოდეს laugh.gif

ჯოჯოხეთიდან ამოსული სული არა. შესაძლოა ის ყოფილიყო არა წმინდანი, არამედ უფლის მისერ მოვლენილი ანგელოზი იმ გოგონას სახით.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 01:34 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ჯოჯოხეთიდან ამოსული სული არა. შესაძლოა ის ყოფილიყო არა წმინდანი, არამედ უფლის მისერ მოვლენილი ანგელოზი იმ გოგონას სახით.


რატომ? ანგელოზები წარწყმედილი სულების სახეებს იღებენ? ohmy.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 16 2007, 01:36 AM
პოსტი #16


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



მნათე
გიორგი


აუ, რა სისულელეზე კამათობთ


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 16 2007, 01:38 AM
პოსტი #17


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მნათე @ Jul 16 2007, 12:34 AM) *

რატომ? ანგელოზები წარწყმედილი სულების სახეებს იღებენ? ohmy.gif

გოგონა ყველა ვარიანტში წმინდანია, მაგრამ თვითონ იქ გამოცხადებული არსება შესაძლოა იყო არა წმინდანი არამედ უფლის ანგელოზი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 16 2007, 02:03 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

გოგონა ყველა ვარიანტში წმინდანია, მაგრამ თვითონ იქ გამოცხადებული არსება შესაძლოა იყო არა წმინდანი არამედ უფლის ანგელოზი.

ახლა ნუ აიბურდე laugh.gif
რა ერქვა იმ გოგონას, შემწეობა მინდა ვთხოვო smile.gif

ციტატა

აუ, რა სისულელეზე კამათობთ


სულელური პოსტის ავტორისგან მესმიიის laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jul 16 2007, 03:20 AM
პოსტი #19


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(მნათე @ Jul 16 2007, 02:03 AM) *

სულელური პოსტის ავტორისგან მესმიიის laugh.gif



ძაან მაწყენინე sad.gif




--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაგდალინა
პოსტი Jul 16 2007, 10:32 AM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 924
რეგისტრ.: 15-September 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 194



ვაიმე, დამბურძგლა და ცრემლი მომადგა...
რა საოცრებაა.. მრავალი მსგავსი შემთხვევა მაქვს წაკითხული. რამხელაა უფლის ძალა და მადლი.

გიორგი.. წმინდანი რატომაა აუცილებლად ის გოგო?


--------------------
დიდ არს უფალი!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი