![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
ნიანია |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 629 რეგისტრ.: 9-February 07 წევრი № 1,041 ![]() |
გიორგი
მე მგონი ზედმეტია იმის ახსნა-განმარტება რა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ შენი პოსტის წაკითხვის მერე. კომენტარს არ გავაკეთებ, უნრლაოდ ვინატრებ ჩვენს ირგვლივ კიდევ უფრო გამრავლდეს მსგავსი სასწაულები ზოგ-ზოგიერთების ცინიზმი რომ ჩახშულ იქნას-ტექვსმეტი წლის ბაღანეს ვგულისხმობ. ჩემო კარგო ბაღანე , შენ კვლავ ისეთ ასაკში ხარ ცინიზმით რომ გინდა შენი პიროვნება დაამკვიდრო საზოგადოებაში. ცოტა ხანში მიხვდები რომ მსგავსი ირონია უბრალოდ სამარცხვინოა და შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში კარგს ვერაფერს მოგიტანს. დამიჯერე ნამდვილად დეიდად გეკუთვნი და შემიძლია ჭკუა დაგარიგო თუ ამასაც ცინიკურად არ შეხედავ. (გიორგი მაპატიე ოფტოპიკისთვის.) -------------------- როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი". |
ნათია |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ძალიან საინტერესო და საოცარი ამბავია....
ჩვენ არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ვარკვიოთ ეს წმინდანი იყო თუ ანგელოზი, მაგრამ ფაქტია რომ ერთი ადამიანი იხსნა თვითმკველობისაგან (ჯოჯოხეთისგანაც) -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
.ნინო |
![]()
პოსტი
#23
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
დამბურძგლა...
რა საოცარი მონათხრობია.... არა მგონია ის ბოროტი სული ყოფილიყო... ის არ დაეხმარებოდა გადარჩენაში. ანუ საქმემ გამოაჩინა, რომ ის უფლი8სგან იყო და რა მნიშვნელობა აქვსმ წმინდანი იყო თუ ანგელოზი? მადლობა უფალს, რომ ასე მოხდა.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
marine |
![]()
პოსტი
#24
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,642 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ასეთი ამბებით უფალი მიგვანიშნებს, რომ მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს.. თვით იუდასიც კი სურდა..
აი, რა წერია წმ. ნილოს მირონმდინარის გამოცხადებაში: "მან ღმერთი განსაჯა, ღმერთი კი მაინც შემწყნარებლურად მოექცა მას და ტოტს, რომელზედაც იუდამ შიშთვილიბა, უბრძანა დაბლა დახრილიყო და ტოტიც დაიხარა. მაგრამ სიბოროტისაგან გონმიხდილმა იუდამ თოკი დაამოკლა, ახლა უფრო მაღლა, მეორე ტოტზე მოაბა მარყუჟი და იმ სიმაღლიდან გადმომხტარმა კვლავ თავის ჩამოხრჩობა სცადა.. მაგრამ ღმერთმა კვლავ ისე მოხარა ტოტი, რომ მას ამჯერადაც ხელი მოეცარა, მაშინ ღვარძლით გაუმაძღარმა იუდამ, კიდევ უფრო ზემოთ, თავისი სიბოროტის მესამე სართულზე მოწყო საკიდარი. ავიდა, ყელზე მარყუჟი ჩამოიცვა და ახალ უკვე იქიდან, მესამე ხარისხის სიმაღლიდან გადმოიგდო თავისი უწმინდური, სამგზის შებილწული (მამის მკვლელობით, დედასთან მრუშობითა და ძმის მკვლელობით) სხეული და თავი საბოლოოდ წარიწყმიდა კიდეც." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მარიტა |
![]()
პოსტი
#25
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,738 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,428 ![]() |
ციტატა ასეთი ამბებით უფალი მიგვანიშნებს, რომ მას ყველა ადამიანის გადარჩენა სურს.. თვით იუდასიც კი სურდა ეს ყველაფერი ხო უნდა მომხდარიყო ანუ იუდას გაეცა ქრისტე? -------------------- უფალო იესო ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ცოდვილი
"ღმერთს უყვარვართ უფრო მეტად,ვიდრე მამას,დედას,მეგობრებს ან სხვა ვინმეს ძალუძს.მეტიც,მას ჩვენ მეტად უყვარვართ ვიდრე საკუთარი თავი გვიყვარს.." პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი |
მნათე |
![]()
პოსტი
#26
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა უნრლაოდ ვინატრებ ჩვენს ირგვლივ კიდევ უფრო გამრავლდეს მსგავსი სასწაულები ზოგ-ზოგიერთების ცინიზმი რომ ჩახშულ იქნას-ტექვსმეტი წლის ბაღანეს ვგულისხმობ. ჩემო კარგო ბაღანე , შენ კვლავ ისეთ ასაკში ხარ ცინიზმით რომ გინდა შენი პიროვნება დაამკვიდრო საზოგადოებაში. ცოტა ხანში მიხვდები რომ მსგავსი ირონია უბრალოდ სამარცხვინოა და შენი პიროვნების ჩამოყალიბებაში კარგს ვერაფერს მოგიტანს. დამიჯერე ნამდვილად დეიდად გეკუთვნი და შემიძლია ჭკუა დაგარიგო თუ ამასაც ცინიკურად არ შეხედავ. (გიორგი მაპატიე ოფტოპიკისთვის.) ეს სიყვარულით ნაწერი პოსტი შემომეკითხა და გამიჩნდა კითხვა, რა განსხვავებაა ცინიზმსა და სატირას შორის? ცინიზმი ეს არის დაცინვა. ხოლო სატირა ეს არის ცუდის დაცინვა. მე ვითხოვე ამ გაურკვეველი წარმომავლობის სასწაულის საღვთისმეტყველო შესაბამისობის ჩამოწერა, ასე მეც შევადგენ ერთ გვარიან 'სასწაულს' და მერე? ირონია უდავოდ სამარცხვინოა, მაგრამ კიდევ უფრო სამარცხვინოა ამპარტავნება და ეკლესიური ცნობიერების არ ქონა - როდესაც მზად ვართ ყველანაირ ფოკუსს ტაში დავუკრათ! მზად ვართ ღვთისმეტყველებაში გარღვევაც მოვითმინოთ, ოღონდ ჩვენი ურწმუნოების თვალი მიეცეს არაღვთიურ ნეტარებას! ციტატა უნრლაოდ ვინატრებ ჩვენს ირგვლივ კიდევ უფრო გამრავლდეს მსგავსი სასწაულები სასწაულებს ვინ ნატრულობს იცით? არ შეიძლება ასე ხალხო, მართლაც რა შუაშია აქ ასაკი, ან ჩემსას რას ვამბობ? ეს სასწაულომანია უკვე ყველას ყელში ამოუვიდა, სანამ სხვა დაგვცინებს და ამით ქრისტე დაიცინება (განა ჩვენი ნათელით არ უნდა შეიცნონ წარმართებმა ღმერთI?!) ჯობია საკუთარ ნაკლს თავადვე დავცინოთ! მე მესმის თქვენი გულისხმიერება ქრისტეში, მაგრამ იქნებ დავფიქრდეთ? უნებლიედ ეკლესიის გარეთ ხომ არ დამაყენეთ? არ არის ეს კარგი... იხარე და ბოდიში თუ რაიმე გაწყენინე ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#27
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
მე ვითხოვე ამ გაურკვეველი წარმომავლობის სასწაულის საღვთისმეტყველო შესაბამისობის ჩამოწერა შვილო რა გინდა? რავა ყველაფერი პრობლემად უნდა გახადო? 1. ეს სასწაული გაურკვევლი წარმოშობის არ არის. ის უბრლოდ ფაქტია, რომელიც მოხდა მოსკოვში მამა იოანე კედროვის მოღვაწეობისას, ჩაწერილია და ამის მოწმე თვითონ მოძღვარი იყო. 2. ამგვარი შემთხვევის ერთი ახსნაა, რომ მოძღვრის გოგოს სული ცხონებულია, მაშასადამე ის წმინდანია და თუ წმინდანია მაშინ უფლის ნებით მას შეიძლება მიეცეს ცოცხალ ადამიანთან გამოცხადების საშუალება. უამრავი კანონიზებული წმინდანის გამოცხადებაა დაფიქსირებული, იგივეს გავრცელება შეიძლება არა კანონიზებულ წმინდანზეც, ეს მხოლოდ ფორმალობაა. 3. შესაძლოა გამოცხადებული არსება ყოფილიყო უფლის ანგელოზი, რომელმაც მოძღვრის გოგოს სახე მიიღო, რათა გადაერჩინა თვთმკვლელობის მოსურნე ადამიანი. მე ეს თემა სადავოდ არ გამიხსნია, აქ უტყუარ ინფორმაციის დავწერ ხოლმე და სახელიც შესაბამისი აქვს: "რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის" -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა მე ეს თემა სადავოდ არ გამიხსნია, აქ უტყუარ ინფორმაციის დავწერ ხოლმე და სახელიც შესაბამისი აქვს: "რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის" უკაცრავად, უტყუარი ინფორმაციების გამოვლენას ერთი კაცი იბრალებს ვატიკანში და იმედია მას არ მივბაძავთ ![]() ციტატა მამა იოანე კედროვი ვინ არის? რით დააფასა ეკლესიამ? ციტატა ამგვარი შემთხვევის ერთი ახსნაა, რომ მოძღვრის გოგოს სული ცხონებულია რა ერქვა გოგოს? მისი ცხოვრებაც გვაინტერესებს... ციტატა შესაძლოა გამოცხადებული არსება ყოფილიყო უფლის ანგელოზი, რომელმაც მოძღვრის გოგოს სახე მიიღო თუ ეს გოგო წმინდანია, მაშინ რატომ არ გამოეცხადა თავად და რატომ გგონია რომ გამოცხადებული ანგელოსია? მაშ დასკვნა - მოძღვრის გოგო უეჭველად წმინდანია, საპირისპირო შემთხვევაში ფაქტი ბინძური გაყალბებაა, ეთანხმები ამ აზრს? ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#29
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა უკაცრავად, უტყუარი ინფორმაციების გამოვლენას ერთი კაცი იბრალებს ვატიკანში და იმედია მას არ მივბაძავთ არ უნდა ავურიოთ უტყუარი ინფორმაციის არსი ადამიანის შეუცდომლობაში და პაპის პრიმატში. უტყუარია ინფორმაცია, რომ სინათლის სხივის სიჩქარე არის 299 792 კმ/წმ-ში. ეს ფაქტია და არა პრიმატიული აზროვნება. ციტატა ვინ არის? რით დააფასა ეკლესიამ? იგი იყო თავისი კეთილშობილური ცხოვრებით და ლოცვით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელიც საკმაოდ ცნობილი იყო რუსეთში, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართე რუსეთის ეკლესიის საინფორმაციო წყაროებს. ციტატა რა ერქვა გოგოს? მისი ცხოვრებაც გვაინტერესებს... ეგ არ იყო დკონკრეტებული, ამისთვისაც ისევ იქ გაგაზავნი, რუსეთის ეკლესიის საინფორმაციო წყაროებისკენ, ასევე თუ ბოლომდე გინდა გამოძიება შეგიძლია სადმე დაძებნო მოძღვრის ბიოგრაფია, სადაც შენთვის ბევრ საინტერესო დეტალსაც გაიგებ, რაც ამ ამბისთვის არაა არსებითად მნიშვნელოვანი. მე არ გამაჩნია და არც მიძებნია ეს წყაროები. ციტატა თუ ეს გოგო წმინდანია, მაშინ რატომ არ გამოეცხადა თავად და რატომ გგონია რომ გამოცხადებული ანგელოსია? მე არც ერთი არ მგონია, ორივეს ვუშვებ მეტ-ნაკლებად თანაბარი ალბათობით. დასაშვებია ისიც, რომ გოგო წმინდანია და გამოცხადებული მაინც უფლის ანგელოზი იყო. ორივე შემთხვევა მისაღებია ეკლესიური სწავლებით. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მნათე |
![]()
პოსტი
#30
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა არ უნდა ავურიოთ უტყუარი ინფორმაციის არსი ადამიანის შეუცდომლობაში და პაპის პრიმატში. უტყუარია ინფორმაცია, რომ სინათლის სხივის სიჩქარე არის 299 792 კმ/წმ-ში. ეს ფაქტია და არა პრიმატიული აზროვნება. მათემატიკურ-ფიზიკური კანონები, ვინმეს მიერ დადგენილია და ეგ 'ვინმე' როგორც ყოველთვის - ჭეშმარიტების მაიდენტიფიცირებელის სახელით სარგებლობს და არა მეზღაპრის ![]() ციტატა ეგ არ იყო დკონკრეტებული, ამისთვისაც ისევ იქ გაგაზავნი, რუსეთის ეკლესიის საინფორმაციო წყაროებისკენ, ასევე თუ ბოლომდე გინდა გამოძიება შეგიძლია სადმე დაძებნო მოძღვრის ბიოგრაფია, სადაც შენთვის ბევრ საინტერესო დეტალსაც გაიგებ, რაც ამ ამბისთვის არაა არსებითად მნიშვნელოვანი. მე არ გამაჩნია და არც მიძებნია ეს წყაროები. რატომ არ არის მნიშვნელოვანი? ციტატა მე არც ერთი არ მგონია, ორივეს ვუშვებ მეტ-ნაკლებად თანაბარი ალბათობით. დასაშვებია ისიც, რომ გოგო წმინდანია და გამოცხადებული მაინც უფლის ანგელოზი იყო. ორივე შემთხვევა მისაღებია ეკლესიური სწავლებით. არავითარ შემთხვევაში, ანგელოსი წმიდა ნიკოლოზის სახით? ან წმიდა ნიკოლოზი ანგელოსის სახით? მე ფაქტს ეჭვ ქვეშ ვაყენებ, ქრისტესი კი ამ ფაქტამდეც მწამდა როგორმე ![]() 'ჩვენ ვქადაგებთ ჯვარცმულს - იუდეველთათვის საცდურს - ბერძენთათვის უგნურებას' ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#31
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა მათემატიკურ-ფიზიკური კანონები, ვინმეს მიერ დადგენილია და ეგ 'ვინმე' როგორც ყოველთვის - ჭეშმარიტების მაიდენტიფიცირებელის სახელით სარგებლობს და არა მეზღაპრის ასეთ შემთხვევაში არის საშუალებები, რომლებიც ზუსტი მეცნიერების მიერ გაზომილი რიცხვების უტყუარობას დაამტკიცებს, ასევე კონკრეტული მეცნიერის უცდომელობას კონკრეტულ სკითხში. ამას პრიმატთან კავშირი არა აქვს. აქაც მე ამ ფაქტის იურიდიულ უტყუარობას გავუსვი ხაზი, ის დაფიქსირებულია და აღწერილია. ფაქტი ფაქტად რჩება, მის არსზე კი შეიძლება კამათი, რასაც შენი მესამე ციტატა ეხება. ციტატა რატომ არ არის მნიშვნელოვანი? ჩემთვის არ არის და თუ შენთვის არის და გამოძიება გინდა დაძებნე დეტალები, ზუსტი წყაროები არ მაქვს, მაგრამ თუ მოინდომებ შესაძლოა სადმე იპოვო კიდეც. ციტატა არავითარ შემთხვევაში, ანგელოსი წმიდა ნიკოლოზის სახით? ან წმიდა ნიკოლოზი ანგელოსის სახით? წმინდა ნიკოლოზი ანგელოზის სახით არა, მაგრამ ანგელოზი წმინდა ნიკოლოზის სახით დასაშვებია თუ ღმერთი წმინდა ნიკოლოზს გამოცხადების უფლებას არ მისცემს, მაგრამ ღმერთთან განსაკუთრებით ახლოს მყოფი წმინდანები ხშირად ეცხადებიან ხალხს, ამგვარი სახით გამოცხადება კი ყველაზე ოპტიმალური სწორედ რომ ღვთისგან შედარებით "შორს მყოფი" არა კანონიზებული წმინდანების გამოცხადების დროს ხდება. თუ უფრო დეტალური ინფორმაცია იცის ვინმემ გამოცხადებების ბუნების შესახებ ნიუანსები იმას ჰკითხე. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
თემო |
![]()
პოსტი
#32
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 ![]() |
ციტატა ბერძენთათვის უგნურებას' მნათე რატო? |
მნათე |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა წმინდა ნიკოლოზი ანგელოზის სახით არა, მაგრამ ანგელოზი წმინდა ნიკოლოზის სახით დასაშვებია თუ ღმერთი წმინდა ნიკოლოზს გამოცხადების უფლებას არ მისცემს, მაგრამ ღმერთთან განსაკუთრებით ახლოს მყოფი წმინდანები ხშირად ეცხადებიან ხალხს, ამგვარი სახით გამოცხადება კი ყველაზე ოპტიმალური სწორედ რომ ღვთისგან შედარებით "შორს მყოფი" არა კანონიზებული წმინდანების გამოცხადების დროს ხდება. თუ უფრო დეტალური ინფორმაცია იცის ვინმემ გამოცხადებების ბუნების შესახებ ნიუანსები იმას ჰკითხე. ეს არის ზღაპარი გიორგი, რა გამოცხადების უფლებას არ მისცემს რის ანგელოსი? ![]() ![]() ციტატა ასეთ შემთხვევაში არის საშუალებები, რომლებიც ზუსტი მეცნიერების მიერ გაზომილი რიცხვების უტყუარობას დაამტკიცებს, ასევე კონკრეტული მეცნიერის უცდომელობას კონკრეტულ სკითხში. ამას პრიმატთან კავშირი არა აქვს. აქაც მე ამ ფაქტის იურიდიულ უტყუარობას გავუსვი ხაზი, ის დაფიქსირებულია და აღწერილია. ფაქტი ფაქტად რჩება, მის არსზე კი შეიძლება კამათი, რასაც შენი მესამე ციტატა ეხება. დაფიქსირებული და აღწერილია, ჰერაკლეს 12 საგმირო საქმეც, მის არსზეც შეიძლება კამათი ![]() ციტატა მნათე რატო? კორინთელთა ნახე ![]() ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
catherina_10 |
![]()
პოსტი
#34
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
მე პირადად ძალიან მომეწონა ეს ამბავი და რაც არ უნდა იდაოთ ფაქტი სახეზეა გოგონა სიკვდილს გადაურჩა,
|
გიორგი |
![]()
პოსტი
#35
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა ეს არის ზღაპარი გიორგი, რა გამოცხადების უფლებას არ მისცემს რის ანგელოსი? ნუ აიბურდე კაცო . . . თუ იცი რომ ზღაპარია მაშინ რაღას მედავები, შენ ისიც გეცოდინება თუ როგორ, რა სახით და რა დროს ხდება წმინდანის და ანგელოზის გამოცხადება და რას მედავები, მე მჯერა ამ ამბის და ჩემს ხელთ არსებული წყაროებით ამგვარი რაიმე დასაშვებია, თუ შენ იცი რაიმე უკეთესი, ეს ამბავი გინდ დაიჯერე და გინდ არა . . . ციტატა დაფიქსირებული და აღწერილია, ჰერაკლეს 12 საგმირო საქმეც, მის არსზეც შეიძლება კამათი ქრისტიანობის ჭეშმარიტებაზეც შეიძლება კამათი, მათემატიკური სიზუსტით ვერც მას დაამტკიცებ . . . -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
გიორგი |
![]()
პოსტი
#36
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ვაგრძელებ თემატიკას ”რეალური ფაქტები რწმენაში გაძლიერებისათვის” და მინდა მოგიყვეთ იმ არსებული ფაქტიური ინფორმაციის შესახებ, რაც აღწერს სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ. საკმაოდ დიდი ინფორმაცია არის დაგროვილი მსოფლიოს მრავალი მეცნიერის კვლევებში. აღწერილია მრავალი კლინიკურ სიკვდილს გამოვლილი ადამიანის მოგონებები. ამ მასალის შესწავლით დაინტერესებული არიან, როგორც მართლმადიდებელი, ისე არამართლმადიდებელი მკვლევარები. კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანები აღწერენ ბნელი გვირაბების და მათ ბოლოში შუქის არსებობის, სიმსუბუქის, უწონადობის და ფრენის შეგრძნებას. ამას ბევრი მეცნიერი არც თუ უსაფუძვლოდ აღიქვამს, როგორც აგონიაში მყოფი ადამიანის ჰალუცინაციებს, რაც განპირობებულია ჟანგბადისა და სისხლის მიწოდების შეწყვეტით ან საგრძნობლად შემცირებით, მაგრამ არსებობს კლინიკური სიკვდილის ჩანაწერები, სადაც ავადმყოფების მიერ აღწერილი განცდები პრინციპულად განსხვავდება ბნელი გვირაბებისა თუ თვალისმომჭრელი შუქის აგონიური აღქმისგან, როდესაც მეხსიერება წყდება და გაუცნობიერებელი ნაწყვეტ-ნაწყვეტ აღქმული სილუეტები თუ გონებაში წარმოშობილი უაზრო გამოსახულებები ჰალუცინაციებს იწვევს. კერძოდ, საუბარია ისეთ შემთხვევბზე, როდესაც ადამიანები ძალიან მკაფიოდ აღიქვამენ სხეულიდან სულის ამოსვლის მომენტს, მთლიანად და უწყვეტად ახსოვთ კლინიკური სიკვდილის შემდეგ აღქმული სამყაროს ყველა მცირე დეტალიც კი, შეუძლიათ აღწერონ ბევრი ნიუანსი იქიდან, თუ რა განიცადეს და რაც მთავარია, ჰყვებიან არა მარტო ვიზულაურ, არამედ გონებრივი კონტაქტის შესახებ ინტელექტუალურ და მანათობელ არსებებთან.
აქ მოყვანილი ჩანაწერი არის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი დოკუმენტი, რომელიც არსებობს კლინიკურ სიკვდილგამოვლილი ადამიანების მოგონებებზე. კ. ისკული, ვისაც ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი შეემთხვა ასე აღგვიწერს ამ შემთხვევამდე თავის განვლილ ცხოვრებისეულ გზას. იგი როგორც აღნიშნავს, ერთი მეტად ნელ-თბილი რწმენის ადამიანი იყო, არც ათეისტი და არც მორწმუნე, ხანდახან ეკლესიაშიც დადიოდა და წელიწადში ერთხელ კიდეც ეზიარებოდა. რელიგიური საკითხები სულ არ იზიდავდა და არც ესმოდა მასში საინტერესო რა იყო. არაფერი იცოდა ელემენტარული ინფორმაციის გარდა, მაგრამ მაინც მიიჩნევდა რომ ყველაფერი მშვენივრად ესმოდა და თანაც ყველაფერში კარგად ერკვეოდა. თვლიდა, რომ მისნაირი განათლებული ადამიანისთვის რელიგიურ სფეროში არც არაფერი იყო ამოუცნობი. ერთმა შემთხვევამ კი ამ კუთხით დიამეტრალურად შეცვალა მისი ცხოვრება. იგი ერთხელ სამსახურეობრივ საქმეებზე ჩავიდა მეზობელ ქალაქში, იქ ფილტვების ანთება დაემართა და ძალიან გაურთულდა. აი, როგორ აღწერს იგი თავის უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც ავადმყოფობის გამწვავების შემდგომ ჩავარდა: ”დაახლოებით ოთხი საათისთვის შემამცივნა, საბანში გავეხვიე და ლოგინში ჩავწექი გასათბობად, მაგრამ უეცრად ძალიან ცუდად გავხდი. ფერშალს დავუძახე. იგი მოვიდა, თავი წამომიწია და ჟანგბადის ბალიში მომცა. რამდენიმე წუთში პალატაში სწრაფად შემოვიდა უფროსი ფერშალი, მას ორი ექიმი მოჰყვა. სხვა დროს მედპერსონალის ასეთი თავშეყრა გამაოცებდა, მაგრამ ახლა სრულიად გულგრილი გახლდით, თითქოს ყოველივე ეს მე არც მეხებოდა. საშინლად ცუდად ვიყავი, ჩემში საშინელი გარდატეხა მოხდა. ერთი წუთის წინ სიცოცხლით სავსე ვიყავი, ახლა კი თუმცა კარგად ვხედავდი და მესმოდა ყველაფერი, რაც ჩემს ირგვლივ ხდებოდა, მაგრამ რაღაც სრულიად უჩვეულო გრძნობა დამეუფლა, რომლის გადმოცემაც სიტყვებით შეუძლებელია. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მქონდა მიმართული, მაგრამ განვიცდიდი ძალიან უცნაურ გრძნობას: გარკვევით აღვიქვამდი საკუთარ თავს, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებდა რა ხდებოდა, თითქოს ფიზიკური შეგრძნებების უნარი ნაწილობრივ დაკარგული მქონდა. ასე მაგალითად, ვხედავდი, რომ ექიმი მისინჯავდა, ვხვდებოდი რასაც აკეთებდა, მაგრამ შეხების შეგრძნება აღარ მქონდა. ვუყურებდი და მესმოდა, რომ ექიმებმა წამომსვეს და რაღაცას მიკეთებდნენ ზურგზე, მაგრამ კერძოდ რას არ ვიცოდი, მაგრამ იმიტომ კი არა რომ მთლიანად დავკარგე განცდის უნარი, უბრალოდ არ მაინტერესებდა, სადღაც ჩემს შიგნით ვიყავი ჩაფლული. ჩემში თითქოს ორი დამოუკიდებელი არსება გაჩნდა: ერთი - მთავარი, მაგრამ დაფარული, მეორე - გარეგანი, მაგრამ თითქოს ნაკლებად საინტერესო. ახლა მათი შემაერთებელი კონტაქტი ფაქტიურად გაითიშა და მთავარი არსების თვითშეგრძნება გაძლიერდა, ხოლო მეორესი კი დასუსტდა და რაც ჩემთვის სულ ერთი გახდა ჩემი სხეული იყო. სულ რამდენიმე დღის წინ როგორ გამაოგნებდა ჩემში ამოუცნობი შინაგანი არსების აღმოჩენა და იმის მიხვედრა, რომ თურმე იგი არა მარტო არსებობდა არამედ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მეორე ნახევარზე, რომელიც აქამდე ერთადერთი მეგონა და რომლის შეგრძნებაც ახლა საერთოდ შეუმჩნეველი მქონდა. საოცარი მდგომარეობა იყო: ვცოცხლობდი, ვხედავდი, მესმოდა და ამავე დროს არც არაფერი მესმოდა და ვერც ვერაფერს ვხედავდი. გარემოს მიმართ გაურკვეველი შეგრძნება დამეუფლა. ექიმი რაღაცას მეკითხება, მე მესმის და არ ვპასუხობ, რადგან თითქოს მასთან ლაპარაკი არაფერში აღარ მჭირდება. თუმცა, ეს ექიმი ხომ ჩემზე ზრუნავს?! ჰო, მაგრამ იმ მეორე არსებისთვის, რომელიც ჩემთვის უმნიშვნელო გახდა. უეცრად ვიგრძენი, რომ უცნაურმა ძალამ დამქაჩა და სადღაც ქვევით ვარდნით გამაქანა. თავიდან ასე მეგონა თითქოს სხეულის ყველა ნაწილზე ლოდები დამკიდეს, მაგრამ მალე ეს შედარებითი ნათქვამიც კი გაუფერულდა, თითქოს ჩემი მასა გაიზარდა, თითქოს რაღაც საზარელი მიზიდულობის კანონი ამოქმედდა. მეჩვენებოდა, რომ მე კი არა, ჩემი სხეულის ყოველი ნაწილი, ყოველი თმის ღერი, უწვრილესი კაპილარი და უჯრედი სადღაც მიექნებოდა ისეთი ძალით, როგორც ძლიერი ელექტრომაგნიტი ლითონის ნაკუწებს ცალ-ცალკე იზიდავს. იყო ერთი უცნაურობაც, მიუხედავად იმისა რომ ეს შეგრძნება უზომოდ ძლიერი იყო, სრულიადაც არ მიშლიდა ხელს ყოველივე აღმექვა და განმეცადა, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. მესმოდა, რომ ჩემს თავს მართლაც რაღაც ძალიან უცნაური ამბავი ხდებოდა, სინამდვილესაც აღვიქვამდი მახსოვდა რა რომ საავადმყოფოში ვწევარ, ისიც კი რომ ჩემი პალატა მეორე სართულზეა და ჩემს ქვეშაც ასეთივე პალატაა, მაგრამ ამავე დროს თითქოს ვაცნობიერებდი, რომ ერთი კი არა ათი სართულიც რომ ყოფილიყო, ათივე გზას დამითმობდა და ხელს ვერაფერი შეუშლიდა ჩემს ქვემოთკენ დაქანებას . . . კი, მაგრამ საით? სადღაც, შორს, მიწისკენ უფრო ღრმად. საოცრად მომინდა იატაკზე დაწოლა, ავწრიალდი და ვცადე გავძალიანებოდი ამ გიჟურ სრბოლას. ვგრძნობდი, რომ სრულიად უცნაური მიზიდულობის ძალა სულ უფრო მატულობდა, თითქოს უკვე ვუახლოვდებოდი კიდეც იმ მაგნიტს, რომელსაც მთელი არსებით უნდა შევერთებოდი. სულ უფრო მეტ შიშსა და ძრწოლას განვიცდიდი, უცბად ჩემში შინაგანი გახლეჩვის შეგრძნება გაჩნდა და ვიგრძენი, რომ შეუძლებელი იყო მართლა მთლიანად შევრწყმოდი ამ ამოუცნობ მაგნიტურ ძალას, თითქოს რაღაც უნდა გამომყოფოდა და ის რაღაც ისეთივე ძალით ეწინააღმრდეგებოდა ჩემს მიმზიდავ საგანს, როგორითაც მეორე არსება განიზიდებოდა. ეს მიზიდვა-განზიდვის დაძაბულობა აუტანელ ტანჯვას მაყენებდა. თურმე რა ხდება! დედამიწა მიზიდავს ასე ძლიერად . . . მაგრამ მე კი არა იმას, მეორე არსებას და რაც აქამდე ცხადი და გასაგები მეგონა (სიკვდილის შემდეგ გაქრობა) ამ მდგომარეობაში უბრალოდ შეუძლებელი ჩანდა. არა, მთლიანად ვერ შევერწყმები, არ შემიძლია! - თითქოს ხმამაღლა ვიყვირე და თითქოს შევეცადე გავთავისუფლებულიყავი ამ მიზიდულობის ძალისგან და უეცრად ვიგრძენი შემსუბუქება და რაც სპონტანურად დავინახე, იდეალური სიცხადით დამამახსოვრდა. მარტოდმარტო ვიდექი ოთახის ცენტრში, მარჯვნივ მთელი მედპერსონალი იდგა რაღაცის გარშემო. მთავარ ექიმს ხელები უკან ჰქონდა შემოწყობილი და დაჟინებით უმზერდა იმ რაღაცას, რაც არ ჩანდა მათი ზურგების უკან. მის გვერდით უმცროსი ფერშალი იდგა, ხელში ჟანგბადის ბალიში ეჭირა და უხერხულად იშმუშნებოდა, თითქოს ვერ ხვდებოდა კიდევ საჭირო იყო თუ არა იგი. ახალგაზრდა ექიმი საწოლთან დახრილიყო და ხელით რაღაც ეჭირა - მე მხოლოდ ბალიშის კიდეს ვხედავდი. ამ ჯგუფის დანახვამ გამაოცა და დავიბენი. იქ, სადაც ისინი იდგნენ, ჩემი საწოლი იდგა. ვერ ვხვდებოდი თუ რას უყურებდნენ, როცა მე იქ კი არა აგერ, ოთახის ცენტრში ვარ. ახლოს მივიწიე, რომ გამეგო რას უყურებდნენ ეს ადამიანები ასე დაჟინებული მზერით. საწოლზე ჩემი სხეული იწვა. ჩემი სხეულის დანახვაზე შიში არ განმიცდია. პირიქით, რატომღაც ჩემს ორეულად აღვიქვი და მხოლოდ გაოცება დამეუფლა. კი, მაგრამ, ეს როგორ? მე ხომ აქ ვარ, და მაშინ იქ როგორღა ვწევარ? ოთახის ცენტრში მყოფი ჩემი თავი შევათვალიერე. დიახ, ეს მე ვიყავი, ზუსტად ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი. საკუთარი სხეულის მოსინჯვა დავაპირე და მარჯვენა ხელი მარცხენას შევავლე - სიცარიელეს წავაწყდი. წელისკენ წავიღე ხელი - ისევ სიცარიელე დამხვდა. ამ უცნაურმა მოვლენამ გამაოგნა, მომინდა ვინმეს სერიოზულად გავერკვიე რა ხდებოდა, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დავაპირე ექიმისთვის მხარზე ხელის დადება, მაგრამ ვიგრძენი, რომ რაღაც ჩვეულებრივად არ მივდიოდი, იატაკს არ ვეხებოდი, ჩემი ხელი კი ვერანაირად ვერ წვდებოდა ექიმის მხარს თუმცა იგი იქვე იდგა. შევეცადე მყარად დავმდგარიყავი იატაკზე, და თუმცა სხეული მემორჩილებოდა და ძირს ეშვებოდა, იატაკზე დადგომა, ისევე როგორც ექიმის მიწვდომა, ჩემთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩვენ შორის უმნიშვნელო მანძილი იყო დარჩენილი, მაგრამ მისი გადალახვა ვერაფრით ხერხდებოდა. და უცბად რამდენიმე დღის წინანდელი ნიუანსი გამახსენდა, მომვლელი ექთანი მიქსტურის ბოთლის ცივად შენახვას ცდილობდა და იგი წყლით სავსე ჭურჭელში ჩადგა, მაგრამ წყალი ბოთლს მაშინვე ზედაპირზე აგდებდა. ქალი ვერაფრით ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ბოთლი ორ-სამჯერ ჩააბრუნა წყალში და თითიც კი დააჭირა, იქნებ გაჩერდესო, მაგრამ როგორც კი ხელს მოაცილებდა, პატარა ბოთლი წყლის ამომგდები ძალის გამო ზედაპრზე ამოვარდებოდა და არ იძირებოდა. როგორც ჩანდა ჩემს ამ ახალ მდგომარეობაში ჰაერიც კი მეტისმეტად მძიმე გახლდათ. მაინც რა ხდებოდა ჩემს თავს? ახლა იოლია ლაპარაკი, მაშინ კი ვერაფრით ვერ მივხვდი. ექიმს დავუძახე, მაგრამ ატმოსფერო არ ატარებდა და არ გადასცემდა ჩემს ხმას. მივხვდი, რომ სრულიად დავკარგე კონტაქტი არსებულ სამყაროსთან და აბსოლუტურად მარტოდმარტო ვარ. პანიკურმა შიშმა მომიცვა. გარშემო ადამიანები არიან, მე მათ ვხედავ, ლაპარაკიც მესმის, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაც არ უნდა მოხდეს იმათ ვერაფერს გავაგებინებ და არავითარ შველას არ უნდა მოველოდე. ეს მართლაც მეტისმეტია. ამას უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრაც სჯობს, იქ ბუნება მაინც აღიქვამს შენს არსებობას. აქ კი სრულიად გამორიცხულია გარემოსთან რაიმე კონტაქტის დამყარება. ეს იმდენად უჩვეულო ამბავია ადამიანისათვის, ისეთი საშინელი უმწეობის განცდა იპყრობს, რომ ამ განცდას ვერაფერს ვერ შეადარებ. ცხადია მაშინვე არ დამიკარგავს იმედი. ვცდილობდი ამ ადამიანების ყურადღების მიპყრობას, მაგრამ ყოველგვარი მცდელობა იწვევდა მხოლოდ უიმედობის განმტკიცებას. ნუთუ ვერ მხედავენ? ვფიქრობდი და კვლავ ვცდილობდი საწოლთან შეჯგუფულ ხალხთან მიახლოებას, მაგრამ ამაოდ, არავინ ჩემს მიმართ არანაირ ინტერესს არ იჩენდა. გაოცებული ვათვალიერებდი საკუთარ თავს და არ მესმოდა, რატომ ვერ მხედავდნენ, როცა ზუსტად ისეთი ვიყავი, როგორც ადრე, მაგრამ როგორც კი სხეულის ხელით შეხებას შევეცდებოდი მაშინვე აბსოლუტური სიცარიელის შეგრძნება ჩნდებოდა. სხეულის გარეგანი ფორმა იგივე დარჩა, თუმცა თვისობრივად ეს სამყარო ხელშეუხები დარჩა. საგნებთან მიკარების უნარი აღარ მქონდა. - ასტრალური სხეული? მგონი ასე ეწოდება ამას მეცნიერებაში? - ზუსტად ასე გავიფიქრე. - კი, მაგრამ რატომ? რა დამემართა? ბოლოსდაბოლოს მოჩვენება ხომ არ ვარ? - დაუსრულებლად ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თქვენ წარმოიდგინეთ იმის გახსენებას ვცდილობდი, ოდესმე ხომ არ მომიკრავს ყური, რომ რაიმე დაავადება ამგვარ ცვლილებებს იწვევდა. - მორჩა, გათავდა, აღარაფერი ეშველება, ხელი ჩაიქნია უმცროსმა ექიმმა და გაეცალა საწოლს, რომელზედაც ჩემი მეორე ”მე” იწვა. საშინლად დამწყდა გული, რომ ყველა ამ მეორე ”მე”-ს დასტრიალებდა თავს, რომელსაც უკვე საერთოდ აღარაფრად აღვიქვამდი და სამაგიეროდ არაფრად აგდებდნენ პირველ, ნამდვილ ”მე”-ს, რომელსაც ყველაფერი ესმოდა, უცნაური მარტოობა სტანჯავდა და შველას ითხოვდა. - ნუთუ ვერ დამინახავენ, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მე იქ არა ვარ? ამ მწარე და უცნაური ფიქრით შეპყრობილი კვლავ მივუახლოვდი საწოლს და დავხედე იმას, ვისაც ჩემდა სავალალოდ პალატაში თავმოყრილი ხალხი ასე დასტრიალებდა და ამ დროს თავში დამარტყა: ვაითუ, სწორედ ის შემემთხვა, რასაც ჩვენი, ცოცხალი ადამიანების ენაზე სიკვდილი ეწოდება? ეს აზრი იმიტომ გამიჩნდა, რომ საწოლზე გაშოტილი საკუთარი სხეული ძალიან ჰგავდა მკვდარს - უმოძრაო, რაღაც უცნაურად ფერმკრთალი, მაგრად მოკუმული და ოდნავ გალურჯებული ტუჩებით, დაახლოებით ისეთი, როგორც ჩემს მიერ ნანახი უამრავი მიცვალებული პანაშვიდებსა თუ გასვენებებში. თითქოს უცნაურია, რომ მხოლოდ საკუთარი უმოძრაო სხეულის დანახვისას მივხვდი, რაც დამემართა, მაგრამ თუ კარგად დაუკვირდებით მთელ პროცესს, მაშინ ჩემი ასეთი მიუხვდომლობა გასაგები გახდება. სიტყვა ”სიკვდილი” ჩვენთან მხოლოდ სიცოცხლის დასასრულთანაა ასოცირებული. როგორ უნდა მეფიქრა, მოვკვდი-მეთქი, როცა ისევ ცოცხალი ვიყავი, ვხედავდი, მესმოდა და აღვიქვამდი ყველაფერს, თან მოძრაობის, ფიქრის და ლაპარაკის უნარიც მქონდა. ექიმის სიტყვებმაც კი ყველაფერი დამთავრდაო ვერ მიმახვედრა საქმის რეალურ ვითარებას, იმდენად სხვადასხვა იყო ის, რასაც მე განვიცდიდი და ის, რაც ჩვენ სიკვდილად წარმოგვიდგენია. ახალ სამყაროში ისეთივე მოვედი, როგორიც ძველიდან წავედი, ანუ თითქმის იმავე მონაცემებით, წარმოდგენებით და ცოდნით აღჭურვილი, რაც მიწაზე ცხოვრებისას დროს გამაჩნდა. მაგალითად, როდესაც ყურადღების მიპყრობას ვცდილობდი მივმართავდი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის დამახასიათებელ სხვადასვა საშუალებას: ვეძახდი, ვუახლოვდებოდი, ვცდილობდი როგორმე მივწვდომოდი ან ვინმესთვის ხელი მეკრა. ჩემი სხეულის ახალი თვისება რომ შევნიშნე გავოცდი - მაშასადამე, ძველი წარმოდგენები დამრჩა, თორემ ხომ არარაფერი გამაოცებდა. ჩემს სხეულსაც ვსინჯავდი ჩვეულებრივ ადამიანურად. განვაგრძობ შემდეგ რა მოხდა. ექიმები პალატიდანგავიდნენ, ფერშლები იდგნენ და ჩემი ავადმყოფობის დეტალებზე მსჯელობდნენ, მოხუცი ექთანი კი ხატისკენ მიბრუნდა, პირჯვარი გადაისახა და ამ შემთხვევისთვის სრულიად ჩვეულებრივი წინადადება წარმოთქვა: - ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს მას! ამის თქმა იყო და ჩემს წინ ორი ანგელოზი გამოჩნდა: ერთში მფარველი ანგელოზი შევიცანი, მეორე კი უცნობი გახლდათ. ხელი მომკიდეს და კედლის გავლით პირდაპირ ქუჩაში გამიყვანეს. ბინდდებოდა. წვრილი, უხმაურო თოვლი ცვიოდა. ამას ვხედავდი, მაგრამ ოთახისა და ქუჩის ტემპერატურას შორის ვერ განვიცდიდი ვერავითარ სხვაობას. როგორც ჩანს ასეთმა მოვლენებმა ჩემი შეცვლილი ბუნებისთვის მნიშვნელობა დაკარგა. სწრაფად მივქროდით ზემოთ და რაც უფრო მაღლა ავდიოდით, მით უფრო მეტი სივრცე იშლებოდა. ბოლოს ეს სივრცე ისე გაიშალა, რომ შიში დამეუფლა - აღვიქვი თავი არარაობად. ახლა ჩემი მხედველობის თავისებურებანიც გამოჩნდა: ჯერ ერთი, ბნელოდა, მე კი სრულიად გარკვევით ვხედავდი ყველაფერს, ესე იგი სიბნელეში ხედვის უნარიც მქონდა, მეორეც, ჩემი მზერა უზარმაზარ სივრცეს სწვდებოდა, რასაც ჩვეულებრივ პირობებში ვერ მოვახერხებდი. ვგრძნობდი, რომ რაღაც გრანდიოზულ სივრცეში პატარა ნაწილაკივით ვიყავი და ამის განცდა თავზარდამცემი იყო. მეშნოდა, რომ ჩემი არსება ჰაერის თვალუწვდენელ ოკეანეში გაქრებოდა. დროის შეგრძნება აბსოლუტურად დავკარგე და არ ვიცი რამდენ ხანს მივქროდი ზემოთ. უეცრად რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, შემდეგ კი საიდანღაც გამოცნდა წარმოუდგენლად მახინჯი არსებების დიდი გროვა. - ეშმაკები - და რაღაც ჯერ არგანცდილი ძრწოლა დამეუფლა. ეშმაკები! რა ირონიას და გულწრფელ სიცილს გამოიწვევდა ჩემში სულ რამდენიმე საათის წინაც კი ვინმეს რომ ეთქვა ეშმაკები ვნახეო, ან მხოლოდ კიდეც რომ დაეშვა მათი არსებობა. ამ სიტყვაში მე ადამიანის მახინჯ მიდრეკილებებსა და ვნებებს ვგულისხმობდი, ჩემთვის იგი სახელი კი არა ტერმინი იყო, რომელიც განყენებულ ცნებას გამოხატავდა და უეცრად ეს განყენებული ცნება ჩემს წინაშე აღმოჩნდა. ახლაც არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამ არსებებში ნაშინვე ამოვიცანი დემონური ძალა. არადა სხვა დროს ამგვარი რამ რომ მენახა, რაღაც უაზრო მოჩვენება და ფანტაზიის მახინჯი ნაყოფი მეგონებოდა, მაგრამ ეს აზრი უეცრად გამიჩნდა, თითქოს რაღაც დიდი ხნის ნაცნობი საგანი დამენახა. ჩემი გონება არნახული სისწრაფით მუშაობდა და ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სანამ გავიფიქრებდი ეშმაკები-მეთქი, იმასაც მივხვდი, რომ ამ არსებების მახინჯი გარეგნობა სინამდვილეს საერთოდ არ გამოხატავდა და რომ ეს ყველაფერი საშინელი შოუ, დადგმული სცენა იყო. წუთით სიამაყე დამეუფლა, თან შემრცხვა მთელი კაცობრიობის სახელით, რომ ჩვენ თანამედროვე ადამიანებს, ასეთი მაღალი წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე და რაღაც არსებები იმ დონეზე გვაშინებენ, როგორც ჩვენ პატარა ბავშვებს ვაშინებთ. ეშმაკები გარს შემოგვერტყნენ და ხმაურით მოითხოვდნენ ჩემს თავს, ცდილობდნენ ჩემს წაყვანას, მაგრამ თითქოს ვერ ბედავდნენ. მათი საშინელი ხმაურიდან, რომელიც იმდენადვე აუტანელი იყო სმენისთვის , რამდენადაც ვიზუალური სახე - მხედველობისათვის, აქა-იქ რაღაც სიტყვების და ფრაზების გარჩევაც შეიძლებოდა. ლოცვა გამახსენდა და დავიწყე ყველა იმ წმინდანის ხსენება ვისი სახელიც გაგებული მქონდა, მაგრამ დემონური ძალები ვერც ამან გააჩერა. საცოდავ უვიცს მხოლოდ ახლა გამახსენდა ქრისტეანეთა შუამდგომელი - ღვთისმშობელი. ჩანს ჩემი ლოცვა მისდამი იმდენად მხურვალე იყო, ჩემი სული კი იმდენად დაპანიკებული, რომ როგორც კი მისი სახელი წარმოვთქვი ჩვენს ირგვლივ რაღაც თეთრი ბურუსივით გაჩნდა, რომელმაც დაფარა დემონების ჯგუფი, მათი ხმაური კიდევ დიდხანს ისმოდა, მაგრამ თანდათან მიილია დამალე მივხვდი, რომ საშინელი დევნა დამთავრდა. შიშისგანცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვეღარ გავიგე ფრენას განავგრძობდით თუ შევჩერდით და მხოლოდუსასრულო სივრცის დანახვამ მიმახვედრა,რომ ფრენა გრძელდებოდა. მალე ჩემს ზემოთ რაღაც ძალიან მკვეთრი სინათლე გამოჩნდა: იგი მზის დისკოს ნათებას ჰგავდა, მაგრამ გაცილებით ძლიერი გახლდათ. ჩანს იქ სადღაც სინათლის სამეფოა, დიახაც სინათლის სამეფო თითქოს ქვეცნობიერად მივხვდი რაღაცას, ჯერ უხილავსა და არგანცდილს. ამ სინათლეს ჩრდილი თან არ ჰქონდა. - კი, მაგრამ, როგორ შეიძლება არსებობდეს სინათლე უჩრდილოდ? - გამიელვა თავში აზრმა. უეცრად სწორედ ამ სინათლეში შევიჭერით საშინელი სიჩქარით და მე დავბრმავდი. ხელები ავიფარე, მაგრამ ამან არ მიშველა - ჩემს ხელებს ჩრდილი არ გააჩნდა, გამჭვირვალე იყო. ანდა ისედაც რა დამიცავი ასეთი კოლოსალური სინათლისგან. - ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა საშინელი სინათლეა? ჩემთვის ხომ ეს იგივე ბნელია. ვერაფერს ვერ ვხედავ, როგორც უკუნეთ სიბნელეში - დავიძახე, ის კი დამავიწყდა, რომ ძალიან უადგილო შედარება გამოვიდა იმიტომ რომ ახლა უკვე სიბნელეშიც ვხედავდი. ამ სიბრმავის გამო ჩემი შიში უცნობი სამყაროსადმი მატულობდა და შეშფოთებული ვფიქრობდი: - რა მომელის? მალე გავივლით ამ სინათლის ოკეანეს და აქვს თუ არა დასასრული მას? ყველაფერი სხვაგვარად დასრულდა. უცბად გაისმა დიდებული, ურისხველი, მაგრამ მტკიცე ხმა: - მზად არ არის! უცბად წამიერად შევყოვნდით და სწრაფად დაბლა დავიწყეთ დაქანება, მაგრამ ვიდრე იქაურობას გავეცლებოდი, კიდევ ერთი საოცარი რაღაცის განცდამ მომიწია. როგორც კი ეს სიტყვები გაისმა სამყაროს ყოველი უმცირესი ნაწილაკი თავისი თანხმობით გამოეხმაურა მას. თითქოს მრავალმილიონიანმა ექომ უპასუხა სმენისათვის მიუწვდომელ, მაგრამ გონებისათვის გასაგებ ენაზე. ეს ყველაფერი ამ განაჩენის სრულ თანხმობას გამოხატავდა. ამ თანხმობაში საოცარი ჰარმონია იყო, ჰარმონიაში კი ისეთი გამოუთქმელი სიხარული, რომელთან შედარებითაც ჩვენი დედამიწისეული სიამის შეგრძნება მოწყენილ, ღრუბლიან დღეს ჰგავს. ჩემი არსებაც გამოეხმაურა ამ ჰარმონიას და ერთადერთი რაც იმ მომენტში მინდოდა იყო ის, რომ ამ საოცარ ჰარმონიას მთლიანად შევრწყმოდი და შევერთებოდი. თავიდან ვერ გავიგე ამ სიტყვების აზრი, ვერ მივხვდი, რომ ისევ დედამიწაზე უნდა დავბრუნებულიყავი და ძველებურად მეცხოვრა. მეგონა სადღაც კიდევ სხვა სამყაროში მივყავდი, მაგრამ როდესაც მაღლიდან ნაცნობი ქალაქის პანორამული მოხაზულობა დავინახე ერთგვარი პროტესტის გრძნობა დამეუფლა. მალე მივაღწიეთ საავადმყოფოს კორპუსსაც. ისევ კედლის გავლით ოთახში შევედით. ჩემი არსება სულ სხვა ოთახში აღმოჩნდა, რომელშიც რამდენიმე შავად შეღებელი მაგიდა იდგა, ერთ-ერთზე თეთრი ნაჭერი იყო გადაფარებული და ზედ ჩემი საკუთარი მკვდარი, გახევებული სხეული იწვა. იქვე მაგიდასთან, ვიღაც მოხუცი ფსალმუნს კითხულობდა და ხელში ანთებული სანთელი ეჭირა, მეორე მხარეს კი ჩემი და იჯდა, ჩანს იმდენი დრო გასულა, რომ უკვე შეატყობინეს ჩემი გარდაცვალების ამბავი და ჩამოსვლაც მოასწრო, გვერდით ქმარი ედგა და რაღაცას ხმადაბლა ესაუბრებოდა. - გესმა ღმრთის განაჩენი?! - მკითხა იმ არსებამ, რომელიც მფარველ ანგელოზად შევიცანი და რომელიც აქამდე ჩუმად იყო. შემდეგ თითქოს ჩემს მკვდარ სხეულზე მიმითითა და მითხრა: - შედი და მოემზადე მანდ! ამის თქმა იყო და ორივე ანგელოზი მომენტალურად გაქრა.” ციტატის დასასრული. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
ბექა |
![]()
პოსტი
#37
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 ![]() |
მაგარია ძაან
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#38
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
რამოდენიმე ასეთი ფაქტი მაქვს წაკითხული.....
საინტერესოა..... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
კანონისტი |
![]()
პოსტი
#39
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
გიორგი
ძალიან საინტერესოა.... სიამოვნებით (და ცოტა შეძრწუნებითაც!) ვკითხულობ უკვე მერამდენედ ალბათ, უფრო საინტერესო იქნებოდა თუკი არსებობს კლინიკური სიკვდილის ისეთი შემთხვევა, რომელიც დედამიწური დროით გაგრძელდა უფრო დიდხანს, ვთქვათ, რამდენიმე დღე.... უფრო მეტი ინფორმაცია გვექნებოდა -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გიორგი |
![]()
პოსტი
#40
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
ციტატა საინტერესო იქნებოდა თუკი არსებობს კლინიკური სიკვდილის ისეთი შემთხვევა, რომელიც დედამიწური დროით გაგრძელდა უფრო დიდხანს, ვთქვათ, რამდენიმე დღე გავეცნობი ამ კუთხით მეცნიერულ ნაშრომებს, მაგრამ მეეჭვება, კლინიკური სიკვდილი, როგორც წესი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი