IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ზვიად გამსახურდიას ლიტერატურული მემკვიდრეობა
afxazi
პოსტი Oct 15 2009, 06:21 PM
პოსტი #21


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
ვერ ვხვდები წინააღმდეგობას... ქრისტიანობა არ ამბობს რომ ღმერთი სამი ჰიპოსტასითაა და თან ერთია? რა განსხვავებაა?

ანუ მამა არასოდეს არ გვევლინება ძის სახით და პირიქით. მამა მამაა მარადის, ძე ძეა მარადის და სულიწმინდა სულიწმინდაა მარადის. აქ კი წერია

ციტატა
ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში


აქ უკვე გაუქმებულია როგორც მამის, ასე ძის ჰიპოსტასი. ანუ ამ მოძღვრების მიხედვით არის ერთი ღმერთი, რომელიც ხან მამაა, ხან ძე და ხან სულიწმინდა. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით კი მამა ყოველთვის მამაა და ის ძე არასოდეს არ ხდება, ისევე როგორც ძე არ ხდება მამა და ის ყოველთვის ძეა. მსგავსად სულიწმინდაც.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 06:25 PM
პოსტი #22


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

არ გეწყინოს მაგრამ სიტყვით აუხსნელის ახსნას ცდილობ და იგივე შეცდომა მოგდის რაც ბატონ ზვიადს მოსდიოდა... ასე რომ თან ორივე მართლებოი ხართ და თან არც ერთი smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 15 2009, 06:28 PM
პოსტი #23


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
არ გეწყინოს მაგრამ სიტყვით აუხსნელის ახსნას ცდილობ და იგივე შეცდომა მოგდის რაც ბატონ ზვიადს მოსდიოდა... ასე რომ თან ორივე მართლებოი ხართ და თან არც ერთი

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მე დოგმატს გამოვთქვამ, თუ როგორ უნდა გვესმოდეს მართლმადიდებლური მოძღვრებით სამების დოგმატი. ახსნა სხვა რამეა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 06:30 PM
პოსტი #24


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

რაა დოგმატი, რომ სამი ერთია და თან სამია და არაა ერთი? ჩამოაყალიბე აბა კარგად ეგ დოგმატი, კარგად შევათვალიერო smile.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 15 2009, 06:35 PM
პოსტი #25


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
რაა დოგმატი, რომ სამი ერთია და თან სამია და არაა ერთი? ჩამოაყალიბე აბა კარგად ეგ დოგმატი, კარგად შევათვალიერო

დამასკელი ან პომაზანსკი რომ მიგითითო წაიკითხავ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 06:36 PM
პოსტი #26


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

არა sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 15 2009, 06:47 PM
პოსტი #27


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Atman
ციტატა
არა

smile.gif smile.gif

როგორ გავკადნიერდე და დამასკელის არ წამკითხველს საკუთარი სიტყვებით ავუხსნა ესოდენ მნიშვნელოვანი დოგმატი.


ნუ ერთ სახეობრივ მაგალითს დავწერ მაშინ, რომელიც დიონისე არეოპაგელისაა. წარმოვიდგინოთ სამი სანთელი, რომელიც ერთ სინათლეს აშუქებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 06:50 PM
პოსტი #28


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



afxazi

მე რო ვკადნიერდები და ყველა ბრძენს ვაციტირებ ცოდვილი ვარ მაგის გამო? biggrin.gif

გაკადნიერდი ერთხელ ჩემი ხათრით a075.gif

ოღონდ ციტირება არ გინდა. შენი სიტყვებით მითხარი sad.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 15 2009, 07:44 PM
პოსტი #29


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ზვიადის ეს ლექსი მიყვარს ძალიან:

წმინდაო გიორგი,
დიდების რაინდო,
ვუმზერ შენს ხატებას
და სული მხნედ არი.

შემუსრე უწმინდურ
დრაკონთა ორგია,
იხსენი სამკვიდრო
შენი – გეორგია,

წმინდაო რაინდო,
გველი არ დაინდო,
მოგვმადლე იმედი
და უფლის სვე-დარი.


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 15 2009, 07:52 PM
პოსტი #30


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
ყოვლადწმიდა სამების დოგმატი

ყველა ქრისტიანულ დოგმატთაგან უმნიშვნელოვანესი - ყოვლადწმიდა სამების დოგმატი ადამიანის შეზღუდული გონებისათვის ყველაზე რთულად გასააზრებელიც არის. აი, რატომ იყო, რომ ეკლესიის ისტორიაში არც ერთი ქრისტიანული ჭეშმარიტებისათვის არ გამართულა ისეთი დაძაბული ბრძოლა, როგორიც ამ დოგმატისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო გაჩაღდა.

ყოვლადწმიდა სამების დოგმატი თავისთავში აერთიანებს ორ ძირითად ჭეშმარიტებას:

ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;

ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.

წყარო: http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/4.htm

იმედია დაინტერესდები და ბოლომდე წაიკითხავ smile.gif

კანონისტი
იგავებიც მომწონს. აი მაგალითად ესენი:

ორი ლომის ამბავი


ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს, საზოგადოებაც დიდი გეყოლება. აბა, აქ გდება რას მოგცემს, შენს სანატრელ უდაბნოში, ხომ იცი, მაინც არავინ გაგიშვებს, რახან აქ მოხვედი, სიკვდილამდე აქ უნდა გალიო დღენი შენნი".
გალიის ლომმა კი მიუგო:
"ეჰ, ძმობილო, რარიგ გადაუგვარებიხარ კაცს, თავისუფლება მონობაზე რომ გაგიცვლია. ისევ ის მირჩევნია, აქ ვიჯდე მოწყენით, ვიდრე კაცის მონა ვიყო და მისი მათრახის ტკაცუნზე ვიხტუნო და ვიჯამბაზო. აქ ის მაინც ვიცი, რომ არავის მონა ვარ და იმასაც ვერავინ ამიკრძალავს, ხანდახან დავიქუხო გულდარდიანმა და უდაბნოს სევდა განვიქარვო, შენ კი ხმის ამოღებაც აკრძალული გაქვს, რათა შენმა გრუხუნმა ცირკის მაყურებლები და მომსახურენი არ შეაშფოთოს. ჩვენი მოდგმა მაინც გადაშენების გზაზეა დამდგარი, მალე ასპარეზი ლომ-ვეფხვთა ნაცვლად ვირთხებსა და ტურა-მელიებს დარჩებათ, ასე, რომ, აქაც მშვიდობიანად დავლევ ჩემს დღეებს".


ბრმების ქვეყანა


ბრმათა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი თვალხილული ექიმი, რომელმაც იცოდა ბრმათა მკურნალობა. ნაცვლად იმისა, რომ მისთვის კლინიკა მიეცათ, იგი შინ ჰყავდათ დამწყვდეული და არ აძლევდნენ უფლებას ხალხში გასულიყო და უსინათლოთათვის ემკურნალა, ვინაიდან ამ ქვეყნის ხელმწიფე და დიდებულნი არწმუნებდნენ ხალხს: "თქვენ თვალხილულნი ხართ, ხოლო ის ერთი მეტიჩარა, რომელიც ვითომდაც თვალის ახელას გპირდებათ, თავად არის ერთადერთი ბრმა ჩვენს სამეფოში და სახლშიც იმის გამო გვყავს დამწყვდეული, რომ თვალხილულები არ დაგვიბრმაოს და გარდა ამისა, თავად არ გადაიჩეხოს სადმე და არ დაშავდესო".



--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 08:11 PM
პოსტი #31


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ა. ღმერთი ერთარსია, მაგრამ სამპიროვანი, ანუ ღმერთი არის სამი ჰიპოსტასი, სამება ერთარსი;ბ. ჰიპოსტასებს პირადი თვისებები აქვთ: მამა არშობილია, ძე - მამისაგან შობილი, სულიწმიდა - მამისაგან გამომავალი.


ეს ვიცი მაგრამ მგონი ზვიადიც იგივეს ამბობდა...


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 15 2009, 09:02 PM
პოსტი #32


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



Atman
ციტატას მოგიყვან:

”... მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება”.

ეს არამგონია იყოს მართლმადიდებლური სწავლება. აფხაზი დაწერს იმედია უფრო ვრცლად თუ რატომ. ანუ ასეთი განმარტება არის სუბიექტური ნააზრევი. წმიდა მამებს ასე დაკონკრეტებული აქვთ როგორც აქ.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Oct 15 2009, 09:09 PM
პოსტი #33


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



lingvo

გაიხარე!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 17 2009, 07:20 PM
პოსტი #34


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



თამარი_ცქნაფო
გთხოვ დახურო თემა, ვინაიდან მხოლოდ გაღიზიანებასა და აგრესიას იწვევს ჩემდა სამწუხაროდ და ფორუმელებს განკითხვაში აგდებს.


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ႲႭႡႰႠႬ
პოსტი Oct 17 2009, 10:07 PM
პოსტი #35


ტყეების მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,137
რეგისტრ.: 19-December 07
მდებარ.: მთები
წევრი № 3,444



lingvo
ციტატა
ზვიად გამსახურდია გარდა ყველაფრისა ღრმად მორწმუნე და დიდი სულიერების მქონე პიროვნება გახლდათ


რაში გამოიხატებოდა? მაგალითები თუ შეიძლება rolleyes.gif


--------------------
Go bravely into the next world, fallen warriors...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lingvo
პოსტი Oct 17 2009, 10:16 PM
პოსტი #36


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



syd
აზრი არ აქვს მაგალითების მოყვანას. ეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა. შენ შეიძლება სხვაგვარად ფიქრობ smile.gif


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Oct 17 2009, 10:17 PM
პოსტი #37


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მე არ დავხურავ ამ თემას. ისაუბრეთ საკითხზე და ნუ დაიწყებთ აქ არა მარტო იმ ადამიანის, ერთმანეთის ლანძღვასაც.


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 18 2009, 04:55 PM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ძალიან კარგი თემაა და არ უნდა დაიხუროს, ისაუბროს მან ვინც იცის, ზედმეტი გაფეტიშებისა და ზედმეტი გაკრიტიკების გარეშე.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgianeli
პოსტი Oct 20 2009, 06:36 PM
პოსტი #39


SERPENTARIUS
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 239
რეგისტრ.: 19-March 07
წევრი № 1,431



ზვიად გამსახურდია-მესხეთისადმი

მესხეთისადმი

შენ გეზმანება ვაჰანი და ძველი ვარძია,
სამსარი, კლდეში შეხიზნული, გედივით წუნდა,
შოთას აკვანი მადლიანი ვინაც არწია,
ვინაც ჯვარცმული იყო მარად და არ შეძრწუნდა.

შენ გეზმანება გარუჯული სამცხის სერები,
მუნჯი მოწამე წარსულისა - მდუმარე მტკვარი,
ცის კაბადონზე სპილენძის და ტყვიის ფერები,
კუმურდოს თაღი დაღარული და ზარზმის ზარი.

შენ გეზმანება ოლთისი და მდუმარე ბანა,
იშხანი, ოშკი, პარხალი და წმინდა ხახული,
ვინაც ხილვები წარსულისა ცრემლებით ბანა,
ჟამთა სიავით დასეტყვილი და ჭირნახული.

ხანძთის უდაბნო, მუნ მლოცველი წმინდა მამები,
ცისკარზე წმინდა გარდამოხსნის გამოსვენება,
მონასტრის ვაზი, მზით ძალუმად ნათამამები,
და აღაპებში გარდასულთა ძმათა ხსენება.

აქ თითქოს ქვებიც ჩაკირულან ცრემლის დუღაბით,
დანისლულ ქედებს დასტყობია სევდის ხაზები,
მოსჩანს ხერთვისი, სალ კლდეებთან შენადუღები
და საფლავებზე გახლართულად უსურვაზები.

თმოგვს მკერდდალეწილს დაფრქვევია სხივთ ათინათი,
სეფე-გოდოლზე გადმომდგარა სარგის თმოგველი,
გასცქერის ზეცას, მარადიულ მზისა თინათინს,
ნათელმხილველი მზერა მისი მზეობს მოგვური.

ვარძიის ცაზე შარავანდნი ბევრად ასობენ,
დიდი თამარი დაჩოქილა ღვთისმშობლის ხატთან,
დღეს მხედრობანი ზეციურნი მასთან დასობენ,
ღვთივკურთხეული ლიტანია ცისკრამდე გასტანს.

ევლოგ სალოსი, შავთელი და დიდი რუსთველი,
თანამლოცველნი დედოფლისა სთხოვენ განგებას,
ქართველთა ლაშქრის გამარჯვებას, მტერთა მმუსვრელის
ქართული მოდგმის საუკუნო არგადაგებას.

ისმის ყიჟინა სამცხის სპათა თავგანწირული,
დღეს შეიმუსრა საქართველოს დუშმანი, მტერი,
ისმის გალობა, ისმის ჟამნი, ჰანგი გმირული,
და საქართველოს აღზევებას ზეიმობს ერი.

გარდასულ ჟამის ამ ხილვებით მარად ნეტარი,
მტკიცე ნაბიჯით მომავლისკენ მიიკვლევ შარას,
წმინდა გიორგი, საქართველოს ნათლის მხედარი,
ფერისცვალების მაღალ მთაზე დაგიდგამს კარავს.

ზვიად გამსახურდია


--------------------
= Serpentarius =

არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com

საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arjuni
პოსტი Apr 27 2010, 11:15 PM
პოსტი #40


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 76
რეგისტრ.: 27-April 10
წევრი № 8,717



ციტატა
აქ არის ერესი სამებაში ერთის სამ გამოვლინებად განმარტებისა, რომ მამა გვევლინება ძის სახით, ანუ ის მამაა გამოვლინებაში... ღვთისმეტყველება კი ამბობს: ძე არ არის მამა და მამა არ არის ძე, ისინი ერთნი არიან

განა შენ, მამაშენის შვილი, მამაშენის სახე არ ხარ? smile.gif
თუკი დოგმა უარყოფს მამისა და ძის ერთიანობას მაშინ კიტხვები დოგმებს უნდა დაესვას smile.gif
ძე დიახაც რომ ძეა მაგრამ მამის ნების აღმსრულებელი და მამის სახე

ციტატა
ძე და მამა არ აძლევს?

ეს კითხვა კი თქვენ წინა აზრს ეწინააღმდეგება. თუკი ადრე გამოყოფთ ძეს, მამას და სულიწმინდას, მაშინ რად გიკვირთ რომ სულიწმინდა სხვაა?

ავტორი არ საუბრობს სულიწმინდის ძისა და მამის სრულ დაყოფაზე
საუბარია იმაზე რომ მამა არის შემოქმედი
ძე არის მამის ძალა
ხოლო სულიწმინდა სიყვარული

ვერ ვხვდები წინააღმდეგობას მის ნაწერებსა და ქრისტიანობის იდეას შორის
აი დოგმასა და რელიაგსთან არის სხვაობა თუმცა ვინ ვისგან არის განსხვავებული (ზვიადი ეკლესიისგან თუ ეკლესია ღვთისგან) ეს საკამთო საქმეა თუმცა ამაზე არ კამათობენ

როგორც პოლიტიკოსს არ ვაღიარებ და არც ვთვლი საჭიროდ მისი ეს კუტხე განვიხილო
აკი თემაც მის ნაწარმოებებზეა, მის მეცნიერულ და პოეტურ მხარეზეა smile.gif

რა აზრის ხართ ვეფხისტყაოსანზე? ხედავთ რამეს სახარებისეულს თუ ეროტიკაა და მიწიერი ვნებაა არწერილი მხოლოდ? smile.gif


--------------------
I got beef with a sick society that doesn't give a shit
And they too quick to say goodbye to me
They tell me the preacher's there for me
He's a crook with a book, that man never cared for me
He's only here to be sure
I don't drop a dime to God bout the crimes he's committing
on the poor, and how can these people judge me?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th July 2025 - 08:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი