IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> რა არის თავისუფლება?, მეუფე სტეფანე
მნათე
პოსტი Jul 19 2007, 02:46 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მინდა შემოგთავაზოთ ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანეს, კიდევ ერთი შესანიშნავი სტატია, რომელშიც ყველასთვის გასაგებ ენაზე განმარტებულია სახარებისეული ჭეშმარიტება, მისი სამყაროსეული ჭვრეტის მთავარი კრიტერიუმი - თავისუფლებისათვის გათავისუფლებული მართლმადიდებელი ერის საჭირო მიმართება ამ დიდი ფასეულობის, ღირებულების და ცხოვრების გზის შესახებ smile.gif

წაიკითხეთ და დაფიქრდით smile.gif


IPB-ს სურათი


რა არის თავისუფლება?

დღეს მძიმე დრო გვიდგას. ამპარტავნებითა და თავდაჯერებულობით გზააბნეული კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შორდება თავის შემოქმედს. ცოდვა მოდაშია. სიცრუე არსებობის განუყოფელი ნაწილია, ღმერთი მხოლოდ პირადი ინტერესების განხროციელებისთვის სჭირდებათ. ღვთის მცნებები არავის ახსოვს. ზნეობრივი ნორმები შეცვლილია "ადამიანის უფლებების დაცვით" "კომუნიზმის მშენებლობის მორალური კოდექსით" და სხვა ანალოგიური მექანიზმებით, მომრავლდნენ სხვადასხვა სახის "ექსპერტები" "ფსიქოლოგები" "ნათელმხილველები" "მოძღვრები" და "მოძღვრებები" "მკუნალები" "დამცველები" და "აგენტები". დარღვეულია ცნობიერების ორიენტირები. მძვინვარებს სხვადასხვა რელიგიათა კონფესია-დენომინაციათა, სწავლებათა, მოძღვრებათა ფილოსოფიათა ვაკჰანალია. ცნებათა გაყალბება ჩვეულებრივი მოვლენაა. მოშლილია ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ცოდვასა და მადლს შორის. ამ ყოველივეს "მაღალი იდეალებით" ამართლებენ, კაცობრიობის განვითარების "მიღწევებად" გვისახავენ, პროგრესისა და ცივილიზაციის მაღალ საფეხურად წარმოგვიჩენენ.

რით დავაღწიოთ თავი სიცრუის წამლეკავ ნაკადს? სად ვეძებოთ ანკარა წყარო, რომელიც გვაცოცხლებს და გვათავისუფლებს? სად ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც გვაღვიძებს და გვაფხიზლებს. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ -სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ, რისი გვჯერა, რა გვწამს. ყოველივეს მივუჩინოთ თავისი ადგილი, დავარქვათ ყვეკაფერს თავისი სახელი. ეს თვითგამორკვევა კვლავ ილუზორული და ყალბი ღირებულებების საფუძველზე რომ არ მოხდეს საჭიროა მყარი და უტყუარი ორიენტირები. აუცილებლად უნდა გავერკვათ, - რა არის თავისუფლება და რა არის მონობა, რა არის სიყვარული, რა არის ჭეშმარიტება, რა არის სიცრუე, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება და ა.შ თუ ამ ფუნდამენტალურ ცნებებში არ გავერკვიეთ, ყოველთვის გზააბნეული ვიქნებით და სიბნელეში მყოფნი ავიკლებთ არემარეს სიბნელის "სინათლისკენ" მოწოდებით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნის სათავე - ღმერთია. ადამიანის გონება შეზღუდულია სივრცით, დროით და საკუთარი შესაძლებლობებით, მაშინ, როდესაც ღმერთს არავითარი საზღვარი არ აქვს. მისი უკიდეგანო გონი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს განჭვრეტს, მისთვის არავითარი ცოდნა არაა დამალული. ღმერთი გვიცხადებს ჩვენ ჭეშმარიტ ცოდნას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შეგვიძლია დავიტიოთ იგი ჩვენს გონებაში.

ერთი რამეც უნდა აღინიშნოს - უფალმა ადამიანებს გონების მინიჭებით აზროვნებისა და მსჯელობის განუსაზღვრელითავისუფლება მიანიჭა. ადამიანს შეუძლია მრავალ სისულელეზე იფიქროს, თავისი ფანტაზიით ილუზიური "სამყაროები" შექმნას. მას ისიც კი შეუძლია რომ ღმერთი უარყოს. ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ღვთის მცნებები, ებრძოლოს კიდეც მათ.

ადამიანს შეუძლია ცრუღმერთები ღმერთებად გამოაცხადოს, თაყვანი-სცეს-ქვას, მზეს, მთვარეს, ცეცხლს, თავის თავს, დემონებს, ანტიქრისტეს და ა.შ

მაგრამ წმ. მოციქული პავლე გვასწავლის: "ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის"

და მაინც რა არის თავისუფლება?

ღვთის მადლით ადამიანებს მოგვეცა თავისუფლების განმარტება. იგი თვით იესო ქრისტემ გაგვიხსნა ებრაელებთან საუბარში. მან ბრძანა: "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგანთავისუფლებთ თქვენ!" ებრაელებმა უპასუხეს: "ჩვენ მონები არასდროს ვყოფილვართ, რატომ გვეუბნები, რომ უნდა გავთავისუფლდეთ?" უფალმა მიუგო: "თქვენ ხართ მონები ცოდვებისა და თუ გსურთ თავისუფლება, უნდა დააღწიოთ თავი ცოდვას".

მაშ, რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის ჭეშმარიტების შემეცნებით ცოდვის მონობისგან თავის დაღწევა.

რა არის ჭეშმარიტება?

უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14,6).

ე.ი ჭეშმარიტება არის თვითონ უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე.

უფალი ბრძანებს: თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები და ვთოვ მამას და მოგივლენთ ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყანას, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება, არ დაგტოვებთ ობლად, მოვალ თქვენთან, ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვებს"

მაშ, რას აკეთებენ ეს ე.წ "თავისუფლების" ინსტიტუტები, "თავისუფლების სიყვარულის" მქადაგებლები, აზროვნების "თავისუფლების", ცრუსარწმუნოებათა და წრურწმენათა დამცველები? ნუთუ მართლა თავისუფლებისთვის იბრძბიან, ცოდვის "ლეგალიზაციის" მეშვეობით? ცოდვის მონობის პროპაგანდით? ზნეობრივ ნორმებად უზნეობის დამკვიდრებით? გარყვნილების "სიყვარულად" გასაღებით? "სიყვარულის" დღეებითა და "ვალენტინობებით"? ცრურწმენათა და დესტრუქციული სექტების ადვოკატობით?

"რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდა ცოდვა, ახლა კი არ აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვებისათვის (იოანე 15,22) - ამბობს უფალი.

წმ. პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: "თქვენ გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლ წარწყმედას თავზე. მრავალნი გაჰყვებიან მათ ხრწნილებას, მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა და ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ. მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად;

და თუ არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართ ქვეყანას;

და თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქებად, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, ხოლო მართალი ლოტი, უკეთუთა უგვანო ქცევით გაწამებული იხსნა (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს), - მაშასადამე იცის უფალმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი ცთუნებისგან, ხოლო უკეთურნი განკითხვის დღისთვის შემოინახოს განსასჯელად, უპირატესად კი ისინი, რომელნიც მისდევენ, ბილწ, ხორციელ ვნებებს, შეურაცხყოფენ უფლებას, თავხედნი არიან, კადნიერნი და დიდებათა უშიშრად მგმობელნი.

ისინი როგორც პირუტყვნი უგნურნი, ბუნებრივ მიდრეკილებებს აყოლილნი, გასაწყვეტად და დასახრწნელად შობილნი, ჰგმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან, და მიიღებენ თავიანთი უსამართლობის საზღაურს, რაკი განცხრომად დაუსახავთ სიამე დღისა; შესვრილნი და შებილწულნი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. მათი თვალები სავსენი არიან სიმრუშითა და დაუცხრომელი ცოდვით აცდუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, ხოლო გულები გაწვრთნილი ანგარებით, შვილებს წყევლისას. წრფელი გზა დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის ბოსორის ძმის კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური, მაგრამ თავისი ურკულოების მამხილებლად ექმნა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა "წინასწარმეტყველების" სიშლეგე.

ვინაიდან გაფუყული ფუწსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწე იტყუებენ იმათ, ვინც ოდნავ ჩამორჩნენ სიცრუეში დანთქმულთ.

თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა, ვინაიდან ვინც რისგან არის ძლეური მისივე მონაა.

რადგან თუ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით, ამქვეყნიური ბილწებისგან გარინდებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრიან და იძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.

უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებებისაგან.

მაგრამ მათთვის თქმულა ანდაზა: "ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და დაბანილი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა. (II პეტრე, თავი 2)

იოანე ღვთისმეტყველი კი ბრძანებს: "გაუწყებღ თქვენ რომ ღმერთი არის ნათელი და მასში არ არის არავითარი ბნელი. თუ ვიტყვით, რომ ვეზიარებით მას და დავდივართ ბნელში, ვცრუობთ და არა ვიქმთ ჭეშმარიტებას.

ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონ ის არის ნათელში, მაშასადამე ვეზიარებით ერთმანეთს და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისგან განგვწმენდს ჩვენ, თუ ვიტყვით რომ არ გვაქვს ცოდვა, ჩვენს თავს ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და და ყოველგვარი უსამართლობისგან გაგვწმინდოს ჩვენ. თუ ვიტყვით, რომ არ გვაქვს ცოდვა, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში".( I იოანე 1,5 - 10 )

"ღმრთისაგან შობილი თავის თავს იცავს და უკეთური ვერ ეკარება მას. ვიცით რომ ღმრთისაგან ვართ, და რომ მთელ ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. ისიც ვიცით, რომ ძე ღვთისა მოვიდ და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შვიცნოთ ჭეშმარიტი, რომელიც არის მისი ძე იესო ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. შვილნო დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ". (იოანე 5, 18-21)

ახლა წმ. პავლე მოციქულს მოვუსმინოთ:

"არ მრცხვენია ქრისტეს სახარების გამო; რადგან იგია ძალა ღმრთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ვინაიდან მასში ცხადდება სიმართლე ღმრთისა სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს; მართალი სარწმუნოებით ცხონდეს.

ვინაიდან რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვტაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებაში ცნაურდება და ხილული ხდება; ასე რომ, არ შეუძლიათ თავის მართლება. და რაკი შეიცნეს მღერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თავიანთ ზრახვებით და დაბნელდა მათი უგონო გული.

ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა მათსავე გულისთქმათა უწმინდურობას, ასე რომ შებილწეს თავიანთ სხეულნი.

სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა და ჰმსახურებდნენ შექმნილსა და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან ქალებმა მათი ბუნებითი წესი არაბუნებრივით შეცვალეს.

ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს და თვითონვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს.

და რაკი იუკადრისეს გონებით ღმერთის წვდომა,, ამიტომ უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებებს.

ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, სიძვით, უკეთურებით, ანგარებით, ბოროტებით; სავსენი - შურით, მკვლელობით, შუღლით, ზვაობით, ბოროტი ჩვევით; ავსიტყვიანნი, მამის ურჩნი, უგულისხმონი, უსიყვარულონი, უწყალობი, რომელთაც იციან ღმრთის სამართალი და ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან; მაგრამ არა მარტო თვითონ სჩადიან არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. (რომ, 16-32)

"გემუდარებით ძმანო, ღმრთის მოწყალებით, ცოცხალ, წმიდა კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეულნი ღმერთს. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღმრთისა კეთილი, სათნო და სრული.

ჩემთვის მოცემული მადლით მივმართავ ყველა თქვენგანს: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს ვიდრე მართებს იფიქროს, არამედ იფიქროს ზომიერად ღმრთის მიერ თვითეულისთვის მიგებული რწმენის თანახმად." (რომ, 1-4)

შთამებეჭდავია მოციქულთა სიტყვები, ვერაფერს დავამატებ, ხშირად იმეორებდა უფალი: "ვისაც აქვს ყურები სმენად - ისმინოს!"

პავლე მოციქული ბრძანებს:
"სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება". (II კორ. 3,17)

არის სული უფლისა "თავისუფალ" მას-მედიაში? Yუ არის, მაშინ რატომ ხდება უკეთურების რირაჭირება, რატომ ინერგება ბილწი სერიელებითა და უხამსი ფილმებით მანკიერი ცხოვრების წესი? რატომ მძვინვარებს ძალადობა და სიძულვილი? რადიო, ტელევიზია, შურნალ-გაზეთები - ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებებია. ვის ემსახურებიან ისინი? ადამიანის თავისუფლებას? მაგრამ სად არის სული უფლისა?

ნუთუ იმ ჰოროსკოპებისა და ასტროლოგიურ პროგნოზებში, რომლებიც "თავისუფალი მედიის" ყოველდღიური ატრიბუტიკა გახდა? ეს ხომ სატანის ოკულტურ სწავლებაზე აწყობილი ფსიქოლოგიური ზემოქმედები საშუალებებია.

რამდენი რამ ჩამოვთვალოთ.

არის აქედან გამოსავალი? რა თქმა უნდა, არის. თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს.

თავისებური აზროვნება არავის ეკრძალება, მაგრამ სიბილწის, ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდა, დიახაც, უნდა აიკრძალოს.

ადამიანებს სხვადასხვა რწმენა რომ ქონდეთ, აქაც არაფერია გასაკვირი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ცრუსწავლებას - ცრუსწავლება, სექტას - სექტა. ის ვინც რელიგიური მოტივაციით შეეცდება სახელმწიფოში აურზაურის ატეხას ან ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას - უნდა აიკრძალოს.

ეს აკრძალვები თავისუფლების გარანტიაა. თუ არ გწამს ღმერთი - შენი ნებაა. არ გინდა ლოცვა - ნუ ილოცებ, ნურც ეკლესიაში ივლი და ნურც იმარხულებ - შენი საქმეა, მაგრამ იცოდეს - ეს დამღუპველია. ცრუ-ღმერთი გწას? - მოიხმარე მშვიდობაში, მაგრამ საზოგადოებას ნუ შემოუტევ - იცოდე ცრუ სარმუნოება უაზრობაა. რაც არ უნდა აკეთო - ტყუილად იხარჯები, ჭეშმარიტების გარეშე ღმერთი არ არსებობს. სიცრუის ღმერთი კი - ეშმაკია. ასე თქვა ქრისტემ, რომელიც არის გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

დიახ, ჩვენ ყველას გვევალება ჭეშმარიტების ქადაგება ყველა საშუალებით - რადიოთი, ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით, ურთიერთსიყვარულით, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი კანონებით, მტავრობით, პარლამენტით. დიახ, ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ - ჭეშმარიტების მქადაგებელი ერი. და თუ ჩვენ არ მივცემთ უფლებას ვიღაც-ვიღაცეებს დაგვინგრიონ ჩვენი მამა-პაპური რწმენა და ტრადიციები, თუ არ მივცემთ უფლებას ჭეშმარიტების სული სიცრუის სულით შეგვიცვალონ, ამით ვინმეს "დისკრიმინაციას" ვუწევთ? თუ თავისუფლებისთვის, ვიბრძვით, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის?

სადაც არის სული უფლისა - იქვეა თავისუფლება.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Aug 15 2007, 09:13 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 224
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



თავისუფლება ისაა როცა საკუთარი ცხოვრებით ხარ კმაყოფილი.

და ეს თავისუფლება სხვადასხვა სახისაა, მოიცავს თავისუფლების არაეკლესიურ და ეკლესიურ გაგებას !!!

სადაც სულია უფლისა იქ ყოველი სათნოა- და არა მარტო თავისუფლება!!!

როგგორც ვატყობ გავიწყდება ხოლმე რო ჯერ ისევ ცოდვილთა სამყაროში ცხოვრობ. biggrin.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Aug 17 2007, 05:26 PM
პოსტი #3


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



XAFRAN

უკაცრავად მაგრამ ვის ატყობთ რომ ავიწყდება და რაზე ატყობთ?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 17 2007, 05:58 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
როგგორც ვატყობ გავიწყდება ხოლმე რო ჯერ ისევ ცოდვილთა სამყაროში ცხოვრობ.


სამწუხაროდ...

არადა ჩვენ მოვალენი ვართ, ყოველ წამსა და ყოველ წუთს მოვუწყთ დებოში საკუთარ ბორკილსა და ერთადერთ დამმონებელს ამ ქვეყნად - ცოდვას smile.gif

დიახ, ჩვენ ჩვენივე ხელით უნდა ავიყვანოთ და მივამსჭვალოთ ჯვარზე "ძველი კაცი" ხოლო უფალი ცოდვათათვის მკვდარებს კვლავ აღგვადგენს სიწმინდის სულით 2kiss.gif

გაეცი და მოგეცემა, დაკარგე და მიიღებ, მოკალი და გააცოცხლებ smile.gif

ნაკლები იფიქრეთ ხვალინდელ დღეზე და გაცილებით ლამაზი ცხოვრება გექნებათ smile.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 17 2007, 08:49 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა(მნათე @ Jul 19 2007, 02:46 PM) *

მინდა შემოგთავაზოთ ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანეს, კიდევ ერთი შესანიშნავი სტატია, რომელშიც ყველასთვის გასაგებ ენაზე განმარტებულია სახარებისეული ჭეშმარიტება, მისი სამყაროსეული ჭვრეტის მთავარი კრიტერიუმი - თავისუფლებისათვის გათავისუფლებული მართლმადიდებელი ერის საჭირო მიმართება ამ დიდი ფასეულობის, ღირებულების და ცხოვრების გზის შესახებ smile.gif

წაიკითხეთ და დაფიქრდით smile.gif
IPB-ს სურათი


რა არის თავისუფლება?

დღეს მძიმე დრო გვიდგას. ამპარტავნებითა და თავდაჯერებულობით გზააბნეული კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შორდება თავის შემოქმედს. ცოდვა მოდაშია. სიცრუე არსებობის განუყოფელი ნაწილია, ღმერთი მხოლოდ პირადი ინტერესების განხროციელებისთვის სჭირდებათ. ღვთის მცნებები არავის ახსოვს. ზნეობრივი ნორმები შეცვლილია "ადამიანის უფლებების დაცვით" "კომუნიზმის მშენებლობის მორალური კოდექსით" და სხვა ანალოგიური მექანიზმებით, მომრავლდნენ სხვადასხვა სახის "ექსპერტები" "ფსიქოლოგები" "ნათელმხილველები" "მოძღვრები" და "მოძღვრებები" "მკუნალები" "დამცველები" და "აგენტები". დარღვეულია ცნობიერების ორიენტირები. მძვინვარებს სხვადასხვა რელიგიათა კონფესია-დენომინაციათა, სწავლებათა, მოძღვრებათა ფილოსოფიათა ვაკჰანალია. ცნებათა გაყალბება ჩვეულებრივი მოვლენაა. მოშლილია ზღვარი ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის, მონობასა და თავისუფლებას შორის, სიკეთესა და ბოროტებას შორის. ცოდვასა და მადლს შორის. ამ ყოველივეს "მაღალი იდეალებით" ამართლებენ, კაცობრიობის განვითარების "მიღწევებად" გვისახავენ, პროგრესისა და ცივილიზაციის მაღალ საფეხურად წარმოგვიჩენენ.

რით დავაღწიოთ თავი სიცრუის წამლეკავ ნაკადს? სად ვეძებოთ ანკარა წყარო, რომელიც გვაცოცხლებს და გვათავისუფლებს? სად ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი, რომელიც გვაღვიძებს და გვაფხიზლებს. პირველ რიგში უნდა გავერკვეთ -სად ვიმყოფებით, რას ვაკეთებთ, რისი გვჯერა, რა გვწამს. ყოველივეს მივუჩინოთ თავისი ადგილი, დავარქვათ ყვეკაფერს თავისი სახელი. ეს თვითგამორკვევა კვლავ ილუზორული და ყალბი ღირებულებების საფუძველზე რომ არ მოხდეს საჭიროა მყარი და უტყუარი ორიენტირები. აუცილებლად უნდა გავერკვათ, - რა არის თავისუფლება და რა არის მონობა, რა არის სიყვარული, რა არის ჭეშმარიტება, რა არის სიცრუე, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება და ა.შ თუ ამ ფუნდამენტალურ ცნებებში არ გავერკვიეთ, ყოველთვის გზააბნეული ვიქნებით და სიბნელეში მყოფნი ავიკლებთ არემარეს სიბნელის "სინათლისკენ" მოწოდებით.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ყოველგვარი ჭეშმარიტი ცოდნის სათავე - ღმერთია. ადამიანის გონება შეზღუდულია სივრცით, დროით და საკუთარი შესაძლებლობებით, მაშინ, როდესაც ღმერთს არავითარი საზღვარი არ აქვს. მისი უკიდეგანო გონი ყოველივეს ხედავს და ყველაფერს განჭვრეტს, მისთვის არავითარი ცოდნა არაა დამალული. ღმერთი გვიცხადებს ჩვენ ჭეშმარიტ ცოდნას იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც შეგვიძლია დავიტიოთ იგი ჩვენს გონებაში.

ერთი რამეც უნდა აღინიშნოს - უფალმა ადამიანებს გონების მინიჭებით აზროვნებისა და მსჯელობის განუსაზღვრელითავისუფლება მიანიჭა. ადამიანს შეუძლია მრავალ სისულელეზე იფიქროს, თავისი ფანტაზიით ილუზიური "სამყაროები" შექმნას. მას ისიც კი შეუძლია რომ ღმერთი უარყოს. ადამიანს შეუძლია დაარღვიოს ღვთის მცნებები, ებრძოლოს კიდეც მათ.

ადამიანს შეუძლია ცრუღმერთები ღმერთებად გამოაცხადოს, თაყვანი-სცეს-ქვას, მზეს, მთვარეს, ცეცხლს, თავის თავს, დემონებს, ანტიქრისტეს და ა.შ

მაგრამ წმ. მოციქული პავლე გვასწავლის: "ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო არ არის"

და მაინც რა არის თავისუფლება?

ღვთის მადლით ადამიანებს მოგვეცა თავისუფლების განმარტება. იგი თვით იესო ქრისტემ გაგვიხსნა ებრაელებთან საუბარში. მან ბრძანა: "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგანთავისუფლებთ თქვენ!" ებრაელებმა უპასუხეს: "ჩვენ მონები არასდროს ვყოფილვართ, რატომ გვეუბნები, რომ უნდა გავთავისუფლდეთ?" უფალმა მიუგო: "თქვენ ხართ მონები ცოდვებისა და თუ გსურთ თავისუფლება, უნდა დააღწიოთ თავი ცოდვას".

მაშ, რა არის თავისუფლება? თავისუფლება არის ჭეშმარიტების შემეცნებით ცოდვის მონობისგან თავის დაღწევა.

რა არის ჭეშმარიტება?

უფალი ბრძანებს: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (იოანე 14,6).

ე.ი ჭეშმარიტება არის თვითონ უფალი ღმერთი ჩვენი იესო ქრისტე.

უფალი ბრძანებს: თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები და ვთოვ მამას და მოგივლენთ ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყანას, რადგან ვერ ხედავს და ვერ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება, არ დაგტოვებთ ობლად, მოვალ თქვენთან, ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვებს"

მაშ, რას აკეთებენ ეს ე.წ "თავისუფლების" ინსტიტუტები, "თავისუფლების სიყვარულის" მქადაგებლები, აზროვნების "თავისუფლების", ცრუსარწმუნოებათა და წრურწმენათა დამცველები? ნუთუ მართლა თავისუფლებისთვის იბრძბიან, ცოდვის "ლეგალიზაციის" მეშვეობით? ცოდვის მონობის პროპაგანდით? ზნეობრივ ნორმებად უზნეობის დამკვიდრებით? გარყვნილების "სიყვარულად" გასაღებით? "სიყვარულის" დღეებითა და "ვალენტინობებით"? ცრურწმენათა და დესტრუქციული სექტების ადვოკატობით?

"რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდა ცოდვა, ახლა კი არ აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვებისათვის (იოანე 15,22) - ამბობს უფალი.

წმ. პეტრე მოციქული გვაფრთხილებს: "თქვენ გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომელნიც შემოიღებენ წარსაწყმედელ მწვალებლობას, უარყოფენ მათ გამომსყიდველ უფალს და თვითონვე დაიტეხენ მსწრაფლ წარწყმედას თავზე. მრავალნი გაჰყვებიან მათ ხრწნილებას, მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა და ანგარების გამო ცრუ სიტყვებით მოგისყიდიან თქვენ. მაგრამ არ დაახანებს მათი სასჯელი და არ სძინავს წარწყმედას მათსას.

რადგან თუ ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად;

და თუ არ დაინდო ძველი ქვეყანა, არამედ დაიხსნა ნოე, სიმართლის ქადაგი, რვა სულთან ერთად, როცა წარღვნა მოუვლინა უკუღმართ ქვეყანას;

და თუ გასწირა სოდომისა და გომორის ქალაქებად, ფერფლად აქცია და მომავალ უღმერთოთა ნიმუშად დადო ისინი, ხოლო მართალი ლოტი, უკეთუთა უგვანო ქცევით გაწამებული იხსნა (ვინაიდან მათ შორის მცხოვრები ეს მართალი ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით როცა ხედავდა და ისმენდა მათ ბილწ საქმეებს), - მაშასადამე იცის უფალმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი ცთუნებისგან, ხოლო უკეთურნი განკითხვის დღისთვის შემოინახოს განსასჯელად, უპირატესად კი ისინი, რომელნიც მისდევენ, ბილწ, ხორციელ ვნებებს, შეურაცხყოფენ უფლებას, თავხედნი არიან, კადნიერნი და დიდებათა უშიშრად მგმობელნი.

ისინი როგორც პირუტყვნი უგნურნი, ბუნებრივ მიდრეკილებებს აყოლილნი, გასაწყვეტად და დასახრწნელად შობილნი, ჰგმობენ იმას, რაც არ ესმით და თავიანთი ხრწნილებით გაიხრწნებიან, და მიიღებენ თავიანთი უსამართლობის საზღაურს, რაკი განცხრომად დაუსახავთ სიამე დღისა; შესვრილნი და შებილწულნი სიცრუით ტკბებიან, როცა ილხენენ თქვენთან ერთად. მათი თვალები სავსენი არიან სიმრუშითა და დაუცხრომელი ცოდვით აცდუნებენ სულთა დაუმტკიცებელთა, ხოლო გულები გაწვრთნილი ანგარებით, შვილებს წყევლისას. წრფელი გზა დაუტევეს, შეცდნენ და შეუდგნენ ბალაამის ბოსორის ძმის კვალს, რომელმაც შეიყვარა უსამართლობის საზღაური, მაგრამ თავისი ურკულოების მამხილებლად ექმნა უტყვი სახედარი, რომელიც კაცის ხმით ამეტყველდა და ალაგმა "წინასწარმეტყველების" სიშლეგე.

ვინაიდან გაფუყული ფუწსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწე იტყუებენ იმათ, ვინც ოდნავ ჩამორჩნენ სიცრუეში დანთქმულთ.

თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ მონები ხრწნილებისა, ვინაიდან ვინც რისგან არის ძლეური მისივე მონაა.

რადგან თუ უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს შემეცნების წყალობით, ამქვეყნიური ბილწებისგან გარინდებულნი კვლავ იმავე ბილწებით ისვრიან და იძლევიან, მათთვის ეს უკანასკნელი ყოფა უწინდელზეც უარესია.

უჯობდათ საერთოდ არ შეეცნოთ გზა სიმართლისა, ვიდრე შეცნობის შემდეგ უკუქცეულიყვნენ მათთვის მიცემული წმიდა მცნებებისაგან.

მაგრამ მათთვის თქმულა ანდაზა: "ძაღლი მიუბრუნდა თავის ნარწყევს და დაბანილი ღორი კვლავ წუმპეში ჩაგორდა. (II პეტრე, თავი 2)

იოანე ღვთისმეტყველი კი ბრძანებს: "გაუწყებღ თქვენ რომ ღმერთი არის ნათელი და მასში არ არის არავითარი ბნელი. თუ ვიტყვით, რომ ვეზიარებით მას და დავდივართ ბნელში, ვცრუობთ და არა ვიქმთ ჭეშმარიტებას.

ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონ ის არის ნათელში, მაშასადამე ვეზიარებით ერთმანეთს და მისი ძის, იესო ქრისტეს სისხლი ყოველი ცოდვისგან განგვწმენდს ჩვენ, თუ ვიტყვით რომ არ გვაქვს ცოდვა, ჩვენს თავს ვაცდუნებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, სარწმუნოა და მართალი, რათა მოგვიტევოს ცოდვები და და ყოველგვარი უსამართლობისგან გაგვწმინდოს ჩვენ. თუ ვიტყვით, რომ არ გვაქვს ცოდვა, ცრუდ ვსახავთ მას და მისი სიტყვა არ არის ჩვენში".( I იოანე 1,5 - 10 )

"ღმრთისაგან შობილი თავის თავს იცავს და უკეთური ვერ ეკარება მას. ვიცით რომ ღმრთისაგან ვართ, და რომ მთელ ქვეყანა ბოროტებაშია დანთქმული. ისიც ვიცით, რომ ძე ღვთისა მოვიდ და მოგვცა ჩვენ გონება, რათა შვიცნოთ ჭეშმარიტი, რომელიც არის მისი ძე იესო ქრისტე. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. შვილნო დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან. ამინ". (იოანე 5, 18-21)

ახლა წმ. პავლე მოციქულს მოვუსმინოთ:

"არ მრცხვენია ქრისტეს სახარების გამო; რადგან იგია ძალა ღმრთისა, ყოველი მორწმუნის მხსნელი, ვინაიდან მასში ცხადდება სიმართლე ღმრთისა სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს; მართალი სარწმუნოებით ცხონდეს.

ვინაიდან რაც შეიძლება იცოდნენ ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვტაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებაში ცნაურდება და ხილული ხდება; ასე რომ, არ შეუძლიათ თავის მართლება. და რაკი შეიცნეს მღერთი, მაგრამ არ ადიდეს, როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თავიანთ ზრახვებით და დაბნელდა მათი უგონო გული.

ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ და უხრწნელი ღმერთის დიდება ხრწნადი კაცის, ფრინველთა და ქვეწარმავალთა ხატებაზე გაცვალეს.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა მათსავე გულისთქმათა უწმინდურობას, ასე რომ შებილწეს თავიანთ სხეულნი.

სიცრუეზე გაცვალეს ჭეშმარიტება ღმრთისა და ჰმსახურებდნენ შექმნილსა და არა შემოქმედს, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.

ამიტომ მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან ქალებმა მათი ბუნებითი წესი არაბუნებრივით შეცვალეს.

ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს და თვითონვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს.

და რაკი იუკადრისეს გონებით ღმერთის წვდომა,, ამიტომ უჯერო საქმეთა საქმნელად მისცა ღმერთმა ისინი უკუღმართ ვნებებს.

ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, სიძვით, უკეთურებით, ანგარებით, ბოროტებით; სავსენი - შურით, მკვლელობით, შუღლით, ზვაობით, ბოროტი ჩვევით; ავსიტყვიანნი, მამის ურჩნი, უგულისხმონი, უსიყვარულონი, უწყალობი, რომელთაც იციან ღმრთის სამართალი და ამნაირ საქმეთა ჩამდენნი სიკვდილის ღირსნი არიან; მაგრამ არა მარტო თვითონ სჩადიან არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. (რომ, 16-32)

"გემუდარებით ძმანო, ღმრთის მოწყალებით, ცოცხალ, წმიდა კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეულნი ღმერთს. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღმრთისა კეთილი, სათნო და სრული.

ჩემთვის მოცემული მადლით მივმართავ ყველა თქვენგანს: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს ვიდრე მართებს იფიქროს, არამედ იფიქროს ზომიერად ღმრთის მიერ თვითეულისთვის მიგებული რწმენის თანახმად." (რომ, 1-4)

შთამებეჭდავია მოციქულთა სიტყვები, ვერაფერს დავამატებ, ხშირად იმეორებდა უფალი: "ვისაც აქვს ყურები სმენად - ისმინოს!"

პავლე მოციქული ბრძანებს:
"სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება". (II კორ. 3,17)

არის სული უფლისა "თავისუფალ" მას-მედიაში? Yუ არის, მაშინ რატომ ხდება უკეთურების რირაჭირება, რატომ ინერგება ბილწი სერიელებითა და უხამსი ფილმებით მანკიერი ცხოვრების წესი? რატომ მძვინვარებს ძალადობა და სიძულვილი? რადიო, ტელევიზია, შურნალ-გაზეთები - ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებებია. ვის ემსახურებიან ისინი? ადამიანის თავისუფლებას? მაგრამ სად არის სული უფლისა?

ნუთუ იმ ჰოროსკოპებისა და ასტროლოგიურ პროგნოზებში, რომლებიც "თავისუფალი მედიის" ყოველდღიური ატრიბუტიკა გახდა? ეს ხომ სატანის ოკულტურ სწავლებაზე აწყობილი ფსიქოლოგიური ზემოქმედები საშუალებებია.

რამდენი რამ ჩამოვთვალოთ.

არის აქედან გამოსავალი? რა თქმა უნდა, არის. თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს.

თავისებური აზროვნება არავის ეკრძალება, მაგრამ სიბილწის, ძალადობისა და სიძულვილის პროპაგანდა, დიახაც, უნდა აიკრძალოს.

ადამიანებს სხვადასხვა რწმენა რომ ქონდეთ, აქაც არაფერია გასაკვირი, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: ცრუსწავლებას - ცრუსწავლება, სექტას - სექტა. ის ვინც რელიგიური მოტივაციით შეეცდება სახელმწიფოში აურზაურის ატეხას ან ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას - უნდა აიკრძალოს.

ეს აკრძალვები თავისუფლების გარანტიაა. თუ არ გწამს ღმერთი - შენი ნებაა. არ გინდა ლოცვა - ნუ ილოცებ, ნურც ეკლესიაში ივლი და ნურც იმარხულებ - შენი საქმეა, მაგრამ იცოდეს - ეს დამღუპველია. ცრუ-ღმერთი გწას? - მოიხმარე მშვიდობაში, მაგრამ საზოგადოებას ნუ შემოუტევ - იცოდე ცრუ სარმუნოება უაზრობაა. რაც არ უნდა აკეთო - ტყუილად იხარჯები, ჭეშმარიტების გარეშე ღმერთი არ არსებობს. სიცრუის ღმერთი კი - ეშმაკია. ასე თქვა ქრისტემ, რომელიც არის გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

დიახ, ჩვენ ყველას გვევალება ჭეშმარიტების ქადაგება ყველა საშუალებით - რადიოთი, ტელევიზიით, ჟურნალ-გაზეთებით, ურთიერთსიყვარულით, ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი კანონებით, მტავრობით, პარლამენტით. დიახ, ჩვენ მართლმადიდებელი ერი ვართ - ჭეშმარიტების მქადაგებელი ერი. და თუ ჩვენ არ მივცემთ უფლებას ვიღაც-ვიღაცეებს დაგვინგრიონ ჩვენი მამა-პაპური რწმენა და ტრადიციები, თუ არ მივცემთ უფლებას ჭეშმარიტების სული სიცრუის სულით შეგვიცვალონ, ამით ვინმეს "დისკრიმინაციას" ვუწევთ? თუ თავისუფლებისთვის, ვიბრძვით, ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის?

სადაც არის სული უფლისა - იქვეა თავისუფლება.




კეთილი და პატიოსანი. ეკლესიას არავინ უკრძალავს თავისუფლების საკუთარი გაგება ჰქონდეს. მე მგონი "თავისუფლების ინსტიტუტს" არასოდეს მოუთხოვია, მართლმადიდებელმა ეკლესიამ გინდა თუ არა ჩვენი აზრი გაიზიაროს თავისუფლების შესახებო. პრობლემა ისაა რომ ეკლესია საკუთარ ქადაგებას მთელ საზოგადოებáს ახვევს თავზე, საზოგადოება კი მარტო მართლმადიდებლებისაგან არ შედგება. მამა სტეფანეს არავინ უკრძალავს ჰომოსექსუალიზმის ცოდვად გამოცხადებას, თავად ეპისკოპოსი კი წინააღმდეგია გეი-პარადის ჩატარებისა. მისი აზრით იეღოველები ცრუსწავლებას ავრცელებენ და უნდა აიკრძალონ, თვით იეღოვას მოწმეები კი მართლმადიდებლობას თვლიან ცრუსწავლებად და სიამოვნებით აკრძალავდნენ კიდეც საშუალება რომ ჰქონდეთ. ახლა იმაში გამარკვიეთ ვინაა მართალი, ეს ჩვენი "მართლმადიდებელი" ეპისკოპოსი თუ "იეღოველთა სექტის" წარმომადგენლები?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 17 2007, 11:33 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ეკლესიას არავინ უკრძალავს თავისუფლების საკუთარი გაგება ჰქონდეს.


როგორ გეკადრებათ... ის უბრალოდ ხელს არ უშლის არავის smile.gif

ციტატა
მე მგონი "თავისუფლების ინსტიტუტს" არასოდეს მოუთხოვია, მართლმადიდებელმა ეკლესიამ გინდა თუ არა ჩვენი აზრი გაიზიაროს თავისუფლების შესახებო.


მსოფლმხედველობრივ-ინტელექტუალურ ძალადობას არც ჩვენ მიგვიმართავს - საქმე ბატონებო....

ციტატა
რობლემა ისაა რომ ეკლესია საკუთარ ქადაგებას მთელ საზოგადოებáს ახვევს თავზე, საზოგადოება კი მარტო მართლმადიდებლებისაგან არ შედგება.


ფაქტები თუ შეიძლება, ჰაერზე საუბარს მივეჩვიეთ, რას ეძახით 'საზოგადოებისთვის თავსმოხვევას', რაიმეგვარ კანონდარღვევას ქონდა ადგილი?

რაც შეეხება საზოგადოებას, გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, აღარ დავიწტებ იმის განმარტებას რა როლს თამაშობს "უმრავლესობის პრინციპი" ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში... ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ეკლესიის მართვა-გამგეურ ენაზე) სახელმწიფოს წინაშე, - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რომელმაც განცხადება გააკეთა (ალბათ ეს იგულისხმეთ "ეწინააღმდეგებაში" - გჩვევიათ ბუნდოვანი კონტექსტები, როგორც შევნიშნე yes.gif )

მოტივსაც დასძენს: " ვიცით რა საზოგადოების ამ მსვლელობისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მივმართავთ ხელისუფლებასა და მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ შესაძლოა ამგვარმა ქმედებამ გამოიწვიოს ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს."

თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს ფაქტი? თუ დიახ, მაშინ რჩევას მოგცემთ - მიმოიხედეთ yes.gif

ციტატა
ახლა იმაში გამარკვიეთ ვინაა მართალი, ეს ჩვენი "მართლმადიდებელი" ეპისკოპოსი თუ "იეღოველთა სექტის" წარმომადგენლები?


"რიტორიკა" მოგწონთ, თუ მართლა ფიქრობთ რომ ამაზე პასუხი, ისეთივე ლაკონიური და არაფრისმთქმელი იქნება, როგორიც კითხვაა? თეოლოგია დიდი რამ არის თუ სურვილი გაქვთ შესაბამის განყოფილებაში პოსტეთ, ისე თქვენ რომელიმე თეოლოგიურ ან ეკლესიოლოგიურ ნაშრომს თუ იცნობთ და ზოგადად რა განათლება გაქვთ ამ სფეროში?

პ.ს ეს ბრჭყალები ისევ ბუნდოვანი რჩება smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 18 2007, 04:29 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603



ციტატა
როგორ გეკადრებათ... ის უბრალოდ ხელს არ უშლის არავის smile.gif
მსოფლმხედველობრივ-ინტელექტუალურ ძალადობას არც ჩვენ მიგვიმართავს - საქმე ბატონებო....
ფაქტები თუ შეიძლება, ჰაერზე საუბარს მივეჩვიეთ, რას ეძახით 'საზოგადოებისთვის თავსმოხვევას', რაიმეგვარ კანონდარღვევას ქონდა ადგილი?


კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი და თანაც არაერთხელ. მარტო მღვდლების მიერ რელიგიურ უმცირესობათა შეკრებების დარბევა რად ღირს. ეს ხალხი არავის არ დაუსჯია არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას, ციხეში ჩასვეს მარტო ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც ეტყობა განკვეთილობის გამო საპატრიარქოში "კრიშა" არ ჰყავდა.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ ეკლესიას არა აქვს იმის უფლება რომ მოითხოვოს აკრძალვა ყველა მისთვის მიუღებელი მოვლენისა, იქნება ეს გეი-პარადი, სექსუალური განათლება სკოლებში თუ სხვა. გარდა მართლმადიდებლებისა საქართველოში ცხოვრობენ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებიც. იქნებ გეებს არ მოსწონთ მართლმადიდებლური პროცესიები ქუჩებში, ამიტომ უნდა აიკრძალოს?

ციტატა
რაც შეეხება საზოგადოებას, გვინდა თუ არ გვინდა, ფაქტია, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნდობას უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, აღარ დავიწტებ იმის განმარტებას რა როლს თამაშობს "უმრავლესობის პრინციპი" ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში...


უმრავლესობა-უმცირესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თუ დემოკრატიაზეა საუბარი (მართლმადიდებელთა მხრიდან დემოკრატიისადმი განსაკუთებული სიყვარული ცალკე საუბრის თემაა). დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს გარკვეული უფლებები და თავისუფლებები გააჩნია, მათ შორისაა დემონსტრაციისჩატარების და რელიგიური ლიტერატურისდარიგების უფლებაც. ეს უფლებები არ კარგავენ ძალას იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობა წინააღმდეგია

ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ეკლესიის მართვა-გამგეურ ენაზე) სახელმწიფოს წინაშე, - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რომელმაც განცხადება გააკეთა (ალბათ ეს იგულისხმეთ "ეწინააღმდეგებაში" - გჩვევიათ ბუნდოვანი კონტექსტები, როგორც შევნიშნე yes.gif )

ციტატა
მოტივსაც დასძენს: " ვიცით რა საზოგადოების ამ მსვლელობისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება, მივმართავთ ხელისუფლებასა და მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ შესაძლოა ამგვარმა ქმედებამ გამოიწვიოს ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს."

თქვენ შეგიძლიათ უარყოთ ეს ფაქტი? თუ დიახ, მაშინ რჩევას მოგცემთ - მიმოიხედეთ yes.gif



არა უარყოფა ფიქრადაც არ მომსვლია, პირიქით,საპატრაიარქოს განცხადება როგორც ფიზიკური დაპირისპირებისაკენ მოწოდება ისე გავიგე laugh.gif

ციტატა
"რიტორიკა" მოგწონთ, თუ მართლა ფიქრობთ რომ ამაზე პასუხი, ისეთივე ლაკონიური და არაფრისმთქმელი იქნება, როგორიც კითხვაა? თეოლოგია დიდი რამ არის თუ სურვილი გაქვთ შესაბამის განყოფილებაში პოსტეთ, ისე თქვენ რომელიმე თეოლოგიურ ან ეკლესიოლოგიურ ნაშრომს თუ იცნობთ და ზოგადად რა განათლება გაქვთ ამ სფეროში?



ჩემი კითხვა უფრო ფილოსოფიის სფეროს ეხება ვიდრე თეოლოგიის. ვის შეუძლია დაამტკიცოს,
რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ყველა დანარჩენი კი მცდარი?


ციტატა
პ.ს ეს ბრჭყალები ისევ ბუნდოვანი რჩება smile.gif


სიტყვა "მართლმადიდებლობა" გამოხატავს ჭეშმარიტების პრეტენზიას რასაც მე პირადად ეჭვქვეშ ვაყენებ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Aug 21 2007, 10:20 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა
კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი და თანაც არაერთხელ. მარტო მღვდლების მიერ რელიგიურ უმცირესობათა შეკრებების დარბევა რად ღირს. ეს ხალხი არავის არ დაუსჯია არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას, ციხეში ჩასვეს მარტო ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც ეტყობა განკვეთილობის გამო საპატრიარქოში "კრიშა" არ ჰყავდა.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ ეკლესიას არა აქვს იმის უფლება რომ მოითხოვოს აკრძალვა ყველა მისთვის მიუღებელი მოვლენისა, იქნება ეს გეი-პარადი, სექსუალური განათლება სკოლებში თუ სხვა. გარდა მართლმადიდებლებისა საქართველოში ცხოვრობენ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებიც. იქნებ გეებს არ მოსწონთ მართლმადიდებლური პროცესიები ქუჩებში, ამიტომ უნდა აიკრძალოს?

მკალავიშვი არბევდა და ჩასვეს კიდევაც... ისე მერომ მკითხო უნდა აეკრძალოთ სექტებს ესე თავისუფლათ მოქმედაბა.
ეკელსია რომ დაანგრიეს მართმადიდებრული ვინმე დაიჭირეს? ამაზე რატო დუმხარ და სექტებზე და გეებზე ლაპარაკიბ?
შენ ეხა ადარებ გეებს და საპატრიარქოს? აბა შენ ხარ რა გეებმა რაუნდა მოინდომონ თუ ძმა ხარ ერთი მართმადიდებლ0ობა აიკრძალოსო? biggrin.gif
და საქართველოში ძალიან დიდი დიდი უმრავლესობა მართმადიდებელია და უნდა იყოს გათვალისწინებული პირველ რიგში ეკლესიის აზრი ისე საბერძნეთში ევროპულ ქვეყანაში კონსტიტუცია მრწამსით იწყება მარა არ მიღეეს ევროკავშირში?
ხოდა მოდი დემაგოგობას შევეშვათ რა
და პარადი ფიზიკურ კიარა შეილება უარესიც მომხდარიყო რომ გამართულიყო და საპატრირქომ გააფრთხილა
smile.gif


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 21 2007, 10:33 AM
პოსტი #9


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,744
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Freethought
ციტატა
ჩემი კითხვა უფრო ფილოსოფიის სფეროს ეხება ვიდრე თეოლოგიის. ვის შეუძლია დაამტკიცოს,
რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ყველა დანარჩენი კი მცდარი?

ჯერ ეკლესიის მნიშვნელობას ჩაწვდი, გაიგე თუ რას წარმოადგენს ის და რისკენაა მოწოდებული და მერე გამოთქვი პრეტენზიები.

ამ კითხვის დასმა კიდევ არ შეგშვენის, რომელ საუკუნეში ჩარჩი ძმობილო?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 21 2007, 02:17 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი და თანაც არაერთხელ


ხმამაღალი განაცხადია... ფაქტები... ? თქვენ შეგიძლიათ იჩივლოთ

ციტატა
გეი-პარადი


პარადს ქართულად - აღლუმი ქვია

ციტატა
მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ ეკლესიას არა აქვს იმის უფლება რომ მოითხოვოს აკრძალვა ყველა მისთვის მიუღებელი მოვლენისა, იქნება ეს გეი-პარადი, სექსუალური განათლება სკოლებში თუ სხვა.


ყველაფრის მოთხოვნის უფლება ბუნებრივია არ აქვს - მაგრამ ძალიან ბევრის რომ აქვს, - დამეთანხმე, მარტო ის რად ღირს რომ საქართველოს მოსახლეობის 80%ზე მეტი ენდობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას... უმცირესობათა უფლებებზე, ხშირად "ღია კარის მტვრევის" პრინციპითა დემაგოგიით აპელირებული საქმეები, უკვე ძალიან მომაბეზრებელია yes.gif ხშირად ცილისმწამებლობით, ჩემი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენლის უფლებები ილახება...

დიახ, საქართველოში ცხოვრობენ მუსლიმანები, რომლებთანაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და კიდევ არაერთ რელიგიურ მიმდინარეობასთანაც, ბუნებრივია შეცდომები არის, მაგრამ არა იმდენი და არა იმგვარი, როგორაც უნდათ წარმოაჩინონ :yes:

კონკორდატიკსენ გაგახედებდით... ასეთიც არსებობს

ციტატა
უმრავლესობა-უმცირესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თუ დემოკრატიაზეა საუბარი


დემოკრატიულ სახელმწიფოში, საკითხის გადაჭრა ხდება - უმრავლესობის პრინციპითა და - უმცირესობათა პოზიციების გათვალისწინებით...

ციტატა
(მართლმადიდებელთა მხრიდან დემოკრატიისადმი განსაკუთებული სიყვარული ცალკე საუბრის თემაა).


თქვენი მინიშნება ძალიან არ მომწონს და ქვეტექსტს მთლიანად არ ვეთანხმები :yes: კიდევ ერთხელ გისვამთ კითხვას, თქვენი იმპერატიული განცხადებების ფონზე, რომელიც ყველა ცივილიზებული ადამიანის ბუნებაში არგუმენტებზე უნდა გახლდნენ დამტკიცებულნი, რომელ თეოლოგიურ ნაშრომს, სკოლას ან სულაც ტექსტს იცნობთ როდესაც რელიგიაზე (რა მნიშვნელობა აქვს რომელზე) საუბრობთ? დოქტრინალურ ან ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში რამდენად ერკვევით? რადგან ამ უკანასკნელთა არ ცოდნის შემთხვევაში, გაუგებარი ხდება თქვენი ესოდენ შემტევი პოზიციის მოტივი yes.gif

ციტატა
დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს გარკვეული უფლებები და თავისუფლებები გააჩნია, მათ შორისაა დემონსტრაციისჩატარების და რელიგიური ლიტერატურისდარიგების უფლებაც. ეს უფლებები არ კარგავენ ძალას იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობა წინააღმდეგია


ძალიან ცდები, ქვეყანაში სადაც უმრავლესობა ჰომოსექსუალისტებს (და არა ჰომოსექსუალიზმს სამწუხაროდ) რბილად რომ ვთქვათ "კურთხევას უთვლის" უმცირესობის პოზიცია ვერ იქნება გატარებული.... პროპაგანდა დაუშვებელია.... არც ერთი სერიოზული სახელმწიფო ამის წინააღმდეგ არ წავა...

"ადამიანის უფლებები" - ბუნებრივია მნიშვნელოვანი რამ არის, მაგრამ ყვირილი იმისა, რომ ჰომოსექსუალიზმის სირცხვილი არ არის და ეს სახელმწიფომ აპრიორი უნდა აღიაროს, ყველას მიერ ვერ იქნება გაზიარებული - რადგან სახელმწიფოს რაიმეგვარი მსოფლმხედველობითი პირნიციპით მოქმედების უფლება აქვს მხოლოდ მაშინ - როცა ამ პრინციპის გამზიარებელი ქვეყნის უმრავლესობაა....

კარგისა და ცუდის - პრობლემატიკა - ფილოსოფიური დილემაა, რომელსაც ქრისტეანები (ამ საკითხში ყველა დენომინაცია თანხმდება) სინდისს - ზნეობრივ კანონსა თუ ადამიანის ბუნებრივ კანონს უწოდებენ...



ციტატა
საპატრაიარქოს განცხადება როგორც ფიზიკური დაპირისპირებისაკენ მოწოდება ისე გავიგე


რავა ყველაფერს ნიჭი სჭირდება laugh.gif

ციტატა
ვის შეუძლია დაამტკიცოს,
რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ყველა დანარჩენი კი მცდარი?


იქნებ შეუძლიათ კიდეც? თქვენ ვისთვის მოგისმენიათ თქო, ერთხელ ვიკითხე yes.gif არც ქრისტეანულ ფილოსოფიას იცნობთ... ? სამწუხაროდ ყველა იმას რომ ლაპარაკობდეს რაც იცის, ადამიანთა უმრავლესობა დადუმდებოდა yes.gif რა გითხრა, 80%-ეს (რიცხვები არ მიყვარს, მაგრამ როგორც ვატყობ სახლმწიფოზე მესაუბრები თან თეოლოგიასა და ფილოსოფიას "ეტოტები") მიაჩნია, რომ მართლმადიდებლობა გახლავს ჭეშმარიტი რელიგია, რომელსაც უნდა მისდიოს, ეს უკვე ნიშნავს ბევრ რამეს სახელმწიფოში, რადგან რელიგია როგორც ყოველთვის ეთნოფსიქოლოგიის განმაპირობებელია (სამწუხაროდ ის ბოლო საუკუნეში ჩრდილოელი მეგობრის გამო - გადაგვარდა)


სხვა საქმეა რამდენად ფუნდამენტურად იცნობს ეს უმრავლესობა მართლმადიდებლობას, რადგან ხშირად მასურ-კლასური წარმოდგენა დიამეტრალურად განსხვავდება ამ უკანასკნელის ვიზიიდან...

რაც შეეხება "ჭეშმარიტება" "არაჭეშმარიტებას"

ვგონებ არავინ დაობს, რომ ყველას თავი მართალი გონია, და ვგონებ არც იმაზე დაობენ, რომ სხვადასხვა მსოფლმხედველობიდან, სიმართლის ერთფეროვნების პირობებში - ჭეშმარიტი სწორედ ერთი გახლავთ.... ეს საღეჭი რეზინის თემაა... სწორედ ეს მეორე განაპირობებს პირველს, მაგრამ არსებობს ე.წ "სუბიექტური ჭეშმარიტება" რომელსაც სოკრატე ასე მტრობდა....

ციტატა
გამოხატავს ჭეშმარიტების პრეტენზიას რასაც მე პირადად ეჭვქვეშ ვაყენებ


კათოლიკეობა საყოველთაოობის პრეტენზიულია და მაშინ თქვენ მეტისმეტად ბევრი ბრჭყალის გამოყენება მოგიწევთ smile.gif

ისე ეს ბრჭყალები დღეს მოდაშია... მოდა ალბათ ძველის გამოძახილია tongue.gif

ეჰ ვერსაჩე... laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Freethought
პოსტი Aug 21 2007, 02:52 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 216
რეგისტრ.: 14-August 07
წევრი № 2,603




ციტატა
მკალავიშვი არბევდა და ჩასვეს კიდევაც...


მკალავიშვილის გარდა ოფიციალური მართლმადიდებლობის წარმომადგენლებიც არბევდნენ

ციტატა
ისე მერომ მკითხო უნდა აეკრძალოთ სექტებს ესე თავისუფლათ მოქმედაბა.


რატომ უნდა აეკრძალოთ? რახან მართლმადიდებლობას კონკურენციას უწევენ? ესეც თოფაძის ლუდი ხომ არაა, რომ ეკლესია პროტექციონიზმს ითხოვს უცხოელი კონკურენტების წინააღმდეგ


ციტატა
ეკელსია რომ დაანგრიეს მართმადიდებრული ვინმე დაიჭირეს? ამაზე რატო დუმხარ და სექტებზე და გეებზე ლაპარაკიბ?



რომელი ეკლესიის დანგრევაზეა ლაპარაკი ერთი ამიხსენი.



ციტატა
შენ ეხა ადარებ გეებს და საპატრიარქოს? აბა შენ ხარ რა გეებმა რაუნდა მოინდომონ თუ ძმა ხარ ერთი მართმადიდებლ0ობა აიკრძალოსო? biggrin.gif
და საქართველოში ძალიან დიდი დიდი უმრავლესობა მართმადიდებელია და უნდა იყოს გათვალისწინებული პირველ რიგში ეკლესიის აზრი ისე საბერძნეთში ევროპულ ქვეყანაში კონსტიტუცია მრწამსით იწყება მარა არ მიღეეს ევროკავშირში?


თუ საბერძნეთს ძალიან აიდეალებ, გეტყვი რომ იქ გეი-პარადი ყოველწლიურად იმართება laugh.gif ისე რომელი სექტაა აკრძალული საბერძნეთში ხომ ვერ მეტყვი rolleyes.gif

ციტატა
ხოდა მოდი დემაგოგობას შევეშვათ რა
და პარადი ფიზიკურ კიარა შეილება უარესიც მომხდარიყო რომ გამართულიყო და საპატრირქომ გააფრთხილა


საპატრიარქომ კი არ გააფრთხილა, დარბევით დაემუქრა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Aug 21 2007, 02:59 PM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,744
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Freethought
ციტატა
ოფიციალური მართლმადიდებლობის წარმომადგენლებიც არბევდნენ

რა სისულელეს ლაპარაკობ?


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 21 2007, 03:06 PM
პოსტი #13


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Freethought
ციტატა
მკალავიშვილის გარდა ოფიციალური მართლმადიდებლობის წარმომადგენლებიც არბევდნენ

ოფიციალური მართლმადიდებლობა რაღაც ახალი ტერმინია ეტყობა და ისე, გვარს ხომ ვერ გვიბრძანებდით?

ციტატა
რატომ უნდა აეკრძალოთ? რახან მართლმადიდებლობას კონკურენციას უწევენ? ესეც თოფაძის ლუდი ხომ არაა, რომ ეკლესია პროტექციონიზმს ითხოვს უცხოელი კონკურენტების წინააღმდეგ

აკრძალვის მიზეზი იხილეთ ევროპის საბჭოს რეზოლუციაში რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ, აგრეთვე ადამიანის პოლიტიკურ უფლებათა ევროპულ პაქტში

გარდა ამისა, მართლმადიდებლობა, კონსტიტუციური შეთანხმების მიხედვით, არის საფუძველი ქართული სახელმწიფოებრიობის, ამდენად მისი დაცვა სახელმწიფოს ვალია

ციტატა
თუ საბერძნეთს ძალიან აიდეალებ, გეტყვი რომ იქ გეი-პარადი ყოველწლიურად იმართება ისე რომელი სექტაა აკრძალული საბერძნეთში ხომ ვერ მეტყვი

ბერძნებმა რაც უნდათ ის ქნან, ეგ არსებითი არ არის. ისე, რახან მაგალითი მაგათგან გინდა, საბერძნეთის კონსტიტუციით მართლმადიდებლობა არის სახელმწიფო რელიგია და მის წინააღმდეგ საქმიანობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. კარგად იცი ალბათ, კოკკინაკისების ცნობილი საქმე, როდესაც რასელისტების სექტის წარმომადგენელი დააპატიმრა საბერძნეთის პოლიციამ თავიანთი ცრუმოძღვრების გავრცელებისათვის. ამას გარდა, მართლმადიდებლური საღვთო სჯული სავალდებულოა საბერძნეთის ყველა სკოლაში და პიროვნება სტუდენტი ვერ გახდება, თუკი არ ჩააბარებს ამ საგანს

საერთოდაც, რელიგიისადმი ის დამოკიდებულება რასაც ავლენთ, უფრო ჩრდ. კორეის, კუბისა და სხვა დიადი სოციალისტური სახელმწიფოებისთვისაა დამახასიათებელი. მეგონა XXI საუკუნეში მაინც იქნებოდა ცოტა დემოკრატიული აზროვნება.... sad.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ილია
პოსტი Aug 21 2007, 03:06 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ციტატა(Freethought @ Aug 21 2007, 02:52 PM) *

მკალავიშვილის გარდა ოფიციალური მართლმადიდებლობის წარმომადგენლებიც არბევდნენ



რატომ უნდა აეკრძალოთ? რახან მართლმადიდებლობას კონკურენციას უწევენ? ესეც თოფაძის ლუდი ხომ არაა, რომ ეკლესია პროტექციონიზმს ითხოვს უცხოელი კონკურენტების წინააღმდეგ
რომელი ეკლესიის დანგრევაზეა ლაპარაკი ერთი ამიხსენი.
თუ საბერძნეთს ძალიან აიდეალებ, გეტყვი რომ იქ გეი-პარადი ყოველწლიურად იმართება laugh.gif ისე რომელი სექტაა აკრძალული საბერძნეთში ხომ ვერ მეტყვი rolleyes.gif
საპატრიარქომ კი არ გააფრთხილა, დარბევით დაემუქრა

რა კონკურენციაზეა საუბარი? იმიტომ უნდა მე ჩმი აზრი ვთქვი რომ უნდააიკრძალოს მათი ესეთი თავისუფელაბა სახლებში რომ უვარდბიან და ქუჩაში რომ გაივლი ერთი სამი იაღოველი გხვდება ჟურნალებით ვითომ მსოფლიოს ანალიზეა საუბარი და რომ ჩაეძიები მერე გეუბნება იეგოველებისაოო... და ა.შ
მე იდეალს არვის ვაყენებ დათუ საბერძნეთშუი ხდება მაგი ეგ მაგათი პრობლემაა, მე გითხარი რომ დემოკრატია მაგით არ განისაზღვრება და საბერძნეთი როგორც ვიცით დემოკრატიულია
ხოდაა შენ რაკარგათ ხარ ინფორმილებული გეი პარადძე და ეკლესია რომ დაანგრიეს ამხელა ამბავი ატყდა ეგ ვერ გაიგე? ბატუმში ფერიის მთაზე დაანგრიეს. ისე შენ სექსუალური უმცირესობის წარომადგენელი ხომ არ ხარ?
ხოდა ამ ქვეყანაში რომ აქვთ უფლებები სხვაგან თუ აქვთ ამდენიუ უფელაბ სექტებს ეგ მითხარი ერთი?
და ამხელა მეჩეთს ეხლა რო გაიხსნა ბოლნიში ესე ადვილათ ვინ აშენებინებდა ევროპის ქვეყანაში?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 03:25 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ისე ძალიან "დაგვაფრთხე" თქვენი განცხადებებით , მართლმადიდებლობის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ...
მინდა აღვნიშნო , რომ არსებობს კატეგორიები და ცნებები , რეალოაში , მომლებზედაც რაციონალური მსჯელობა ელემენტარულად გამორიცხულია , რადგან ლოგიკის კანონებს არ ექვემდებარება!!!
ღმერთი თუ არ იგრძენი , ვერ Aრწერ და რაციონალურად ვერ დაასაბუთებ , თუ როგორია ის... ისევე როგორც ვერ ახსნი და ჩამოაყალიბებ რაციონალურ ცნებებს სიყვარულსას ან სიკეთესას...
შენ თუ მართლმადიდიბლობაში ეჭვი შეგაქვს , დაიწყე ძიება , გაეცანი შესაბამის ლიტერატურას და თუ მოგინდა სხვა რელიგიებისასაც , რათა შეადარო და დარჭმუნდე და გაერკვე ქართულ მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობაში...
ბრმად "მორწმუნე" აქ ნურავინ გგონია...

მართლმადიდებლობის წეშმარიტებაში რომ დაგარწმუნოთ , ამას თავად თუ არ მოინდომებ , ვერც ეს ფორუმი ეყოფა და ვერც საუკუნე...

კარგია , რომ კითხვები გიცნდება, რადგან დამიჯერე პასუხიც არ დააყოვნებს , თუ გულწრფელად გაინტერესებს ეს ყველაფერი...საკუთარი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ...

ირონიული ქილიკი კი არ გამოგადგბა არასოდეს , ელემენტარული მორალური კანონია...
და იმასაც გეტYვი , რომ მართლმადიდებლობა გარდა დიდი რწმენისა, დიდი სიბრძნეც არის , განსხვავებით სხვა რელიგიებისაგან , სადაც ან ფანატიზმი, ან საერთოდ არანაირი იდეა , ან საერთოდ არასრული მსოფლმხედველობასაც ხშირად დაინახავ...რასაც სახელმწიფოები ეროვნულ იდეოლოგიად ნერგავენ...
სხვა საკითხია , ვინ როგორი ქართველი მართლმადიდებელია...

უნდა იგრძნო , იმიტომ რომ გონება ყველასე დიდი ღირებულებებისათვის მიუწვდომელია ყოველთვის!

ბედნიერებას გისურვებ !




--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 21 2007, 03:27 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Lortkifanidze

თქვენს პათოსს მთლიანად ვიზიარებ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ რაციონალური მსვლელობებით შეიძლება "ალოგიკურის" ლოგიკამდე მისვლა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 03:36 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



[სიტყვა "მართლმადიდებლობა" გამოხატავს ჭეშმარიტების პრეტენზიას რასაც მე პირადად ეჭვქვეშ ვაყენებ smile.gif
[/quote]

ჩემი ამას წინა "პოსტი" შენი მისამართითაა , გამომრჩა ციტირება...
smile.gif

ციტატა(მნათე @ Aug 21 2007, 03:27 PM) *

Lortkifanidze

თქვენს პათოსს მთლიანად ვიზიარებ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ რაციონალური მსვლელობებით შეიძლება "ალოგიკურის" ლოგიკამდე მისვლა smile.gif


მე რაზე ვსაუბრობ იცი? სრულყოფილი რაციონალური განმარტება ისეთი მოვლენებისა და ცნებებისა , როგორიცაა სიყვარული ან სიკეთე და ა.შ. ვერ მოხერხდება , სანამ მართლა თავად არ განიცდი...
რაც შეეხება ლოგიკას , ეს გონებისმიერია ... ვგულისხმობ რომ , შეიძლება რაღაცას გონებით ვერ მისწვდე , მაგრამ გულით იგრძნო... ანუ არის მოვლენები , რომელსაც გულით უფრო შეიცნობ და მიხვდები , ვიდრე ლოგიკური დასაბუთებით...



ამის თქმა მინდოდაsmile.gif

გაიხარე!




--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 21 2007, 03:38 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
... ვგულისხმობ რომ , შეიძლება რაღაცას გონებით ვერ მისწვდე , მაგრამ გულით იგრძნო... ანუ არის მოვლენები , რომელსაც გულით უფრო შეიცნობ და მიხვდები , ვიდრე ლოგიკური დასაბუთებით...

ახლა ყველაფერი გასაგებია, ცხადია ირაციონალურის რაციონალურზე დატანა შეუძლებელია - პირველის არამატერიალური წარმომავლობის გამო smile.gif

იხარე ქრისტეს მიერ!

smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lortkifanidze
პოსტი Aug 21 2007, 03:39 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 19-August 07
წევრი № 2,618



ციტატა(Freethought @ Aug 18 2007, 04:29 PM) *

კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი და თანაც არაერთხელ. მარტო მღვდლების მიერ რელიგიურ უმცირესობათა შეკრებების დარბევა რად ღირს. ეს ხალხი არავის არ დაუსჯია არც სახელმწიფოს და არც ეკლესიას, ციხეში ჩასვეს მარტო ბასილ მკალავიშვილი, რომელსაც ეტყობა განკვეთილობის გამო საპატრიარქოში "კრიშა" არ ჰყავდა.

მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ ეკლესიას არა აქვს იმის უფლება რომ მოითხოვოს აკრძალვა ყველა მისთვის მიუღებელი მოვლენისა, იქნება ეს გეი-პარადი, სექსუალური განათლება სკოლებში თუ სხვა. გარდა მართლმადიდებლებისა საქართველოში ცხოვრობენ სხვა მსოფლმხედველობის ადამიანებიც. იქნებ გეებს არ მოსწონთ მართლმადიდებლური პროცესიები ქუჩებში, ამიტომ უნდა აიკრძალოს?
უმრავლესობა-უმცირესობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თუ დემოკრატიაზეა საუბარი (მართლმადიდებელთა მხრიდან დემოკრატიისადმი განსაკუთებული სიყვარული ცალკე საუბრის თემაა). დემოკრატიულ ქვეყანაში ყველა ადამიანს გარკვეული უფლებები და თავისუფლებები გააჩნია, მათ შორისაა დემონსტრაციისჩატარების და რელიგიური ლიტერატურისდარიგების უფლებაც. ეს უფლებები არ კარგავენ ძალას იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობა წინააღმდეგია

ხოლო მართლმადიდებელი ეკლესიის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (ეკლესიის მართვა-გამგეურ ენაზე) სახელმწიფოს წინაშე, - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი რომელმაც განცხადება გააკეთა (ალბათ ეს იგულისხმეთ "ეწინააღმდეგებაში" - გჩვევიათ ბუნდოვანი კონტექსტები, როგორც შევნიშნე yes.gif )
არა უარყოფა ფიქრადაც არ მომსვლია, პირიქით,საპატრაიარქოს განცხადება როგორც ფიზიკური დაპირისპირებისაკენ მოწოდება ისე გავიგე laugh.gif
ჩემი კითხვა უფრო ფილოსოფიის სფეროს ეხება ვიდრე თეოლოგიის. ვის შეუძლია დაამტკიცოს,
რომ მართლმადიდებლობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ყველა დანარჩენი კი მცდარი?
სიტყვა "მართლმადიდებლობა" გამოხატავს ჭეშმარიტების პრეტენზიას რასაც მე პირადად ეჭვქვეშ ვაყენებ smile.gif

მნათე , ბოდიში , ამერია რაღაც , ამ ციტირებული მსჯელობის ავტორს ეკუთვნის ჩემი
ზედა "პოსტები":)


--------------------
ღმერთმა ინებოს თქვენი სიცოცხლე...

"როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი ,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!.."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 21 2007, 03:41 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,660
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Lortkifanidze
ნუ ღელავ კეთილო ცხადია ყველაფერი 2kiss.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th July 2014 - 12:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი