IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> გელათი+გარეჯის მოლოცვა=იერუსალიმს :D
kisish
პოსტი Jul 23 2007, 03:08 PM
პოსტი #21

ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350

ციტატა(ზებედე @ Jul 23 2007, 03:05 PM) *

გამოიგონებენ, და იცი სად? ქუთაისის ეპარქიაში biggrin.gif მეუფე კალისტრატეს კურთხევით biggrin.gif და მრევლი ყველა მამაოს გასინჯავს მადლის საზომით და საზომის მიხედვით აირჩევენ მოძღვრებს და ეკლესიებს biggrin.gif იქ გამოსდით ასეთი რამეები, თუ რომელიმე მღვდელი ბევრ სიზმრებს და გამოცხადებებს ხედავს ესეიგი ძააან მადლიანია biggrin.gif ნუ მეუფეზე აღარაფერს ვამბობ

laugh.gif

--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jul 23 2007, 05:24 PM
პოსტი #22

+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6

ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეთ, ხალხო. მადლის ქვა საპატრიარქოშია დღეს დაბრძანებული და, საუკუნეებია, უდიდეს სიწმინდედ ითვლება. ყველაფრის აბუჩად აგდება არ გამიგია მე sad.gif

--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 23 2007, 05:36 PM
პოსტი #23

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(ზებედე @ Jul 23 2007, 02:53 PM) *

მოვაწყოთ ექსკურსია დავით გარეჯში და მერე ვთქვათ რომ იერუსალიმშიც ვიყავით biggrin.gif

ერთხელ ხომ ხარ იერუსალიმში ნამყოფი? ე.ი. ორჯერ გარეჯში ყოფილხარ ნამყოფი უკვე. დაეტიე ამიტომ შენს ადგილას, ბევრი თაფლი მაწყინარია IPB-ს სურათი

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 23 2007, 05:38 PM
პოსტი #24

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(Sotiris @ Jul 23 2007, 01:36 PM) *

ერთხელ ხომ ხარ იერუსალიმში ნამყოფი? ე.ი. ორჯერ გარეჯში ყოფილხარ ნამყოფი უკვე. დაეტიე ამიტომ შენს ადგილას, ბევრი თაფლი მაწყინარია IPB-ს სურათი

2-ჯერ ვიყავი იერუსალიმში, ანუ 4-ჯერ ვყოფილვარ გარეჯში biggrin.gif

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 23 2007, 05:38 PM
პოსტი #25

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(მარიამი @ Jul 23 2007, 05:24 PM) *

ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეთ, ხალხო. მადლის ქვა საპატრიარქოშია დღეს დაბრძანებული და, საუკუნეებია, უდიდეს სიწმინდედ ითვლება. ყველაფრის აბუჩად აგდება არ გამიგია მე sad.gif

თემა ქვაზე კი არა, აი ამ განტოლებაზეა:

გარეჯი+გარეჯი=იერუსალიმი

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Jul 23 2007, 10:34 PM
პოსტი #26

ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350

ჯერ ერთი ორჯერ კი არა სამჯერ უნდა მოილოცო გარეჯი

ხოდა მეორე: აქ სასაცილო არის რამე?

--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 23 2007, 10:46 PM
პოსტი #27

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22

შეიძლება ასჯერ მოილოცო იერუსალიმი და გარეჯიც და წვეთი მადლიც ვერ წამოიღო განსაკუთრებით ადამიანი ეგრეთ აბუჯათ რომ იგდებ ჩვენი წინაპრების გადმოცემას, დავით გარეჯი უდიდესი წმინდანი მამ იყო და მის მიერ წამოღებულ ქვას იმიტომ აქვს დიდი მადლი, და ვინც გარეჯს გულით მოილოცავს დარწმუნებული ვარ იგივეს იგირძნობს.
ეგ არის რომ ზოგისთვის წმინდა მიწის მოლოცვა აპრაატის პჩხაკუნია და ლამაზ ფონებზე რაც ბევრი ჩემი თვალით მინახია. რასაც შეიძლება გარეჯში ვერ დაინახავ მაგრამ იქ არის ის მადლი რომლიც მარტო გულით შეგიძლია რომ იგრძნო.

--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Jul 23 2007, 10:55 PM
პოსტი #28

ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350

ციტატა(შოთა @ Jul 23 2007, 10:46 PM) *

გაიხარე smile.gif

--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 23 2007, 11:05 PM
პოსტი #29

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(შოთა @ Jul 23 2007, 10:46 PM) *

შეიძლება ასჯერ მოილოცო იერუსალიმი და გარეჯიც და წვეთი მადლიც ვერ წამოიღო

კი, რა თქმა უნდა, ზოგისთვის შეიძლება არაფრის მომტანი აღმოჩნდეს მომლოცველობა.

ციტატა
განსაკუთრებით ადამიანი ეგრეთ აბუჯათ რომ იგდებ ჩვენი წინაპრების გადმოცემას,

1) აქ ერთი ხუთმა კაცმა დაწერა არაფერი ვიცით ამ ”გადმოცემის” შესახებო.
2) ვის მიერაა გადმოცემული ეგ ”გადმოცემა”?

ციტატა
დავით გარეჯი უდიდესი წმინდანი მამ იყო და მის მიერ წამოღებულ ქვას იმიტომ აქვს დიდი მადლი, და ვინც გარეჯს გულით მოილოცავს დარწმუნებული ვარ იგივეს იგირძნობს.

გარეჯის სიწმიდეს არავინ უარყოფს, საუბარია უცნაურ გადმოცემაზე, რომ გარეჯში ორჯერ თუ სამჯერ ჩასვლა ტოლფასია იერუსალიმში ერთხელ ჩასვლისა. თემა არ არის არც ქვაზე და არც გარეჯის სიწმიდის შესახებ.

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Jul 23 2007, 11:13 PM
პოსტი #30

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22

Sotiris
ციტატა
გარეჯის სიწმიდეს არავინ უარყოფს

ის ქვა მაგ სიწმინდის ნაწილია.

ციტატა
ვის მიერაა გადმოცემული ეგ ”გადმოცემა”?

ეგ გადმოცემა ისტორის ნაწილია , სადაც მე პირადად მამა დავითის ცხოვრებაზე რომ ვკითხულობდი მაშინ შევიტყე

--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Jul 24 2007, 12:01 AM
პოსტი #31

ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350

Sotiris
დავით-გარეჯში რომ ვიყავი იქ მითხრეს მე ეგ ისტორია rolleyes.gif

--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 24 2007, 12:09 AM
პოსტი #32

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(შოთა @ Jul 23 2007, 11:13 PM) *

ეგ გადმოცემა ისტორის ნაწილია , სადაც მე პირადად მამა დავითის ცხოვრებაზე რომ ვკითხულობდი მაშინ შევიტყე

ეეჰ. აგერ დაგიდებ დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ნაწყვეტს ილია აბულაძის გამოცემის მიხედვით. შენ თუ მანდ მიპოვი ფრაზას, რომ გარეჯში ორჯერ ჩასვლა იერუსალიმში ჩასვლის ტოლფასია, შემატყობინე.

ხოლო ვითარცა წარჴდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნი-მე და განმრავლდა სიმრავლე ძმათაჲ, მიუწოდა მამამან დავით ლუკიანეს და ჰრქუა: "ძმაო ლუკიანე, მე წარვალ წმიდად ქალაქად იერუსალემდ, ხოლო შენ წინა-უძღოდი ძმათა ამათ ჩუენ მიერ შეკრებულთა". მიუგო ლუკიანე და ჰრქუა მას; "უკუეთუ წარხჳდე, მე-ცა წარმოვიდე წინაშე სიწმიდისა თქუენისა".

ხოლო წმიდამან დავით ჰრქუა მას: "ნუ ძმაო, ნუ იქმ, არა სათნო არს ღმრთისა, რამეთუ, უკუეთუ ეგე ვყოთ და ორნი-ვე წარვიდეთ, ძმანი ესე ჩუენ მიერ შეკრებულნი, თჳთოეულნი განიბნივნენ დაბათა და ქალაქთა შინა, დაეცნენ და წარწყმდენ გულის-თქუმათა მიერ ცოდვილისათა და წარწყმედაჲ სულთა მათთაჲ ჩუენ მიერ იძიოს ღმერთმან. ხოლო მე წარვიდე მარტოჲ და ჩემთჳს, შენთჳს და შენთანათა ამათ ძმათათჳს ვევედრო ღმერთსა, და ნუ ჰგონებ, ძმაო, თუ ჩემი ოდენ მარტოჲსაჲ მნებავს ცხოვნებაჲ, უკუეთუ მე წარვიდე და წყალობით მოხედვა ყოს ღმერთმან ჩემ ზედა და სახიერებისა და სიტკბოებისა მისისათჳს დაადინოს ჩემ ზედა წუეთი მადლისა და სიტკბოებისა, შენ და შენთანათა ამათ ძმათა ერთბამად გჳხაროდენ, რამეთუ ერთბამად ყოველთა ქრისტეანეთათჳს და ყოველთა, რომელნი ამას უდაბნოსა შინა მკჳდრ იყვნენ, ყოველთა შეწყალებისათჳს ვევედრები ღმერთსა, რაჲთა ერთობით ღირს მყვნეს საშუებელთა საუკუნეთა ყოველთა წმიდათა მისთა თანა".

ესრეთ და ესევითარითა სიტყჳთა დააყენა ლუკიანე ძმათა თანა. ხოლო იგი წარემართა სხუათა რაოდენთა-მე ძმათა თანა და წარვიდა იერუსალჱმდ. და ვითარცა მიიწივნეს ადგილსა მას, რომელ არს ქედი მადლოვნებისაჲ, რამეთუ მუნით აჩნდების წმიდაჲ იერუსალჱმი, მაშინ აღიპყრნეს ჴელნი და მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა. ხოლო წმიდაჲ მამაჲ დავარდა და იატაკსა დაალტობდა ცრემლითა და იტყოდა: "უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, რომელი მოხუედ ქუეყანად ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა და ჩუენ ცოდვილთათჳს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდევ სახიერებისა და მოწყალებისა შენისათჳს, მეუფეო, კურთხეულ არს, უფალო, სახელი წმიდაჲ დიდებისა შენისაჲ, რომელმან მეცა უღირსი მონაჲ შენი ღირს მყავ ხილვად ადგილთა ამათ წმიდათა; ხოლო მე არღარა ვიკადრო წაღმართ სლვად და დატკებნად ფერჴითა ჩემითა ადგილთა ამათ, სადა დადგეს ფერჴნი შენნი წმიდანი, რამეთუ კმა არს ჩემდა ხილვაჲ ოდენ თუალითა". და ტიროდა და დასთხევდა ცრემლთა მისთა წმიდათა.

ხოლო მოყუასნი იგი ეტყოდეს წარსლვად მათ თანა და შესლვად იერუსალჱმდ, მიუგო და ჰრქუა: "არღარა ვიკადრებ მე წაღმართ სლვად, არამედ თქუენ წარვედით და ჩემ ცოდვილისათჳს ლოცვა-ყავთ". და ვითარცა ფრიად აიძულეს და იგი არა ერჩდა, ცრემლით ანბორს-უყვეს, დაუტევეს და წარვიდეს.

ხოლო ესე რაჲ ყო წმიდამან დავით, მიხედნა ღმერთმან წმიდასა გონებასა მისსა და მიანიჭა მას მადლი უმეტეს ყოველთა, რომელნი შევლენან იერუსალჱმს.

ხოლო წმიდაჲ დავით ადგილსა მას ფრიად ევედრა უფალსა, და აღიხუნა ადგილისა მისგან სამნი ქვანი და შთაისხნა მახალაკსა ევლოგიად და უკუნ-იქცა მიერ.

ხოლო ღამესა მას მიუვლინა ანგელოზი ღმერთმან ელია პატრიაქსა და ჰრქუა: "მოიწია ვიდრე სახლად ჩემდამდე საკუთარი მონაჲ ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალჱმისაჲ. ხოლო შენ სწიენ მალე-მსრბოლნი კაცნი, რამეთუ მივალს იგი გზასა ქალაქისა ნაბულისსა. და არს იგი მოსილი სამოსლითა ძუელითა დაბებკულითა და ჰკიდავს მას ძუელი მახალაკი, რომელსა შინა უსხენ სამნი ლოდნი, რომელნი-იგი მიიხუნა ადგილისა მისგან, სადაჲთ-იგი უკუნ-იქცა, და მიუმცენ შენ კაცთა მათ მალე-მსრბოლთა, რაჲთა მოუხუნენ მახალაკისაგან ლოდნი იგი და ერთი ოდენ მისცენ მას". და ჰრქუა, ვითარმედ: "მოუნიჭებიეს შენდა უფალსა მესამედი მადლი იერუსალჱმისაჲ და გიბრძანებს, ვითარმედ სარწმუნოებითა შენითა წარგეღო მადლი იერუსალჱმისაჲ. ხოლო მე ვინებე ორი ნაწილი უკუნ-ქცევად და მესამედი მომინიჭებია შენდა. წარვედ და წარიტანე უდაბნოსა შენსა, წმიდა ყავ იგი მისლვითა შენითა, და რომელი მოიწიოს უდაბნოსა მას და სარწმუნოებით შეეხოს სამარხოსა ძუალთა შენთასა, მიიღოს კურნებაჲ სულთა და ჴორცთაჲ და მიუტევნეს მას ცოდვანი მისნი. ხოლო ლოდი ეგე ერთი იყოს მოსაჴსენებელად ჟამისა ამის".

და ვითარცა წარმოუთხრა ესე ყოველი პატრიაქსა ანგელოზმან უფლისამან, მიეფარა იგი თუალთაგან მისთა. ხოლო პატრიაქი პირველად განცჳბრდა სიტყუათა მათ ზედა ანგელოზისათა, მერმე დავარდა პირსა ზედა და ცრემლით ვედრებაჲ შეწირა უფლისა და მოუწოდა კაცთა მალე-მსრბოლთა და მიუთხრა ესე ყოველი და მიუმცნო მათ, რაჲთა უკ-მოაქციონ, და იგინი-ცა შეემთხჳნენ მას. ხოლო იგინი წარვიდეს, და ვითარცა ეწივნეს იგინი, მიუთხრეს მას, რომელი-იგი მოემცნო პატრიაქსა და აღმოუხუნეს სამნი იგი ლოდნი, და ერთი იგი მისცეს მას.

და ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა დავითს, პირველად შეძრწუნდა და მერმე თაყუანის-სცა უფალსა და ცრემლით იტყოდა: "დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო! და დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, ერთღმრთეებაო, ერთარსებაო! დიდებაჲ შენდა ღმერთო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ პოვნად წყალობისა!" და ესევითარითა სიტყჳთა მადლობაჲ შეწირა უფლისა.

ხოლო კაცთა მათ მალე-მსრბოლთა აიძულეს წმიდასა დავითს უკუნ-ქცევად იერუსალჱმს, ვითარცა ემცნო პატრიაქსა. ხოლო იგი არა ერჩდა მათ, და ანბორ-უყვეს და განუტევეს იგი.

ხოლო წმიდაჲ დავით მიიწია რაჲ უდაბნოსა თჳსსა, ყოველნი ძმანი სიხარულით მიეგებვოდეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან კუალად უჩუენა მწყემსი და მაცხოვარი სულთა მათთაჲ. და ვითარცა მოილოცეს ძმათა მათ, დავითის თანა წარსრულთა იერუსალჱმს, შემდგომად ამისსა მოვიდეს იგინი-ცა უდაბნოსა მას წმიდისა დავითისსა. და განთქუეს ჰამბავი მისი და ყოველი, რაჲ-ცა იხილეს და ესმა წმიდისა დავითისთჳს. და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე ძმათაჲ და აღივსო უდაბნოჲ იგი, და რომელნი-მე დაეყუდნის ნაპრალსა კლდეთასა.

პ.ს. ელია პატრიარქის ხსენება აქ ცოტა პრობლემურია ასურელ მამათა შესახებ ახლა მიღებული ოფიციალური ვერსიის ფონზე, მაგრამ ეს არ ეხება თემას.

პ.პ.ს. ამ ამბის პირდაპირი და უხეში უზრით გაგება პრობლემურია, მაგრამ ახლანდელ ქართველებს სიმბოლიზმი არ გვეხერხება. ამჟამინდელი შენი ვერსით იერუსალიმი 1/3-ით ნაკლებ მადლმოსილია, ვიდრე დავითის წმიდა მიწაზე მისვლამდე იყო. და საერთოდაც, საქმე დავითის სარწმუნოებაში იყო და არა თავისთავად ქვებში.

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 24 2007, 12:50 AM
პოსტი #33

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

გუჯა და სოტირის ცოტა გაფრინდნენ მგონი, მართლა ყველაფერს აბუჩად ნუ იგდებთ! გასაგებია, არ მიგაჩნიათ მართებულად ეს ''გადმოცემა'', მაგრამ ასე აგდებული საუბარი სიწმინდეებზე მაინც რა უბედურებაა?
ლოგიკა მარტივი, რომაა ვერ ხვდებით? სამჯერ მოლოცვა ალბათ მადლის ქვის ისტორიის გამოძახილია გარკვეული ცვილებებით არეკლლილი, რაც შეეხებეა გელათს, მე არ მსმენია, მაგრამ ეგეც ეტყობა იმ ძველი შედარებიდან გამომდინარე, აღმასენებლის დროს რომ იხსენიებოდა. ახლა მტყუან-მართლის ძებნა უაზრობაა. არ გჯერა, გასაგებია, მარა ამ დაცინვის დროს ემანდ სიწნიმდეები ხომ არ შემოგელანძღათ? wink.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 24 2007, 01:13 AM
პოსტი #34

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 24 2007, 12:50 AM) *

გუჯა და სოტირის ცოტა გაფრინდნენ მგონი,

რაღა ”ცოტა” გაიმეტე, ბარემ გეთქვა შატლივით გაფრინდნენო IPB-ს სურათი ისე მე პირადად ფრთები არ ამომსვლია ჯერ ზოგიერთივით და საწვავის დაპირებული პარტიაც არ მიმიღია.

ციტატა
მართლა ყველაფერს აბუჩად ნუ იგდებთ! გასაგებია, არ მიგაჩნიათ მართებულად ეს ''გადმოცემა'', მაგრამ ასე აგდებული საუბარი სიწმინდეებზე მაინც რა უბედურებაა?

რა ვთქვი აგდებული სიწმიდეებზე? რომ ის ქვები ან გარეჯი სიწმიდის მატარებელი არ არის?

ციტატა
ლოგიკა მარტივი, რომაა ვერ ხვდებით?

ლოგიკას რომ ვხვდები, იმიტომ დავწერე.

ციტატა
ახლა მტყუან-მართლის ძებნა უაზრობაა.

რა თქმა უნდა, იერუსალიმში ახლა 1/3-ითაა შემცირებული მადლი. მე პრიმიტიული და პირდაპირი გაგების წინააღმდეგ დავწერე, რადგან კარგ დამწერს კარგი წამკითხველიც უნდა.

ციტატა
არ გჯერა, გასაგებია, მარა ამ დაცინვის დროს ემანდ სიწნიმდეები ხომ არ შემოგელანძღათ? wink.gif

ვგონებ არა.

პ.ს. კალმახები კანუდოსელთან ერთად ნახე?

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 24 2007, 01:19 AM
პოსტი #35

ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 23 2007, 08:50 PM) *

გუჯა და სოტირის ცოტა გაფრინდნენ მგონი, მართლა ყველაფერს აბუჩად ნუ იგდებთ! გასაგებია, არ მიგაჩნიათ მართებულად ეს ''გადმოცემა'', მაგრამ ასე აგდებული საუბარი სიწმინდეებზე მაინც რა უბედურებაა?
ლოგიკა მარტივი, რომაა ვერ ხვდებით? სამჯერ მოლოცვა ალბათ მადლის ქვის ისტორიის გამოძახილია გარკვეული ცვილებებით არეკლლილი, რაც შეეხებეა გელათს, მე არ მსმენია, მაგრამ ეგეც ეტყობა იმ ძველი შედარებიდან გამომდინარე, აღმასენებლის დროს რომ იხსენიებოდა. ახლა მტყუან-მართლის ძებნა უაზრობაა. არ გჯერა, გასაგებია, მარა ამ დაცინვის დროს ემანდ სიწნიმდეები ხომ არ შემოგელანძღათ? wink.gif

აბუჩად არ ვიგდებთ თამარ, უბრალოდ რომელმა წმინდანმა ან კრებამ, ან როდის გამოაცხადა ეგ ეკლესიამ რომ დავით გარეჯის 2-ჯერ მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვას უდრის? მოგვიყვანეთ არგუმენტი და დავიჯერებთ smile.gif თუ წმინდა ქვით ვიმსჯელებთ, დავითმა ის ქვა დიდი სიმდაბლით და რწმენით წამოიღო, რაც სიწმინდედ შეირაცხა, მაგრამ დავითის სიმდაბლეს ვინ მიბაძავს რომ ისეთი სიმდაბლით და რწმენით ჩავიდეს გარეჯში როგორც დავითი იერუსალიმში? თუ ვინმე დავითის მსგავსად (რაც არ მგონია) მიემთხვევა იმ ქვას გარეჯში თუ სადაც არის, შეიძლება იერუსალიმის მადლი გადმოვიდეს იმ ადამიანზე და არა იერუსალიმის მოლოცვა....მე პირადად 5000-ჯერ რომ მოვილოცო გარეჯი და იმ ქვას ვემთხვიო მაინც არ შემერაცხება იერუსალიმის ერთხელ მოლოცვად, იმიტომ რომ მცირედი რწმენა მაქვს და არც სიმდაბლე მაქვს....

--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 24 2007, 01:23 AM
პოსტი #36

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

Sotiris
მე შენ გეუბნები, მჯერა მაგ სამჯერ და ასჯერ მოლოცვის ერთთან გათანაბრების-მეთქი?
ახლა არც ის მითქვამს, მადლის ქვა კვართზე ძვირფასია-მეთქი, მაგრამ არც უბრალო ქვა რომ არაა, ეგ მეც ვიცი, შენც და ასიათასმა კაცმაც, მაგრამ თუ დავით გარეჯელს პატივს მიაგებ მისი წმინდანობის გამო, მის მიერ ჩამოტანილ ქვას ცოტა ირონიულად მოიხსენიებ? (არ მახსოვს, ეს შენ იყავი თუ სხვა, იგულისხმე მრავლობითში).
მე არ გეწინააღმდეგები, სიწმინდეებზე ვამბობ უბრალოდ... კალმახები? ჯერ მე მკითხე, კანუდოსელს რომ მითითებ, მე რა დამოკიდებულება მაქვს. რა საოცარია - რაც შენ და რაც კანუდოსელს, ოღონდ არ ვიცინი, რადგან ვხედავ ხალხი როგორი რწმენით მიდის, ეს რწმენა მათ უფრო მეტი ლოცვის ძალას აძლევს, გავგიჟდი, რომ ვუყურე რამდნეიმე ადამიანს, ისე გულმხურვალედ ლოცულობდნენ, თუმცა ეს კლამახები... რია ვიცი, რაი ვიცი, ლამაზი ზღაპარივით მეჩვენება მე...
ა ნუ ხარ შენ ''ნასედკა'' და ნუ მიშვერ თითს, აგე იმას ნახე, რა უწერიაო biggrin.gif

არ გეწყინოს, სოტირის ბიძია, კაი გული გაქვს შენ, ვიცი tongue.gif smile.gif

ციტატა(ზებედე @ Jul 24 2007, 02:19 AM) *

აბუჩად არ ვიგდებთ თამარ, უბრალოდ რომელმა წმინდანმა ან კრებამ, ან როდის გამოაცხადა ეგ ეკლესიამ რომ დავით გარეჯის 2-ჯერ მოლოცვა იერუსალიმის მოლოცვას უდრის? მოგვიყვანეთ არგუმენტი და დავიჯერებთ smile.gif თუ წმინდა ქვით ვიმსჯელებთ, დავითმა ის ქვა დიდი სიმდაბლით და რწმენით წამოიღო, რაც სიწმინდედ შეირაცხა, მაგრამ დავითის სიმდაბლეს ვინ მიბაძავს რომ ისეთი სიმდაბლით და რწმენით ჩავიდეს გარეჯში როგორც დავითი იერუსალიმში? თუ ვინმე დავითის მსგავსად (რაც არ მგონია) მიემთხვევა იმ ქვას გარეჯში თუ სადაც არის, შეიძლება იერუსალიმის მადლი გადმოვიდეს იმ ადამიანზე და არა იერუსალიმის მოლოცვა....მე პირადად 5000-ჯერ რომ მოვილოცო გარეჯი და იმ ქვას ვემთხვიო მაინც არ შემერაცხება იერუსალიმის ერთხელ მოლოცვად, იმიტომ რომ მცირედი რწმენა მაქვს და არც სიმდაბლე მაქვს....

შენა და, მე სხვა რამე აზრი მაქვს, ვითომ? wink.gif ეგ ყველაფერი კარგი და გასაგები, მაგრამ გადახედე რა, მგონი ცოტა დაცინვა დაგყვება smile.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 24 2007, 01:41 AM
პოსტი #37

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 24 2007, 01:23 AM) *

არ მახსოვს, ეს შენ იყავი თუ სხვა, იგულისხმე მრავლობითში.

ჰოდა გაიხსენე ჯერ. და მრავლობითში თუ საუბრობ, ბარემ შენი თავიც მიათვალე, უფრო ბევრი გამოვა ასე.

ციტატა
მე არ გეწინააღმდეგები, სიწმინდეებზე ვამბობ უბრალოდ... კალმახები? ჯერ მე მკითხე, კანუდოსელს რომ მითითებ, მე რა დამოკიდებულება მაქვს. რა საოცარია - რაც შენ და რაც კანუდოსელს, ოღონდ არ ვიცინი,

მე რა დამოკიდებულება მაქვს, საიდან იცი?

ციტატა
და ნუ ხარ შენ ''ნასედკა'' და ნუ მიშვერ თითს, აგე იმას ნახე, რა უწერიაო biggrin.gif

არ გეწყინოს, სოტირის ბიძია, კაი გული გაქვს შენ, ვიცი tongue.gif smile.gif

გულთან ერთად კარგი მეხსიერებაც IPB-ს სურათი ასე რომ вас посетит Фантомас IPB-ს სურათი

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 24 2007, 01:46 AM
პოსტი #38

მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362

Sotiris
კაცი რომ გასწერვდება და გამაწაკდება, გლახათაა საქმე biggrin.gif

--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 24 2007, 02:01 AM
პოსტი #39

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 24 2007, 01:46 AM) *

Sotiris
კაცი რომ გასწერვდება და გამაწაკდება, გლახათაა საქმე biggrin.gif

ეგ ამბავი სიმართლე რომ იყოს, მაშინ შენი საქმე იქნებოდა ცუდად, თორემ მე რა მიჭირს IPB-ს სურათი

--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 24 2007, 11:59 AM
პოსტი #40

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 24 2007, 01:23 AM) *

[ვხედავ ხალხი როგორი რწმენით მიდის, ეს რწმენა მათ უფრო მეტი ლოცვის ძალას აძლევს, გავგიჟდი, რომ ვუყურე რამდნეიმე ადამიანს, ისე გულმხურვალედ ლოცულობდნენ,

სად, კალმახეთან?

მაშინ ჩემი მოკრძალებული პოზიცია: მათთვის ქრისტე არ აღმდგარა, ისევ წარმართულ ჩვევებში არიან...
პ.ს.
რწმენის "სიმხურვალე" შენ მექაში უნდა ნახო biggrin.gif

ბექა, ლოგიკურად ეს ორი ადგილი:
ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 24 2007, 04:12 AM) *

არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ

და
ციტატა(ბექა.შუხოშვილი† @ Jul 24 2007, 04:12 AM) *

სოტირის შენ გააქვს საბუთი რომ ფსიქიურად კარგად ხარ? smile.gif

ერთმანეთს ეწინააღმდეგება

--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 07:28 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი