IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >  
Reply to this topicStart new topic
> გელათი+გარეჯის მოლოცვა=იერუსალიმს :D
ალექსანდრე
პოსტი Aug 18 2007, 12:44 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



კანონისტი
ციტატა
დავითგარეჯას სამჯერ მოლოცვა = იერუსალიმის ერთხელ მოლოცვას

ესეიგი ერთხელღა დამრჩა დავითგარეჯი მოსალოცი და იერუსალიმში ნამყოფი გამოვდივარ biggrin.gif კარგია კარგიიი


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Aug 18 2007, 12:51 AM
პოსტი #82


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350



ციტატა(ალექსანდრე @ Aug 18 2007, 12:44 AM) *

კანონისტი

ესეიგი ერთხელღა დამრჩა დავითგარეჯი მოსალოცი და იერუსალიმში ნამყოფი გამოვდივარ biggrin.gif კარგია კარგიიი

მაგას კი არ ნიშნავს, რომ იერუსალიმში ხარ ნამყოფი
უბრალოდ გარეჯის სამჯერ მოლოცვით იგივე მადლს იღებ, რასაც იერუსალიმის მოლოცვისას


--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 18 2007, 12:58 AM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



kisish
ციტატა
უბრალოდ გარეჯის სამჯერ მოლოცვით იგივე მადლს იღებ, რასაც იერუსალიმის მოლოცვისას

მივხვდი რასაც ამბობ კაცო smile.gif მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი, გააჩნია როგორ მოილოცავ წმიდა ადგილებს იერუსალიმი იქნება ეს დავით გარეჯი თუ გელათი. შეიძლება ადამიანი იერუსალიმშიც ჩავიდეს და იქიდან მცირე მადლიც ვერ წამოიღოს, იმიტომ რომ რწმენით არ ჩავიდეს და შეიძლებ ასევე რომ გელათში მივიდეს ადამიანი და იქიდან უსაზღვროდ დიდი მადლით აღვსილი დაბრუნდეს უკან . smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Aug 18 2007, 01:00 AM
პოსტი #84


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350



ციტატა(ალექსანდრე @ Aug 18 2007, 12:58 AM) *

kisish

მივხვდი რასაც ამბობ კაცო smile.gif მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი, გააჩნია როგორ მოილოცავ წმიდა ადგილებს იერუსალიმი იქნება ეს დავით გარეჯი თუ გელათი. შეიძლება ადამიანი იერუსალიმშიც ჩავიდეს და იქიდან მცირე მადლიც ვერ წამოიღოს, იმიტომ რომ რწმენით არ ჩავიდეს და შეიძლებ ასევე რომ გელათში მივიდეს ადამიანი და იქიდან უსაზღვროდ დიდი მადლით აღვსილი დაბრუნდეს უკან . smile.gif



ნუ მაგაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს wink.gif

მაგრამ მე გულით მოლოცვაზე ვიძახი და არა მოვალეობრივზე wink.gif


--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 18 2007, 01:02 AM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



kisish
ციტატა
ნუ მაგაზე მგონი ორი აზრი არ არსებობს

მაგრამ მე გულით მოლოცვაზე ვიძახი და არა მოვალეობრივზე

ხოდა მეც მაგას ვამბობ მადლის მიღება არა მხოლოდ ადგილზე არამედ რწმენაზეცაა დამოკიდებული. smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kisish
პოსტი Aug 18 2007, 01:06 AM
პოსტი #86


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,679
რეგისტრ.: 12-March 07
წევრი № 1,350



ალექსანდრე

ციტატა
ხოდა მეც მაგას ვამბობ მადლის მიღება არა მხოლოდ ადგილზე არამედ რწმენაზეცაა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა...


--------------------
"იმისთვის, რომ სხვებმა შეგიყვარონ,ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი" (ბერი პორფირე)

"შეიყვარე ერთადერთი ღმერთი, რათა შეგიყვაროს ყველამ. არა მხოლოდ ადამიანებს ეყვარები, არამედ უტყვ ცხოველსაც, ვინაიდან ღვთის მადლი როცა გარეთ გამოდის თავისკენ იზიდავს იმას, რაც მის წინ არის. ოღონდ შენ არა მარტო ეყვარები, არამედ პატივსაც მოგაგებენ, ვინაიდან შენში გამოისახება უმანკო ხატი იმისა, რომელსაც შეიყვარებ და რომლის მსახურიც იქნები." (ბერი ამფილოქე)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
di_onise
პოსტი Aug 18 2007, 09:45 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,377
რეგისტრ.: 4-May 07
წევრი № 1,836



ალექსანდრე
ციტატა
ხოდა მეც მაგას ვამბობ მადლის მიღება არა მხოლოდ ადგილზე არამედ რწმენაზეცაა დამოკიდებული.


ხო აბაა.... რწმენასაც გამოვურევთ ცოტას და... wink.gif
მთავარი რწმენაა!!!! შეიძლება სახლში, ხატებთან ილოცო და ისეთი მადლი მიიღო, რომელსაც წლების განმავლობაში ვერც იერუსალემში, ვერც გარეჯში და ვერც ვერსად მიიღებ თუ უგულოდ იყავი.

arti vardi
ციტატა
მე არ ვიცი შენ რაზე გეცინება, მაგრამ სოლიდარობას გიცხადებ (მე ჩემი აზრი მაქვს)


გაგვიზიარეთ მერე თქვენი აზრი wink.gif


kisish
ციტატა
ეს თემა სასაცილოა?

სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Aug 18 2007, 09:57 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



მადლი ყველა მონასტერშია დავანებული, მაგრამ ის რაც გარეჯზე ან გელათზეა ნათქვამი უსაფუძვლო ალბათ არაა. რაც შეეხება მსჯელობას ამ საკითხზე რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ გამასხრებით და სარკაზმებით მოხსენიება სიწმიდეებისა, არა მგონია მართლმადიდებლურ ეთიკას შეესაბამებოდეს


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tornike Lobzhanidze
პოსტი Nov 5 2007, 04:27 PM
პოსტი #89


The Fallen Angel ...
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 19-October 07
მდებარ.: Freq Nasty Avenue
წევრი № 3,000



ვკითხულობ,ვკითხულობ და ვერ მივხვდი რაზე კინკლაობთ
დავითჯარეჯი შეიძლება ერთხელ მოილოცო და ისეთი გულით რომ შენზე უდიდესი მადლი გადმოვიდეს და შეიძლება იერუსალიმი მოილოცო რამდენჯერმე და სურათების მეტი არაფერი "შეგრჩეს" ....


--------------------
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება.

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Sep 27 2008, 07:06 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
არსებობს გადმოცემა, რომ სამჯერ დავით გარეჯის მოლოცვა
ერთჯერ იერუსალიმის მოლოცვას უდრისო
ხომ არ იცით -
ვის ეკუთვნს ეს სიტყვები და საიდან გაჩნდა ეს აზრი?

თამარ რადგანაც ის თემა დაიხურა აქ გიპასუხებ როგორც მე ვიცი ეს ნათქვამი რომ დავით გარეჯის სამჯერ მოლოცვა ნიშნავს იერუსალიმის ერთხელ მოლოცვას დაკავშირებულია როცა დავით გარეჯელი იერუსალიმში ჩავიდა და სამი ქვა რომ წამოიღო და ამით მთელი იერუსალიმის მადლი მოჰქონდა და ანგელოზმა უთხრა იერუსალიმის პატრიარქს ამის შესახებ და პატრიარქი გზაში დაეწია დავით გარეჯელს და ორი ქვა გამოართვა და ის ერთი ქვა წმინდა დავით გარეჯელმა საქართველოში ჩამოიტანა და ამას უკავშირდება ეს ნათქვამი (მის ცხოვრებაში უფრო ვრცლად წერია ამ ამბის შესახებ მე მოკლედ დავწერე)
ანუ ის სამი ქვა წარმოადგენდა იერუსალიმის მთელ მადლს და ერთი მადლის ქვა არის ჩვენთან და ადამიანის სამგზის მოლოცვით იგი სრულად ეზიარება იერუსალიმის მადლს.
შეუსაბამო და დაკნინებული სიტყვებით ამ დიდი მოვლენის გამო ბოდიშს ვითხოვ ზოგადად გადმოვეცი აზრი კარგად ყველაფერი დავითგარეჯელის ცხოვრებაში წერია.
"რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ადგილთა მოსალოცად წასვლა გადაწყვიტა. მან ლუკიანე მოიხმო და მისი წასვლის შემდეგ სამწყსოზე ზრუნვა დაავალა. მამა დავითმა კეთილ სარბიელზე მხნედ ყოფნისათვის დამოძღვრა იგი და რამდენიმე ძმის თანხლებით წმინდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც მადლის ქედად წოდებულ მთას მიეახლნენ, წმინდა ქალაქიც გამოჩნდა. იხილა რა მამა დავითმა იერუსალიმი, მადლობის შემწირველმა ჯერ ხელნი ზეცად აღაპყრო, შემდეგ კი ქვითინით მიწაზე დავარდა. წმიდა მამამ თავი წმინდა ქალაქში შესვლის ღირსად არ მიიჩნია და სანამ მისი მხლებლები იერუსალიმის სიწმინდეებს მოილოცავდნენ, ქალაქის კარიბჭესთან მხურვალედ ლოცულობდა. წმიდანმა მადლის ქედიდან დიდი რწმენით სამი ქვა წამოიღო.

იმ ღამით იერუსალიმის პატრიარქ ილიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „მოიწია ვიდრე სახლად ჩემამდე საკუთარი მონა ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალიმისა“. ილიამ მალემსრბოლი დაადევნა წმინდა დავითს და მათი პირით ამცნო უფლის ნება - ერთი ქვა წაეღო, ორი კი დაებრუნებინა, რათა სრულად არ მოჰკლებოდა მადლი ქრისტეს ქალაქს.

მამა დავითმა მართლაც დაუბრუნა იერუსალიმს ორი ქვა, ხოლო მესამე გარეჯში დაბრუნებულმა ეკლესიაში დაასვენა. სიწმინდის თაყვანსაცემად უდაბნოში უამრავი ხალხი მიდიოდა. ღვთის ნებით ქვა სასწაულმოქმედი ძალით აღივსო - მისი შეხება უკურნებელი სენისაგან არჩენდა მლოცველებს. მადლის ის ქვა, რომელიც მამა დავითმა გარეჯის უდაბნოში მოიტანა, დღესაც კურნავს სარწმუნოებით მვედრებელთ. მას შემდეგ, რაც წმიდანმა უდაბნოში მადლის ქვა ჩამოიტანა, საძმო რიცხვობრივად გაიზარდა
."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Sep 27 2008, 10:28 PM
პოსტი #91


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



აქ უკვე იდო ძველქართული ვარიანტი

ხოლო ვითარცა წარჴდეს ამას შინა ჟამნი რაოდენნი-მე და განმრავლდა სიმრავლე ძმათაჲ, მიუწოდა მამამან დავით ლუკიანეს და ჰრქუა: "ძმაო ლუკიანე, მე წარვალ წმიდად ქალაქად იერუსალემდ, ხოლო შენ წინა-უძღოდი ძმათა ამათ ჩუენ მიერ შეკრებულთა". მიუგო ლუკიანე და ჰრქუა მას; "უკუეთუ წარხჳდე, მე-ცა წარმოვიდე წინაშე სიწმიდისა თქუენისა".

ხოლო წმიდამან დავით ჰრქუა მას: "ნუ ძმაო, ნუ იქმ, არა სათნო არს ღმრთისა, რამეთუ, უკუეთუ ეგე ვყოთ და ორნი-ვე წარვიდეთ, ძმანი ესე ჩუენ მიერ შეკრებულნი, თჳთოეულნი განიბნივნენ დაბათა და ქალაქთა შინა, დაეცნენ და წარწყმდენ გულის-თქუმათა მიერ ცოდვილისათა და წარწყმედაჲ სულთა მათთაჲ ჩუენ მიერ იძიოს ღმერთმან. ხოლო მე წარვიდე მარტოჲ და ჩემთჳს, შენთჳს და შენთანათა ამათ ძმათათჳს ვევედრო ღმერთსა, და ნუ ჰგონებ, ძმაო, თუ ჩემი ოდენ მარტოჲსაჲ მნებავს ცხოვნებაჲ, უკუეთუ მე წარვიდე და წყალობით მოხედვა ყოს ღმერთმან ჩემ ზედა და სახიერებისა და სიტკბოებისა მისისათჳს დაადინოს ჩემ ზედა წუეთი მადლისა და სიტკბოებისა, შენ და შენთანათა ამათ ძმათა ერთბამად გჳხაროდენ, რამეთუ ერთბამად ყოველთა ქრისტეანეთათჳს და ყოველთა, რომელნი ამას უდაბნოსა შინა მკჳდრ იყვნენ, ყოველთა შეწყალებისათჳს ვევედრები ღმერთსა, რაჲთა ერთობით ღირს მყვნეს საშუებელთა საუკუნეთა ყოველთა წმიდათა მისთა თანა".

ესრეთ და ესევითარითა სიტყჳთა დააყენა ლუკიანე ძმათა თანა. ხოლო იგი წარემართა სხუათა რაოდენთა-მე ძმათა თანა და წარვიდა იერუსალჱმდ. და ვითარცა მიიწივნეს ადგილსა მას, რომელ არს ქედი მადლოვნებისაჲ, რამეთუ მუნით აჩნდების წმიდაჲ იერუსალჱმი, მაშინ აღიპყრნეს ჴელნი და მადლობაჲ შეწირეს ღმრთისა. ხოლო წმიდაჲ მამაჲ დავარდა და იატაკსა დაალტობდა ცრემლითა და იტყოდა: "უფალო ღმერთო იესუ ქრისტე, რომელი მოხუედ ქუეყანად ცხორებისათჳს კაცთა ნათესავისა და ჩუენ ცოდვილთათჳს ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი თავს-იდევ სახიერებისა და მოწყალებისა შენისათჳს, მეუფეო, კურთხეულ არს, უფალო, სახელი წმიდაჲ დიდებისა შენისაჲ, რომელმან მეცა უღირსი მონაჲ შენი ღირს მყავ ხილვად ადგილთა ამათ წმიდათა; ხოლო მე არღარა ვიკადრო წაღმართ სლვად და დატკებნად ფერჴითა ჩემითა ადგილთა ამათ, სადა დადგეს ფერჴნი შენნი წმიდანი, რამეთუ კმა არს ჩემდა ხილვაჲ ოდენ თუალითა". და ტიროდა და დასთხევდა ცრემლთა მისთა წმიდათა.

ხოლო მოყუასნი იგი ეტყოდეს წარსლვად მათ თანა და შესლვად იერუსალჱმდ, მიუგო და ჰრქუა: "არღარა ვიკადრებ მე წაღმართ სლვად, არამედ თქუენ წარვედით და ჩემ ცოდვილისათჳს ლოცვა-ყავთ". და ვითარცა ფრიად აიძულეს და იგი არა ერჩდა, ცრემლით ანბორს-უყვეს, დაუტევეს და წარვიდეს.

ხოლო ესე რაჲ ყო წმიდამან დავით, მიხედნა ღმერთმან წმიდასა გონებასა მისსა და მიანიჭა მას მადლი უმეტეს ყოველთა, რომელნი შევლენან იერუსალჱმს.

ხოლო წმიდაჲ დავით ადგილსა მას ფრიად ევედრა უფალსა, და აღიხუნა ადგილისა მისგან სამნი ქვანი და შთაისხნა მახალაკსა ევლოგიად და უკუნ-იქცა მიერ.

ხოლო ღამესა მას მიუვლინა ანგელოზი ღმერთმან ელია პატრიაქსა და ჰრქუა: "მოიწია ვიდრე სახლად ჩემდამდე საკუთარი მონაჲ ჩემი დავით და სარწმუნოებითა მისითა წარიღო სრულიად მადლი იერუსალჱმისაჲ. ხოლო შენ სწიენ მალე-მსრბოლნი კაცნი, რამეთუ მივალს იგი გზასა ქალაქისა ნაბულისსა. და არს იგი მოსილი სამოსლითა ძუელითა დაბებკულითა და ჰკიდავს მას ძუელი მახალაკი, რომელსა შინა უსხენ სამნი ლოდნი, რომელნი-იგი მიიხუნა ადგილისა მისგან, სადაჲთ-იგი უკუნ-იქცა, და მიუმცენ შენ კაცთა მათ მალე-მსრბოლთა, რაჲთა მოუხუნენ მახალაკისაგან ლოდნი იგი და ერთი ოდენ მისცენ მას". და ჰრქუა, ვითარმედ: "მოუნიჭებიეს შენდა უფალსა მესამედი მადლი იერუსალჱმისაჲ და გიბრძანებს, ვითარმედ სარწმუნოებითა შენითა წარგეღო მადლი იერუსალჱმისაჲ. ხოლო მე ვინებე ორი ნაწილი უკუნ-ქცევად და მესამედი მომინიჭებია შენდა. წარვედ და წარიტანე უდაბნოსა შენსა, წმიდა ყავ იგი მისლვითა შენითა, და რომელი მოიწიოს უდაბნოსა მას და სარწმუნოებით შეეხოს სამარხოსა ძუალთა შენთასა, მიიღოს კურნებაჲ სულთა და ჴორცთაჲ და მიუტევნეს მას ცოდვანი მისნი. ხოლო ლოდი ეგე ერთი იყოს მოსაჴსენებელად ჟამისა ამის".

და ვითარცა წარმოუთხრა ესე ყოველი პატრიაქსა ანგელოზმან უფლისამან, მიეფარა იგი თუალთაგან მისთა. ხოლო პატრიაქი პირველად განცჳბრდა სიტყუათა მათ ზედა ანგელოზისათა, მერმე დავარდა პირსა ზედა და ცრემლით ვედრებაჲ შეწირა უფლისა და მოუწოდა კაცთა მალე-მსრბოლთა და მიუთხრა ესე ყოველი და მიუმცნო მათ, რაჲთა უკ-მოაქციონ, და იგინი-ცა შეემთხჳნენ მას. ხოლო იგინი წარვიდეს, და ვითარცა ეწივნეს იგინი, მიუთხრეს მას, რომელი-იგი მოემცნო პატრიაქსა და აღმოუხუნეს სამნი იგი ლოდნი, და ერთი იგი მისცეს მას.

და ვითარცა ესმა ესე ყოველი წმიდასა დავითს, პირველად შეძრწუნდა და მერმე თაყუანის-სცა უფალსა და ცრემლით იტყოდა: "დიდებაჲ შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო! და დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, ერთღმრთეებაო, ერთარსებაო! დიდებაჲ შენდა ღმერთო, რომელმან ღირს მყვენ ჩუენ პოვნად წყალობისა!" და ესევითარითა სიტყჳთა მადლობაჲ შეწირა უფლისა.

ხოლო კაცთა მათ მალე-მსრბოლთა აიძულეს წმიდასა დავითს უკუნ-ქცევად იერუსალჱმს, ვითარცა ემცნო პატრიაქსა. ხოლო იგი არა ერჩდა მათ, და ანბორ-უყვეს და განუტევეს იგი.

ხოლო წმიდაჲ დავით მიიწია რაჲ უდაბნოსა თჳსსა, ყოველნი ძმანი სიხარულით მიეგებვოდეს და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან კუალად უჩუენა მწყემსი და მაცხოვარი სულთა მათთაჲ. და ვითარცა მოილოცეს ძმათა მათ, დავითის თანა წარსრულთა იერუსალჱმს, შემდგომად ამისსა მოვიდეს იგინი-ცა უდაბნოსა მას წმიდისა დავითისსა. და განთქუეს ჰამბავი მისი და ყოველი, რაჲ-ცა იხილეს და ესმა წმიდისა დავითისთჳს. და ყოვლით კერძო შემოკრბა სიმრავლე ძმათაჲ და აღივსო უდაბნოჲ იგი, და რომელნი-მე დაეყუდნის ნაპრალსა კლდეთასა.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
jijikoi
პოსტი Mar 10 2009, 11:37 PM
პოსტი #92


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 9-March 09
წევრი № 6,616



დავით გარეჯზე გაგონილი მაქვს იმიტომ რომ იქ იერუსალიმიდან წამოღებული ქვა არის. გელათზე არ გამიგია,მაგრამ გელათს ხომ ახალ ათონს და მეორე იერუსალიმს უწოდებენ.აქედან გამომდინარე ეტყობა მათალია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2026, 03:34 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის განსაკუთრებულობას ისიც განაპირობებს, რომ ბაგრატიონთა 1000 წლოვანი სამეფო დინასტიის რამდენიმე მეფე წმინდანად არის კანონიზირებული და მათგან უმრავლესობა სწორედ აქ განისვენებს"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 26 2026, 03:07 PM
პოსტი #94


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1652 წლის ზაფხულში გელათში იმყოფებოდნენ რუსი ელჩები ალექსი იევლიევი და ნიკიფორე ტოლოჩანოვი. იმერთში მყოფ რუს ელჩებს გელათის მონასტრის სიწმინდეები დაათავლიერებინა გაენათელმა მიტროპოლიტმა ზაქარია ქვარიანმა.

აქედან გამომდინარე, მათი ჩანაწერები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და გელათში დაბრძანებული სიწმინდეების შესახებ უმთავრეს წყაროდ შეიძლება ჩავთვალოთ.

ნიკიფორე ტოლჩანოვის ცნობით, გელათში არსებულ იესო ქრისტეს ხატის მახლობლად, ოქროთი მოჭედილ და ძვირფასი ქვებით შემკობილ ჯვარში, უფალ იესო ქრისტეს ჯვარცმის დროინდელი თმები და წვერები ყოფილა ჩაბრძანებული, ამავე ჯვართან პატარა კიდობანში, "სიონში", ღვთისმშობლის კბილი ინახებოდა.

აღსანიშნავია, რომ ელჩები აღწერენ ასევე გელათის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ოქროთი იყო მოჭედილი და იაგუნდის, ზურმუხტისა და ლალის თვლებით ყოფილა შემკობილი"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2026, 11:11 AM
პოსტი #95


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის სამონასტრო კომპლექსი ერთადერთი სამონასტრო ანსამბლი იყო საქართველოში, სადაც რამდენიმე გუმბათოვანი ნაგებობაა თავმოყრილი"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2026, 02:59 PM
პოსტი #96


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...თუმცა, საბოლოო ჯამში ერთი რამ ცხადად შეიძლება ითქვას, გელათი არის დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული უნიკალური სულიერ-კულტურული ცენტრი,რომელმაც წარმოუდგენლად დიდი მისია შეასრულა ჩვენი ერის წარსულში.

გელათის მნშივნელობა არანაკლებია დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არ იცის გელათის რეალური ისტორია.

გელათი არის დავით აღმაშენებლის უშუალო შემოქმედების ნაყოფი, გელათის დაარსება მეფის ღრმა სულიერი განცდების ხორცშესხმაა.

შეიძლება ითქვას, რომ რა მიზნითაც დააფუძნა გელათი დავითმა, მონასტერმა ის მისია სრულად შეასრულა და გელათს და მასთან დაკავშირებულ სიწმინდეებს, ხელნაწერებს, ხელოვნების ნიმუშებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის ცხოვრებაში, როგორც სულიერი ასევე მეცნიერული თვალსაზრისით.

გელათში საუკუნეთა განმავლობაში შეიქმნა ჩვენი სულიერ-კულტურული მემკვიდრეობის დიიდ ნაწილი, მათი კვლევა და მეცნიერულად შესწავლა დღესაც მმდინარეობს"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 31 2026, 04:03 PM
პოსტი #97


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის უძველესი ეკლესია-მონასტრები:

1. წმ. საბას სახელობის ეკლესია

2. წმ. ელიას სახელობის ეკლესია

3. წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია

4. სოხასტერი

5. ადგილი ლაღისეული (გელათის გალავნის სამხრეთით)

6. მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

7. სამი უცნობი ეკლესია მთაში"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2026, 08:05 PM
პოსტი #98


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის ტაძრის მშენებლობა 1106 წელს დაუწყია დავით აღმაშენებელს და დაუსრულებია მის მემკვიდრე დემეტრე პირველს 1130 წელს"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2026, 09:08 PM
პოსტი #99


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გელათის სამონასტრო კომპლექსს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა, ეს კარგად ჩანს იოანე შავთელის ცნობილ ლექსში, სადაც იგი გელათს მეორე რომს ადარებს: "ახალო რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნების მყოფთა ყოველთა. ვნატრი ელადსა, თვით მას გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა" (აბდულმესია)"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2026, 10:03 AM
პოსტი #100


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 64,010
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იქნებ ბიზანტიისადმი თავისებური პატივის მიგებაა ისიც, გელათის ეკლესიების გარე კედლები ჩუქურთმებით ასე ძუნწად რომ არის შემკული"

/ლევან ტყეშელაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 3 4 5 6 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 09:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი