IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 9 10 11  
Reply to this topicStart new topic
> თქვენი აზრი მაინტერესებს"მწვალებლობის შესახებ".
marine
პოსტი Mar 23 2025, 06:36 PM
პოსტი #201


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,987
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"კამათი ყველაზე სუსტი იარაღია ერეტიკოსების წინააღმდეგ, უფრო საზიანო, ვიდრე სასარგებლო. იგი ასეთი ხდება სულიერი სენის - ერესის თვისების შესაბამისად. ამაყი ერესი მხილებას ვერ იტანს, დამარცხებას ვერ იტანს. მხილებისგან იგი გულქვა ხდება; დამარცხებისგან შმაგდება. ეს ურიცხვმა გამოცდილებამ დაამტკიცა.

ერესი მარცხდება მშვიდი დარიგებით: უფრო იოლად - მდუმარე კეთილმოსურნეობით, თავმდაბლობით, სიყვარულით, მოთმინებითა და სულგრძელებით, გულმოდგინე ლოცვით, რომელიც აღსავსესა მოყვასისადმი გულშემატკივრობითა და გულმოწყალებით. ერესს ადამიანი ვერ დაამარცხებს ,იმიტომ, რომ იგი არის დემონური გამოგონება, წამოწყება. მისი დამმარცხებელი შეიძლება მხოლოდ ღმერთი იყოს, მოწოდებული მასთან საბრძოლველად და დასამარცხებლად ადამიანის თავმდაბლობით ღვთის წინაშე და ამ ადამიანის მოყვასისადმი სიყვარულით"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 02:08 PM
პოსტი #202


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,987
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საშინელი გავლენა აქვს სქიზმასა და ერესს ადამიანის სხეულზეც! სულის უგრძნობლობა სხეულს გადაეცემა. ეს ყველასათვის შესამჩნევი არ არის ადამიანის სიცოცხლეში, მაგრამ სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსისა და სქიზმატის სხეული მაშინვე ქვავდება, მაშინვე იწყებს აუტანელი სიმყრალის გამოცემას. და ეს მათგან განსაკუთრებით იმათ ემართებათ, ვინც ყველაზე მკაცრ მოსაგრეობრივ ცხოვრებას მისდევდა, თავისი სექტის ცნობილი მასწავლებელი იყო და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა დაბრმავებული სოფლისა, სწორედ ისინი გამოსცემენ სიმყრალეს სიკვდილის შემდეგ. მათი გამხმარი სხეულებიდან მოედინება მყრალი ჩირქის ნაკადები. ძნელია მათი დაკრძალვის აღსრულება და მასზე დასწრება. მათ საფლავებზე ეშმაკები არიან და ჩნდებიან სხვადასხვა სახით ან შესაშინებლად, ან საცდუნებლად"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 24 2025, 09:28 PM
პოსტი #203


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 61,987
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინაიდან ერესი საკუთრივ გონების ცოდვაა, იგი არა მარტო აბნელებს გონებას, არამედ გულის განსაკუთრებულ უბრძნობლობასაც გადასცემს, კლავს მას მარადიული სიკვდილით.

ამ ცოდვით ადამიანი ყველაზე მეტად ემსგავსება დაცემულ სულებს, რომელთა მთავარი ცოდვაც არის ღვთისადმი წინააღმდეგობა და ღვთის გმობა"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 9 10 11
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th July 2025 - 01:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი