IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> ბავშვები და მათი მორწმუნეობა
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 01:08 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(ninutca @ Jul 26 2007, 04:06 PM) *

მშვიდობა მამაო.
მაინტერესებს მონათლული ახალშობილის ზიარება როგორ ხდება. დედამ ხომ არ უნდა წაუკითხოს ბავშვს ზიარების წინა და შემდეგი ლოცვები.


ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი მონათლული ახალშობილი არ ცხონდებაო biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 27 2007, 01:21 AM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 12:08 AM) *

ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი ახალშობილი არ ცხონდებაო biggrin.gif


და რომ ეზიაროს ამით დაშავდება რამე? სულ პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგოს მშობელმა მის შვილს უფლის სიყვარული და ღვთისმსახურება. ჩემთან ხშირად ვხედავ ჩვილ ბავშვებს რომ აზიარებენ მშობლები და ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jul 27 2007, 01:22 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(Tatarashvili @ Jul 27 2007, 02:21 AM) *

და რომ ეზიაროს ამით დაშავდება რამე? სულ პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგოს მშობელმა მის შვილს უფლის სიყვარული და ღვთისმსახურება. ჩემთან ხშირად ვხედავ ჩვილ ბავშვებს რომ აზიარებენ მშობლები და ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ smile.gif

გეთანხმები აბსოლუტურად


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 01:37 AM
პოსტი #4


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 09:21 PM) *

სულ პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგოს მშობელმა მის შვილს უფლის სიყვარული და ღვთისმსახურება.


ზიარება მაგია არ არის wink.gif ჯერ უნდა ასწავლოს მშობელმა რაა ქრისტიანობა, რა არის ზიარება და ადამიანი საკუთარი ნებით უნდა ცდილობდეს უფალთან მიახლოებას.

ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 09:21 PM) *

ჩემთან ხშირად ვხედავ ჩვილ ბავშვებს რომ აზიარებენ მშობლები და ამაში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ smile.gif


მეც ვხედავ, მაგრამ მეცოდებიან ბავშვები რომლებიც ტირიან ზიარების დროს. ვერ ვხვდები რატომ აძალებენ მშობლები შვილებს ზიარებას, როცა ბავშვების ნება არაა, ან რატომ არის აუცილებელი ადამიანი საკუთარი ნების გარეშე ეზიაროს?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 27 2007, 01:45 AM
პოსტი #5


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 12:37 AM) *

ზიარება მაგია არ არის wink.gif ჯერ უნდა ასწავლოს მშობელმა რაა ქრისტიანობა, რა არის ზიარება და ადამიანი საკუთარი ნებით უნდა ცდილობდეს უფალთან მიახლოებას.
მეც ვხედავ, მაგრამ მეცოდებიან ბავშვები რომლებიც ტირიან ზიარების დროს. ვერ ვხვდები რატომ აძალებენ მშობლები შვილებს ზიარებას, როცა ბავშვების ნება არაა, ან რატომ არის აუცილებელი ადამიანი საკუთარი ნების გარეშე ეზიაროს?


ჩვილ ბავშვს რა ნება უნდა ქნდეს ნუ გადამრევ ეხლა biggrin.gif პატარა ბავშვი ყველაფერზე ტირის მასეც არაა საქმე. მშობელი როცა აზიარებს მის ბავშვს მას სურს რომ ბავშვი რაც შეიძლება მალე გახადოს ამ დიდი საიდუმლოების თანამონაწილე.მას უნდა რომ რაც შეიძლება მალე მიეჩვიოს ამ ყველაფერს ბავშვი და რაც მთავარია რაც შეიძლება მალე აზიაროს მისი ჩვილი ღვთის წმინდა ნაწილებს smile.gif ასე რომ პრობლემას ვერ ვხედავ მე.

თუ რამეს არასწორად ვიძახი მაპატიეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 02:03 AM
პოსტი #6


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 09:45 PM) *

მას უნდა რომ რაც შეიძლება მალე მიეჩვიოს ამ ყველაფერს ბავშვი და რაც მთავარია რაც შეიძლება მალე აზიაროს მისი ჩვილი ღვთის წმინდა ნაწილებს smile.gif


ზიარების მიჩვევა არ მესმის, ადრე წესი იყო ბავშვებს არ ნათლავდნენ, კათაკმეველთა რიგებში აყენებდნენ, იმიტომ რომ ჯერ ქრისტიანობას ასწავლიდნენ, უქადაგებდნენ და ადამიანი საკუთარი ნებით გააზრებულად ინათლებოდა და ეზიარებოდა წმ. საიდუმლოებებს. არც ისაა მთავარი რაც უფრო მალე აზიარებ შვილს, მთავარია "შიშით და კრძალვით" ეზიაროს ადამიანი smile.gif

ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 09:45 PM) *

ასე რომ პრობლემას ვერ ვხედავ მე.


შენ პრობლემას ვერ ხედავ, და მე აუცილებლობას ვერ ვხედავ.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 27 2007, 02:24 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 01:08 AM) *

ეს კითხვა ერთ-ერთმა ფორუმელმა დაუსვა მოძღვარს. მე მაინტერესებს, რა აუცილებელია ახალშობილის ზიარება? ბავშვმა ხომ არ იცის რა არის ზიარება? რწმენის გარეშე საიდუმლოს, მით უმეტეს ამხელა საიდუმლოს-ზიარებას რა აზრი აქვს? ზიარება მაგიური ქმედება ხომარ არის? ბავშვს, მით უმეტეს ახალშობილს რა რწმენა უნდა ჰქონდეს? არ სჯობია ჯერ გაიგოს რწმენით, და ისე ეზიაროს? ეხლა არ თქვათ უზიარებელი ახალშობილი არ ცხონდებაო biggrin.gif


სუფთა პროტესტანტივით მსჯელობ (მასეთი არგუმენტები რომ ანაბაპტისტებს მოესმინათ ნათლობაზე, ხელს ჩამოგართმევდნენ). ახლა დამზადების წესსაც ასწავლი ჩვილს საჭმლის? თუ მანამდე არ უნდა აჭამო, სანამ დამზადების წესს არ ისწავლის და საჭმლის აუცილებლობას ადამიანის სიცოცხლისთვის ვერ მიხვდება გონებით? ზუსტად ანალოგიურად, რატომ უნდა დაუშალო ჩვილს სულიერი საკვების, ”ჭეშმარიტი პურის” მიღება? დაუშალო კი არა, უნდა აზიარო, იმიტომ რომ ეს არის ნებისმიერი ქრისტიანისთვის აუცილებელი და პატარა ჩვილიც ქრისტიანია.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 02:34 AM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 10:24 PM) *

სუფთა პროტესტანტივით მსჯელობ (მასეთი არგუმენტები რომ ანაბაპტისტებს მოესმინათ ნათლობაზე, ხელს ჩამოგართმევდნენ). ახლა დამზადების წესსაც ასწავლი ჩვილს საჭმლის? თუ მანამდე არ უნდა აჭამო, სანამ დამზადების წესს არ ისწავლის და საჭმლის აუცილებლობას ადამიანის სიცოცხლისთვის ვერ მიხვდება გონებით?


რა შედარება გაქვს ბიჯოს? biggrin.gif

ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 10:24 PM) *

ზუსტად ანალოგიურად, რატომ უნდა დაუშალო ჩვილს სულიერი საკვების, ”ჭეშმარიტი პურის” მიღება? დაუშალო კი არა, უნდა აზიარო, იმიტომ რომ ეს არის ნებისმიერი ქრისტიანისთვის აუცილებელი და პატარა ჩვილიც ქრისტიანია.


წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, მიუხედავად იმისა რომ მამამისი ეპისკოპოსი იყო wink.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 27 2007, 02:40 AM
პოსტი #9


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ზებედე

და რის დამტკიცებას ცდილობ არ მესმის? რომ პატარების ზიარება არასავალდებულოა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 02:42 AM
პოსტი #10


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Tatarashvili @ Jul 26 2007, 10:40 PM) *

ზებედე

და რის დამტკიცებას ცდილობ არ მესმის? რომ პატარების ზიარება არასავალდებულოა?


არ ვამბობ რომ არ უნდა აზიარონთქო, რა უფლება მაქვს, მაგრამ აუცილებლობას ვერ ვხედავ wink.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2007, 02:48 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნდამ... ბავშვები ქრისტესთან არ მიუშვათო გუჯიკო გვიქადაგებს, ხომ არ ეწინააღმდეგება ის თავად ქრისტეს? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 27 2007, 02:59 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 02:34 AM) *

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, მიუხედავად იმისა რომ მამამისი ეპისკოპოსი იყო wink.gif


კი, იყო ასეთი წესი, რომლის საფუძველს ნათლობის მიერ ცოდვების მიტევება წარმოადგენდა. აღარ შეგახსენებ ახლა, რა ცხარე ცრემლით ტიროდა გრიგოლი, ზღვაში რომ ქარიშხალში მოყვა და უნათლავად იღუპებოდა. ჩვენ გვწამს ეკლესიის კრებსითი ცნობიერების, ამან კი, სხვას რომ თავი ვანებოთ, უკვე მე-3 ს.-ში ჰპოვა გამოვლინება კვიპრიანე კართაგენელის მიერ შეკრებილ აფრიკელ ეპისკოპოსთა კრებაზე. იგივე ბასილი დიდი, რომელიც თვითონ გვიან მოინათლა, ხალხს მოუწოდებდა ნათლობა არ გადაედოთ. ჩვილთა ნათლობის უარყოფით მოციქულთადროინდელ გადმოცემას უარყოფ. მართლა პროტესტანტიზმში გადაიჭერი უკვე, დამაფიქრებელია ეს.

ციტატა
რა შედარება გაქვს ბიჯოს?


ადექვატური.

პ.ს. რა შუაშია მოზრდილ ასაკში ნათლობა ზიარებასთან?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 03:06 AM
პოსტი #13


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Jul 26 2007, 10:48 PM) *

ნდამ... ბავშვები ქრისტესთან არ მიუშვათო გუჯიკო გვიქადაგებს, ხომ არ ეწინააღმდეგება ის თავად ქრისტეს? biggrin.gif


ე.ი. მონათლული ჩვილი ბავშვები რომლებიც არ ეზიარებიან ქრისტესთან არ არიან, და რომლებიც ეზიარებიან ქრისტესთან არიან? რომელმა კრებამ დაადგინა და აუცილებლობად განაცხადა ჩვილი, თვეების ბავშვის ზიარება?

„სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17).

„რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30).

ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს ვიღებთ. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი)





--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაკუნა
პოსტი Jul 27 2007, 03:10 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,495
რეგისტრ.: 18-March 07
წევრი № 1,409



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 04:06 AM) *


„სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17).

„რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30).

ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს ვიღებთ. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი)

ნუთუ შენ ამ სიტყვების მნიშვნელობაც გესმის გუჯა? შენ არ თქვი ძველქართულად ვერაფერს ვიგებო smile.gif როგორც შენ გაიგე ისე დანარჩენები გაიგებენ smile.gif ასე რომ... smile.gif


პ.ს. ბოდიში ოფტოპიკისთვის


--------------------
ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...

ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება...

არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 27 2007, 03:12 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



გუჯა, გიჟის ზიარება შეიძლება? გონებრივად ჩამორჩენილის?


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2007, 03:12 AM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ე.ი. მონათლული ჩვილი ბავშვები რომლებიც არ ეზიარებიან ქრისტესთან არ არიან, და რომლებიც ეზიარებიან ქრისტესთან არიან? რომელმა კრებამ დაადგინა და აუცილებლობად განაცხადა ჩვილი, თვეების ბავშვის ზიარება?


ალოჰაააა, შვილო - სანკურნებლად სულისა და ხორცისა იცი რა არის? ბავშვები უკვე ცხონდენ? თუ მატერიალური რეალიებიდან გაიყვანე?

"ჩემთანა ჰგიეს" იცი რას ნიშნავს?

ისინი აუცილებლად უნდა ეზიარონ, რადგან საჭიროა სულსა და ხორცს (ადამიანს) პატარაობიდანვე ჰქონდეს განცდილი და შეგრძნობილი ქრისტე - როგორც ევქარისტია... ბავშვებისთვის ზიარებასთან მიახლების აკრძალვა, არის ფანატიზმი...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 03:18 AM
პოსტი #17


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 10:59 PM) *

ხალხს მოუწოდებდა ნათლობა არ გადაედოთ.


თუმცა ჯერ უქადაგებდა ქრისტიანობას smile.gif და მერე ნათლავდა

ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 10:59 PM) *

ჩვილთა ნათლობის უარყოფით მოციქულთადროინდელ გადმოცემას უარყოფ.


მე არაფერს ვუარყოფ. წმ. გრიგოლის დროს ბავშვების მონათვლა არ ხდებოდა, ისინიც უარყოფდნენ მოციქულთა გადმოცემას?



ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 10:59 PM) *

პ.ს. რა შუაშია მოზრდილ ასაკში ნათლობა ზიარებასთან?


ორივე დიდი საიდუმლოა...

ციტატა(მნათე @ Jul 26 2007, 11:12 PM) *

ბავშვები უკვე ცხონდენ?


წარწყმდნენ?

ციტატა(მნათე @ Jul 26 2007, 11:12 PM) *

ისინი აუცილებლად უნდა ეზიარონ, რადგან საჭიროა სულსა და ხორცს (ადამიანს) პატარაობიდანვე ჰქონდეს განცდილი და შეგრძნობილი ქრისტე - როგორც ევქარისტია...


როგორ უნდა განიცადოს თვეების ჩვილმა ქრისტე, ზიარება როგორც ევქარისტია?


ციტატა
ბავშვებისთვის ზიარებასთან მიახლების აკრძალვა, არის ფანატიზმი...


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 27 2007, 03:21 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
წარწყმდნენ?


ვაიმე რატომ ხარ ასეთი ტლუ? biggrin.gif

ერთხელ მეხი დაგეცემა...

შვილო შენ წარწყმდი რომ ეზიარები?

ციტატა
როგორ უნდა განიცადოს თვეების ჩვილმა ქრისტე, ზიარება როგორც ევქარისტია?


სულით და ხორცით შვილო, გონება რახან არ აქვს განვითარებული სული სა ჯანდაბაში მოუსროლე? რატომ გგონია რომ მას დაზიანებული ნება არ აქვს? და რომ საკვების მიღება პატარაობიდანვე არ სჭირდება?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jul 27 2007, 03:23 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ზებედე @ Jul 27 2007, 03:13 AM) *

თუმცა ჯერ უქადაგებდა ქრისტიანობას smile.gif და მერე ნათლავდა


არ იყო მასე. გრიგოლი ამბობს, რომ სასურველიაო ბავშვები ასე სამი წლის ასაკში მოვნათლოთო (არ ამბობს, რომ ეკლესიის სწავლებაა, არამედ სასურველიაო), ხოლო თუ აუცილებლობაა რამე საშიშროება, მაშინ დაუყოვნებლივო. ახლა სამი წლის ბავშვს ვერ მოსთხოვ ნაღდად ქრისტიანობის დოგმატების ცოდნას.

ციტატა
მე არაფერს ვუარყოფ. წმ. გრიგოლის დროს ბავშვების მონათვლა არ ხდებოდა, ისინიც უარყოფდნენ მოციქულთა გადმოცემას?


კი, არასწორი პრაქტიკა იყო, რომლის გაჩენის მიზეზიც აგიხსენი.

ციტატა
ორივე დიდი საიდუმლოა...


მაგრამ ბავშვები არ უნდა გააკარო არცერთს IPB-ს სურათი



--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი Jul 27 2007, 03:35 AM
პოსტი #20


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(მნათე @ Jul 26 2007, 11:21 PM) *

რატომ გგონია რომ მას დაზიანებული ნება არ აქვს? და რომ საკვების მიღება პატარაობიდანვე არ სჭირდება?


საკვები ღვთის სიტყვა არ არის? ასწავლო, უქადაგო, და საკუთარი ნებით ეზიაროს?


ციტატა(Sotiris @ Jul 26 2007, 11:23 PM) *

არ იყო მასე. გრიგოლი ამბობს, რომ სასურველიაო ბავშვები ასე სამი წლის ასაკში მოვნათლოთო (არ ამბობს, რომ ეკლესიის სწავლებაა, არამედ სასურველიაო),


სად 3 წლის ბავშვი და სად თვეების ჩვილი?

ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის.


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th June 2025 - 02:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი