![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#21
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა საკვები ღვთის სიტყვა არ არის? ასწავლო, უქადაგო, და საკუთარი ნებით ეზიაროს? ღვთის სიტყვა რომ ქრისტეა, მანდ ვარ მეც ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
![]()
პოსტი
#22
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 ![]() |
სად 3 წლის ბავშვი და სად თვეების ჩვილი? მომიყვანე ქალკიდონის დოგმატის მცოდნე 3 წლის ბავშვი ![]() ციტატა ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის. წმიდა წყლის პროტესტანტიზმია, შვილო, და რა გიყო? ![]() -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
![]()
პოსტი
#23
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა წმიდა წყლის პროტესტანტიზმია, შვილო, და რა გიყო? რა ვუყოთ და ტვინი გამოვურეცხოთ ამ დასავლეთევროპულ-იდეოლოგიური ნაგვისგან და ერთხელ და სამუდამოდ ყველა შევუდგეთ სულიწმიდის ცნობიერების ჩამოყალიბებას საკუთარ თავში.... ხალხო გალიაში ვართ, ცოდვის გალიაში, სულიწმიდა მოდის და გვათავისუფლებს... ხოდა ახლა გუჯა ამბობს, ბავშვები ისედაც მშვენივრად გრძნობენ თავს გალიაში და მათ თავისუფლების გემო არ გაასინჯოთო.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
ზებედე |
![]()
პოსტი
#24
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ღვთის სიტყვა რომ ქრისტეა, მანდ ვარ მეც ![]() ხო და ამ თემის გახსნა რატომ გადავწყვიტე იცი? ზოგიერთ მშობელს მოვალეობის მოხდის მიზნით მიჰყავს შვილი საზიარებლად, და ჰგონია რომ თუ შვილს აზიარებს მას არაფერი დაემართება ცხოვრებაში, ზიარება მაგიურობა ჰგონიათ. ამას არ სჯობია შვილს ჯერ ასწავლო, უქადაგო, რომ მოემზადოს საზიარებლად? ისეთი მშობლები აზიარებენ შვილებს, რომლებმაც თვითონ არ იციან რაა ზიარება და არც ზიარებულან ![]() წმიდა წყლის პროტესტანტიზმია, შვილო, და რა გიყო? ![]() უარგუმენტოდ მწამებ ცილს, ასე რომ მაგ ბრალდებას არ მივიღებ ![]() ხალხო გალიაში ვართ, ცოდვის გალიაში, სულიწმიდა მოდის და გვათავისუფლებს... ხოდა ახლა გუჯა ამბობს, ბავშვები ისედაც მშვენივრად გრძნობენ თავს გალიაში და მათ თავისუფლების გემო არ გაასინჯოთო.... შვილო, შენ ისე იგებ როგორც გინდა ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#25
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ნუთუ შენ ამ სიტყვების მნიშვნელობაც გესმის გუჯა? შენ არ თქვი ძველქართულად ვერაფერს ვიგებო ![]() ![]() ![]() მოციქულის ნათქვამი ძველქართულად მე ვერ გავიგე, თქვენ ხომ გესმით და თქვენთვის დავდე, თანამედროვე ქართულით ეს სწერია კიდევ კარგი ![]() ციტატა ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს ვიღებთ. (პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი) აქ მოციქული ამბობს სადმე რომ თვეების (ახალდაბადებული) ბავშვებიც აზიარეთო? ჩვილმა ბავშვმა იცის რა არის კეთილკრძალულება? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#26
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ზებედე
ციტატა ზიარება მაგია არ არის ჯერ უნდა ასწავლოს მშობელმა რაა ქრისტიანობა, რა არის ზიარება და ადამიანი საკუთარი ნებით უნდა ცდილობდეს უფალთან მიახლოებას. ეს კითხვა საერთოდ რატომ დაგებადა და საიდან? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#27
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
გუჯა შენ მთლად აურიე...
:კანუდოსელის სმაილი: საიდან იგონებ ამ ზღაპრებს, რომ ვიღაცეებს რაღაცეები გონიათ? დამთავრდა ასფურცელას ასაკი გუჯა, დიდი ბიჭი ხარ, ცოტა წაიკითხე აწი მარტო შეკითხვებს რომ სვამ კუდიანი დედაბრის გასამხიარულებელს. და კაიროსი და კანუდოსელი მოგყავს მოწმედ, როცა გაწყობს. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
ნათია |
![]()
პოსტი
#28
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მგონი ზოგიერთს ზიარების მნიშვნელობა კარგად არ ესმის....
![]() პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება ევქარისტიის საიდუმლო ევქარისტია (ბერძნ. εύχαριστία - ზედმიწევნით „სამადლობელი“) არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. ამრიგად, ეს საიდუმლო ორი ნაწილისაგან შედგება: ა. პურისა და ღვინის გადაქცევა ანუ გარდაარსება უფლის ხორცად და სისხლად; ბ. ამ წმიდა ძღვენის ზიარება. მას ეწოდება ევქარისტია, უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა. საიდუმლოს დადგინების წინ ქრისტემ მანამ აღუთქვა ხალხს ეს საიდუმლო, სანამ პირველად აღასრულებდა მას საიდუმლო სერობაზე. ხუთი ათასი ადამიანის ხუთი პურით დაპურების დროს უფალი საუბრობდა ცხოველი პურის შესახებ და ასწავლიდა: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე, და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა“ (ინ. 6,51). ცხადია, იუდეველებმა ქრისტეს სიტყვები პირდაპირ გაიგეს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ვითარ ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად?“ (ინ. 6,52); და უფალსაც არ უთქვამს იუდეველთათვის, რომ მას არასწორად გაუგეს, მხოლოდ უფრო მეტი ძალითა და სიცხადით გააგრძელა იგივე შინაარსის სიტყვა „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკეთუ არა შჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორება თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანასკნელსა მას დღესა. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს, და მე მის თანა“ (ინ. 6,53-56). ასევე პირდაპირ გაიგეს ქრისტეს სიტყვები მისმა მოწაფეებმა: „ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე. ვის ჴელეწიფების სმენად მისა?“ (ინ. 6,60) - ამბობდნენ ისინი. მაცხოვარმა, რათა დაერწმუნებინა, რომ ასეთი რამ შესაძლებელია, მიუთითა სხვა სასწაულზეც - თავის ზეცად ამაღლებაზე სამომავლოდ: „ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? უკუეთუ იხილოთ ძე კაცისა აღმავალი, სადაც იყო პირველ?“ (ინ. 6,61-62) და დასძენს: „სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა, რომელთა გეტყვ თქუენ, სულ არიან და ცხორება“ (ინ. 6,63). ამ შენიშვნიდან ჩანს, რომ ქრისტე არ ითხოვს, მისი საუბარი ცხოველ პურზე „გადატანითიი მნიშვნელობით იქნას გაგებული. „არიან ვინმე თქუენგანი, რომელთა არა ჰრწამს“ - იქვე დასძენს იგი. ამ სიტყვებით მაცხოვარი თავად მიანიშნებს, რომ მისი სიტყვები ძნელად სარწმუნოა. როგორ უნდა ჭამონ მისი ხორცი და სვან მისი სისხლი მორწმუნეებმა?! მაგრამ იგი ადასტურებს, რომ ლაპარაკობს თავის ჭეშმარიტ სხეულზე. მისი სიტყვები თავის ხორცსა და სისხლზე არის „სული და ცხორება“, ისინი ადასტურებენ, რომ: ა. მას, ვინც ქრისტეს სისხლსა ღა ხორცს ეზიარება, ექნება საუკუნო ცხოვრება და ბოლო ჟამს აღდგება დიდების სასუფევლისთვის: ბ. ზიარებით ადამიანი ქრისტესთან უმჭიდროეს ურთიერთობას ამყარებს. მაცხოვრის სიტყვები მიანიშნებენ არა ხორციელ, არამედ სულიერ ცხოვრებაზე: „პურ ზეციური და სასუმელი ცხორებისა იგემეთ და ნახეთ, რამეთუ სახიერ არს უფალი“ - ვისმენთ პირველშეწირულის ლიტურგიაზე. ზიარება ფიზიკღრი შიმშილის დაოკება არ არის, როგორც ეს უდაბნოში მანანათი განძღომის დროს, შემდგომად კი ხუთი ათასი ადამიანის დაპურებისას მოხდა - იგი მარადიული ცხოვრებისათვის არს მნიშვნელოვანი. საიდუმლოს დადგინება და მისი აღსრულება მოციქულთა ეპოქაში მაცხოვრის მიერ ევქარისტიის სამომავლო დადგინების მითითება გადმოცემულია იოანეს სახარებაში. თავად საიდუმლოს დადგინებას აღწერს სამივე მახარებელი-სინოპტიკოსი: მათე, მარკოზი და ლუკა. მოგვიანებით ეს გაიმეორა პავლე მოციქულმა. მათეს სახარება მოგვითხრობს: „ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ, მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ თქუა: სუთ ამისაგან ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26-28). ამასვე გვაუწყებს მარკოზის სახარების მე-14 თავი და ლუკას სახარება: „და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვს მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე არს სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული“ (ლკ. 22,19-20). პავლე მოციქული კი გადმოგვცემს: „რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური, ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთვს განტეხილი: ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა“ (I კორ. 11,23-24). მაცხოვრის სიტყვები საიდუმლო სერობაზე: „ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული“ (ლკ. 22,19) და „... ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა“ (მთ. 26,26) - სავსებით ცხადია და გარკვეული და რაი მე განსხვავებულსა თუ არაპირდაპირ განმარტებებს არ საჭიროებს. მოწაფეებს იესო ქრისტემ მიართვა თავისი ჭეშმარიტი ხორცი და ჭეშმარიტი სისხლი; ეს აღსრულდა მაცხოვრის აღთქმის თანახმად თავის სისხლისა და ხორცის შესახებ (ინ. 6). უფალმა აზიარა მოწაფენი და მცნებად დაუდო: „ამას ჰყოფდით... ჩემდა მოსახსენებლად“. და ეს მსხვერპლშეწირვა უნდა სრულდებოდეს „ვიდრემდის მოვიდეს“ უფალი (I კორ. 11,26), ანუ პავლე მოციქულის დარიგების მიხედვით, უფლის მეორე მოსვლამდე. ეს მაცხოვრის სიტყვებიდანაც ჩანს: „უკუეთუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა“ (ინ. 6,53). და მართლაც, ეკლესიამ პირველივე დღეებიდანვე მიიღო ევქარისტია, როგორც უდიდესი საიდუმლო და მისი დადგინება უდიდესი ზედმიწევნობითა და კეთილკრძალულებით არის დაცული. იგი სრულდება და აღესრულება ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. მოციქულთა ეპოქაში ევქარისტიის საიდუმლოს შესრულების შესახებ ვკითხულობთ „საქმენი მოციქულთას“ წიგნში (საქ. 2,42,46; 20,6-7) და პავლე მოციქულის კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში. იგი წერს: „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელი ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესთაჲ არსა? პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არა-მე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა? რამეთუ ერთ პურ და ერთ ჴორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,16-17). „რამეთუ რაოდენ-გზისცა სჭამდით პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანამდებ არს იგი ჴორცთა და სისხლთა უფლისასა. გამო-და-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელსა მისგან სუნ. ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი“ (I კორ. 11,26-30). ამ სიტყვებით მოციქული გვარიგებს, თუ როგორი კეთილკრძალულებითა და წინასწარი თვითგამოცდით უნდა მიეახლოს ქრისტიანი ზიარებას და შეგვაგონებს, რომ ამ დროს უბრალოდ სასმელ-საჭმელს კი არა, ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლსა და ხირცს ვიღებთ. ევქარისტიისას ქრისტესთან შეკრთებით მორწმუნენიც შედიან ერთობაში ურთიერთთან: „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოვლითა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (I კორ. 10,17). პურისა და ღვინის გარდაარსება ევქარისტიის საიდუმლოში ევქარისტიის საიდუმლოში, როდესაც მღვდელმსახური სულიწმიდას მოიწვევს შეწირულ ძღვენზე და მათ აკურთხევს მამა ღმერთისადმი აღვლენილ ლოცვაში: „და ჰყავ უკუე პური ესე პატიოსან ხორც ქრისტეს შენისა, ხოლო ბარძიმსა ამას შინა პატიოსან სისხლ ქრისტეს შენისა. შესცვალე სულითა შენითა წმიდითა“ - ზუსტად ამ დროს პური და ღვინო სულიწმიდის გარდამოსვლით ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად გადაიქცევა. შემდგომად ამისა, ჩვენი თვალები წმიდა ტრაპეზზე ხედავენ პურსა და ღვინოს, მაგრამ არსობრივად, გრძნობადი მზერისათვის უხილავად, ეს პურისა და ღვინის სახით წარმოდგენილი უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტი სისხლი და ჭეშმარიტი ხორცია. მაშასადამე, ნაკურთხი ძღვენი - ეს მარტოოდენ ნიშნები და სიმბოლოები არ არის, რომლებიც, რეფორმატორ პროფ. ცვინგლის აზრით, მორწმუნეებს გამოსყიდვას შეახსენებს; არც მარტო თავისი „ქმედებითა და ძალით“ („დინამიურად“) მყოფობს მათში იესო ქრისტე, როგორც კალვინი ასწავლიდა: არც მხოლოდ „გამსჭვალავს“ მათ, როგორც ლუთერანები თვლიან (ისინი ცნობენ ქრისტეს თანამყოფობას „პურთან, პურში, პურის ქვეშ“). არა, ნაკურთხი ძღვენი საიდუმლოში დაიქცევა (ან გვიანდელი ტერმინით - გარდაარსდება) ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად, როგორც მაცხოვარმა ბრძანა: „ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს“ (ინ. 6,55). ამ ჭეშმარიტებას „აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე“ შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „გვწამს, რომ ამ მღვდელმოქმედებაში ჩვენს წინ მყოფობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე არა სიმბოლურად (τυπίκώς) არც ხატოვნად (εικονίκως), არა მადლის სიუხვით, როგორც სხვა დანარჩენ საიდუმლოებებში, არა ოდენ მოფენით, როგორც, ზოგი მამის აზრით, ნათლისღების დროს ხდება; არც პურის „გამსჭვალვით“, თითქოს ღმერთ-სიტყვას ევქარისტიით შეწირულ პურში არსობრივად „შეეღწიოს“, როგორც ამას ლუთერის მიმდევრები საკმაოდ უხეიროდ და უღირსად გვიხსნიან. უფალი მყოფობს ჭეშმარიტად და ნამდვილად, - პურისა და ღვინის კურთხევისას პური გადაიქცევა, გარდაარსდება, გარდაიქმნება, გარდაისახება ჭეშმარიტ ხორცად უფლისა, რომელიც დაიბადა ბეთლემში ქალწულისაგან, მოინათლა იორდანეში, ივნო, დაეფლა, აღდგა, ამაღლდა და მჯდომარე არის მარჯვენით მამისა და მოვალს ზეციდან ღრუბელთა ზედა. ხოლო ღვინო გარდაიქცევა და გარდაარსდება უფლის ჭეშმარიტ სისხლად, რომელიც ჯვარზე მისი ვნების დროს დაითხია ქვეყნის ცხონებისათვის; კვალად გვწამს, რომ პურისა და ღვინის კურთხევისას რჩება და არა თავად პური და ღვინო, არამედ მათი სახით უფლის ხორცი და სისხლი“13. ზიარების წმიდა საიდუმლოზე მსგავს სწავლებებს ყველა წმიდა მამასთან ვხვდებით: დაწყებული უძველესთაგან (მაგ., წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი) და სხვა ძველი ეკლესიის მწერლებთან (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი). მაგრამ უძველესი მამები ამ სწავლებას მთლად ზუსტი ტერმინებით არ გამოხატავენ და ზოგი მათგანი უფრო სიმბოლურ განმარტებებს უახლოვდება (რაზედაც მიუთებენ პროტესტანტები); მაგრამ მათი გამოხატვის ეს მეთოდი ნაწილობრივ აიხსნება მათ წინაშე მდგომი პოლემიკური ხასიათის ამოცანებით (ორიგენე - „საიდუმლოსადმი ტლანქი, გრძნობადი დამოკიდებულების წინააღმდეგ“, ტერტულიანე „მარკიონეს ერესის წინააღმდეგ“). აპოლოგეტები წარმართთა წინაშე ზოგადქრისტიანულ ჭეშმარიტებებს იცავდნენ, მაგრამ მათ საიდუმლოთა სიღრმეებში არ ახედებდნენ. I მსოფლიო კრებაში მონაწილე მამები აღიარებდნენ: „საღვთო ტრაპეზზე ჩვენ არ უნდა ვხედავდეთ უბრალოდ შეწირულ პურსა და სასმელს, არამედ ავმაღლდეთ გონებით და რწმენით შევიმეცნოთ, რომ წმიდა ტრაპეზზე ძევს კრავი ღვთისა, ამქვეყნიურ ცოდვათა ამღები, მღვდელთაგან მსხვერპლად შეწირული და ჭეშმარიტად შევიწყნაროთ პატიოსანი ხორცი და სისხლი მისი. უნდა გვჯეროდეს, რომ ეს არის ნიშანი ჩვენი აღდგომისა“. ღვთის ძალით პურისა და ღვინის ქრისტეს ხორცად და სისხლად გარდაარსების შესაძლებლობის დასამტკიცებლად და ასახსნელად ძველი მწყემსები მიუთითებდნენ შემოქმედის ყოვლისშემძლეობასა და მისი ამ თვისების დამადასტურებელ ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა სამყაროს შექმნა არაფრისგან, განხორციელების საიდუმლო, წმიდა წერილში ნახსენები სასწაულები: კერძოდ, წყლის ღვინოდ გადაქცევა (წმ. იოანე ოქროპირი, წმ. ამბროსი მედიოლანელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, ღირსი იოანე დამასკელი); ამასთან ერთად გვახსენებენ, თუ ჩვენთვის უხილავად როგორ გარდაარსდება თავად ჩვენში, საკვებად მიღებული პური, ღვინო თუ წყალი ჩვენს ხორცად და სისხლად14. კერძო დებულებანი წმიდა ძღვენში უფალ იესო ქრისტეს მყოფობის გვარობის შესახებ ა. თუმცა პური და ღვინო საიდუმლოში უფლის მხოლოდ სისხლად და ხორცად გარდაარსდება, მაგრამ ღმერთი ამ საიდუმლოში მყოფობს მთელი თავისი არსებით, ანუ თავისი სულითა და ღვთაებრივი ბუნებით, რომელიც განუყოფლად არის შეერთებული მის კაცობრივ ბუნებასთან. ბ. მიუხედავად იმისა, რომ შემდგომად უფლის სისხლი და ხორცი ზიარების საიდუმლოში ნაწევრდება და იყოფა, ჩვენ გვწამს, რომ წმიდა საიდუმლოს ძღვენის თითოეულ, უმცირესი ნაწილითაც კი ადამიანები ეზიარებიან თავისი არსით, ანუ სულითა და ღვთაებრივი ბუნებით სრულ ქრისტეს - სრულ კაცსა და სრულ ღმერთს. ამ რწმენას წმიდა ეკლესია გამოხატავს წმიდა კრავის დანაწევრებისას მღვდელმსახურის მიერ წარმოთქმული სიტყვებით: „ნაწილდება და განიყოფება კრავი ღვთისა, დანაწევრებული და განუყოფელი, მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული, არამედ მიმღებელოა განმწმედელი“ გ . სამყაროში ერთდროულად მრავალი ლიტურგია აღესრულება, მაგრამ ქრისტეს სხეული ერთია და არა მრავალი. ყველა ტაძარში მყოფობს ერთი ქრისტე და მართალნი მის სხეულს იღებენ. დ. ყველა ეკლესიაში დამოუკიდებლად მომზადებული შეწირული პური კურთხევის შემდგომ გადაიქცევა იმავე სხეულად, რომელიც ცათა შინა მყოფობს. ე. ევქარისტიის საიდუმლოში პურისა და ღვინის ხორცად და სისხლად გარდაარსების შემდგომ ისინი უკვე აღარ უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას - რჩებიან უფლის სისხლად და ხორცად სამარადისოდ და დამოუკიდებლად იმისა, მიიღებენ თუ არა მას მორწმუნენი. ამიტომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ძველთაგანვე დამკვიდრდა ჩვეულეაბად, გარკვეულ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგიის შესრულება იმ რწმენით, რომ წინა ლიტურგიაზე ნაკურთხი ძღვენი ქრისტეს ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად რჩება. ძველთაგანვე მოდის წესი წმიდა ჭურჭელში მომაკვდავთათვის საგზლად ნაკურთხი ძღვენის შენახვისა. ცნობილია, რომ ძველ ეკლესიაში ასევე არსებობდა ჩვეულება, დიაკონის ხელით გაეგზავნათ ნაკურთხი ძღვენი იმ ქრისტიანებისთვის, რომელთაც ეკლესიაში ზიარების საშუალება არ ჰქონდათ. ასეთები იყვნენ აღმსარებლები, საპყრობილეში ჩამწყვდეულნი, მონანულები; ძველად, არცთუ იშვიათად, მორწმუნეებს წმიდა ძღვენი ტაძრიდან სახლში, ხოლო მოსაგრეებს კი უდაბნოში კრძალვით მიჰქონდათ. ვ. ღმერთკაც ქრისტეს შეჰფერის ერთიანი, განუყოფელი თაყვანისცემა როგორც ღმერთსა და როგორც კაცს ბუნებათა განუყოფლად შეერთებისა გამო. ამიტომაც ევქარისტიის წმიდა საიდუმლოსაც ჩვენგან ისეითივე პატივი და თაყვანისცემა ეგების, როგორსაც თავად უფალ იესო ქრისტეს მივაგებთ. ევქარისტიის მიმართება გოლგოთის მსხვერპლთან ევქარისტიის მსხვერპლი მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის გამეორება არ არის. ეს არის შეწირვა ჩვენი გამომსყიდველის მიერ ერთხელ ჯვარზე სამსხვერპლოდ ატანილი სისხლისა და ხორცისა, რომელიც არის „მარადის ჭამადი და აროდეს მოკლებული“. გოლგოთა და ევქარისტიის მსხვერპლი ურთიერთგანუყოფელნი არიან და ერთ მსხვერპლს შეადგენენ. მაგრამ იმავდროულად განსხვავდებიან კიდეც. ისინი განუყოფელნი არიან, როგორც ღმერთის მიერ გოლგოთაზე დარგული მადლმოსილი ხე ცხოვრებისა, რომელიც თავის საიდუმლო ტოტებით მთელს თავის ეკლესიას აღავსებს და ბოლო ჟამამდე გამოკვებავს თავისი მაცხოვნებელი ნაყოფით ყველას, ვინც მარადიულ ცხოვრებას ეძებს. მათი განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ ევქარისტიის მსხვერპლი არის უსისხლო და უვნებო, რადგანაც მას შემდგომ, რაც მაცხოვარი „აღდგა მკვდრეთით, არღარა მოკუდეს და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს“ (რომ. 6,9); იგი შეიწირება ტანჯვის, სისხლის დათხევისა და სიკვდილის გარეშე და მისი საშუალებით ხდება ღვთის კრავის ვნებათა და სიკვდილის გახსენება. ევქარისტიის, როგორც მსხვერპლის მნიშვნელობა იგი არის ქებისა და მადლობის მსხვერპლი. მღვდელმსახური, რომელიც აღასრულებს უსისხლო მსხვერპლშეწირვას, წმ. ბასილი დიდისა და წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგიათა თანახმად, ძღვენის კურთხევის წინა საიდუმლო ლოცვაში იხსენებს ღვთის დიად საქმეებს, ადიდებს და მადლობს ღმერთს - წმიდა სამებას, რომ მან ადამიანი არყოფნიდან გამოიხმო და მისი დაცემის შემდგომაც მრავალჯერ იზრუნა მასზე, თაყვანს-სცემს იესო ქრისტეს მის მიერ ადამიანთა გადარჩენის განგებულებისთვის. ამ წმიდა წუთებში ტაძარში მყოფი ყველა ქრისტიანი მას შეჰღაღადებს: „შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, და გმადლობთ შენ, უფალო...“. ევქარისტია აგრეთვე შეწყალების მსხვერპლია ეკლესიის ყველა წევრისათვის. როდესაც უფალმა თავისი ხორცი მოწაფეებს მისცა, თან დასძინა: „ხორცი ჩემი, თქუენთვის მიცემული“ (ლკ. 22,20) და მისცა სისხლი და შემდეგი სიტყვები დაურთო: „თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მოსატევებელად ცოდვათა“ (ლკ. 22,10; მთ. 26,28). ქრისტიანობის დასაწყისიდანვე ამიტომაც შეიწირებოდა უსისხლო მსხვერპლი როგორც ცოცხალთა, ისე მიცვალებულთა ხსენებისა და ცოდვათა მისატევებლად. იაკობ მოციქულის ლიტურგიით დაწყებული, ეს ყველა ლიტურგიის განაწესიდან ჩანს. თვითონ მსხვერპლი ხშირად პირდაპირ იხსენიება, როგორც „მსხვერპლი შეწყნარებისა“. ევქარისტია არის მსხვერპლი, რომელიც უმჭიდროესად აერთიანებს ყველა მართალს ქრისტეში ერთ სხეულად. წმიდა ძღვენის გარდაარსების შემღეგ და მანამდეც, პროსკომიდიაზე (კვეთაზე) ამიტომაც იხსენიებს მღვდელმსახური დედოფალ ღვთისმშობელს და ყოველ წმიდანს და დაურთავს: „რომლითა ლოცვითა მომიხენენ ჩვენ, ღმერთო“ და გადადის ცოცხალთა და მკვდართა - ქრისტეს მთელი ეკლესიის - მოხსენიებაზე. ევქარისტია არის სავედრებელი მსხვერპლიც: ეკლესიის სიმშვიდის, მსოფლიოს კვთილდღეობის, მთავრობათა, უძლურებაში მყოფთა, მშრომელთა და „ყოველთა და ყოვლისათვის“ ვინც შემწეობას ითხოვს. ლიტურგიკული ხასიათის დასკვნები სახარებისა და სამოციქულო ტექსტზე დაყრდნობითა და ძველი ეკლესიის პრაქტიკიდან გამომდინარე დავასკვნით შემდეგს: ა. ევქარისტიის დროს ყველა მორწმუნეს უნდა მიერთვას არა მარტო ხორცი ქრისტესი, არამედ მისი სისხლიც, როგორც ეს მოციქულებს ებოძათ საიდუმლო სერობაზე. „სუთ ამისაგან ყოველთა“ - დაიბარა უფალმა (მთ. 26,27); „გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ“ (I კორ. 11,28) (ასე არ სრულდება ლათინთა ეკლესიაში, სადაც ერისკაცნი ბარძიმს მოკლებულნი არიან). ბ. „ყოველთა ერთისა პურისა მისგან მოგუაქუს“ (I კორ. 10,17) - წერს მოციქული. და ძველ ეკლესიაშიც თითოეული თემი ერთი პურიდან ეზიარებოდა. მართლმადიდებლურ ლიტურგიაზე იკურთხება და განიტეხება ერთი პური და იკურთხება ერთი ბარძიმი (მეორე ათასწლეულში ლათინთა ეკლესიაში ასევე დაირღვა ერთი პურის კურთხევა). გ. წმიდა წერილში ყველგან, სადაც ლაპარაკია ევქარისტიულ პურზე, მას ბერძნულად უწოდებენ αρτος (იოანეს სახარების მე-6 თავი, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები, პავლე მოციქულის ეპისტოლენი და საქმენი მოციქულთა). „არტოს“ ჩვეულებრივ აღნიშნავს ხორბლის გაფუებულ პურს („გაუფუებელი“ ბერძნულად გამოიხატება ზედსართავით αζυμος). ცნობილია, რომ მოციქულთა დროში, ევქარისტია თავიდანვე, დადგინებისთანავე სრულდებოდა მთელი წლის განმავლობაში ყოველ კვირა დღეს, ანუ მაშინ, როდესაც იუდეველები ხმიადებს არ ამზადებნენ. მაშასადამე, თვით იუდეურ-ქრისტიანულ თემებშიც ევქარისტიის დროს გაფუებული პური გამოიყენებოდა. ეს მით უფრო ეხება ყოფილ წარმართთაგან შექმნილ ქრისტიანულ თემებს, რომელთათვისაც საერთოდ უცხო იყო უცომობის კანონი. პირველქრისტიანულ ეკლესიაში ევქარისტიის საიდუმლოსთვის ნივთიერებებს ჩვეულებრივ ხალხის შესაწირიდან იღებდნენ. სახლიდან კი ეკლესიაში, როგორც წესი, გაფებული პური მიჰქონდათ, რომელიც აგრეთვე სიყვარულის ტრაპეზისა და ღატაკთა მოსაკითხად იყო განკუთვნილი. წმიდა საიდუმლოთა ზიარების აუცილებლობა და მაცხონებლობა უფლის სისხლისა და ხორცის ზიარება არის თითოეული ქრისტიანისათვის არსებითი, აუცილებელი, მაცხონებელი და ნუგეშინისმცემელი მოვალეობა. ეს მაცხოვრის იმ სიტყვებიდანაც ჩანს, რომელიც მან ჯერ კიდევ ევქარისტიის საიდუმლოს აღთქმამდე წარმოთქვა: „ამენ, ამენ, გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა“ (ინ. 6,53-54). თუ ღირსეულად ვეზიარებით, ევქარისტიის საიდუმლოს მაცხონებელი ნაყოფი და მოქმედება შემდეგია: ა. იგი უმჭიდროესად გვაერთებს უფალთან: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა“ (ინ. 6,56); ბ. კვებავს ჩვენს სულსა და ხორცს, ხელს გვიწყობს სულიერ ცხოვრებაში განმტკიცებაში, ამაღლებასა და ზრდაში: „რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ“ (ინ. 6,57); გ. ღირსეულად მიღებული ზიარება ჩვენი სამომავლო აღდგომისა და მარადის ნეტარი ცხოვრების საწინდარია: „რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე“ (ინ. 6,58). მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ევქარისტიის ეს მაცხონებელი ნაყოფი სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს, ვინც რწმენითა და სინანულით მიეახლება მას. ქრისტეს სისხლისა და ხორცის უღირსად მიღება კი სასჯელად იქცევა: „რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცი უფლისანი“ (I კორ. 11,29). http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/18.htm P.S. გუჯა რატომ არ უნდა ვაზიაროთ ამ სიწმინდეს ბავშვი ? შენ რომ ბავშვი გეყოლება არ აზიარებ...? ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
![]()
პოსტი
#29
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
მათეს სახარების განმარტება წმიდა მამათა სწავლების მიხედვით მასალების შემკრები, მთარგმნელი და გამმართველი: წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი) საიდუმლო სერობა. წმიდა ზიარების საიდუმლოს დაწესება მათე 26, 26-30 არა მარტო გონება ადამიანისა, არამედ ანგელოზებისაც, ვერ წვდება და ვერ ხსნის კაცთა მოდგმისადმი იმ გამოუთქმელ სიყვარულს, როგორითაც შეიყვარა თავისი ქმნილება ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. თავისი უსაზღვრო სიყვარულით ჩვენ ცოდვილებისადმი, მიიღო ჩვენი სხეული და სისხლი, იქცა ჭეშმარიტ ადამიანად, ჩვენთვის ეწამა და მოკვდა; მაგრამ ეს ცოტა იყო მისი ღვთაებრივი სიყვარულისათვის, მან ისურვა ჩვენც გავეხადეთ თანამონაწილენი თავისი ღვთაებისა, ჩვენ ხრწნადი, მოკვდავნი, არაწმინდანი, გავეწმინდეთ, განვეახლეთ, გავეხადეთ უკვდავნი და ასეთები შევერთებოდით მას, - ჩვენც ვექციეთ ღმერთად, და ყოველივე ამას იგი ახდენს თავისი უწმინდესი ხორცის და სისხლის ღვთაებრივი ზიარების საიდუმლოში. მიდიოდა რა მაცხოვნებელ ვნებაზე, იგი მივიდა მოწაფეებთან ერთად სიონის მთასთან და უთხრა მათ: „გულის სიტყვით გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა, ვიდრე ვნებადმდე ჩემდა“ (ლკ. 22,15). „ნუთუ ძველი აღთქმის პასექს ნატრობდა იგი ასე ძალიან? მაგრამ იგი აქამდე ჩვეულებრივ დღესასწაული იყო, რომელიც ყოველ წელს აღინიშნებოდა, ამის შემდგომ კი საერთოდ შეწყვეტდა არსებობას, როცა მინიშნება და პირველსახე დაუთმობდა ადგილს უკვე აღსრულებას, ნამდვილ სახეს ჭეშმარიტებისა. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ მას მხურვალედ სურს პასექი ახალი აღთქმისა, რომელშიც საკუთარ თავს მიიტანდა მსხვერპლად, როცა თვითონ, თავს შესთავაზებდა საზრდელად. სურვილით ამბობს, სიყვარულისა და მოწყალების სურვილით „გულის სიტყვით, გული მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა“, რადგან მასშია აღბეჭდილი მთელი ჩემი სიყვარული თქვენს მიმართ და მთელი თქვენი ჭეშმარიტი ცხოვრება და ნეტარება“ (მიტრ. ფილარეტი). ამიტომ ისურვა ძველი აღთქმის პასექის მიღება, რომ ეს იყო ბოლო პასექი, კანონიერი, განმასახიერებელი, რომლის აღნიშვნისასაც უფალმა ინება მასთან შეერთება და დადგენა თავისი, ჭეშმარიტი, ახალი მადლით მოსილი პასექისა, უდიდეს საიდუმლო ზიარებაში. „რატომ შეასრულა, - ამბობს წმ. ოქროპირი, - ქრისტემ ეს საიდუმლო პასექის დროს? - იმისათვის, რათა შენ ყოველივე ამისგან შეიცნო, რომ უფალი არის რჯულმდებელი ძველი აღთქმისა, და რომ დაწერილი ძველ აღთქმაში პირველსახეა ახალი აღთქმის მოვლენებისა“. „აჩენდა რა თავს დიდ მღვდელმთავრად, რომელმა გაიარა ზეციური გზა მღვდელმთავრისა, არა აარონის წოდებით, არამედ მელქისედეკის ხარისხით, იგი, - როგორც საეკლესიო საგალობელშია ნათქვამი, - თავის თავს ამღვდელმსახურებდა, და როგორც მორწმუნეთა ჭეშმარიტმა პასექმა, ხალხისთვის რომ ისურვა სიკვდილი, თავად მიიტანა თავი მსხვერპლად“. სამი მახარობელი: მათე, მარკოზი და ლუკა და მოციქული პავლე გვიყვებიან ჩვენ წმიდა საიდუმლო ზიარების, ანუ ღვთაებრივი ევქარისტიის დადგენაზე. წმ. იოანე ღვთისმეტყველი, ავსებს რა სხვა მახარობელთა მონათხრობს, გვამცნობს მხოლოდ სულისშემძვრელ სიტყვებს უფლისა საიდუმლო სერობაზე. მისგან უწყებულში, სხვათა შორის, ვხედავთ, რომ იუდას გასვლით სიონის მაღლობზე მდებარე ოთახიდან, შეიძლება ითქვას, გადანთხეულ იქნა მთელი სიბილწე სიბნელისა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში მისი სახით შეიჭრა იესოს მოწაფეთა სუფთა და ნათელ კრებულში. ახლა გამოსამშვიდობებლად მომზადებული მასწავლებლისა და მეგობრის გარშემო დარჩნენ მხოლოდ ისინი, რომელთათვისაც თავისუფლად შეიძლებოდა გეწოდებინა „ბავშვები“. გავიდა უკანასკნელი საათიც ძველი აღთქმისა, უნდა დაწყებულიყო ახალი - არა ფარიდან გამოყვანილი კრავით, არამედ თავისი საკუთარი სხეულითა და სისხლით. ღმერთკაცის სახე განათებული იყო ზეციური ნათლით. მან აიღო მის წინ მდებარე პური, აკურთხა იგი, გადატეხა ნაწილებად, მოწაფეთა რიცხვის მიხედვით, და დაურიგა მათ; და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური, - ბერძნულად „არტოსი“, ანუ გაფუებული პური და არა საფუარის გარეშე, შესაძლოა უფლის ბრძანებით საგანგებოდ მომზადებული, ახალი საიდუმლოს დასადგენად, რადგან პასექის მაგიდაზე უნდა ჰქონებოდათ მხოლოდ აპრესნოკი, - და ქება აღავლინა თავისი ზეციური მამისადმი, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი „თქუენთვის მიცემული; ამას ჰყოფდით მოსახსენებლად ჩემდა“ (ლკ. 22,19). უფალი მადლობს, ამიტომაც თვით საიდუმლოს ეწოდება „ევქარისტია“, რაც ბერძნულიდან თარგმნით ნიშნავს „სამადლობელს“ წმ. ოქროპირი შენიშნავს: „უფალი მადლობს, რითაც გვასწავლის, როგორ უნდა შესრულდეს ეს საიდუმლო, გვაჩვენებს რა, რომ იგი თავისი ნებით მიდის ტანჯვა-წამებაზე, რითაც გვთხოვს ჩვენც მადლობით დავითმინოთ მწუხარებანი და გავაღვივოთ ჩვენში კეთილი იმედი“. უფალმა შემოგვთავაზა თავისი ხორცი არა ერთხელ მისაღებად, ანდა იშვიათი და საგანგებო მიღებისათვის, როგორც სამკურნალო, არამედ მუდმივ და მარადიულ საკვებად: „ჭამეთ“. უფალმა გვიბოძა იგი, როგორც საარსებო პური, მისი სიტყვისამებრ: „პური, რომელსა მე მოგცემთ, ჩემი სხეულია“. ამით არა მარტო დაგვრთო ნება, არამედ დაგვიდგინა, რათა ხშირად მივაშუროთ მის ტრაპეზს. ჩვენ არ ვტოვებთ თავს დიდხანს ჩვეულებრივი საკვები პურის გარეშე, რადგან ვიცით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მოვუძლურდებით და ვერ შევინარჩუნებთ ქვეყნიურ სიცოცხლეს. რატომ არ გვაშინებს ის, რომ დიდი ხნით ვტოვებთ თავს სიცოცხლის პურის გარეშე, რომელიცაა ზეციური და ღვთიური პური?“ - „როცა უფალი ამბობს: „ესე არს ხორცი ჩემი“, იგი გვაჩვენებს, რომ სამსხვერპლოზე გაწმენდილი პური არის თვით ხორცი ქრისტესი, და არა მისი სახე, რადგან მას არ უთქვამს, რომ ეს არის სახე ჩემი ხორცისა, არამედ „ესე არს ხორცი ჩემი“. პური მოგვეწოდება აუხსნელი სახით“ (ნეტარი თეოფილაქტე). „მოწაფეებმა, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - მდუმარებაში, რწმენით იგემეს პურის სახით მიწოდებული უფლის ხორცი. კაპერნაუმელთა კითხვა „როგორ შეუძლია მას მოგვცეს საჭმელად თავისი ხორცი?“ - ახლა შორს იყო მათგან, რადგან მათ მაშინვე მოისმინეს მასწავლებლისგან, რომ ძე კაცისას ხორცი არის ჭეშმარიტი ხორცი და რომ მისი სიტყვები ამაზე, - „სულ არიან და ცხოვრება“ (ინ. 6,63). უფალმა აიღო სასმისი ღვინით, გააზავა იგი წყლით, აკურთხა ისევე, როგორც პური, ახალი, განსაკუთრებული კურთხევით“ - და მოიღო სასუმელი, დაჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა. ესე არს სისხლი ჩემი, არა სახე, არა გახსენება სისხლისა, არამედ ჭეშმარიტი და ნამდვილი ჩემი სისხლი ახლისა აღთქმისაი მრავალთათვის ყველასათვის, ვინც კი ისურვებს შეუდგეს ცხონების საქმეს, დათხეული, მისატევებლად ცოდვათა. „როგორც ძველ აღთქმას, - ამბობს წმ. ოქროპირი, - გააჩნდა დასაკლავი კრავი, ასევე ახალ აღთქმას გააჩნია უფლის სისხლი. ძველი აღთქმის სისხლი დაიღვარა პირველშობილთა გადასარჩენად“, - პირმშო ისრაელებისთვის, ანგელოზის მახვილისაგან გადარჩენისათვის, „ხოლო ეს სისხლი იღვრება მთელი ქვეყნის ცოდვების მიტევებისათვის“, როგორც შესაწყალებელი მსხვერპლი კაცთა მოდგმის ცოდვებისათვის. „და როგორც მოსემ თქვა, ამისი ხსოვნა მარადის იქნება, ასევე ქრისტე ამბობს: „მოსახსენებლად ჩემდა“ იმ დრომდე, ვიდრე მე მოვალ“ (წმ. ოქროპირი). - ეს ანდერძი „თავისი მნიშვნელობის მიზეზითა და სულის შემძვრელობით, ისე ჩაიბეჭდა მოწაფეთა ხსოვნაში და იმათგან კი ისე მალე გავრცელდა მთელ თავდაპირვანდელ ქრისტეს ეკლესიაში, რომ როგორც ვხედავთ, საქმე მოციქულთას წიგნში, ევქარისტიის შესრულება საყვარელი მხსნელის სახსენებლად იყო პირველი და უმთავრესი საქმე ქრისტიანთა ყოველი შეკრებისა, ხოლო მოციქული პავლე, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო თორმეტთაგანი, და ამის გამო არ ესწრებოდა საიდუმლო სერობას, ერთ თავის ეპისტოლეში, უდავოდ ზევიდან ჩაგონებით, გვაძლევს უკვე დაწვრილებით სწავლებას უფლის საიდუმლო ხორცსა და სისხლზე და სიმტკიცითა და სიცხადით გვამცნებს ამ საიდუმლოს არსებობას უფლის მომავალ მოსვლამდე“ (მთ. ეპ. ინოკენტი). „ისმინეთ, - ამბობს მიტრ. ფილარეტი, - უფლის დამადგინებელ სიტყვაში სწორედ წმიდა სასმისზე: „სუთ ამისგან ყოველთა“ ნუ გამოვტოვებთ უყურადღებოდ თითოეულ სიტყვასაც კი: „ყოველთა“, რადგან ღვთის სიტყვის ყოველ გამოხატულებაში იმალება ნათელი, ყოველ ბგერაში - სიბრძნე. უფალმა არ თქვა საიდუმლო პურზე: „მიიღეთ და ჭამეთ ყოველთა“ და სწორადაც, რადგან ზოგიერთებს არ შეეძლოთ ჭამა, მაგალითად ჩვილ ბავშვებს. ხოლო საიდუმლო სასმისზე თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა“ და ამრიგად, გამორიცხა ყოველგვარი გამონაკლისი, იგულსხმება, რწმენაში მყოფნი და ეკლესიურად ერთნი. ალბათ შენიშნეთ, როგორ შორდებიან უფლის მცნებებს ისინი, რომლებიც წმიდა საიდუმლოს არიდებენ ჩვილთა და მცირეწლოვან ბავშვებს და პირიქით, როგორ ერთგულია უფლის სიტყვების, მართმადიდებელი ეკლესია, როცა იგი ჩვილთაც აწვდის სასმელს, რათა იმათაც შესვან, რომელთაც შეუძლიათ მხოლოდ დალევა, და ჯერ კიდევ არა აქვთ ჭამის უნარი. კიდევ უფრო მეტი ყურადღების ღირსია ის, თუ უფალი წმიდა სასმისის პირველი მიწოდებისას, ამავე დროს, ამხელს მის მორიდებას ხალხისგან - გვიან საუკუნეებში რომაა დამკვიდრებული. რა არის აქ უფრო გასაკვირი: ღვთის სიტყვის მრავალგვაროვანი სიბრძნე, თუ ადამიანური სიბრძნის კადნიერება ღვთის ნათელი სიტყვის წინააღმდეგ? უფალი ხედავს, რომ მისგან მოწოდებული სიცოცხლის სასმისის უფლის უმცროსი ძმებისგან მორიდებას შეეცდებიან ჩინოსანნი, და ამიტომ წინასწარ ადგენს ზღუდეს ამ სითამამის საწინააღმდეგოდ განსაზღვრული მოთხოვნით: „სუთ ამისგან ყოველთა“. მაგრამ ჩინოსანნი არ ჯერდებიან: „არა, ყველა არა, ამბობენ ისინი: უბრალო ხალხი ბარძიმიდან არ უნდა ეზიაროს. ვმადლობდეთ ძმანო ღმერთს, რომ ჩვენ მივეკუთვნებით მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც არ იზიარებს არ კაცობრიულ სიბრძნეს, არამედ ქრისტეს სიტყვის ერთგული მორჩილებით, ყოველ თქვენგანს სთავაზობს წმიდა ბარძიმს: „სუთ ამისგან ყოველთა“. საიდუმლოთა დადგენის შემდგომ ქრისტე მაცხოვარი ამბობს: ხოლო გეტყვი თქუენ, ვითარმედ არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენახისა, ვიდრე მუნ დღემდე, რაჟამს იგი ვსუა თქუენ თანა ახალი ღვინო, როცა დავლევ ახალი, არა ჩვეულებრივი სახით, არა სხეულით, რომელიც უნდა ევნოს, არამედ უკვდავი სხეულით, უხრწნადით, რომელიც ხილულ საკვებს არ საჭიროებს, დავლევ თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით, რადგან თქვენ დამინახავთ მე აღდგომის შემდგომ სასუფეველსა მამისა ჩემისასა, რომელიც გაიხსნება ჩემი გამარჯვებით სიკვდილზე, როცა მე გამოვჩნდები ქვეყნიერების ჭეშმარიტ მეუფედ, რომელსაც მიცემული ექნება უფლება, როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე... ხსნის რა უფლის ამ სიტყვებს, წმ. ოქროპირი ამბობს: „რამდენადაც იგი ესაუბრებოდა მოწაფეებს წამებასა და ჯვარზე, ამიტომ ისევ თქვა აღდგომაზე და მოიხსენა სამეფოზეც. მაგრამ რატომ სვამდა იგი აღდგომის შემდგომ? იმისათვის, რომ უბრალო ხალხს აღდგომა არ მიეჩნია რაღაც მოჩვენებად, ამიტომაც მოციქულნი აღდგომაში დასამტკიცებლად მას ესაუბრებოდნენ „მის თანა ვჭამდით და ვსუემდით“ (საქ. 10,41). ნეტარი თეოფილაქტე ამბობს, რომ უფლის ეს სიტყვები შეიძლება გაგებულ იქნას სულიერი მნიშვნელობითაც: „ახალი სასმელი არის ღვთის საიდუმლოთა გაცხადება, რაც მოხდება მაშინ - ღვთის სასუფეველში, ანუ მეორედ მოსვლისას, და იქნება ისეთი, როგორიც არასოდეს გაგვიგონია. ქრისტე გვპირდება, რომ თავად დალევს ჩვენთან ერთად იმ აზრით, რომ თავის საზრდელსა და სასმელს ჩვენს სიკეთედ მიიჩნევს“. „სერობიდან ადგომისას, - ამბობს მთ. ეპ. ინოკენტი, - წესისამებრ ფსალმუნები უნდა ეგალობათ. ეს წმიდა ჩვევა ახლა შესრულდა იმ განსაკუთრებული გრძნობით, რომ პასექის ფსალმუნები თითქოს საგანგებოდ იყო შერჩეული იმის გამოსახატად, რაც ახლა აღსრულდა ძე კაცისაზე“. და გალობაი წართქუეს, და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა, მაცხოვრის საყვარელ ადგილსამყოფელში, გეთსამანიაში. შეიძლებოდა კი ღრმა სინანულის გარეშე ეგალობათ: „ლოდი რომელ შეურაცხ-ჰყუეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ-კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა... არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი... პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა“ (ფს. 117,22-23, 115,6). „დაე, გაიგონონ მათ, - ამბობს წმ. ოქროპირი, - რომლებიც ღორებს ემსგავსებიან, როცა ლოცვის გარეშე ღებულობენ საზრდოს, ხოლო მაგიდიდან მთვრალნი დგებიან, რომ საჭიროა მისი მადლიერებითა და გალობით დასრულება, გაიგონეთ თქვენც, რომლებიც არ უცდით ლოცვების დასრულებას საიდუმლოთა შერულებისას, რადგან ეს ლოცვა არის სახე იმ ლოცვისა. ქრისტე ჯერ მადლობდა, ვიდრე მოწაფეებს ტრაპეზს შესთავაზებდა, რათა ჩვენც ვმადლობდეთ უფალს საკვების მიღებისას. მადლობა და გალობდა ტრაპეზობის შემდეგაც, რათა ჩვენც იგივე გავაკეთოთ შემდგომ საზრდელის მიღებისა. მაგრამ რატომ წავიდა იგი მთაზე? იმიტომ, რომ იმათ სჩვენებოდა, რომელთაც სურდათ მისი შეპყრობა, რათა არ ეფიქრათ, რომ იგი იმალება: ამიტომ ისწრაფოდა იმ ადგილზე მისვლას, რომელიც იუდამ იცოდა“. მირტ. ფილარეტი მჯელობს რა საღვთო საიდუმლოთა ზიარებაზე, ამბობს: „ჩვენი ღვთიური გამომზრდელი გვთავაზობს თავის ხორცს, - მთელ თავის სხეულს, - გვთავაზობს სიყვარულის სიტკბოთი, რომელიც დედის სიყვარულზე მეტიც კი არის, მაგრამ ამასთან გვაძლევს თავის ხორცს, მწარე და სასიკვდილო წამებით რომაა ჩვენთვის შემზადებული. „ესე არს ხორცი ჩემი, - ამბობს იგი, - თქვენთვის განტეხილი. ესე არს სისხლი ჩემი, თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული“. როგორც ხორბალი ექცევა წისქვილის ქვის ქვეშ, შემდეგ პურის გამომცხობლის ხელში და გახურებულ ღუმელში, რათა პური გამოცხვეს, რომ განამტკიცოს ადამიანის გული; ასევე ყურძნის წვენი იწურება სასრესის იწროებში, რათა იქცეს ღვინოდ, ადამიანის გული რომ გაახალისოს: ასევე ინება ღვთის განხორციელებულმა ძემ მიეცა თავისი სხეული სხვადასხვა მწუხარებათათვის - ელეონზე, იერუსალიმში და გოლგოთაზე, დაუშვა რომ მრავალგვარი ტანჯვით გამოედინა თავისი სისხლი ჯვარის წინ და ჯვარზე წამებისას, რათა იმით მოემზადებინა ჩვენთვის საჭმელი და სასმელი ცხოვრებისა, სამკურნალო, უკვდავი და ნეტარი“. წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს: „როცა თავად ქრისტემ განაცხადა და თქვა პურზე: „ესე არს ხორცი ჩემი“, ამის შემდეგ ვინ გაბედავს რომ არ ირწმუნოს ნათქვამი? და როცა თავად დაამოწმა და თქვა სასმისზე: „ესე არს სისხლი ჩემი“, ვინ დაეჭვდება და იტყვის, რომ ეს არ არის მისი სისხლი? მან კანას გალილეაში ერთ დროს წყალი გადააქცია ღვინოდ, რომელიც წააგავს სისხლს. და განა არ არის სარწმუნო, რომ ღვინოს გადააქცევს სისხლად? პურის სახით შენ მოგეცემა ხორცი. ხოლო ღვინის სახით მოგეცემა სისხლი, რათა ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარებით, შენ მისთვის იქცე თავისიანად ხორცითა და სისხლით. ამრიგად, ჩვენ ვხდებით ქრისტესმატარებლები, როცა მისი წმიდა ხორცი და სისხლი შეუერთდება ჩვენს სხეულს“. წმ. იოანე დამასკელი ამბობს: „ღმერთმა თქვა: ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი... ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა“ და მართლაც მისი ყოვლადძლიერი ბრძანებით ასეც ხდება და იქნება იმ დრომდე „ვიდრემდის მოვიდეს“ (1 კორ. 11,26). და ამ ახალი მსახურებისათვის მოწოდებით, სული წმიდის ძალა იქცევა მაცხოცხლებელ წვიმად, „ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, - წარმოთქვა წმიდა ქალწულმა, - რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?“ - ანგელოზმა მიუგო: „სული წმიდა მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ“ (ლუკ. 1,34-35). ახლაც, თუ შენ იკითხავ: როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი - ქრისტეს სისხლად? - მე გიპასუხებ: სული წმიდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას“. წმ. ოქროპირი ამბობს: „ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას, მისი სიტყვები ჩვენი აზრებისათვის მიუღებლადაც რომ მოგვეჩვენოს. დაე, მისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრები და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს: „ესე არს ხორცი ჩემი“, უნდა დავრწმუნდეთ, ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალებით. შენ რომ ყოფილიყავი უსხეულო, მაშინ ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა; რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გამცნებს გრძნობისმიერით. ბევრისგან გაიგონებ: ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა... აი, შენ ხედავ მას, როცა ეხები წმიდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ გსურს მისი სამოსელის დანახვა, ის კი გაძლევს საშუალებას არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი საზრდელად მიღებისა. ასე რომ, არავინ უნდა მიეახლოს მას მოუფრთხილებლად, არავინ უნდა მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ ანთებული სიყვარულით, დიდი მონდომებითა და სიფხიზლით... ცოტა სასჯელი არ ელის მათ, რომელნიც ეზიარებიან უღირსად. დაფიქრდი, რამდენი გულისწყრომა გიჩნდება გამცემლისა და მათ მიმართ, რომელთაც ჯვარზე გააკრეს ქრისტე. გაფრთხილდი, რომ შენც არ იქცე მოწინააღმდეგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. მათ მოაკვდინეს უწმიდესი სხეული უფლისა, შენ კი ღებულობ მას არაწმიდა სულით ამდენი სიკეთის შემდგომ. განა არ იყო მისთვის საკმარისი, რომ ადამიანად იქცა, იტანჯა და მოიკლა, არამედ საქმითაც გვაქცევს ჩვენ თავისად. როგორი წმიდა უნდა იყოს ის, ვინც ამ ძღვენით ტკბება? მზის სხივებზე რამდენად სუფთა უნდა იყოს ის ხელი, რომელიც ტეხს ამ სხეულს, ხოლო ბაგენი, სავსე სულიერი ცეცხლით, ენა კი გამთბარი საშინელი სისხლით? გაიზიარე, როგორი პატივი გარგუნა მან? როგორი ტრაპეზთან გიხდება განცხრომა? რასაც ძრწოლით ჭვრეტენ ანგელოსნი და ვერ ბედავენ შეხედვასაც კი მისგან გამომავალი ელვარების გამო, რითაც ვიკვებებით ჩვენ და რითაც ვიქცევით ქრისტესთან ერთადერთ სხეულად: „ვინმე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი“ (ფს. 105,2). რომელი მწყემსი აჭმევს თავის ცხვრებს საკუთარ სხეულს? მაგრამ რატომ ვამბობ მწყემსს? ხშირად არიან დედები, რომლებიც ახლადშობილთ სხვებს აძლევენ გამოსაკვებად, ქრისტე კი ამას არ ეგუება: იგი გვაძლევს საკუთარ სისხლს და გვიერთებს თავისთან. - ხედავთ, როგორი მონდომებითა სწოვენ ძუძუს ჩვილნი? როგორი დიდი სურვილით ეკვრიან თავიანთი ბაგენით მას? ასეთივე განწყობით უნდა მივეახლოთ ჩვენც უფლის ტრაპეზსა და ძუძუს სულიერი სასმისისა; ან ჯობია ვთქვათ: ჩვენ დიდი სურვილით უნდა მივიზიდოთ ჩვენსკენ სულის მადლი, ისე, როგორც ჩვილნი აკეთებენ ამას. ერთი დარდი უნდა გვქონდეს ყველას, ის, რომ ჩვენ ვერ ვეზიარეთ ამ საზრდოს. ის, ვინც შეასრულა ეს მსახურება ერთ საღამოს, ახლაც ასრულებს მას. ჩვენ ვიკავებთ ადგილებს მსახურებისას, ხოლო განწმენდს და გარდაქმნის ძღვენს თავად ქრისტე. ნუ იქნება ჩვენს შორის ნურც ერთი იუდა და ნურც ვერცხლისმოყვარე. თუ ვინმე არაა ქრისტეს მოწაფე, დაე, მოგვშორდეს; ტრაპეზი ვერ მიუშვებს თავისთან მათ, ვინც არაა უფლის მოწაფეთაგანი. რადგან „მხოლოდ თავის მოწაფეებთან ისურვა უფალმა პასექის აღნიშვნა. ეს ტრაპეზი იგივეა, რაც შემოგვთავაზა ქრისტემ, და არაფრით არაა მასზე ნაკლები. არ შეიძლება თქმა, რომ ის არ მოაწყო ქრისტემ. ესეც ის ადგილია, სადაც მოწაფეებთან ერთად იყო ქრისტე...“ http://www.orthodoxy.ge/tserili/zosime/26_26-30.htm -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#30
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ნათია
ამდენი დააკოპირე, და აქ არსად სწერია ბავშვების ზიარების აუცილებლობაზე ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ნათია |
![]()
პოსტი
#31
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ნათია ამდენი დააკოპირე, და აქ არსად სწერია ბავშვების ზიარების აუცილებლობაზე ![]() გუჯა ჯერ ეს წაიკითხე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზიარება და პასუხს თვითონ იპოვი ![]() მაგრამ შენ თუ შეგნებულად არ გინდა ამის გაგება ეს უკვე შენი პრობლემაა.... ![]() მე გავდივარ ამ თემიდან... ![]() -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#32
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
გუჯა ჯერ ეს წაიკითხე თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზიარება და პასუხს თვითონ იპოვი ![]() მაგრამ შენ თუ შეგნებულად არ გინდა ამის გაგება ეს უკვე შენი პრობლემაა.... ![]() მე გავდივარ ამ თემიდან... ![]() ეგ წაკითხული მაქვს, და ისიც ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ზიარება, მაგრამ ვერ ვხვდები რა აუცილებელია აზიარო თვეეების ჩვილი, რომელმაც პირის გაღებაც არ იცის ნორმალურად, და შესაძლებელია სიწმინდე გადმოღვაროს. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ნათია |
![]()
პოსტი
#33
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
ეგ წაკითხული მაქვს, და ისიც ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია ზიარება, მაგრამ ვერ ვხვდები რა აუცილებელია აზიარო თვეეების ჩვილი, რომელმაც პირის გაღებაც არ იცის ნორმალურად, და შესაძლებელია სიწმინდე გადმოღვაროს. ბავშვი როცა იბადება არ იცის ჭამა და არ ვაჭამოთ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#34
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ბავშვი როცა იბადება არ იცის ჭამა და არ ვაჭამოთ? აბა დაუდგი ახალშობილს ხარჩო, ქაბაბი ან ხინკალი თუ შეჭამს? რითი იკვებება ახალშობილი? მხოლოდ რძით და წყლით ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#35
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
გუჯა ზიარება არ არის გახსენება მარტო არამედ მისტიკა, საიდუმლოება - შერწყმა ქრისტესთან, მასთან ერთ არსად ყოფნა....სოტირისმა დაგიწერა უკვე...
-------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
ზებედე |
![]()
პოსტი
#36
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
სოტირისმა დაგიწერა უკვე... წმ. მამამ? ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მატასი |
![]()
პოსტი
#37
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
ციტატა ზიარება არ არის გახსენება მარტო არამედ მისტიკა, საიდუმლოება - შერწყმა ქრისტესთან, მასთან ერთ არსად ყოფნა..... და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვაკლოთ მათ ქრისტესთან შეერთების ბედნიერება... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
ზებედე |
![]()
პოსტი
#38
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
და ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოვაკლოთ მათ ქრისტესთან შეერთების ბედნიერება... ჩვილი ბავშვები, თავიანთი უცოდველობით ისედაც ქრისტესთან არიან ![]() ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#39
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ზებედე
ციტატა წმ. მამამ? ხვალ დაველაპარაკები მოძღვარს შენტან 3 წლის ურთიერთობის შემდეგ შენი მოძღვარის მოთმინება საარაკო და საცვენებელი იქნება ისე გამოიბრძმედება . ![]() ![]() -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#40
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ზებედე
გადავათვალიერე წინა პოსტები და ასეთი დასკვნა გამოვიტანე : შენ პრინციპულად არ გინდა გაიგო რომ ზიარება აუცილებელია.ხედავ რომ სხვები სწორს ამბობენ მაგრამ შენის გატანა გინდა ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 03:27 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი