![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
სოფი |
![]()
პოსტი
#61
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ზებედე
ზემოთ ნათლობასაც შევეხეთ და ერთი კითხვა გამიჩნდა შენთან.ეთანხმები იმას,რომ გარდაცვლილი ადამიანი ( ჩვილ ბავშვებზე ახლა არ ვსაუბრობ),რომელიც არის 8-9 წლის ან ცოტა უფრო მოზრდილი,უნათლავად ვერ მოხვდება სასუფეველში? მასე შეიძლება 18-20 წლამდე,თუ არა მეტი,ეგრე იყო,სანამ შენით მიაღწევ,გარკვევ რამეს, და რომ გარდაიცვალოს მოუნათლავად,მერე? უშვებ ამ ხალხს ჯოჯოხეთში? ან ჩვილებსაც შევეხოთ,შენ როგორ ჩვილებზე საუბრობ,ჯოჯოხეთში არ ხვდებიანო,რაღაც მიზეზების გამო მუცელში დაღუპულებზე,აბორტით მოკლულებზე თუ იმათზეც,ვინც დაიბადა და რამდენიმე თვისაა,ან საერთოდ,პატარა,რამდენიმე წლისაზეც გულისხმობ ამას? და თუ წლისაზეც,რომელ წლამდე?.. ზიარება იქით იყოს და შენ მგონი ნათლობის უარყოფამდეც მიდიხარ... ციტატა მთელი შენი ცდომილება აქედან მოდის. ციტატა ჩვილი ბავშვები, თავიანთი უცოდველობით ისედაც ქრისტესთან არიან თვეების ჩვილი ცოდვებს არ სჩადის რომ ქრისტეს დაშორდეს, ისინი უზიარებლადაც ცხონდებიან ა კაცი,ვეთანხმები დათიკოს,საქმეც სწორედ მაგაშია... გუჯა გახსოვს თემა რომ გახსენი:"რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" და მერე თავი რო გვიქნიე,ყველაფერი გავიგე,ადამიანი ცოდვებისაკენ მიდრეკილი იბადება,ადამისა და ევას ცოდვა აწევს მხრებზეო,და იმ დასკვნამდე მივედით,რომ ნათლობა აუცილებელია ადამიანისათვის,სულ რამდენიმე დღისაც რომ იყოს იგი! მაგრამ მგონი შენ ვერაფერიც ვერ გაიგე და მაგ დასკვნაზე სულაც არ გიფიქრია.ასე შენ ნათლობის უარყოფამდე მიდიხარ... რა თქმა უნდა,ჩვილს ის ცოდვები არ ექნება,რაც მოზრდილ ადამიანს,მაგრამ იგი მაინც ცოდვილი ბუნებით იბადება,და აუცილებელია ამ ცოდვისაგან ნათლობით განიწმინდოს. ციტატა გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, ბასილი დიდიც გვიან მოინათლა და ვერ ჩაწვდნენ წირვის არსს? რამდენი ადამიანი ვიცი, რომლებმაც გვიან დაიწყეს ეკლესიაში სიარული და წმინდანებიც კი გამხდარან გაიხსენე პავლე მოციქული ვინ იყო, რას უკეთებდა ქრისტიანებს, გაიხსენე ვინ იყო მირიან მეფე.... რაღაც ძალიან მოგაქვს თავი მაგით,მაგრამ ეგ სრულიად ულოგიკუროა... ნინომ უკვე გაგცა შესაბამისი პასუხი... -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
![]()
პოსტი
#62
|
![]() Pro Christo.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 ![]() |
ზებედე
და რომ ამბობ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ეკლესიაში,თვითონ დაინახოს და შეიმეცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და გახდეს მართლმადიდებელიო,ეგრე კარგი იქნება?საუკეთესო გამოსავალი მონახე? რა გირჩევნია საერთოდ ასეცდეს,თუ ვინმეს დახმარებით გაიკვლიოს ჭეშმარიტების გზა? რა სისულელეს ამბობ? განა მშობელს,რომელსაც ცოდნა გაქვს,ასე ხელდაკრეფილი უნდა იჯდე და უყურო შენმა შვილმა როგორ შეიძლება "დაიღუპოს" თავი? ასე ხომ შეიძლება იგი საერთოდ უღმრთოდ გაიზარდოს? რამდენჯერ აღგვინიშნავს, რომ ადამიანის აღზრდასა და განვითარებაში,მისი ფაქიზი სულისა და გულის,პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარია სულიერი გზა,რწმენა ღვთისა,რაზეც მისი მშობელი თუ ახლობელი თავიდანვე,პატარაობიდანვე უნდა ზრუნავდეს.მართალია,თავიდან პატარა ბევრს ვერაფერს იაზრებს,მაგრამ ნელ-ნელი ნაბიჯებით,გაცნობიერებით,როდესაც შენ მას ასწავლი,უკვე მის სულში გაიღვიძებს,თავიდანვე ჩაინერგება სიყვარული უფლისადმი,რაც მომავალში ჭეშმარიტ რწმენად ჩამოყალიბდება.განა ეკლესია არ მოუწოდებს ადამიანებს,რომ მონათლონ პატარები და შემდეგ მათმა ნათლიებმა (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად) იზრუნონ მათი სულიერი ცხოვრების წარმართვაში,შეასრულონ თავისი მოვალეობა? განა ერთად არ აღვნიშნავდით,რომ დღეს ბევრი ახალგაზრდა განიცდის სულიერ შიმშილს?აი სწორედ ამაზე ახლა მოვიყვან "ბუნება გადაშლილი წიგნიადან"( ![]() ![]() "დამაფიქრებელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები: "გარეგნულად ხალისიან ჩვენს ახალგაზრდებში მე ვხედავ სევდას,რომელიც დროდადრო ნელდება,ხან კი ისევ ძლიერდება.ხშირად გაუცნობიერებელი ეს გრძნობა ჭმუნვაა სულისა; წუხილია სიწმიდის,სიმაღლის,ტრანსცენდე ნტურის ვერწვდომის გამო,ღვთისა და ჭეშმარიტების მონატრების გამო. ახალგაზრდები ესწრაფვიან ცოდნის შეძენას,რომ საზრდო მისცენ არამარტო გონებას,არამედ - სულსაც.მაგრამ ეს ცოდნა ხშირად ვიწროა,ანდა ზედაპირული". მაშასადამე,ყმაწვილს სჭირდება უფრო მეტი,ვიდრე გარემო სთავაზობს მას. წმიდა მამები გვიმტკიცებენ:"როგორც რბილ ცვილს,რომელსაც გამოძერწავ და როგორც გინდა ისეთ ფორმას მიაღებინებ,ასევე პატარა ბავშვიდან რასაც მოისურვებ,იმას გამოძერწავ.სუფთა ფურცელზე დაწერილი ასოები წარუშლელია და ისიც,რასაც ყმაწვილი გაიგებს,სიბერემდე მასთან დარჩება" (ბერი ფილოთეოსი). რა უნდა გაიგოს ადრეულ ასაკში ბავშვმა ღვთის არსებობაზე უკეთესი,რომ ყველაფერი,რასაც ირგვლივ ხედავს,ასე მოსწონს და უყვარს,უზენაესის შემოქმედებაა;რომ ყველაფერში ღვთის უსაზღვრო შესაძლებლობები და ასევე უსაზღვრო სიყვარულია უფლისადმი." ასე რომ,ეს "მეტი" თავისი მშობლებისა თუ ახლობელი ადამიანებისაგან,და ა.შ. უნდა გაიგოს,დაინახოს, იმათგან ვინც მორწმუნეა და მათთვის კარგი სურს,ჭეშმარიტი გზის ჩვენება სურს. დღეს ბევრი პრობლემა,საცთური და ცრუფასეულობა ახვევია გარს ადამიანს. "ამგვარ გარემოში ყმაწვილის მყიფე ფსიქიკას კი არა,ხშირად ზრდასრულ კაცსაც უჭირს სწორად ორიენტირება და ჭეშმარიტის გარჩევა დროის მიერ შემოთავაზებული ერაცებისა და სუროგატებისაგან. რა სჭირდება ყმაწვილის სულს იმ ასაკში,როდესაც იწყებს გარემოს შეცნობას,როდესაც ლაგდება პირველი აგურები პიროვნების ლიბოში". ასე რომ,იფიქრე ამაზე,გენც ... ![]() -------------------- "Happiness only real when shared."
|
.ნინო |
![]()
პოსტი
#63
|
![]() ნინო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 ![]() |
მხოლოდ პირველი გვერდი წავიკითხე, და იმდენად დამაინტერესა გრიგოლ ღვთის მეტყველის მაგალითმა, გადავწყვიტე მომეძია და აქაც დავდებ...
ბოდიშს ვიხდი, თუ ეს ბიოგრაფია უკვე ვინმემ დადო და მე კიდევ ერთხელ ვაკეთებ ამას.... წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სამშობლო იყო სამხრეთ კაპადოკია, ქალაქი ნაზიანზი, საიდანაც წარმოსდგება მისი ზედწოდება - ნაზიანზელი. გრიგოლის მშობლების კეთილშობილი წარმოშობისანი იყვნენ. მამას ასევე გრიგოლი ერქვა, დედას კი - ნონა. მამა თავიდან არ იყო ქრისტიანი, წმიდა გრიგოლის დედა კი, ნეტარი ნონა, ქრისტიანი მშობლების შვილი და თავადაც ღვთისმოშიში ქრისტიანი იყო. ღმრთის განგებით იგი ურწმუნო კაცის ცოლი გახდა, რათა ისიც ქრისტეს სჯულზე მოექცია, რამეთუ წმიდა წერილი ამბობს: „განწმიდნების ქმარი იგი ურწმუნოჲ ცოლისა მისგან მორწმუნისა და განწმიდნების ცოლი იგი ურწმუნოჲ ქმრისა მისგან მორწმუნისა“ (1 კორ. 7, 14). ასეც მოხდა: ღმრთის შეწევნითა და წმიდა ნონას მცდელობით გრიგოლმა უარყო თავისი ცთომილება და ნათელ-იღო. ნეტარი ნონა ევედრებოდა უფალს, რომ ძე შესძენოდა, და თავიდანვე აღთქმა დადო: თუ ვაჟი ეყოლებოდა, მას ღმერთის სამსახურს შესწირავდა. უფალმა ისმინა მისი და მისცა ძე, რომელსაც მამის სახელი - გრიგოლი უწოდეს. იგი მაშინვე არ მოუნათლავთ, რადგან იმ ხანებში ქრისტიანებს დაბადებისთანავე არ ნათლავდნენ, არამედ ზრდასრულ ასაკში. მოგვიანებით წმიდა მამებმა ეს ჩვეულება შეცვალეს და წესად დაადგინეს ყრმათა ადრეული ნათლობა. ყრმა გრიგოლი ქრისტიანულად იზრდებოდა. იგი თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებისაგან განსაკუთრებული გონიერებითა და სწავლაში გულმოდგინებით. თამაში, გართობა და ათასგვარი სანახაობა არ იზიდავდა და მთელ დროს წიგნის კითხვას ანდომებდა, დედა კი ქრისტიანულ ცხოვრებას ასწავლიდა. წმიდა გრიგოლი განსაკუთრებით ცდილობდა სულის სიწმინდისა და სხეულის უმანკოების დაცვას, ერიდებოდა ზედმეტ ჭამა-სმას, ღვინის სმასა და ფუჭ დროსტარებას. სწავლის გასაგრძელებლად წმიდა გრიგოლი ჯერ პალესტინის კესარიაში ჩავიდა, მერე კი ალექსანდრიას მიმართა, სადაც ცნობილი მასწავლებლების ხელმძღვანელობით ეუფლებოდა ძველ ელინურ სიბრძნეს. მალე იგი ათენს გაემგზავრა გემით, რომელსაც მძვინვარე ქარიშხალი დაღუპვას უქადდა, მაგრამ ღმერთის შეწევნითა და წმიდა გრიგოლის ლოცვით გადარჩა. როგორც ვიცით, ათენში გრიგოლი გაეცნო და დაუმეგობრდა ბასილი დიდს. როდესაც ბასილი დიდი ეგვიპტეში გაემგზავრა, გრიგოლი ერთხანს ათენში დარჩა და რიტორიკას ასწავლიდა, მერე კი, რომ გაიგო, მამამისი ნაზიანზის ეპისკოპოსად დაადგინეს, მაშინვე სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს გრიგოლი უკვე 30 წლისა იყო და მამის ხელიდან მიიღო წმიდა ნათლისღება. მას სურდა მაშინვე მიეტოვებინა ეს სოფელი და უდაბნოში განმარტოებულიყო, მაგრამ მამის თხოვნას დაჰყვა და დროებით ნაზიანზში დარჩა. მთელ დროს გრიგოლი ღმრთივსულიერი წიგნების კითხვას და ლოცვას ანდომებდა. მალე მამამ იგი თავისი ნების წინააღმდეგ მღვდლად აკურთხა და ეპისკოპოსად დადგინებასაც უპირებდა. ეს რომ შეიტყო, გრიგოლი ჩუმად გაიპარა სახლიდან და პონტოს მონასტერს მიაშურა, სადაც უკვე მოღვაწეობდა მისი მეგობარი, ბასილი. ამგვარად, ბასილი და გრიგოლი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთს ბაძავდნენ ღმრთის სათნო ცხოვრებაში და ერთადვე ქმნიდნენ მონაზვნური ცხოვრების წეს-განგებას. ამ დროს გარდაიცვალა გრიგოლის ძმა, კესარიოსი. მამამ წერილი მოსწერა, რომელშიც ცრემლით ევედრებოდა ჩასულიყო და თანადგომა გაეწია მისთვის. გრიგოლი დაჰყვა მამის თხოვნას და დაბრუნდა ნაზიანზში, სადაც არიოზის წვალება მომძლავრებულიყო. აქ იგი ეხმარებოდა ღრმად მოხუცებულ მამას ეკლესიის მართვასა და არიოზის ცრუ-მოძღვრების მხილებაში. კონსტანტინე დიდის ძის, კონსტანციუსის სიკვდილის შემდეგ ბიზანტიის ტახტზე ავიდა უსჯულო იულიანე, რომელიც აშკარად განუდგა ქრისტეს და თავი წარმართად გამოაცხადა. მან განაახლა ქრისტიანების დევნა და დიდ საფრთხეს უქადდა ქრისტეს ეკლესიას, მაგრამ სპარსელებთან ერთ-ერთ ბრძოლაში დაეცა. მის შემდეგ გამეფდა მართლმადიდებელი იმპერატორი იობიანე, რომელმაც ძლიერ ცოტა ხანს იცოცხლა და ტახტზე ვალენტი ავიდა, არიოზის მიმდევარი. მის დროს ამ ცრუმოძღვრებამ ახალი ძალით იფეთქა და მრავალი მართლმადიდებელი ქრისტიანი აცთუნა. თვით ეპისკოპოსი ევსევი კესარიელიც კი შეორგულდა და გადაუხვია მართალ სარწმუნოებას. ეს რომ შეიტყო, გრიგოლმა წერილი მისწერა მას და ურჩია, კესარიაში ბასილი დიდი დაებრუნებინა. მანვე მისწერა ბასილის და სთხოვა, ეკლესიის საჭიროებისთვის მიეტოვებინა მონასტერი და კესარიაში წასულიყო. ამგვარად, მან შეარიგა ეს ორი მამა. ბასილი კესარიაში დაბრუნდა და მხარში ამოუდგა ევსევის. არიანელთა დიდი ნაწილი დადუმდა, დანარჩენები გაიქცნენ. მალე ევსევი გარდაიცვალა და კესარიის მთავარეპისკოპოსის ტახტზე ბასილი დაადგინეს, თუმცა ეს მისი ნების წინააღმდეგ მოხდა. წმიდა გრიგოლი ერთ-ერთ მონასტერში განმარტოვდა, მერე კი უდაბნოში დაეყუდა, თუმცა მალე ყურად იღო მშობლების ვედრება და ნაზიანზში დაბრუნდა. მამა სთხოვდა, მის ნაცვლად ემართა ნაზიანზის ეკლესია, მაგრამ გრიგოლს არ სურდა ამ პატივის მიღება და უარზე იდგა. ბოლოს იგი დამორჩილდა ბასილი დიდისა და მამის ნებას და ქალაქ სასიმის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. გრიგოლის მამა 45 წელი იყო ნაზიანზის ეპისკოპოსი და ღრმად მოხუცი, 100 წლის ასაკში მიიცვალა. მალე ნატარი ნონაც აღესრულა. გრიგოლმა დიდი პატივით დაკრძალა მშობლები და, თუმცა თანამოქალაქეებს ძალიან უნდოდათ, რომ მას მამის კათედრა დაეკავებინა, გრიგოლი არ დაჰყვა მათ თხოვნას. მალე იგი ფარულად სელევკიაში გაემგზავრა, იქიდან კი კესარიაში ჩავიდა და ბასილის მიერ მოწყობილი საავადმყოფოებისა და ხანაგების გამგებლობას შეუდგა. ამასობაში არიანული წვალების წიაღიდან იშვა ახალი - მაკედონიოსის სული წმიდის მგმობელი წვალება. ეს წვალება განსაკუთრებით გავრცელდა ბიზანტიაში. ბასილი დიდისა და მრავალი სხვა მამის რჩევით, გადაწყდა გრიგოლი ბიზანტიაში ჩასულიყო მართლმადიდებლობის დასაცავად. ამ დროს აღესრულა ბასილი დიდი, რამაც დიდად დაამწუხრა გრიგოლი, იგი ჩავიდა კესარიაში და თავისი უახლოესი მეგობარი დაიტირა. მალე გრიგოლი კონსტანტინეპოლს გაემგზავრა, სადაც ქრისტეს ეკლესია მეტისმეტად შერყეული დახვდა. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი მწვალებლებს ჰყავდათ გადაბირებული, თითქმის ყველა ტაძარი მათ ხელში იყო. მართლმადიდებლებს ეპყრათ მხოლოდ ერთი პატარა, წმიდა ანასტასიას სახელობის ძველი ეკლესია. წმიდა გრიგოლმა მაშინვე დაიწყო ბრძოლა მწვალებელების წინააღმდეგ და მათ დოგმატურ ცდომილებებს ობობას ქსელივით არღვევდა. მისი დაუღალავი ქადაგების შედეგად ქრისტეს ეკლესიას მრავალი შეცთომილი შვილი დაუბრუნდა, მწვალებელთა რიცხვი კი ყოველდღიურად კლებულობდა. ამასობაში გამოჩნდა კიდევ ერთი ახალი წვალება - აპოლინარიუსისა, რომელიც არასწორად ასწავლიდა ქრისტეს განხორციელების შესახებ. ამ წვალებამ ძალიან მოიკიდა ფეხი და წმიდა გრიგოლმა, როგორც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველმა, მის წინააღმდეგაც გაილაშქრა. აპოლინარიუსის მიმდევრებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს წმიდანს, მრავალჯერ დასწამეს ცილი, მრავალჯერ დაუპირეს ქვებით ჩაქოლვა, მაგრამ ღმერთი ყოველთვის იფარავდა მას. ბოლოს იგი შეიპყრეს და ქალაქის თავს წარუდგინეს, როგორც ავაზაკი, მაგრამ მან იცოდა გრიგოლის უდანაშაულობა და გაათავისუფლა. ამგვარად, წმიდა გრიგოლმა შორს გაითქვა სახელი, როგორც მართლმადიდებლობის მხნე დამცველმა და ბრძენმა მოძღვარმა. სწორედ განსაკუთრებული სიბრძნისა და მრავალ მძლავრ მწვალებელზე მოპოვებული გამარჯვებისათვის ეწოდა მას „ღმრთისმეტყველი“, ქრისტეს საყვარელი მოწაფის, იოანეს მსგავსად. მართლმადიდებლებს სურდათ, წმიდა გრიგოლი კონსტანტინეპოლის პატრიარქად ეხილათ, ამასვე ურჩევდა ალექსანდრიის პატრიარქი პეტრე, წმიდა ათანასე ალექსანდრიელის მემკვიდრე. მაგრამ ამ დროს მოულოდნელი დაბრკოლება გამოჩნდა. კონსტანტინეპოლში ცხოვრობდა ერთი ბერძენი ფილოსოფოსი მაქსიმე, ცინიკოსთა სკოლის წარმომადგენელი, კაცი ცბიერი და პირმოთნე. იგი ეახლა წმიდა გრიგოლს, უარყო ელინური უღმრთოება, ნათელ-იღო და წმიდა ეკლესიის წევრი გახდა. მაგრამ ყოველივე ეს მხოლოდ თვალთმაქცობა იყო - სინამდვილეში მაქსიმე ცხვრის ტყავში გამოხვეული მგელი გახლდათ და ბოროტი მიზნები ჰქონდა. წმიდა გრიგოლს ეჭვი არ შეჰპარვია მის გულწრფელობაში, დაიახლოვა და ეკლესიის მრევლს შეუერთა. მაქსიმემ ერთ-ერთ ხუცესთან ერთად დაიწყო ბრძოლა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტის მისატაცებლად და ათასგვარი ხრიკების საშუალებით შეძლო კიდეც ამ მიზნის მიღწევა. მორწმუნენი აღაშფოთა მაქსიმეს მზაკვრობამ, მათ არ მიიღეს იგი და წმიდა გრიგოლსაც უსაყვედურეს ასეთი კაცის დაახლოებისათვის. მაშინ მაქსიმე მის მიერ მოსყიდულ ეგვიპტელ ეპისკოპოსთან ერთად იმპერატორ თეოდოსი დიდთან გაემგზავრა, რომელიც იმ დროს თავის ლაშქართან ერთად თესალონიკში იმყოფებოდა და კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე დამტკიცება სთხოვა. თეოდოსი განრისხდა და გააძევა მაქსიმე, რომელიც ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ პეტრე ალექსანდრიელთან გამართა ქიშპობა, მაგრამ მალე იქიდანაც გამოაგდეს. ამასობაში წმიდა გრიგოლს ჯანმრთელობამ უღალატა და სნეულებებმა დარიეს ხელი. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მართვაზე და ნაზიანზში დაბრუნებულიყო. მანამდე გრიგოლმა გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა ხალხს, რომელშიც მოუწოდა მტკიცედ დაეცვათ მართლმადიდებლობა და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმე ეკეთებინათ. ხალხი მიხვდა, რომ ეკლესიის მწყემსი ტოვებდა სამწყსოს. გაისმა შეძახილები და ხმამაღალი ტირილი: - მამაო! შენი წასვლით თან მიგაქვს სწავლება წმიდა სამების შესახებ. უშენოდ ამ ქალაქში გაქრება ჭეშმარიტი აღმსარებლობა, შენთან ერთად განგვეშორება მართლმადიდებლობა და ღმრთისმოშიშება! ხალხის ასეთმა მწუხარებამ წმიდა გრიგოლს გადააფიქრებინა კონსტანტინეპოლიდან წასვლა და აღუთქვა მოქალაქეებს, რომ ვიდრე კონსტანტინეპოლის ტახტზე ღირსეულ ეპისკოპოსს არ აირჩვედნენ, მათთან დარჩებოდა. ამ დროს თეოდოსი დიდმა გამარჯვება მოიპოვა ბარბაროსებთან ბრძოლაში და კონსტანტინეპოლში დაბრუნდა. ქალაქის საკათედრო ტაძარი ამ დროს კვლავ არიანელებს ეპყრათ, პატრიარქის ტახტზე კი არიანელი პატრიარქი, დემოფილე იჯდა. თეოდოსიმ მოსთხოვა დემოფილეს, ან წვალებაზე ეთქვა უარი, ან ეპისკოპოსობა დაეთმო. დემოფილემ თავისი ცთომილება აირჩია. მაშინ მეფემ დაუბრუნა მართლმადიდებლებს კონსტანტინეპოლის მთავარი ეკლესია, რომელიც ორმოცი წლის მანძილზე არიანელების ხელში იყო, და ყველა სხვა ეკლესიაც. როდესაც წმიდა გრიგოლი და მთელი მორწმუნე ერი ეკლესიას მიუახლოვდა, არიანელებმა გზა გადაუღობეს და არ სურდათ მათი შეშვება, ისინი სიკვდილით ემუქრებოდნენ წმიდა გრიგოლს; ატყდა დიდი შფოთი. ამ დროს თვით მეფე მობრძანდა და პატივით შეაბრძანა ეკლესიაში მღვდელმთავარი და მისი თანმხლებნი. ხალხი სიხარულით ჰმადლობდა ღმერთს და სურდა მაშინვე აეყვანათ პატრიარქის ტახტზე გრიგოლ ღმრთისმეტყველი, მაგრამ იგი მეტისმეტად დაუძლურებული იყო თავისი სნეულებით და ერთ-ერთი დაახლოებული პირის დახმარებით მიმართა ხალხს: - შვილნო! დღეს სიხარულისა და ღმერთისთვის მადლობის აღვლენის დროა, პატრიარქის არჩევა კი სხვა, უფრო შესაფერი დროისათვის გადავდოთ! ხალხმა შეისმინა წმიდა მღვდელმთავრის რჩევა და შეწყვიტა ყვირილი. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ყველა წავიდ-წამოვიდა, არიანელები კი შერცხვენი სცემდა წმიდა გრიგოლს და მამასავით ექცეოდა, მაგრამ გრიგოლი იშვიათად მიდიოდა მეფესთან, რადგან კარგად ახსოვდა სოლომონ მეფის სიტყვები: „ნუ დახშირებულ აღიყვან ფერხსა მეგობრისა მიმართ შენისა, რათა არა ოდეს განძღეს შენგან, მოგიძულოს შენ“ (იგავ. 25, 18). წმიდანი გულმოდგინედ მოძღვრავდა ხალხს, ავადმყოფებს ნახულობდა და კურნავდა, შეურაცხყოფილებს ესარჩლებოდა, სუსტებს განამტკიცებდა და მწვალებლებთან ბრძოლას განაგრძობდა. იგი ხშირად მიდიოდა სოფელში, რათა ცოტა ხანს მარტო დარჩენილიყო და დაესვენა, იმისათვის, რომ ეკლესიის და ხალხის სამსახური შესძლებოდა. 381 წელს ბიზანტიაში დაიწყო მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც 150-მა ეპისკოპოსმა მოიყარა თავი. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს წმიდა მელენტი ანტიოქიელი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავისი ნების წინააღმდეგ, მეფისა და მთელი ხალხის თხოვნით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ტახტზე აიყვანეს. მალე მელენტი, ანტიოქიის პატრიარქი, ავად გახდა და გარდაიცვალა. ამ დროს კრებაზე ჩამოვიდნენ მაკედონიისა და ეგვიპტის ეპისკოპოსები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოთქვეს გრიგოლის არჩევის გამო. ისინი ამტკიცებდნენ, კონსტანტინეპოლის პატრიარქის არჩევა ალექსანდრიის პატრიარქის საქმეა და არა ანტიოქიისაო. ეპისკოპოსებს შორის დავა ატყდა. ერთნი ამბობდნენ, გრიგოლი სამართლიანად არის არჩეულიო, მეორენი კი საწინააღმდეგო აზრისანი იყვნენ. მაშინ წმიდა გრიგოლმა შეკრიბა ეპისკოპოსები და სიტყვით მიმართა მათ: - წმიდანო მწყემსმთავარნო! არასოდეს ვცდილვარ კონსტანტინეპოლის ეკლესიის ტახტზე დამკვიდრებას, ხოლო თუ ეს ეკლესია ჩემი ღვაწლით გაიზარდა და გაძლიერდა, ამისთვის ღმერთს ვწირავ მადლობას და მისგანვე მოველი სასყიდელს. მხოლოდ ჩემი სამწყსოს სიყვარულმა და მღვდელმთავართა საერთო რჩევამ მაიძულა პატრიარქობის მიღება, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი მტრულად მიყურებს. მაშ იცოდეთ, მე არც სიმდიდრე მიზიდავს, არც მაღალი თანამდებობა და პატივი, არ მსურს კონსტანტინეპოლის პატრიარქის სახელი და დაუნანებლად ვთმობ ეპისკოპოსობას; თქვენ კი ითათბირეთ და, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ, ისე გადაწყვიტეთ. მე დიდი ხანია მონასტრის სიმყუდროვე მიხმობს - ვინც პატრიარქობას მართმევს, ის უფალს ვერ წამართმევს. ამის შემდეგ გრიგოლმა დატოვა პატრიარქის სამყოფელი და ეკლესიის მახლობლად, პატარა სახლში განმარტოვდა. იგი ცდილობდა თავი აერიდებინა მასთან მისული ხალხის ლაპარაკისა და მითქმა-მოთქმისათვის, მაგრამ ხალხი ევედრებოდა, არ მიეტოვებინა ქალაქი, რომელსაც ამდენი წყალობა უყო და ასეთი ღვაწლი დასდო. წმიდა გრიგოლს შეებრალა ისინი და აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო - ღმერთს ევედრებოდა, თავად მას გადაეწყვიტა ეს საკითხი. ამასობაში კრებაზე თავმოყრილ ეპისკოპოსთა რიცხვმა იმატა, შფოთი და უთანხმოება კი არ ცხრებოდა. მაშინ გრიგოლი კვლავ წარსდგა მათ წინაშე და მიმართა: - მამანო და მღვდელმთავარნო! სირცხვილია, რომ თქვენ, ვინც სხვებს ასწავლით მშვიდობით ცხოვრებას, ერთმანეთთან ვერ დაგიმყარებიათ მშვიდობა. როგორ უნდა შესძლოთ სხვების დარწმუნება, თუ თქვენ თვითონ ვერ მიაღწევთ მშვიდობას? მაგრამ გვედრით ერთარსი და ყოვლადწმიდა სამების წინაშე, ზავი ჩამოაგდეთ და სიყვარული უჩვენეთ ერთმანეთს. თუ თქვენი ქიშპობის მიზეზი მე ვარ, მაშ იონა წინასარმეტყველივით გადამაგდეთ გემიდან - იქნება შეწყდეს ეს განხეთქილება. და თუმცა მე არა ვარ დამნაშავე ქარიშხლის ამოვარდნაში, მაგრამ ვარჩევ, მე დავზარალდე, ოღონდაც თქვენ გქონდეთ მშვიდობა ერთმანეთთან. გადამაგდეთ ტახტიდან, გამაძევეთ ქალაქიდან, მხოლოდ შეიყვარეთ მშვიდობა და ჭეშმარიტება: ამას გთხოვთ ზაქარია წინასწარმეტყველთან ერთად (ზაქ. 8, 19). სიკეთეს გისურვებთ, წმინდანო მღვდელმთავარნო! ნურც ჩემს შრომას დაივიწყებთ! ამ სიტყვამ ყველა მის მოწინააღმდეგესაც კი მოულბო გული. მაგრამ წმიდა გრიგოლმა მტკიცედ გადაწყვიტა, სამშობლოში დარბუნებულიყო. იგი მივიდა მეფესთან და სთხოვა: - მეფეო! ღმერთმა მოგაგოს ყველა იმ სიკეთისათვის, რაც ეკლესიას უყავი. მაგრამ შეისმინე, მაღალო ხელმწიფეო, ჩემი დღევანდელი სათხოვარი: არც მამულის სათხოვნელად მოვსულვარ, არც ჩემი ნათესავების პატივს დავეძებ, მხოლოდ ჩემს შრომათა შემსუბუქება მსურს. დაე ამით მოეღოს ბოლო მრავალთა შურს, დაე შენი მცდელობით მშვიდობა ჩამოვარდეს ეპისკოპოსებს შორის! შენ, ვინც გამარჯვება მოიპოვე ბარბაროსებზე - მღვდელმთავართა შუღლიც დააცხრე! ამას კი მაშინ მიაღწევ, თუ მე სამშობლოში გამიშვებ. მხოლოდ ამ წყალობის სათხოვნელად მოვედი შენთან, მაშ ნუ მეტყვი უარს ამ უკანასკნელ სიკეთეზე! ამ სიტყვებმა შეძრეს მეფე და მას ცრემლი მოერია, ატირდნენ იქ მყოფი დიდებულებიც. ყველა დიდ სიყვარულს გრძნობდა წმიდა გრიგოლის მიმართ და არ სურდათ მისი გაშვება. წმინდანმა კვლავ რამდენჯერმა გაუმეორა თხოვნა, თან თავის სიბერესა და სნეულებასაც ახსენებდა. ბოლოს, როგორც იქნა, დაარწმუნა მეფე, გაეშვა იგი, რათა დარჩენილი დღეები მშვიდად გაეტარებინა და დაესვენა ამდენი შრომის შემდეგ. მაშინ გრიგოლი ყველას გამოეთხოვა, უკანასკნელი დარიგება მისცა თავის სამწყსოს და გასცილდა ქალაქს. ხალხმა ტირილით გააცილა საყვარელი მღვდელმთავარი. რამდენიმე ეპისკოპოსმა, ვისაც უყვარდა გრიგოლი და განიცდიდა მის წასვლას, დატოვა კრება და შინ გაემგზავრა. ასეთები იყვნენ გრიგოლ ნოსელი, ამგილოქე იკონიელი, ევლოგი ედესელი და სხვები. კრებაზე დარჩენილმა ეპისკოპოსებმა პატრიარქად სენატორი ნექტარიოსი აირჩიეს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი კაპადოკიაში, პატარა სოფელ არიანზში განმარტოვდა. აქ იგი ისვენებდა, თან ბევრს შრომობდა ეკლესიის საკეთილდღეოდ. ამ დროს მისი სამშობლო, ნაზიანზი აპოლინარიუსის წვალებით იყო შებილწული. წმიდა გრიგოლი თავისი სიტყვითაც და ეპისტოლეებითაც მტკიცედ ებრძოდა ამ ცრუმოძღვრებას. ქალაქის მცხოვრებნი სთხოვდნენ, ეკლესიის მმართველობა ეკისრა, მაგრამ გრიგოლმა უარი თქვა ამ პატივზე და სხვა, ღირსეული ეპისკოპოსი დაუდგინა, თვითონ კი კვლავ არიანზში განაგრძობდა განმარტოებულ ცხოვრებას. იგი აღესრულა 389 წლის 25 იანვარს, ღრმად მოხუცებული, და პატივით დაკრძალეს მშობლიურ ქალაქ ნაზიანზში. 950 წელს ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე პორფიროგენეტმა მისი წმიდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენა. ციტატა ისეთი მშობლები აზიარებენ შვილებს, რომლებმაც თვითონ არ იციან რაა ზიარება და არც ზიარებულან იგივე ხდება ნათლობის დროს ეს ნამდვილად პრობლემაა. მაგრამ არ მგონია მაქედან გამოსავალი ბავშვების უზიარებლობა იყოს, მგონი პირიქით... რა ვიცი მე ასე ვფიქრობ ![]() -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#64
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
ციტატა ციტატა ისეთი მშობლები აზიარებენ შვილებს, რომლებმაც თვითონ არ იციან რაა ზიარება და არც ზიარებულან იგივე ხდება ნათლობის დროს მართალია ეს პრობლემაა,მაგრამბავშვის კი არა მშობლის!იქნებ იმიტომაა ის მშობელი უზიარებელი რომ მისმა მშობლმა პატრაობიდანვე არ მიაჩვია ტაძრისა და ღვთის სიახლოვეს ყოფნას?რა არის იმაში ცუდი თუ ის პატალა მაინც მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს,გუჯა ამბობს მეცოდება ბავშვები რომ ტირიანო,ეგ ზიარებამდე,რასაც მე ვაკვირდები ზიარებისტანავე ჩვილების90%მშვიდად და უდარდელად იძინებს,მართალია ჯერ ვერაფერს ამბობს და აზრის გამოთქმა არ შეუძლია მარა უფლის მადლსა და წყალობას ნამდვილად გრძნობენ!ოჯახებს რომ შევქმნით და თუ ველოდეთ როდის გაიზრდებიან და რამეს მიხვდებიან ბავშვები თავისით,აი სატირელი ჩვენ გვექნება მერე....შეიძლება,ჩვილი ვერ ლაპარაკობს მაგრამ ძალიან ბევრ რამეს გრძნობს,მშვენივრად ხვდება ვის უყვარს და ვინ ეფერება,რატომ იწყებენ ტირილს როცა მისთვის არასასურველ ადმიანს დაინახავენ? ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
ზებედე |
![]()
პოსტი
#65
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ციტატა ზებედე ზემოთ ნათლობასაც შევეხეთ და ერთი კითხვა გამიჩნდა შენთან.ეთანხმები იმას,რომ გარდაცვლილი ადამიანი ( ჩვილ ბავშვებზე ახლა არ ვსაუბრობ),რომელიც არის 8-9 წლის ან ცოტა უფრო მოზრდილი,უნათლავად ვერ მოხვდება სასუფეველში? მასე შეიძლება 18-20 წლამდე,თუ არა მეტი,ეგრე იყო,სანამ შენით მიაღწევ,გარკვევ რამეს, და რომ გარდაიცვალოს მოუნათლავად,მერე? უშვებ ამ ხალხს ჯოჯოხეთში? ან ჩვილებსაც შევეხოთ,შენ როგორ ჩვილებზე საუბრობ,ჯოჯოხეთში არ ხვდებიანო,რაღაც მიზეზების გამო მუცელში დაღუპულებზე,აბორტით მოკლულებზე თუ იმათზეც,ვინც დაიბადა და რამდენიმე თვისაა,ან საერთოდ,პატარა,რამდენიმე წლისაზეც გულისხმობ ამას? და თუ წლისაზეც,რომელ წლამდე?.. მე ეს საკითხი გარკვეული მაქვს, უნათლავი ჩვილები სად ხვდებიან, მუცელში მოწყვეტილნი და დაბადებულნი, ოღონდ მოუნათლავი ![]() ციტატა ადამისა და ევას ცოდვა აწევს მხრებზეო ეგ ცოდვა გამოსყიდულია, მაგაზე მე არ დავეთანხმები არავის, რომ ადამის და ევას ცოდვით იბადება შვილი ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
ზებედე |
![]()
პოსტი
#66
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებედე და რომ ამბობ ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ეკლესიაში,თვითონ დაინახოს და შეიმეცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და გახდეს მართლმადიდებელიო,ეგრე კარგი იქნება?საუკეთესო გამოსავალი მონახე? რა გირჩევნია საერთოდ ასეცდეს,თუ ვინმეს დახმარებით გაიკვლიოს ჭეშმარიტების გზა? რა სისულელეს ამბობ? განა მშობელს,რომელსაც ცოდნა გაქვს,ასე ხელდაკრეფილი უნდა იჯდე და უყურო შენმა შვილმა როგორ შეიძლება "დაიღუპოს" თავი? ასე ხომ შეიძლება იგი საერთოდ უღმრთოდ გაიზარდოს? რამდენჯერ აღგვინიშნავს, რომ ადამიანის აღზრდასა და განვითარებაში,მისი ფაქიზი სულისა და გულის,პიროვნების ჩამოყალიბებაში მთავარია სულიერი გზა,რწმენა ღვთისა,რაზეც მისი მშობელი თუ ახლობელი თავიდანვე,პატარაობიდანვე უნდა ზრუნავდეს.მართალია,თავიდან პატარა ბევრს ვერაფერს იაზრებს,მაგრამ ნელ-ნელი ნაბიჯებით,გაცნობიერებით,როდესაც შენ მას ასწავლი,უკვე მის სულში გაიღვიძებს,თავიდანვე ჩაინერგება სიყვარული უფლისადმი,რაც მომავალში ჭეშმარიტ რწმენად ჩამოყალიბდება.განა ეკლესია არ მოუწოდებს ადამიანებს,რომ მონათლონ პატარები და შემდეგ მათმა ნათლიებმა (რა თქმა უნდა, მშობლებთან ერთად) იზრუნონ მათი სულიერი ცხოვრების წარმართვაში,შეასრულონ თავისი მოვალეობა? არქიმანდრიტი ზენონი (თეოდორი) ეკლესიისა და საიდუმლოებების შესახებ ქრისტეს ეკლესია - როგორც ყველასათვის ცნობილია - დაფუძნებულია პეტრეს აღსაარებაზე, რომ ეკლესიის თავკიდე (ქვაკუთხედი) არის ქრისტე, რომ მთავარია ქრისტეს - როგორც მაცხოვრის, გამომსყიდველის, როგორც ხორცშესხმული ღმერთის რწმენა. დოგმატები ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტებებია, ურომლისოდაც შეუძლებელია ეკლესიის სრულფასოვანი ცხოვრება. დრონი შეიძლება იცვალონ, მაგრამ დოგმატები შეუცვლელი რჩება - ესაა საფუძველი, ფუნდამენტი, რომელზედაც ეკლესიის შენობა დგას. ეს იგივეა, რაც პეტრეს აღსაარება, ყველა დოგმატი ხომ სწორედ ცხონების აღმშენებლობით საიდუმლოს, ქრისტეს განკაცების საიდუმლოს აცხადებს. დოგმატები უცვლელი დარჩება, წეს-ჩვეულებანი კი ყოველთვის იცვლებოდა. რუსი ძველმოწესენი სრულიად გულწრფელად თვლიდნენ, რომ ჩვეულების შეცვლა რწმენის შეცვლაა. შეეჩვივნენ რა ღმრთისმსახურების საკუთარ ფორმებს, ისინი ყველა უცხო ჩვეულებას სხვა რწმენად თვლიდნენ, ამიტომ არა მხოლოდ კათოლიკეებს, ბერძნებსაც კი სხვა სარწმუნოების მიმდევრებსა და ერეტიკოსებს (მწვალებლებს) უწოდებდნენ. XVII საუკუნეში, მოსკოვში თვლიდნენ, რომ ბერძნებმაც ავნეს მართლმადიდებლობას, იმიტომ, რომ იმ დროინდელ საღმრთისმსახურო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი განსხვავებანი იყო. ამიტომ, პატრიარქი ნიკონიც განდგომილებაში დაადანაშაულეს. ეკლესია მყოფობს სოფლად, მაგრამ მას არ ეკუთვნის. მისთვის საშიში არ არის სოციალურ-ისტორიული კატაკლიზმები. ის მუდამ ცოცხალია. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი: ‘’მსგავს არს სასუფეველი ცათაი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი გქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნა იგი ყოვლად’’ [მათე, 13, 33]. ეკლესია - ამა სოფლის ცომია, ცხოვნებისაკენ ყველა ადამიანია მოხმობილი, მაგრამ ყველას არ სურს მოწოდებაზე გამოხმაურება. ეკლესია ძალით არავის იზიდავს. ადამიანი თავისუფლად უნდა მივიდეს ღმერთთან. ეკლესიაში მშვენიერების სისავსეა, ეკლესია ყოველივე ცოცხალს მოიცავს. ეს, თუ ვილაპარაკებთ ეკლესიის არსის, მისი შინაგანი ცხოვრების შესახებ. ხოლო, თუ გარეგანი გამოვლინებების შესახებ ვისაუბრებთ, უეჭველია რომ, საეკლესიო ცხოვრება გარემო ვითარებებზეა დამოკიდებული. ავიღოთ იგივე საეკლესიო ხელოვნება: XVII საუკუნემდე, ხატების გარდა, მაღალი ხელოვნების ვერანაირ სხვა სახეობას თქვენ ვერ იპოვით, რადგან ეკლესია, წარმოადგენდა რა სისავსეს, ადამიანის ყველა სულიერ მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ეკლესია დიდ შემოქმედებით ძალას ფლობს, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერ-ჯერობით სრულიად ვერ ვლინდება - მაგრამ ეს დროც მოვა. ჯერ კი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, რათა ეს დრო მოახლოვდეს. დღეს ძალზე ბევრი პრობლემაა, ეკლესიაში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით. მრავალი მათგანის გადაწყვეტა დიდ შრომას, მოთმინებას და დროს მოითხოვს. მაგრამ არის უბრალო საკითხები, რომელთა გადაჭრა ძნელი არაა, თუმცაღა უზრუნველობის, თუ სხვა მიზეზთა გამო, ისინი რჩება და ჩნდება უნუგეშო აზრი, რომ თუკი იოლად აღსასრულებელის გამოსწორება შეუძლებელი, დიდისა და ძნელის - მით უმეტეს. მე მხედველობაში მაქვს ნათლობის საიდუმლოს შესრულება. ჩვენთან, თითქმის ყველგან, შთაფლვის ნაცვლად, გადასხმით ნათლავენ. არადა რამდენი კამათი იყო ამის გამო, რომაელ-კათოლიკებთან. ბერძნულ (BAPTIZMA) და საეკლესიო - სლავურ (‘’Крещение’’) ენებში სიტყვა ‘’ნათლობა’’ – ‘’შთაფლვა’’-ს ნიშნავს. ჩვენი წინპრები ამბობდნენ: ‘’მოინათლა ხომალდი’’, ე.ი. ჩაიძირა, ჩაიფლო. სახარებაში ქრისტე ამხელს ფარისევლებს, რომ ისინი სტამნებისა და ქვაბების გარეცხვის წესს იცავენ [იხ. მარკოზი; 7, 4], არ ზრუნავენ რა გულის გაწმენდაზე. ‘’რომელთა ესე ნათელვიღეთ ქრისტე იესუის მიერ, სიკვდილისა მისისა ნათელ ვიღეთ’’ (‘’ ყველანი, ვინც მოინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ’’) [რომაელთა 6, 3]. ნათლობა - დამარხვის სახეა და ცხადია, რომ თავით შთაფლვა უფრო შეესაბამება ამ უდიდესი საიდუმლოს არსს. წმიდა გრიგოლ ნოსელი ამბობს: ‘’ნათლობის ემბაზი ჩვენთვის კუბოცაა და დედაც’’. ადამიანი ქრისტესთან კვდება და ქრისტესთან აღდგება ახალი სიცოცხლისათვის. მაგრამ, რათა ადამიანს ესმოდეს, თუ რას მიეახლება, მას სარწმუნოება ნასწავლი უნდა ჰქონდეს, ესე იგი, ნათლობისათვის თავის სულში უკვე ღმრთის სახეს ატარებდეს. გავიხსენოთ სახარების სიტყვები. ქრისტემ მიმართა რა მოციქულებს, თქვა: ‘’წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა“ [მათე 28, 19]. ესე იგი, ჯერ უნდა ასწავლო, მერე კი მონათლო. ეკლესიის არცერთი საიდუმლო რწმენის გარეშე არ მოქმედებს. საიდუმლო მაგიური ქმედება არ არის. დღეს ბევრ ზრდასრულ ადამიანს სურს მონათვლა. ამასთან დაკავშირებით, სრულიად აუცილებელია, მათთვის ქრისტიანობის სწავლება. ძველ ეკლესიაში, მასში შესვლის მსურველს უკითხავდნენ ლოცვას და კათაკმეველთა რიგში რიცხავდნენ, მისი სახელი შეჰქონდათ საგანგებო სიაში, ის შეჰყავდათ ეკლესიაში - როგორც ძმათა კრებულში, ამაში მონაწილეობას იღებდა მთელი თემი. კათაკმევლობის ვადა ერთი წლიდან სამ წლამდე გრძელდებოდა, ადგილობრივი პრაქტიკის მიხედვით - მხოლოდ ამის შემდეგ აღირსებდნენ კათაკმეველებს ნათლობას. ეს მთელი ადგილობრივი ეკლესიის ზეიმი იყო. ჩვენს დროში, მოსანათლს უხსნიან, რომ ნათლობის საიდუმლო განწმედს პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვისაგან, რომ მას ეძლევა მადლი, ურომლისოდაც ცხონება შეუძლებელია, მაგრამ მთელი თავისი სიდიადით, ეს საიდუმლო ვეღარ აღიქმება, რადგან იგი უკვე დიდი ხანია გამოყოფილია ლიტურგიიდან, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს. ახლადმოქცეული, უკეთეს შემთხვევაში ბუნდოვნად შეიმეცნებს, რომ ღმრთის ხალხის რიგებშია ჩარიცხული და ქრისტეს სხეულის ასო, ახალი ქმნილება ხდება. რადგან ნათლობა მოწყვეტილია ლიტურგიისაგან, ამიტომ მასში მთელი თემი, მთელი ადგილობრივი ეკლესია არ მონაწილეობს და არ არსებობს არანაირი ეკლესიად მიყვანება, როგორც ძმათა კრებულში შესვლა. ნათლობის შემდეგ ადამიანი ხშირ შემთხვევაში თავისთვის ცხოვრობს, როგორც გამოუვა და როგორც მოუხერხდება. თუ თანამედროვე ადამიანის ცვალებადობას და ქარაფშუტობას გავითვალისწინებთ, სჯობს დრომ გამოსცადოს მისი განზრახვების გულწრფელობა. მან თვითონ უნდა შეამოწმოს თავისი გადაწყვეტილების სიმტკიცე. კათაკმევლობის ვადა კი არ უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს. ჩვენს საერთო უბედურებად უნდა განვიხილოთ ის, რაც ჩვენს ტაძრებში ხდება - როცა ყოველგვარი სწავლების გარეშე ნათლავენ, შემდეგ კი ეს ადამიანები ტაძარში მაინც არ მოდიან და თუ მოდიან, სრულიადაც არა იმ განწყობით, როგორიც საჭიროა. მე მესმის, რომ ყველაფრის უცებ გამოსწორება არ შეიძლება, მაგრამ სიჯანსაღისაკენ მიმართულება უნდა იყოს. ადამიანი ერთბაშად ვერ ‘’ჩაყლაპავს’’ მთელ ქრისტიანობას. ამისათვის წლებია საჭირო. ამიტომ, მონათვლამდე საჭიროა სარწმუნოების ელემენტარული საფუძვლების სწავლება, შემდეგ კი, როცა ადამიანი შეიგნებს, რომ ცხოვრების შეცვლის მისეული გადაწყვეტილება მტკიცეა, მაშინ იგი - ეკლესიის წიაღში ცხოვრებით - თანდათან უფრო მეტს გაიგებს ქრისტიანობაზე. მაინცადამაინც არ უნდა გვიხაროდეს ის, რომ ახლა ჩვილთა მასიური ნათლობა ხდება. წარსულ ხანებში დაუშვებელი იყო ურწმუნო მშობლების შვილების მონათვლა და თანაც, მათგან ფარულად, როგორც ახლა ეს ზოგჯერ ხდება. ითვლებოდა, რომ როცა ბავშვი გაიზრდება, შემეცნების ასაკს მიაღწევს, ის თვითონ აირჩევს ცხოვრების გზას და მრწამსს. IV საუკუნემდე მხოლოდ მოზრდილებს ნათლავდნენ, ხოლო თუ ბავშვებს მაინც ნათლავდნენ - მხოლოდ მორწმუნე მშობლების შვილებს. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი 30 წლის ასაკში მოინათლა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ეპისკოპოსი იყო. ბასილი დიდიც ამ ასაკში მოინათლა. ადრეული ეკლესიის დროს ხშირად ხდებოდა, რომ ქმარი წარმართი იყო, ცოლი - ქრისტიანი და ცნობილი არ იყო, ვინ გახდებოდა ჩვილი. თუკი წარმართი მამა ბავშვის მონათვლის წინააღმდეგი იყო, ჩვილს არ ნათლავდნენ. ნათლობის შესახებ ძალზე შინაარსიანად საუბრობს დეკანოზი ალექსანდრე შმემანი თავის წიგნში: ‘’წყლითა და სულით ნათლობის საიდუმლო’’; კერძოდ იმაზე, რომ ბავშვების მონათვლის პრაქტიკამ მხოლოდ კონსტანტინეს შემდგომ ეპოქაში მოიკიდა მტკიცედ ფეხი, როცა ქორწინება მთლიანად ეკლესიური გახდა და იყო რწმენა, რომ ნათლისღებით განწმენდილი ჩვილები სარწმუნოებით და კეთილმსახურებით გაიზრდებოდნენ. ახლა კი ხშირად ხდება, რომ ნათლიები თვითონ არ არიან მონათლულნი, ხოლო მშობლები საერთოდ ურწმუნონი არიან. თავს უფლებას მივცემ მოვიყვანო ციტატა მღვდელმთავარ გრიგოლი ღმრთისმეტყველის წიგნიდან: ‘’ სიტყვა ნათლისღებაზე’’ – ‘’რას იტყვით მათზე, ვინც ჯერ ჩვილია და ვერ გრძნობს ვერც ვნებას და ვერც მადლს? მოვნათლოთ თუ არა ისინი? - აუცილებლად, თუკი საფრთხე დადგება. სხვა მცირეწლოვანებზე კი ასეთ აზრს მოგახსენებთ: დავიცადოთ სამ წლამდე, ან ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, როცა ბავშვები შეძლებენ მოისმინონ რაიმე საიდუმლოებრივი და უპასუხონ, თუმცა მთლად ვერ გაიგებენ, მაგრამ გონებაში ჩაიბეჭდავენ - და მათი სული და სხეული ნათლობის დიდი საიდუმლოთი განვწმიდოთ’’. ახლა გავრცელებულია აზრი, რომ უნათლავად გარდაცვლილი ჩვილები ტანჯვისათვის არიან განწირულნი. ხორციელის შაბათის სვინაქსარში - როცა ეკლესია ყოველთა წინა საუკუნეთა შესვენებულთა მოხსენიებას აღასრულებს - არის ადგილი, სადაც ასეთ ჩვილებზეა დაწერილი: ისინი არც ნეტარებას განიცდიან, არც იტანჯებიან, არამედ ღმრთის მიერ განსაკუთრებულ ადგილებში არიან დაცულნი. მღვდელმთავარი გრიგოლი ღმრთისმეტყველიც საუბრობს მათზე, ვინც ‘’არა იმდენად ავი ზნის, რამდენადაც უმეცრების გამო ვერ მოინათლნენ’’ და ასკვნის: ‘’უკანასკნელნი - მართალი მსაჯულის მიერ - არც განდიდდებიან, არც დაისჯებიან’’. სამწუხაროდ, საეკლესიო საიდუმლოთა შესახებ არასწორი შეხედულება არსებობს. სარწმუნოებაში განუსწავლელი ადამიანები, ხშირად ნათლისღებას, როგორც რაღაც მაგიურ ქმედებას უყურებენ, რომელსაც უბედურებისაგან, ავადმყოფობისაგან და სხვათაგან დაცვა ძალუძს. ეს შეურაცხმყოფელია ეკლესიის უდიდესი საიდუმლოსთვის. ვფიქრობ, რომ თუ რომელიმე წინამძღვარი, თავის მრევლში ნათლობის საიდუმლოს სისავსის აღდგენას შეეცდება, და ეს საქმე კერძო ხასიათის იქნება, ის წარუმატებლობისთვისაა განწირული. აი, მაგალითად, ჩემთან მოდის ნათლობის მსურველი ადამიანი. მე მას ვეუბნები ’’შენი მონათვლა უცბად არ შეიძლება, ჯერ შენ სარწმუნოება უნდა ისწავლო, იარე ტაძარში, გაეცანი სარწმუნოების საწყისებს, გაეცანი ღმრთისმსახურებას, გამოსცადე შენი განზრახვის სიმტკიცე: შეგიძლია თუ არა ცხოვრების შეცვლა და სრულიად სხვა ადამიანად გადაქცევა’’. ის თითქოსდა მეთანხმება, შემდეგ კი, შეგნებულად, თუ შემთხვევით - იგივე კითხვით სხვა მღვდელს მიმართავს, ის კი პასუხობს: ‘’რას ამბობ, სასწრაფოდ უნდა მოინათლო, არ უსმინო მას, ის რაღაცას იგონებს’’. ადამიანები ასეთ რჩევებს უფრო ხშირად ემორჩილებიან. ამგვარად, ნათლობის საიდუმლო კარგავს ცხოვრების დიდი მოვლენის მნიშვნელობას, რომლისთვისაც სერიოზული მომზადებაა საჭირო. მხოლოდ სასიკვდილო საფრთხის შემთხვევაში შეიძლება მაშინვე მონათვლა, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია. -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
მართა |
![]()
პოსტი
#67
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ზებ ერთ მაგალითს მოგიყვან ჩემთვის,შენთვის და კიდევ ბევრისთვის ცნობილ მღვდელმონაზონ იოსებს სთხოვეს საათებია დარჩენილი მომაკვდავი ჩვილია და დედას სურს მართლმადიდებლად გარდაიცვალოსო,მისივე სურვილია ნათლობის საიდუმლო თქვენ შეასრულოთო,მამა იოსებიც გაჰყვა მათ და სამშობიაროში უკვე მინელებულ სუნთქვით მყოფი ჩვილი იხილა,აშკარა იყო სიკვდილი სულ მალე წაგვრიდა ახალდაბადებულ ბავშვს და საჩქაროდ დაიწყო მისი მონათვლა ოჯახის წევრების ქვითინის ფონზე, იქვე მყოფმა ექიმმა შენიშნა რომ სულ მალე ბავშვს სუნთქვა გაუხშირდა ეს აპარატმაც დაამოწმა,მამა იოსები შEუდრეკელად განაგრძობდა მონათვლას,ექიმის მერე უკეთესობა მშობლებსაც უგრძვნიათ საოცარი ჩოჩქოლი ამტყდარა მალე ექიმებით გაივსო იქაურობა და მამა იოსების ლოცვის ფონზე დაიწყეს ის ქმედება რასაც მანამდე აზრი ქონდა დაკარგული! ნათლობის დასრულების მერე ექიმებმა თქვეს ეს აბსოლიტურად უფლის ნებით მოხდა წარმოუდგენელი იყო მისი გადარჩენა,ნათლობის მადლმა და მამა იოსების უშურველობამ იხსნა ის ბავშვი სიკვდილისაგან!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#68
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ზებ ერთ მაგალითს მოგიყვან ჩემთვის,შენთვის და კიდევ ბევრისთვის ცნობილ მღვდელმონაზონ იოსებს სთხოვეს საათებია დარჩენილი მომაკვდავი ჩვილია და დედას სურს მართლმადიდებლად გარდაიცვალოსო,მისივე სურვილია ნათლობის საიდუმლო თქვენ შეასრულოთო,მამა იოსებიც გაჰყვა მათ და სამშობიაროში უკვე მინელებულ სუნთქვით მყოფი ჩვილი იხილა,აშკარა იყო სიკვდილი სულ მალე წაგვრიდა ახალდაბადებულ ბავშვს და საჩქაროდ დაიწყო მისი მონათვლა ოჯახის წევრების ქვითინის ფონზე, იქვე მყოფმა ექიმმა შენიშნა რომ სულ მალე ბავშვს სუნთქვა გაუხშირდა ეს აპარატმაც დაამოწმა,მამა იოსები შEუდრეკელად განაგრძობდა მონათვლას,ექიმის მერე უკეთესობა მშობლებსაც უგრძვნიათ საოცარი ჩოჩქოლი ამტყდარა მალე ექიმებით გაივსო იქაურობა და მამა იოსების ლოცვის ფონზე დაიწყეს ის ქმედება რასაც მანამდე აზრი ქონდა დაკარგული! ნათლობის დასრულების მერე ექიმებმა თქვეს ეს აბსოლიტურად უფლის ნებით მოხდა წარმოუდგენელი იყო მისი გადარჩენა,ნათლობის მადლმა და მამა იოსების უშურველობამ იხსნა ის ბავშვი სიკვდილისაგან! თუმცა მე ისიც გამიგია, დაიბადა ბავშვი, რომელიც კვდებოდა, დედას არ უნდოდა მოუნათლავად წასულიყო იმქვეყნად, სასწრაფოდ მოიყვანეს მოძღვარი, მონათლეს და ქრისტიანად მიიცვალა ჩვილი..... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#69
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
ზებ ერთ მაგალითს მოგიყვან ჩემთვის,შენთვის და კიდევ ბევრისთვის ცნობილ მღვდელმონაზონ იოსებს სთხოვეს საათებია დარჩენილი მომაკვდავი ჩვილია და დედას სურს მართლმადიდებლად გარდაიცვალოსო,მისივე სურვილია ნათლობის საიდუმლო თქვენ შეასრულოთო,მამა იოსებიც გაჰყვა მათ და სამშობიაროში უკვე მინელებულ სუნთქვით მყოფი ჩვილი იხილა,აშკარა იყო სიკვდილი სულ მალე წაგვრიდა ახალდაბადებულ ბავშვს და საჩქაროდ დაიწყო მისი მონათვლა ოჯახის წევრების ქვითინის ფონზე, იქვე მყოფმა ექიმმა შენიშნა რომ სულ მალე ბავშვს სუნთქვა გაუხშირდა ეს აპარატმაც დაამოწმა,მამა იოსები შEუდრეკელად განაგრძობდა მონათვლას,ექიმის მერე უკეთესობა მშობლებსაც უგრძვნიათ საოცარი ჩოჩქოლი ამტყდარა მალე ექიმებით გაივსო იქაურობა და მამა იოსების ლოცვის ფონზე დაიწყეს ის ქმედება რასაც მანამდე აზრი ქონდა დაკარგული! ნათლობის დასრულების მერე ექიმებმა თქვეს ეს აბსოლიტურად უფლის ნებით მოხდა წარმოუდგენელი იყო მისი გადარჩენა,ნათლობის მადლმა და მამა იოსების უშურველობამ იხსნა ის ბავშვი სიკვდილისაგან! ეს ხომ ნამდვილი სასწაულია ![]() |
მართა |
![]()
პოსტი
#70
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
თუმცა მე ისიც გამიგია, დაიბადა ბავშვი, რომელიც კვდებოდა, დედას არ უნდოდა მოუნათლავად წასულიყო იმქვეყნად, სასწრაფოდ მოიყვანეს მოძღვარი, მონათლეს და ქრისტიანად მიიცვალა ჩვილი..... ასეც შეიძლება, მაგრამ მასეთ შემთხვევაში ზუსტად იცი რომ შენ ყველაფერი გააკეთე მის გადასარჩენად,მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება.ჩემს მიერ მოყოლილმა კი იმაში დამატწმუნა რომ უფალმა ეს ჩვილი არ გაწირა რადგან რაღაც მისიაც ჰქონდა ალბად შესასრულებელი თუნდაც ის რომ მოცემული ოჯახი უაღრასად მორწმუნე და ეკლესიური გახდა,და არა მარტო ის ოჯახი,ამან ექიმებზეც ძალიან იმოქმედა! -------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#71
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
ასეც შეიძლება, მაგრამ მასეთ შემთხვევაში ზუსტად იცი რომ შენ ყველაფერი გააკეთე მის გადასარჩენად,მაგრამ უფალმა სხვაგვარად ინება.ჩემს მიერ მოყოლილმა კი იმაში დამატწმუნა რომ უფალმა ეს ჩვილი არ გაწირა რადგან რაღაც მისიაც ჰქონდა ალბად შესასრულებელი თუნდაც ის რომ მოცემული ოჯახი უაღრასად მორწმუნე და ეკლესიური გახდა,და არა მარტო ის ოჯახი,ამან ექიმებზეც ძალიან იმოქმედა! განსაკუთრებულ მოვლენას ვერაფერს ვხედავ, და ყველაფერში სასწაულების ძიებაც არ გამიგია.... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#72
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#73
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
თუ არ ეძიე ვერც იპოვნი ![]() გაიხსენე უფალი რას ამბობს სასწაულებს ვინები ეძებენო ![]() -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#74
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
|
ზებედე |
![]()
პოსტი
#75
|
![]() ზეციკეთი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 ![]() |
მე სასწაულებს არ ვეძებ, შენი წინა პოსტი... ციტატა მე მომხდარ სასწაულებს ვხედავ და ვაღიარებ რომ იგი სასწაულია ![]() ![]() მომაკვდავი ახალდაბადებული ჩვილი, რომელიც მონათლეს მაინც გარდაცვლილა. ისეთებიც ვიცი, ვინც დაიბადა და კვდებოდა, მშობელს მოაცილეს რომ არ ჩაკვდომოდა, მაგრამ უცებ გადარჩენილან, ნათლობის გარეშეც... წაიკითხე არქიმანდრიტი ზენონის წერილი ზემოთ რომ დავდე და..... -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#76
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
ზებედე
გუჯა დაანებე თავი ქადაგებას, რადგან არ იცი რას ამბობ. მომაკვდავ ბავშვზე რომ ნათლობის მადლმა იმოქმედა შენთვის არაფერია?? მორჩით ამაზე და წავშლი. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
თათარაშვილი |
![]()
პოსტი
#77
|
![]() გამვლელი მემბერი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 ![]() |
|
აჩიკო |
![]()
პოსტი
#78
|
![]() archili ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 327 რეგისტრ.: 30-June 07 წევრი № 2,342 ![]() |
გადავიკითხე წინა პოსტები და აი ჩემი პასუხიც:
ციტატა ხო და ამ თემის გახსნა რატომ გადავწყვიტე იცი? ზოგიერთ მშობელს მოვალეობის მოხდის მიზნით მიჰყავს შვილი საზიარებლად, და ჰგონია რომ თუ შვილს აზიარებს მას არაფერი დაემართება ცხოვრებაში, ზიარება მაგიურობა ჰგონიათ. ამას არ სჯობია შვილს ჯერ ასწავლო, უქადაგო, რომ მოემზადოს საზიარებლად? ისეთი მშობლები აზიარებენ შვილებს, რომლებმაც თვითონ არ იციან რაა ზიარება და არც ზიარებულან იგივე ხდება ნათლობის დროს ზებედე მშობლების უგუნურება არანაირად არ გამორიცხავს ჩვილთა ზიარების საჭიროებას. -------------------- ვაჰ, დედას თქვენსა, ყოვებო,
ცუდ დროს ჩაგიგდავთ ხელადა, თორემ ვნახავდი თქვენს ბუმბულს გაშლილს, დაფანტულს ველადა! კიდევაც დაიზრდებიან... |
მართა |
![]()
პოსტი
#79
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,487 რეგისტრ.: 7-July 07 წევრი № 2,399 ![]() |
ჩემთვის სულაც არ არი სასწაული,ბუნებრივიცაა რადგან ძალიან მჯერა ნათლობის მადლის და მწამს უკუნისამდე!
-------------------- ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
|
catherina_10 |
![]()
პოსტი
#80
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 ![]() |
ვისაც არ უნდა ამ სასწაულების დაჯერება რაც არ უნდა 10000 მაგალითი და ფაქტი დაუსახელო ის მაინც თავის აზრზე დარჩება
ღმერთმა აგვიხილოს თვალები |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 01:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი